forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (14) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ახალი წიგნები, გავიგოთ პირველებმა ახალი გამოცემების შესახებ
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8271
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 00:53  #34301302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jadgschloss
QUOTE
ისე, აქამდე როგორ მოღვაწეობდა უნივერსიტეტში? თუ ახალი მოსულია?


არ ახალია, არც ძალიან ძველი. 2006 წლიდან გახდა სრული.
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 00:56  #34301342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jadgschloss
QUOTE
ისე, ბატონო გოჩა, ამაზე გამახსენდა, ჩვენთან უნივერსიტეტშიც იყო თუ არის მსგავსი პრობლემა არა?
ერთი მეცნიერი, გვარს და სახელს არ ვიტყვი, მკვდარ ენაზე და ცივილიზაციაზე ისე მუშაობდა და მუშაობს-მგონი კიდევ, რომ ენას არ ფლობს და პირველ წყაროს ვერ კითხულობს... მართალი ვარ თუ არა?

საინტერესოა, ვისზეა ლაპარაკი, დაახლოებით ვხვდები.
QUOTE
ისე, აქამდე როგორ მოღვაწეობდა უნივერსიტეტში? თუ ახალი მოსულია? smile.gif
ჩემთვის არაფერი არ წაუკითხავს და არც ვიცნობ

მგონი ძველი კადრია, ისე თსუ-ში მე ვიცი ადამიანი ანტკურ პერიოდზე მუშაობს, მაგრამ კლასიკური ენები არ იცის.
gochaj
QUOTE
არ ახალია, არც ძალიან ძველი. 2006 წლიდან გახდა სრული.

გასაგებია, მივხვდი უკვე ვისზეც არის ლაპარაკი.

This post has been edited by მენდოსა on 13 Dec 2012, 00:58


--------------------
"ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6564
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 21:55  #34311715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მენდოსა
QUOTE
მგონი ძველი კადრია, ისე თსუ-ში მე ვიცი ადამიანი ანტკურ პერიოდზე მუშაობს, მაგრამ კლასიკური ენები არ იცის.


ვინ,ტო? ანტიკურზე ერთი თოდუა ვიცი და მეორე გორდეზიანი მუშაობდა და ორივემ იციან ძველი ენები , სხვა ვინაა? smile.gif


QUOTE
საინტერესოა, ვისზეა ლაპარაკი, დაახლოებით ვხვდები.


ვინ გგონია მიანიშნე აბა givi.gif
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 13 Dec 2012, 23:15  #34313140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jadgschloss
QUOTE
ვინ,ტო? ანტიკურზე ერთი თოდუა ვიცი და მეორე გორდეზიანი მუშაობდა და ორივემ იციან ძველი ენები , სხვა ვინაა?

თოდუამ იცის ძველი ენები ? მე პირადად არა მგონია, ისე ანტიკურ ისტორიაზე მე პირადად მაგარი თედო დუნდუა მგონია, საინტერესოდ წერს, ძალიან მაგარი ლექტორი და ძალიან მაგარი მეცნიერია.
QUOTE
ვინ გგონია მიანიშნე აბა

ხმელთაშუაზღვის "სპეციალისტია", ქალბატონია, ძველი კულტურის ისტორიის კათერიდანაა, სწორი ვარ ?
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8271
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 20:29  #34336868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
15 დეკემბერს, 13.00 საათზე II საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში „შემობრუნება სულიერებისაკენ“ გაიმართა პრეზენტაცია გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, წმ. გრიგოლ ფერაძის თხზულებათა კრებულის პირველი წიგნისა- „ბერმონაზვნობის ისტორიისათვის საქართველოში. ქართული ეკლესიის უძველესი ისტორია“(ვარშავა, 2012). წიგნი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და დამატებითი შენიშვნები დაურთო ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ.
პრეზენტაციის დროს დარიგდა რამდენიმე ათეული წიგნი.
წიგნში შევიდა ფერაძის ცნობილი ნაშრომი ”უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ” ( გვ. 232- 321), მომზადებული და გამოცემული 1995 წ. გ. ჯაფარიძის მიერ, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ახალ გამოცემაში არის ჩასწორებები და დამატებები, რომელთა ნაწილი ეკუთვნის ჯაფარიძეს და ნაწილიც - ყოლბაიას.
წიგნში დაბეჭდილია ფერაძის სხვა შრომებიც, რომელთა დიდი ნაწილი ეხება ბერმონაზვნობის ისტორიას საქართველოში და აღმოსავლეთში.

