forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (164) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რატომ იყო აფხაზეთი ჩვენი (ისტორიული მასალები), იყო და არის :)
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 18 May 2008, 22:26  #9662770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გენოგეოგრაფიით დამტკიცდა, რომ აფხაზებსა და ჩრდილოკავკასიელ აბაზინებს შორის უფრო ნაკლები გენეტიკური კავშირია, ვიდრე აფხაზებსა და ქართველებს შორის.
ძალიან ბევრი საერთო გენომი აქვთ ქართველებს და აფხაზებს შორის.

გენოგეოგრაფია


--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
[IMG]http://a.pix.ge/l/p0tzt.jpg[/IMG]
Al Fayed
Handmade Shepherd


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4165
წევრი No.: 51479
რეგისტრ.: 14-January 08

გამოგზავნილია: 18 May 2008, 22:30  #9662822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
გენოგეოგრაფიით დამტკიცდა, რომ აფხაზებსა და ჩრდილოკავკასიელ აბაზინებს შორის უფრო ნაკლები გენეტიკური კავშირია, ვიდრე აფხაზებსა და ქართველებს შორის.
ძალიან ბევრი საერთო გენომი აქვთ ქართველებს და აფხაზებს შორის.

და?


--------------------
ქვეყანაში უნდა იყოს ჯიპა მუდამ თავისუფალი სიტყვის ლამპარი და არ უნდა დავუშვათ რომ ის ჩაქრეს (c) Lizi_g

სუპერ ექსტრა ტურბო ინტელექტუალები (c) chege100

პიზდეცწიაღსვლები (c) gz 06
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 18 May 2008, 22:33  #9662889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
და?

ის რომ აფხაზები იყვნენ და არიან უფრო ქართველები, ვიდრე ადიღეველები -
გენეტიკურად.
tadzreuli
CHRONIST


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 51532
რეგისტრ.: 15-January 08

გამოგზავნილია: 19 May 2008, 10:39  #9667812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
შუასაკუნეების ავტორების ცნობები მინდა აფხაზების, აფხაზეთის შესახებ სასწრაფოდ.... გააქვთ რამე, მაგრად მჭირდება !


--------------------
K.KOLKHI blog * VERITAS VOS LIBERABIT

www.kakhaberkolkhi.blogspot.com
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 19 May 2008, 10:51  #9667920      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tadzreuli
წინა გვერდებზე არის ლინკები
-იქ ნახე

http://abkhazeti.info/history/History.php

http://www.geocities.com/abkhazia_dream/history/hys1.html

This post has been edited by basa-ttt on 19 May 2008, 11:27
tadzreuli
CHRONIST


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 51532
რეგისტრ.: 15-January 08

გამოგზავნილია: 19 May 2008, 11:15  #9668192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ოკ, მადლობა ............... ..............................
badriko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4408
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 26 May 2008, 13:26  #9768251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


ცნება "დღევანდელი" აფხაზები "ნატურალური მნიშვნელობით" არ არსებობს !
აფსუა = აბაზინელი + ქართველი !

შდრ.: სამურზაყანოელი = არც აფსუა, არც მეგრელი
ანუ
აქ, ენგურთან დაესვა წერტილი მეგრელთა გააფსუების პროცესს !

პირვანდელი ჯიქი, პირვანდელი აფხაზი ისეთივე კოლხური ტომები არიან, როგორც მეგრელი, ლაზი და სვანი.

აფსუა ენით აბაზინელია, ანთროპოლოგიურად კი ქართველია ! (აბდუშელაშვილი, გერასიმოვი...).

აფსილი და აბაზგი რომ არძინბას წინაპრები ყოფილიყვნენ, ისინი თავიანთ ქალაქებს არ დაარქმევდნენ წიბილას (წიფელი) და ცხუმს.

აფსილი (ა-ფსილ-ოს) და ლაზი (ლასი-ოს) ბერძნულად აღნიშნავენ : "თმიან" ტომს !

ანუ ესაა იგივე ბოჯგორიანი ("თმიანი") აბაზგი ტომი !

ბ ო ჯ გ -ორ > ბაჯგ-ი > ა-ბაზგი !

აქვე მოხდა კონტამინაცია :

მეგრ. ბ ი ჯ გ -ი ("ნაბიჯი") , უა-ბიჯგუა ("არ-შეაბიჯო") > ბერძნ. ბ ა ს კ ო ("ნაბიჯის გადადგმა") > ა-ბ ა ს კ ო ("შეუვალი ქვეყანა", - აგათია სქოლასტიკოსი-მირინეელი, პროკოპი კესარიელი...) !

ანუ აფხა - ზანეთი ("ბეჭის // მთის ზანეთი) > აფხაზანეთი > აფხაზეთი.

შდრ.:

კილე - ზანი ("მკლავის // მთის ზანეთი") > კლარზანეთი > კლარჯეთი !

ასე რომ გვაქვს ეს :

ბოჯგ- ორი ("ბანჯგვლი") და უა-ბიჯგ-უა ("არ-შეაბიჯო"} >>>>> აბასკია

იგივე აფხაზეთი !

და ჯდება კი ამ კონტექსტში ეს აფსნი ?

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯდება, მაგრამ ისევ და ისევ ლათინური კუთხით :

ლათ. სპინა ("ეკალი") > სპანია ("ეკლიანი მხარე" ანუ შეუვალი მხარე) და

ფსუანეთი ანუ სვანეთი (ფინ ძირი სვანურში, აქედან კი აბაზურ-აფსუურში ეკალს აღნიშნავს) . ეს ფინ > ფინეთი (სანაპიროს გასწვრივ მყოფი მთაგორიანი მხარე)...

ფ-სუანეთი კი გვაძლევს აფსნის !

შდრ.:
ფ-სხვილი > აფსხვილი > აფსვილი > აფსილი;
მ-სხვილი > მესხილი > მესხი > /ოპოზიციით/ მესკ ("სისტი", არაბ., ევროპ. ენებზე) ;
ჭანი (ჭანი ქათამი ანუ გამხდარი ქათამი);
მეგრელი > მანგარი ("მაგარი") > /ოპოზიციით/ მინგრელეტ, მინგრ ("გამხდარი" ფრანგულად);

ანუ აქაა ბარაქიანი (ოპოზიციით კი არაბარაქიანი) მხარის გააზრება !

შდრ.:
ცხიმი > ცხუმი ("ბარაქიანი ქალაქი", - ერთ-ერთი გააზრება)
ფ-სხვილი // მ-სხვილი > აფსუურად აფსილარა ("ქონიანობა" ანუ ბარაქიანი მხარე)

ანუ აფხაზეთიც და აფსნიც ქართველურია !

ეს ფორმულები დალაგებულად მაქვს ფუნდამენტალურ ნაშრომში, აქ დავწერე ის, რაც მომაგონდა, თან შევკვეცე !
ამას წყალი არ გაუვა, ხოლო ის, რაც ჭყონმა დაწერა ამ საკითხებზე, ნაგავში გადააგდოს !

აი, რაც მე დავწერე, ესაა საკიხის კომპლექსური, არქიმეცნიერული, არქიაკადემიური ანალიზი და ეს მოყვარულები, საქართველოს რომ ჯიჯგნიან, ნერვებს მიშლიან !

ჭყონი წერს:
3. ეგ (ანტიაფხაზური კედლის მეგრელთათვის თავდაცვითი დანიშნულება, - ბადრი) დაახლ. იგივეა იკითხო, რა საჭირო იყო მოდინახის ან წერეთლების ციხის შენება საჩხერეში, თუკი მე-9 საუკუნის მარგველები ქართველები იყვნენო...
კედლის ამგები ლევან II დადიანი (1611 – 1657) თუ მე-9 საუკუნის მოღვაწე გგონია, ძალიან შემცდარხარ. ესეც ვახუშტის ცნობა: "შევლო ზღუდე დიდმა ლევან დადიანმა, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის". დაუკვირდი "აფხაზთა" და არა "აფსუათა" (ეს ეთნონიმი საერთოდ არ არსებობდა ქართულში არც აფხაზეთის მკვიდრთა აღსანიშნავად და არც ჩრდილოკავკასიელთა
(...) ლევანი წელიწადში რამდენჯერმე ესხმოდა თავს და არბევდა იმერეთს, მიჰქონდა ქონება, მიჰყავდა ტყვეები, რომელთაც შემდეგ ფულზე თავს ახსნევინებდა. ლევანმა გაჩანაგების პირზე მიიყვანა იმერეთი...
აი თქვენი ქებული ლევან დადიანი, რომელიც ქართველებს "აფსუების" შემოსევებისგან იცავდა".

