Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ vol.V |
Posted by: Did_Giorgi 24 Mar 2010, 23:37 | ||
წინა თემა >>>>> http://forum.ge/?f=41&showtopic=34055381 წინა თემის ტოპ მპოსტველები: revaza88var 139 acho__1 116 Shagrent 113 Kalenike 80 giorgi33 60
ამ თემაში განაგრძეთ სჯა-ბაასი... |
Posted by: datdob 24 Mar 2010, 23:45 | ||
აბა რა სარგებლობა მოაქვს ბუღალტრებს და ბუღალტერიას? |
Posted by: joto 25 Mar 2010, 00:39 |
brastinto მოკლედ დღგ-ს ჩათვლას რაც შეეხება, თუ საქონელი/მომსახურება მონაწილეობს დაუბეგრავ ბრუნვაში, მასზე გადახდილ დღგ-ს ვერ ითვლი, მგონი აქ გაურკვეველი აღარაფერია. გაუმიჯნაობის შემთხვევაში კი გამოყოფ პროპორციულად. ძირითად საშუალებებს რაც შეეხება, ამაზე ჯერ-ჯერობით ზუსტი პასუხი არ მაქვს, ფაქტია, კოდექსი გვეუბნება 4 წელი ვერ ჩაითვლიო (?!) |
Posted by: brastinto 25 Mar 2010, 09:47 |
მე პირიქით მესმის: კოდექსი გვეუბნება 4 წელი ითვალე, მაგრამ დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვები თუ ჯამურად ნაკლებია დასაბეგრ ბრუნვებზე მაშინ ყველა ერთად ამოაგდეო |
Posted by: dzogi 25 Mar 2010, 10:09 |
მოგესალმებით ყველას. რას ფოქრობთ ამის თაობაზე: კომპანიას ბალანსზე აღრიცხული აქვს პლასტმასის რეზერვუარები (როგორც ტარა ) სასაქონლო მატერიალურ მარაგებში. ეს რეზერვუარები დაზიანებულია და ფაქტობრივად აღარ არსებობს. 1 ცალის ღირებულება 70 ლარია. ახლა გვინდა ამ რეზერვუარების ჩამოწერა. ფინანსთა სამინისტროს მეთოდური მითითების მიხედვით(„სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრის, დაზიანებული, უვარგისი ან გაფუჭებული საქონლის ღირებულების ხარჯად აღიარების შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრი შემოსავლების სამსახურიიბრძანება №293): ა) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე ასეთი დანახარჯი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება. ბ) აღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხების მიხედვით ჩათვლები არ უნდა განხორციელდეს და ამასთან ზემოაღნიშნული შემთხვევები მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში აისახება დეკლარაციის 30-ე უჯრის გამოყენებით. ახლა მითხარით როგორ უნდა დავაკორექტირო 30-ე გრაფა, როდესაც ელექტრონული დეკლარირების დროს აღნიშნული გრაფა თვითონ ივსება ავტომატურად? და დღგ უკვე ჩათვლილი მაქვს (გასულ პერიოდზე). დღგ-ის თანხას ალბათ იმ თვის დეკლარაციის დაზუსტებულით აღვადგენ. წინასწარ მადლობა ყველას. |
Posted by: Shagrent 25 Mar 2010, 12:26 | ||
datdob
ბუღალტერია ხალხთა მტერია |
Posted by: acho__1 25 Mar 2010, 17:04 |
კარგი სერიალია მაგრამ რაგაც პერიოდის მერე ყველა ბანძდება ესე მოუვიდა ამ თემასაც იმედია მოვიცლი, რეჟისორის ხელი აკლია |
Posted by: Ia-forumze 26 Mar 2010, 00:29 |
როცა ორისში, 5300-ის ანგარიშზე თანხა სადებეტო მხარეს არის მითითებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მინუს ნიშნით არის? (წაგებაა?) თუ მინუს ნიშანს ნიშნავს, ეს თანხა პასივებს უნდა გამოაკლდეს, თუ აქტივებს უნდა დაემატოს? |
Posted by: WUDU 26 Mar 2010, 13:28 |
მაინტერესებს სად შეიძლება გავიგო ჩემს ორგანიზაციას აქვს თუ არა დისტილატების კოდი? როგორ ხდება ამ კოდის აღება? |
Posted by: datdob 26 Mar 2010, 13:39 | ||
WUDU
საგადასახადოში |
Posted by: WUDU 26 Mar 2010, 13:42 |
datdob წარსადგენი დოკუმენტაცია ხომ არ იცით? მარტივად ხდება ამ კოდის აღება? |
Posted by: TomWaits 26 Mar 2010, 13:58 |
WUDU უკაცრავად მარა დისტილატების კოდი რა არი? |
Posted by: WUDU 26 Mar 2010, 14:01 | ||
TomWaits
შეიძლება ზუსტად ეგ არ ქვია ნავთოპროდუქტები, რომ შეინახო ავზებში, საჭიროა გქონდეს ეს კოდი. |
Posted by: datdob 26 Mar 2010, 14:08 | ||
WUDU
კი ვიცი, მარტივია თუ გაქვს დოკუმენტები წესრიგში 1. ავზები თუ შენია დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქირის შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება. 2. ავზების მოცულობაც უნდა (თუ არ მეშლება) 3. საგადასახადოში რომ მიხვალ იქ ფორმაა ერთი ცალი შესავსები. 4. მინდობილობა გინდა ან დირექტორი თავად. ბეჭედი დისტილატები ქვია, მოგენიჭება 7 ციფრიანი კოდი და ამ კოდებზე აიღებ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. თუ შიდა გადაზიდვა გექნება ამისათვის კიდე სხვა ფაქტურები უნდა აიღო. ყველა ნავთობპროდუქტს ააქვს თავისი კოდი, შენ რომელისთვის გინდა? რეგულარი ევრორეგულარი-0270 პრემიუმი 0290 სუპერი 0320 დიზელი ევროდიზელი 0690 |
Posted by: TomWaits 26 Mar 2010, 14:12 |
datdob თუ ტალონებით ყიდულობ მაგ შემთხვევაში როგორ არი? და რახან ასეთი გარკვეული ხარ ბენინის საკითხებში ბარემ იმასაც გკითხავ ადმინისტრაციის (დირექტორის მანქანებისთვის) გამოყენებულ ბენზინს (ბენზინის ტალონებს) როგორ აღრიცხავ (ჩამოწერ) |
Posted by: WUDU 26 Mar 2010, 14:21 |
datdob დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. ეხლა დავრეკე და მომთხოვეს ამონაწერი უძრავ ქონებაზე, სადაც მოხდება შენახვა. სარეგისტრაციო მოწმობის ასლი; მინდობილობა და განცხადება რეგისტრაციაზე. |
Posted by: datdob 26 Mar 2010, 14:35 | ||
TomWaits
ჩამოწერა კილომეტრების საფუძველზე, მე მაგალითად ლიმიტები მაქვს მანქანებზე თვეში. შექმენი შენთვის შიდა დუკუმენტი და იმის მიხედვით ჩამოწერე ხოლმე. |
Posted by: TomWaits 26 Mar 2010, 14:41 | ||||
datdob
რაღაც მსგავსი მეც მაქ მარა იქნებ შენი ფორმა მაჩვენო რო უფრო დავრწმუნდე რამდენად სწორად ვაკეთებ.
მაგალითად? და რა პერიოდულობით აკეთებ ჩამოწერას? |
Posted by: datdob 26 Mar 2010, 14:56 |
TomWaits არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს მე, აქ არიან ხალხი, რომელსაც ბევრად უკეთ ააქვთ ეგ ფორმები, თხოვე და მოგაწვდიან. ვიცი რა იყო სპიდომეტრის ჩვენება თვის დასაწყისში და თვის ბოლოს. ვიცი რამდენი უნდა დაეწვა 100 კმ და ამის მიხედვით. ლიმიტებს რაც შეეხება- მაგ: ერთ მანქანაზე- 400 ლიტრი, მეორეზე 300, მესამეზე 200 და ა.შ. ამ ლიმიტზე მეტს ვერ ჩაისხამენ. |
Posted by: TomWaits 26 Mar 2010, 15:06 |
datdob დიდი მადლობა.... |
Posted by: pasa 26 Mar 2010, 16:18 |
და როცა არც ლიმიტი გაქვს და არც სპიდომეტრებს იწერ და შესყიდვის დროსვე ხარჯად აღიარებ რამე შავდება? შიდა მოხმარების საწვავზეა საუბარი. |
Posted by: jangula 26 Mar 2010, 16:49 |
დეკლარაციაში მითიტებული NACE კოდები სადვ ვნახო? ი/მ-ის შეწყვეტა მსურს და საბოლოო დეკლარაციაში აუცილებელია თუ არა მისი მითითება არ ვიცი ზუსტად. |
Posted by: pasa 26 Mar 2010, 17:00 |
ტუალეტის ქაღალდის და ხელსახოცის დისპენსერებს როცა გაძლევს მომწოდებელი იმ პირობით, რომ მის ქაღალდს და პროდუქციას იყიდი, ასეთ შემთხვევაში ეს დისპენსერები როგორ უნდა ავსახო ჩემთან, როცა არც ვყიდულობ, არც იაჯრით ვიღებ და არც ფულს ვიხდი მოხმარებაში? |
Posted by: NITSA_144 26 Mar 2010, 18:43 |
ანგარიშთა გეგმია არავის გაქვთ? |
Posted by: jangula 26 Mar 2010, 18:56 | ||
კომერციული ბურალტერიისათVის http://img408.imageshack.us/i/86576040.jpg/ |
Posted by: gega_ge 26 Mar 2010, 18:57 |
ერთი კითხვა მაქვს! მაქვს წინა წლის გადასახდელი მოგება და მასზე დარიცხული საურავი(2008-ის მოგების გადასახადის). და ეხლა დამირეკეს საგადასახადოდან იძუებით გადახდის სამსახურიდან გადაიხადეო ხვალვეო და ვერ ვიხდი რა ხდება ამ შემთხვევაში როცა ვერ ვიხდი. |
Posted by: Kobalty 26 Mar 2010, 21:19 |
1. კომპანია არ ფუნქციონირებს და ყოველთვე რომ არ აბაროს დეკლარაციები, რა სახის წერილი უნდა დაწეროს რომ ჯარიმები არ დააკისრონ თვიური დეკლარაციების არ ჩაბარებისთვის?? ანდა თუ არის მსგავსი რამ პრაქტიკაში? 2. კომპანია არაა დარეგისტრირებული ელექტრონული დეკლარაციების სერვისზე და წლიურ დეკლარაციებს ხელით რომ ჩავაბარო - მიიღებენ? |
Posted by: maribella 26 Mar 2010, 21:23 |
თუ იცით ვინმემ, დიდი რაოდენობით საქონლით ვაჭრობა შეიძლება ჩგდ-ს მეშვეობით მაგალითად საქ-პრესასთან ურთიერთობისას, თორე მხოლოდ ნაღდით იხდიან ეგენი :შ |
Posted by: NITSA_144 26 Mar 2010, 21:39 |
jangulaუღრმესი მადლობა უფრო ვრცელი ხომ არ მოგეპოვება? ვორდის ფაილის სახით თი იქნება მთლად უკეთესი..... ერთი რჩევა მჭირდება აქვე ბარემ დავწერ თეორიული კურსი გავიარე და ახლა პრაქტიკული კურსი მსურს გავიარო, ორისიც ვიცი და სად შეიძლება ხომ ვერ მიმასწავლით... ასსაშიც ვაპირებ სამომავლოდ სწავლას, მაგრამ პრაქტიკული კურსი ამ ეტაპზე ძალიან მჭირდება, ჩემ დირექტორს თამამად რომ ვუტხრა რომ მზად ვარ ერთი პარტარა შპს ჩავიბაროთქო... |
Posted by: jangula 26 Mar 2010, 21:46 | ||
უფრო ვრცელი რას ჰქვია ვერ გავიგე. მანდ ფერებითაა დაყოფილი როგორც ხედავ და ეს ძალიანაც მოსახერხებელია. ორისი თუ გაინტერსებს მიმართე ბ.ა.ფ.–ს! |
Posted by: NITSA_144 26 Mar 2010, 21:55 | ||||
jangula
მანდ გავიარე თეორიული კურსი და ორისსაც ვამტავეებ ახლა თეორიულ კურსი მაინტერესებს
უი, რვიანის და ცხრიანის ჯგუფი რომ არ მომხვდა თვალში ვიფიქრე არასრულიატქო... გვერძე გამოვწელე და გამოჩნდა ფერებში როა მაგარია.. მაგრამ ფერადი პრინტერი რომ არ მაქვს ეგ ტეხავს უკვე დავაგდე დესტოპზე მადლობა |
Posted by: jangula 26 Mar 2010, 22:44 | ||
NITSA_144 წარმატებები!
მანდ თუ სწავლობ იქნებ იკითხო :დეკლარაციაში მითიტებული NACE კოდები სადშეიზლება რომ ვნახო? |
Posted by: gega_ge 26 Mar 2010, 23:22 |
NITSA_144 აი ანგარიშთა გეგმა გადმოიწერე http://upload.ge/download.php?id=E4F03E678 |
Posted by: datdob 26 Mar 2010, 23:25 | ||||||
gega_ge
რა ხდება და 1. იპოთეკა/გირავნობა 2. ყადაღა ქონებაზე 3. ინკასო Kobalty
1. მე არ მაქვს ცარიელი დეკლარაციებიი და ზუსტად არ მახსოვს, მგონი ცარიელის ჩაბარებაზე ჯარიმა არ უნდა იყოს. 2. დეკლარაციებს ხელით არ იღებენ კარგა ხანია. დარეგისტრირებას რაღა უნდა სულ 10 წუთი ჭირდება. განცხადება დაწერე საგადასახადოში საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ maribella
ჩგდ არის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, გინდ ეგ გქონია და გინდ საკასო აპარატი- ასე რომ შეგიძლია არ არის პრობლემა |
Posted by: gega_ge 27 Mar 2010, 00:31 | ||
datdob მადლო
მადლობ |
Posted by: Kobalty 27 Mar 2010, 00:36 |
datdob ანუ წლიურებზეც აუცილებელია ელექტრონული მომსახურებით ჩაბარება? გამორიცხულია ხო ხელით მიტანილი ჩაიბარონ? |
Posted by: revaza88var 27 Mar 2010, 00:51 | ||||||
უი ახალი თემა თუ გაიხსნა არ ვიცოდი * * * gega_ge
იძულებითი გადახდევინების ღონისძიებები, შენ როგორც გინდა ისე დაარქვი, მაგაზე ცალკე თავია კოდექსში ჩათვალე გირავნობა/იპოთეკა დადებულია უკვე ქონებაზე დაგედება ინკასო ბანკის ყველა ანგარიშზე, ნაღდი ფულის ამოღება (იშვიათად ხდება, მოვლენ და რასაც მიიღებ ნაღდ ფულს შენი კასის მაგივრათ იმათში წავა) ამათაც თუ ვერ იმოქმედა ქონებაზე ყადაღის დადება, ეხლა რა ქონებაზე? გაგიჩნდება კითხვა. ინსპექტორი თავს არ მოიკლავს იმის გამოკვლებით, თუ რა ქონებაზე დაგადოს და გაგივრცელებს ყველაფერზე, მერე უკვე შენც მიხვდები რა მოხდება * * * datdob
ჩემი აზრით რევიზორების 90 % მაგ ბენზინებს დაგიბეგრავს, გინდა სპიდომეტრით ითვალე,გინდა ლიტრობით ჩემი აზრით მანდ ერთადერთი ყველაზე ლაითი გამოსავალია საგზაოს წერა, ყველაზე დიდი შანსია რომ ეჭვი არ შეიტანონ |
Posted by: datdob 27 Mar 2010, 02:04 | ||||
Kobalty
მე ვფიქრობ რომ არ ჩაიბარებენ revaza88var
არავინ იცი რომ შეემოწმებინონონ და რა მოხდა ამ ბენზინებზე? გინდა საგზაო წერე და გინდა გაავსე დოსიე ქაღალდებით, ზუსტი და "ერთი პასუხი" არ ვიცი ამ კითხვაზე. ამ შემთხვევაში ეგეთი პრინციპი მაქვს "რაც მეტი დამაჯერებელი დოკუმენტი მით უკეთესი" |
Posted by: daviti505 27 Mar 2010, 02:40 |
ერთი შეკითხვა ისევ ბენზინზე: ანუ საწვავს ვყიდულობთ ტალონებით და მიდის ფორმის შევსება, ანუ ნორმატიული რა არის რამდენი გაიარა და რამდენი მივეცი თითოეულ მძღოლს თავისი ხელის მოწერებით და რამე...... ისე ხდება, რომ თვის ბოლოს ხან 200 ხან 300 ლიტრი რჩება და დღგ-ს დეკლარაციას რომ ვაბარებ და მანდ დანართი IV ში რომ არის მითითებული ნაწილ 3 ში ფაქტიური ნაშთი თვის ბოლოს, და მანდ, რომ არაფერი მაქვს მითითებული პრობლემა შემექმნება თუ არა ???????????? ან საერთოდ უნდა ჩაწერა ან თქვენ როგორ იქცევით?????????????? |
Posted by: WERIX 27 Mar 2010, 10:45 |
მოგესალმებით, შეგიძლიათ დამეხმაროთ ელექტრონულ დეკლარირებაში? სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ იურიდიული პირის დირექტორადვარ გაფორმებული, რომელსაც არცერთი ვარიგება არ შეუსრულებია... ამავდროულად არასდროს არ მქონია ბუღალტერიასთან და საგადასახადოსთან შეხება. დავრეგისტრირდ ამ ელექტრონულ დეკლარირებაზე, ავტორიზაციაც მივიღე. მჭორდება მოგებისა და ქონების დეკლარაციების ჩაბარება 1 აპრილამდე რამდენადაც ვხვდები. მოგების დეკლარაცია-ში ყველაფერი -ბზე დავტოვე იქედან გამომდინარე რომ არ ყოფილა არცერთი გარიგება და გადავაგზავნე ეს დეკლარაცია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი რა მივუთითო, ანუ გადაგზავნილ დეკლრაციას რომ ვუყურებ აწერია "პირველადი 2009", ანუ სააბგარიშო პერიოდი 2009 წელია- ასე უნდა იყოს? და მგონი მას რისი გაკეთებაც მე მინდოდა პირველადი კი არა დაზუტებული უნდა ეწეროს... როგორ შევცვალო? თუ არ არის ამის შეცვლა საჭირო? მეორე პრობლემა არის ის რომ საწესდებო კაპილი არის შედგენილი გარკვეული დანადგარებისგან, რომელთა საერთო ღირებულება არის 2600 ლარი... რამდენადაც ვიცი ქონების გადასახადი 1 %-ია ამასთანავე რაღაც ცვილიება შევიდა კოდექსში და გარკვეული ოეფიციენტები მიუსადაგეს გარკვეულ წლებში შეზენილ ქონებას, მე რაც ვნახე ნავსიაკი სლუჩაი 1.5 კოეფიციენტი ავიღე და ისე გადავიხადე ქონების გადასახადი, რომელიც ბარათზე დამიჯდა და ზედმეტი გადახდილი 2 ლარი და რაღაც თეთრები დამირჩა. მაგრამ ქონების დეკლარაციას ვერ ვავსებ... უფრო სორად არ ვარ დარწმუნებული რომ სწორად ვაკეთებ ყველაფერს... ინსტრუქცია არ იხსნება თუ შეგიძლიათ მითხარით პერიოდში რა უნდა ავიღო და სად უნდა მივუთითო რომ დეკლარაცია წინასწარი კი არა დაზუსტებულია? და იდევ ერთი კითხვა.... ფაილის ატვირთვა რომ წერი... ესეიგი ონლაინაც უნდა შევავსო დეკლარაცია და მერე კიდევ დასკანერებულიც ავტვირთო? თუ ზისტად მანდ არის განსხვავება წინასწარ და დაწისტებულ დეკლრაციას შორის? გმადლობთ წინასწარ |
Posted by: VIPman 27 Mar 2010, 11:33 |
WERIX დაზუსტებული არ უნდა იყოს პირველადი უნდა იყოს, მაგას ვერ სეცვლი რადგან თავად ვებპორტალი ანიჭებს მაგ სტატუსს. მერე ტუ როდესმე დაგჭირდება მაგ დეკლარაციის დაზუსტება და თავიდან გააგზავნი 2009 წლის დეკლარაციას მაშინ მიენიჭება სტატუსი - დაზუსტებული. თუ 2004 წლის შემდეგ გაქვს ნაყიდი ძირითადი საშუალებები 1% უნდა გადაიხადო ქონების გადასახადი თუ უფრო ადრე მაშინ კოეფიციენტებია მაქსიმმ 3%. |
Posted by: revaza88var 27 Mar 2010, 12:13 | ||
datdob
ის პროცენტი ჰაერიდან არ მომიტანია პასუხი არის ის რომ მაქსიმალურად უნდა დაუმტკიცო დოკუმენტით რევიზორს რომ ეგ შენი ბენზინი ეკ. საქმისთვის იყო ხო, შენ რომ სპიდომეტრით ზომავ იქნებ ევროპაში გაუგულავა შენმა თანამშრომელმა? გებნევი ყველაზე რეალურია საგზაო წერო, შედარებით დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ღირს! იქ არის გავლილი კილომეტრაჯი, გადამრავლებული ლიტრა ბენზინზე მოძრაობის დაწყების და დამთავრების ადგილი და ა.შ. |
Posted by: TomWaits 27 Mar 2010, 13:24 |
revaza88var კარი ბატონო მარა დირექტორს როგორ უწერ ამ საგზაოს როცა დაგეგმილი მარშრუტი არა აქ და დღეში შეიძლება მილიონ ადგილას მივიდეს. იმან საქმეზე იფიქროს თუ საგზაოები წეროს. " ეხლა ვარ პეკინზე და მივდივარ აღმაშენებელზ", ოდომეტრის ჩვენეებაა 153209 კმ, წავედი" და ესეთი რამდენი ფურცელი უნდა წეროს? და შენ ეს ნორმალურად მიგაჩნია? ან საერთოდ სად წერია რო მე მაინდამაინც საგზაო უნდა ვწერო ბენზინის მოხმარების კანონიერება რო დავადასტურო? ეგ ისევე შეუძლებელია, როგორც საკანცელარიო საქონლის კონროლი. მე პასტით შეიძლება ანგარიშები ვაკეთო და შეიძლება ზედ ლექსები ვწერო ამის გაკონტროლება დამითუმეტეს დათვლა შეუძლებელია. |
Posted by: revaza88var 27 Mar 2010, 13:33 | ||||||
TomWaits
არ მიმაჩნია ნორმალურად
არსად არ წერია
მართალია მე სულ სხვა რაღაცის ახსნას ვცდილობ |
Posted by: jangula 27 Mar 2010, 13:50 |
WERIX ჩემი რჩევა იქნება რომ შენი მდგომარეობიდან გამომდინარე მიმართო რომელიმე აუდიტორულა (საბუღალტრო) ფირმას, გაწიო დამათებითი ხარჯი და ზუსტად წარადგინო დეკლარაციები საგადასახადოში. მითუმეტეს რომ დრო ცოტაა დარჩენილი (1 აპრილამდე) რაღაც არაზუსტად რომ გააკეთო, ჯარიმა და საურავი უფრო მეტი გაგიხდება გადასახადი ვიდრე ერთჯერადი მომსახურეობაა |
Posted by: Kalenike 27 Mar 2010, 14:01 | ||||||
pasa
უსასყიდლოდ მიღებული მომსახურება NITSA_144
ბაფშია სტაჟირება 500 ლარი ღირს. maribella
თანხას რა მნიშვლენლობა აქვს? არსებობს სალაროში მაქსიმალური თანხის ოდენობა განსაზღვრული? |
Posted by: gega_ge 27 Mar 2010, 15:10 |
revaza88var ქობება არის სულ რაგაც 3000 ის და მე მაქვს გადასახდელი 8000 ათასი მაგ დროს რა ხდება? შემპწმებაზე შემოვენნ? და რომ გადავიხადო ყადაღას მოხსნიანნ? |
Posted by: revaza88var 27 Mar 2010, 15:15 | ||
gega_ge
კი თუ გადაიხდი მოგხსნიაან, შემოწმებაზე არ შემოვლენ კონკრეტულად საკითხის გამო თუ 3000 ქონება გაქვს და 8000 ვალი, იურიდიული პირის შემთხვევაში წესით 5000 გახდება უიმედო საგადასახადო დავალიანება 20. უიმედო საგადასახადო დავალიანება – ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოქმნილია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით ან/და სანქციებით, თუ გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ქონების მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შედეგად დადგინდა, რომ მას არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, ან რომ მისი ქონება ან/და აქტივები იმდენად მცირეა, რომ ვერ ფარავს სასამართლოს ხარჯებს. (22.04. 2005. N1414) |
Posted by: giorgi33 27 Mar 2010, 15:44 | ||
კი აუცილებელია მაგ ინფორმაციის წარდგენა, სულ მინიმუმ 100 ლარიანი ჯარიმა გაქვს 144 მუხლით.როგორც მახსოვს სხვა სანქციებიც არის. * * * ამიტომ ჯობია დააზუსტო დეკლარაციები. |
Posted by: TomWaits 27 Mar 2010, 16:13 |
giorgi33 თითოეულ დეკლარაციაზე? |
Posted by: gega_ge 27 Mar 2010, 16:31 |
revaza88var გაიხარე დიდი მადლობა, * * * ვინმემ ტუ იცის ორისი ვინდოუს 7 ზე? გატარებები არ დაიმახსოვრა. |
Posted by: WERIX 27 Mar 2010, 18:51 |
jangula მთლად ასე ცუდად არ მაქ საქმე. მიდონდა გვრკვეულიყავი თვითონ. კიდევ 2 ფირმის დამფუძნებელი ვარ რომელიც კარგად ფუქნციონრებს და ჩმივე ბუღალტერს ვეტყვი და გააკეთებს. VIPman გასაგებია. და ონლაინ შევსებული დეკლარაცია საკმარისია? თუ კიდევ დასკანერებული ვერსიაც უნდა ავუტვირთო? |
Posted by: VIPman 27 Mar 2010, 23:26 |
WERIX არა არანაირი დასკანერება არ უნდა ონლაინ გააგზავნი შეტყობინება მოგივა მეილზე და მობილურზე მესიჯად რომ გაიგზავნა ამობეჭდე და შეინახე მეტი არაფერი |
Posted by: WERIX 27 Mar 2010, 23:41 |
VIPman ოკ, გასაგებია. დიდი მადლობა. თუ გარიგება არ მქონია, შესაბამისად მოგების დეკლარაციაში სულ 0-ებს ვტოვებ და ვაგზზავნი ხო? ვაბშე არაფერი არ გაუკეთებია ფირმას. ქონების გადასახადი გადავიხადე და ბარათზეც მიზის მოფ.გე-ზე აი ქონების დეკლარაცია როგორ შევავსო მლია? ვობშემ მარტი საწესდებო კაპიტალია ფირმის ქონება 2600 გელ. |
Posted by: temozia 28 Mar 2010, 15:01 |
თუ ადრე ვიყავი ინდ. მეწარმე და ეხლა გაქირავებული მაქვს 2 ფართი, სხვა საქმიანობას არ ვეწევი. ამ ფართებიდან მიღებული იჯარა 12%-ით უნდა დავბეგრო თუ 20%-ით? |
Posted by: revaza88var 28 Mar 2010, 20:05 | ||
temozia
ინდ მეწარმე ხარ თუ არა არ აქვს მნიშვნელობა, შენ ინდმეწარმის შემოსავალს მაინც დააფიქსირებ, მაგრამ თუ 12 % ით დასაბეგრია 12 ით დაბეგრავ, თუ 20 % იანი 20 ით, წლიურ ფორმას თუ ჩახედავ ნათლადაა ყველაფერი. შეიძლება ორივენაირი შემოსავალი გქონდეს როგორც 12 ით დასაბეგრი, ასევე 20 ითაც, და ორივეს დააფიქსირებ და ზევით როგორც დავწერე ისე იქნება |
Posted by: Konkia 28 Mar 2010, 20:40 |
მოგების დეკლარაციაში რა პრინციპიტ არის გამოყოფილი სრულად გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები? |
Posted by: revaza88var 28 Mar 2010, 21:18 |
Konkia გამოქვითების გრაფა არის ასეთი სრულად გამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშვალებები |
Posted by: cvanca 28 Mar 2010, 21:29 |
ვიწყებ ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობას, ხოდა სანამ ამიყვანენ ბუღალტრად უნდა მქონდეს ჯერ ტესტირება ბუღალტრულ საკითხებში, ვისაც აქვს გამოცდილება, მაინტერესებს დაახლოებით რა საკითხები შეიძლება იყოს? ძაან ვნერვიულობ |
Posted by: revaza88var 28 Mar 2010, 21:34 | ||
cvanca
მე ჩაგიტარებ აქ ტესტირებას თუ გინდა, კითხვებს დაგისვავ და მიპასუხე |
Posted by: NITSA_144 28 Mar 2010, 21:41 | ||||
revaza88var
აუუ ტესტები ან რამე იქნებ დადო ან ატვირთო, მეც მაინტერესებს რა დონემდე ვიცი.. Kalenike
არ მომეწონა ეგ.... |
Posted by: cvanca 28 Mar 2010, 22:05 | ||
revaza88var
გისმენთ |
Posted by: Konkia 28 Mar 2010, 22:19 | ||
ვიცი რევაზ რომ არის...მაგრამ რა ძაღლის თავია მაქ ჩადებული? რისთვის ჭირდებათ გამოყოფა? |
Posted by: revaza88var 28 Mar 2010, 22:23 |
cvanca NITSA_144 ეს ამომიხსენით და ჩემთან ჩაბარებული გექნებათ ტესტირება amocana: 1. dRg-s gadamxdelma Sps “a”-m daafuZna Sps “b”, romlis sawesdebo kapitalSi Seitana 20 cali televizori – erTis Rirebuleba 300 lari, da 100 000 lari. 2. Sps “b”-m LTD “C”-s igivenairi televizorebis SesaZenad gadauricxa avansi 100 caliX200 aSS dol. (kursi 1.67) 3. Sps “b”-m gadauxada transportirebis Rirebuleba LTD “D”-s (ararezidenti) 1000 aSS dol. (kursi 1.67). 4. Sps “b”-m ganabaJa LTD “C”-sgan SeZenili saqoneli: sabaJo mosakrebeli – 150 l, dRg - 6340 l, deklarireba da saterminalo momsaxureba -100 l. 5. Sps “b”-m miyida Sps “d”-s 60 cali teleizori 1 c- 500 lari. 6. Sps “d”-m gadmouricxa Sps “b”-s SeZenili televizorebis Rirebulebis 60%. 7. Sps “b”-m gasca xelfasebi 2000 lari. 8. Sps”b”-m gadaixada sawyobis ijara 800 lari. airCieT saqonlis Camoweris meTodi. SeadgineT balansi da mogeba zaralis uwyisi. სილფაინში ვერ გადავიყვანე |
Posted by: Shevchenko andrei 28 Mar 2010, 22:33 | ||||
ონლაინ რეჟიმში არა? |
Posted by: revaza88var 28 Mar 2010, 22:34 | ||
Konkia
შენ ეტყობა 183-ს მეცამეტეს იყენებ და ყველა ხო არ იყენებს მაგ შეღავათს, თუ სხვა რამე გაეჭვევს მითხარი და შევეცდები გიპასუხო |
Posted by: malenki 28 Mar 2010, 22:38 |
აუ ვინმემ მიშვილეთ და პრაქტიკა გამატარეთ არ შეიძლება? |
Posted by: Konkia 28 Mar 2010, 22:40 |
კიდევ ერთი საკითხი, შპს რომელმაც 2008 წელს იმოღვაწა ზარალით 2009 წელს არ გაუგრძელებია საქმიანობა. წერილი მიიტანეს წლის დასაწყისში რომ ვწყვეთ საქმიანობას, მაგრამ ლიკვიდაცია არ მომხდარა. აქედან გამომდინარე უნდა ჩააბაროს წლიური დეკლარაციები და ქონების გადასახადიც გადაიხადოს ხო? როგორ ხდება ლიკვიდაცია? რომ ერთხელ და სამუდამოდ მოეხსნას საგადასახადო ვალდებულებები ამ ორგნიზაციას? ლიკვიდაციისთვის რა სჭირდება? |
Posted by: giorgi33 28 Mar 2010, 23:07 | ||
Konkia
კი ასეა თან წერილის მიტანიდან 30 დღეშიც უნდა ჩაგებარებინათ დეკლარაცია. ლიკვიდაციაზე წერილი უნდა დაწერო საგადასახადოში და შემოწმების მერე მოხდება სამეწარმეო რეესტრიდან შპს ს ამოშლა, ოღონდ ბევრი პროცედურებია აქამდე გასავლელი , |
Posted by: revaza88var 28 Mar 2010, 23:15 | ||
Shevchenko andrei
რა ქენი სამსახურზე, წარმატებით გაიარე გასაუბრება? პს ჩემი დაწერილი ამოცანა არის ერთ-ერთი აუდიტორული ფირმის ამოცანა, რომელიც კადრებს არჩევდა ბუღალტრის თანაშემწის თანამდებობაზე, ოღონთ კაი ხნის ამბავს გეუბნევით |
Posted by: temozia 28 Mar 2010, 23:53 | ||
revaza88var
კონკრეტულად შეგიძლია მითხრა ჩამი მაგალითიდან გამომდინარე როგორ ვიბეგრები 12 თუ 20 პროცენტით? მუხლებიც მიმიწერე რა თუ არ გეზარება |
Posted by: datdob 29 Mar 2010, 00:10 |
temozia მუხლი 281. გარდამავალი დებულებანი 23. 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს: (7.12.2007 N5569) ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება; ბ) საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებული ანაზღაურება; დ) სასამართლო გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები; ე) შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება; ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით. საიჯარო ქირა არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით ანუ იხდი 12 % |
Posted by: revaza88var 29 Mar 2010, 00:13 | ||
temozia
რა ფართია გაქირავებული ბინა თუ კომერციული? 23. 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს: (7.12.2007 N5569) ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით. 2007 წლამდე ბინის გაქირავება არ ითვლებოდა სოციალურით დასაბეგრს ასევე არასამეწარმეო საქმიანობაც არ იბეგრებოდა სოციალურით, ეხლა უკვე შენ უნდა გადაწყვიტო, თუ ეგ შენი გაქირავებული ფართი სამეწარმეო საქმიანობაა უნდა დაბეგრო 20 ით, თუ არა 12 ით, მეწარმეთა კანონი გვეუბნევა "სამეწარმეო საქმიანობათ მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად." ასეა თუ ისე ჩემი აზრი ასეთია, 2008 წლამდე ეწერა რომ განთავისუფლებული იყო სოცისგან ბინა და 12 იანი იქნება, სხვა დანარჩენი, ანუ კომერციული ფართი ჩემი აზრით 20 ით დასაბეგრია საკმაოთ საკამათო საკითხია, ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პასუხი არც ფინანსთა სამინისტროს გააჩნია ასე რომ ... |
Posted by: Did_Giorgi 29 Mar 2010, 00:19 | ||||
revaza88var
|
Posted by: revaza88var 29 Mar 2010, 00:21 |
Did_Giorgi მადლობა უფროსო |
Posted by: gega_ge 29 Mar 2010, 04:02 |
revaza88var ესეთი კითხვა მაქვს ! სალაროდან ბანკში არის ფული შეტანილი და ბანკის ამონაწერში ცერია პიროვნების სახელი და გვარი ვინც შეიტანა სიტყვაზე დირექტორის .. მაინტერესებს,ჯერ სალაროდან ანგარიშვალდებულ პირზე უნდა გადავაცერო ეს თანხა და მერე ანგარიშვალდებულიდან ბანკზე? თუ პირდაპირ სალაროდან ბანში? |
Posted by: vako-tart 29 Mar 2010, 09:32 |
გამარჯობა.... გთხოვთ დახმარებას.... 2008 წლის მარტიდან მაქვს იჯარით გაცემული უძრავი ქონება.... დარეგისტრირებული ვარ ფიზიკური პირით..... (ანუ ჩემი საქმიანობა არის ის რომ თვეში ერთხელ მივდივარ ფართში და ვიღებ იჯარის ფულს...) 2008 წლის წლიური დეკლარაცია მაქვს ჩაბარებული, ქონების გადასახადი არ გადამიხდია, იმიტომ რომ საგადასახადოში მითხრეს ქონების იხდის ის ვინც იღებს ფართს იჯარით... ახლა, 2009 წლის დეკლარაცია მაქვს შევსებული, დამრჩა მხოლოდ ფულის გადარიცხვა საგადასახადოში.... მაგრამ მითხრეს რომ 2009 წლიდან დამატებით ქონების გადასახადს იხდის ის ვისიც არის ფართი, ანუ მე. მაინტერესებს მართლა მასეა თუ არა ? 40000 ლარს ჩემი ოჯახის შემოსავალი არ აღემატება ... მაგრამ რადგან მაქვს გაცემული ფართი იჯარით უნდა გადავიხადო ქონების 1 პროცენტი ? თუ კი, მაშინ როგორ უნდა გდავიხადო, ანუ გთხოვთ ცოტა კონკრეტულად აღწეროთ პროცედურა.... და ყველაზე მაგრად მაინტერესე ფართი როგორ შევაფასო რომ ეს 1 % გადავიხადო ? დღეს უკვე 29 მარტია, ანუ ძალიან მეჩქარება და გთხოვთ დახმარებას.... ( |
Posted by: sad_lucky 29 Mar 2010, 09:55 |
ხალხნოო მიშველეთ რა სამსახურში ვარ სტაჟირებაზე და საგადასახადოში მაქვს ტესტირება კონკრეტულად დღგ ში!!ეგებ ვინმეს გგქონდეთ დღგ ში ამოცანები ან ტესტები ან იცით რამე საიტი!!!დიდი მადლობა წინასწარრ!!!გუკსყური მაქვს გაორმაგებული თქვენი იმედითთთ |
Posted by: NITSA_144 29 Mar 2010, 10:32 | ||
sad_lucky
აუუუ მერე იქნებ დადო ან მოგვაწოდო რა ტესტები იყო, რომ ჩააბარებ წარმატებებს გისურრვებ.... |
Posted by: tatiana123 29 Mar 2010, 11:18 |
დამფუძნებლის მიერ შემოტანილი სესხზე დარიცხული პროცენტი რამდენი პროცენტით იბეგრება გაცემის მომენტში? წყაროს ხომ ვერ მიმითითებთ? |
Posted by: giorgi33 29 Mar 2010, 13:13 | ||||
თუ არ აღემატება 40000 ლარს მაშინ არ გიწევს, მარტო მიწის გადასახადი მოგიწევს .
