forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალი წიგნები, გავიგოთ პირველებმა ახალი გამოცემების შესახებ
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5996
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 31 May 2012, 23:10  #31453561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ თემაში გავუზიაროთ ერთმანეთს ინფრომაცია ახალი გამოცემების შესახებ..

ინფორმაცია ახალი გამოცემების შესახებ, რა თქმა უნდა, ისტორიას უნდა ეხებოდეს.



მე დავდებ ინფორმაციას ბატონი ჯემალ შარაშენიძის ახალი წიგნის შესახებ ( ნუ მთლად ახალიც არაა, 2011 წელსაა გამოცემული biggrin.gif)

წიგნში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა განხილული ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტებზე უძველესი დროიდან გასული საუკუნის 50-იან წლებამდე გამართული ომების ისტორიის ძირითადი საკითხები.
გამოყენებული რუკები, სქემები და ფოტოები. შუმერებიდან და ეგვიპტელებიდან დაწყებული, მეოცე საუკუნის სამხედრო დაპირისპირებების ჩათვლით ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლაა განხილული. მათ შორის რამდენიმე საქართველოში მომხდარი ბრძოლაც.
მართალია, ბატონი ჯემალი, ძველი ისტორიის სპეციალისტი და შუმეროლოგია, მაგრამ წლების წინ სამხედრო აკადემიაში ლექციებს კითხულობდა და სწორედ ამ სალექციო კურსის მასალების საფუძველზე მომზადდა ეს წიგნი.

user posted image


Warning:
წიგნის დადების წესები. ყველამ გაითვალისწინოს!

ახალი გამოცემის შესახებ უნდა დაიდოს შემდეგი ინფორმაცია:
1. წიგნის ავტორი
2. წიგნის სათაური
3. გამოცემის წელი
4. გამომცემლობა
5. მოკლე ანოტაცია - რას ეხება

წიგნის შესახებ პირველ პოსტში არ დაწეროთ შეფასებები - მხოლოდ აღწერა! კარგია, ცუდია თუ ჭრელია ეს შეიძლება გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი!

This post has been edited by LOLZ on 1 Jun 2012, 22:28


--------------------


http://saburavebi.com/
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 1 Jun 2012, 21:26  #31467723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jadgschloss
up.gif ძალიან კარგი თემაა, მეც ვეცდები შევსებაში მოგეხმარო ხოლმე
QUOTE
მე დავდებ ინფორმაციას ბატონი ჯემალ შარაშენიძის ახალი წიგნის შესახებ ( ნუ მთლად ახალიც არაა, 2011 წელსაა გამოცემული

ძალიან კარგი ავტორის ძალიან კარგი წიგნი, ჯემალ შარაშენიძე არის ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ ერთი საუკეთესო სპეციალსიტია მთელ უნივერსიტეტში, გარდა ამისა ძალიან კაი ლექტორიცაა.


--------------------
"ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
შაქროII
პაპაჲლენდერი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38591
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 1 Jun 2012, 22:45  #31469179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · msn
სულაკაურის გამოცემა "ქართლის ცხოვრება"
უბრალო სადღეგრძელო კოპიპასტია თუ ყაუხჩიშვილის გამოცემას იმეორებს სრულად?


--------------------
ეპიზოდები ჯერ კიდევ ბევრია
მეტი ეპიზოდი ხალხს
__________________________
იდიოტიზმი ანაფორაში ვერ დაიმალება
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 2 Jun 2012, 15:53  #31477245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შაქროII
QUOTE
სულაკაურის გამოცემა "ქართლის ცხოვრება"
უბრალო სადღეგრძელო კოპიპასტია თუ ყაუხჩიშვილის გამოცემას იმეორებს სრულად