ჩემი პასუხი :

ლევან დადიანმა კი არ ააგო, არამედ შეაკეთა ეს კედელი, რომელიც გვიან ანტიკურ პერიოდში და VI ს-შიც (აგათია) სპარსელებისგან იცავდა აფხაზების შეუვალ მხარეს სამხრეთიდან, მაგალითად, მეფე გუბაზის დროს.

შემდეგ, როცა სპარსელები აქედან გაქრნენ, გამოჩნდნენ აბაზინლები (მომავალი აფსუები) და ამ კედელს თავდაცვითი დანიშნულების მიმართულება შეუცვალეს : ის უკვე მეგრელებს იცავდა აბაზინლებისაგან

ანუ ::::::::::::::::::::


ჯიქები, აფხაზები და ფსუანები (სექტორი : აზოვი - კელასურის კედელი) ამ დროისთვის უკვე ამოჟლიტეს აბაზინლებმა და "მისაკუთრეს მათი სახელები" (ნიკიფორე გრეგორასი, XIV ს.), ხოლო კედლის აღმ. მხარეს დარჩენილი ქართველობამ კი შაკეთა ეს კედელი და სასროლი სარკმლები შეცვალა ანუ მსროლელები ისრებს მიმართავდნენ ჩრდილოეთისკენ !

რაც შეეხება იმერლებზე რეიდფებს,

ბატონო ჭყონი, იმას რატომ არ უფიქრდებით, რომ ლევან დადიანმა არანაირი კედელი არ აღმართა არც გურულთა და არც იმერელთა წინააღმდეგ ?

იმიტომ, რომ ესენი იყვნენ ქართველები და არ იყო ამ მხარეში საზღვრების გაწევ-გამოწევა ეროვნული ტრაგედია !

აი, აფსუების მხრიდან კი იყო ეს ასეთი ტრაგედია და შეაკეთეს კიდეც ეს კედელი !

და საერთოდ, მაჩვენეთ ერთი ქვა, რომელიც 2000 წლის მანძილზე აფხაზეთში ვითომ მცხოვრებმა აფსუებმა დადეს !

რატომ ბოგინობენ აფსუების ფოლკლორის გმირები ჩრდ. კავკასიაში ?

ან გასტალდის რუკა განა ყალბია ?

ის რუკები მე ლამის ყველა ვნახე ორიგინალში !

თქვენ კი ბესას ურჩევთ გადაყაროს ისინი და თქვენთან მოუხშიროს საიდუმლო სერობას, რათა "სიმართლე" უთხრათ აფხაზეთში !

ერთი გვითხარით ჩვენც, ყველაფრის მცოდნევ, თუ რატომ არიან აფსილ-აბაზგები არძინბას და არა ჩემი წინაპრები ?!

აი, ეს დამიმტკიცე და როცა დამიმტკიცებ, ოღონდ მეცნიერულად, ბოდიშს მოგიხდი !

თუმცა, მე ხომ თქვენი "დონის" ისტორიკოსი არ ვარ თქვენო უდიდებულესობავ, და რასაკვირველია, არც მიპასუხებთ !

მე კი თქვენნაირ "ისტორიკოსებს" ვეუბნები :

დადეთ კალამი, ხელში აიღეთ თოხი და კარტოფილი მაინც დარგეთ !

თქვენი ლოზუნგია : აფსუა = აფსილი !

ჯერ შეისწავლეთ კლასიკური ენები, გამოიყენეთ რეგიონის ენა (მეგრული) და მერე წერეთ, თუმცა ის, რაც ანჩაბაძე უფროსმა დაგიწერათ, იმისი მონა იყავით, ხართ და იქნებით !

ისე, ზურაბ ანჩაბაძემ თავისი ხელით დამიწერა ხუთიანი მისაღებ გამოცდაზე და განსაკუთრებით შემაქო კიდეც !

მის პოლიტიზირებულ აფხაზეთის ისტორიას არ ვღებულობ და ვთვლი, რომ არ იყო ობიექტური ისტორიკოსი !

არ მომწონს მისი მეთოდი, რომლის სახელია "ურავნილოვკა" !

სინამდვილეში, მისი მეთოდი იყო უსამართლობის დაკანონება : წაართვა მეგრელებს ისტორია და მისცა აფსუებს,თანაც თავად ჩაეწერა აფსუად და იქცა პირველ რექტორად !

ესაა ობიექტურობა ?!

თქვენ გყავთ ფეთიშები : მარრი, ანჩაბაძე...

ჩემთვის კი მთავარი ფეთიშია სიმართლე !

აქაა ჩვენი კარდინალური განსხვავება :

- მონობა ანუ დამოკიდებული ისტორიის წერა
და
- თავისუფლება ანუ დამოუკიდებელი ისტორიის წერა !




This post has been edited by აღასპერი on 27 May 2008, 10:53
natalir
:)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9754
წევრი No.: 22351
რეგისტრ.: 9-August 06

გამოგზავნილია: 27 May 2008, 00:48  #9779710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (badriko @ 26 May 2008, 13:26 )
და საერთოდ, მაჩვენეთ ერთი ქვა, რომელიც 2000 წლის მანძილზე აფხაზეთში ვითომ მცხოვრებმა აფსუებმა დადეს !


თუ არ ვცდები ბოდიშვილების თემაშიც დავსვი ეს კითხვა: რა მატერიალური ძეგლი არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ არძინბა-შამბა-ოზგანის წინაპრებმა, მათ ენაზე მოსაუბრეებმა შექმნეს ისტორია და ცივილიზაცია აფხაზეტის ტერიტორიაზე.

პასუხი არავინ გამცა.


--------------------
If tolerance becomes a one way street it leads to cultural suicide

А что подумал Кролик - никто не узнал. Потому что он был очень воспитанный
Chkoni
ჭკონი (ჭყონი)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 1073
რეგისტრ.: 5-July 02

გამოგზავნილია: 27 May 2008, 04:28  #9781741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე, ძველი თემების ბმულებიც ეყაროს:
აფხაზეთის ისტორია
აფხაზეთის ისტორია
მე კი მაგრა მომბეზრდა ამ თემაზე კამათი.
აგერ, ბადრიკო გააგრძელებს.
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ვინც მის აზრებს არ იზიარებს, ეგრევე ხდება მონა და ანტიქართველი. აზრები კი ძირითადად ასეთი აქვს:
QUOTE (badriko @ 15 May 2008, 20:39 )
რაც შეეხება მეგრულს, ეს ენაა, თაავ ქართულთან მიმართვებაში არ უნდა დავწვრილმანდეთ, რადგან არათუ ზანურია ქართულის დედა-ენა, არამედ ის იმთავითვე არის ბერძნულის, ლათინურის, რუსულის, სომხურის, ზოგი სხვა ინდოევროპული ენის დედა-ენა.


This post has been edited by აღასპერი on 27 May 2008, 10:56


--------------------
ემინე აფიჩხური,
დაჩხურ ორე, დაჩხური,
მოხთი ჩქიმ ოფუტეშა,
ვარ გაკნასენ ჩაჩხური.
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 27 May 2008, 10:56  #9782906      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
tadzreuli
badriko


ამჯერადაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ თავდახმების და შეურაცხყოფისგან.
ორივეს სიტყვიერი გაფრთხილება.
ჭყონი ის კაცი არაა, ვინც ასეთი ტონით საუბარს იმსახურებს.


--------------------


აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
badriko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4408
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 27 May 2008, 12:56  #9784406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჭყონს იმიტომ მობეზრდა ამ თემაზერ საუბარი, რომ სალაპარაკო (აკადემიურ დონეზე) არა აქვს.

რაც შეეხება, იმ ციტატას, რომელიც გამიშაყირა, ნებისმიერ დროს დავუმტკიცებ.