გაიყიდება თუ არა ეს წიგნი საქართველოში, არ ვიცი.
ალბათ უნდა დაიდოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში.
ასევე საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშიც.
წიგნი (გვ. 408) გამოცემულია მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე.
* * *

გამომცემლობა ”უნივერსალმა” 2011 წელს დაბეჭდა და ჩემთვის ახლახან გახდა ცნობილის გორის უნივერსიტეტის პროფესორის იოსებ (სოსო) ალიმბარაშვილის ”ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში” (266 გვ. + რუკები). რამდენადაც ვიცი, ტირაჟი ძალზე მცირეა, 50 ცალი?).

იმავე გამომცემლობამ 2012 წ. გამოსცა ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მარიკა მშვილდაძის ”ბიჭვინთის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები”(კულტურულ-ისტორიული ნარკვევი). (191 გვ.).

გამოცემლობა არტანუჯმა 2012 წ. გამოსცა მე-12-13 სს-ის ცნობილი სომეხი მოღვაწის მხითარ გოშის ტრაქტატი ”ქართველთათვის” ( სომხურიდან თარგმნა და გამოკვლევები დაურთო ნათია ჩანტლაძემ) (151 გვ.)

This post has been edited by gochaj on 15 Dec 2012, 20:47
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6564
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 15 Dec 2012, 23:38  #34339760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვავა, რამდენი ახალი წიგნი გამოცემულა

საინტერესოა smile.gif
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8271
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 23 Dec 2012, 11:17  #34444247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


გამოვიდა:
1. კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი მიძღვნილი ზაზა ალექსიძის დაბადების 75 წლისთავისადმი. თბ., 2012 (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), 569 გვ. კრებულში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი, მათ შორის ცნობილი, მკვლევრები.
2. კრ. მუშაკი სულიერისა ვენახისაი. ეძღვნება მიხეილ ქავთარიას 80 წლისთავს (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), თბ., 2012, 291 გვ.
3.ელენე მეტრეველი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი II, თბ., "ლოგოსი", 2012 , 368 გვ.
4. მწიგნობრობა ქართული, ტ. 14, სასულიერო მწერლობა (განმეორებით დაიბეჭდა გრიგოლ ფერაძის "უცხოელ პილიგრიმთა ცნობები ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, მომზადებული გ. ჯაფარიძის მიერ, "ბერმონაზნობის დასაწყისი საქართველოში~ და მიქელ თარხნიშვილის შრომები), თბ., "ციცინათელა", 2012, 544 გვ.

სად იყიდება წიგნები, არ ვიცი. მე საჩუქრად მივიღე. bis.gif
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 22:57  #34468513      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gochaj
QUOTE
1. კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი მიძღვნილი ზაზა ალექსიძის დაბადების 75 წლისთავისადმი. თბ., 2012 (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), 569 გვ. კრებულში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი, მათ შორის ცნობილი, მკვლევრები.
2. კრ. მუშაკი სულიერისა ვენახისაი. ეძღვნება მიხეილ ქავთარიას 80 წლისთავს (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), თბ., 2012, 291 გვ.
3.ელენე მეტრეველი. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი II, თბ., "ლოგოსი", 2012 , 368 გვ.
4. მწიგნობრობა ქართული, ტ. 14, სასულიერო მწერლობა (განმეორებით დაიბეჭდა გრიგოლ ფერაძის "უცხოელ პილიგრიმთა ცნობები ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, მომზადებული გ. ჯაფარიძის მიერ, "ბერმონაზნობის დასაწყისი საქართველოში~ და მიქელ თარხნიშვილის შრომები), თბ., "ციცინათელა", 2012, 544 გვ.

ძალიან საინტერესო გამოცემები ჩანს მართლაც, ნებისმიერი ისტორიის მოყვარულის ბიბლიოთეკას რომ დაამშვენებს, გაყიდვაში თუ იქნება ძ\ალიან კარგი იქნება.
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6564
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 23:21  #34468919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მენდოსა
QUOTE
გაყიდვაში თუ იქნება ძ\ალიან კარგი იქნება.


