forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (15) « პირველი ... 12 13 [14] 15   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალი წიგნები, გავიგოთ პირველებმა ახალი გამოცემების შესახებ
gochj
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 201597
რეგისტრ.: 27-April 15

გამოგზავნილია: 8 Aug 2015, 23:10  #45370066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ თბილისში ჩამოაღწია კრებულმა: Georgians in the Holy Land. The Rediscovery of a Long-Lost Christian Legacy. Ed. Tamila Mgaloblishvili. London, 2014. კრებულში შესულია 1995 წლიდან მოყოლებული წმინდა მიწაზე ქართველ მკვლევართა თითქმის ყოველწლიური ექსპედიციის მასალები. 14 ნაშრომის ავტორებია: დავით ხოშტარია და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი; თამილა მგალობლიშვილი; მარიამ დიდებულიძე და მზია ჯანჯალია; გიორგი გაგოშიძე; თინა ცერაძე და დავით ცხადაძე; იულონ გაგოშიძე; ჯონ ზელიგმანი; სერგეი ფრანცუზოვი; ცისანა აბულაძე. კრებულს ერთვის იერუსალიმის და წმინდა მიწის რუკები და სია წმინდა მიწაზე ქართველთა ეკლესია-მონასტრებისა. განსაკუთრებით საყურადღებოა მგალობლიშვილის, გიორგი გაგოშიძისა და ზელიგმანის სამი სტატია, რომლებშიც განხილულია იერუსალიმის მახლობლად უმმ ლეიზუნში მდებარე ქართული მონასტრის წარწერა იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისა. გაგოშიძის თანახმად, ის თარიღდება მე-5 ს-ის მიწურულით, ანდა უფრო მე-6 ს-ის პირველი ნახევრით. ესაა პირველი ხსენება ეთნომიმ „ქართველისა". იმედია, წიგნი მალე შევა პარლამენტის ბიბლიოთეკაში, სადაც ყველას შეეძლება მისი ნახვა.
19nika91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 103
წევრი No.: 163555
რეგისტრ.: 14-March 13

გამოგზავნილია: 28 Nov 2017, 10:43  #51742615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნამდვილად საინტერესო წიგნებია ნამდვილად საინტერესო წიგნებია
Perske
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 409
წევრი No.: 239790
რეგისტრ.: 16-January 18

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 15:44  #52041551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უპ
...........................................................
BRUTHA
hotz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2402
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 01:11  #52062751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაზური გვარსახელები (ლაზური ანთროპონიმიის საკითხები)
(ბაკურ გოგოხია)

https://www.artanuji.ge/book_ge.php?id=301

წიგნი გამოიცა გამომცემლობა "არტანუჯი"-ს "კოლხური სერიის" ფარგლებში. მასში განხილულია ლაზური (ჭანური) გვარსახელების წარმოების საკითხები – გვარები, რომლებიც ისტორიულად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ლაზეთში – სურმენეს სოფელ ჩამბურნუდან მოყოლებული ბათუმის სოფელ გონიომდე. კვლევის ძირითადი ნაწილი ეძღვნება გვარსახელების მაწარმოებელ "-Vვან" სუფიქსს (რომელიც გვაქვს გვარებში ბაგრატოვანი, ბერანევანი, გელოვანი, დოლივანი, ცავანი და ა.შ.), რომელიც აქამდე ლაზურ გვარებში არ ყოფილა გამოვლენილი და ყურადღება არავის მიუქცევია, და ცხადია, თვითონ ამ სუფიქსით წარმოებულ ლაზურ გვარებს.
კვლევა ეყრდნობა ოსმალურ საარქივო მასალებს (1486 წლიდან), ძველ ქართულ წყაროებს, რომელბშიაც ყველაზე ადრეა დამოწმებული ლაზური გვარები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ტოპონიმიას – ოიკონიმებს. მოპოვებული ცნობები შედარებულია დანარჩენი ისტორიული ლაზეთის, ისტორიული ქალდიის თუ სამეგრელოს (ოდიშის და აფხაზეთის), სვანეთის, გურიის, იმერეთის, აჭარის და საქართველოს არაერთი სხვა მხარის მონაცემებთან.

გამოცემას ერთვის აღმოსავლეთ ლაზეთის რუკა, გვარსახელთა საძიებელი და ინგლისური და თურქული რეზიუმეები.

user posted image

user posted image


--------------------
ჰე, ღმერთო ერთო

hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13788
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 23:57  #52068392      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BღUთHA

გვარსახელთა საძიებელის სურათი დაიდოს :-)

რუკა რომელი დროის რეალობას ასახავს ?


--------------------
Везде, где еще процветает невежество, грубость нравов и суеверие, где торговля хромает, земледелие влачит жалкое существование, а мистика могущественна, там встречаем мы и национальный костюм. 

Ницше
BRUTHA
hotz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2402
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 11:48  #52069948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
butkuj
QUOTE
გვარსახელთა საძიებელის სურათი დაიდოს :-)

შვეულად თუ თარაზულად?

QUOTE
რუკა რომელი დროის რეალობას ასახავს ?