2010 წელს 5 % ით. (281მუხლის 37 ნაწილი) |
Posted by: vr225 29 Mar 2010, 13:57 | ||
პირდაპირ სალაროდან ბანკში . |
Posted by: Konkia 29 Mar 2010, 15:32 |
საგადასახადო კოდები ჩამიგდეთ პლზ |
Posted by: revaza88var 29 Mar 2010, 18:16 | ||||
tatiana123
გარდამავალი 37. ამ კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამავე კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე – 7,5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე – 5-პროცენტიანი განაკვეთით. (15.07.2008 N206)
რას გულისხმობ? |
Posted by: giorgi33 29 Mar 2010, 18:41 |
გადამხდელად არაგერგისტრირებულს ფიზ ფირს, რომელსაც გადახდის წყაროსთან უკავებენ იჯარით მიღებულ შემოსავალს, ეკუთვნის თუ არა მიწის გადასახადი და შესაბამისად ამის დეკლარირება? |
Posted by: acho__1 29 Mar 2010, 20:17 | ||
giorgi33
გემი დღეში გადის 300 კილომეტრს, შეიძლება თუ არა გემის კაპიტანი 50 წლის იყოს? ეს ორი შეკითხვა ერთი და იგივე ტიპისაა, ანუ პირობა რომელიც მოცემულია, არანაირ კავშირში არაა კითხვის პასუხთან. P.S. 276-ე წაიკითხე ბოლომდე და თვითონვე გაერკვევი. |
Posted by: Shevchenko andrei 29 Mar 2010, 21:36 | ||||
კი, კი ძმაო, მადლობა რომ დაინტერესდი კი გავიარე გასაუბრება და აუდიტორულ ფირმაში ვარ ეხლა, სადაც ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, ამაზე კარგი ვარიანტი ახალდამთავრებულისთვის არ არსებობს, ბუღალტრის თანაშემწეობა გამოცდილებით ახლოსაც ვერ მივა ამასთან თან acca ში ვსწავლობ და თეორიასაც ვაწვები, იმედია უკვე შემდეგ წელს ამ დროს რაღაცა გამოცდილება მექნება აუდიტი ძაან შრომატევადია , მაგრამ კაი მაყუთი იჭრება საგადასახადო კოდექსი, სად იყიდება ხომ ვერ მეტყვით? ახალი კოდექსი |
Posted by: WUDU 29 Mar 2010, 21:38 | ||
giorgi33
რამდენადაც ვიცი, ამ შემთხვევაში ქონების გადასახადს გადაიხდის მოიჯარე. P.S.: mof.ge-ზე შედიხართ? |
Posted by: XlargeXsmall 29 Mar 2010, 22:21 |
2009-ში ვიყიდე და ეგრევე გავყიდე 1 ავტომანქანა. მეკუთვნის დეკლარირება ან გადახდა? ვარ უბრალოდ ფიზიკური პირი? * * * ფიზიკური პირი ვარ. 2009-ში ვიყიდე და ეგრევე გავყიდე 1 ავტომანქანა. მეკუთვნის დეკლარირება ან გადახდა? მოგება კი ვნახე 500 დოლარი. თუ მეკუთვნის, მაშინ რატომ? ეს ხომ არ ყოფილა ჩემს შემთხვევაში მოგების მიღების მიზნით? და არც მეწარმე ფიზიკური პირი არ ვარ. უბრალოდ აქტივის რეალიზაციაა |
Posted by: datdob 29 Mar 2010, 22:46 | ||
vako-tart ჩემი აზრით გეკუთვნის ქონების გადასახადი, მაგრამ აქ არიან სხვები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ აზრს. ქონების გადასახადი კი საბაზრო ღირებულებიდან უნდა გამოთვალო. XlargeXsmall
თუ ყიდვიდან გაყიდვამდე 6 თვე არ იყო გასული გეკუთვნის დეკლარირებაც და გადასახადის გადახდაც. |
Posted by: Kobalty 29 Mar 2010, 23:27 |
ერთი გადასახადიდან ზედმეტობას ვერ გადავიტან მეორე გადასახადში, "ელექტრონული მომსახურები"-ს საშუალებით? თუ საგადასახადოში უნდა მივიდე მაინცდამაინც? |
Posted by: datdob 29 Mar 2010, 23:47 | ||
Kobalty
ვერ გადაიტან. ჯერ შედარება უნდა გააკეთო საგადასახადოში |
Posted by: Kobalty 30 Mar 2010, 01:07 | ||
datdob
ჩაბარებული დეკლარაციები უნდა მივიტანომ და ისე ხდება შედარება ხო? |
Posted by: revaza88var 30 Mar 2010, 10:11 | ||
XlargeXsmall
ეროვნული ბანკის კურსები ნახე ყიდვის და გაყიდვის პერიოდებში და გადაიხდი მაგ ნამეტიდან |
Posted by: WUDU 30 Mar 2010, 11:14 | ||
XlargeXsmall
მოგების მიღების მოტივს არ იცნობს საგადასახადო კოდექსი, შესაბამისად უნდა გადაიხადოთ სხვაობიდან გადასახადი. |
Posted by: giorgi33 30 Mar 2010, 11:43 | ||
ეგ 2009 წლამდე იხდიდა მოიჯარე. |
Posted by: დეკო 30 Mar 2010, 11:47 | ||
Kobalty
უნდა მიხვიდე. გააკეთო შედარება და შემდეგ, მაგის საფუძველზე შეავსო განცხადება გადატანაზე (ანუ შედარების აქტი საფუძვლად გინდა), სადაც მიუთითებ რა სად გინდა რომ გადაიტანო. მერე მაგ განაცხადს ჩააბარებ კანცელარიაში და ეგ არის რა. ესაც ინფოსთვის: ძვირფასო გადამხდელო, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97 2 -ე და 143-ე მუხლში განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ • 2010 წლის 1 იანვრიდან გადასახადის გადამხდელები ვალდებული არიან თვალსაჩინო ადგილას გამოაკრან გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი; (2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას) • ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირი დაჯარიმდება 100 ლარით, საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად; 143-ე მუხლის ახალი რედაქცია ამოქმედდება 2010 წლის 1 თებერვლიდან. კონკრეტულად კი, ცვლილებები გულისხმობს შემდეგს: • საგადასახადო პასუხისმგებლობა დაწესდა არა ზოგადად ეკონომიკური, არამედ მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს. (იმ შემთხვევაზე, როცა სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულება აღემატება 10000 ლარს, გავრცელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა) • საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს. (იმ შემთხვევაზე, როცა სასაქონლო ზედნადების გარეშე მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება აღემატება 10000 ლარს, გავრცელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა). • დაწესდა პასუხისმგებლობა ამ სამართალდარღვევისთვის და იწვევს პირის დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულების, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა, ასევე ქმედებათა განმეორებით ჩადენისათვის. კერძოდ, პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში მათი ხელმეორედ ჩადენა იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულებით, მაგრამ არა ნაკლებ 5000 ლარით. ხოლო, ამ უკანასკნელის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში მათი კვლავ ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით. • მხოლოდ ბუღალტრულ ჩანაწერებში აღურიცხველი საქონლის გამოვლენა აღარ წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. • საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის პირველადი საგადასახადო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტი და სხვა) საქონელი და პირს არ დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში! |
Posted by: Kobalty 30 Mar 2010, 14:22 |
ხალხო, ყველა დეკლარაციის (განსაკუთრებით მოგების და ქონების) შევსების ინსტრუქცია სადაა mof.ge-ს საიტზე, ხო ვერ მეტვყით? ვერ ვნახე. |
Posted by: დეკო 30 Mar 2010, 14:25 | ||
Kobalty
აქ ნახე: http://www.mof.ge/tax_customs/taxes/declaration_forms |
Posted by: Kobalty 30 Mar 2010, 14:38 |
დეკო დიდი მადლობა. ---------------- |
Posted by: buburatino 30 Mar 2010, 17:27 |
გამარჯობათ შეუძლია ვინმეს ამიხსნას თუ შესაძლებელია(საერთოდ ვერ ვერკვევი) დეკლარაციის შედგენა როგორ ხდება? ანუ მაღაზია დავხურეთ და გადასახადი გვაქვს და დეკლარაციის წარდგენის ვადა ხვალემდეა.ბუღალტერი არ მყავს.ხვალ მაქვს ბოლო დღეს,აარც ეს ვიცოდი თორემ აქამდე რა მომიყვანდა? |
Posted by: Nuuca 30 Mar 2010, 19:11 |
რჩევა მჭირდება: 1. კომპანიას აქვს გაუცემელი ხელფასები, რომელიც იზრდება ყოველ თვე, ამასთან იზრდება სალაროც შესაბამისად. გასაგებია რომ არადეკლარირებული საშემოსავლოს გამო. როგორ ჯობია, დავაზუსტო ყველა წინა თვე და საურავები ვიხადო თუ შეიძლება დრეს გავცე მთელი წლის ხელფასები და ეხლა ვაჩვენო? (ეს უკანასკნელი რევიზიის დროს გამოიწვევს პრობლემას?) 2. როცა კომპანიას ლიკვიდერებულად გამოაცხადებ საგადასახადოში, აუდიტი უეჭვალი შემოდის თუ შემოსვლის ალბათობა არსებობს ? 3. რა მოსდის იმ სახსრებს (ფული, ძირ. საშუალებები) რომლიც კომპანიაში დარჩა ლიკვიდაციისას ? მადლობა წინასწარ |
Posted by: giorgi33 30 Mar 2010, 19:12 |
[quote]QUOTEQUOTEგადამხდელად არაგერგისტრირებულს ფიზ ფირს, რომელსაც გადახდის წყაროსთან უკავებენ იჯარით მიღებულ შემოსავალს, ეკუთვნის თუ არა მიწის გადასახადი და შესაბამისად ამის დეკლარირება? ამ საკითხზე გავარკვიე და ეკუთვნისო პირველ მაისამდე მიწის გადასახადის დეკლარაციის ჩაბარება და ესე იგი გადამხდელადაც უნდა დარეგისტრირდეს. |
Posted by: TT-KK 30 Mar 2010, 19:59 |
acho__1 revaza88var დახმარება მჭირდება ახალგაზრდებო ! რეგისტრირებული ფიზიკური პირი ცხოვრობს საზღვარგარეთ,თბილისში გააქირავა ბინა მინდობილი პირის მეშვეობით,თანხას იღებს მინდობილი პირი თავის ანგარიშზე, ბინის პატრონს ანგარიში აქვს მხოლოდ ვალუტაში,ამიტომ მისი ანგარიშიდან საშემოსავლოს გადარიცხვა ვერ ხერხდება,როგორ მოვიქცეთ? შეიძლება,რომ მინდობილმა პირმა თვითონ წარადგინოს დეკლარაცია თავის სახელით და საშემოსავლოც თვითონ გადარიცხოს თავის ანგარიშიდან? მირჩიეთ რამე ,გთხოვთ. (მინდობილობით ანგარიშის გახსნა არ შეიძლებაო) |
Posted by: Kobalty 30 Mar 2010, 20:09 |
კაროჩე, გადამრია რა ამ საიტმა. შემყავს ეს მონაცემები და ვაჭერ "+ დამატება" და თიშავს საიტს ვაფშე. არაფრის დიდებით არ ამატებს სიაში. თქვენთანაც ასეა თუ მე ვერ ვაკეთებ რამეს სწორად? |
Posted by: revaza88var 30 Mar 2010, 20:17 | ||
TT-KK
ბანკის მინდობილობას გულისხმობდი ხო? ვთქვათ იქიდან რომ გამოაგზავნოს ბანკის მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული? |
Posted by: WUDU 30 Mar 2010, 21:01 | ||||||
Nuuca
მე შევცლიდი კონტრაქტებს და ხელფასის გაცემას კვარტალურად გავაკეტებდი
მეწარმეთა კანონი არ ითვალისწინებს ასეთ წესს. : მუხლი 14. ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) (14.03.2008 N5913) 1. საწარმოს პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს), შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები). 2. პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. 3. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ 14 დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში და ამის თაობაზე წერილობითი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს საგადასახადო ორგანოს და საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს. 4. საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს გადაწყვეტილება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში და საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაეგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. 5. საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მეორედ გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ საწარმომ (ლიკვიდატორმა) შეიძლება დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები განათავსოს სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული არიან, ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით. დეპოზიტზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე აღნიშნული თანხების ან ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან, საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება (ვალების აქსელერაცია). 6. ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რეალიზაციისა ან/და საწარმოს ქონებით კრედიტორების დაკმაყოფილებისა), დატვირთვა ან კრედიტორების საზიანოდ სხვა ქმედების განხორციელება. 7. კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ პარტნიორები საერთო კრებაზე ამტკიცებენ საწარმოს სალიკვიდაციო ბალანსს და ხელს აწერენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 8. საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციას და სამეწარმეო რეესტრიდან მის დაუყოვნებლივ ამოშლას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი პირის მიერ საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე განცხადებისა და საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე. 9. ლიკვიდაციის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საწარმოს სახელწოდებას; ბ) საწარმოს იურიდიულ მისამართს; გ) ყველა პარტნიორის პირად მონაცემებს; დ) საწარმოს ლიკვიდატორის პირად მონაცემებს და ხელმოწერას. 10. თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის შემდეგ 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მისი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 11. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში წესდებით უნდა მოხდეს პარტნიორთა უფლებამოსილებების ხელახალი გადანაწილება, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. 12. საწარმოებს შეუძლიათ გაერთიანდნენ (შერწყმა). სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან ახალშექმნილი საწარმო, არის ადრინდელი საწარმოს (საწარმოების) უფლებამონაცვლე. 13. საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ადრინდელი პარტნიორები გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში მონაწილეობდნენ სხვადასხვა წილობრივ საფუძველზე. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის. 14. პარტნიორთა მიერ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ პუნქტში აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი. სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად. 15. შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან, საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ
ამაზე პასუხს ზემოთ მოცემულ მუხლში იპოვი. |
Posted by: ჰერელი 30 Mar 2010, 21:48 | ||
იგივეა ჩემთანაც * * * აა, ეხლა მივხვდი რიცხვი მთელი უნდა ჩაწერო მეათედების გარეშე |
Posted by: TT-KK 30 Mar 2010, 22:05 | ||
revaza88var მადლობა გამოხმაურებისთვის, მინდობილობა გვაქვს ნოტარიული,მაგრამ ბანკი ანგარიშის გახსნაზე მაინც უარს ამბობს,რამე სხვა ვარიანტი არ გაქვს? acho__1 არ დაგვეხმარება,ან ვინმე სხვა? კიდევ ერთი შეკითხვა- 273-ე მუხლის 1.ა-ს თანახმად გავზარდე ქონების ღირებულება 3-ჯერ,საშუალო ღირ-ის გასაანგარიშებლად საწყისი ღირებულებაც უნდა გავზარდო? თუ რაც მქონდა ნარჩენი ღირ-ბა,ის ავიღო? * * * ჰერელი
მე მეათედებს ვწერ,მაგრამ არ არის პრობლემა, პლიუსზე როცა მავიწყდება დაჭერა,მაშინ მითიშავს,ან თუ რომელიმე უჯრა გამომრჩა,მაშინაც . * * * WUDU იქნებ თქვენც გადახედოთ ჩემ კითხვას? |
Posted by: WUDU 30 Mar 2010, 22:12 | ||||
TT-KK
ეგ ვინ თქვა? ბანკებზე სამოქალაქო კოდექსი არ ვრცელდებაო? მინდობილობა სათანადო წესით დამოწმებულია (აპოსტლიც იგულისხმება)?
რა მოტივით გეუბნებიან უარს? |
Posted by: TT-KK 30 Mar 2010, 22:37 | ||
WUDU მინდობილობაში ყველაფერი წერია ანგარიშის გახსნის გარდა,ამიტომ არ გვიხსნის,კონკრეტულად უნდა ეწეროს "ანგარიშის გახსნის უფლება", სხვა რა შეგვიძლია?
ამაზე რას იტყვით? |
Posted by: WUDU 30 Mar 2010, 22:53 | ||||
TT-KK
კონკრეტულად რა წერია, შეგიძლია ჩამოთვალოთ? წესით უნდა ეწეროს, მაგრამ გააჩნია შესაძლაო სხვა უფლება მოიცავდეს ამას.
სამწუხაროდ ვერაფერს. არ ვარ ბუგალტერი |
Posted by: revaza88var 30 Mar 2010, 23:01 | ||||
TT-KK
თავიდან შეიძლება გამოგზავნა ცალკე მაგაზე, ბანკში ექნებათ მაგის ფორმა, იქ გაუგზავნით ხელს მოაწერს და ნოტარიულად დაამოწმებს ქონების გადასახადის კოდიფიცირებული ინსტრუქცია http://upload.ge/download.php?id=7992588F10 * * *
მე-9-ე გვერდს გადაავლე თვალი მაგაზეა საუბარი |
Posted by: TT-KK 30 Mar 2010, 23:25 | ||||||
revaza88var
მაგას დრო უნდა,ხვალ მინდოდა მომესწრო
მადლობა, ვნახე, ე.ი. საბოლოო ღირ-ბა უნდა გაიზარდოს,საწყისი არა WUDU
კონკრეტულად: შეიძლებაო გადარიცხვა არსებული ანგარიშიდანო |
Posted by: datdob 31 Mar 2010, 00:21 |
TT-KK საგადახდო დავალებას ააქვს ესეთი გრაფა "სხვის მაგიერ გადახდა თუ სხვისი სახელით გადახდა" და იქ იწერება ვის მაგივრად (იციან ბანკში ეგ) იხდი ანუ საიდენტიფიკაციო ნომერი იწერება საგადახდო დავალებაში. მგონი გიშველის ეს სანამ მინდობილობა ჩამოგივა |
Posted by: TT-KK 31 Mar 2010, 00:26 |
datdob მადლობა,მაგრამ ბანკში მითხრეს სხვის მაგივრად გადარიცხვა შეიძლება თუ "სხვა" უბრალოდ ფიზიკური პირიაო,ეს კი რეგისტრირებულია საგადასახადოში(12% -ს იხდის) |
Posted by: luka_B 31 Mar 2010, 00:31 |
TT-KK თუ გამოქვითვებს არ აკეთებს შეუძლია არ წარადგინოს დეკლარაცია, გადახდებს რაც შეეხება ბანკთან მოგვარებადია თუნდაც რესპუბლიკა ბანკში ან ეიჩ ეს ბი სი, თუმცა როგორც ჩანს საიტზე რაღაც ცვლილებებია და ფიზიკურ პირებს გადახდები მოფ. ჯის მეშვეობთაც შეეძლება რაღაც ახალი ოფციებია დამატებული ჯერ არააქტიურია მაგარი გამოგონებაა ეს ელ. დეკლარირება გაუმარჯოს ღმერთმა შემოსავლების სამსახურის მომსახურების განყოფილებას |
Posted by: TT-KK 31 Mar 2010, 00:38 | ||||
luka_B
ხვალ ვაპირებ მანდ მისვლას,იქნებ რამე გამოვიდეს.
მეც მომწონს,დავისვენე საგადასახადოში რიგში დგომისაგან |
Posted by: datdob 31 Mar 2010, 00:40 | ||
TT-KK
სხვადასხვა ბანკში მიდი, იმიტომ რომ მეც მქონდა ანალოგიური პრობლემა, არარეზიდენტი კომპანიის სახელით უნდა გადამეხადა სასამართლო ბაჟი და დავიტანჯე, უფრო სწორად დამტანჯეს. ბოლოს საქართველოს ბანკმა გადამირიცხა. მიზეზი ის იყო რომ იმ არარეზიდენტს არ ქონდა საგადასახადო კოდი მინიჭებული ან როგორ ექნებოდა რეგისტრირებული რომ ყოფილიყო პრობლემა არ მქონდა არც რესპუბლიკაში და არც თბს ბანკში. ასე რომ სცადე სხვადასხვა ბანკში და გადაგირიცხავენ, ან დარეგისტრირდი ინტერნეტ ბანკინგში და ისე გადარიცხე, თიბისიდან ვერ იზამ, მგრამ ახლა საქართველოს ბანკიდან ვცადე და აკეთებს მგონი |
Posted by: TT-KK 31 Mar 2010, 01:57 | ||
datdob
გამიკვირდა საქართველოს ბანკისგან მადლობა რჩევისთვის |
Posted by: pasa 31 Mar 2010, 09:38 | ||
კი ესე შვება, მაგრამ სხვადასხვა ბრაუზერით ცადე და არეფრეშე გვერდი რომ შევიდეს, ზოგჯერ ისე ჭედავს რომ გგონია არ ამატებს და უკან რომ გამოხვალ რამდენჯერმე არის დამატებული. გაუმართავია და ყურადღებით იყავი |
Posted by: tatiana123 31 Mar 2010, 09:50 |
გთხოვთ გამომეხმაუროთ. დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხა შპს-ში, თუ ცვლილება რა არის წესდებაში გატარებული, განიხილება თუ არა სესხად და ერიცხება თუ არა პროცენტი? 2009-ში შეიცვალაო კანონი. წყაროს ხომ ვერ მიმითითებთ? |
Posted by: WUDU 31 Mar 2010, 10:05 | ||
tatiana123
არანაერად, არ განიხილება სესხად დამფუძნებლის შენატანი და არც იბეგრება, რამდენადაც ვიცი. |
Posted by: tatiana123 31 Mar 2010, 10:26 | ||
ეს მხოლოდ 2009-სი თუ ადრეც ასე იყო? |
Posted by: WUDU 31 Mar 2010, 11:55 | ||
tatiana123
მე ადრე მაქვს ნასწავლი და მასე იყო. |
Posted by: Nuuca 31 Mar 2010, 13:15 |
აქვს თუ არა ფიზიკურ პურს უფლება მისცეს სესხი იურიდიულ პირს დოლარში/ევროში ? |
Posted by: giorgi33 31 Mar 2010, 13:48 | ||
ჩემი აზრით უნდა დარეიცხოს პროცენტი ან სარგებლად მოხდეს აღება პროცენტის თანხის. ცვლილება მეწარმეთა კანონში ეხებოდა კაპიტალის გაზრდა შემცირების შეუზღუდავობას, სხვა ცვლილებაზე თუ იცის ვინმემ რამე ჩემთვისაც საინტერესო იქნება. |
Posted by: WUDU 31 Mar 2010, 14:07 | ||||
Nuuca
აქვს, მაგრამ ევივალენტით ლარებში giorgi33
რამდენადაც ვიცი, თუ შეტანას აკეთებს დამფუძნებელი, არ იბეგრება ასეთი შენატანი და არც პროცენტის დარიცხვაა აუცილებელი. |
Posted by: დეკო 31 Mar 2010, 14:12 | ||||
Nuuca
+1 ოღონს სესხის პროცენტების მართვაა მანდ საყურადღებო, საგადასახადო აღრიცხვის კუთხით. |
Posted by: giorgi33 31 Mar 2010, 14:32 | ||
თუ კაპიტალის გაზრდა ხდება მაშინ ხო თავისთავად არ ერიცხება პროცენტი. სხვა შენატანში რას გულისხმობ? |
Posted by: Shagrent 31 Mar 2010, 16:16 |
www.mof.ge <<<< რა ჭირს თუ იცით? გვეშველება რამე? |
Posted by: WUDU 31 Mar 2010, 16:34 | ||
giorgi33
ვერ მივხვდი კითხვას |
Posted by: ნოდარი13 31 Mar 2010, 19:42 |
ინდ მეწარმე ვარ ..მაქვს ინტერნეტ კაფე ჯერ არ დამიდდგია საკასო აპარატი და ამ თვეში დეკლარაცია უნდა ჩავაბარო? ინტერნეტით მინდა შევავსო ხოლმე და რა უნდა გავაკეთო? 1 თვის დარეგისტრირებული ვარ ინდ მეწარმედ.. |
Posted by: goga_g 31 Mar 2010, 20:42 | ||||||
nodari77
რომელი დეკლარაცია? - - დადგი სალარო აპარატი, მერე კადრშიც გააფორმე ვინც გყავს, მერე
(თუ გაქვს ბანკში ანგარიში გახსნილი) ჩართე ბანკი კლიენტი და რიცხე და რიცხე რამდენიც გაგიხარდება. ... ბუღალტერს თუ აიყვან თლა უკეთესი |
Posted by: WUDU 31 Mar 2010, 20:48 | ||
nodari77
უნდა გაიარო www.mof.ge-ზე უნდა დარეგისტრირდე, შემდეგ საგდასახადოში გაიარო ავტორიზება. ბანკი კლიენტი დეკლარირებასთან არაფერ შუაშია, ეგ მხოლოდ გადარიიცხვებში გამოგადგება. ყოველთვიურად უნდა ჩააბარო საშემოსავლოს დეკლარაცია, მაგრამ თუ თანხები გაქვთ შემოსული და სალარო აპარატი არ გაქვს ჯერ, არავითარ შემთხვევაში არ აჩვენო შემოსავალი (თუ რა თქმა უნდა სალარო აპარატის დადგმისგან გათავისუფლებულთა კატეგორიას არ ეკუთვნი). თუ აჩვენებ შემოსავალს, მხოლოდ საბანკო ანგარიშზე შეტანით (ვეჭვობ ეს პროცედურა არ გამოგადგება). კარგად გაარკვიე, შესაძლოა საშემოსალო გადასახადისგან გათავისუფლებულთა კატეგორიაში გადიოდე. |
Posted by: ketato617 31 Mar 2010, 20:49 |
tatiana123 ,,სესხია", რომელშიც დამფუძნებელი პროცენტს არ გთხოვთ ალბათ. ერთობლივ შემოსავალში უნდა შეიტანო და შემდეგ გამოქვითვის უფლება გაქვს. ადრე იბეგრებოდა.... 177 მუხლი. 2. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გამოქვითოს მისთვის საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი ერთობლივი შემოსავლიდან, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. (17.07.2009. N1527) ჩემს ახლობელს ჰქონდა ასეთი შემთხვევა და 077 უთხრეს ერთობლივ შემოსავალში უნდა შეიტანო და მერე გამოქვითეო.... აჩოს კითხე, გაგარკვევს ... * * * სტატისტიკას ფორმას თუ არ წარვუდგენ რა ხდება? |
Posted by: revaza88var 31 Mar 2010, 21:33 | ||
ketato617 "სესხი" საქონლის/მომსახურების მიწოდებაა?