პრობლემა ისა, რომ ჩვენ, ქართველებს თავად არ გვჯერა ჩვენი უდიდესი ისტორიისა.

დიახ, იყვნენ იაფეტიდები, მერე მოვიდნენ ინდოევროპელები, წაგვრწყმიდეს და, ეხლა კი შეხედეთ პოლიტიკურ რუკას :
პელაზგები ამოწყდნენ,
ეტრუსკები ამოწყდნენ;
გადარჩენილ ბასკებს ქვეყანა არა აქვთ;
გადარჩენილ ქარველებს კი ყოველ საუკუნეში გვაკლდება საშუალოდ 5.000-10.000 კვ. კმ.


აქ კი, ჭყონი მაშაყირებს...

ამოვწერ და დავდებ იმას რომ :

****

რაც შეეხება მეგრულს, ეს ენაა, თავად ქართულთან მიმართებაში არ უნდა დავწვრილმანდეთ, რადგან არათუ ზანურია ქართულის დედა-ენა, არამედ ის იმთავითვე არის ბერძნულის, ლათინურის, რუსულის, სომხურის, ზოგი სხვა ინდოევროპული ენის დედა-ენა.

basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 27 May 2008, 19:07  #9790423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუ არ ვცდები ბოდიშვილების თემაშიც დავსვი ეს კითხვა: რა მატერიალური ძეგლი არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ არძინბა-შამბა-ოზგანის წინაპრებმა, მათ ენაზე მოსაუბრეებმა შექმნეს ისტორია და ცივილიზაცია აფხაზეტის ტერიტორიაზე.

არ არსებობს.
აფხაზები თ უარ იყვნენე ქართველები, არამედ ადიღეურიწრმოშობის ტომი,
მაშინ უნდა არსებობდეს ამ არაქართული ტომის მიერ შექმნილი (ქართულისგან განსხვავებული) კულტურაც.
კოშკი, სასახლე, ნივთი, სამარხი,
მაგალითად - ეს ცული იპოვეს ახალგორში,
და მიუხედავად იმისა, რომ ის ახალგორში, აღმოსავლეთ საქართველოშია ნაპოვნი -
ყველამ იცის რომ ეს კოლხური ცულია.
user posted image
თუ ასეთი ცულები ბევრი იქნება ნაპოვნი და თუ ცულებთან ერთად - კოლხური კუტურის მსგავსს სხვა ნივთებსაც ვიპოვით,
მაშინ
ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ თურმე ქსნის ხეობაში ბრინჯაოს ხანაში კოლხები ცხოვრობდნენ...


აფხაზეთში ქართულისგან განსხვავებული კულტურის მქონე, სხვა კულტურა შემჩნეული არაა.

This post has been edited by basa-ttt on 27 May 2008, 20:15
natalir
:)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9754
წევრი No.: 22351
რეგისტრ.: 9-August 06

გამოგზავნილია: 28 May 2008, 11:01  #9798957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (basa-ttt @ 27 May 2008, 19:07 )
QUOTE
თუ არ ვცდები ბოდიშვილების თემაშიც დავსვი ეს კითხვა: რა მატერიალური ძეგლი არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ არძინბა-შამბა-ოზგანის წინაპრებმა, მათ ენაზე მოსაუბრეებმა შექმნეს ისტორია და ცივილიზაცია აფხაზეტის ტერიტორიაზე.

არ არსებობს.
აფხაზები თ უარ იყვნენე ქართველები, არამედ ადიღეურიწრმოშობის ტომი,
მაშინ უნდა არსებობდეს ამ არაქართული ტომის მიერ შექმნილი (ქართულისგან განსხვავებული) კულტურაც.
კოშკი, სასახლე, ნივთი, სამარხი,
მაგალითად - ეს ცული იპოვეს ახალგორში,
და მიუხედავად იმისა, რომ ის ახალგორში, აღმოსავლეთ საქართველოშია ნაპოვნი -
ყველამ იცის რომ ეს კოლხური ცულია.
user posted image
თუ ასეთი ცულები ბევრი იქნება ნაპოვნი და თუ ცულებთან ერთად - კოლხური კუტურის მსგავსს სხვა ნივთებსაც ვიპოვით,
მაშინ
ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რომ თურმე ქსნის ხეობაში ბრინჯაოს ხანაში კოლხები ცხოვრობდნენ...


აფხაზეთში ქართულისგან განსხვავებული კულტურის მქონე, სხვა კულტურა შემჩნეული არაა.

გასაგებია. smile.gif მადლობა.

საინტერესო იქნებოდა ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეთა დასაბუთებული აზრის მოსმენაც smile.gif
badriko
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4408
წევრი No.: 46866
რეგისტრ.: 15-November 07

გამოგზავნილია: 28 May 2008, 11:20  #9799170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (badriko @ 27 May 2008, 12:56 )
ჭყონს იმიტომ მობეზრდა ამ თემაზერ საუბარი, რომ სალაპარაკო (აკადემიურ დონეზე) არა აქვს.

რაც შეეხება, იმ ციტატას, რომელიც გამიშაყირა, ნებისმიერ დროს დავუმტკიცებ.

პრობლემა ისა, რომ ჩვენ, ქართველებს თავად არ გვჯერა ჩვენი უდიდესი ისტორიისა.

დიახ, იყვნენ იაფეტიდები, მერე მოვიდნენ ინდოევროპელები, წაგვრწყმიდეს და, ეხლა კი შეხედეთ პოლიტიკურ რუკას :
პელაზგები ამოწყდნენ,
ეტრუსკები ამოწყდნენ;
გადარჩენილ ბასკებს ქვეყანა არა აქვთ;
გადარჩენილ ქარველებს კი ყოველ საუკუნეში გვაკლდება საშუალოდ 5.000-10.000 კვ. კმ.


აქ კი, ჭყონი მაშაყირებს...

ამოვწერ და დავდებ იმას რომ :

****

რაც შეეხება მეგრულს, ეს ენაა, თავად ქართულთან მიმართებაში არ უნდა დავწვრილმანდეთ, რადგან არათუ ზანურია ქართულის დედა-ენა, არამედ ის იმთავითვე არის ბერძნულის, ლათინურის, რუსულის, სომხურის, ზოგი სხვა ინდოევროპული ენის დედა-ენა.

აფხაზეთ-ჯიქეთში მცხოვრები ტომები ქართველური მოდგმისანი იყვნენ !
ამაზე წავეკამათე ნოდარ ლომოურს.
მიხვდა, რომ ჰენიოხის არაჩერქეზულობა და მეგრულობა აკადემიურად დავუმტკიცე და მის შემდეგ, მის მიერ დაწერილ სტატიებში ჰენიოხების ჩერქეზულობაზე კ რ ი ტ ს აც კი არ სძრავს !
ეს კარგია !

მაგრამ, მისი შეგირდებია ეხლა დასამუშავებელი (დამუშავებაში ვდებ ობიექტურ, არასაბჭოურ გაგებას)...

ეს აფსილ-აბაზგებსაც ეხება.