ყაუხჩიშვილის გამოცემას იმეორებს, გარდა ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამფოსა საქართველოსა"
შაქროII
პაპაჲლენდერი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38591
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 2 Jun 2012, 23:08  #31482513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · msn
მენდოსა
ჰო ვნახე..კოპი პეისტია..ეგ ტექსტი ინტერნეტზეც დევს...
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5996
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 15 Jun 2012, 23:13  #31686325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შარშან, მეგობრებო, 2011 წელს გამოვიდა ნოდარ ლომოურის წიგნი - საქრთველოს წარსული საუკუნის ბოლოს და ედუარდ შევარდნაძე.
წიგნი ეხება 90-იანების დასაწყისში თბილისში და საქართველოში დატრიალებულ ამბებს - ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი, სამოქალაქო ომი, შევარდნაძის ჩამოსვლა, აფხაზეთის ომი. ავტორი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს აღნიშნული მოვლენების შესახებ.
user posted image
პ.ს. მოკლედ რომ შევაფასოთ ეს წიგნი ასე გამოვა - როგორც , ლომოურს ჩვევია გამსახურდიას აგინებს და ედიკას ხოტბას ასხამს biggrin.gif





მენდოსა
QUOTE
ალიან კარგი ავტორის ძალიან კარგი წიგნი, ჯემალ შარაშენიძე არის ძველი მსოფლიო ისტორიის ერთ ერთი საუკეთესო სპეციალსიტია მთელ უნივერსიტეტში, გარდა ამისა ძალიან კაი ლექტორიცაა.


გასწავლიდა შენც?
რომელ წლებშI? თუ ახლაც ჩვენთან ხარ?

This post has been edited by jadgschloss on 15 Jun 2012, 23:14
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 16 Jun 2012, 01:23  #31688604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jadgschloss
QUOTE
გასწავლიდა შენც?
რომელ წლებშI?

2003-4 წლებში მასწავლიდა ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიას და მთელ კურსს თავი დაგვამახსოვრა, როგორც გამორჩეულად კარგმა სპეციალისტმა და ძალიან კარგმა პიროვნებამ, შენ გასწავლის ახლა ?
ისე აქ სურათებს როგორ დებ ? მასწავლე და მეც დავდებ თანამედროვე გამოკვლევებზე ინფორმაციებს
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23525
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 16 Jun 2012, 01:29  #31688690      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
jadgschloss
დავიჯერო ეს არ წაგიკითხავს? vik.gif

QUOTE


წიგნის დადების წესები. ყველამ გაითვალისწინოს!

ახალი გამოცემის შესახებ უნდა დაიდოს შემდეგი ინფორმაცია:
1. წიგნის ავტორი
2. წიგნის სათაური
3. გამოცემის წელი
4. გამომცემლობა
5. მოკლე ანოტაცია - რას ეხება
წიგნის შესახებ პირველ პოსტში არ დაწეროთ შეფასებები - მხოლოდ აღწერა! კარგია, ცუდია თუ ჭრელია ეს შეიძლება გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი!



--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5996
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 18 Jun 2012, 01:02  #31717665      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ
QUOTE
დავიჯერო ეს არ წაგიკითხავს?

QUOTE


წიგნის დადების წესები. ყველამ გაითვალისწინოს!

ახალი გამოცემის შესახებ უნდა დაიდოს შემდეგი ინფორმაცია:
1. წიგნის ავტორი
2. წიგნის სათაური
3. გამოცემის წელი
4. გამომცემლობა
5. მოკლე ანოტაცია - რას ეხება


ხუთივე კრიტერიუმი დავაკმაყოფილე
აი ამისა
QUOTE
წიგნის შესახებ პირველ პოსტში არ დაწეროთ შეფასებები - მხოლოდ აღწერა! კარგია, ცუდია თუ ჭრელია ეს შეიძლება გახდეს შემდგომი მსჯელობის საგანი!