საჯაროს მაინც ვერსად წაუვა biggrin.gif
გაყიდვაში რომც იყოს ისეთი ფასები აქვს წიგნებს, რომ მე მაინც ვერ ვყიდულობ და givi.gif
შაქროII
პაპაჲლენდერი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 38818
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04

გამოგზავნილია: 29 Dec 2012, 23:15  #34537286      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · msn
gochaj
სად იყიდება ეს წიგნები ვე რვიგებ...
მაგ. მიხ. წერეტლის გილგამეშიანის ტარგმანი გამოიცა, პრეზენტაციაც იყო....მაგრამ გაყიდვაში არ გასულა...თსუ გამომცემლობამ ვერ მოგყიდი არ ვიცი გასაყიდი ფასი...რაც დაიბეჭდა საჩუქრად დარიგდა და მხოლოდ 5 ცალი დაგვრჩაო...

მომიწია საჯაროში ნახვა..კიდევ კარგი იქ მაინც ჩააბარეს 1-2 ცალი.
QUOTE
მწიგნობრობა ქართული, ტ. 14, სასულიერო მწერლობა (განმეორებით დაიბეჭდა გრიგოლ ფერაძის "უცხოელ პილიგრიმთა ცნობები ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, მომზადებული გ. ჯაფარიძის მიერ, "ბერმონაზნობის დასაწყისი საქართველოში~ და მიქელ თარხნიშვილის შრომები), თბ.,

ამ სერიაში მხოლოდ 1-2 ია საჯაროში..N13 როდის გამოვიდა და სად გაიყიდა ვერ გავიგე ....

როგორც ჩანს თქვენ ერთერტ იღბლიანი ხართ ვისაც საჩურქად განკუთვნილ დაბეჭდილ წიგნებს, რომლებიც გასაყიდად არ იბეჭდება--- ჩუქნიან gigi.gif

This post has been edited by შაქროII on 29 Dec 2012, 23:16


--------------------
ეპიზოდები ჯერ კიდევ ბევრია
მეტი ეპიზოდი ხალხს
__________________________
იდიოტიზმი ანაფორაში ვერ დაიმალება
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6564
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 01:27  #34539423      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შაქროII
QUOTE
აგ. მიხ. წერეტლის გილგამეშიანის ტარგმანი გამოიცა, პრეზენტაციაც იყო....მაგრამ გაყიდვაში არ გასულა...თსუ გამომცემლობამ ვერ მოგყიდი არ ვიცი გასაყიდი ფასი...რაც დაიბეჭდა საჩუქრად დარიგდა და მხოლოდ 5 ცალი დაგვრჩაო...


თსუ-ის გამომცემლობა ძალიან ღარიბია biggrin.gif
წიგნები წლობით რიგში დგას და მერე სასაცილო ტირაჟით გამოდის ხოლმე smile.gif
gochaj
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8271
წევრი No.: 115541
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 5 Jan 2013, 11:53  #34605185      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შაქროII
QUOTE
ამ სერიაში მხოლოდ 1-2 ია საჯაროში..N13 როდის გამოვიდა და სად გაიყიდა ვერ გავიგე ....როგორც ჩანს თქვენ ერთერტ იღბლიანი ხართ ვისაც საჩურქად განკუთვნილ დაბეჭდილ წიგნებს, რომლებიც გასაყიდად არ იბეჭდება--- ჩუქნიან 


#14 დეკემბერში გამოვიდა.
იღბალი არაფერ შუაშია. საერთოდ, დაუწერელი წესია, მკვლევრები ერთმანეთს ჩუქნიან თავიანთ წიგნებს. ხანდახან აღარ ვიცი, სად დავალაგო.
წერეთლის მიერ ნათარგმნი გილგამეში ვნახე, მაგრამ არ მაქვს. დიდი ხნის წინათ შევიძინე ზურაბ კიკნაძის თარგმანი და ის ალბათ, საკმარისია.
* * *


არ მახსოვს, ზემოთ დავწერე, თუ არა.
2012 წ. გამოიცა და საჩუქრად მივიღე: მურად ქასაბი. ოსმალეთის ქართველები. მთარგმნელები გელა გუნიავა და ემინ შექერჯი. წიგნი დაიბეჭდა სტამბოლში, ალთანმათბაჯილიკის სტამბაში, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის მიერ, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, ილუსტრაციებით. წიგნში შესულია ოსმალეთში მოღვაწე სხვადასხვა ჩინის 441 პირი (479 გვ.). წიგნი აუცილებლად შევა პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