ეხლა კი ამონაწერი ერთი ჩემი წიგნიდან (მალე გამოიცემა):

კითხვასხვაობის შესწორება :
G > ჩ;
{ } > " ".
*********************


როგორც ვხედავთ, ძველი ბერძენი და რომაელი ავტორები კოლხურ `ტომებს~ (მათ შორის ჰენიოხებსაც) ზოგჯერ სახელებსაც უცვლიდნენ. ხანდახან სხვადასხვა ტომებში დაფიქსირებული მსგავსი ზნე-Gვეულებების გამო (წინადაცვეთის წესი, ხუჭუჭა თმები, ტანმაღლობა, ოქროს მოპოვება და სხვ.) ამ ტომებს ერთი და იგივე ეთნონიმით (მაგ. იბერიელები) ან მონათესავე ტომებად (ეგვიპტელები და კოლხები) მოიხსენიებდნენ. ზემოთაღნიშნული მოწმობს, რომ ყველა ანტიკური ეთნონიმი როდი შეესაბამება ცალკეულ ტომს, მეტიც, ზოგიერთ ტომს სხვა ტერიტორიაზე საკუთარი `სეხნიაც~ (ზოგჯერ არაარსებული) კი ჰყავდა. სწორედ ამით იხსნება ის ელემენტარული გარემოება, რომ ჰენიოხებს (მეეტლეებს) სხვადასხვა ანტიკური ავტორი სხვადასხვა ადგილზე უდებს ბინას: ქერGის სრუტესთან, ბიჭვინთის Gრდილო-დასავლეთით, სოხუმში, ფაზისსა და რიზესთან. აი, რატომ შეარქვა ზოგიერთმა ძველმა ავტორმა სხვადასხვა კოლხურ ქალაქებში მცხოვრებ კოლხებს საერთო ეპითეტი ჰენიოხი, რომელიც ნ. ლომოურს სახელდობრ ქერGის მახლობელი Gერქეზული და ერთადერთი ტომი ჰგონია (ჰენიოხები). ამიტომ სულ ტყუილად უარყოფს ბატონი ლომოური ავტოთენტურობას ჰერაკლიდეს ექსცერპტისა, რომელიც ჰენიოხებს ფაზისში ასახელებს. `სადავო~ ტერიტორიაზე Gამოთვლილი ყველა ტომი, ნაწილობრივ სკვითიზაციას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ანტიკურ პერიოდში დასავლურ-ქართული (კოლხურ) მოსახლეობად რGება. ამას ადასტურებს შუასაუკუნეეების მსოფლიო ისტორიოგრაფია, მხარის გეოგრაფიული ნომენკლატურა და სალაპარაკო ლექსიკა. იმის გამო, რომ არსებობდნენ საკუთრივ კოლხები და პელაზგური (აქ : თესალიური) წარმოშობის კოლხები, იყო საკუთრივ (ეთნოგრაფიული) კოლხეთიც, რომლის Gრდილოეთით იმყოფებოდა დანარGენი, არასაკუთრივი (ეთნიკურ-პოლიტიკური) ანუ ნახევრადპელაზგური და არა აფსუურ-Gერქეზული კოლხეთი. აქედან გამომდინარე, ქართველურ ტომებზეა საუბარი V საუკუნის ანონიმი ავტორის ცნობაში: `ძველი აქეადან ძველ ლაზიკამდე და შემდეგ, მდინარე აქეუნტამდე ადრე ცხოვრობდნენ ტომები, რომლებსაც ერქვათ: ჰენიოხები, კორაქსები და კილიკები, მელანხლენები, მახელონები, კოლხები და ლაზები; დღეს კი აქ ცხოვრობენ ჯიქები~ . ეს ახალი (ახლადმოსული) ჯიქები კი ნახევრად გასკვითებული ძველი კოლხური მოდგმის მეეტლე ჯიქები იყვნენ.
სწორედ ამ და მსგავს წყაროებს ეყრდნობოდა პ. ინგოროყვა, რომელსაც მისი ყოფილი შეგირდი ნ. ლომოური ასეთი ფრაზებით აკრიტიკებს: `ამაზე სიტყვაც არაა დაძრული~, `პ. ინგოროყვა საქმეს ისე წარმოგვიდგენს, თითქოს~, `არის კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც პ. ინგოროყვა მკითხველს უმალავს~, `მაგრამ თუ Gვენ ვაღიარებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე მესხთა ოდესმე ბინადრობას, პ. ინგოროყვას მომხრე-მიმდევართა პოზიცია შეიძლება ერთგვარად განმტკიცდეს~ . როგორც Gანს, ნ. ლომოურს მიზნად დაუსახავს, მისი მასწავლებლის და ამ უკანასკნელის ფუნდამენტალური ნაშრომის (გიორგი მერGულის) განადგურება პ. ინგოროყვას მომხრეთა რიგის შეთხელება, თუმცა იქვე ირწმუნება : `პ. ინგოროყვას პატივისცემას ვერავინ მასწავლისო~.
ეთნონიმური ანალიზისა და მითოლოგიური კვლევის თვალსაზრისით (იხ. ქვემოთ), ანტიკური კერკეტები, ჯიქები, კორაქსები და ჰენიოხები - ყველანი მეეტლეები (მანჯღვერი, შამწყრომი, მეხრე, სვან. მუჟოღვ) იყვნენ და ეკუთვნოდნენ კოლხურ ჯიშს. სწორედ ამიტომ იხსენიებიან ეს ტომები კოლხეთის სხვადასხვა რაიონებში, და ამის შესაბამისად კოლხეთის საზღვრებიც `იცვლებოდა~. ისინი ბერძნები რომ ყოფილიყვნენ, ბერძნულ ტექსტებში ამ ტომთა ლოკალიზაციაში `წინააღმდეგობები~ არ იქნებოდა; ზღვისპირა აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მოსახლენი აფსუები (ადლეიბას, არძინბას, ბაგაფშის და მათნაირების წინაპრები) რომ ყოფილიყვნენ :
- ქართველები მათ აფხაზებს (ე. ი. მთიელ მეგრელებს) კი არ დაუძახებდნენ, არამედ - აფსუებს ;
- პლინიუსი აბზოებს (აბაზ-აფსუებს) Gრდილოეთ კასპიისპირეთში არ მოიხსენიებდა ;
- აფსუები მეგრელების ეთნონიმს არ მიანიჭებდნენ {ზღვისპირლების} მნიშვნელობას ;
- `სადავო~ ტერიტორიაზე არ იქნებოდა კოლხური კულტურა ;
- აქვე გეოგრაფიული ნომენკლატურა, წარწერები და ლექსიკა არ იქნებოდა ქართველური ;
- უცხო ხილი არ იქნებოდა ქართულ-აფსუური ბილინგვები (სამაგიეროდ, იმიერკავკასიაში არსებობს ქართულ-Gრდილო-კავკასიური ბილინგვები) ;
- ლ. მროველი და ვახუშტი ეგროსის სამფლობელოს სულ მცირე მდ. ყუბანამდე არ გაავრცელებდნენ ;
- პომპონიუს მელა კოლხეთს არ გაავრცელებდა აზოვის ზღამდე, სამეფო კარტოგრაფი დ. ჰომემი კი ქართულ დროშას არ აღმართავდა დაახლოებით გელენჯიკთან ;
- დადიანები ამ ტერიტორიებზე პრეტენზიებს არ განაცხადებდნენ ;
- ამ პრეტენზიებს აფსუური {წარმოშობის} შერვაშიძეები წერილობით ერთხელ მაინც გააპროტესტებდნენ ;
- ივერიის (საქართველოს) ხელთუქმნელ ხატს ანაკოფიის ტაძარში არ დაასვენებდნენ ;