სამართალდარღვევის ნორმა აღარ არსებობს რამდენიმე წელია |
Posted by: WUDU 31 Mar 2010, 21:37 | ||
ketato617
არც არაფერი. უბრალოდ ტელეფონზე შეგაწუხებენ რეკვით |
Posted by: gigak 31 Mar 2010, 21:38 | ||||
კი სესხი მომსახურების მიწოდებაა |
Posted by: SHANSKY 31 Mar 2010, 21:43 |
მოკლედ..ძალიან სერიოზულად მჭირდება რამდენიმე საკითხში გარკვვევა... ინდმეწარმე შეამოწმეს..2006-2009წწ. 1. 2006-ში გაწერილი აქვს სასაქონლო ზედანადებით საქონელი, რომლის თანხა დღემდე არ მიუღია(ნუ მიუღებელი ვალია, თუმცა სასამართლოთი არ უდავია ამ ვალის ამოღებაზე)..წლიურ დეკლარაციაში არ ქონდა შემოსავალში ასახული და ეხლა შემოწმების გაუზარდეს შემოსავალი 2006 წლის- შესაბამისად დაერიცხა საშემოასვლო გადასახადიც. თუ შეიძლება იმ ვალის ჩამოწერა ეხლა მაინც? რამდენად სწორად დაერიცხა მიუღებელი ტანხა შემოსავლად? 2. ბუღალტერი შეიცვალა საწარმოში. ახალს შეეშალა და სასაქონლო ნაშთი 2006 წლის დასასრულისა არ გადმოიტანა 2007 ში. ანუ წლის დასაწყისში ნულოვანი ნაშთი დასვა. და რა გააკეთეს, შემოწმებით დაუსვეს ნაშთად, ჩაუთვალეს რეალიზაციად წლის ბოლოს.. შესაბამისად გაუზარდეს შემოსავლები, დამატებით დაერრიცა საშემოსავლო და სოცი.ასევე ჩაითვალა დღგ-ს გადამხდელად და ცალკე მაგისთვის დააჯარიმეს. თავისი პუნქტებით რა.. რამდენად სწორია საგადასახადოს მოქმედება? ზალიან გთხოვთ მაინტერსებს ამ საკითხებში გარკვევა. თუ დეტალურად დაგაინტერესებთ უფრო გავშიფრავ მერე |
Posted by: giorgi33 31 Mar 2010, 21:54 | ||||
ამაზე ადრეც იყო აქ საუბარი, შეითან შემოსავალში და გამოქვითავ მაგრამ ვინც გასესხა იმან უნდა შეიტანოს თავის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრება 12 % ით , ამიტომ უაზრობა გამოდის უსასყიდლო სესხი, ჯობია ისევ პროცენტი დაარიცხო ხარჯში აიღო და გაცემისას დაბეგრო 5 % ით. * * *
ვალის ჩამოწერა არ შეიძლება, მაგისთვის მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი. ჩემი აზრით სწორად დაგარიცხეს? საკასო მეთოდით ხომ არ მუშაობდით? |
Posted by: revaza88var 31 Mar 2010, 22:06 | ||
giorgi33
რატო უნდა დაბეგროს 12 პროცენტით? SHANSKY მე მაგალითად გავასაჩივრებდი მეორე შემთხვევაზე დაზუსტება შეუძლია |
Posted by: SHANSKY 31 Mar 2010, 22:13 | ||
გასაჩივრდა კიდეც მაგრამ მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ. დაზუსტება ეხლა შეიძლება? 3 წლის შემდეგ? ტანაც შემოწმების და დარიცხვის შემდეგ? მეორე მომენტი უფრო მაინტერესებს, ამ ნაშთის გადაუტანლობამ ჯაჭვური რეაქციასვით გამოიწვია ყველა სახის გადასაახდი დარიცხვა..თან 25-ს აგვაცილეს ძირით და 218 მუხლიც გვემუქრება |
Posted by: Shagrent 31 Mar 2010, 22:14 |
SHANSKY თუ საკასოთი მუშაობდა 1 პუნკტზე კიდო შეიძლება დავა მაგრამ, როგორც ვხვდები არ იყო საკასო მეთოდი და მაგაში მართლები არიან და აი მეორე პუნქტში რა გითხრა, ბუღალტერს უნდა მოეთხოვოს პასუხი, როგორც მინიმუმ წინა წლის დეკლარაციისთვის ხომ უნდა დაეხედა? ზოგადად მართლები არიან, მაგრამ მანდ შეიძლება დაანგარიშებებზე და სხვა რამეებზე დაუწყო დავა, იტოკში ნახე ვინმე გამოცდილი ბუღალტერი მოამზადე სარჩელი და მიყევი ჯერ საგადასახადოში გაასაჩივრე და თუ დიდ თანხაზეა და რამე იმედი არსებობს ამ თანხის შემცირების მერე სასამართოლოში. კიდევ არის ერთი რამ, თუ რამე წესი დაარღვიეს რევიიზის ჩატარების ან რამე მსგავსი შეგიძლია სასამართლოს მიმართო საერთოდ აქტის გაუმებაზე ისე რაღაც კანონი მიიღეს ახლა, თუ სასამართლო დავის გარეშე აღიარებ ვალს, რაღაც ნაწილი შეიძლება გაპატიონ, ოღონდ დანარჩენი ეგრევე უნდა გადაიხადო, ამ სიტუაციაში ეგ უფრო გამოგადგებოდა |
Posted by: revaza88var 31 Mar 2010, 22:16 | ||
SHANSKY
დაზუსტება ნებისმიერ დროს შეიძლება, უფლება არ აქვთ არ ჩაიბარონ დეკლარაცია მე მგონია რომ მეორე საკითხში გაგამართლებთ შემოსავლები, რადგან მათ რეალური ნაშთი არ იცოდნენ რა იყო და ისე ჩაგითვალეს რეალიზაციათ, ან რა ფასი მიგიყენეს, საბაზრო ფასი საიდან დაადგინეს 3 წლის წინანდელი, რამე ექსპერტის დასკვნით იხელმძღვანელეს თუ იცი? |
Posted by: Shagrent 31 Mar 2010, 22:19 | ||
SHANSKY
ფაქტიურად დამალული შემოსავალია, გქონდა საქონელი და ახლა აღარ გაქ, არის ამნდ ერთი მომენტი ოღონდ ამის დამტკიცებას ძალიან დიდი ბრძოლა დაჭირდება, ახლა შენთან საქონლის აღწერა რომ ჩაატარონ და ზუსტად იმდენივე და ისეთივე საქონლის სახეობების ზედმეტობა დაგიჯდეს როგი ნაშთიც ამგათმა აღმოაცინეს რომ არ გადაიტანე, ამით შეძლებ იმის დამტკციებას რომ ეს იყო უბრალოდ მექანიკური შეცდომა. ნუ რავი, მეტი რა გითხრა მაგარ შარში ხარ ფაქტია. |
Posted by: ketato617 31 Mar 2010, 22:20 |
revaza88var კოდექსის მიხედვით სესხი ფინანსური მომსახურებაა |
Posted by: Shagrent 31 Mar 2010, 22:23 | ||||
revaza88var
სანამ რევიზიაზე შემოვლიან მანამდე კი და როცა შემოვლენ უკვე ვეღარ აკორექტირებ, ნუ აქორექტირებ მარა ისინი არ იღებენ მაგას მხედველობაში.
აქ დაანგარიშებებით შეიძლება ცოტა მოიკლოს მაგრამ, მერწმუნე იდიოტები არ არიან, იციან რას აკეთებენ. ფასის დადგენას კიდო, გადახედავენ წინა წელს და შენივე გასაყიდი ფასებით იხელმძღვანელებენ და თუ ძაან მოინდომეს სახეობების მიხედვითაც დაალაგებენ ნაშთებს შენ თU არ გექნება ესე მოწესრიგებული |
Posted by: ketato617 31 Mar 2010, 22:25 |
საგადასახადო კუთხით უიმედო ვალების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა რა შემთხვევაში შეიძლება? |
Posted by: Shagrent 31 Mar 2010, 22:26 |
ketato617 თუ ის ნამდვიალდ უიმედოა და ამის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი გაქ |
Posted by: revaza88var 31 Mar 2010, 22:29 | ||||
Shagrent
სხვა რაღაცეებზე მეკამათე, ასეთ რაღაცაზე აღარ შემეკამათო, აქტი დადებულია უკვე, დაჟე გაასაჩივრეს, როცა უნდა რასაც უნდა იმას დააზუსტებს
არაა მთლათ მასე, შეუძლია შემოსავლებში მოითხოვოს რომ დამითვალეთ რეალური ნაშთები თქვენ თვითონ და ისე დამარიცხეთო, შემოსავლები დაავალებს რეალური ნაშთის დადგენას, თუ ყველაფერი ნარმალნა იქნება მანდ, ეგ სიტვაცია გამოსწორდება |
Posted by: ketato617 31 Mar 2010, 22:37 |
აი სწორედ ეგ დამადასტურებელი დოკუმენტები მაინტერესებს. |
Posted by: Shagrent 31 Mar 2010, 22:37 | ||||
revaza88var რამდენი რევიზია გაქ გადატანილი გაფიცებ ყველფერს?
შენ თუ ნაშთები არ გაქ დალაგებული ეგ მით ვარესი ისევ შენთვის როცა ასეთ რამეზე გიჭერენ სხვა რამეზე უნდა გააკეთო ორიენტირი, ან უნდა ჩაუსაფრდე ინსპექტორს და რამე ისეთი შეცდომა დააშვებიო რაც მთლიანი აქტის გაბათილების შანს მოგცემს სასამართლოზე ან იდავო სასამართლოში უსასრულოდ სანამ მთავრობა არ შეიცვლება და ფინანსური ამინისტია არ შეგეხება ნუ ახლა მგონი ფულს მაინც გახდევიებენ დაჟე დავობ თუ არა, 1 ინსტაცია თუ წააგე.
არ გეკამათები უბრალოდ რაც მე დავწერე და რაც შენ ახლა დაწერე არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, მეც ეგ დავწერე ზუსტად, აკორექტირე რამდენიც გინდა მაგრამ როცა რევიზია გიზის იმ პერიოდში აზრი არ აქ თქო * * * ketato617 რავი აბა, იმ საწარმოს ლიკვიდაცია და სამართალ მემკვიდრის არ არსებობა, კერძო პირის შემთხვევაში გარდაცვალება |
Posted by: SHANSKY 31 Mar 2010, 22:42 |
საკასოთი მუსაბოდა სხვატაშორის 2006 -ში, დაჯარიმებულიცაა თავიდან აპარატის უქონლობის გამო. მაგრამ დიდ ღირებულებაზე სასაქონლო ზედნადები გამოწერა და ჩეკს როგორ ამოწერდა როცა თანხა არ იყო მიღებული? ანუ შეიძლება აღრიცხვოს მეთოდის გამოყენებით წასლვა? ამ დროს ხომ შემოსავლილ მიღების დაფიქსიება რეალირად სალაროში შემოსვლის დროს ხდება. 10000ზე მეტია ის ვალი და ძალიან ზრდის შემოსავალსაც იმ წელში. არ გამოდის აღიარება, ვერ გადაიხდის, ძირიან ჯარიმიანად 60-მდე ადის და რამდენით უნდა შეუმცირონ აღიარებს დროს? რეალური ნაშთი იცოდნენ..მატრიალურ ფასეულობათა აღრიცხვის დავთარი მოატანინეს, არადა ვეუბნებოდი ნუ გამოაჩენ თქო. ფასი რა, ამას ჰქონდა თვითონ მარაგების ღირებულება დადგენილი.. |
Posted by: revaza88var 31 Mar 2010, 22:47 | ||||
Shagrent
კაი თუ მაფიცემ არცერთი, ბუღალტერი არ ვარ
ამას როგორ ახერხებ შეგიძლია მითხრა? მე მაგალითად ვერ წარმოვიდგინე ესეთი რამე ქუთაისელი ბუღალტერი თუ ჩაუსაფრდება ისე ალბათ, სხვა ვინ მოიფიქრებდა მაგას ეხლა ინტერს უნდა ვუყურო, ხვალ დილით გავაგრძელოთ |
Posted by: Shagrent 31 Mar 2010, 22:52 | ||
SHANSKY ნუ საკასო მეთოდით, როცა ხდება თანხის მიღება მაშინ ხდება შემოსავლის აღიარება, ოღონდ საკასო მეთოდით თU მუშაობ ეს აუცილებლად საგადასახადოს წერილობით უნდა აცნობო. ხოლო ნაშთს რაც შეეხება, რავი საუკეთესო შემთხვევა იქნებოდა, ეგ ნაშთი რომ გედოს ახლა საწყობში ზედმეტად , იდავებდი და შეძლებდი იმის დამტკიცებას რომ მექანიკური შეცდომაა და ალბათ მხოლოდ ჯარიმას დაჯერდებოდნენ. სხვა მართლა არაფერი მაფიქრდება, ნუ აღიარების დროს როცა პარლამენტი ღებულობდა მაგ კანონპოექტს ტელევიზორში ამბობდნენ რომ 50%-იც შეიძლება ვაპატიოთო. არჩევნები მოდის, თბილისში ისედაც უჭირთ ხმები რავი ღირს გარისკვად
მემგონი დიდი გადამწყვეტი მნიშვენლობა ამგას არ აქ, უბრალოდ 1 ან 2 კვირით უფრო დიდი ხანი დარჩებოდნენ მაინც დაადგენდნენ და უფრო მეტ ჯარიმას დაგიწერდნენ * * * revaza88var რევიზორები ხშირად არიან განდიდების მაანით შეპყრობილი, როცა გიმოწმებენ რამეს და იქ შეცდომას ვერ პოულობენ ღიზიანდებიან და უაზრობების ლაპარაკს გიწყებენ თუ შეატყვეს რომ არ ეწინააღმდეგები შეიძლება დაგიწერონ კიდეც, ყოფილა პრაკტიაკში ასეთი რამ. ასევე ზოგი ვადებს არღვევს, ზოგი რა წეს და ზოგი რა წეს და ამით სარგებლობ და სასამართლოში არა რომელიმე გადასახადის არსწორად ანგარიშისთვის უჩივი არამედ მთლიანად აქტის გაუქმებაზე, რადგან რევიზია ჩატარდა დარღვევებით ყოფილა ეგეთი რამეები პრაქტიკაში და კარგი იურისტები იგებენ ეგეთ პროცესებს. |
Posted by: SHANSKY 31 Mar 2010, 22:59 |
აქტის ნაწილბრივ ბათილად ცნობას ვითოხვთ.. ვადები არ აქვთ დარღვეული, აბსოლუტირად ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ და თითქმის იდეალურად ჩაატარეს.. ეხლა გვიანია, ნაშთს საიდან გამოვაჩენთ? ისე აუდიტი რომ ცავატაროთ საწარმოში და უცებ აღმოვაჩინოთ? * * * რაღაც ნაწილს ვაღიარებთ მოკლედ. მაგალიტად ქონების გადასახადს-4ლარს და ა შ )) წვრილ ვალებს..ნუ დახლოებით 7-8 ათასის ფარგლებში |
Posted by: revaza88var 31 Mar 2010, 23:48 |
SHANSKY დამიჯერე განხილვისას ნაშთების თემას მიაწექით, რომ რეალურად არ გაქვთ რეალიზებული და მექანიკური შეცდომაა და დაითვალონ თავიდან და ა.შ. Shagrent პირადში მოგწერე |
Posted by: giorgi33 1 Apr 2010, 10:29 | ||||||
ჩვენც გვქონდა ეგეთი შემთხვევა და თვითონ რევიზორმა წერილი დაგვაწერინა რომ მექანიკური შეცდომა იყო და დაგავზუსტებინა დეკლარაცია. * * *
შენ აგერია, საკასო მეთოდი სალარო აპარატით მუშაობას კი არ ნიშნავს. * * *
რადგან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები სოცით არ იბეგრებოდა, 23. 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს: (7.12.2007 N5569) ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით. |
Posted by: Kalenike 1 Apr 2010, 11:12 | ||||||||||
ketato617
თუ პირიქით? ჯერ ხარჯია და მერე შემოსავალი. giorgi33
თუ სესხის გამცემი უბრალო ფიზ. პირია, შეუძლია არ გადაიხადოს ის საშემოსავლო და ეს იმით ახსნას, რომ იგი მუშაობს საკასო მეთოდით. მგონი ამ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადს გადარჩება, ია ტაკ დუმაიუ Shagrent
წესით, სანამ სამართალდარღვევის ოქმი არ დაიწერება, მანამდე შეიძლება დაზუსტებულის ჩაბარება, თუმცა ამას პრაქტიკაში როგორ აკეთებენ არ ვიცი. ketato617
1. უიმედო ვალს ვერ დაარქმევ უიმედო ვალად იმავე წელს. 2. ეგ უიმედო ვალი თავდაპირველად შემოსავალში უნდა გქონდეს აღებული. 3. უიმედო ვალად აღიარება ხდება მხოლოდ სასამართლოს მიერ. revaza88var
შემოწმებული პერიოდის დაზუსტება კი შეიძლება, მარა ამ შემთხვევაში მაგ პერიოდის შემოწმება თავიდან შეუძლიათ |
Posted by: Shagrent 1 Apr 2010, 11:42 | ||
SHANSKY ისე ყველა შემთხვევაში ბუღალტრის ბრალია, გამართლება არ აქ მის საქციელს, ან წინა წლის ნაშთებს არ გადახედა, ან წინა წლის დეკლარაციას SHANSKY
მოითხოვე ხელახლა აღწერა, და დადე ეგ ნაშთი საწყობში. იქნებ გაგიმართლოს სასამართლოში, ყოველშემთხვევაში კარგი მტკიცებულება იქნება. |
Posted by: tatiana123 1 Apr 2010, 12:04 | ||
პირადად მქონდა ასეთი შემთხვევა. 2004 წლიდან სასაქონლო გადმომავალი ნაშთი შემცირებული მქონდა 48000-Iთ. უფრო სწორად 2004 წლის საბოლოო სასაქონლო ნაშთებში ჩართული მქონდა მომწოდებელზე გადახდილი თანხა, 2005-ში გამისწორებია მაგრამ 2004-ის კორექტირება არ მქონდა მიტანილი სადაც საჭიროა. გაუფრთხილებლად დაგვაჯარიმეს დღგ-ში და მოგებაში თავისი საჯარიმოთი და საურავით დიდ თანხაზე. ვიჩივლეთ დავების საბჭოში და აუდიტის დეპარტამენტს ჩაატარებინეს კომპლექსური რევიზია 2004 წლიდან. ეს აშკარად არასწორად შევსებული დეკლარაცია იკო, რაც ადგილზე შემოწმებით დადასტურდა და დარიცხული თანხები უკან დაგვიბრუნეს. აღარაფერს ვამბობ რევიზიის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ იმიტომ რომ გაცილებით მეტი დაგვიბრუნეს უკან ვიდრე ხელახლა დაგვარიცხეს. ასეც ცხდება ხანდახან |
Posted by: revaza88var 1 Apr 2010, 12:13 | ||||||
giorgi33
საიდან უნდა გადაიხადოს ეს 12 პროცრტი, მან ხომ უსასყიდლოდ ასესხა? ვთქვათ 1000 ლარი ასესხა, 1000 მიიღო, საიდან უნდა გადაიხადოს?
გააჩნია მანდ გაზრდი თუ შეამცირებ გადასახადს შემოწმების შემდეგ, თუ გაზარდე ეგრევე დაგარიცხავენ და თუ შეამცირე მერე კიდევ შეგიმოწმებენ ჩვენს მიერ მოყვანილ შეცდომაში, ძირი ეხსნება და მაგაზეა საუბარი, უბრალოდ მაგას მოყვება, აგერ ტატიანამ რაც დაწერა ის tatiana123
ხანდახან არ ხდება, ასეთ შემთხვევებზე უმეტეს შემთხვევაში ასე სრულდება |
Posted by: giorgi33 1 Apr 2010, 13:40 | ||
საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან რაც ამ 1000 ლარზე დაერიცხებოდა სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში. revaza88var მაღაზიებში და დისტრიბუტორებში ჭორი დადის რომ ამ თვიდან ეგერდწოდებულ პოსლეზე საქონლის მიწოდებაზე ჯარიმებიაო. ერთი ოცმა კაცმა მაინც მითხრა. მე აბსურდი მგონია. შენ ხომ არ გაქვს რამე ამდაგვარი ინფორმაცია? |
Posted by: Shagrent 1 Apr 2010, 14:20 | ||
giorgi33
ჭორი იქნება, უბრალოდ შეიძლება ვინმეს სასაქონლო ზედნადების გარეშე ქონდა დატოვებული ნისიად, დააჯარიმეს და მერე აგორდებოდა ეგ ჭორი |
Posted by: revaza88var 1 Apr 2010, 15:29 | ||
giorgi33
ასეთი ლოგიკა აქვთ მანდ, ვთქვათ გაქვს 10000 ლარის აღურიცხავი საქონელი და შემოდიან ინვენტარიზაციაზე, ბუღალტრული ნაშთები მოგთხოვეს, წახვედი და იყიდე საკანცელარიოში ზედნადებები, გამოწერე ამ 10000 ლარზე და წააწერე კონსიგნაცია, შემმოწმებელს რითი უმტკიცემ რომ ეს არ გაგიკეთებია? თუ მოახერხებ მაგის გაკეთებას პრობლემა არ იქნება, ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში არაა პრობლემა, პრინციპში მაგ შემთხვევაში შემმოწმებელს გააჩნია |
Posted by: bugalteri2 1 Apr 2010, 22:35 |
2009 წელს მოგება არ გვქონია და მოგების საავანსოდ გადახდილი თანხის გადატანა მინდა სხვა გადასახადის ანგარიშზე, ხომ არ იცით რა პროცედურების გავლა მომიწევს? |
Posted by: დეკო 1 Apr 2010, 22:41 | ||
bugalteri2
საგადასახადოში მიხვალ, შედარების აქტს გააკეთებ და სპეციალური განაცხადს (ფორმას) შეავსებ, სადაც მიუთითებ რა სად გინდა რომ გადაიტანო და საფუძვლად სწორედ შედარების აქტს მიუთითებ. ჩააბარებ კანცელარიაში და მემგონი 1 თვეში გადაიტანენ. |
Posted by: bugalteri2 1 Apr 2010, 23:03 |
დეკო გაიხარე, დიდი მადლობა |
Posted by: kartveli76 2 Apr 2010, 00:21 | ||||
Me ar gamigia eg, magram "cvrili" distributorebi da marketebi maimunoben da sheidzleba mat cinaagmdeg rame moifikra sagadasaxadom. |
Posted by: ketato617 2 Apr 2010, 11:15 |
Kalenike ხანდაზმულობის ვადა თუა გასული და ვეღარ ვუჩივლებ, ამ შემთხვევაში რა ხდება? დამფუძნებელმა ფული რომ შეიტანოს თავის საწარმოში დროებითი სარგებლობისათვის, არ შეიძლება? ისე რომ არც სესხი და ერქვას და არც უპროცენტო სესხი.... ასეთი რამ არ არსებობს? თუ კანონით არის აკრძალული ვინმესთვის თანხის უპროცენტოდ გადაცემა, ან თუნდაც ფართის მიცემა ოფისისათვის საიჯარო ქირის გარეშე, მაშინ როცა საწარმო ახალი გახსნილია და არ გააჩნია ჯერ საკმარისი ბრუნვა და ფულადი სახსრები.... |
Posted by: BASCO 2 Apr 2010, 11:25 |
ketato617 არ შეიძლება, სარგებელს ნახულობს ამით დამფუძნებელი ან ფირმაო, გეტყვის საგადასახადო. |
Posted by: revaza88var 2 Apr 2010, 11:56 |
ხელფასი არის გამომუშავებაზე, 1 ტორმის გადატანა 20 თეთრი, ამის ადმინისტრირება როგორ მოვახდინო საგადასახადო კუთხით, მინიმალური ხელფასი უეჭველი უნდა დავუნიშნო ხო? და დალშე გამომუშავება, ხელშეკრულებაც ხო არ გაქვთ ვინმეს ამდაგვარი |
Posted by: BASCO 2 Apr 2010, 12:02 |
revaza88var ხელშეკრულება გაუფორმე არაფიქსირებულ ხელფასზე, მინიმალური უეჭველი რატომ უნდა დაუნიშნო? თვის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტი თუ რამდენი ტომარა გადაზიდა ხელის მოწერებით და გაეცი ხელფასი. |
Posted by: revaza88var 2 Apr 2010, 12:11 | ||
BASCO
მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი არსებობს რაღაც კანონი, ოღონთ რამდენია არ მახსოვს, ადრე 14 ლარი იყო მემგონი და მერე გაიზარდა ვთქვათ ინტერნეტბანკინგი რომ გავაკეთო და ყოველდღიურად გავცე მუშებზე და ყოველდღე გადავრიცხო საშემოსავლო მაგაზე რა აზრის ხარ? |
Posted by: BASCO 2 Apr 2010, 12:17 |
revaza88var შეგიძლია ყოველდღე გადარიცხო, შეგიძლია წინასწარ დასვა საშემოსავლოს ანგარიშზე და 15 რიცხვში დააფიქსირო უბრალოდ ციფრები. მინიმალურ ხელფასს რაც შეეხება, ნარდობის ხელშეკრულება გაუფორმე ტომრების გადამტანებს და მორჩა. |
Posted by: revaza88var 2 Apr 2010, 12:26 | ||
BASCO
მადლობა მასე ვაპირებდი მეც, ნარდობის ხელშეკრულებას გავაფორმებ მაგრამ მინიმალური ხელფასის ზღვარის დაცვა ყველა საწარმოსა თუ ორგანიზაციას მოეთხოვება, როგორი სამართალდაღვევის ნორმა გააჩნია ნამდვილად არ ვიცი მაგრამ, რომ არსებობს ეგ კანონი ვიცი |
Posted by: nnonna 2 Apr 2010, 13:11 | ||
revaza88var
გადაზიდვის მომსახურების გიწევს ფაქტიურად მუშა. მომსახურების ანაზღაურების კატეგორია საკმაოდ მისაღებია კანონმდებლობის დაცვით. |
Posted by: Shagrent 2 Apr 2010, 14:05 | ||
revaza88var
ეგ თუ მართლა მასეა ჯობია ჩემმა თანამშრომლებმა არ გაიგონ თორე გამაციმბირებენ სტროგად გამომუშავებაზე მიზის თანამშრომლების ნაწილი, ყოფილა შემთხვევა ზოგს მთელი თვის მანძილზე 10 ლარი ძლივს აუღია |
Posted by: karateka 2 Apr 2010, 14:26 |
გამარჯობათ ბუღალტრებს მინდა ვკითხო მაქვს კომპანია რაღაც პროდუქციის შპს, ჰოდა თბილისში ვიყიდე რაღაც ნივთი კიდობანში პასტიკური ბარათით და ვთხოვე რომ გამოეწერათ ანგარიშფაქტურა შპს ზე , რაც არ გააკეთეს ვინაიდან შენ პლასტიკურით რმ იყიდე ფიზიკური პირი ხარო გამოდისო , ანუ ფიზიკური პირიდან გადაიხადეო და კომპანიაზე ვერ გამოგიწერ დღგ ფაქტურასო ეხლა მაინტერესებს რატო? თუ ქეშად რო გადავიხდი შეუძლიათ გამოწერა (ანუ ქეშად რო ვიხდი მაშინაც ხომ ფიზიკური პირიდან ვიხდი) ასევე ვიუხდი პლასტიკურითაც ხო? და რატო არ მიწერენ პლასტიკურით გადახდილ ზე დღგ ფაქტურას კომპანიაზე? მადლობა წინასწარ |
Posted by: Shagrent 2 Apr 2010, 17:53 |
karateka ოO შარზეა მაგათი ბუღალტერი? ფაქტურა რომ გამოგერთმია და მერე გადაგეხადა პლასტიკურით რას იზამდა ძაან მაინტერესებს მერე? ისე როცა ორგანიზაციის სახელით ყიდულობ ჯობია ან ორგანიზაციის ანგარიშიდან გადარიცხო ან ხელზე გადაიხადო. |
Posted by: Gianni 3 Apr 2010, 13:56 |
karateka მართალს გეუბნება ეგ ბუღალტერი რადგან თუ შენი პლასტიკურით გადაიხადე მაგათ საბანკო ანგარიშზე თანხა ფიზიკური პირის ანგარიშიდან მოხვდება.ანუ გამოვა რომ ეგ თანხა უნდა აღიაროს რაღაც ავანსად ,რომლის რეალიზაციაც არ ჩანს,ხოლო გამოწერილი ფაქტურა- გადაუხდელად ჩათვალოს ვინაიდან აღნიშნული ორგანიზააციის ანგარიშიდან ან ხელზე გადახდა არ არსებობს. ხვდები ხომ? წერა მეზარება უფრო დაწვრილებით |
Posted by: gachiani777 3 Apr 2010, 14:56 |
აბა იფიქრეთ ბუღალტრებო : შპს "X" ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება, სალიკვიდაციო კომისიამ ყველა აქტივი გაანაწილა და ბალანსი განულდა, ამის მერე მოითხოვეს საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, შევიდა რევიზია და დაარიცხეს 100 000 ლარი გადასახდელი ბიუჯეტის სასარგებლოდ,კითხვა იბადება ასეთი: თუ აქტივები განულებული აქვს ორგანიზაციას რით დაფაროს შემოწმების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება? აქვე მეორე მეგალითი, იგივე შპს-ის ლიკვიდაცია მიმდინარეობს, აქტივები განაწილებული არ აქვს და მანამდე მოითხოვეს შემომწება, შევიდა რევიზია, გარევიზიავდა 6 წლის მანძილზე ყველაფერი, და შედგა აქტი, მაგრამ ის არ არის შემოწმებული, დარჩენილ აქტივებს საზოგადოება როგორ გაანაწილებს, შესაბამისად შემოწმების აქტი სალიკვიდაციო ვეღარ იქნება, მეორედ ჩაუტარდეს კიდე შემოწმება აქტივების მიწოდების შემდეგ? მგონი ცოტა მოუქნელი კანონმდებლობა გვაქვს ამ მხრივ |
Posted by: მ.დ.უ 3 Apr 2010, 16:31 |
სად შეიძლება ვნახო არასამთავრობო (არაკომერციული) ორგანიზაციის საგადასახადო კოდექსი? |
Posted by: gachiani777 3 Apr 2010, 22:07 |
მ.დ.უ საგადასახადო კოდექსი ერთია, პარლამენტის მიერ მიღებული რაღაც ხო არ გეშლება? |
Posted by: დეკო 4 Apr 2010, 00:06 |
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა! |
Posted by: gachiani777 4 Apr 2010, 00:32 |
გილოცავთ ყველას აღდგომას უფალი გფარავდეთ |
Posted by: Riablo 4 Apr 2010, 00:52 |
აბა, შეკითხვა ბუღალტრებს. ფინანსურ ორგანიზაციას ეხება საქმე. როცა ბანკის სესხი გაქვს დოლარში, მისი საპროცენტო ხარჯებიც დოლარშია გასაწევი, ანუ პირდაპირ დოლარის ანგარიშიდან ჩამოგაჭრა ბანკმა პროცენტი, ბუღალტერიაში როგორ აღრიცხავთ? 1. რადგან შემოსავლები და ხარჯები ლარებში უნდა გქონდეს ბუღალტერიაში, როგორ გაკეთდება გატარება, როცა სავალუტო ანგარიშიდან გეჭრება თანხა (თუ სავალუტო ანგარიშიც ექვივალენტებში უნდა აღრიცხო?) 2. თუ დოლარში აღრიცხავ ხარჯს, ფინანსური შედეგის გადახურვას როგორღა ახდენ პერიოდის ბოლოს. გასაგებად ავხსენი? |
Posted by: MaRiKo777 4 Apr 2010, 16:13 |
შეგიძლია ტრანზიტული ანგარიშები გამოიყენო. მაგალითად როგორც კონვერტაციის დროს |
Posted by: Giogio-Mate 4 Apr 2010, 16:45 |
გამარჯობათ. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის. იცით რა მაინტერესებს? ერთმა გამომიწერა მარტის თვეში გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე აპრილის თვეში ანგარიშფაქტურა. მე როგორც ვიცი, ასეთ შემთხვევაში ეს ფაქტურა არ უნდა მივიღო, რადგან ეს დარღვევაა და დარღვევებზე არის ჯარიმა. თან ეხლახანს გავიგე რომ ესეთი ფაქტურები ერთ-ერთ საწარმოს ამოუყარეს და ჩათვლა არ ჩაუთვალესო. ის ბუღალტერი მიმტკიცებს შეგიძლია ჩაითვალოო, მე როგორც ვიცი ჩათვლა შემიძლია იმ შემთხვევაში თუ თვითონ ფაქტურა იგივე მარტის თვეზე იქნებოდა გამოწერილი, მაგრამ მომაწვდიდნენ აპრილის თვეში, ამ შემთხვევაში ვიცი რომ 45 დღის ვადაში შემიძლია ჩავითვალო. ეხლა არ ვიცი რა ვქნა |
Posted by: capuchino 4 Apr 2010, 22:52 | ||
დოლარში აღრიცხავ. ვალდებულებას პერიოდის ბოლოს არსებული კურსით გადაიყვან ლარში, ხოლო პროცენტის ხარჯს ტრანზაქციის დღის კურსით ან საშუალო შეწონილით თუ კურსის საგრძნობი ცვალებადობა არ იყო. საკურსო სხვაობას პერიოდის მოგება/ზარაში გაუშვებ (ლარებში იქნება მხოლოდ სხვაობა). მრავალვალუტიან პროგრამას თუ ხმარობ ნორმალურს ის ავტომატურად აღრიცხავს. რაც შეეხება თვითონ ტრანზაქციის შინაარს. სფას 39-ის მიხედვით ფიანსური ისნრუმენტია, კერდზოდ ფინანსური ვალდებულება, კლასიფიცირებული როგორც "სესხები და მოთხოვნები" უნდა აღირიცხოს ამორტიზირებული ხარჯის მეთოდით ეფექტური საპროცენტო განკვეთის გამოყენებით. შემდგომი დეტალებისთვის იხილე IAS 39. |
Posted by: Riablo 5 Apr 2010, 03:46 | ||||
MaRiKo777
დავაზუსტე უკვე - თითქმის ეგრე ყოფილა. capuchino აქტივებზე და ვალდებულებებზე ვიცი, როგორც კეთდება. შემოსავლებსა და ხარჯებზე მქონდა საუბარი. ნუ, ერთი სიტყვით, ბანკში როგორც აკეთებენ, გავარკვიე - დოლარში აღრიცხავენ და ყოველი დღის ბოლოს შესაბამის ანგარიშებზე გადახურავენ ავტომატური კონვერტაციით, ეროვნული კურსით. ანუ ყველა სავალუტო შემოსავალს და ხარჯებს შესაბამისი ანგარიშები აქვს ლარებში და ყოველდღიურად იხურება. ზუსტად მოერგო ჩემს მოდელს.