რა მოგახსენოთ biggrin.gif


მენდოსა
QUOTE
2003-4 წლებში მასწავლიდა ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიას და მთელ კურსს თავი დაგვამახსოვრა, როგორც გამორჩეულად კარგმა სპეციალისტმა და ძალიან კარგმა პიროვნებამ, შენ გასწავლის ახლა ?
ისე აქ სურათებს როგორ დებ ? მასწავლე და მეც დავდებ თანამედროვე გამოკვლევებზე ინფორმაციებს


მე ახლაც მასწავლის..
სურათEბი ატვირთე www.radikal.ru და ბოლოს გამოაგდებს ლინკებს თუ რაღაც გრძელ წარწერებს მერვე გრაფაში რაც იქნება ის დააკოპირე და აქ ჩAწერე. სურათიც მზად იქნება,
grindelvaldi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5070
წევრი No.: 120105
რეგისტრ.: 26-August 10

გამოგზავნილია: 18 Jun 2012, 21:53  #31729965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია
2011
საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია ეხება ახალი და უმთავრესად ძველი აღთქმის პერიოდის ისტორიას, რომელიც ასახულია ბიბლიაში. წიგნში განხილულია უძველესი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამხედრო–პოლიტიკური მდგომარეობა, სისხლისმღვრელი ომები, იმპერიათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. თუმცა, გარდა ამისა, მკითხველი აღმოაჩენს უამრავ საინტერესო ცნობას ცნობილი ბიბლიური პერსონაჟების, მეფეებისა და სარდლების შესახებ. შეიტყობს როგორ იყო გამაგრებული პალესტინის ქალაქები, რომელი იარაღით იბრძოდნენ ასურელები, რა სტრატეგიით მოახერხა მოსემ ეგვიპტელებისაგან თავის დაღწევა, სად მოხდა რეფიდიმის ცნობილი ბრძოლა და ა.შ. წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისტორიკოსებისთვის, გეოგრაფებისთვის და სამხედრო პირებისთვის, ასევე ბიბლიით დაინტერესებულთათვის.
* * *
user posted image
თარგმანი, წინასიტყვაობა და კომენტარები - ალექსანდრე მიქაბერიძე და ნიკა ხოფერია
ნაპოლეონის მამლუქი - რუსტამ რაზას მემუარები
2012
არტანუჯი

რუსტამ რაზა 1782 წელს თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. აღა-მაჰმად ხანის საქართველოში შემოსევის დროს მისი ოჯახი სომხეთში გაიქცა და მშობლიურ ქალაქ აპერკანს შეაფარა თავი. იქ ყოფნისას რუსტამი მონებით მოვაჭრეებმა მოიტაცეს და ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი სტამბოლში გაყიდეს. ბოლოს ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც წარმოშობით ქართველმა მამლუქმა – სალა ბეიმ იყიდა.
1798 წელს ეგვიპტეში ფრანგული ჯარი შეიჭრა, დაამარცხა მამლუქები და ქვეყანა დაიკავა. მომდევნო წლიდან რუსტამი ნაპოლეონ ბონაპარტის სამსახურში აღმოჩნდა და თექვსმეტი წელი ერთგულად ემსახურა იმპერატორს.
რუსტამის მემუარები პირველად საფრანგეთში გამოქვეყნდა XIX საუკუნეში, თუმცა ყველაზე სანდო 1911 წლის გამოცემაა. დღემდე საქართველოში ამ ტექსტის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო ცნობილი, წინამდებარე გამოცემით კი მკითხველს საშუალება ეძლევა ნაპოლეონის თბილისელი მამლუქის მემუარებს სრულად გაეცნოს.

This post has been edited by grindelvaldi on 18 Jun 2012, 22:08


--------------------
Out of every one hundred men, ten shouldn't even be there, eighty are just targets, nine are the real fighters, and we are lucky to have them, for they make the battle. Ah, but the one, one is a warrior, and he will bring the others back

Heraclitus
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5996
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 18 Jun 2012, 22:19  #31730379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grindelvaldi
მადლობა, რომ აქაც დადეთ წიგნებზე მცირე ინფორმაცია.
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5996
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 27 Jun 2012, 23:27  #31870626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავით ხოშტარია
ძველი თბილისის სასტუმროები

გამოცემაში მოცემულია ძველი თბილისის სასტუმროების სრული ანთოლოგია, უნიკალური ფოტომასალა, პირველი მენიუ და სტუმრები.

საინტერესო ფოტოებია ამ გამოცემაში, პატარა ინფორმაციებიც ახლავს, მთლად სრულყოფილი არ არის, მაგრამ ძველ თბილისზე, ზოგადად, ცოტა იწერება და ფოტოებიც იშვიათად ქვეყნდება, ამიტომ კარგ შეფასებას იმსახურებს ეს წიგნი.