- ბიჭვინთაში დასავლურ-ქართული საკათალიკოსოს ტახტს არ დააბრძანებდნენ, ხოლო აფსუათა შემოსევების პირობებში საკათალოკოსოს ბიჭვინთიდან ქუთაისში არ გადაიტანდნენ ;
- აქაური ერისმთავრები თავს აღმოსავლეთ საქართველოს მეფეთა ვასალებად არ გამოაცხადებდნენ ;
- გამოGენილი მესამე ძალის (საბერძნეთის) ინსპირირებით სეპარატისტულ პოლიტიკას განავითარებდნენ ;
- საქართველოს არ გააერთიანებდნენ და გაერთიანებული საქართველოს მეფეს აფხაზეთში არ დაამარხინებდნენ ;
- ყოველივე ბერძნულს ყოველივე ქართულით არ შეცვლიდნენ ;
- {ადგილობრივი} აფსუური მოსახლეობა ამ საქმეში ხელს შეუშლიდა მთავრებს ;
- აფხაზეთის მეფენი ვახტანგ გორგასლის `ნაშიერებად~ არ გამოცხადდებოდდნენ (ი. მხითარის, ვარდან დიდის მიერ, XIII ს.) ;
- ამაყი ქართველი მეფეები თავიანთი ტიტულიდან `უცხო~ ტომის მანიშნებელ დასაწყისს (`მეფე აფხაზთა~) ამოაგდებდნენ ;
- `უცხო~ ტომის აფხაზეთი სამეფოდვე დარGებოდა და არა - ქართულ საერისთაოდ ;
- აფხაზეთის სამთავროს ნაწილების სამივე სახელწოდება (აფხაზეთი, აფშილეთი ანუ აქედან აფსუურ. აბჟუა // შუასოფელი და სამურზაყანო) ქართველური არ იქნებოდა ;
- Gერქეზ-აბაზები აფსუებს იმთავითვე {აფხაზებს} დაარქმევდნენ ;
- ეთნონიმები აბაზა და აფსუა-აფსარი შუასაუკუნეების მეგრულსა და ქართულში (აქედან კი თურქულში) არ მიიღებდნენ {ამაწიოკებლის} (აბაზარი, აბეზარი, ავაზაკი), ასევე მტაცებელი ფრინველის - ბაზის (> სპარსულში) მნიშვნელობებს, ხოლო მეგრულში კი {ამომწყვეტლის} (მ-აფსირ-ალი, აფსირაი > აფსარი) მნიშვნელობას ;
- ეთნონიმი მეგრელი (აგირუა - აფსუურად), თავის მხრივ, არ მიიღებდა აფსუურში {მონის} მნიშვნელობასაც ;
- მეგრულში სიტყვებს : ალანი და ოფსი (< მეგრ. ეფშა, ლაზ. ოფშა : {სავსე}) არ ექნებოდათ შესაბამისად {Gამოხიზნულისა} (Gრდილოეთ-კავკასიიდან) და {გავსებულის, სავსეს} მნიშვნელობები ;
- კოლხურში ეთნონიმი სკვითი // შკვითი (ალან-აფსუათა წინაპრები) არ მიიღებდა {მახრGობლის} (მა-შკვიდ-ალ) მნიშვნელობას ;
- სკვითური წარმოშობის აფსუები ქართველთაგან გადაიღებდნენ ადრეულ (X-XIV სს) ტერმინ დიდებულს და არა - გვიანდელ (XV ს-დანაა) თავადს (ათაუად) ;
- აფსუურ ენაში არ იქნებოდა საკუთარი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ტერმინების უკმარისობა ;
- აფსუების ფოლკლორში იქნებოდა თამარი და არა Gერქეზული აირგი, ინალი და Gრდილოკავკასიურ-ოსური ნართები ;
- აფსუური ფოლკლორისა და ეპოსის გმირები იცხოვრებდნენ აფხაზეთის ზღვის პირას და არა Gრდილოეთ კავკასიის ან თუნდაც აფხაზეთის მთებში ;
- აფხაზეთის ებრაელები ილაპარაკებდნენ აფსუურ და არა ქართულ ან მეგრულ ენებზე ;
- ოდიშელნი არ ააგებდნენ (ან არ შეაკეთებდნენ) კელასურის დიდ კედელს `აბაზთა შემოჭრების საწინააღმდეგოდ~ ;
- უძველესი და მდიდარი ქრისტიანული ტრადიციის მქონე აფხაზეთის დღევანდელი სეპარატისტული მთავრობა 22 თებერვალს კუირამ-ბაირამობის სახელმწიფო დღესასწაულად არ გამოაცხადებდა ;
- აფხაზეთის ჯვრიან დროშას მწვანე ფერის დროშად არ შეცვლიდა ;
- ქართველ ლტოლვილებს არ ექნებოდათ პრეტენზია {უცხო} აფხაზეთში დაბრუნებისა, ამ მხარის განთავისუფლებისა და დაცვისა რუსთა და სეპარატისტთა ხელყოფისაგან ;
- სოჭისა და ტუაფსის დაბრუნების მომთხოვნელთა (ქართველები) რიგებში აფსუებიც შევიდოდნენ, ტერორისტ არძინბა-ბაგაფშის რეჟიმი არ შესთავაზებდა რუსებს ქ. ბიჭვინთისა და საერთოდ მთელი აფხაზეთის შესყიდვას და ა. შ.
წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელი რამ ხდება. მაშინ, როდესაც აფხაზეთის ლეონიდები საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე საფუძველს უყრიდნენ საქართველოს გაერთიანებას (ადგილობრივი მოსახლეობის, ე. ი. ქართველების მხარდაჭერით) , ვლადისლავ არძინბა ამ ლეონიდების სახელობის ორდენებს {აწესებს} და მათ გადასცემს იმათ, ვინც საქართველოს მთლიანობის დაშლისათვის იბრძოდნენ. ნ. ლომოურის ორაბორიგენობის თეორია კი მწვანე შუქს აძლევს არძინბა-ბაგაფშებსა და მისთანებს ასეთი უღირსი და უპრეცედენტო საქციელის Gადენისათვის.
რა არგუმენტებს დაუპირისპირებს ყოველივე ამას და ბევრ სხვა რამეს ქართველი ნოდარ ლომოური, რომელიც დაუღალავად ეძებს `ადგილს~ გადამთიელ აფსუათავის აფხაზეთში, კერძოდ მდ. ღალიძგის დასავლეთით?! ნუთუ ცხადი არ არის, რომ მთელი ტერიტორია სულ მცირე გელენჯიკამდე მაინც დასახლებული იყო მხოლოდ ქართველური ტომებით, ასევე ბერძნული ახალშენებით, რაც კარგად იცოდნენ იმ ქართველმა ისტორიკოსებმა, რომლებსაც ნ. ლომოური იგნორირებას უკეთებს და რომლებიც Gვენ ლამის მთელი ათასწლეულით წინ გვისწრებდნენ? ერთი რაიმე მატერიალური საბუთი აფსუათა აქ სახლობისა (თუნდაც ერთი ათასწლიანი მუხა აფსუათა მიერ აფხაზეთში დარგული) მაინც დაგვისახელოს! აკი ვერ ასახელებს ! სამაგიეროდ, აი, როგორი წინააღმდეგობით აღსავსე აზრს გვთავაზობს : `ყველა მონაცემის მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორია ძვ. წ. IV-I სს-ში დასახლებული იყო უპირატესად კოლხი ტომებით. მათ გვერდით აფხაზ ტომთა ყოფნა არ გამოირიცხება, მაგრამ ეს წყაროთა პირდაპირი ცნობებით არ დასტურდება~ . ე. ი. `არ დასტურდება~, მაგრამ, ალბათ, მაინც ცხოვრობდნენო! ან რა შუაშია აქ სიტყვა `უპირატესად~? თუკი აფსუათა აღნიშნულ რეგიონში ცხოვრება წყაროებით არ დასტურდება, მაშინ გამოდის, რომ აქ მოსახლეობდნენ მხოლოდ (და არა: {უპირატესად}) კოლხი ტომები. საკვირველია, საიდან, რომელი პლანეტიდან მოვიდა ასეთი ლოგიკა? თუ არ დასტურდება (რასაც არქეოლოგია და ბევრი სხვა რამეც ამტკიცებს) ე. ი. არ ცხოვრობდნენ, და თუ დასტურდება, მაშინ ძველი წყაროების შესანიშნავმა მცოდნემ, ბარემ, დაგვისახელოს ეს `გასაიდუმლოებული~ პირველწყაროები და Gვენც ვიტყვით: ალილუია, ცხოვრობდნენ!