www.dolphin.ge ამისთვის ვწერ საოპერაციო დღის მოდულს და ამიტომ დამჭირდა. |
Posted by: Gianni 5 Apr 2010, 09:51 | ||
ჩათვლა შეგიძლია ფაქტურის გამოწერის დღიდან 90 დღის ვადაში |
Posted by: Giogio-Mate 5 Apr 2010, 11:34 |
ესე იგი, შემიძლია მარტის თვეში გამოწერილი ზედნადებების საფუძველზე აპრილში გამოწერილი ფაქტურა მივიღო? |
Posted by: VIPman 5 Apr 2010, 13:00 | ||||
გამოწერის დღიდან არა დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან. |
Posted by: prologic 5 Apr 2010, 16:29 |
პატივცემულო ბუღალტრებო, გადავქექე კოდექსი,მაგრამ ვერ ვიპოვე რა პროცენტში შეუძლია ასესხოს თანხა ერთმ აიურ.პირმა მეორე იურ.პირს, რომელი მუხლია, ბუნდოვნად მახსოვს ეროვ.ბანკზე იყო მიბმული,მაგრამ ეხლა ვერ ვიპოვე. იქნებ დამეხმაროთ, მადლობა წინასწარ. |
Posted by: Riablo 5 Apr 2010, 17:00 |
prologic კომპანიას რომ მხოლოდ წლიური 24% შეუძლია ჩაითვალოს საპროცენტო ხარჯებში, ეს ვიცი (2009-2010 წლებში 30%-მდეა გაზრდილი). თუმცა, ეს ეხება თუ არა კერძო პირებს, ვერ გეტყვი. |
Posted by: prologic 5 Apr 2010, 17:02 | ||
Riablo
ხო ეგ ვიცი, მაგრამ გასესხება რა პროცენტში შეუძლია? უპროცენტოდ ხომ ვერ ასესხებს?? მადლობთ გამოხმაურებისათვის) |
Posted by: BASCO 5 Apr 2010, 17:06 |
prologic ბაზარზე საშუალო განაკვეთი რამდენიცაა, იმდენ პროცენტად შეუძლია, თუ არ ვცდები ახლა 17-18 პროცენტია. |
Posted by: prologic 5 Apr 2010, 19:58 | ||
BASCO
მადლობა,მაგრამ კოდექსის მუხლი მჭირდება მაგის შესახებ. |
Posted by: giorgi33 5 Apr 2010, 20:26 | ||
მე როგორც ვიცი , მოთხოვნიდან არაუგვიანეს მე 2 დღისა უნდა გამოიწეროს, თუნდაც ეს მოთხოვნა 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იყოს, უბრალოდ დღგ ს ჩათვლა ვერ მოხდება ამ ანგარიშფაქტურის საფუძველზე. |
Posted by: BASCO 5 Apr 2010, 21:57 |
prologic 179-ე მუხლის პირველი ნაწილია, 24 პროცენტია მაქსიმუმიო, თუმცა გარდამავალ დებულებებში წერია 2011 წლის 1 იანვრამდე შეიძლება 30 პროცენტამდეც გამოიქვითოს. |
Posted by: manbg77 5 Apr 2010, 22:08 |
ორგანიაზაციას ფულის გასესხება რა პროცენტში შეუძლია, ანუ მინიმალური ზღვარი რამდენია? რაც დაბალია წლიურის საპროცენტო განაკვეთი, შესაბამისად ერთობლივი შემოსავალიც ნაკლებია, ამიტომ მანდ შეზღუდვა იქნება! |
Posted by: BASCO 5 Apr 2010, 22:18 |
manbg77 ქვევითა ზღვარი ოფიციალურად არ არსებობს, ისე კი საგადასახადო ბეგრავს 16-18 პროცენტით. |
Posted by: manbg77 5 Apr 2010, 22:26 | ||
ვარიანტი არ არის იქნე ბა რაგაც შეზღუდვა. აი ერთ მაგალითს მოვოყვან: ვთქვათ სალაროში გინდა თანხის გასუფთავება ანუ დახარჯული გაქვს მაგრამ ვერ ამტკიცე არ გაქვს შეძენის საბუთები. გააკეთებ სესხის ხელშეკრულებას ფიზიკურ პირზე და ერთობლივ შემოსავალში აიღებ საპროცენტო სარგებელს. ხოდა ეგ სარგებელი რაც შეიძლება დაბალი გვინდა რომ მოგება ნაკლები გადაიხადო, ამიტომ რაგაც ზღვარი იქნება , ეროვნულ ბანკზე მახსოვ რაგაცა მაგრამ ვერ ვიხსენებ, წლიური ეროვნული ბანკის პროცენტი სად უნდა გავიგო? |
Posted by: BASCO 5 Apr 2010, 22:29 |
manbg77 მაგ არის ქვედა შეზღუდვა 16 ან 18 პროცენტია, თუმცა ოფიციალურად ვერ გაიგებ, რამდენიმე ორგანიზაციაში მყავდა რევიზია და ყველამ სხვადასხვა თქვა, დამიჯერე, ზოგმა 16 პროცენტი არ დაიჯერა და დაბეგრა, თუმცა დავების განხილვის საბჭოში მოვიგე, ზოგმა 18-იც ცოტააო. არის კიდევ ერთი შეზღუდვა. სესხი თუ აქვს კომპანიას მაღალ პროცენტში აღებული, იმაზე დაბალ პროცენტში ვერ გაცემს ფულს. |
Posted by: manbg77 6 Apr 2010, 13:33 | ||
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306 ამ ლინკს მიყებით და მანდ არის --- L3.22 საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, ექსელის ფაილია, ერთმა ბუღალტეტმა მასწავლა 5 თვის უკან თავის თავზე გამოცადა რევიზია. მაგით უნდა იხემძღვანელოო მაგრამ მაინც ვერ გავიგე! |
Posted by: pasa 6 Apr 2010, 14:11 |
ორგანიზაციამ ტურისტული კომპანიისაგან იყიდა ბილეთები და მათ მოგვცეს ინვოისი, სალაროს ჩეკი და თავისთავად ბილეთები. ვინმეს შეუძლია მირჩიოს? ანუ რა საბუთი უნდა მოვთხოვო ტურისტულ კომპანიას რომ ხარჯებში ვაღიარო? ან ეს მოწოდებული საბუთები კი საკმარისია? როგორ უნდა მოვიქცე? |
Posted by: VIPman 6 Apr 2010, 16:09 |
pasa კიდევ თვითმფრინავის მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი უნდა მოგცენ და თვითმფრინავის საქარხნო ნომერი. ))) ეს ხუმრობით ისე კი საკმარისია რაც ჩამოთვალე, მეტი რაღა უნდა მოგცენ, მოუციათ ყველაფერი?! |
Posted by: Kalenike 6 Apr 2010, 16:55 | ||
prologic
ბოდიში, მარა ეს კითხვა იმას გავს, მე მაქვს პური და რამდენად გავყიდოო, შენ როგორც გიჯდება ისე გაყიდე, თუ გინდა სულ უფასოდ მიეცი |
Posted by: sad_lucky 6 Apr 2010, 17:56 |
NITSA_144 შემთხვევიტ შენცც სტაჟირებაზეე ხომ არ ხარრ!!??მე გადამედო ტესტირებააა!!!! |
Posted by: NITSA_144 6 Apr 2010, 18:05 | ||
sad_lucky
არა, ნეტა ვიყო... სად ხარ შენ? მაგ დიდ ოტხეული? აუფ მომილოციაა ბა ადა ეგააა |
Posted by: revaza88var 6 Apr 2010, 18:48 |
NITSA_144 პატარა ტესტი გინდა? ინდმეწარმეს აქვს დასაბეგრი შემოსავალი 1000 ლარი იურიდიულ პირს დაგაბეგრი მოგება 1000 ლარი, იურიდიული პირის დამფუძნელები ერთი ფიზიკური პირია წლის ბოლოს რომელი უფრო მეტ ფულს ჩაიდებს ჯიბეში? |
Posted by: shota_pixela 6 Apr 2010, 19:58 | ||
გამარჯობათ ვინმეს შემთხვევით F7 ----- by BPP Learning Media ( ACCA -ს F7 ერთი სიტყვით ოღონდ კაპლანის არა ) ხომ არ გაქვთ? ან ხომ არ იცით სად იყიდება? ეხლა ვსწავლობ და ვიყიდი. რო შევუკვეთო დროს დავკარგავ სანამ ჩამოვა * * * manbg77
++1 |
Posted by: sad_lucky 6 Apr 2010, 21:01 |
NITSA_144 ბიდიოუში ვარრრ და ვნახოთ უკვე ბევრი რამე ავითვისეე ეს მართლა ისეთი პროფესია ყოფილა სულ რო ჟურნალისტი იყო პრაქტიკით ისწავლი!!და თუ თეორიული ცოდნა გაქვს დიდით ვერაფრით გეხმარებაა!!სად სწავლობბ მაღლივში??თუ გინდა ბიდიოუს აპლიკაცია გამოგიგზავნიი იღებენ ხოლმე ხალხსს!!სამწუხაროდ ეხლა დამთავვრდა აყვანაა!!თუ პროფესია ესაა შენი და ინგლისური იცი არაა ძნელი არაფერიი! |
Posted by: shota_pixela 6 Apr 2010, 23:00 |
არავის გაქვთ F7 ? ( by BPP ) ჩუქება არ მინდა. ვიყიდიი |
Posted by: NITSA_144 7 Apr 2010, 10:21 | ||
sad_lucky მე მხოლოდ თEორიული ცდნა მაქვს ანუ შარში ვარ ხო?
აბა თუ დამთავრებულია აყვანა მაშინ რაღაზე გაწვალო ტყუილად... . |
Posted by: nnonna 7 Apr 2010, 12:03 | ||
shota_pixela
BPP უკეთესი მასალა აქვს, ვიდრე კაპლანს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც კალპანს, BPP -ს საქართველოში გაგზავნის სერვისი არ აქვს. |
Posted by: shota_pixela 7 Apr 2010, 14:34 | ||
nnonna
+1 მაგიტომ მინდა იქნებ ვინმეს ქონდეს. ამაზონზე კი ვნახე მარა დაგვიანდება სანა მეგ ჩამოვა |
Posted by: babaiaro 7 Apr 2010, 15:42 |
საშემოსავლოებს რო ვაგზავნით ეხლა უკვე ელექტრონულად, ვთქვათ მოხდა ისეთი შემთხვევა რო აპრილის თვეში არავისთვის ხელფასი (სხვა სახის ანაზღაურება) არ მიგვიცია და შესაბამისად არც საშემოსავლო გადასახადია გადასახდელი. უნდა გაიგზავნოს თუ არა საშემოსავლო დეკლარაციის ცარიელი ელექტრონული ფორმა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე თუ არ არის სავალდებულო? |
Posted by: Kalenike 7 Apr 2010, 16:09 |
babaiaro მე წინა თვე არ გამიგზავნია და არც დამირღვევია მგონი არაფერი |
Posted by: sad_lucky 7 Apr 2010, 17:16 | ||||
მოვა დროო დ მაგასაცც მოახერხეებბ ყაზბეგის 42 შია ეს კომპანია და დრო რომ გექნება მოდიი დაა კადრებს შენი ინიციატივით გაესაუბრეეე!!ხომ უნდა დაიწყოო!!შარდენზეცაა ერთიი აუდიტორულიი პირველია მსოფლიოშიიი!!!ანუუ მაღლივეეელიი არ ხარრრრ??? |
Posted by: NITSA_144 7 Apr 2010, 17:57 | ||
sad_lucky
მოიცა მოვიდე და მოვაჭრა ეგრე და აქ მინდა მუშაობატქო..? ვააახ |
Posted by: maia_r 7 Apr 2010, 18:46 |
თუ თანამშრომელს აძლევ დახმარებას ვთქვათ 200 ლარს, საშემოსავლო რამდენი უნდა დაერიცხოს, 200-ის 20% თუ 250-ის 20% ასევე როცა იგივე დაქირავებულს ნატურით უხდი, საბაზრო ღირებულების 20% უნდა დაარიცხო, თუ საბაზრო ღირებულება 80%-ად უნდა ჩათვალო და მისი 100%-დან დაარიცხო |
Posted by: sad_lucky 7 Apr 2010, 19:48 | ||||
კიიი შეიძლებაა ეგგ ყველგანნ შეიძლებაა დამიჯერეეეე!! |
Posted by: VIPman 7 Apr 2010, 20:07 |
maia_r რასაც ხელზე აძლევ ნეტია ნებისმიერ შემთხვევაში ფულადი იქნება თუ ნატური და მაგ თანხის 25% უნდა აიღო საშემოსავლო. |
Posted by: NITSA_144 7 Apr 2010, 21:35 | ||||
რითი უხდი? ვაიმე.... sad_lucky
ნამეტანია მგონი... თუ კადრი არ სჭირდებათ სულ რომ ყოველ დრE ვაბირჟაო ძალით ხომ ვერ ავაყვანიებ თავს თან ჩემის ტილი არაა დაძალება.. |
Posted by: joto 7 Apr 2010, 22:23 |
maia_r ხელზე რასაც აძლევ, თავისთავად ეგ არის უკვე 80%, ამიტომ დარიცხვა 100%-დან უნდა მოახდინო. საშემოსავლოც შესაბამისად 100%-დან უნდა გადაიხადო. |
Posted by: shota_pixela 7 Apr 2010, 23:39 | ||
joto
+1 |
Posted by: sad_lucky 8 Apr 2010, 08:59 | ||||||
უბრალოდ რაშია იცი საქმეე თავისუფლადდ შეიძლება რომ კადრი დაჭირდეთ და აგიყვანონნ ან დაგიმახსოვრებენნ და უეჭველი გეტყვიან როცა კადრი დაჭირდებათ |
Posted by: Anuki 89 8 Apr 2010, 11:56 |
გამარჯობათ. პირველად შემოვიტანე იმპორტით საქონელი და იქნებ დამეხმაროთ. საბაჟო გადასახადი სხვა და სხვა საქონელზე როგორ გადავანაწილო? საბაჟოზე იღებენ საქონლის მთლიან წონას და საინვოისო ღირებულებას ამატებენ და ისე ბეგრავენ ჯამურად. მაგრამ მე ტრანსპორტირების ღირებულებას წონის მიხედვით ვერ ვანაწილებ , რადგან მაქვს N დასახელების საქონელი და მათი წონა ცალ ცალკე არ ვიცი. ( თანაც ზოგიერთ საქონელზე 0-ოვანი განაკვეთი მაქვს) ანუ მაინტერესებს მიკუთვნება რა მეთოდებით შეიძლება? ისე რომ საგადასახადო კუთხით რაიმე არ დაირღვეს? მადლობთ წინასწარ |
Posted by: Shagrent 8 Apr 2010, 12:09 |
Anuki 89 0-ვანი ცალკე ააღრიცხე ხოლო დანარჩენები ცალკე, პროპორციულად გაანაწილე თუ ზუსტი დათვლა არ ხერხდება, მაგრამ იდეაში ხომ უნდა დათვალო ან აწონო ან რამე ეს საქონელი დღგ-ს გადამხდელი ხარ ისე? თუ არ ხარ ეს უფრო აიოლებს საქმეს * * * დახმარება მინდა თქვენი ბუღალტრებო ცოტა დამაფიქრა ამ საკითხმა ორგანიზაცია ყიდულობს საცხოვრებელ სახლს, არ ჭირდება არაფერში ეს სახლი მარა ყიდულობს იდეაში იმიტომ რომ შემდეგ მეპატრონეზე მოხდეს მისი გადაფორმება. აქ მეწყება პრობლემები ზუსტად. 1. რა ფორმით შეუძლია საგადასახადოს დამიწყოს დავა ამ შენაძენზე, ის სანამ ორგანიზაციას შესაბამისი მოგება არ ექნება და მისი დივიდენდის სახით გაწერა არ შეეძლება იქნება ორგანიზაციიის სახელზე. 2. ორგანიზაცია სახლს ყიდულბოს ბარტერით და ამაში ხომ ვერ შემომედავებიან? ცოტა არ იყოს დამაბნია ამ სიტუაციამ, რაღაც გამოსავალი ვნახე მაგრამ მაინც ვიკითხავ. ჩემს პრაქტიკაში ეგეთი რამ ჯერ არ ყოფილა |
Posted by: Anuki 89 8 Apr 2010, 12:26 |
Shagrent კი დღგ-ს გადამხდელად დავრეგისტრირდით. N როდენობის დასახელების საქონელი ცალცალკე როგორ ავწონო, შეუძლებელია. სხვანაირად არ მოხერხდება? |
Posted by: Ruleli 8 Apr 2010, 13:08 |
Anuki 89 აწონვა არ უნდა , ინვოისის თანხების მიხედვით გაანაწილე პროპორციულად |
Posted by: tamti1 8 Apr 2010, 15:44 |
გამარჯობათ. მგონი ამ თემაში უნდა დავსვა ეს კითხვა. ბუღალტერიის საფუძვლიანად შესასწავლად რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა? |
Posted by: giorgi33 8 Apr 2010, 16:53 | ||
დივიდენდები დარიცხვასას და გაცემისას კრების ოქმი ნოტარიალურად რომ არ იყოს დამოწმებული პრობლემა ხომ არ იქნება? * * *
ცოტა ვერ გავიგე დივიდენდის სახით გინდა მერე ბინა მეპატრონეს გადასცე? ბარტერი თითოეული მხარისთვის ითვლება საქონლის მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციათ, თუ ამ პირობების დაცვით მოხდა ბარტერული გარიგება სხვა რაში უნდა შემოგედავონ. |
Posted by: TETISA 8 Apr 2010, 18:54 |
ბუღალტრებთან მაქვს კითხვა: ელექტრონული დეკლარირებისას პირველ ველში http://www.radikal.ru "დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის (სარგებლის) სახით ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება სსკ-ით დაწესებული " - ამაში უნდა დაიწეროს ის ხელფასი, რაც ოფიციალურად აქვს, თუ ის, რასაც დაქირავეული პირი ხელზე იღებს (-20%)? ანუ თუ გაფორმებულია ხელშეკრულება 100 ლარზე, ხელზე კი ეძლევა 80 ლარი, რას ვწერ? |
Posted by: BASCO 8 Apr 2010, 19:18 |
TETISA 100 ლარს 30 საშემოსავლო. |
Posted by: ju_sa 8 Apr 2010, 21:01 |
გამარჯობა, მაინტერესებს სადმე თუ არის აპექსის სასწავლო კურსები??? ძირითადად ინვენტარიზაციისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხა მაინტერესებს. დღეს შევხედე რთული პროგრამა არ ჩანს მაგრამ საფუძვლიანად მინდა სწავლა. |
Posted by: revaza88var 8 Apr 2010, 21:17 | ||
Shagrent
ურთიერთდამოკიდებული პირი ხო არაა? |
Posted by: ju_sa 8 Apr 2010, 22:16 |
უი ...მთავარი რაც უნდა მეკითხა ის გამომრჩა, საბაჟო დეკლარაციაში მიწოდების პირობაში მიწერია EXR ვქთვათ ჩემი საბოლოო ინვოისი 1 აპრილითაა- 1000$ საქონელი,(კურსი პირობითად 1.74) ჩატვირთვა მოხდა 3 ში (კ. 1.73) და დეკლარირება 5 ში (კ.1.748), ამ შემთხვევაში რა კურსით უნდა ავიყვანო ჩემი საქონელი ბალანზე? და რატომ და წინა კითხვაზეც მიპასუხეთ ბუღალტრებო თუ არ შეწუხდებით |
Posted by: *tamtam* 8 Apr 2010, 23:56 |
თუ დავაგვიანე საშემოსავლო საგადასახადო დეკლარაციის ჩაბარება 1 აპრილამდე, რა ხდება ამ შემთხვევაში? |
Posted by: goga_g 9 Apr 2010, 03:34 | ||
*tamtam*
აგერ 131-ე მუხლი ნახე http://mof.ge/default.aspx?sec_id=2014&lang=1 |
Posted by: TETISA 9 Apr 2010, 11:32 | ||
BASCO
30 რატომ, 20% არაა საშემოსავლო? |
Posted by: Shagrent 9 Apr 2010, 11:55 |
revaza88var giorgi33 არანაირი ურთიერთ დამოკიდებულება, უბრალოდ ვემსახურებით სამშენებლო კომპანიას, რომელიც გვთავაზობს ბარტერს, ნუ ყველაფერი თეთრად უნდა გაკეთდეს ასე სურს და აქ არის პრობლემა ზუსტად მერე მომიწევს დივიდენდის სახით ამ სახლის გაწერა, აბა ორგანიზაციის სახელზე რა ჯანდაბად მინდა, რავი მე რა შარიკი გადაუტრიალდება ამ მთავრობას და რამდენს დამადებს ვალს ხოდა ჯერ ზარალზე ვარ, არჩეული მაქ ძირითადი საშვალებების ხარჯში გაშვების აღრიცხვის წესი და ჩემი ვარაუდით ერთი 2 წელი მოგება კიდო არ მექნება და ამ სახლს რა ჯანდაბა მოვუხერხო ვერ გავიგე ვატყობ რამე წესიერი თუ ვერ მოვიფიქრე მომიწევს ამ გარიგების ჩაშლა * * * ju_sa რავი ან მე ვერ ვიგებ ან მე არ ვიცი საბაჭო დეკლარაციას როცა გაძლევენ საქონლის განბაჟების მერე, დეტალურად არის შიგ გაწერილი რა სახეობის საქონელზე თუ რა დღგ დაგარიცხეს, ანუ ალაგებენ რაღაცის მიხედვით (ნუ ავეჯზე ასე აკეთებდნენ და სხვა საქონლზე რა ღმერთი გაუწყრებათ ) სადაც 0 გაქ იამს ცალკე აღრიცხავ სადაც X% იმას ცალკე. ბოლო ბოლო ადექი და პ[როპორციულად საშვალო გამოთველბით გადაუნაწილე ისე რომ თუ ვინმე ზუსტად დაგითვლის შენ გამოხვიდე წაგებაში და არა მთავრობა და ეგაა რა, ცოტას წააგებ მაგრამ სამაგიეროდ ვერავინ შეგედავება ხოლო თანხას რაც შეეხება გააჩნია შენ როგორ ხარ მომწოდებელთან შეთანხმებული, იტოკში რასაც გადაიხდი იმით აიყვან რა |
Posted by: nnonna 9 Apr 2010, 16:02 | ||
Shagrent
ვფიქრობ ამ სიტუაციიდან გამოსავალი სტანდარტული ტრანზაქციებით უფრო უპრიანი იქნება. თუნდაც ყიდვა-გაყიდვით. თუ აქტივი მხოლოდ მოკლე ხნით დარჩება ფირმის ბალანსზე და მას გრძელვადიანი გამოყენების ფუნქცია არ ექნება მისი მოკლევადიანი აქტივად კლასიფიცირება შესაძლებელი იქნება. დივიდენდად გაცემის საჭიროებას ვერ ვხედავ მე პირადად. ერთი რაგაც ვერ გავიგე კარგად, აქტივი მომსახურებაზე უნდა გაიცვალოს? |
Posted by: Kalenike 9 Apr 2010, 17:38 | ||
ju_sa
ბალანსზე საქონელი აიღება საქონლის მიღების მომენტისთვის, თუ EXR გულისხმობს სადმე ჩატვირთვის ადგილს (EXW გამიგია, EXR არა, თუ შეგიძლია მიწოდების პირობის განმარტება ჯობია რომ განმარტო, უკეთესსად რომ გავიგო) ვთქვათ თქვენთვის მიწოდება მოხდება სადმე გემზე, ამ შემთხვევაში ბალანსზე აიღებ იმ მომენტიდან და იმ კურსით, რაც იქნება გემზე მოწოდებისას. ეს მონაცემები წერია საერთაშორისო ზედნადებებში ე.წ. CMR-ებში. სიტყვაზე, EXW ნიშნავს, რომ მიწოდება ხდება მწარმოებლის (მომწოდებლის) ტერიტორიაზე, გამოდის, რომ საქონლის მიწოდების მომენტი და შესაბამისად კურსის დადგენის დრო ეს ყოფილა. არც ინვოისის და არც დეკლარაციის შევსების თარიღები აქ არაფერ შუაშია რაც შეეხება ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების გადანაწილებას, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდია ამ ხარჯების ღირებულების მიხედვით გადანაწილება, საბაჟო დეკლარაციაში ხარჯების გადანაწილების მეთოდი შეიძლება სულაც არ ედრებოდეს შენს მიერ გადანაწილების მეთოდს, საბაჟო დეკლარაცია არ არის საქონლის თვითღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი. |
Posted by: Shagrent 9 Apr 2010, 22:47 |
nnonna კი |
Posted by: nnonna 10 Apr 2010, 16:18 |
Shagrent ჩემს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. თეორიულად ბასს 18 მიხედვით გაცვლა დასაშვებია ამონაგების აღიარებისთვის თუ მისი დადგენილი ღირებულება ეჭვს არ იწვევს. |
Posted by: giorgi33 11 Apr 2010, 08:51 |
თუ ფირმა ზარალზეა და საგადასახადო შემოწმებისას რაღაც თანხები შემოსავალში უღიარეს, მაგრამ ამით მოგებაზე მაინც არ გასულა შპს. ამ შემთხვევაზე ხომ ვერ მიუყენებენ 132 მუხლს?, ფაქტიურად გადასახადის შემცირება არ მომხდარა. მუხლი 132. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება (26.12.2008 N 871 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) 1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 50 პროცენტამდე შემცირება, – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 50 პროცენტით ან მეტი ოდენობით შემცირება, – იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 75 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის 25 000 ლარზე მეტით შემცირება განიხილება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. |
Posted by: Kalenike 11 Apr 2010, 12:41 | ||
giorgi33
რატომაც არა? ეს ზარალი ხომ შემდეგი წლების დეკლარაციებში უნდა გადაგეტანა? ჩემი აზრით შეუძლიათ რომ მიუყენონ |
Posted by: revaza88var 11 Apr 2010, 17:16 | ||
giorgi33
ვერ დაჯარიმდები |
Posted by: BASCO 11 Apr 2010, 18:28 |
TETISA 30 ჩარის პონტში, არ პოსტავდა 30 სიმბოლოზე ნაკლებს |
Posted by: giorgi33 11 Apr 2010, 21:48 |
revaza88var ვერ დაჯარიმდები სხვა მუხლს ვერ მომიყენებენ 144 ს გარდა? |
Posted by: BASCO 11 Apr 2010, 22:00 |
giorgi33 ვერა. თუ მოგებაზე ვერ გახვალ, არც დაგარიცხავენ გადასახადს. |
Posted by: revaza88var 12 Apr 2010, 13:05 | ||
giorgi33
სამართალდარღვევის მუხლების გამოყენება არ მოხდება, ზარალი შეუმცირდება ვინმემ თუ იცით საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება იდგა თუ არა 2004, 2005 წლებში |
Posted by: Roller777 12 Apr 2010, 14:12 |
მოკლედ განვიხილოთ მაგალითი კომპანია ჩემთან აფორმეს ხელშეკრულებას როგორც ფიზიკურ პირთან, რომლის თანახმადაც ანაზღაურება მეკუთვნის სიტყვაზე 1000 ლარი... ამ 1000 ლარიდან მე უნდა გადავიხადო საშემოსავლო... ხოდა მაინტერესებს ასეთ შემთხვევაში რამდენია საშემოსავლო გადასახადი? და მომიწევს თU არა საშემოსავლოს გარდა სხვა რამის გადახდა? ზოგი ამბობს რომ 25% უნდა გადავიხადო და ზოგი 12%-იო ვეღარ გავიგე... |
Posted by: nutsiko 12 Apr 2010, 16:42 |
მე მქონდა მსგავსი შემთხვევა. როგორც წესი ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს შენი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენს 20%-ს, შენ კი გირიცხავს დაბეგრილ შემოსავალს და ასევე თავად წარადგენს ყოველ წელს თანამშრომელთა საშემოსავლოს საგადასახადოში. რაც შეეხება 12%-ს საშემოსავლოს, თუკი მოქალაქე დასაქმებულია საერთაშორისო პროექტში ან ყოველ შემთხვევაში ხელფასს იღებს გრანტიდან მიღებული თანხიდან (მაგ: მუშაობ პროექტში და ხელფასს გაძლევენ გრანტის თანხიდან), ასეთ შემთხვევაში გეხება საშემოსავლო 12% ნაცვლად 20%-სა, თუმცა საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში წერია, რომ ეს გამონაკლისი (12%) მოქმედებს მხოლოდ 2011 წლის 1 იანვრამდე (თუ არაფერი შეიცვალა ამ მხრივ). ასეთ დროსაც ორგანიზაცია გირიცხავს უკვე დაბეგრილ ხელფასს რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც დაუბეგრავ ხელფასს გაძლევენ, მაშინ თავად გიწევს საშემოსავლოს გადახდა ყოველ თვე. ჯერ მიდიხარ საგდასახადოში (რაიონის მიხედვით, სადაც ცხოვრობ), უნდა დარეგისტრირდე ელექტრონულად როგორც ფიზიკური პირი (და არა ინდ.მეწარმე, მაგრამ საგადასახადო კოდი ერთი აქვთ ამათ), რომელიც საშემოსავლოს იხდის და ყოველ თვე მიღებული დაუბეგრავი შემოსავლიდან იხდი თანხის 20% ბანკში. ბანკში მიდიხარ ან თავადაც შეგიძლია ინტერნეტბანკინგით გადაიხადო საშემოსავლო, საგადასახადოში გაძლევენ კოდს. რაც შეეხება დეკლარაციას, დავუშვათ მიიღე დაუბეგრავი შემოსავალი მთელი 2010 წლის განმავლობაში და იხდიდი საშემოსავლოს პატიოსნად, მაშინ 2011 წლის 1 აპრილამდე უნდა წარადგინო დეკლარაცია (ესეც ელექტრონულად ხდება, უკვე გაქვს შენი მომხმარებლის სახელი და პაროლი ფინანსთა სამინისტროს საიტზე) და გადაგზავნო ელექტრონულად საშემოსავლო დეკლარაცია ისეთ შემთხვევაში, თუკი შენს მიერ წლიურად მიღებული შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, მერე გეკუთვნის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაც, ამის დეტალებს გეტყვიან უკვე საგადასახადოში. პ.ს. ვაიმე, რამდენი დავწერე, დავიღალე. მგონი გასაგებად მიწერია. ესაა, რაც მე ვიცი * * * იმ შემთხვევაში, თუკი უკვე აღარ ხარ საშემოსავლოს გადამხდელი (შენი საიდენტიფიკაციო სარეგისტრაციო ნომერი რჩება, როგორც წესი ეს არის შენივე პირადობის მოწმობის პირადი ნომერი და როცა რეგისტრირდება საშემოსავლოს გადამხდელად, საგადასახადომ უნდა მოგცეს გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო მოწმობა, სულ ერთი ფურცელია. რეგისტრაციიდან მოხსნა არ ხდება) ანუ აღარ გეკუთვნის მისი გადახდა, რადგან უკვე ორგანიზაცია იხდის შენს ნაცვლად საშემოსავლოს და შენ პირდაპირ გირიცხავს დაბეგრილ შემოსავალს, ასეთ შემთხვევაში, ამ მომენტიდან (საქმიანობის შეწყვეტას ეძახიან) 30 დღის განმავლობაში მიდიხარ საგადასახადოში, წერ განცხადებას, რომ შეწყვიტე საქმიანობა ანუ აღარ ხარ საშემოსავლოს გადამხდელი და წარადგენ იმ მომენტისთვის მიღებული შემოსავლის დეკლარაციას. სულ ესაა თუ კიდევ დაგაინტერესებს რამე, შეგიძლია ფინანსთა სამინისტროს საიტზე შეხვიდე, ცხელი ხაზის ნომერია და დაუკავშირდები და გეტყვიან დამატებით, რაც გაინტერესებს წარმატებები! |
Posted by: Roller777 12 Apr 2010, 18:15 |
nutsiko დიდი მადლობა ეს ერთჯერადი კონტრაქტია, ანუ ყოველთვიურად არ ავიღებ თანხას, მხოლოდ ერჯერადად ანუ თუ კონტაქტში წერია 1000 ლარი ანაზღაურება, კომპანია გადმომირიცხავს 800 ლარს, ანუ 20%-ით ნაკლებს ხო? |
Posted by: tutara 12 Apr 2010, 18:49 |
გარჯობათ, ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. მე ვარ შპს, გავყიდე მომსახურება, ჩემი კლიენტი მიდის ბანკში და შეაქვს თანხა ქეშად, ჩემთვის ხო უნაღდო ანგარიშსწორება გამოდის ? |
Posted by: nutsiko 12 Apr 2010, 19:27 |
Roller777 კითხე კომპანიის წარმომადგენელს, ვისთანაც კონტრაქტს აფორმებ შემდეგი რამ: ეს ხელფასი დაბეგრილია თუ დაუბეგრავი თქო? თუ გეტყვიან დაბეგრილიო, მაშინ 1000 ლარს თუ დარიცხავენ, შენ აღარაფერი ვალდებულება არ გაქვს, თუ გეტყვიან, არა ბატონო დაუბეგრავიაო, მაშინ 20%-ს იხდი, თუ რა თქმა უნდა გრანტიდან არ გეძლევა ხელფასი |
Posted by: dzogi 12 Apr 2010, 19:51 |
tutara ------------------------------- |
Posted by: tutara 13 Apr 2010, 00:54 | ||
მეც ეგრე მგონია მაგრამ დოკუმენტი მჭირდება |
Posted by: revaza88var 13 Apr 2010, 01:00 | ||
tutara
რა დოკუმენტი გჭირდება? ნაღდი ანგარიშსწორება რა არის გაარკვიე, მერე უნაღდო და შენ კითხვას შენთვითონ გასცემ პასუხს რამნიშვნელობა აქვს ის როდის შეიტანდა იმ მომსახურების თანხას, შენ რასაც გირიცხავს |
Posted by: daviti505 13 Apr 2010, 01:41 |
ჩამჭრელი კითხვა მაქვს ფულასი სახსრების ანგარიშგებას ეხება. ვთქვათ 2009 წლის დასაწტისში სავაკუტო ანგარიშზე ბანკში მაქვს 100$ და კურსი არის 1.65 ანუ 165 ლარი და საწყისად ჩავწერ ამ თანხას პლიუს ლარი რაც მაქვს, მერე წლის განმავლობაში შემოვიდა თანხა ვთქვათ 200 ლარი და გავეცი 180 ლარი, ანუ ფულადი სახსრების მეტობა მაქვს 20 ლარი. ეხლა როცა ვაკეტებ წლის ბოლოს ანგარიშს ის 100$ კურსი აიწია და გახდა 1.70 ანუ 170 ლარი და წლის ბოლოს ნამეტი თანხა გამომივა 25 ლარი არადა სინამდვილეში 20 ლარით გაიზარდა, და როგორ მოვიქცე. მემგონი ეს გადაფასებაა და როგორ დავამთავრო ეს ოპერაცია??????????????????? |
Posted by: revaza88var 13 Apr 2010, 02:00 |
daviti505 მოგებაა, საკურსო სხვაობიდან http://up.jeje.ge//download.php?id=7228EEBA41 აქ ნახავ დაწვრილებით გაყვითლებულია ის მონაკვეთი |
Posted by: joto 13 Apr 2010, 10:22 |
daviti505 ეგაა ჩამჭრელი კითხვა? ჩვეულებრივი კურსთა შორის სხვაობაა რა... |
Posted by: daviti505 13 Apr 2010, 11:41 |
revaza88var joto არ არის ეგ კურსთა შორის სხვაობა მაგ დროს გადაფასება კეთდება და ეგ მაინტერესებს. ორისს აქვს გადაფასება მარა რო ვაძლევ ჯედავს |
Posted by: Kalenike 13 Apr 2010, 11:52 |