მიმაგრებული სურათი
Zv_Tbilisis_sast.jpg
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5996
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 20 Jul 2012, 20:56  #32217817      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბატონი გოჩას ახალი წიგნი.
user posted image
კრებულში თავმოყრილია სტატიები საქართველოსა და ახლო ამოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე, ისლამის გავრცელებაზე საქართველოში, გენეალოგიურ, ონომასტიკურ და ტოპონიმიკურ ძიებებზე, ქართული დიპლომატიის ისტორიაზე, ქრონოლოგიაზე, ქართულ და ისლამურ ნუმიზმატიკასა და მეტროლოგიაზე, ქართული და უცხოური სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვები და რეცენზიები. კვლევა შესრულებულია ქართული და აღმოსავლური, უმეტესად, არაბული (ნარატიული, ეპიგრაფიკული, დოკუმენტური, ნუმიზმატიკური) წყაროების საფუძველზე.
შაქროII
პაპაჲლენდერი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38591
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 10 Aug 2012, 21:55  #32506049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · msn
jadgschloss
QUOTE
ბატონი გოჩას ახალი წიგნი.

რომელ მაღაზიაში იყიდება?

----------------
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
საქ. სამოციქულო ეკლესიის ისტორია ტ1. უძველესი დროიდან VI საუკუნემდე
გამომცემლობა "გუმბათი". თბილისი 2012. (ჟურნალ "სარკესთან" ერთად. 10ლ).
სარჩევი (მომაქვს მხოლოდ 1 თავი):
I თავი
სამყაროს შექმნა
ბაბილონის გოდოლის დაცემა. ენათა და ტომთა წრმოქმნა
მსოფლიო ენათა ოჯახები
პროტოქართველური ენის მატარებელი ეთნოსის განსახლება
აღთქმა ღმერთისა ერთან
თუბალი და მოსოქი
იბერი
ალალი და არამი (ურარტუ და არმენია)
ფარნავაზი
ქართული საღვთისმსახურო ანბანის ფუძისდება
ახალი აღთქმა უფლისა
არმაზი, აჰურამაზდა, მოლოდინი მესიისა
პომპეუსის ლაშქრობა ისრაელსა და იბერიაში
დასრულება გმირულისა და დაწყება სულიერი ეპოქისა

პ.ს.
ჰაილი რექომენდედ ბაი შაქრო smile.gif
Anti-Totleben
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 974
წევრი No.: 20150
რეგისტრ.: 2-June 06

გამოგზავნილია: 11 Aug 2012, 17:32  #32514879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კავკასია ქართულ წყაროებში : უცხო სახელმწიფოები, ტომები, ისტორიული პირები : ენციკლოპედიური ლექსიკონი / ე. კვაჭანტირაძე; ქ. ნადირაძე; გ. ოთხმეზური; თ. ქორიძე; მთ. რედ. ვახტანგ გოილაძე; რედ. ქეთევან ნადირაძე; ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ. - თბ. : ფავორიტი, 2012. - 394 გვ.; გეოგრ. სახელთა განმარტებები: გვ. 208-215, 382-387. - ლექსიკონი: 216-220, 388-390. - ბიბლიოგრ.: გვ. 223-224, 392-393.

წინამდებარე ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც ამ ხასიათის პირველი ნაშრომია ქართულ ისტორიოგრაფიაში, უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია საზოგადოებას გააცნოს ქართულ წერილობით წყაროებში დაცული ინფორმაცია კავკასიის (საქართველოს გარდა) ქვეყნების, ქალაქების, ტომებისა თუ ისტორიული პირების შესახებ. წყაროთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს V-XVIII სს. ლექსიკონი შეიცავს ქართულ და ინგლისურ ენებზე ანბანურად დალაგებულ 240 სტატიას. ლექსიკონს ერთვის დამატებები: ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი და გეოგრაფიულ სახელთა განმარტებები.

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/001133/


--------------------
You will do what I say, when I say; Back to the front!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.4426 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]