როგორც დავინახავთ, კოლხეთის საზღვრები და ეთნიკური რუკა შემდეგ სურათს იღებს : თავდაპირველად, კოლხეთი ვრცელდებოდა აზოვის ზღვამდე (ეს ასე უნდა ყოფილიყო გეოგრაფიული თვალსაზრისითაც). განა არ წერს აპ. როდოსელი, რომ კოლხები მრავალრიცხოვანი და მეომარი ტომია ? შემდეგ აქ და სამხრეთ შავიზღვისპირეთშიც Gნდებიან ბერძნული კოლონიები, აქედან გამომდინარე, იქმნება ტრადიციები ბერძენთა ტროასა და კოლხეთში ლაშქრობების შესახებ. ან უფრო შესაძლებელია მსოფლიო ისტორიოგრაფიაში საკითხის ახლებურად დასმა : ბერძნები (იბერ-ზანები) ნაწილობრივ ბრუნდებიან მათი ერთ-ერთი შორეული წინაპრების - კოლხების სამფლობელოში და იქ აარსებენ საკუთარ კოლონიებს. აქედან გამომდინარე კი, Gნდება ტრადიციები ბერძენ გმირთა კოლხეთის სანაპიროებზე დარGენის (თუ დროებითი დარGენის) შესახებ. ასევე თანდათანობით მკვიდრდება აზრი იმის შესახებ, რომ არგონავტთა ერთი ნაწილი დასახლებულა საბერძნეთისაგან შორს, იმდროინდელი ცნობილი სამყაროს აღმოსავლური კიდის მომიჯნავე კოლხეთის Gრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე, რომ რამდენიმე არგონავტს დაუარსებია ქ. დიოსკურია. სწორედ ამიტომ, უფრო გვიანდელი ბერძნული ტრადიცია სოხუმის Gრდილოეთით მდებარე მიწებს აზოვამდე მიიGნევს შერეულ (ზოგჯერ პელაზგურ-კოლხურ) ტერიტორიებად, კერძოდ ბერძნულ-კოლხურ ტერიტორიებად, მაშინ როდესაც სოხუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული მიწები (და განსაკუთრებით, ფაზისის აუზი) მიGნეულია საკუთრივ კოლხეთად, ცენტრალურ სამეფო ოლქად. აქედან გამომდინარე, სტრაბონი საკუთრივ კოლხეთის საზღვარს ავრცელებს სოხუმამდე, უფრო სწორედ, სოხუმის Gათვლით და კიდევ უფრო სწორედ, ბიჭვინთის Gათვლით (განა არ უწოდებს ის ბიჭვინთასა და დიოსკურიას {კოლხეთის მხარეებს} , ხოლო დიოსკურიის სამხრეთით მყოფ ტერიტორიებს {დანარGენ კოლხეთს} ?) . საქმე ისაა, რომ დიოსკურიას ადრე ერქვა კოლხური სახელი აია ან რწყ-ინ-უ ({მბ-რწყ-ინავი} // რ-წყ > რ-ცხ-უმი // ქალაქი) და ამიტომ სტრაბონმა ვერ გაუბედა კოლხებს მისი {წართმევა}. მაგრამ ბერძნებმა მაინც დაყვეს კოლხეთი, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ისინი მას ავრცელებდნენ ხან დიოსკურიამდე, ხან პიტიუნტამდე, ხანაც კიდევ უფრო Gრდილოეთით. ამის შესაბამისად, დიოსკურიის Gრდილოეთით მდებარე ტერიტორიებს ან არაფერს უწოდებდნენ, ან კიდევ ტრადიციულად არქმევდნენ ზოგად სახელწოდებებს (მაგალითად, სარმატია), მაგრამ უფრო ხშირად აქ ადასტურებდნენ რამდენიმე საჰენიოხეთოს ჯერჯერობით ოთხი გამოვლენილი ელინიზირებული კოლხური მიკროეთნონიმის სახით (ჰენიოხები, კერკეტები, ზიგები, კორაქსები) . როგორც პირველად ვნახავთ ქართულ და, საერთოდ, მსოფლიო ისტორიოგრაფიაში, დიოსკურთა მეეტლეების შთამომავალი კოლხების ზემოთაღნიშნული ოთხივე {ცხენოსნურ-მეეტლური} მიკროეთნონიმი კოლხური (მეგრული) სიტყვებიდან იღებენ სათავეებს. აი, კიდეც ეს სიტყვები : ჰენი გეხე ({ცხენზე მჯდომი}), კერკელი ან კარკატი ({გორება}, ე. ი. ეტლის გამგორებელი), ჯიკუა ({დაჯიკავება}, ე. ი. ეტლის დამჯიკავებელი) და ქარაგვი ({დაეტაკე}, ე. ი. ეტლის დამტაკებელი. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ქვემოთ). ბერძენ დიოსკურთა მეეტლეების ნათესაურ კავშირს კოლხებთან ისეთი დიდი პოპულარობა მოუხვეჭია, რომ კოლხეთის სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ კოლხებს {წინაპარი} მეეტლეების საპატივცემლოდ არა მარტო სხვადასხვა სახის {ცხენოსნურ-მეეტლური} საკუთარი ეთნონიმები შეუქმნიათ, არამედ დაოსტატებულან კიდეც საცხენოსნო და საეტლო საქმეებში, Gინებული მხედრები, მოჯირითეები და მარაყალები ({ცხენის გამრეკავები}), იგივე აურიგები ანუ მეეტლეები გამოსულან (ეს ხელოვნება ბერძნებმა კოლხებისაგან გადაიღეს, რასაც ადასტურებს ლინგვისტური მასალები). ცხენბურთი, ცხენოსნობა და ეტლთაბრძოლის ხელოვნება ყველა კოლხ მამაკაცს უნდა სცოდნოდა, ხოლო ცხენის ყოლა, მოვლა (და, პირველყოვლის, საცხენოსნო საქმე) ვაჟკაცობის სიმბოლო ყოფილა და არის კიდეც სამეგრელოში. ტყუილად როდი დაარქვეს მეგობარმა ბიჭუნებმა პატარა აფსირტეს (მედეას ძმას) ფაეტონი, რაც ბერძნულ ენაზე {ბრწყინვალეს} აღნიშნავს. აფსირტე მართლაც ყველაზე უფრო მეტად ბრწყინავდა საცხენოსნო და ეტლთარბოლის (საფაეტონო) საქმეებში. არსებულა მრავალი სათამაშო (ორულე, - {სარბენი}, მეგრულ ენაზე) ადგილი ანუ იპუნ-დარულები (ჰიპოდრომები), რომელთა ძველი დიდების ნაშთი შემოგვინახეს რამდენიმე მეგრული სოფლის სახელწოდებებმა : სათამაშო (დღევ. ტამიში აფხაზეთში) , ორულე (ზუგდიდის რ-ნში) და სხვა (შდრ. : რიზე - `სიცილი~, ლათინურად. ე. ი. გასართობი ადგილი, ოძიცე). ძველ სამეგრელოში ქურდობა საძრახის საქმედ ითვლებოდა, მაგრამ ცხენის მოპარვა ასეთად არა თუ არ აღიქმებოდა, არამედ პირიქით, ვაჟკაცობის ტოლფასი ყოფილა. ამიტომ, ჰენიოხები უნდა მივიGნიოთ ისეთ ცხენ-გეხე ან ჰენ-გეხე ({ცხენზე მსხდომ}, მეგრ.) კოლხებად, რომლებიც სახელმწიფო კანონების არმცნობ აბრაგებს (ყაGაღს, ფ,ჰტრ) ანუ ფირალებს (პირატებს) შეესაბამებიან . ცხენის კულტი დღესაც არსებობს სამეგრელოში და ჰენიოხეთური პერიოდის კოლხეთის გადმონაშთს წარმოადგენს.