ხალხ სამოქალაქო კოდექსის კომენტარები ხომ არ გაქვთ ელ-ვერსიით? |
Posted by: Ruleli 13 Apr 2010, 15:51 | ||
დებეტი: 1110 ვალუტის შესაბამისი ლარი კრედიტი: 8180 დადებითი საკურსო სხვაობები თუ ორისი არ ატარებს შენ ხელით ვერ გაატარებ მაგას, ვალუტის შესაბამისი კურსი იცვლება და არა ვალუტის სიდიდე, ანგარიშებში კი ლარი მონაწილეობს...... |
Posted by: babaiaro 13 Apr 2010, 17:18 |
Roller777 კარგათ გამოკითხე იმ კომპანიას რომელიც თანხას გაძლევს საშემოსავლოს იხდის თუ არა თორე შეიძლება ისე გამოვიდეს რო ორჯერ გადაიხადოთ. ერთხელ დამქირავებელმა ერთხელ შენ ისე დამქირავებელს, ანუ იურიდიულ პირს ეკისრება როგორც წესი საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება და არა შენ. ერთჯერადია ანაზღაურება თუ სისტემატური მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. გამონაკლისია საერთაშორისო ორგანიზაციები მაგალითად ამერიკის საელჩო. |
Posted by: Toxic:) 13 Apr 2010, 17:37 |
აქციზში თუ ერკვევით რომელიმე? დღგ ს დეკლარაციაში 18 % დასაბეგრ ბრუნვაში და მოგების დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში, თანხა აქციზის გარეშე იწერება ? 1. თვითღირებულება + აქციზი +დღგ 2. თვითღირებულება +დღგ+აქციზი რომელია ამათგან სწორი? |
Posted by: revaza88var 13 Apr 2010, 17:56 | ||||
Toxic:)
http://mof.ge/show_law.aspx?id=166 * * * daviti505
შენ გინდა გადაფასება დაარქვი გინდა ამოფასება, საბოლოო შედეგი ერთი იქნება ყველა შემთხვევაში, საერთოდ მაგას კურშთა შორის სხვაობიდან მიღებული შედეგი ქვია, ეგ მატერიალური ნივთი არაა რომ აფასება განიცადოს, 100 დოლარი ისევ 100 დოლარია, უბრალოდ ვალუტის კურსის ცვლილება მოხდა |
Posted by: Toxic:) 13 Apr 2010, 19:46 | ||
revaza88var მანდ ანგარიშფაქტურის შევსების წესი წერია, მე დეკლარაცია მაინტერესებს. ფორმულა გაუგებრად დავწერე მგონი 1.თვითღირებულება + ( თვითღ * 18% ) + აქციზი 2.თვითღირებ + აქციზ + ( თვითღ +აქციზი ) *0.18 მოკლედ, დღგ აქციზიან თანხაზე ერიცხება თუ თუ აქციზის გარეშე თანხაზე. |
Posted by: revaza88var 13 Apr 2010, 19:59 | ||
Toxic:)
ანგარიშ ფაქტურა არ გინახავს? მე რა ლინკის მოგწერე იქ არის დანართი ანგარიშ-ფაქტურა, მერვე გრაფა ღირებულება დღგსა და აქციზის გარეშე მუხლი 256. აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობის (თანხის) განსაზღვრა აქციზით დასაბეგრი ოპერაციისა და იმპორტის მოცულობა (თანხა) განისაზღვრება: ა) საქართველოში წარმოებული საქონლისათვის (გარდა ამ მუხლის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლისა) – იმ თანხის მიხედვით, რომელიც უნდა მიეღო ან მიიღო გადასახადის გადამხდელმა დამკვეთისაგან ან სხვა პირისაგან, აქციზისა და დღგ-ის გარეშე, მაგრამ არანაკლებ საქონლის საბითუმო საბაზრო ფასისა, აქციზისა და დღგ-ის გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ საცალო საბაზრო ფასით გაყიდული საქონლის მიმართ დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბითუმო საბაზრო ფასის მიხედვით, აქციზისა და დღგ-ის გარეშე; http://mof.ge/Default.aspx?sec_id=1796&lang=1 ესეც დეკალრაციის შევსების წესი და ფორმა |
Posted by: WUDU 14 Apr 2010, 11:00 | ||
babaiaro
გადასახადის გადახდის ვალდებულება იმას ეკისრება, ვინც იღებს შემოსავალს. შპს არის უბრალოდ გადახდის წყარო |
Posted by: babaiaro 14 Apr 2010, 15:56 |
ვთქვათ საშემოსავლო დეკლარაციის გაგზავნის დროს მოხდა უზუსტობა. იმას არ ვგულისხმობ რომ საშემოსავლო გადასახადი ნაკლები აჩვენე ვიდრე რეალურად გაქვს გადასახდელი. უფრო უწყინარ უზუსტობებს ვგულისხმობ, მაგალითად დასაქმებულების რაოდენობა გიწერია არასწორად ან მინიმალური და მაქსიმალური ხელფასი. როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში? აქაც შეგიძლია როგორც დღგ -ს შემთხვევაში დაზუსტებული გააგზავნო და როდის უნდა მოხდეს ეს თუ შესაძლებელია? |
Posted by: revaza88var 14 Apr 2010, 17:53 | ||
babaiaro
რამდენი გიწერია, მარტივად გეკითხა, ყველაფრის დაზუსტება შეგიძლია |
Posted by: Shevchenko andrei 14 Apr 2010, 23:32 |
რევაზ ძმაო იქნებ ამიხსნა, როცა ხდება ბანკის დამუშავება ორისში, ბანკის ამონაწერის უგრო სწორედ, კონვერტაცია როგორ უნდა გაატარო? დღეს სამსახურში მაგრად გავიჭედე |
Posted by: Kalenike 15 Apr 2010, 14:02 |
მუხლი 183 13. შესყიდული (ლიზინგის შემთხვევაში – გამოსყიდული) ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა ლიზინგით გაცემულისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული) ძირითადი საშუალების მიმართ. (17.07.2009. N1527 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან) კითხვა: ამ მეთოდით სრულად გამოქვითული ძირ საშუალების ხარჯად აღიარების შედეგად მიღებული ზარალის გადატანა რამდენი წლის განმავლობაში შეიძლება ხომ ვერ მეტყოდით? და საერთოდ, გამოქვითვის ამ მეთოდზე მეთოდური მითითებები ვისაც გაქვთ დამილინკეთ რა ნუ დამზარდებით, წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: Anuki 89 15 Apr 2010, 14:48 |
არარეზიდენტის საშემოსავლოს ვინც იხდით დამეხმარეთ რა... გადავიხადე არარეზიდენტის საშემოსავლო 4% სატრანსპორტო მომსახურებაზე და დეკლარაციაში სად და როგორ უნდა ჩავსვა? ფიზ.პირისგან ავტომობილის შესყიდვის დროს რა დოკუმენტაცია უნდა გავაფორმო და ექვემდებარება თუ არა მისთვის გადახდილი დეკლარირებას . თუ თვითონ უნდა წარადგინოს დეკლარაცია? |
Posted by: revaza88var 15 Apr 2010, 14:52 | ||||
Shevchenko andrei
ზუსტად ვერ გავიგე რას კითხულობ, მაგრამ კონვერტაციაზე გატარება წინა გვერძე წერია Kalenike
ზარალი, ზარალია, რამნიშვნელობა აქვს რამ გამოიწვია მუხლი 192. ზარალის გადატანა 1. მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.(26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) 2. იურიდიული პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემო-სავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარ-ჯზე. (26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) 3. ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადატანას არ ექვემდებარება, თუ იგი წარმოშობილია: (14.03.2008. N5911 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.) ა) ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში; ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსით სარგებლობის პერიოდში; გ) საქართველოს საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდში. |
Posted by: giorgi33 15 Apr 2010, 16:17 |
გაზის. დენის და წყლის ფაქტურები, საანგარიშო თვე მარტი რომ წერია და გამოწერის თარიღი აპრილი, დეკლარაციაში ეხლა დავაკვირდი რეესტრში გამოწერის თარიღია მისათითებელი. ეხლა ეჭვები გამიჩნდა მარტის თვეში შემიძლია ასეთი ფაქტურის ჩათვლა ? |
Posted by: datdob 15 Apr 2010, 16:43 | ||||
Anuki 89
საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები შეღავათების გაუთვალისწინებლად (დასაბეგრი თანხა) განაცემები საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) რომლებიც იბეგრება გადახდის წყაროსთან შეღავათების გათვალისწინებით- 4%-იანი განაკვეთით (რას გადასახდელი გაქვს)
ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი, ზედნადებსაც თუ გაუკეთებ მთლად უკეთესი. დეკლარაცია თავად უნდა წარადგინოს თუ ავტომობილის საკუთრებიდან 6 თვე არ არის გასული |
Posted by: Kalenike 15 Apr 2010, 16:43 | ||
revaza88var
საქმე ისაა, რომ საბუთების შენახვის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება შემიძლია 11 წლამდე, აქედან გამომდინარე, წესით ხომ ზარალის გადატანაც უნდა შემეძლოს? უი მუხლი 1922-ში წერია ყველაფერი ოკ სპს |
Posted by: datdob 15 Apr 2010, 16:47 | ||
giorgi33
ეგ მეც ახლახან შევნიშნე რომ შეყვანის დროს წერია საანგარიშო თვე და რეესტრში გამოწერის. მე იმის ეჭვი მაქვს, რომ ვინმე მარტში ჩაითვლის ასეთს და დააჯარიმებენ. |
Posted by: revaza88var 15 Apr 2010, 17:31 | ||
ტყუილად გაქვს ეჭვი, უწყვეტი მიწოდებისას 12 რიცხვამდე შეუძლია გამოწერა და თითქმის ყველა შემდეგ თვეშია გამოწერილი |
Posted by: giorgi33 15 Apr 2010, 17:56 | ||
მა რეესტრში გამოწერის თარიღის ნაცვლად საანგარიშო თვეს ვწერდი, მომიწევს დაზუსტება? თუ უმნიშვნელო შეცდომაა? |
Posted by: U-Impl 15 Apr 2010, 20:45 |
ბუღალტრებო ერთი კითხვა მაქვს. შეიძლება თუ არა საოფისე ინვენტარი რომელიც ერთერთმა დამფუძნებელმა ფირმის ჩამოყალიბებამდე შეიძინა თავისი ფულით, შესაბამისად შეძენის არანაირი საბუთი არ არსებობს. რო ავიყვანო ბალანსზე საბაზრო ღირებულებით, როგორც საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად შემონატანი? და კიდე ამის გასაკეთებლად დამჭირდება თუ არა დამოუკიდებელი ექსპერტი რომელიც შეაფასებს ამ საქონელს? თუ მე შემიძლია პირდაპირ შევაფასო საბაზრო გირებულების მიხედვით? ანუ რო დავწერო აქტი თითოეული საქონლის ღირებულების შესახებ? |
Posted by: capuchino 16 Apr 2010, 00:08 |
მსგავსი ავეჯის ფასები მოიძიე წერილობით და აიყვანე ბალანსზე, დანარჩენი მეწილეების წერილობითი თანხმობაც იქონიე. ეგ აქტი უნდა გაამაგრო მოძიებული ფასებით. |
Posted by: pasa 16 Apr 2010, 09:21 | ||
მე როგორც ვიცი თვითონ გამყიდველი ორგანიზაციები ეგეთ ა/ფ-ს საანგარიშო თვე რომელიც არის მითითებული იმ თვეში ითვლის. და მყიდველმა გამოწერის თარიღის მიხედვით უნდა ჩაითვალოს? |
Posted by: tatiana123 16 Apr 2010, 18:05 |
გთხოვთ გამომეხმაუროთ: საცალო ვაჭრობის დროს ფიზიკურ პირებთან რით ვადასტურებ თუ რა საქონელი გაიყიდა? საერთოდ სვალდებულოა თუ არა გამარტივებული ზედნადების გამოწერა თუნდაც ერთ ჭანჭიკზე? ანუ, შემომედავებიან თუ არა რომ სასაქონლო ნაშთებს გავასწორებ თვის ბოლოს საწყობის აღწერის აქტით? |
Posted by: Kalenike 16 Apr 2010, 18:09 | ||
tatiana123
ზედნადების გამოწერის ვალებულება გეკისრება მხოლოდ იმ გაყიდულ საქონელზე, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის გამოყენებისათვისაა გამიზნული, სხვა შემთხვევაში ვალდებული არ ხარ. |
Posted by: revaza88var 16 Apr 2010, 18:24 | ||||
tatiana123
შენ რომ მაღაზიაში შედიხარ და "ჟუაჩკას" ყიდულობ, ვინმე გამარტივებულ ზედნადებს გიწერს?
თუ ტრანსპორტირებისას დასჭირდება იმ ფიზიკურ პირს, ან თუ მოითხოვს, მაგ შემთხვევაში უნდა გამოუწერო |
Posted by: Kalenike 17 Apr 2010, 11:06 | ||
ნუ მოთხოვნაზე რომ უარი თქმის უფლება არ გაქვს მაგაზე საუბარიც ზედმეტია |
Posted by: tatiana123 17 Apr 2010, 11:13 | ||||
გასაგებია
ასე გამოდის რომ სასაქონლო ნაშთები მხოლოდ აღწერის აქტებით უნდა ვმართო? |
Posted by: babaiaro 17 Apr 2010, 11:20 |
tatiana123 აბა სხვა რა გზაა. თუ დიდი კომპანიაა მაშინ შეიძლება სპეციალური პროგრამის შეძენა (როგორიც მაგალითად პოპულში და გუდვილშია) მაგრამ როგორც ვიცი ეგ ძალიან ძვირი სიამუვნებაა |
Posted by: Kalenike 17 Apr 2010, 13:01 | ||
babaiaro
პატარას შემთხვევაში, ექსელის ფაილი და მისი ჯანი |
Posted by: pasa 17 Apr 2010, 13:07 | ||||
ან შემიძლია გამარტივებული პროგრამა შემოგთავაზოთ, მაღაზიისთვის. რომელიც ნაშთებსაც დაგითვლის და ფასთა შორის სხვაობასაც პერიოდების მიხედვით. |
Posted by: tatiana123 17 Apr 2010, 13:16 | ||
ექსელში კი მაქვს გაკეთებული ცხრილი თვის განმავლობაში საცალო ვაჭრობით გაყიდული საქონლის შესახებ, მაგრამ საგადასახადოს აგენტისათვის საცალო ვაჭრობის დასადასტურებლად იქნება საკმარისი მხოლოდ ეს ცხრილი და სალაროს შემოსავლის ორდერები? |
Posted by: Kalenike 17 Apr 2010, 14:09 |
tatiana123 ეგ ექსელის ცხრილი შენთვისაა, რომ იცოდე საქონლის მიმდინარე რაოდენობრივი და ღირებულებითი ნაშთი |
Posted by: tatiana123 17 Apr 2010, 16:46 |
კი, ცხრილი ჩემთვისაა, და საგადასახადოსთვის რა არის? |
Posted by: XlargeXsmall 17 Apr 2010, 18:39 |
დაზუსტებული დეკლარაციები გავაგზავნე იმავე დღეს, მაგრამ მას შემდეგ რაც ფინანსურმა გამაცნო ბრძანება რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ყველა საბუთები და კომპიუტერები ამოიღეს. როგორ ფიქრობთ გაითვალისწინებენ რომ დავაზუსტე? ბარათზე იმავე დღეს აისახა ელექტრონულად. გაითვალისწინებში მარტო დაჯარიმებას არ ვდარდობ, მტავარია გადასახადებისაგან თავის არიდებაში 25000-ს არ გადავცე. მას მერე რაც დავაზუსტე გამოდის რომ ძირითადი დამალული თანხა არ აღემატება 5000 ლარს |
Posted by: chegesto 17 Apr 2010, 23:33 |
ექსპორტზე გავიტანე საქონელი რომელიც აქ ვიყიდე ფაქტურით ანუ ჩავითვალე ხოდა რამდენ ხანში დამიბრუნებენ ? |
Posted by: Shagrent 17 Apr 2010, 23:55 |
chegesto ადრე 6 თვე იყო, ახლა შეამცირეს მარა იდეაში არ გირჩევ თუ ცამდე მართალი არ ხარ მიგაწერენ ჯარიმებს მარიმებს და იმ ზედმეტობას რასაც ითხოვ მაინც არ გაგატნევენ |
Posted by: chegesto 18 Apr 2010, 00:03 |
Shagrent ცამდე მართალი ვარ და თუ ვერ ავიღე ეგ ზედმეტობა დამერხევა ამ შემთხვევაში რა ვქნა? ვინმეს აგიღიათ? |
Posted by: Shagrent 18 Apr 2010, 00:19 |
chegesto წერილით უნდა მიმართო შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ჯერ შედარების აქტზე, მერე როცა შედარების აქტს მოგცემენ და დაგიზუსტდება ზუსტი ზედმეტობა ისევ წერილს გააშანშალებ, და მოითხოვ დაბრუნებას. კანონი გაძლევს უფლებას ეს თანხა დაგიბრუნონ მაგრამ როგორც წესი ასეთ დროს ამოწმებენ ორგანიზაციას ძალიან საფუძვლიანად და შემდეგ აძლევენ ამ ზედმეტობას იტოკში საგადასახადოში უნდა მიხვიდე |
Posted by: chegesto 18 Apr 2010, 00:32 |
Shagrent სულ 3 ოპერაცია გავაკეთე ყველა ექსპორტი ექსპოტის შემთხვევაში მემგონი სხვანაერად მოქმედებს საგადასახადო |
Posted by: Shagrent 18 Apr 2010, 11:42 |
chegesto კაროჩე საგადასახადოში უნდა მიხვიდე ყველა შემთხვევაში და შედარების აქტი გააკეთო, ზუსტად რომ დადგინდეს დასაბრუნებელი თანხა და მერე დაწერ წერილს რომ დაგიბრუნონ ეს თანხა რადგან ეს ზედმეტობა წარმოიშვა ასე და ასე (ნუ როგორც წარმოიქმნა) და გააგზავნი მერე სავარაუდოდ ვისაც დაეწერება ეს წერილი დაგიბარებს დაგისვავს კითხვებს თუ ეჭვი შეეპარება მიგატანიებს საბუთებს და ეგაა რა, არ მახსოვს ზუსტად ამგრამ მემგონი 3 თვეში უნდა დაგიბრუნონ თუ არაფერი სადავო არაა. |
Posted by: XlargeXsmall 18 Apr 2010, 11:51 |
შემდეგ რაც ფინანსურმა გამაცნო ბრძანება რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ყველა საბუთები და კომპიუტერები ამოიღეს. დაზუსტებული დეკლარაციები გავაგზავნე იმავე დღეს. (ის რომ დანიშნულია დოკუმენტური ან რაიმენაირი შემოწმება არ ეწერა იქ.) ბარათზე ეს ჩემი გაგზავნილები იმავე დღეს აისახა ელექტრონულად. როგორ ფიქრობთ გაითვალისწინებენ რომ დავაზუსტე? მარტო დაჯარიმებას არ ვდარდობ, მთავარია გადასახადებისაგან თავის არიდებაში 25000-ს არ გადავცე. მას მერე რაც დავაზუსტე გამოდის რომ ძირითადი დამალული თანხა არ აღემატება 5000 ლარს. |
Posted by: Kalenike 19 Apr 2010, 12:12 |
უსასყიდლოდ მიღებულ ძირ. საშუალებაზე 100% ცვეთის გამოქვითვის უფლება მაქვს? |
Posted by: NITSA_144 19 Apr 2010, 13:20 |
chegesto შარში ყოფილხარ ბრატ! საშემოსავლოს 12 % იანი და არა 20 % იანი განაკვეთით რა შემთხევვეში იბეგრება შპს ან ფიზიკური პირი? |
Posted by: Shagrent 19 Apr 2010, 16:15 |
Kalenike როცა მიიღე შემოსავალში ხო აღიარე? ხოდა მერე ცვეთით გამოქვითავ თუ ერთიანად ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული რა წესით აღრიცხავ მასეთ შემთხვევაში მე ის მაინტერესბეს ეს შემოსავალი დღგ-თი თU იბეგრება |
Posted by: XlargeXsmall 19 Apr 2010, 17:49 |
აი პასუხი რომ ვერავინ გასცა ამ შეკითხვას ესეიგი მართლა შარში ვყოფილვარ... |
Posted by: Kalenike 19 Apr 2010, 17:50 | ||||||
Shagrent
გაიხარე, ძლივს მოვნახე ვინც მეთანხმება
არ იბეგრება * * * XlargeXsmall
კოდექსში წერია, რომ მანამ სანამ სამართალდარღვევის ოქმი არ დაიწერება, მანამდე დაზუსტების უფლება გაქვს. თუმცა გაითვალისწინებენ თუ არა ეგ აღარ ვიცი |
Posted by: Gianni 19 Apr 2010, 23:22 |
chegesto შენ ადგილას მე მაგ დღგ-ს ზედმეტობას უკან კი არ მოვითხოვდი,არამედ სხვა გადასახადებზე გადავატანინებდი. საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები: 3 თვე ვიჩალიჩე დაბრუნებაზე და ხან რა უარი მომივიდა ხან რა. ბოლოს საშემოსავლოზე და მოგებაზე გადატანა ვითხოვე და გადაიტანეს აქედან მორალი: ოღონდ უკან ნურაფერს წაიღებ და რაც გინდა მთხოვეო! |
Posted by: დეკო 20 Apr 2010, 13:30 | ||
კი ნაღდად ეგრეა. ისევ ჯობია შიგნით გადათამაშება გადასახადებში. პლიუს ხშირად ხდება, აქაურ რეალობაში უკან დაბრუნებულ თანხებს საგადასახადოც გაყოლია. |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 13:58 |
მაღაზიებში გამოცხდებულია ქციების შესახებ: 1+1, ან 3+1, ან ვინც იყიდის ამა თუ იმ საქონელს, საჩუქრად მიიღებს რაღაც სხვა საქონელს... დ.ა.შ ვარიანტები. ასეთ შემთხვევაში მომხმარემელზე- ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ გადაცემული (გამოდის ნაჩუქარი) საქონლის ღირებულება დღგ-სთან ერთად საშემოსავლოთიც (წყაროსთან დაბეგვრა) უნდა დაიბეგროს თუ არა. აქ ის სირთულეა, რომ საშემოსავლოს დასაკავებლად გჭირდება პირადი ნომერი და ხელმოწერა, რაც სალაროსთან მუშაობას აფერხებს, თან პირადობის მოწმობაც ხშირად თან არ აქვთ. თეორიულად ესეთი საჩუქარის ღირებულება შეიძლება საკამოდ ძვირიანი ან ძალიან იაფიანიც იყოს (მაგ. საღეჭი რეზინი). თუ გქონიათ ასეთი პრობლემა და როგორ იქცევით მსგავს შემთხვევაში? |
Posted by: 365 20 Apr 2010, 14:00 |
გამარჯობათ, პროფესიონალი ვინც ხართ, გთხოვთ მიპასუხოთ საურავებზე და ჯარიმებზე ამინისტია არის თუ არა? ანუ მაინტერესება 2007-2008 წლის არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის დეკლარაცია არ არის ჩაბარებული და ეხლა რომ ჩააბარონ 200 ლარიანი ჯარიმა მიუვა თუ არა? * * * და საერთოდ არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის დეკლარაციის ჩასაბარებელი ბოლო ვადა 1 მაისამდეა თუ 1 აპრილამდე იყო? * * * და კიდევ თუ შეიძლება ქონების გადასახადის გადამხდელი რა დროს ხარ? |
Posted by: datdob 20 Apr 2010, 14:19 |
ერთჯერადად მჭირდება ბუღალტერი, რომელიც მუშაობს სუპერფინში სწრაფად იაფად ხარისხიანად |
Posted by: Shagrent 20 Apr 2010, 14:55 | ||||||||
365
მაგ პერიოდში ჯარიმა ყოველ გადაცილებულ თვეზე იყო, ასე რომ 200 ლარს არ აკმარებენ მემგონი. ისე ერთ გადაცილებულ თუნდაც არასრულ თვეზე 200 ლარია ჯარიმა მინიმალური
31 მარტის ჩათვლით იყო ბოლო ვადა და ახლაც ეგრეა
როგორც კი რაიმე სახის ქონებას შეიძენს კონკრეტული იურიდიული პირი, თუნდაც მარტო საკასო აპარატი გქონდეს, მაგაზეც უნდა გადაიხადო ქონების გადასახადი. glavbux არსწორად უდგები საკითხს, ეს არის სარეკლამო კამპანია ხო? დროებითია, ხოდა ამ კამპანიის დროს უსასყიდლოდ გაცემულ პროდუქციას გაატარებ როგორც რეკლამის ხარჯი. Gianni
+1 უჭირთ რა თანხების დაბრუნება ძალიან, მაგრამ როგორც ჩეგესტო ამბობდა მხოლოდ 3 ექპორტი მქონდაო იქ იმდენ ვერაფერს ამოუგდებენ მაგდენი რო აწვალონ, რავი მე მოვითხოვდი თU ბევრია და თან დარწმუნებული ვარ ვერაფერს მინახავენ |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 15:04 | ||||
არ არის სარეკლამო კომპანია. საცალო სავაჭრო ორგანიზაციაა. |
Posted by: pasa 20 Apr 2010, 15:12 |
გამარჯობათ! თანამშრომელი იყო მიუნჰენში მივლინებით და საბუთად ჩამოიტანა სასტუმროს ინვოისის მაგვარი დოკუმენტი, გადახდა მოხდა ევროებში ნაღდით და შეგიძლიათ დამეხმაროთ? ანუ საკმარისია ეს საბუთი? და ევროთი ნაღდით ანგარიშსწორება როგორ ვაჩვენო? |
Posted by: Shagrent 20 Apr 2010, 15:37 | ||
glavbux
ეგ გავიგე რო მაღაზიაა, მაგრამ სარეკლამო კამპანია ანუ იგივე აქცია ან რაღაც ესეთია ხო? მაგალითად საზაფხულო აქცია, თუ იყიდით პიანინოს გაჩუქებთ სკამს, ასეთი რაღაცაა ხო? თუ ეს სისტემატიურად ხდება ცოტა სხვა გვარად მიუდგები და თუ დროებითი აქციაა, რადგან მეტი კლიენტი მიიზიდოს, ეს არის აქცია, ანუ რეკლამა და საჩუქრად გაშვებულ საქონელს გაატარებ 7300-ბში, ანუ სარეკლამო ხარჯში ახალ 100% სწორია ეს შეხედულება თქო არ გეუბნები მაგრამ, შენ როგორც უდგები ის აშკარად მცდარია, რაღაც ასეთი გამოსავალი უნდა ნახო pasa სადღაც მქონდა ადრე, სპეციალური ნორმებია, მგონი გერმანიაზე 50 ევროა დღიური ნორმა სამივლინებო + ტრანსპორტირება და სასტუმრო. მთავარია მივლინების ფურცელი გქონდეს შევსებული ანუ გასვლა ჩასვლა რიცხვები ესენი იყოს მოწესრიგებული, დანარჩენს მოევლება, ბოლო ბოლო რაცაა ნორმა იმას მაინც გაწერ თუ წინასწარ გაატანე სამივლიენბო თანხა რა კურსითაც იყიდა ევრო ისე აიყვან ხარჯში, თუ მერე აძლევ სამივლინებო ხარჯს, როცა აძლევ მაშIნ რა კურსიცაა იმ კურსით |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 15:49 |
არაც შენ უდგები სწორად სხვა არავინ შეგვაშველებს სიტყვას? |
Posted by: XlargeXsmall 20 Apr 2010, 15:58 |
აქციების დროს ფიზიკურ პირებზე საჩუქრების დარიგება კი არის სარეკლამო ხარჯი, მაგრამ იბეგრება საშემოსავლოთი. ვიდეო კომენტარებში ამას პირდაპირ ამბობს ბუღაძე. ეგრეც უნდა იყოს. შეიძლება მე კაზინო მაქვს და აქციას ვატარებ ასეთს: ქუჩაში გამვლელებს ვჩუქნი ფიშკებს რომ შემოვიდნენ და ითამაშონ. იგივე ფულს, იმიტომ რომ მას შეუძლია ის გაადახურდავოს ფულზე. ჩემთვის ხომაა რეკლამა? იტყვიან ნახე რა მაგარი კაზინოა აქეთ გვირიგებს ფულსო. ამ ფიზიკური პირებისთვის რა არაა დასაბეგრი შემოსავალი? პროსტა ეგაა რომ ეს არაა ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და საგადასახადო აგენტი ჩვენ არ ვართ. იმ კაცმა თვითონ უნდა გაითვალისწინოს რომ ეს მისი შემოსავალია. |
Posted by: Gianni 20 Apr 2010, 16:22 | ||
Shagrent ხო ეგ შეილება.მეც ერთი ექსპორტი მქონდა მარა უამრავი იმპორტი ალკოჰოლური სასმელების,დისტრიბუცია,რეკლამა და იტოგში ბევრი შარის მოდება შეიძლებოდა,ამიტომ ეგ გადახდილი დღგ ჩავტოვე ბიუჯეტში და ნელ-ნელა გამოვწველი სხვადასხვა გადასახადებით. glavbux
1. აღნიშნული საქონელი უნდა აღიარო მიწოდებად და დაბეგრო დღგ-თი,ამ შეემთხვევაში საშემოსავლო აღარაფერ შუაშია.სხვა გზა არ გაქ. |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 16:24 | ||||
აქიების დროს ერთი დასახლების საქონლის შემთხვევაში მეორეს უსასყიდლოდ გადაცემა შინარსობრივად უფრო ფასდათთმობაა: თუ იყიდი 100 ლარიან რაღაცას, გაჩუქებენ 20 ლარიან რაღაცასაც. ანუ 120 ლარის საქონელს მოგყიდიან 100 ლარად. |
Posted by: Gianni 20 Apr 2010, 16:27 | ||
ჩემი აზრით როცა არასავაჭრო ორგანიზაცია კლიენტებს ჩუქნის ნივთებს,ეს შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად და საშემოსავლოთი დაბეგვრის ობიექტი გახდეს,მარა სავაჭრო მაღაზია რომ ერთ გაყიდულ ნივთს მეორეს მიაყოლებს,ეს ჩემი მოკრძალებული აზრით უნდა აღიაროს მიწოდებად და დაბეგროს დღგ-თი! მაგალითად ბანკი თავის კლიენტებს ფლეშკებს რომ ჩუქნის ეს საჩუქარი დასაბეგრია საშემოსავლოთი.... მაგრამ პოპულში რომ დიდ ყავას იყიდი და პლიტკას გაჩუქებენ ან პატარა ყავას მოაყოლებენ ეს უკვე რეალიზაციაააა! |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 16:33 | ||
ფიზიკურმა პირმა გამოდის დაუბეგრავი შემოსავალი მიიღო. არადა ეს არც ოლიმპიური პრიზია და არც სისხლის დონორობაში კვებისთვის აღებული გასამრჯელო, არც ლატარიაში 1000 ლარამდე მოგება (... დ.ა.შ. ჩამონათვალი არც ისე დიდია...) რომ გაპატიოს სახლემწიფომ |
Posted by: Gianni 20 Apr 2010, 16:36 | ||
glavbux
მაგ კუთხით მართალი ხარ.მარა შემოსავალი იყო თუ შეძენა???? (3 ნივთის 1ის ფასად)! ესაა გასამიჯნი! |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 16:39 | ||||
უბრალოდ ეს ვერსია, რაც მეც მომწონს და მირჩევნია ასე იყოს, რომ კოდექსის რომელიმე მუხლით იყოს გამყარებული კარი იქნებოდა მერე უნდა ელოდო რა განწყობით და შეხედულებით შემოვა რევიზია და როგორ მიუდგება ამ საკითხს. |
Posted by: Gianni 20 Apr 2010, 16:42 |
შენ წარმოიდგინე ეს ვერსია ყველაზე გამართლებულია საგადასახადო კუთხით.ამაზე შარს ვერავინ მოგიდებს! დამიჯერე! აუდიტორულ კონცერნში ვმუშაობ და ზოგჯერ იცი რა მაქ გაკეთებული?: დაზიანებული პროდუქცია მაქ მიწოდებად აღიარებული და დაბეგრილი დღგ-თი,ასე რომ ეს ყველაზე ნაღდი გზაა. საბაბი არ ექნებათ რამეში მოგედავონ! |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 16:44 | ||||
ესე ადვილად ვერ გამიჯნავ. 3ნივთი 1-ის ფასად ფასდათმობაა ერთის მხრივ. მეორეს მხრივ ყიდულობ 1-ს და გჩუქნიან დამატებით 2-ს. ასე რომ... სადავოა სამწუხაროდ. ზუსტი რეცეპტი კიდე როგორ მიუდგება შემმოწმებლი არაა. თვითოეულ განაცემზე კიდევ პირადობების და ხელმოწერების შეგროვება აბსურდია. |
Posted by: datdob 20 Apr 2010, 16:46 |
glavbux არ ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადის გადახდა, მხოლოდ ერთობლივ შემოსავალში უნდა ჩასვა(დღგ+ მოგება). და თუ ვინმე ამტკიცებს, რომ უნდა გადაიხადო საშემოსავლო გადასახადი მუხლი მიუთითეთ. |
Posted by: Gianni 20 Apr 2010, 16:48 | ||
glavbux
მუხლი 225 2ა 2გ მინიმუმ ეს ორი მუხლი გეუბნება. დაკიდევ არის მანდ..... თავი XXXI დაბეგვრის ობიექტი მუხლი 225. დაბეგვრის ობიექტი 1. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: 2. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა); გ) გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება თავისი თანამშრომლებისათვის კომპენსაციით ან მის გარეშე; |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 17:04 | ||||||||||||||
მე ამ შემთხვევაში დღგ-ს დარიცხვის აუცილებლობას არც განვიხილავ. დღგ რათქმაუნდა უნდა იყოს. დამატებით საშემოსავლოზეა ლაპარაკი.