ზოგადია. შედგენილია ადგილობრივი ტრადიციული დარაიონებისა და ბერძნული და ოსმალური წყაროების მონაცემთა შეჯერებით.

This post has been edited by BRUTHA on 27 Jan 2018, 11:50
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13788
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 14:30  #52070695      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BღUთHA

წარმატებებს უსურვებ ავტორს ,მაგრამ ბოდიში და რუკას ცოტა პოლიტიკური ელფერი აკრავს , იმედია ტექსტში ეს არ აისახება .
BRUTHA
hotz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2402
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 15:48  #52071128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
butkuj
გმადლობ. რა ადგილას დაჰკრავს
QUOTE
ცოტა პოლიტიკური ელფერი
?
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13788
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 22:22  #52073223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BRUTHA
QUOTE
ადგილას დაჰკრავს


სოდე მიკვობუნუანქო ?

QUOTE
?


შუა ლაზეთი , სატყეპელა და სხვა .
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4968
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 27 Jan 2018, 22:54  #52073400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
დუდს ნუ იბორენქ წიე

კალიმპარაულს (ყოფილი kene parembole) და სატყეპელას (ყოფილი sotiropolis) გრანჟიე იხსენიებს
ეს ყველაფერი კარგად აღწერს იმ დეელინიზაციის პროცესს რაც 11 ს.დან მიმდინარეობდა ანატოლიაში
შეგიძლია წაიკითხო vreinios. Declin of mediaval elinizm in asia minor during 11-15c.


--------------------
Pissing outdoor it's modern mans one of the last true pleasure
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13788
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 28 Jan 2018, 00:50  #52074235      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kakha.G
QUOTE
შეგიძლია წაიკითხო vreinios. Declin of mediaval elinizm in asia minor during 11-15c.



ეს ინგლისური ენის რომელ დიალექტზეა დაწერილი ?)
BRUTHA
hotz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2402
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 28 Jan 2018, 03:07  #52074947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბუტკუჯ
QUOTE
სოდე მიკვობუნუანქო ?

QUOTE
პოლიტიკური ელფერი აკრავს

ვარ. "პოლიტიკური ელფერი (ჰ)კრავს."

QUOTE
შუა ლაზეთი , სატყეპელა და სხვა .

ლაზეთის სწორედ პოლიტიკური და ეკლესიური წარსულისა და მათგან გამომდინარე განვითარებული და ჩამოყალიბებული ეთნო-სოციალური პროცესების, ასევე გეოგრაფიული ფაქტორებისა და ისტორიულად ხანგრძლივად დამოწმებული ადგილობრივად მიღებული დარაიონების გათვალისწინებით მხარის დაყოფა აღმ., შუა და დას. ლაზეთად, ვფიქრობ, სწორია და საჭიროც კი. (ინგოროყვამ მხოლოდ სახელები შეურჩია მათ.)
მეტიც, ეს მხარეებიც შეიძლება დაიყოს ქვემხარეებად აქ განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული სინამდვილის მიხედვით.
ერთია, ინგოროყვასგან განსხვავებით, ქალდია (ძირითადად დღ. Gümüşhane) მაინც ცალკე ჩამოყალიბებული მხარე მგონია და მეორე, უკიდურეს დას. საზღვრად მარის მოსაზრება (მდ. ჰალისი/ყიზილ-ირმაქი) უფრო სწორი ჩანს, ვიდრე ინგოროყვასი (მდ. თემისკური/თერმე-ჩაი).
სატყეპელას რაც შეეხება, სხვა უამრავ ცნობას და ფაქტს რომ შევეშვათ, მხოლოდ ვახუშტის ცნობა რომ იყოს შემონახული, ისიც საკმარისია სატყეპელის/სატრაპელის რიზესა და ტრაპიზონს შორის მოსათავსებლად.
"პოლიტიკური ელფერის დაკვრა" სწორედაც რომ ამათი გაუთვალისწინებლობა იქნება.
სხვაო კიდევ. გისმენ.

This post has been edited by BRUTHA on 28 Jan 2018, 03:11
butkuj
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13788
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11

გამოგზავნილია: 28 Jan 2018, 18:30  #52077750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
BღUთHA
QUOTE
ვარ. "პოლიტიკური ელფერი და(ჰ)კრავს."


მუს გუმოძიცანქ უკულ წესიერო ვაგაჭარუდუო ?:-)

სატყეპელა ქართულის ენისათვის დამახასიათებელი სახელია -სა წარმოუდგენელია ლაზეთში მითუმეტესად მის დასავლეთ მხარეში .
უფრო სწორი ალბათ სატრაპელლო ←სოტირიოპოლი იქნება ანუ ბერძნული ძირის მქონე სახელი.
ასევე შუა , დასავლეთი და აღმოსავლეთი ქალდია ერქვა მგონი ტრაპეზუნტის იმპერიის დროს .
ან წანიკა ,ან ჯანიკ,მაგრამ არა ლაზეთი .
ანკარის ბიბლიოთეკაში იქნება წიგნები 1486 წლის აღწერის მონაცემების ბაზა . მანდ სახელებიც და ბევრი სხვაც იქნება .
ხომ არ იყავი შემთხვევით ?
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4968
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 28 Jan 2018, 18:39  #52077796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
butkuj
სწორი ხარ სატრაპელა ერქვა ლაზურად sotiropolis
ქართულად სატყეპელა
ლაზიკის მიტროპოლიტი ტრაპიზონში იჯდა
ლაზიკა ერქვა ტრაპიზონის ოლქს ნახე ჩელები და პოპადოპულო კერამევსი

This post has been edited by Kakha.G on 28 Jan 2018, 18:44
BRUTHA
hotz


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2402
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 29 Jan 2018, 03:14  #52080994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
butkuj
ისე მოიმართე, მეგონა, რამე სერიოზულს იტყოდი, ნუ მიწყენ და.