2012 წელს იმავე ასოციაციამ სტამბოლში, მუმინ ილდიზთაშის ავტორობით და მურად ქასაბის რედაქციით, გამოსცა "საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში", თურქულ ენაზე და ქართული (მოკლე და ვრცელი) აბსტრაქტებით (მთარგმნელები გელა გუნიავა და ირაკლი ართმელაძე) (328 გვ.).
მენდოსა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 140895
რეგისტრ.: 28-December 11

გამოგზავნილია: 5 Jan 2013, 16:19  #34608008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gochaj
QUOTE
2012 წ. გამოიცა და საჩუქრად მივიღე: მურად ქასაბი. ოსმალეთის ქართველები. მთარგმნელები გელა გუნიავა და ემინ შექერჯი. წიგნი დაიბეჭდა სტამბოლში, ალთანმათბაჯილიკის სტამბაში, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის მიერ, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, ილუსტრაციებით. წიგნში შესულია ოსმალეთში მოღვაწე სხვადასხვა ჩინის 441 პირი (479 გვ.). წიგნი აუცილებლად შევა პარლამენტის ბიბლიოთეკაში.

2012 წელს იმავე ასოციაციამ სტამბოლში, მუმინ ილდიზთაშის ავტორობით და მურად ქასაბის რედაქციით, გამოსცა "საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში", თურქულ ენაზე და ქართული (მოკლე და ვრცელი) აბსტრაქტებით (მთარგმნელები გელა გუნიავა და ირაკლი ართმელაძე) (328 გვ.).

ძალიან მაგარი გამოცემებია, უნიკალური მასალა მაგ ეპოქის შემსწავლელთათვის.
jadgschloss
QUOTE
თსუ-ის გამომცემლობა ძალიან ღარიბია biggrin.gif
წიგნები წლობით რიგში დგას და მერე სასაცილო ტირაჟით გამოდის ხოლმე

თსუ-ს გამომცემლობაც აქვს ? ეს ცხადია ხუმრობით, ისე ფაქტია, ისიც, რომ როცა უნივერსიტეტს თავისი სტამბა ჰქონდა 2006 წლამდე ბევრად უფრ მეტი (რაოდენობითაც და ხარისხითაც) წიგნი გამოდიოდა ვიდრე 2006 წლის შემდეგ. ისიც პარადოქსია, რომ გამომცემლობამ გამოსცა ივირონის აქტების 4 ტომეული, თავსითავად ძალიან მაღალი დონის გამოცემა, ტომი გამომცემლობაში ღირს 25 ლარი, ხოლო მე პირადად ლესელიძეზე საეკლესიო მაღაზიაში ტმი 15 ლარად ვიყიდე.
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6564
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 15 Jan 2013, 02:25  #34743181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მენდოსა
QUOTE
თსუ-ს გამომცემლობაც აქვს ?


ნუ ათასში ერთხელ რაღაცებს გამოსცემენ ხოლმე biggrin.gif
VIP Blogger
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1908
წევრი No.: 145645
რეგისტრ.: 29-March 12

გამოგზავნილია: 25 Jan 2013, 02:37  #34890064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აფხაზურ–ქართული და ქართულ–აფხაზური ლექსიკონების 2-ტომეული გამოიცა გამომცემლობა ინტელექტ-ში .

აფხაზურ–ქართული ლექსიკონი შეიცავ 4500 მდე სიტყვას

ქართულ–აფხაზური ლექსიკონი შეიცავს 4200 მდე სიტყვას



რედაქტორი – † აკად. ქეთევან ლომთათიძე

ავტორი – პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე

რეცეზენტები – თამარ გითოლენდია და სოფიკო ჭაავა





ლექსიკონებს 1 თებერვლიდან გასაყიდად გაიტანენ გამომცელობა "ინტელექტის" მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა 77 ნომერში ( მეტროს სადგურ წერეთლთან ).

QUOTE
ფასებზე  ნუ მკითხავთ  ლექსიკონების  ფასი   ჯერ  არ  ვიცი ,   ორივე  ტომი   ერთად   დაახლობით  20 – 25 ლარი  ეღირება !!! 



user posted imageuser posted image

This post has been edited by VIP Blogger on 25 Jan 2013, 02:46
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (14) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0213 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]