168-ე მუხლი აესთ შემთხვევას არ ითვალისწინებს. ორგანიზაციისგან ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ საქონლის გადაცემა კი ამ პირის შემოსავალია. სწორად გამიგეთ, მე პირიქით მინდა საშემოსავლო გადასახადი ამ შემთხვევაში არ შეგვხდეს, იმიტომ რომ რთულია პროცედურულად და საცალო ვაჭრობაში მუშაობაში წარმოუდგენელ სიძნელეებს წარმოქმნის შემოსავლის მიმღების იდენთიფიცირების მხრივ. უბრალოდ მინდა ასე თუ ისე მყარი გარანტია და წყარო, რომ თუ არ დავბეგრავთ საშემოსავლოთი, მომაალში არ დავჯარიმდებით. * * *
ამაშია ზუსტად საქმე! თანამშრომლისთვის მიწოდება საშემოსავლოსთან ერთად დღგ-თის იბეგრება. უსასყიდლოდ გადაცემაზე პირადობის მოწმობის მონაცემებს+ამ პიროვნების ხელმოწერის გარეშე, ვერც დაამტკიცებ, რომ ყველა ეს საქონელი თანამშრომლებს არ უფეშქაშე ) |
Posted by: Kalenike 20 Apr 2010, 17:25 | ||
glavbux საშემოსავლოთი რომ დაბეგრო რაღაცის ანაზღაურებისთვის უნდა აძლიო ასე არაა? ან ხელფასი, ან მომსახურება ან პრემია ან ლატარიის მოგება ან სხვა რამე. შენ შემთხვევაში, მყიდველია და შენ თუ უფასოდ აძლევ რამეს შენი პრობლემაა ეგ, უბრალოდ დღგ-ს მიზნებისთვის ეგ ითვლება საქონლის მიწოდებად, შესაბამისად დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციაა, უნდა დაიბეგროს დღგ-თი საბაზრო ფასიდან! მაშინ ყოველ აუნაზღაურებელ კონსიგნაციაზე შენ თუ საშემოსავლოები დააკავე კარგად გექნება საქმე
შემოსავალი კი არ მიიღო, ფასდათმობა მიიღო, |
Posted by: datdob 20 Apr 2010, 17:34 | ||
glavbux 168 მუხლი არ ითვალისწინებს, მაგრამ არც ის წერია სადმე რომ ეკუთვნის. ეს არც მომსახურებაა და არც დაქირავებულისათვის უსასყიდლოდ მიწოდება.
ანუ იმ ადამიანის ერთობლივ შემოსავალში ჩაჯდეს უნდა. ერთობლივ შემოსავალი კი შედის ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან. ა) რომ დაბეგრო უნდა იყოს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი ხო? ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ არის აშკარად გ)მუხლი 176. სხვა შემოსავლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან შემოსავალი 1. სხვა შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა: ა) ამ კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლებით განსაზღვრული შემოსავლებისა; ბ) პარტნიორთა შენატანებისა, რომლებიც ზრდიან იმ საწარმოს წმინდა აქტივს, რომელთა პარტნიორსაც წარმოადგენენ შენატანების განმახორციელებელი პირები. 2. პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში, ერთობლივ შემოსავლებში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. მითხარი ახლა როგორ მოვიქცეთ? |
Posted by: glavbux 20 Apr 2010, 17:38 | ||
აბა რა ტიპის შემოსავალი მოიაზრება 176 მუხლის ქვეშ? |
Posted by: 365 20 Apr 2010, 18:08 |
Shagrent მადლობა, გაიხარე |
Posted by: golden bet 20 Apr 2010, 19:14 |
გამარჯობათ,უ ვინმეს შეუძლია დამაკავალიანოს და დამეხმაროს,გთხოვთ დადოთ ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული კურსის,ან საერთოდ ბუღალტერიის თოერიიის ლინკი,მჭორდება სასწრაფოდ!!!!!!!!!!!! * * * გამარჯობათ,უ ვინმეს შეუძლია დამაკავალიანოს და დამეხმაროს,გთხოვთ დადოთ ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული კურსის,ან საერთოდ ბუღალტერიის თოერიიის ლინკი,მჭორდება სასწრაფოდ!!!!!!!!!!!! |
Posted by: XlargeXsmall 20 Apr 2010, 20:45 |
მოკლედ: თუ უთი ღირს 100 ლარი და აქციია ასეთი. თუ იყიდი 2 უთოს მე-3-ს მოგცემ უფასოდ. ეს ნიშნავს 200 ლარად მოგეცი 3 უთო. მაგრამ გააჩნია ზედნადებში რას წერ. 1) თუ წერ 3 ცალი გავყიდე 200 ლარდო, ეს ნიშნავს რომ თითო გაგიყიდია 67 ლარად და აქ ერთადერთი მთავარია რომ თვითღირებულებას არ ჩამოცდეს სარეალიზაციო ფასი. 2) თუ წერ რომ 2ცალი გაყიდე 200 ლარად და მესამეს მოიხსენიებ საჩუქრად, ანუ სარეალიზაციო ფასს წერს "0"-ს, მაშინ მაგ მესამეს მიწოდებაც დაიბეგრება დღგ-თი. მაგრამ საშემოსავლო გადასახადის დაკავების ვალდებულება შენ არ გაქვს. ვინც მესამე მიიღო უფასოდ იმისთვის 100 ლარი არის შემოსავალში ასაღები, თუნდაც ეს უკანასკნელი იყოს ფიზიკური პირი. კოკაკოლამ რომ აჩუქოს სიტყვაზე კალაძეს მანქანა 100.000 დოლარიანი, რომელსაც აწერია კოკო-კოლა, მაშინ რატქმაუნდა რეკლამის ხარჯია, მაგრამ კალაძემ უნდა აღიაროს ეს 100.000 შემოსავლად და ჩვენ დაკავება არ გვევალება, თუმცა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია კი არის ამ მანქანის მიწოდება |
Posted by: chegesto 20 Apr 2010, 20:46 |
Gianni უბრალოდ უზარმაზარი + გამომდის ვერსად ვერ გადავიტან წარმოიდგინე სულ ექსპორტზე ვმუშაობ როგორც მითხრეს ექსპორტზე სულ სხვანაერად არისო , ანუ დაბრუნება არ უნდა იყოს პრობლემაო თუმცა არ ჩანს საშველი მოკლედ არ ვიცი რა... ვისი დავალიანებაც მაქვს იმან იკითხოს დღგს გარეშე მაძლევდა სანამ არ ავიღებდი თანხას |
Posted by: Gianni 20 Apr 2010, 20:49 |
რა ვერ გავიგე იცი? თუკი ეს ორგანიზაცია ვაჭრობითაა დაკავებული,ყველა გაყიდულ საქონელზე დღგ-ს გარდა საშემოსავლოთი ბეგრავ მყიდველს? არა! ხო? ხოდა ამ შემთხვევაშიც გამოდის რომ გაყიდე (ფასდათმობაა თუ ჩუქება პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) და დაბეგრე მხოლოდ დღგ-თი. ასე ვფიქრობ მე.თუ არ მოგწონს შენი ნებაა და ზემოდან ქონებაც გადაიხადე თუ გინდა |
Posted by: babaiaro 20 Apr 2010, 20:51 |
ერთი შეკითხვა მთლად წმინდა ბუღალტრული ხასიათის არ არის მაგრამ იქნებ გქონდათ შეხება. თუ მოხდა კომპიუტერის დავირუსება ისე რომ ვინდოუსის გადაყენება აუცილებელია მოხდება თუ არა ორისის მონაცემების აღდგენა თუ რა თქმა უნდა მისი მონაცემების ასლების პერიოდულად აღება ხდება? |
Posted by: capuchino 20 Apr 2010, 20:53 |
წესით კი. ორისი --------------------- |
Posted by: Gianni 20 Apr 2010, 20:54 | ||||
chegesto
არა ნუ აურევ, თუ მარტო ექსპორტზე მუშაობ,ანუ ექსპორტიორი ხარ მაშინ გეკუთვნის და უნდა იდავო ბოლომდე...ეგ კანონიც ექსპორტის ხელშეწყობისთვის გაამარტივეს იდეაში მარა ქართველების ამბავი ხომ იცი?იმპორტზე გადახდილი დღგ-ს დაბრუნებაზე დაიწყეს ჩალიჩი და ამიტომ საგადასახადომაც მოუჭირა,იდეაში სწორეც არის. შენ შემთხვევაში კი დაწერე წერილი შემოსავლების სამსახურის სახელზე,კარგად განმარტე რატომ დაგიგროვდა +,ანუ ექსპორტი ახსენი და ზედ ექსპორტის დეკლარაციების ქსეროასლებიც ააკარი. არ დაგავიცყდეს რომ ეგ პერიოდები ზუდსტად გქონდეს დეკლარირებული თორემ რამე უზუსტობა რომ იყო ასეთი პასუხი მოგივა: თქვენს პირად ბარათზე ასახული რიცხვები არ შეესაბამება წარმოდგენილ დოკუმენტთა ნუსხაში ასახულ მონაცემებს * * * babaiaro
1.თუ პროგრამა არ გიყენია იმ დისკზე,რომელზეც ვინდოუსი გიწერია არც დაზიანდება. 2.ყველა ნორმალური პოროგრამა,მაგ ინფო-ბუღალტერი თავად ქმნის პაპკას"Backup" და რაგაც ინტერვალებით თავად ინახავს ჟურნალს.2ისი არ ვიცი 3.თუ სარეზერვო კოპირებებს აკეთებ მთლად ნაშველები გქონია. 4.შესაძლოა ვინდოუსის გადაყენების შემდეგ ორისის პერეინსტალაცია დაგჭირდეს,მარა მონაცემები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში შეგენახება! |
Posted by: Shagrent 20 Apr 2010, 23:56 | ||
glavbux მოდი შევეცდები აგიხსნა ეგ არის სეილის ერთგვარი სახეობა, შენ როცა ჩუქნი ერთ პროდუქტს თუ ის მეორეს შეიძენს გათვლილი გაქ რაღაცაზე ხო? არის რამოდენიმე ვარიანტი, 1. როცა ერთი იმხელა ფასთასხვაობას გიტოვებს რომ მოგება მაინც გრჩება და გიღირს, ამ შემთხვევაში არც არაფერი ხდება, უბრალოდ გაყიდე შენ ორივე ხოლო კლიენტს უთხარი რო თითქოს ერთი აჩუქე, ანუ იეშმაკე ვაჭრულად 2. როცა უბრალოდ კლიენტი გინდა მიიზიდო, თუნდაც ზარალზე გახვიდე ამ აქციით. ანუ დავიწყოთ კონკრეტული მაგალითის განხილვა, ვიყიდე ლუდი და მაჩუქე სიგარეტი (კაკრას მომიდა ახლა ) კლიენტმა გითხრა მადლობა და წავიდა, მას ვერავითარ საშემოსავლოს ვერ დაუკავებ. ახლა შენ ხო უნდა ასახო ეს ოპერაცია ბუღალტრულად ხოდა, მე მოვიქცეოდი შემდეგ ნაირად: დ 1110 კ 6110 შემოსავალში აგყავს თანხა დ7100(7200) კ1610 აქ კიდევ ვატარებთ საქონელს რომელზეც ავიღეთ თანხა დ7300, ან კიდევ რამე რასაც შენ ამას დაარქმევ, და კ 1610 რაც გააჩუქე. ანუ შენ კონკრეტულად იმას ვერავინ გაგისაზღვრავს, გინდა თუ არა ესა და ეს ხარჯიაო, შენ არქმევ მას წინასწარ რა არის, რეალურად ეს არის კლიენტების მოსაზიდად გაკეთებული აქცია, რაც ითველბა რეკლამად, ანუ შენ ან რაღაც პროდუქციას უკეთებ რეკლამას, ან თივთონ მაღაზიას. კლიენტი აქ არაფერ შუაშია, საშემოსავლოზე ტყულა იჭყინტავ ტვინს. ჯერ ერთი ნაჩუქარ ქონებაზე რომ საშემოსავლოთი დაიბეგრო (ანუ სავალდებულო) ცწელიწადში 3000 ლარამდე უნდა იყოს მგონი თუ რაღაც არ მახსოვს თანხა ზუსტად მაგრამ 4 ნიშნა როა ვიცი რავი მემგონი გაუგებრად არ ვწერ თუ რამე სხვა ვარიანტი გაქვთ დაწერეთ ერთი რა ხოდა ფასდათმობას რაც შეეხება აშკარად არაა ეგ ფასდათმობა. მე მაინც ბოლომდე ვიცავ ჩემ აზრს, ეს არის პრომო აცია, რომელიც ემსახურება ან რაღაც სახეობის საქონლის რეკლამირებას ან თივთონ ფირმის * * * babaiaro
რამენაირად აკიდეთ ვინტიკი რამე სხვა კომპიუტერს, მერე შედით ზედ და ორისი ბაზებს სადაც ინახავს იქ იქნება პაპკა ისეთივე სახელით როგორსაც შენ დაარქმევდი, სავარაუდოდ შენი ორგანიზაციის სახელით გადაიტანე ეს პაპკა ფლეშკაზე და როცა მორჩები ვინდოუსის გადაყენებას ადექი და ჩააგდე ორისი ბაზებს სადაც ინახავს იქ და ემრე მიეცი გახსნა ამდენი წვალება მიტო გინდა რო, როგორც წესი თუ გზა არ მიუთითე ორის ბაზების შესანახად ის დოცუმენტებში ინახსვს ც-ზე ხოლო, ვირუსიან კომპიუტერზე სავარაუდოდ ვინდოუსის გადაყენების დროს ც-ს დაგიფორმატებენ |
Posted by: golden bet 21 Apr 2010, 10:03 |
????????????????????????????????????? |
Posted by: revaza88var 21 Apr 2010, 10:10 |
სეილების ჯეკაც დედ ინტერ კამპიონეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე |
Posted by: Gianni 21 Apr 2010, 11:42 | ||
revaza88var
Congratulations! მარა ინტერი რა არის? ასე ვერკვევი ფუტ-ბურთში |
Posted by: Anuki 89 21 Apr 2010, 12:31 |
შპს -ს მივაქირავე ავტომობილი, ხელშეკრულების თანახმად მთლიან თანხას გადამიხდის წლის ბოლოს და საშემოსავლოსაც თავად გადარიცხავს. მე მევალება თუ არა დეკლარაციის წარდგენა ..... და როდის? როგორ უნდა ვაჩვენო რომ ჩემი საშემოსავლო გადახდილი იქნება |
Posted by: Shagrent 21 Apr 2010, 12:37 |
Anuki 89 თუ ის იხდის შენ არაფერი გევალება მაგრამ ის რა პონტში იხდის ეს ვერ გავიგე წესით ის უნდა გაძლევდეს შენ თანხას ხოლო შენ იხდიდე საშემოსავლოს და წარადგენდე დეკლარაციას. რავი თუ მასე შესაძლებელია რომ მან გადაიხადოს შენ არაფერი არ გევალება |
Posted by: golden bet 21 Apr 2010, 12:39 |
მომეცითთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ გთხოვთ |
Posted by: Gianni 21 Apr 2010, 12:51 | ||
Shagrent
თუ ეს კაცი არ არის დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად,მაშინ იმან უნდა დაუკავოს გადახდის წყაროსთან და ამას არანაირი დეკლარირების ვალდებულება არ ექმნება. თუ ეს დარეგისტრირებულია გადამხდელად მასინ ამან უნდა იხადოს და დეკლარაციებიც აბაროს,როგორც აღნიშნე უკვე |
Posted by: Anuki 89 21 Apr 2010, 12:52 |
Shagrent დარეგისტრირებული არ ვარ საგადასახადოში.... და ასე შევუთანხმდი. ანუ უფრო გამართლებულია თუ მე გადავიხდი საშემოსავლოს და შემდეგ დეკლარაციასაც წარვადგენ ხო? რა ვადაში უნდა წარვადგინო დეკლარაცია თანხის მიღების შემდეგ? |
Posted by: giorgi33 21 Apr 2010, 12:53 |
chegesto ყოველი შემთხვევისთვის საგადასახადო შემოწმებისთვის მზად უნდა იყო. |
Posted by: Gianni 21 Apr 2010, 12:56 | ||
Anuki 89
თუ არ ხარ დარეგისტრირებული გადამხდელა მაშინ არანაირი ვალდებულება არ გაქ დეკლარირების.ის დაგიკავებს გადახდის წყაროსთან და შენ როგორც ხელფასს ისე აიღებ.არა აქვს პრინციპული მნისვნელობა შენთვის. უბრალოდ ის დაგიკავებს 20%-ს, შენ გადახდა მოგიწევდა 12 თუ 15ის,აღარ მახსოვს ზუსტად. |
Posted by: Anuki 89 21 Apr 2010, 12:56 |
Gianni დავიბენი................................................. ანუ სწორად ვაკეთებ ხომ ყველაფერს? |
Posted by: Gianni 21 Apr 2010, 13:02 |
კი. ის: გიხდის ფულს,იხდის საშემოსავლოს,აბარებს დეკლარაციას. შენ:იღებ ფულს,არ იხდი არაფერს,ხარჯავ! ნუ შეილება ხინკალზე დამპატიჟო,შენი ნებაა |
Posted by: revaza88var 21 Apr 2010, 13:02 | ||||
Gianni
ინტერი არის არამატერიალური აქტივი, რომელსაც სასარგებლო გამოყენების ვადა არ გააჩნია, ამორტიზაცია როგორ დაერიცხება? * * * golden bet
რას ითხოვ კონკრეტულად? თუ გინდა პირადში მომწერე შენი სკაიპი, ეხლა სამსახურში ვარ და აქ არ მაქვს და საღამოს შემოდი და გამოგიგზავნი რაც მაქვს * * * ამ ბოლო გვერდებზე რაც იწერება, მაგაზე წინა თემაში უკვე რამდენჯერმე იყო მსჯელობა და მეზარება ეხლა ისევ თავიდან |
Posted by: Gianni 21 Apr 2010, 13:09 | ||
revaza88var
თითოეული ფეხბურთელი უნდა აიყვანო როგორც აქტივი,განსაზღვრო სასარგებლო გამოყენების ვადა, და არიცხო ამორტიზაცია ყოველ წელს,უფრო სწორედ გადაფასება უკეთო.(იმ შემთხვევაში თუ თამაშს მოუმატა და გაიზარდა მისი ღირებულება,როგორც აქტივის) |
Posted by: ketato617 21 Apr 2010, 15:06 |
იმპორტი ვისაც გაქვთ იქნებ დამეხმაროთ.... მოკლედ სატრანსპორტოს უნდა გადავურიცხო მომსახურების თანხა( არარეზიდენტს) და საშემოსავლო მაქვს გადასახდელი 4%. რა თქმა უნდა მისი კუთვნილი თანხიდან ვერ დავაკავებ და დამატებით მიწევს თანხის გადარიცხვა. ამ შემთხვევაში ბუღალტრული გატარებებია საჭირო? |
Posted by: revaza88var 21 Apr 2010, 15:19 | ||
Gianni
ბიულოგიურ აქტივს რომ არ ერიცხება ცვეთა სტანდარტებით? აბა ეხლა შენ წარმოიდგინე ერნსტ ენდ იანგის, ან რომელიმე კომპანიიის აქტივები დიდი ოთხეულიდან რამდენი იქნებოდა სხვათა შორის ამ საკითხზე იყო დავა წინა საუკუნეში, დიდ ფინანსისტებში, მაგრამ საბოლოოდ როგორც მე დაგიწერე ისე ჩამოყალიბდა |
Posted by: pasa 21 Apr 2010, 15:22 | ||
ლარი მქონდა და მოლარემ გაატანა ევრო (ანუ იყიდა) და ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო? |
Posted by: golden bet 21 Apr 2010, 15:47 |
გთხოვთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ |
Posted by: babaiaro 21 Apr 2010, 21:51 | ||
Gianni Shagrent მადლობა ხალხნო გაიხარეთ
ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივად არის საქმე მონაცემთა ასლები პირდაპირ დ დისკზე არის შენახული |
Posted by: Gianni 21 Apr 2010, 22:57 | ||
ketato617
რამდენადაც მახსოვს კაკრაზ რომ მაგის თანხიდან უნდა აიღო,ოღონდ ინვოისი უნდა გამოაწერინო 4%-ით მეტზე იმ შემთხვევაში თუ არ აწყობს უკვე გამოწერილი თანხიდან დაუკავო. გატარებას რაც შეეხება ეგ სხვა არაკლასიფიცირებულ მოგების გადასახადში გადის ჩვეულებრივად |
Posted by: Did_Giorgi 22 Apr 2010, 01:15 | ||
golden bet
მეც გთხოვ სხვა დროს ყურადღება აღარ მიიქციო ხოლმე ადამიანურად იკითხე თუ რამე გინდა, თუ ვერ გეხმარებიან - სხვა გზის გამონახვა მოგიწევს |
Posted by: pasa 22 Apr 2010, 09:20 | ||||
ამ საკითხზე უფრო დეტალურად ვერავინ დამეხმარება? |
Posted by: Gianni 22 Apr 2010, 10:31 | ||
pasa
ვერ გავიგე რა დახმარება გინდა აგერაა ნორმები და ინსტრუქცია: http://www.mof.ge/show_law.aspx?id=165 სალაროდან გატანილი ლარი როგორ გადაიყვანო ევროში ეგ გაინტერესებს? რა დღესაც გაიტანე იმ დღის ეროვნული ბანკის კურსით. და შესაბამისად რა დღეებშიც არის სასტუმრო და სხვა ხარჯებზე გამოცერილი საბუთები,იმ დღის კურსით ლარში. კურსი ნახე აქ www.nbg.ge Thanks! |
Posted by: pasa 22 Apr 2010, 13:39 | ||||
მადლობაა |
Posted by: Gianni 22 Apr 2010, 14:31 | ||
pasa
გაიხარე! |
Posted by: Leoner 22 Apr 2010, 17:43 |
მაინტერესებს ქონების გადასახადი შემოსავლების მიხედვით როდის გეკუთვნის? 40 000 თუ გადაცდა ოჯახის შემოსავლები? მჭირდება სწრაფი და კომპეტენტური პასუხი გთხოვთ * * * ვინმე იხედება საერთოდ პასუხს წეერს? |
Posted by: pasa 22 Apr 2010, 19:18 |
სალარო აპარატების გამოყენების შესახებ რამე ლინკი ან ელ დოკუმენტი ხომ არ გაქვთ? კერძოდ, მაინტერესებს: 1) როგორ უნდა ამოარტყა სექციების მიხედვით? მემგონი სულ ოთხი სექციაა ხომ? დაშავდება რაიმე ვქვათ ვაჭრობის დროს ხან მესამეში ამორტყა და ხან მეოთხეში? 2) ჩეკის შეცოდმის ამორტყმის შემთხვევაში რა ოპერაციაა არის გასაკეთებელი? და გაუქმებული ჩეკი შემდეგ ჩანს Z ანგარიშში? Z ანგარიში და X ანგარიში როგორ ამოვიღო? |
Posted by: Gianni 23 Apr 2010, 10:29 | ||||||
Leoner
კალენდარული წლის განმავლობაში ოჯახის წევრების ჯამური შემოსავალი თუ აცდება 40 000 ლარს,მაშინ გეკუთვნის! დამატებით კითხვა -პასუხი აქ: http://mof.ge/3305 აქაც: http://mof.ge/Default.aspx?sec_id=3305&lang=1
ვცდილობთ როგორც შეგვიძლია * * * pasa
http://mof.ge/3497 http://mof.ge/Default.aspx?sec_id=2060&lang=1 |
Posted by: babaiaro 23 Apr 2010, 10:34 | ||
არავითარი, უნდა შეეცადო ჩეკი შეცდომით არ ამოარტყა. უკან დაბრუნება არ ხდება. რაც შეეხება ზეტის და X ამოღებას ეგ დამოკიდებულია იმაზე თუ რა მარკის სალარო აპარატს ხმარობთ. საერთო წესი არ არსებობს ყველა მარკას თავისი ინსტრუქცია აქვს როგორც ჩეკის ამორტყმის ისე ზეტის ამოღების დროს. |
Posted by: revaza88var 23 Apr 2010, 10:37 | ||
babaiaro
რატომ ატყუებ? |
Posted by: babaiaro 23 Apr 2010, 10:38 |
მასწავლე თუ ძმა ხარ მაშინ როგორ ხდება ეგ ამბავი |
Posted by: Gianni 23 Apr 2010, 10:38 |
აქტი უნდა შეადგინო არსებობს სპეციალური,ფორმა და სეცდომით ამორტყმული ზედ მიაკრა.წერია ყველაფერი მაგ ინსტრუქციაში ლინკი რომ დავდე! |
Posted by: revaza88var 23 Apr 2010, 11:02 | ||
+ ამას სალარო აპარატს აქვს უკან დაბრუნების ფუნქცია, რომელიც სანამ ზეტს ამოარტყავ მანამდე უნდა გააკეთო |
Posted by: Gianni 23 Apr 2010, 11:04 | ||
ხო,რომ ნაზარდ ჯამში არ გამოჩნდეს,მარა ფისკალურში მაინც დაიტოვებს,და შემოწმებისას გამოჩნდება.სწორედ ამიტომ უნდა გქონდეს აქტი გამზადებული რომ თვალებზე ამაფარო შემოწმებაზე რომ მოვალ შენთან კითხვა N14 როგორ უნდა მოიქცეს მოლარე–ოპერატორი, თუ შეცდომით ამოიბეჭდა საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკი? (მაგ. 5 ლარის ნაცვლად 500 ლარი) პასუხი: როდესაც საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, დაუყონებლივ უნდა შედგეს შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის აქტი (რომლის ფორმასაც მიიღებ ნებისმიერ საგადასახადო ორგანოში). აქტს ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე–ოპერატორმა, ასევე მასზე სამსახურეობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.); ამასთანავე შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი უნდა დაეკრას ამ აქტს და ინახებოდეს ყოველდღიურ „ძ” ანგარიშებთან ერთად. |
Posted by: babaiaro 23 Apr 2010, 11:07 |
ფაქტი ერთია თუ ზედმეტს ამოარტყავ გინდ რევერსალი გააკეთო და გინდ არა მაინც გიწევს აქტის დაწერა. |
Posted by: revaza88var 23 Apr 2010, 11:09 | ||
babaiaro
კი აქტი ყველა შემთხვევაში |
Posted by: giorgi33 23 Apr 2010, 11:09 |
1. როდესაც საქონელს ვყიდი და მყიდველი დიტრიბუტორია, ანუ საქონელი მიაქვს რარეალიზაციოდ ქსელში, სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების დამთავრების ადგილას რა უნდა ჩაიწეროს? 2. საგადასახადო ჯარიმების გადახდის ვადები თუ არსებობს? |
Posted by: revaza88var 23 Apr 2010, 11:15 | ||||
giorgi33
შიდა გადაზიდვები უნდა წეროს თითოეულზე თორემ მეორე დღესვე აღურიცხავათ ჩაეთვლება
20 დღე მოთხოვნის ჩაბარებიდან, მერე შეიძლება დაიწყოს იძულებითი ღონისძიებები, შეიძლება არა |
Posted by: Shagrent 23 Apr 2010, 11:19 | ||
სავარაუდოდ ინკასო ყველა ანგარიშზე, რა მაინტერესბეს ახალ, სიტყვაზე რამოდენიმე ანგარიშზე დაგადეს ინკასო, და ერთიდან წაიღეს თანხა (სხვა და სხვა ბანკებში გადევს ინკასო) დანარჩენებში მოხსნიან თვითOნ ინკასოს თU უნდა მიხვიდე და გადარიცხვის ფურცელი ურტყა თავში რო მოგხსნან ა? |
Posted by: Gianni 23 Apr 2010, 11:25 | ||||
Shagrent
* * * giorgi33
ეგ ცოტა რთულადაა: მაგალითად თუ დისტრიბუტორი ინდ.მეწარმეთაა დარეგისტრირებული,მაშინ მასზე წერ მთელს საქონელს და დამთავრების ადგილსაც თვითონ ირჩევს,და მერე მაღაზიაებზე თავისი სახელით ყიდის. მაგრამ თუ შენი თანამშრომელია,მაშინ ყველა იმ მაღაზიაზე უნდა დაწერო ცალკე ზედნადებები თავის მისამართ-რეკვიზიტებით,რომლებშიც აპირებს მიტანას.(ეს უკანასკნელი ე/წ "პრისეილერის" პრინციპით მუშაობის დროს ხდება უმეტესად. |
Posted by: pasa 23 Apr 2010, 11:31 | ||
მემგონი ამაზე არც ერთმა მიპასუხეთ რა ინფორმაციაც მომაწოდეთ იმისათვის კი მადლობა |
Posted by: Gianni 23 Apr 2010, 11:36 | ||||||
pasa
სექციას ალბათ ერთ მაღაზიაში რამდენიმე სექციას გულისხმობ ხო? ასეთ შემთხვევაში გაქვს 2 ვარიანტი 1.ფული ყველა სექციიდან აიღოს ერთმა სექციამ და ჩეკიც თვითონ ამოარტყას. 2.ფულის აღებამდე ერთმა სექციამ გასძახოს იმ სექციას სადაც სალაროს აპარატი დგას :" ციალა,2 ლარი ამოარტყი" მარა ეს ცოტა სოფლური ვარიანტია * * * revaza88var
რაღა რუსეთისთვის გითხოვია ტერიტორიების დაბრუნება და რაღა ამათთვის ფულის თან არჩევნები მოდის..... მერე საპროტესტო აქციები.... მერე ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნა...... მერე ქალაქის პარალიზება...... "იმიტირებულიქრონიკისსმაილიკი * * * revaza88var
შემოსავლების სამსახურში დავწერე წერილი 3 კვირის უკან,3 სხვადასხვა სტრუქტურაში გადაგზავნეს, მერე გზაკვალი დამეკარგა..... დღესაც ველოდები რომ რამეს მომწერენ... იმედი ბოლოს კვდება იმედი-L არასდროს! |
Posted by: revaza88var 23 Apr 2010, 11:36 | ||||
Shagrent
გეტყვი როგორ ხდება პრაქტიკაში. ვთქვათ 500 ლარზე გადევს ინკასო 5 ბანკში და ხუთივეში ჩაგერიცხა 500 ლარი, ხუთივედან მოგიხსნიან ამ 500 ლარს და გაუშვებენ ჩვენ რომ ვიცით იქ, მერე დაგიჯდება ზედმეტობა და მაგ ზედმეტობის მოთხოვნა შენც გეცოდინება როგორ ხდება Gianni
საგადასახადოს უნდა მიმართოს წერილით და არა ბანკს |
Posted by: Shagrent 23 Apr 2010, 12:58 | ||
revaza88var
ეგ ვიცი, მაგრამ თანხა არ მქონდა არცერთ ანგარიშზე, მერე ერთზე შევიტანე და დავფარე ინკასო, მაგრამ კიდევ 3 ბანკში მედო ინკასო და მისით თU მოხსნიან ეს მაინტერესებს, 3 დღე გავიდა უკვე (პროსტა ხელისმომწერი არ ვარ და არ მეუბნებიან ბანკში და ვისიცაა ის ტურციაშია წასული ) |
Posted by: revaza88var 23 Apr 2010, 13:06 | ||||
Shagrent
|
Posted by: Anuki 89 23 Apr 2010, 14:01 |
Gianni შეიძლება თუ არა რაიმე სახის საქონელი ( საკანცელარიო/კარტრიჯი და ა. შ) თანამშრომელმა ფირმისთვის შეიძინოს საკუთარი სახსრებით და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის შემდეგ დავფარო მის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება. თუ ასეთი რამ საგადასახადო კუთხით ზედმეტ პრობლემებს ქმნის? სარგებლად ხომ არ ჩაითვლება მე რომ თანამშრომელს მისი კუთვნილი თანხა ორი კვირის შემდეგ ანდ თუნდაც ერთი თვის შემდეგ დავუბრუნო თუ კი მას პრეტენზია არ გააჩნია? |
Posted by: Gianni 23 Apr 2010, 14:51 | ||
Anuki 89
თუ ბურალტერია იმ დონეზე გაქვს რომ სხვა პრობლემებს ვერ ხედავ ,შეგიძლია საბუთის გამოწერის თარიღით გააკეთო სალაროდან საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა, და მერე ამ საქვეანგარიშოდან გადახდა: მაგალითად: ზაურამ იყიდა კარტრიჯი 20 აპრილს და გადაიხადა თავისი ფული. სასაქონლო მოგიტანა 30 აპრილს და გეუბნება ფული მომეციო. შენც ადგები და ესეთ გატარებას გააკეთებ: 20 აპრილი: დ 1430/ზაურა კ 1110 50 ლარი დ 3110/საკანც. კ 1430/ზაურა 50 ლარი ამით არაფერი შავდება,თუკი ყოველდღიურად სალაროს რეპორტს არ უკეთებ ვინმეს |
Posted by: Anuki 89 23 Apr 2010, 15:02 |
Gianni ეგ გასაგებია მაგრამ, იმ დღეს სალაროში ფული არ მქონდა.... და ამიტომ ვკითხულობ. |
Posted by: Gianni 23 Apr 2010, 16:04 |
ხოო,წმინდა ბუღალტრულად სადღაც გულის სიღრმეში არასწორია მაშინ.თუ საერთოდ არ გქონდა ფული,მაშინ სალარო "წითლად" გაგივა და არ ივარგებს. ესეთ შემთხვევებში აუდიტის დროს,როცა დიდ თანხებზეა საუბარი,სესხს ვაკეთებ ხოლმე,ან დამფუძნებელს შემოვატანინებ და მერე რომ დაგროვდება ფული უკან ვუბრუნებ(გატარებებში მხოლოდ რათქმაუნდა). მარა თანხა თუ მცირეა არ ღირს ჩემი აზრით....შენი გადასაწყვეტია..... |
Posted by: pasa 23 Apr 2010, 19:23 | ||
მადლობა ინფორმაციისათვის
ეს არ მოგულისხმია. თვითონ სალარო აპარატს აქვს 4 სექცია რომელშიც საგადასახადოს მიერ კლასიფიცირებული საქონლის მიხედვით უნდა ამოარტყა საქონილის რეალიზაციის დროს შესაბამისად. ამის შესახებ ვინ უფრო მეტი იცოდა ის მაინტერესებდა, ან კლასიფიცირებული საქონლის ჩამონათვალი და არასწორ სექციაში ამორტყმის შედეგები. |
Posted by: pasa 23 Apr 2010, 19:30 |
ამასთან ვის შეუძლია ნომრების მიხედვით ამ ჩეკის გარჩევაში დამეხმაროს თუ რომელი რა არის? |
Posted by: Toxic:) 23 Apr 2010, 20:22 |
მოგების დეკლარაციაში, ერთობლივი შემოსავალი დღგ ს და აქციზის ჩატვლით იწერება? აქციზური საქონლის რეალიზაციისას ეს გატარება სწორია.?ვთქვათ 100 ლარია სულ . აქედან 15 ლარი დღგ . 9 ლარი აქციზი 1410 6110 76 ლარი 1410 3330 15 ლარი 1410 3360 9 ლარი. სუპერფინით ვაკეთებ გასავლის ზედდებულს და აქციზი არ ფიგურირებს საერთოდ და ამიტომ დავეჭვდი. აქციზური მარკების შეძენის თანხა დაგავიხადეთ და კიდევ ცალკე რაღაც აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების თანხა, ეს ვერ გავიგე რა თანხაა არც ბარათზე მიზის. დაუშვათ საბიუჯეტო მოსაკრებელი იყო, შემიძლია ხარჯში გავუშვა? |
Posted by: Gianni 24 Apr 2010, 01:11 |
აქციზის ნომინალური ღირებულება ხარჯში უნდა გაუშვა,თვითონ აქციზი კი თვითღირებულებაზე უნდა დაამატო. რეალიზაციის დროს უკვე აქციზ- დამატებულს გაყიდი.მიხვდი? ასე იყო ალკოჰოლურ სასმელებში ჩემ დროს საქონლის თვითღირებულებაზე ემატებოდა ლიტრაჟობის და ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით (ლუდზე 0.5 ლ ლიტრზე,არაყზე 1.5 ლარი ლიტრზე) |
Posted by: Toxic:) 24 Apr 2010, 14:56 | ||
თვითღირებულებაზე აქციზს ვამატებ და მერე ვარიცხავ დღგს ეს გასაგებია. მე მოგების დეკლარაციაში მაინტერესებს როგორ შემყავს ერთობლივი შემოსავალი? აქციზის გარეშე თუ აქციზის ჩათვლით? |
Posted by: Anuki 89 24 Apr 2010, 15:56 |
Gianni დამფუძნებელს შემოატანინებ რას ნიშნავს? დამფუძნებლის მიერ დროებით თანხის შემოტანა შეიძლება? ისე რომ სესხად არ განიხილებოდეს საგადასახადო მიზნებისთვის. ძალიან მაინტერესებს. |
Posted by: giorgi33 24 Apr 2010, 16:36 |
კი შეიძლება თუ კაპიტალის გაზრდის მიზნით ხდება შემოტანა და რა სიხშირით შემოიტან და გაიტან არც მაგაზეა შეზღუდვა, უბრალოდ ზოგს ისეთი მოსაზრება აქვს რომ, კრების ოქმი რის საფუძველზეც ხდება კაპიტალის გაზრდა ან შემცირება აუცილებლად ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული,თუმცა კანონით არ არის ამის ვალდებულება. |
Posted by: Anuki 89 24 Apr 2010, 16:41 |
giorgi33 ეს ცვლილება სამეწარმეო რეესტრში არ უნდა დავაფიქსიროთ? კაპიტალის გაზრდის გარეშე რომ შემოიტანოს აუცილებლად სესხად განიხილება ხომ საგადასახადო მიზნებისთვის. |
Posted by: giorgi33 24 Apr 2010, 18:44 | ||
სამეწარმეოში წილობრივი ცვლილება ფიქსირდება. კი მასეა იშვიათი გამონაკლისის გარდა სესხად აღიარდება მასეთი შემონატანი. |
Posted by: GIGA147 25 Apr 2010, 13:34 | ||
ეს შპს-ს შემთხვევაში, მაგრამ ინდსაწარმოში როცა ინდმეწარმე თავისი საკუთარი ფულით ყიდულობს საქონელს,მაშინ როგორ ხდება შემოტანილი თანხის გატარება?(გამარტივებულ აღრიცხვას არ ვგულისხმობ).აქაც სესხი უნდა გაფორმდეს? |
Posted by: karateka 25 Apr 2010, 15:45 |
გამარჯობათ ესეიგი 077 ვრეკავ და 3 დღეა და ვერ გავდივარ დაკავებაა , და იქნებ აქ უფრო მიპასუხოთ მაინტერესებს მაქვს თუ არა 2 ან 3 შპს ს ქონის უფლება? საქონელი დაახლოებით ერთი და იგივე და სხვადასახვა მაღაზია სხვადასხვა შპს??? შეიძლება მასე? მადლობა წინასწარ |
Posted by: BASCO 25 Apr 2010, 16:11 |
karateka შეიძლება რა თქმა უნდა ოღონდ აუცილებლად გამიჯნე ერთმანეთისგან. |
Posted by: karateka 25 Apr 2010, 17:54 |
BASCO მადლობა , გამიჯვნა ქვია რას? ერთი მაღაზიის საქონელს მეორეში არ აურევ , იმ მაღაზიის სახლეზე ცალკე სემოვა ინვოისი და დაიდება დახლზე და ამაზე სხვა |
Posted by: BASCO 25 Apr 2010, 19:50 |
karateka ცალკე საწყობი და გამიჯნული იჯარა, ერთმანეთის საქონელი არ უნდა აგერიოთ. |
Posted by: pvm 26 Apr 2010, 01:09 |
სად დავწერე ჩემი შეკიტხვა აგარ მახსოვსსსსსსსსსსსს |
Posted by: GIGA147 26 Apr 2010, 01:14 | ||
karateka
კი,გაქვს |
Posted by: WUDU 26 Apr 2010, 11:07 |
karateka შეგიძლია იქონიო, რაოდენობა არ არის შეზღუდული. მაგრამ გაითვალისიწნე, რომ არ უნდა ისარგებლო "ბოროტად" შეზღუდული პასუხისმგებლობით. |
Posted by: Anuki 89 26 Apr 2010, 13:04 |
ორისში ვინც მუშაობთ ოქნებ დამეხმაროთ მოკლედ ერთ ერთ საქონელს შევუცვალე განზომილება ( ადრე მქონდა ცალობით , ახლა კგ) და პროგრამა ნაშთებს ისევ ცალობით მითვლის, ჩამოწერის დროს კი როცა მინდა ჩამოვწერო კგ, ძველი ფასით აკეთებს ჩამოწერას (1 ცალის ფასით ანუ 1კგ-ს ჩამოწერას 1ცალის ფასით აკეთებს) რაღაც შეცდომა დავუშვი ალბათ და მგონი ყველაფერი თავდაყირა დადგა. იქნებ რაიმე მირჩიოთ? |
Posted by: SoulTaker 26 Apr 2010, 14:36 |
077-ზე ვერ ვრეკავ ვინმეს გაქვთ ზუსტი ინფორმაცია ქონების დეკლარაციასთან დაკავშირებით? იმ შემთხვევაში თუ ჩემი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს 40 000-ს კითხვები: 1. რა პერიოდამდე არსებულ ქონებაზეა ლაპარაკი? ანუ თუ 2009 ში მქონდა და გავყიდე 2010 ში რა ხდება? 2. იმ შემთხვევაში თუ ვარ ი/მ საქმიანობის შეჩერებაზე განცხადება მაქვს დაწერილი უკვე საუკუნეა, მაქვს თუ არა უფლება დეკლარაცია შევავსო ჩვეულებრივად და არა როგორც ი/მ-ემ. რა თქმა უნდა ლაპარაკია პირადქონებაზე: საცხოვრებელ სახლზე, მიწაზე და.ა.შ 3. მაინცდამაინც აუცილებელია ელ. დეკლარაცია შევავსო? თუ საგადასახადოში მისვლაც შეიძლება? აბა ვინმე კომპეტენტურმა ამაზე მიპასუხეთ რა |
Posted by: Gianni 26 Apr 2010, 15:17 | ||||||
რა პერიოდის განმავლობაშიც ფლობდი,პროპორციულად იმ პერიოდის შესაბამისად უნდა გადაიხადო.