კოლხი მეურიკე და არაგვი ({შეეტაკე}, მეგრულად) აურიგა-ჰენიოხები Gინებული მეზღვაურებიც ყოფილან. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი ყოფილან კოლხი კერკეტები, რომელთა მეგრული ეთნონიმი (კერკელი, კარკატი {გორება}, {წაყვანა}, ე. ი. მეეტლე) ბერძნულში {მარქვის} (კέრკიV) , ასევე {ლოცმანის} ან {კაპიტნის} ასოციაციას იწვევს. აი, რას წერს კერკეტების (მემარქვეების, დამტრიალებლების) შესახებ ნიკოლოზ დამასკელი (ძვ. წ. II ს) : {თუკი ნავის წაყვანის დროს ვინმე შეცდება, მაშინ ყველა რიგ-რიგობით უახლოვდება მას და ზედ აფურთხებს} . ამ მხრივ საინტერესოა გიომ დელილის (Gუილლაუმე Dელისლე) 1723 წლის რუკა, რომლითაც ქ. ტრაპეზუნტის მახლობლად დაფიქსირებული არიან {ლაზები ანუ მეზღვაურები} (« Lეს Lაზი ოუ Mარინიერს ») .
აი, ეს და მსგავსი პროფესიები აერთიანებდათ კოლხთა ჯგუფებს. ეს იყო ერთგვარი ანტიკური პროფესიული კავშირები, რომლებიც ძველმა ავტორებმა ტომებად მონათლეს. სელის ერთნაირი წესით დამუშავება ეგვიპტელებსა და კოლხებში საკმარისი აღმოGნდა ჰეროდოტესათვის, რომ ეს ორი ხალხი ერთმანეთის ახლო მონათესავე თუ ერთი და იმავე ერად გამოეცხადებინა. იმ დროს კოლხები ითვლებოდნენ უძველეს ხალხად და, ალბათ, ამიტომაც გამოიყვანა ისინი ჰეროდოტემ მაშინ ყველა სხვა ხალხზე უფრო უძველეს ხალხად მიGნეული ეგვიპტელების წიაღიდან. ნათესაობის საბუთად კი დაგვისახელა ორივე ხალხის მუქკანიანობა , სელის ერთნაირი წესით დამუშავება, ადათ-წესებისა და ენის მსგავსება, ხუჭუჭა თმები . ჰეროდოტე წერს, რომ დაკითხა ეგვიპტელებიც და კოლხებიც თავიანთ ქვეყნებში მათი ნათესაობის გასარკვევად. მისი სიტყვებით, კოლხებს ხსომებიათ ამის შესახებ, ეგვიპტელებს კი არა, თუმცა უკანასკნელებმა ის კი უთხრეს ბერძენ ისტორიკოსს, რომ {მათი აზრით, კოლხები სესოსტრისის ჯარისაგან შეიქმნენ} . უფრო ადრე ჰეროდოტემ აღნიშნა, რომ სესოსტრისმა (დაახლ. 1934-1898 წწ) დაიპყრო სკვითები და თრაკიელები, რომლის იქით სესოსტრისი არ წავიდაო. სკვითიასა და თრაკიაში Gანსო სესოსტრისის მიერ აგებული თაღები, ხოლო უფრო Gრდილოეთით კი უკვე არ არის ასეთი სვეტებიო. შემდეგ განაგრძობს : {როცა ის მიადგა ფაზისის სანაპიროებს, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, სესოსტრისმა თავად გამოყო საკუთარი ჯარის ერთი ნაწილი ამ ქვეყანაში დასასახლებლად, თუ თავად ჯარისკაცები, ამ გრძელი გზით დაქანცულები დარGნენ საკუთარი სურვილით მდინარის სანაპიროებზე} . როგორც ვხედავთ, ჰეროდოტეს აზრით, კოლხების ეთნოგენეზისი მომხდარა ფაზისის აუზში ადგილობრივი (კოლხი) ქალებისა და სესოსტრისის ჯარისკაცების ერთი დატოვებული ნაწილის წყალობით. აპ. როდოსელის (III ს. Gვ. ერამდე) აზრით, კოლხები მომდინარეობენ სესოსტრისისეული ეგვიპტური კოლონებიდან, რომლებმაც დააარსეს ფაზისთან ახლომდებარე აია . ეგვიპტელთა მეოტიაში {დატოვების} ამბავს ეხებიან სხვებიც . დიოდორე სიცილიელი (I ს.) იყო ჰეროდოტეს კომენტატორიც და მან იცოდა {ისტორიის მამის} ცნობა ეგვიპტელთა ფაზისში დარGენის შესახებ. მაგრამ დიოდორეს ხელთ ჰქონია სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ცნობებიც და სწორედ ამიტომ გაუკეთა რევიზია ჰეროდოტეს. მაშასადამე, სიცილიელის მიხედვით, სესოსტრისს ჯარის ნაწილები დაუტოვებია არა ფაზისთან, არამედ - ყირიმის ნახევარკუნძულზე . ახსენებს რა სესოსტრისის ლაშქრობებს ინდოეთისა და სკვითების ქვეყნების გავლით, დიოდორე წერს : `ამ ეპოქაში ამბობენ, რომ მაეტიის (აზოვის ზღვა, - ბ. გ.) არე-მარეში დატოვებულმა ზოგიერთმა ეგვიპტელებმა შექმნეს კოლხების ხალხი~ . აქ, საინტერესოა არა გამეორება ჰეროდოტესეული ვერსიისა (რომ კოლხები ეგვიპტელთაგან წარმოიშვნენ), არამედ ის, რომ კოლხებთან დაკავშირებით ნახსენებია აზოვის ზღვა და მაეტიის (ჰერაკლეს, დღევ. ყირიმის) ნახევარკუნძული . კოლხთა ეგვიპტურ წარმომავლობას არ იზიარებდა თ. რეინახი , კიპერტი კი იზიარებდა. სახელწოდებაში მეოტია, (-ური : Mაეოტის) უნდა ამოვიცნოთ დასახიGრებული მეგრული სიტყვა მიოტეს ({მიატოვეს}). აქ საუბარია არა არგონავტების მიერ ამ ადგილებში მიტოვებულ ჰერაკლეზე, არამედ სესოსტრისის მიერ აქ კოლხთა {წინაპარი} (დ. სიცილიელის მიხ.) ეგვიპტური კოლონების {დატოვებაზე} 4000 წლის წინ. ასეა თუ ისე, ეს ის პერიოდია, როდესაც თათრებისა და სლავების ჭაჭანებაც არ იყო მეოტიის (ყირიმის) ნახევარკუნძულზე, სადაც მეოტე-ბული ({მიტოვე-ბული}) კოლხები ცხოვრობდნენ.