QUOTE
მუს გუმოძიცანქ

სო ბქიმინი ენა, დაბა და? ტყურას მუშენ ეკობდვანქ?

QUOTE
სატყეპელა ქართულის ენისათვის დამახასიათებელი სახელია -სა წარმოუდგენელია ლაზეთში მითუმეტესად მის დასავლეთ მხარეში .

ცხადია და სწორედ ამიტომაც წერია ქართული ფორმა – ამ ადგილისთვის ქართულ წყაროებში დამოწმებულ სახელთაგან ერთ-ერთი (ცნობისთვის, მეორე "სატრაპელაა"; ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, "სოტიროპოლის"-ის გადაქართულებაა და მეორე სულაც მისი გაქართულება, მაგრამ ასე იხმარებოდა წყაროებში და თუ ამაში რამე პოლიტიკურ უკუღმართ ქვეგანზრახვას ხედავ, მაშინ ვახუშტის, გრანჟიეს და კრებას ეპრეტენზიე. მე რა?).
ჰოდა, "პარიზ-ი"-ცა და "სა-ფრანგ-ეთ-ი"-ც ქართულისთვის დამახასიათებელი სახელებია, სახელობითის "-ი"-თა და "სა-/-ეთ"-ით. რა ვქნათ, ქართულ რუკას "პარის" და "ფრანსე" ვაწეროთ თუ რას გვირჩევ?
ისე, მე რას დავეძებ, თორემ აღმ. ლაზეთში მშვენივრადაც წარმოსადგენია "სა-" – სახანდრო, სათაფლე, სამარილე, სავანი, საცახი, საუზურგი. რაც ამწუთას გამახსენდა. დიდი-დიდი "სახანდრო"-ზე მომედავო იქნებ, ბორჩხაა და ამდენად ჭანეთი კი არა, კლარჯეთიაო, მაგრამ შენ გული ნუ დაგწყდება მაინც.

QUOTE
უფრო სწორი ალბათ სატრაპელლო ←სოტირიოპოლი იქნება ანუ ბერძნული ძირის მქონე სახელი.

რატომ იქნება უფრო სწორი "სატრაპელლო", რახან შენ სახელდახელოდ გამოიყვანე ეს ფორმა? სადმე წერილობითად გვხვდება ქართულ წყაროებში? ან ის მეორე თუნდაც? თუ უსიკვდილოდ ბერძნული ფორმა უნდა ვიხმაროთ?

QUOTE
ასევე შუა , დასავლეთი და აღმოსავლეთი ქალდია ერქვა მგონი ტრაპეზუნტის იმპერიის დროს .
ან წანიკა ,ან ჯანიკ,მაგრამ არა ლაზეთი .

არ ერქვა. ერთადერთი, "მეზოხალდიაა" ცნობილი. სხვა არანაირი აღმოსავლეთი და ჩრდილო-სამხრეთი. "წანიკა" და "ჯანიკი" ფორმები საერთოდ რა მოსატანი იყო, მაგრამ რახან მოიტანე, როგორ აჯობებდა, "აღმოსავლეთ ჯანიკ" დაგვერქმია მაგ. გონიოს, ვიწესა და მაფავრისთვის? თან სახელობითის "-ი"-ს გარეშე, რა თქმა უნდა, არა? smile.gif)

QUOTE
1486 წლის აღწერის მონაცემების ბაზა

ამ წლის აღწერის დავთარი ჯერ არაა გადმოთურქულებული ან გადმოქართულებული. ახლა მუშაობენ.


Kakha.G
QUOTE
სწორი ხარ სატრაპელა ერქვა ლაზურად sotiropolis
ქართულად სატყეპელა

რომელ ლაზურად და სადაა ეს ფორმა დამოწმებული? რამდენადაც მე ვიცი, თანამედროვე ლაზები გარტყმაში არ არიან არც მაგ სატრაპელის, არც სატყეპელის და არც იმ ბერძნული სოტიროპოლისის და გულახდილად გითხრა, ვერც დარდონებ ამის გამო. წერილობითი წყაროები კიდევ მაგათგან არ შემოგვჩენია და არც აქამდე ცნობილ არცერთ ლაზურ ტექსტში ხალხურადაც არაა ეს "სატრაპელა" ნახსენები რომელიმე მთქმელის მიერ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (15) « პირველი ... 12 13 [14] 15  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0377 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]