კი ელ დეკლარაციაა აუცილებელიმსხვა ფორმით ვეღარ ჩააბარებ.
ამაზე მიჭირს პასუხის გაცემა,ვინაიდან საგადასახადოში ძაან 2აზროვან პასუხებს იძლევიან |
Posted by: Kalenike 26 Apr 2010, 17:03 | ||
Anuki 89
მინ ერთეული ცალი გაქვს ალბათ, შენ ადგილას ხელახლა გავხსნიდი მაგის ბარათს |
Posted by: admin urologycenter 26 Apr 2010, 17:20 |
მოგესალმებით ყველას, შეიძლება კითხვა დილეტანტურად მოგეჩვენოთ მაგრამ მაინც. ახალი ტიპის სალარო აპარატებს ვეძებ კომპიუტერთან ერთად ,რომ არის და სკანერი, რომ აქვს. ასევე შტრიხ-კოდის დამტან სოფტს. კლინიკის ბილინგ ვაწყობ და მინდა ინვოისზე შტრიხკოდი დაიტანოს, მერე მოლარემ სკანერით ეგრევე მოზებნოს ეს ინვოისი და მიიღოს ანაზღაურება. ვის აქვს ესეთი სისტემები მიმასწავლეთ, კეთილო ადამიანებო |
Posted by: pasa 26 Apr 2010, 22:00 | ||
პასუხი არავინ იცით? |
Posted by: Shagrent 26 Apr 2010, 22:06 |
Anuki 89 ორისში რამოდენიმე სახეობის ერთეულად შეგიძლია დაალაგო, ცალი, კგ, ყუთი, და იქ რო მიგეთითებია თავის დროზე ემრე ნაშთებს რის მიხედვითაც გენდომებოდა იმის მიხედვით გამოიყვანდი. ახლა მემგონი მართლა ხელახლა გახსნა ბარათ ჯობია |
Posted by: capuchino 26 Apr 2010, 22:11 | ||
http://allshares.ge/download.php?id=8DC3F97D9&setlang=en ამ პროგრამით შესაძლებელია მაგის გაკეთება. ბარკოდის ფონტი დაგჭირდება ინვოისზე რომ ბარკოდი დასვა. ეგეც იშოვება უფასოდ ინეტში. http://thepiratebay.org/torrent/5167127/QuickBooks_2010_Direct_Download_Links ამ პროგრამასაც შუძლია, რომელსაც გამოიყენებ. |
Posted by: bugalteri2 27 Apr 2010, 00:01 | ||
Anuki 89
გატარებაში შედი და იქაც შეუცვალე განზომილება, ძველს იმახსოვრებს, სანამ ხელით არ შეუცვლი. ყოველ შემთხვევაში მე ასე გასავწორე |
Posted by: giorgi33 27 Apr 2010, 10:32 |
ჟურნალ, გადასახადები და აღიცხვაში , წავიკითხე. თუ მეიჯარე რეგიტრირებულია გადასახადის გადამხდელად , მაშინ მოიჯარე მას არ დაუკავებს საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ ვალდებულია ყოველთვიურად ,საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საგადასახადოს წარუდგინოს ინფორმაცია გადახდილი თანხების შესახებ. საშემოსავლოს დეკლარაციაში ასეთი გრაფა ვერ ვნახე, იქნებ ვინმემ ამიხსნათ რაზეა ლაპარაკი. |
Posted by: Anuki 89 27 Apr 2010, 11:50 |
დამეხმარეთ ----რა გატარება უნდა გავაკეთო? ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ დავწერ. ოღონდ ბუღალტრულად როგორ უნდა გავატარო მითხარით. მოკლედ გადავიხადე არარეზიდენტის საშემოსავლო სატრანსპორტო მომსახურებაზე, მაგრამ საინვოისო თანხიდან არ დამიკავებია და დამატებიტ დავარიცხე და ისე გადავრიცხე ბიუჯეტში, რადგან ფირმამ თანხის სრულად დაფარვა მოითხოვა. ახლა როგორ გავატარო ეს ყველაფერი? დამატებით რადგან გადავრიცხე და მას არ დავუკავე თანხიდან ძალიან დიდი დარღვევა იქნება? გატარებები მითხარით რა, ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია, და თანაც დამწყები ვარ და დიდად ნუ გამაკრიტიკებთ. ველი თქვენს რჩევებს |
Posted by: Gianni 27 Apr 2010, 13:07 | ||||||
ამის შემდეგ ან გამოწერილი თანხიდან ამოაკელი ეგ 4%, ან ინვოისი გამოაწერინე 4%ით მეტზე.
ეგ არარეზიდენტის მოგების გადასახადია და სხვა არაკლასიფიცირებულ მოგების გადასახადში გადის. როგორც სხვა საბიუჯეტო გადარიცხვებს ატარებ ესეც ანალოგიურად უნდა გაატარო.უბრალოდ ცალკე გამოყავი რომ იზოლირებულად გქონდეს სახელფასო საშემოსავლოსგან და მოგების გადასახადებიდან,იმიტომ რომ დეკლარაციაში ცალკე იწერება... * * * giorgi33
თუ გადასახადს გადახდის წყაროსთან არ ბეგრავ მაშინ რატომ უნდა წარადგინო ვერ ვხვდები? რაღაც გაუგებრადაა დაწერილი.... |
Posted by: L/F 27 Apr 2010, 14:08 |
მჭირდება გამოცდილი ბუღალტერი შემეხმიანეთ პმ-ში |
Posted by: Gianni 27 Apr 2010, 14:32 | ||
L/F
შავი თუ თეთრი? |
Posted by: L/F 27 Apr 2010, 14:39 | ||||
არა რა შავი.. სულ პიწკინა თეთრი ბუღალტერი დავასაქმებ თავის საქმის კარგი მცოდნე |
Posted by: Gianni 27 Apr 2010, 14:44 | ||
ბუღალტერს კი არა ბუღალტერიას ვგულისხმობდი შავი თუ თეთრი მეთქი |
Posted by: pvm 27 Apr 2010, 15:36 |
მე რატო არავინ არ მიპასუხეთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთთ |
Posted by: pasa 27 Apr 2010, 17:54 |
მეც არ მიპასუხეთ |
Posted by: HiStorian 27 Apr 2010, 18:19 |
კითხვა მაქვს და დამეხმარეთ გთხოვთ ინდ. მეწარმემ ჩააბარა წლიური საშემოსავლო დეკლარაცია 1 აპრილამდე მოგების საავანსოს გადახდა რამდენად უწევს ახლა, მაისამდე. ზოგი რას ამბობს და ზოგი რას... |
Posted by: revaza88var 27 Apr 2010, 18:50 |
historian 17.05.2010 15.07.2010 15.09.2010 15.12.2010 |
Posted by: giorgi33 27 Apr 2010, 19:06 | ||
წესით თუ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა ფიზიკური პირი , არ ეკუთვნის საავნოების გადახდა, მაგრამ რატომღაც ხშირად მაინც არიცხავს საგადასახადო. |
Posted by: Gianni 27 Apr 2010, 20:26 | ||
giorgi33
რატომღაც |
Posted by: pvm 27 Apr 2010, 20:54 |
პასუხს როდის გამცემთთთთთთთთთთთთ თორე მესტიას ნესტოებს ავახევვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვ |
Posted by: Gianni 27 Apr 2010, 22:27 | ||
pvm
მე როგორღა ვიპოვო შენც თუ აღარ გახსოვს? |
Posted by: დეკო 28 Apr 2010, 11:25 | ||
ინდ. მეწარმე მოგების გადასახადს არც იხდის, მხოლოდ საშემოსავლოს გადახდის ვალდებულება აქვს წინა წლის შედეგების მიხედვით. |
Posted by: Anuki 89 28 Apr 2010, 11:31 |
.Gianni სასაქონლო ზედნადების დანომვრა საერთოდ როგორ ხდება? ინსტრუქციაში რაიმე მკაცრის სახის მითითება ვერ აღმოვაჩინე... მოკლედ გამყიდველს აერია და ერთი და იგივე ნომერი ორჯერ დაუწერა, შეიძლება თუ არა რომ ერთ ერთს მივანიჭო ნომერი მაგ #115/1. თუ არ შეიძლება ასეთი რამ და როგორი დანომვრაც გაკვს არჩეული ისე უნდა მიყვეს |
Posted by: Gianni 28 Apr 2010, 11:56 | ||||
Anuki 89
სასაქონლოს დანომვრა მთლიანად შენი ასარჩევია. ანუ არა აქვს მნიშვნელობა თანმიმდევრობას. / გამოყენებაც შეგიძლია უპრობლემოდ. მთავარია ერთიდაიგივე ნომერი არ მეორდებოდეს.... * * * დეკო
ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ ინდ-მეწარმეც ისევე იბეგრება მოგების გადასახადით როგორც ჩვეულებრივი შპს, დაბეგვრის კუთხით არანაირი განსხვავება არ არის.... |
Posted by: admin urologycenter 28 Apr 2010, 12:39 | ||
capuchino
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, ვიცი ქვიკ ბოოკს-ს ვხმარობ ჩემთვის ვაწარმოებ ფინანსურ აღრიცხვას. მე ვეძებ სოფტ- კომპანიას ,ვინც ასეთი სახის მომსახურებაზე სპეციალიზირდება, რომ დაუჯდნენ მოლარეებსა და აუხსნან. + ჰარდვარეც საჭიროა, საკასო აპარატი სპეციალური. ერთი კვირა მაინც დასჭირდება ტრეინინგი. |
Posted by: TT-KK 28 Apr 2010, 13:18 | ||
historian ინდმეწარმე საავანსო გადასახადებს იხდის ჩვეულებრივად ამ გრაფიკით
ოღონდ,თუ წინა წელთან შედარებით შემოსავლები შეუმცირდა 50 პროცენტით,მაშინ განცხადება მიიტანე საგადასახადოში და გაგათავისუფლებენ მიმდინარე გადასახდელებისგან |
Posted by: revaza88var 28 Apr 2010, 13:28 | ||
Gianni
ამის ახსნა თუ შეგიძლია როგორ იბეგრება ინდმეწარმე მოგების გადასახადით და სადაური წესით არ არის განსხვავება |
Posted by: Gianni 28 Apr 2010, 13:36 |
revaza88var წლიური შემოსავლებს დააკლებ კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვებს და რაც დაგრჩება დასაბეგრი ბაზა იმას დაბეგრავ ჩვეულებრივ. * * * მუხლი 170. დაბეგვრის ობიექტი 1.საქართველოს საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. http://mof.ge/1973 |
Posted by: sekreta 28 Apr 2010, 14:05 |
ბუღალტერიაში ვინც ერკვევით და ბიზნესში მომწერეთ რა კითხვა მაქვს დამეხმარეთ |
Posted by: Gianni 28 Apr 2010, 14:07 | ||
sekreta
დაწერე შე კაცო და თუ ვიცით რამეს ვიზავთ |
Posted by: დეკო 28 Apr 2010, 14:08 | ||||
Gianni
მოგების გადასახადს იურიდიული პირები იხდიან ანუ საწარმოები/ორგანიზაციები. რაც შეეხება ი/მეწარმეებს მათ წლიური საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება აქვთ. (კი გამოითვლება ორივე ერთობლივი შემოსავლიდან, მაგრამ სხვადასხვა გადასახადია მაინც,)
მუხლი 219. გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 1. საწარმოები/ორგანიზაციები ან მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%; ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%; გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა – 25%; დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა – 25%. 2. გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მიმდინარე გადასახადებს არ იხდის. 3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მიმდინარე გადასახდელების გადახდის სავადომდე 5 კალენდარული დღით ადრე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთანავე, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში. (17.07.2009. N1527) 31. თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელები გადაიხადოს წინა საგადასახადო წლის დასაბეგრი შემოსავლიდან (მოგებიდან) მიმდინარე წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადაანგარიშებული თანხებიდან. (26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) 4. მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში. 5. მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. (26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) |
Posted by: Gianni 28 Apr 2010, 14:17 | ||
დეკო
გადასახადის გადმახდელიო,ანუ ყველა ვინც გადასახადის გადამხდელად არის რეგისტრირებულიიიიიიიიიიი |
Posted by: დეკო 28 Apr 2010, 14:20 | ||
Gianni
მოგების დეკლარაციას ხომ ავსებს საწარმო/ორგანიზაცია - კიიიიი. ინდმეწარმე - ?! |
Posted by: Gianni 28 Apr 2010, 14:24 | ||
დეკო
|
Posted by: დეკო 28 Apr 2010, 14:26 | ||
Gianni
მუხლი 169. გადასახადის გადამხდელი 1. მოგების გადასახადის გადამხდელია: ა) საქართველოს საწარმო ; ბ) უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. 2. ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 206-ე მუხლის გათვალისწინებით. (17.07.2009. N1527) 3. თუ უცხოური პირი არ არის ფიზიკური პირი, ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას ამ კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით, იგი იბეგრება, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.(17.07.2009. N1527) აქ რომელს მიეკუთვნება ი/მეწარმე ?! |
Posted by: Gianni 28 Apr 2010, 14:33 |
რა გინდა თქვა ეხლა რომ ინდ მეწარმემ წლის განმავლობაში 100000 მოგება რომ ნახოს არ დაუბეგრავენ? სახელს რა მნიშვნელობა აქვს მთავარია საიდან დაუთვლიან |
Posted by: დეკო 28 Apr 2010, 14:35 | ||||
Gianni
დაუბეგრავენ არა მოგებას (არამედ დასაბეგრ შემოსავალს), თან საშემოსავლო გადასახადით და არა მოგების გადასახადით.
მაგაზე ვსაუბრობდი ზემო პოსტებშიც, იდეაში ორივე ანალოგიური გადასახადია და ითვლება ერთობლივი შემოსავლიდან, მაგრამ სახელები სხვადასხვა ჰქვიათ - ერთი მოგების გადასახადია (საწარმოებისთვის) და მეორე-საშემოსავლო (წლიური) ი/მეწარმეებისთვის. |
Posted by: Gianni 28 Apr 2010, 14:36 | ||
დეკო
შემოსავალსაც გააჩნია ან 12% იქნება ან 20%..... |
Posted by: დეკო 28 Apr 2010, 14:40 | ||
Gianni
ეგ დალშე სტანდარტულად მიდის. |
Posted by: revaza88var 28 Apr 2010, 15:00 | ||
აქ რომ ის გეგულისხმა შენ რასაც იძახი მაინც არ ხარ მართალი, მარტივი მაგალითი იურიდიულმა პირმა მიიღო შემოსავალი 1000 ლარი 1000 X 15%=150 ლარი + 850 X 5% =42.5 ჯამში 192.5 ლარი ინდ. მეწარმე მიიღო შემოსავალი 1000 ლარი 1000 X 20% =200 ლარი ჯამში 200 ლარი აბა ეხლა გისმენ როგორ იბეგრება ინდმეწარმე როგორც შპს |
Posted by: Kalenike 28 Apr 2010, 15:49 | ||
Gianni
ხო რა .. ან 4% ან 10% ან 5% ან ... 5% ერთადერთში გეთანხმები რომ ფიზ პირის წლიური საშემოსავლო და იურ. პირის მოგების გადასახადები ერთი ხასიათისაა, დანარჩენში |
Posted by: giorgi33 28 Apr 2010, 16:57 |
არარეზიდენტმა პრაქტიკა რომ გაიაროს საქართველოს საწარმოში უხელფასო, საწარმოს რამე ვალდებულება წარმოეშვება საგადასახადო კუთხით? საერთოდაც თუნდაც არარეზიდენტი არ იყოს როგორი ახსნა აქვს ამ ფენომენს , საწარმო უწევს მომსახურებას , თუ პრაკტიკანტი საწარმოს , თუ არცერთი? შრომის კოდექსში არის რამე ამდაგვარი? |
Posted by: Leoner 28 Apr 2010, 18:17 |
Gianni გაიხარე ------------------------------------------------- |
Posted by: The DoctoR 28 Apr 2010, 21:17 |
giorgi33 ამ შემთხვევაში არცერთი. შრომის კოდექსი საერთოდ დეგენერატობა გვაქვს. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსს - აქ არსად არ არის მითითებული "პრაქტიკანტი", "ტრენინგი" და ა.შ. ანუ არაფერიც არ ხდება ამ დროს, გარდა 1 შემთხვევისა - როდესაც საწარმო თავის თანამშრომელს აგზავნის პრაქტიკაზე და ეს პრაქტიკა არ მოიცავს იმ ტექნოლოგიის თუ სფეროს შესწავლას, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ამ საწარმოსთან. ანუ თანამშრომელს ასწავლის რაც თანამშრომელს უნდა იმას ამ შემთხვევაში ეს სწავლება შედის ამ პირის ერთობლივ შემოსავლში და იბეგრება ჩვეულებრივ 20%-ით. |
Posted by: karateka 28 Apr 2010, 21:25 |
ბუღალტრებო და ბუღალტერიაში გარკვეულო ხალხნო თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ დღეს ერთ ერთ მაღაზიაში ვიყიდე ნივთი პლასტიკური ბარათით და პლასტიკური ბარათი არის ჩემი საკუთრება და კომპანიაზე ფაქტურა არ გამომიწერეს , მითხრეს რომ თუ მინდოდა ფიზიკურ პირზე გამიმიწერდნენ ვინაიდან პლასტიკურით მქონდა ნაყიდი მე მგონია რომ შტერი ბუღალტერი იყო ვიღაც და 077 ზე ვერ ვრეკავ და იქნებ თქვენ ამიხსნათ რატომ არ გამომიწერა ფაქტურა ? მისთვის რა მნიშვნელობა ქონდა მე ქეშად ვიყიდიდი თუ პლასტიკურით? მე რომ ქეშად გადამეხადა ეგეც ხო კომპანიიდან გადარიცხვა არ იყო და რატო მიწერდა ამ შემთხვევაში? და თუ მართლა დარღვევაა და არ უნდა გამოეწერა მაშინ იქნებ მითხრათ რატომ? და რა პრობლემა შეექმნებოდა მაგ მაღაზიას მე რომ პლასტიკური ბარათით ვიყიდე და კომპანიაზე ანგარიშფაქტურა გამოეწერათ დღგ ს ჩათვლით? |
Posted by: The DoctoR 28 Apr 2010, 21:49 |
გამოწერით უნდა გამოეწერა ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებას აზრი არ აქვს არ შემთხვევაში. მაგრამ ვერ გავიგე შენთვის რატომ უნდა გამოეწერა? შენ ხომ ფიზიკური პირი ხარ და ფაქტურა რად გინდა? |
Posted by: karateka 28 Apr 2010, 21:57 | ||
არა ფიზიკური პირი არ ვარ შპს მაქვს პატარა და ხარჯში გავატარებდი , უბრალოდ ფული არ მქონდა ქეშად და პლასტიკურით ვიყიდე და არ გამომიწერეს ანუ დაარღვია კანონი ხომ? |
Posted by: The DoctoR 28 Apr 2010, 22:04 | ||
შენ თუ შენი საბანკო ანგარიშიდან განახორციელე ტრანზაქცია, მაშინ მინდა გითხრა რომ ის თანხა "დაკარგე" ა/ფ შენს საწარმოზე გამოიწერებოდი იმ შემთხვევაში, თუ: 1) ოპერაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით და 2) თუ თანხა გადახდილია საწარმოს ანგარიშიდან. არცერთ პირობას შენი სიტუაცია არ აკმაყოფილებს შენ რომ ნაღდი ფულით გეყიდა საქონელი/მომსახურება, მაშინ ხარჯში გაუშვებდი, მაგრამ ახლა ხარჯად ვერ აღიარებ * * *
მეტ ინვოისს კი გამოაწერინებ, თუ გინდა 27% მეტი თანხითაც, მარა საბაჟო კონტროლი რომ სხვა ინვოისმა გაიარა ეს პრობლემა არ იქნება? მგონი იქნება და თან საკმაოდ მკაცრად ეკიდება საბაჟო კონტროლს ჩვენი მეგობარი შემოსავლების სამსახური Anuki 89 გამოსავალი ის იქნება, თანხის უკან დაბრუნება მოთხოვო, ანუ იმისი, რაც წესით უნდა დაგეკავებინა. ან თუ იმ ფირმასთან თანამშრომლობა გაკავშირებს ეს ზედმეტად მიცემული თანხა გადახდილ ავანში გადაიტანე და შემდეგ დაუქვითავ. |
Posted by: karateka 28 Apr 2010, 23:32 | ||
მაინც არავინ მიპასუხა............................................................. თუ ვინმე მიპასუხებს გთხოვთ მიპასუხოთ თუ რატომ არ შეიძლება როდესაც პლასტიკური ბარათით ვყიდულობ შპს ზე გამომიწერონ ანგარიშ ფაქტურა , ის პლასტიკური ჩემია და ქეშად გადავიხდი თუ პლასტიკურით რა მნიშვნელობა აქვს მაგას |
Posted by: datdob 28 Apr 2010, 23:33 | ||||
karateka
რა მნიშვნელობა ააქვს, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოეწერა. სავარძელში ხომ არიყო ეგ? The DoctoR
იქნებ იმ ორგანიზაციას საერთოდ არ ქონდა ნაღდი ფული სალაროში და მისმა მეპატონემ, დირექტორმა თუ ვიღაც სხვა ადამიანმა საკუთარი სახსრებით გადაიხადა შეძენილი საქონლის ღირებულება, არ შეიძლება? პლასტიკური იქნება ეგ თუ ჯიბეში მედება ფული განსხვავებას ვწერ ვხედავ. |
Posted by: The DoctoR 28 Apr 2010, 23:41 |
datdob ანგარიშვალდებულ პირს თანხა მიეცემა მხოლოდ სალაროდან. თუ საწარმო/ორგანიზაციას სალარო არ გააჩნია ან არ არის საკმარისი ფულადი სახსრები გარკვეულ მომენტში, მაშინ ანგარიშვალდებული პირი ვერაფერს ვერ შეიძენს, რადგანაც საბანკო ანგარიშიდან თანხის გაცემა ანგარიშქვეშ არ შეიძლება. სხვა შემთხვევა კიდევ ასეთ ვითარებაში არ არსებობს. 1 გამოსავალი ის არის, რომ ახლა ზოგიერთ ბანკს აქვს პლასტიკური ბარათები, რომელიც საწარმოს ანგარიშზეა მიბმული. ამ შემთხვევაში შეიძლება ზემოთ აღნიშნულ ოპერაციის განხორციელებისას ა/ფ მოთხოვნა. მერწმუნეთ არაერთი აუდიტორიული შემოწმება ჩამიტარებია და ასეა ეგ |
Posted by: datdob 28 Apr 2010, 23:51 | ||
The DoctoR
მერწმუნე, ბევრ ორგანიზაციას სალარო საერთოდ არ გააჩნია და საქვეანგარიშოდ თანხებს რიცხავს დაქირავებულის საბანკო ანგარიშზე. რა მნიშვნელობა ააქვს საქვეანგარიშოდ თანხას ბანკიდან გასცემ თუ სალაროდან, ლოგიკას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ფულის არ ქონის შემთხვევას ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ აქ, არ ქონდა დღეს ფული, ასესხა (ათხოვა) ერთი დღით, ორი დღით და დაუბრუნებს უკან. (3160- ვალდებულებები საწარმოს პერსონალის მიმართ.) "აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ მძალმის" მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა კირასაც იწვევს გეცოდინება. |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 00:06 | ||
ეს არის დანაშაული, რომელსაც რევიზია მაშინვე ამოაგდებს. იმას, ვისაც სალარო არ გააჩნია, ხელშეკრულებით ყიდულობს საქონელს და ვალდებულებას ფარავს გადარიცხვით და არა ანგარიშვალდებული პირის მიერ საკუთარი ანგარიშით ფიზიკურ პირს გადაურიცხო თანხა და საფუძველში დაწერო "ვალდებულების დაფარვა" ან " ანგარიშქვეშ" ვგონებ არ შეიძლება თუ ვცდები იქნებ დამისაბუთოთ და მადლობელი დავრჩები. გარდა ამისა, როგორ წარმოგიდგენია სიტუაცია, როცა ფულს იხდის პიროვნება და ითხოვს საწარმოს სახელზე ა/ფაქტურის გამოწერას? შეხედე ამას გამყიდველის თვალით... მოდის რევიზია გამყიდველის ორგანიზაციაში და ნახულობს რომ საბანკო ამონაწერის მიხედვით თანხა შემოსულია X პიროვნებიდან და დოკუმენტი გაწერილია Y ფირმაზე? ნორმალურია ეს? |
Posted by: TT-KK 29 Apr 2010, 00:15 |
The DoctoR თქვენი პოზიცია სწორია |
Posted by: datdob 29 Apr 2010, 00:19 | ||||
The DoctoR
შენ დაასაბუთე რა ნორმის საფუძველზე არის ეს დანაშაული, სადმე წერია რომ არ შეიძლება? დოკუმენტი მიუთითე.