* * *

(...)

თავიდანვე ვიტყვი, რომ ძველი ჯიქური და აფხაზური ენები იყო ისეთივე დასავლურ-ქართველური ენები, როგორიც სვანური და ზანური (ლაზურ-მეგრული). მოგვიანებით მოხდა ჯიქური (V - XI სს) და აფხაზური (XIV ს.-დან) ენების მატარებელი ტომების გასკვითება და ასე მივიღეთ აბაზინური და აფსუა (აფხაზური) ტომები და მათი ენები.
შეუძლებელია ძველი ჯიქური და ძველი აფხაზური ენების (ძველაფხაზურს შეერწყა აფშილური და მისიმიანური დიალექტები) სრული აღდგენა, თუმცა ნაწილობრივი აღდგენა მაინც ხერხდება. საამისოდ საჭიროა გარკვეული ლინგვისტური მონაცემების თავმოყრა და შედარებითი ანალიზი.
- ცალკე ამოსაწერია ქართველური და აფსუა-აბაზური ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ერთნაირად ან დაახლოებით ერთნაირად ჟღერს ;
- აქედან ცალკე გამოსაყოფია Gვეულებრივი ნასესხობანი ;
- ამოსაწერია ქარველიზმები Gერქეზულ ენაში ;
- ცალკე ამოსაწერია პანქართველური ძირები^
ამის შემდგომ უნდა მოხდეს შედარებითი ანალიზი და ექსკლუციის მეთოდით ამოვიწეროთ ძველაფხაზური სიტყვები.
ძველი აფხაზების (ასევე აფსილ-აფშილების) სიტყვებს განეკუთვნებიან : ავრე, ევრე, თევრე, თავრე, აშო, იშო, ამარ, ემერ, ბ[რ]ჟა, ფ[რ]შა, ფ[რ]სუმა, ფ[რ]სუა, ფ[რ]სკუა-ლა, ფხაზი (ხაზი), [ფ]სკუა, [ფ]სკირი, [ფ]სკური, [ფ]შხური, [ფ]სხვილი // ფსილი (მსხვილი), [ფ]სხაპუა, ფსირუა, [ფ]შილა, ფშალა, ფაშარი, [ფ]შალუა, მო[რ]სკილადა, დო[რ]სკილადა, [რ]წიმდა, [ფ]რულა, [ფ]რთუალა, კირიბი, მოლი, ჭუბურ, [რ]ჭაბილ (დაწებებული), ფუ[რ]სთა, მო[რ]ქვი, ბე[რ]ჭი, ფი[რ]ჭვი, მთა, გოლა (გორა), სუ[რ]კი, ჯი[რ]ხა-ხორა, ჯირხვი, [ფ]რწყუმი, [ფ]რწკინუა, [ფ]ცხუმი // [რ]ცხუმი, ქუა, [რ]Gხანა, დორინი, ზე[რ]განი და მრ. სხვა.
წინა თავებიდან Gანს , თუ რატომ უნდა ყოფილიყო მთამსვლელთა, მხედართა ან მეეტლეთა და საერთოდ, მძღოლთა პროფესია ასე ფართოდ გავრცელებული ძველ კოლხეთში, კერძოდ {ფეხ-შეუღწეველ}, {ვერშესაბიჯებელ} (ვაბიჯგუა, მეგრულად), {თავისკენ არ მომშვებ} (ვაშქუა, ვამაშქუა, მეგრულად), {არ წასასვლელ} (ვედა, მეგრ.) აბაზგ-აბასკიაში და განსაკუთრებით, სახელგანთქმულ ძველ სავაჭრო ცენტრში, {ბრწყინვალე} (რწყინა, მეგრულად ან ფაეტონ, ბერძნულად) მეეტლეთა მიერ დაარსებულ ქალაქ დიოსკურიაში, რომელსაც თავდაპირველად აია (გაია ?) რქმევია , შემდეგ დიიწყარი ({დიდი წყალი}), მოგვიანებით კი ერთი და იგივე მნიშვნელობის (`ტყუპი~) ორი ანტიკური სახელწოდება ჰქონია : ერთი - ბერძნული (დიოსკურია), მეორე კი - კოლხური ანუ მეგრული (ჯერ Gხუმი, შემდეგ კი რწყუმი - {შერწყმა}, {ტყუპი}, ძველმეგრულად).
ძველ კოლხებს მკლავით (კილე, მეგრულად) და ხელით (ხე, მეგრულად) გადაჰქონდათ საქონელი, ხოლო კოლხთა მთიელი ნაწილის ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებას ანუ {მთების მწვერვალზე მცხოვრებ კოლხებს} კი - სიმაღლით (ჟი), კერძოდ, ბეჭით (აფხა, მეგრულად). ამასთან, სახელგანთქმული კოლხეთის სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლო იყო მკლავ-ხელი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად (სოლერის რუკა 1385 წლისა) და ლინგვისტურადაც. უძველესმა მეგრულმა სიტყვამ - კილე დასაბამი მისცა ბერძნულ სიტყვას - კლეოV, კლეწ ({ხმა}, დიდების მნიშვნელობით გავარდნილი). აქედან მოდის არა მარტო სახელი ჰერაკლე, არამედ ეგვიპტის დედოფლის სახელი კლეოპატრა-ც . სხვათაშორის, ერთ-ერთი იეროგლიფი წარმოდგენილია მოჭრილი მკლავით. ამაყი ქაშქების (კოლხების) ეთნონიმიდან კი უნდა მომდინარეობდეს ძველსპარსული სიტყვა ქეშ ({ამაყი}, {ამპარტავანი}, {დაუმორGილებელი} ?) .
გამოსახულება ხელისა (კერძოდ, მტევანი ანუ ხელისგული და თითები) პრეისტორიული პერიოდიდან აღნიშნავს კერძო საკუთრებას და მისი მნიშვნელობაა შეუვალობა . ეს ნიშანი დღესაც იხმარება (ხელის მტევანი წითელ ფონზე) და გვხვდება მიწის კერძო ნაკვეთებისა თუ კერძო მამულების შესასვლელებთან. მესაჟი ასეთია : {შესვლა აკრძალულია} ! ანუ შთOP ! ეს გაფრთხილება ძველმეგრულად ჟღერდა, როგორც შთა ({და-შთო-მა}, {დარGენა}), ვაბიჯგუა ({არ შეაბიჯო}) ან კიდევ ვედა ({არ წახვიდე}). აქედანაა შესაბამისად : ლათინური სტო ({დადგომა}), აბაზგია და ბედია (მხარე და ტოპონიმი აფხაზეთში). აკრძალვითი ქართული ტოპონიმია არწახვიდე, რომელიც არმენიზებულ იქნა : არწახ (იგივე კარი გააღე ანუ : {შავ ბაღად} აღქმული კარაბაღი). აღნიშნული აკრძალვითი ტრადიცია კარგად თავსდება ამ თავის სათაურში მოხსენიებულ {შეუვალ} ვაბიჯგ // აბასგ // აბასკია-სთან და მას მხარს უჭერს არა მარტო სახელწოდება ეგრ-ისის ბერძნული გააზრება (ეირგწ, ერგო : {Gაკეტილი}), არამედ {Gაკეტილი} (მეგრ. კილატირი > კილასირი) კელასურის დიდი კედელიც, რომელიც XVII ს.-ის უცხოელ მოწმეთა Gვენებით, ოდიშელებმა ააგეს აბაზ-აფსუათა Gრდილოეთური თავდასხმების შესაGერებლად. საქართველოში დადასტურებულია ქვის სტელები ხელის მტევნის გამოსახულებებით. ამათგან ერთ-ერთი ინახება თბილისში, წიგნის მუზეუმის ბაღში. ასეთ ძეგლთაგან აღსანიშნავია : ლაშა-გიორგის სტელა სოფ. გუნიაში, თამარის სტელა სოფ. Gხიკვთაში, ამათი საერთო სტელა სოფ. ფრთენაში, რუსუდანის ორი სტელა სოფ. არხოთსა და სოფ. დიდ თონეთში და სხვ .

* * *
შეცდომების გასწორება :

არის : შთOP
უნდა იყოს : სტოპ !

არის:
აკრძალვითი ქართული ტოპონიმია არწახვიდე, რომელიც არმენიზებულ იქნა : არწახ (იგივე კარი გააღე ანუ : {შავ ბაღად} აღქმული კარაბაღი).
აქ უნდა ჩაემატოს ეს :

აღნიშნულს ადასტურებს ტოპონიმი განჯა, რომლის არქეტიპია მეგრული სიტყვა განჯი ("გააღე") !
დიახ, არწახ[ვიდე]-ი იყო ის ადგილი, სადაც ვერ გაივლიდი (ვით უაბიჯგუა აბაზგიაში), ხოლო განფის მხარეში კი უმტკივნეულოდ გაივლიდნენ ქარავნები და აქაა ბჭეკარის გააზრება : განა განჯის კარიბჭე არ ჩამოხსნა დავით აღმაშენებელმა და არ მიიტანა გელათში ?! (ამბობენ, ამ კარებს ითხოვენო აზერბაიჯანლები).

წარმომიდგენია ეხლა ჭყონი, რომელც კვლავ უცდის მომენტს, რათა სიტყვაში "გამომიჭიროს" და გამოდვეცხადება კიდეც შენიშვნით :

აი, ხომ გეუბნებოდით ქართველებო, რომ ბადრი მითომანია და ამჯერად არწახსა და განჯას ართმევს სომხებსა და აზერებსო. და რადგანაც აქ ბადრი ტყუის და ამიტომ მისი ანტიაფხაზური გამოხდომებიც საეჭვო უნდა იყოსო !

ჰო, მე დავპირდი, რომ ამიერკავკასიის ათვისების შემდეგ ევროპულ კონტინენტსაც შევეჭიდებოდი, ოღონდ ამას ჭყონს დავუდებ არა აქ, არამედ შესაბამის განყოფილებაში.
* * *
ზერბაიჯანლები განჯას ხსნიან ასე გენჯ ("ახალგაზრდა"). აი, ეს არის ხალხური, უფრო სწორედ ბავშვური ეტიმოლოგია.

ცემს ეტიმოლოგიას კი გეოგრაფიულ პირობებან, ჰუმბოლტის თეორიასთან ერთად ადასტურებს ფაქტიურად არსებული განჯის კარები
ანუ
კარი = განჯი ("გაღება") !

ასე არაა, თუ მეშლება რაღაცეები ?
* * *
ევროპულ კონტინენტს, უფრო სწირედ, ქვეყნის ნაწილს, ეხლავე გაგიქართულებთ და თუ სად დავდებ, მოგვიანებით მოგახსენებთ!
tadzreuli
CHRONIST


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 51532
რეგისტრ.: 15-January 08

გამოგზავნილია: 28 May 2008, 12:10  #9799781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
განა განჯის კარიბჭე არ ჩამოხსნა დავით აღმაშენებელმა და არ მიიტანა გელათში ?!


დემეტრე I-მა wink.gif, 1139 წელს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (164) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0345 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]