შენს ორგანიზაციაში მოვიდა ფიზიკური პირი, ყიდულობს რაღაცას, იხდის ნაღდს, ითხოვს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, რას აკეთებ? არ უწერ? ნაღდი ფულის გადასახდელად მყიდველი ორგანიზაციას ვერ "მოიტანს", უნდა მოვიდეს ფიზიკური პირი ხო? ეხლა ეს ფიზიკური პირი საქონლის ღირებულებას გადაიხდის ნაღდი ფულით თუ ელექტრონული ფულით, განსხვავება? |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 00:36 |
განსხვავება ის არის, რომ საბანკო ტრანზაქციისას ჩანს მყიდველი (ჩვენ შემთხვევაში ფიზიკური პირი X) ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებისას კონკრეტულად არავინ (ხელწერა არის მხოლოდ დოკუმენტზე). გარდა ამისა, ვიღაცამ ხომ უნდა შეისყიდოს რაღაც და ის რომ ორგანიზაციას ვერ "მიიტანს" გამყიდველთან მგონი ნათელია. შესაბამისად საბუთის გამოწერა არანაირ დანაშაულებრივ რისკთან არ არის დაკავშირებული როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის პოზიციიდან. აქ ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ანგარიშვალდებული პირის "დაფინანსება" საბანკო ანგარიშიდან არ ხდება. ეს კანონქვემდებარე აქტის საფუძველზეა დადგენილი, მაგრამ არ მახსოვს ნამდვილად კონკრეტულად რომლით. იგივე ანგარიშთა გეგმა, სადაც "3160 - ვალდებულება პერსონალის მიმართ" ანგარიში არის, არანაირ კავშირში არ არის ანგარიშსწორების ფორმასთან. რადგანაც ამ ანგარიშზე აისახება ყველანაირი ვალდებულება და მისი დაფარვაც სხვადასხვა გზით ხდება. |
Posted by: datdob 29 Apr 2010, 00:54 |
The DoctoR მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, ხვალ შემოვლენ აქ ხალხი და თავის აზრს დააფიქსირებენ იმედია. მაგალითად თიბისი ბანკის ამონაწერში არ ფიქსირდება სახელი და გვარი ვინ გადაიხადა თანხა, მხოლოდ ანგარიშის ნომრები. მოთხოვნის საფუძველზე კი არის შესაძლებელი ვინაობის გაგება მაგრამ ......... აი აქ ავტვირთე საბუთი რის საფუძველზეც ჩამომეჭრა თანხა საბანკო ანგარიშიდან http://upload.ge/download.php?id=7B13057C8 |
Posted by: karateka 29 Apr 2010, 01:06 |
უფრო დეტალურად ავხსნი მივედი მაღაზიაში სადაც მომეწონა რაღაც ნივთი ჩემი შპს სათვის , ვანხე ჯიბეში საკმარისი თანხა არ მქონდა და პლასტიკური ბარათი მქონდა ამერიკან ექსპრესი ანუ ამექსი , ჰოდა ავდექი და ვიყიდე ამექსით და მმოვითხივე ფაქტურა და ბუღალტერი მეუბნება რომ შემიძლია ფაქტურა მხოლოდ ფიზიკურ პირზე მოგცეო მაგრამ ფიზიკურ პირზე ფაქტურა რად გინდაო შპს ზე ვერ მოგცემო იმიტო რომ შენ პლასტიკურით ანუ პირადი საბანკო ანგარიშით გადაიხადეო და მე 2 ჯერ გაყიდვა გამომდისო არ შეეძლო რომ იმ ფაქტურაზე ჩემი გდახდილი ჩეკი მიეკრა ზედ? ან რა პრობლემა იმ მაღაზიისათვის და რა მნიშვნელობა აქვს ფულს ჯიბიდან ამოვიღებ და ისე მივცემ თუ ბანკიდან? და იმ მაღაზიას რა პრობლემა შეიძლება რომ შეექმნას ასეთ შემთხვევაში თუ იმ ანგარიშფაქტურას იმ ჩეკს მიაკრავს ხო დაამტკიცებს რომ X დან რომ ჩაერიცხა თანხა ისევ X ს მიცა ფაქტურა და არა Y???? |
Posted by: TT-KK 29 Apr 2010, 01:25 |
karateka The DoctoR-მა კარგად აგიხსნათ,დაუჯერეთ |
Posted by: giorgi33 29 Apr 2010, 10:45 |
მე ვუწერ ასეთ შემთხვევაში ფაქტურას, თუნდაც იმ მოტივით რომ თანამშრომელმა იყიდა საწარმოსთვის საკუთარი სახსრებით ნივთი, რომელსაც საწარმო შემდგომში მას აუნაზღაურებს ( დროებით ასესხა ფული). |
Posted by: Anuki 89 29 Apr 2010, 11:00 |
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უიმედო ვალის ჩამოწერა პირდაპირ შეიძლება? თუ დამატებით რაიმე საბუთი მჭირდება ამაზე. |
Posted by: giorgi33 29 Apr 2010, 11:07 | ||
მართლაც არის რევიზორების ასეთი მოთხოვნა რომ ყველაფერი სალაროზე გადიოდეს , რის საფუძველზე ვერსად მოვიძიე.მაგრამ როცა გაუქმებულია დებულება სალაროს მეურნეობის შესახებ. შეიძლება ეგ კანონქვემდებარე აქტიც გაუქმებულია. |
Posted by: 365 29 Apr 2010, 11:41 |
გთხოვთ მიპასუხოთ... საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი მქონდა, რომელსაც ვადა გაუვიდა 2008 წლის 10 ოქტომბერს, ასე მიტხრეს 18 ლარია გადასახადი რომ დაიხუროსო. ყოველ თვე 1 გეწერებოდაო, ნუ ეს ჩემი დანაშაულია აქამდე რომ მივიყვანე, ბანკშიც არაფერი მითხრეს ამის შესახებ, მაგრამ მაინტერესებს რომ არ დავხურო და არ გადავიხადო ეს თანხა რომელიც ამჟამადა არანაირად არ მაქვს, რამე საურავი დამეკისრება დამატებით თუ რა შეიძლება მოხდეს? |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 12:00 | ||||
ხანდაზმულობის ვადა და უიმედო ვალის ჩამოწერა სხვადასხვა რაღაცაა და არანაირი კავშირი არ აქვს ერთმანეთთან. შენ შეგიძლია ვალი უიმედოდ 1 წლის მერეც აღიარო და შესაბამისად პერიოდის ხარჯში გაუშვა.
ეგ ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება ასეც იყოს. კარგი მინიშნებაა, გადავხედავ ამ საკითხს აუცილებლად * * * 365 ეს შენი ბრალი არ არის. პრინციპში უნდა გცოდნოდა, მაგრამ ასე აკეთებენ, არ ამბობენ და მერე ვალდებულებად გიღიარებენ ტაო ბანკში იყო ანალოგიური შემთხვევა, ოღონდ საკრედიტო ბარათზე - ვადაგასულ ბარათზე არსებულ დავალიანებას საურავი დაარიცხეს და ამავდროულად ახალი ბარათი მისცეს მეპატრონეს და უთხრეს All OK. 6 თვის მერე აღმოჩნდა რომ ამ პიროვნებას დავალიანება 3ნიშნა რიცხვში ჰქონდა შენ ასე ცუდად არ გაქვს საქმე, მაგრამ არამგონი მაგ 18 ლარის გარეშე ანგარიში დაგიხურონ. |
Posted by: Anuki 89 29 Apr 2010, 12:08 |
The DoctoR ანუ მე მაინტერესებს ერთობლივი შემოსავლიდან თუ შემიძლია რომ გამოვქვითო საგადასახადო კუთხით დამოგება შევამცირო. |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 12:13 |
არ შეგიძლია. ვალდებულების უიმედოდ აღიარება და შემდგომში მისი გამოქვითვა ხდება გარკვეული პირობების დადგომის შემდეგ (იურ. პირის ლიკვადაცია/გაკოტრება, ფიზ.პირის გარდაცვალება...). ეს პირობა შეიძლება დადგეს 1 წელშიც და 7 წელიწადშიც. არანაირი კავშირი ხანდაზმულობასთან მას არ აქვს |
Posted by: T&T9 29 Apr 2010, 12:25 |
მოგესალმებით, იქნებ დამეხმაროთ ი.მ. 2008 წლიდან აქირავებს ფართს, ანგარიშ-ფაქტურებს მოიჯარეს უწერდა ქირის გადახდის შემდეგ, ანუ გასული 5 თვისას რომ გადაუხდიდა, გამოუწერდა 5 თვისას ერთად. ასე აქვს გაკეთებული დღემდე, ამ დროისთვის მოიჯარეს დაგროვილი აქვს დიდი თანხა და არც ანგარიშ-ფაქტურებია გამოწერილი. როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოასწოროს ინდ. მეწარმემ?! |
Posted by: 365 29 Apr 2010, 12:29 | ||
The DoctoR
გაიხარე გამოხმაურებისათვის. ანგარიში არანაირი არ მაქვს, უბრალოდ მაინტერესებს ამ თანხას რომ არ გადავიხადო ახლა საურავები ხომ არ დაეწერება? |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 12:32 |
ი/მ საგადასახადო ა/ფაქტურას როგორ წერდა? დღგ-ს გადამხდელია? საგადასახადო კოდექსით პირს დღგ-ს ჩათვლა შეუძლია ოპერაციის მოხდენიდან 90 დღის განმავლობაში. ანუ მოიჯარე ჩაითვლის მხოლოდ 3 თვის საიჯარო გადასახადიდან დღგ-ს. დანარჩენზე უბრალოდ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტს გამოუწერენ * * * 365 უფრო დეტალური ინფორმაცია რომ გაიგო, კითხე ბანკის ოპერატორს - https://chat.bog.ge/ClientLogin.aspx?Language=geo ეს ონლაინ კონსულტაციაა და გიპასუხებენ ყველა კითხვაზე |
Posted by: T&T9 29 Apr 2010, 12:53 |
კი, ი/მ დღგ-ს გადამხდელია, წესით ხო ყოველი თვის ბოლოს უნდა გამოეწერა ანგარიშ-ფაქტურები მოიჯარე გადაიხდიდა თუ არა იმის მიუხედავად... |
Posted by: Anuki 89 29 Apr 2010, 12:54 |
ეს ვინმემ გამიშიფრეთ რა.... აქ რაიმე ქვე ტექსტები უნდა ამოვიკითხო? საგადასახადო აღრიცხვაში სადმე ვერ მოვემზადები? ან რაიმე მეთოდური მითითებები სად უნდა ვნახო? 1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოქვითოს რეალიზებულ საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები, რომელთა მიხედვით მისაღები შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილი იყო ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში. 2. უიმედო ვალების გამოქვითვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ჩამოწერილია და ასახულია გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშგებაში. |
Posted by: TomWaits 29 Apr 2010, 13:30 |
მოგესალმებით ვთქვათ დივიდენდი დამფუძნებელზე გავეცი 100 ლარი დივიდენდის გადასხადი როგორც დარიცხული უნდა ვიანგარიშო თუ გაცემულის 5 პროცენტი? |
Posted by: brastinto 29 Apr 2010, 13:39 |
დარიცხულიდან იქვითება, ანუ: 100/0,95=105,2631 - ეს დარიცხული დივიდენდი 105,2631-5%=100 ლარი - ესეც ხელზე გასაცემი |
Posted by: pvm 29 Apr 2010, 13:55 | ||
და მე რო დავცერე რატო არ მიპასუხეთ ბატონო ჯანი? |
Posted by: GIGA147 29 Apr 2010, 14:13 |
ხოდა დივიდენდებზე გამახსენდა წლიური მოგებიდან რამდენი პროცენტი უნდა გავცე დივიდენდი და რამდენი უნდა დავტოვო საწარმოში? ეს სადმე განსაზღვრულია? თუ როგორ ხდება? |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 15:22 | ||
GIGA147 როგორც წესი საანგარიშო წლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება აქციონერთა კრების დანიშვნა. აქ გადაწყდება თ როგორ უნდა მოიქცეს ფირმა - გასცეს დივიდენდი თუ მოგება გამოიყენოს რეინვესტირებისთვის. Anuki 89 აქ მგონი ყველაფერი ნათელია. გამოქვითან იმ თანხას რომელიც უიმედო ვალში გადაიტანე. თუ როდის უნდა გადაიტანო, ესეც დავწერე
T&T9 ყოველი თვის ბოლოს გამოწერის აუცილებლობა დგება მაშინ, თუ მიწოდება აქვს უწყვეტი ხასიათი (ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი). ა/ფ გამოწერა ასეთ შემთხვევაში ხდება არაუგვიანეს სააგარიშო თვის ბოლო რიცხვისა. იჯარის შემთხვევაში შიეძლება ფაქტურა არ გამოიწეროს ყოველ თვეში, თუმცა ი/მ დაბეგრავს ამ მიწოდებას საოპერაციო თვეში. |
Posted by: pasa 29 Apr 2010, 17:58 | ||
დივიდენდის გადასახადს როდის იხდის (ვთქვათ თვეში რამდენჯერმე გააქვს) ინდ. მეწარმე და თუ არ დაგეზარებათ მითხარით როგორ აისახება ბუღალტერიში? არ მქონია ამ საკითხთან შეხება. |
Posted by: temozia 29 Apr 2010, 18:09 | ||
ინდ მეწარმე დივიდენდს არ იხდის |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 18:25 |
დარიცხვა აისახება დ-5330 (საანგარიშო პერიოდის მოგება/ზარალი) კ-3420 (დარიცხული დივიდენდები) დარიცხვა ხდება დივიდენდი გამოცხადებისთანავე, მიუხედავად იმისა აქციონერი როდის გაიტანს თანხას. დივიდენდს იხდის მხოლოდ სააქციო საზოგადოება და ეს ხდება წელიწადში ერთხელ თუ კომპანიის დივიდენდური პოლიტიკით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული |
Posted by: giorgi33 29 Apr 2010, 18:33 | ||
The DoctoR კრების ოქმი რომელზეც დივიდენდების დარიცხვა, ნოტარიულად არ მაქვს დამოწმებული. შეიძლება სადაო გახდეს?
ვერ გავიგე რატომ მხოლოდ სააქციო საზოგადოება? |
Posted by: pasa 29 Apr 2010, 19:03 | ||
მე როგორც ვიცი ჩემი მეგობარი ინდ/მეწარმედან დივიდენდის გაცემას აკეთებს შემდეგნაირად: დ- 5150 კ- 1110 და არასწორია? |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 21:44 |
pasa დ-5150 კ-1110 ეს არ შეიძლება საერთოდ. 5150 არის "საწესდებო კაპიტალი შპს-ში". მისი შემცირება ხდება მხოლოდ პარტნიორის მიერ წილის გატანის დროს. შენი მეგობარი ი/მ არ იქნება რადგან მას საერთოდ არ ექნება 5150 ანგარიში. giorgi33 კრების ოქმში დივიდენდების დარიცხვა არ ჩანს. კრების ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია კრების მიმდინარეობა, დღის წესრიგი და ა.შ. კრების ოქმს ავსებს მდივანი და ამოწმებს ნოტარიუსი. რაც შეეხება დივიდენდის დარიცხვას ეს მხოლოდ ბუღალტერიაში ჩანს. |
Posted by: pasa 29 Apr 2010, 21:57 | ||
კარგი მადლობააა გავარკვვ უფრო ზუსტად როგორ არის |
Posted by: TT-KK 29 Apr 2010, 23:31 | ||
ეს პირველად გავიგე და სავალდებულოა? როდიდან? |
Posted by: The DoctoR 29 Apr 2010, 23:39 |
TT-KK წყარო - "საქართველოს სამეწარმეო კოდექსი" თავი IV - სააქციო საზოგადოება; მუხლი 54 - საერთო კრება |
Posted by: TT-KK 30 Apr 2010, 00:43 |
The DoctoR მადლობა,მაგრამ შპს-ს შემთხვევაშიც უნდა ნოტარიუსი? |
Posted by: The DoctoR 30 Apr 2010, 09:44 |
TT-KK შპს-ს შემთხვევაშიც იგივეა. ნოტარიუსმა უნდა დაამოწმოს |
Posted by: giorgi33 30 Apr 2010, 10:28 | ||||
მგონი ესეც უბრალოდ საგადასახადო სამსახურის მოთხოვნაა თორემ მეწარმეთა შესახებ კანონში აღარ არის ამის მოძთხოვნა. თუ მე მეშლება იქნებ წყარო მიუთითო.
აღიარება უნდა დამეწერა, რის საფუძველძეც ხდება დარიცხვა. |
Posted by: The DoctoR 30 Apr 2010, 10:36 | ||
giorgi33
ბოლო რედაქციაში არის. ნახე მეწარმეთა კანონი. შპს-ს პარტნიორთა კრების შესახებ მუხში იქნება. |
Posted by: pasa 30 Apr 2010, 11:23 |
გამარჯობათ! საწვავთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში დამეხმარეთ რა ვინც გამოცდილები ხართ.... ანუ საწვავი გვაქვს ტალონებით. მაგრამ როგორ ვარეგულირო თუ რომელი მანქანა რეალურად რამდენ კილომეტრს გადის და ხარჯავს. რაიმე ექსელის ფორმა ხომ არ გექნებათ სადაც ამ ინფორმაციის მოთავსებას შევძლებ და დამეხმარება ყველაფერი ნათლად დავინახო. გთხოვთ გამოცდილებმა დამეხმაროთ და თუ რამე ფორმები გაქვთ რომელსაც პრაქტიკაში იყენებთ ამიტვირთეთ. |
Posted by: T&T9 30 Apr 2010, 11:27 | ||
მადლობა პასუხისთვის, გაიხარე |
Posted by: The DoctoR 30 Apr 2010, 11:47 |
pasa http://files.ge/file/483783/reestri-xls.html მოკლედ ამ საქმეში რაიმე ნორმატიული დოკუმენტი არაა. ზოგი 20 წლის წინანდელ ტაბელს იყენებს, ზოგი მისით ქმნის excel ფაილს და ა.შ. მთავარი სწორად ჩამოწერო საწვავი. ამისთვის უნდა იცოდე მანქანი ძრავი რამდენს წვავს 100 კმ-ზე, რამდენი კმ გაიარა და შესაბამისად რამდენი ბენზინი ეკუთვნოდა. ეს ფაილი ჩამოწერე, ამას ვიყენებ მე. თუმცა დახვეწა შეიძლება. შეზღუდული არ ხარ ამ მხრივ |
Posted by: TT-KK 30 Apr 2010, 12:48 | ||
The DoctoR
გასაგებია,დიდი მადლობა,მე წინა გამოცემაში ვეძებდი pasa გავლილი კილომეტრები დილა-საღამოს სპიდომეტრის საშუალებით უნდა შეამოწმო |
Posted by: ketato617 30 Apr 2010, 13:31 |
The DoctoR თუ მხოლოდ თბილისში მოძრაობს მხოლოდ თბილისი იწერება? თუ უნდა ჩამოწეროს რომელ ობიექტებზე მივიდა? გამარტივებული სას.ზედნადები რა დროს უნდა დაიწეროს? |
Posted by: tatiana123 30 Apr 2010, 13:53 | ||
რახან საწვავზე ჩამოვარდა ლაპარაკი კითვას დავამატებ თუ შემიძლია საწვავის თუნდაც მინიმალური რაოდენობა (20-40 ლიტრი თვეში) გავცე ავტომანქანაზე, რომელიც არის თანამშრომლის კერძო საკუთრება და იჯარა არა მაქვს გაფორმებული? ცალკე იჯარაზე არ მინდა ხარჯები გავწიო. |
Posted by: TT-KK 30 Apr 2010, 14:14 |
ketato617 შენს მიერ შექმნილ ე.წ. "საგზურში" ჩაწერ სად გაიგზავნა,მაგრამ კილომეტრებს იწერ სპიდომეტრის მიხედვით,კილომეტრების მიხედვით ჩამოწერ იმდენ საწავავს რამდენიც ჭირდება ამ მანძილის გავლას tatiana123 ავტომობილი უნდა იყოს ფირმის სახელზე გაფორმებული,თუ არა მძღოლთან იჯარა საჭიროა. |
Posted by: zandrukela 30 Apr 2010, 14:30 |
ბუღალტერია ხალხის მტერია http://smajliki.ru/smilie-876451815.html ეს ისე განწყობისთვის |
Posted by: The DoctoR 30 Apr 2010, 14:58 | ||
არაა საჭირო. თუ თანამშრომელია მასზე მიცემული საწვავი ჩაითვლება მის ერთობლის შემოსავალში და დაუბეგრავ. |
Posted by: Kalenike 30 Apr 2010, 16:07 | ||
tatiana123
მაგ შემთხვევაში დაბეგრე დღგ-თი და საშემოსავლოთი და ეგაა რა |
Posted by: giorgi33 30 Apr 2010, 18:21 |
დისტრიბუტორს რომელიც ინდმეწარმეა, რადგან ის დღგს გადამხდელი არ არის და ზოგი მაღაზია არ იღებს დღგ ს ფაქტურის გარეშე საოქნელს, ასეთი რაღაც არომ გავაკეთო, გარდა იმისა რა საქონელსაც ეს დისტრიბუტორი ინდ მეწარმე ყიდულობს ჩემგან შემდგომში გასაყიდად ჩემი საქონელიც რომ გავატანო , რომელსაც ჩემი სახელით მიაწვდის ასეთ მაღაზებს. ეს ყველაფერი ხელშეკრულების საფუძველძე იქნება. სადაო ხომ არ გახდება თუ გააჩერებს საგადასახადო მანქანას ,ტიპს თავისი ნაყიდი და დიტრიბუციის წესით გასაყიდი ერთნაირი საქონელი რომ ექნება მანქანაში, იქნებ ვინმემ უკეთესი იდეა მომაწოდოთ. |
Posted by: Gianni 30 Apr 2010, 18:32 | ||||
giorgi33
მე ეგრე ვაკეთებდი სულ. სხვა გზა არაა. იტოგში დისტრიბუტორი ინდმეწარმეცაა (თავისი საქონელი დააქვს) და შენზეც მუშაობს როგორც თანამშრომელი.მაღაზიაზე გამოწერ დღგ-ს და ეს წაუცუხცუხებს. * * * Kalenike
2ივე საჭიროა? ჩემი აზრით ან რეალიზაციად აღიაროს (დღგს მიზნებისთვის) ან შემოსავლად უღიაროს თანამშრომელს და მარტო საშემოსავლოთი დაბეგროს... რავი ესე მგონია ამ ეტაპზე მე |
Posted by: pasa 30 Apr 2010, 20:43 |
მადლობთ გამოხმაურებისა და დახმარებისათვის |
Posted by: დეკო 30 Apr 2010, 20:54 | ||
ორივეთია დაბეგვრა საჭირო: 1. დღგ - თი უნდა დაიბეგროს - იმიტომ რეალიზებულ პროდუქციაზე ვალდებული ხარ როგორც დღგ-ს გადამხდელი დღგ დაარიცხო და ისე გაყიდო; 2. საშემოსავლოთი მამენტ უკვე გასაგებია რატომაც, უბეგრავ ფ/პირს როგორც შემოსავალს და უბეგრავ გადახდის წყაროსთან, როგორც არარეგისტრირებულს. |
Posted by: pasa 30 Apr 2010, 21:10 | ||
აბა თუ არ დაგეზარება დღგ-თი დაბეგვრის მომენტი გაშალე....
და ეს ორივე ბუღალტრული გატარებებით როგორ მოხდება? |
Posted by: giorgi33 1 May 2010, 12:35 |
Gianni დისტრიბუციასთან შეხება გქონია და მაღაზიიდან საქონლის უკან მობრუნებებიც გექნებოდა? ამ პრობლემას როგორ აგვარებდი?. თუ შენს დროს არ იყო ასე მკაცრად. როგორია ყველა საქონლის მობრუნებაზე მაღაზიამ ზედნადები გამოგიწეროს თან როცა საქმე პურს ეხება .რომც გამოწეროს დღგ ს მხრივ საკმაო ზარალი გამოდის თვის ჭრილში. საგადასახადოს თანამშრომლები ვინც შემოწმებას ატარებენ დიტრიბუტორების ასეთ რჩევას იძლევიან, რომ უკან დაბრუნებული საქონელიც იმავე ზედნადებში აისახოს რომელითაც მიწოდება ხდება, . ასეთი რამე კი ინსტრუქციაში არ წერია , მოდი და ენდე. |
Posted by: datosia 1 May 2010, 13:12 | ||
giorgi33 მაგ პრობლემის წინაშე მეც ვდგევარ, პურის და ფუნთუშეულის საცხობში რომელიც დისტრიბუციასაც ახორციელებს ხშირია უკან დაბრუნებები, დილით რომ შეუტანს მეორე დღეს ძველი პურების და ბულკების ნაწილი გამოაქვს უკან, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?. დღგ-ს გადამდელები ვართ. თვის განმავლობაში დავწერეთ 20 ზედნადები მაღაზიაზე, შემდეგ თვის ბოლოს 1 ფაქტურაა გამოსაწერი ამ ზედნადებებზე, ამავე დროს გამოწერილი ზედნადებებიდან რაღაც რაოდენობები ბრუნდება, თვის ბოლოს ფაქტურა უნდა დაიწოროს მთლიან შეტანებზე და ამავე დროს მაკორექტირებელიც თვის ბოლოს მივაყოლოთ დაბრუნებებზე, თუ მხოლოდ რეალიზებულ პროდუქციაზე დავწეროთ ფაქტურა? (ამ შემთხვევვაში ფაქურის დანართში რომელ ზედნადებებს ვწერთ? გაწერილს მარტო თუ უკან დაბრუნებისას? თუ ???)
კოკაკოლას მუშაობს მასეთი სისტემით, თავიდან თუ შეუტანს 24 ბოთლს ღირებულებით 15 ლარად, მეორე დღეს რო მიდის და დაუშვად უბრუნებენ 10 ცარიელ ბოთლს ღირებულებით 3 ლარი. უკვე მეორე შეტანაზე ზებნადების დასაყწისში წერს 24 ბოთლი 15 ლარი ხოლო ქვევით დაბრუნებულუ ბოთლი -3 ლარი და ზედნადების ჯამი გამოდის 24-3=21 ლარი |
Posted by: pvm 1 May 2010, 13:38 | ||
მეგობარო არასწორიააააააა დივიდენდი ---------- 7,5% (12,00 GEL) ვოტტტტტტტტტტ |
Posted by: Kalenike 1 May 2010, 14:35 | ||
Gianni
კი, საჭიროა, ითვლება საქონლის მიწოდებად |
Posted by: giorgi33 1 May 2010, 14:37 | ||
როცა დიდი ქსელია , ფიზიკურად მოუხერხებლია დაწერო 400 ანგარიშფაქტურა და მერე დააკორექტირო. მე მხოლოდ რეალიზებულზე ვწერ ფაქტურას, რომელსაც თან ვურთავ ყველა ზედნადებს რელიზებულისაც და დაბრუნებულისაც, ან დანართს იგივე ინფორმაციით. კოდექსით და ინსტრუქციებით ზუსტი მითითებები არ არსებობს ასეთ შემთხვევებზე ამიტომ ბევრი დეტალი შეიძლება სადაო გახდეს, საგადასახადოს მხრიდან უნდა გამარტივდეს ეს ყველაფერი ისე რომ ტექნიკურად უფო მოსახერხებელი იყოს. |
Posted by: Kalenike 1 May 2010, 14:44 | ||
pvm
ეს ახალი განაკვეთია დივიდენდის? |
Posted by: Veteran Gamer 1 May 2010, 16:52 |
გაუმარჯოს ყველას, ვარ ინდ მეწარმე, მაქვს კომპიუტერული სერვის-ცენტრი(კომპიუტერების სახელოსნო ასე ვთქვათ), საჭირო ნაწილებს ვყიდულობ კომპიუტერული მაღაზიებიდან სასაქონლო ზედნადებით(ისე არ მაძლევენ სადილერო ფასში , და რა მაინტერესებს ეს ჩემს მიერ ნაყიდი საქონელი ფიქსირდება ალბათ ხო საგადასახადოში? და რამე პრობლემას ხომ არ შემიქმნის? დიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: Kalenike 1 May 2010, 17:00 | ||
Veteran Gamer
რამდენი ქსელის კარტა გაქვს ნაყიდი მაგას არავინ თვლის |
Posted by: Veteran Gamer 1 May 2010, 17:15 | ||||
ესეიგი პრობლემა არ შემექმნება ხო? არა ოპერატიულებიც ამიღია, ვიდეოკარტაც, კვების ბლოკიც |
Posted by: Kalenike 1 May 2010, 17:55 | ||
Veteran Gamer
მე არ ვარ ნამუშევარი საგადასახადოში და არ ვიცი მათი შემოწმების მეთოდების არაფერი, ისე რომ კაცმა არ იცის რას და როგორ ამოწმებენ, უბრალოდ ასე დაწვრილებით, ვიდეო კარტა, ოპერატიული და რამე არა მგონია ამოწმებდნენ. თუმცა ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გასვლითი გეგმიური ან კამერალური დამიჯერე, ძალიან დაწვრილებით შეისწავლის ყველაფერს |
Posted by: pasa 1 May 2010, 18:41 | ||
ამ მომენტს ვერავინ გაშლის? |
Posted by: The DoctoR 1 May 2010, 19:38 | ||
ახალი განაკვეთი არის 5%. 7,5% პროცენტის საშემოსავლო იყო 2010 წლის 1 იანვრამდე. ახლა ისიც 5%-ია |
Posted by: pvm 1 May 2010, 23:26 |
Kalenike კიიიიიიიიიიიიიიი სულ ახალია |
Posted by: Gianni 2 May 2010, 12:14 | ||||
giorgi33
რა ხდება იცი? ძაან საჩოთირო საკითხია.დაახლოებით 1 წლის წინ ასეთ რამეს ვაკეთებდი.თუ მაღაზია მიბრუნებდა საქონელს ვთქვათ 1 თვის წინ გაყიდულს,მაშინ მიწოდების ზედნადებს ვნახულობდი და ვცვლიდი ,შესაბამისად ვაკორექტირებდი მიმდინარე თვის დღგ დეკლარაციასაც,მარა ეს არასწორი იყო (ქონდა გარკვული მიზნები) სწორი ფორმა არის შემდეგი: დაბრუნებულ საქონელზე მაღაზიამ უნდა გამოგიწეროს ზედნადები,მიუთითოს დაბრუნება და თუ დღგ-ს ფაქტურა გამოწერილი გაქ უნდა დააკორექტირო ფაქტურით.სხვა შემთხვევაში საბაბს მისცემ შემმოწმებლებს რამე რომ იყოს. დეკო
რატომ ვერ გავიგე. მაღაზიაში რამეს რომ ვყიდულობ,მაღაზია რეალიზაციას ბეგრავს ხომ დღგ-თი,მარა ჩემს შესყიდულ საქონელს რატომ დამიბეგრავს ვერ გავიგე? თუ რეალიზაციააა მარტო დღგ-თი იბეგრება თუ შემოსავალს ნახულობს ფ/პ, არარეგისტრირებული გადმხდელად,მაშინ წყაროსთან დაბეგრავ 20%-ით. არაა ესე? |
Posted by: The DoctoR 2 May 2010, 12:29 | ||
Gianni
მე ვფიქრობ აქ ორი მხარეა - საწარმო, რომელიც საწავის რეალიზაციას აკეთებს და ამავე საწარმოს თანამშრომელი, რომლის საგადასახადო აგენტი ისევ ეს საწარმო გამოდის. |
Posted by: Gianni 2 May 2010, 12:39 | ||
The DoctoR
ხო რავიცი |
Posted by: დეკო 2 May 2010, 15:23 | ||||
Gianni
მუხლი 174. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები 1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, დაქირავებულის მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული ოდენობით მიღებული სარგებლისათვის, გადახდილი თანხის გამოკლებით, მათ შორის: ა) ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად მიღებისას – შესაბამისი საგადასახადო წლის დასაწყისისათვის ამ ავტომობილის საბალანსო ღირებულების 0,1 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის; ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა; (17.07.2009. N1527) გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი; აქ მთავარია ის მომენტი რომ ფ/პირი შენი დაქირავებულია, და ამიტომ მასზე შენს მიერ მიწოდებული საქონელი (ამ შემთხვევაში, საწვავი) კოდექსის მიხედვით ითვლება შენგან მასზე გაცემულ სარგებლად, რაც უთანაბრდება მის შემოსავალს და გ) პუნქტის მიხედვით, უნდა დაიბეგროს საშემოსავლოთი მიღების წყაროსთან (საქონლის საბაზრო ფასის მიხედვით). |
Posted by: pvm 2 May 2010, 20:32 |
The DoctoR კიდევ ერთი შეკითხვა----- უცხოელმა ფიზიკურმა პირმა დაუბრუნა ვალი ქართველ ფიზიკურ პირს. ეს თანხა უნდა დაიბეგროს საშემოსავლოთი? მადლობთ |
Posted by: The DoctoR 2 May 2010, 20:46 |
pvm საერთოდ, ქართული კანონმდებლობით დაბეგვრის ობიექტი არის შემოსავალი (შესაბამისი გადასახადები - საშემოსავლო, დღგ, მოგება). თუ ადგილი აქვს უპროცენტო ვალს, ეს საგადასახადო კანონმდებლობით არანაირ შემოსავალს არ წარმოადგენს და არ იბეგრება. ფინანსურად კი გამსესხებლის წაგებაა (რადგანაც დღევანდელი ფული უფრო ძვირია ხვალინდელზე ). |
Posted by: pvm 3 May 2010, 00:06 |
The DoctoR გასაგებია რომ შემოსავალი არის დაბეგვრის ობიექტი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ როცა ფული ერიცხება ფიზიკურ პირს, არავინ იჯერებს რომ ეს ფული შენი საკუთარი ფული არ არის. ორი ვარიანტია-- თუ შენია ეს ფული, დავუშვათ თუნდაც ვინმემ გაჩუქა-- იბეგრება საშემოსავალოთი; ან მეორე ვარიანტი უპროცენტოდ ისესხე მაშინ იბეგრება 5 %-ით. და რაც შეეხება ვალის დაბრუნებას--ეს კიდე სხვა საკითხია--- ეს ლოგიკურად უნდა აცდეს დაბეგვრას, |
Posted by: giorgi33 3 May 2010, 08:49 | ||
რატომ 5 % ით, იქნებ დამისაბუთო? |
Posted by: pvm 3 May 2010, 09:47 | ||
giorgi33
დავუშვათ უპროცენტოდ ვისესხე 1000 ლარი. ვინც მასესხა იმას პროცენტს არ ვუხდი-თავისთავად! მაგრამ საგადასახადო სარგებელს --რომელიც პროცენტის სახით უნდა გადამეხადა ჩამითვლის შემოსავლად და დაბეგრავს ჩვეულებრივად 20%. წლიური პროცენტის გაანგარიშება ხდება ეროვნული ბანკის კურსით. მაგალითად კურსი არის 36%. 1000 ლარის 36%=360 360--ჩემი სარგებელი , დაიბეგრება სარგებელი/20%-გადასახდელი საშემოსავლო 72 ლარი. |
Posted by: giorgi33 3 May 2010, 11:06 |
გამიკვირდა 5 % რომ დაწერე, 12 % ით დაიბეგრება ეგეთი სარგებლი, რადგან გადის იმ ანაზღაურებებში რომლებიც 2007 წლამდე სოცით არ იბეგრებოდა , გადამავალი დებულების თანხამად. ვთქვათ მომპარეს საქონელი რომელზეც ადრე მქონდა დღგ ჩათვლილი,ჩათვლები უნდა გავიუქმო თუ თუ როგორც დანაკლისი შესაბამისი უნსტრუქციის თანახმად დავბეგრო? მაგრამ ეს ყველაფერი როდის უნდა მოხდეს საქმე ხომ ძიებაშია და შეიძლება დაბრუნდეს ეს საქონელი.? |
Posted by: The DoctoR 3 May 2010, 11:29 | ||
ხომ ვერ მეტყვი სად შეიძლება ამ ჩამონათვალის ნახვა, რომელიც სოც.გადასახადით არ იბეგრებოდა და ახლა 12% უნდა დავბეგრო? |
Posted by: gio1987 3 May 2010, 11:52 |
სალამი. მაინტერესებს რა განსხვავებააა დღგ-სგან განთავისუფლებულსა და დღგ-ს 0% განაკვეთით დაბეგვრას შორის |
Posted by: The DoctoR 3 May 2010, 11:56 |
gio1987 განთავისუფლებულ საქონელზე დღგ-ს ჩათვლა არ წარმოებს და 0% განაკვეთით დასაბეგრზე ჩაითვლი |
Posted by: gio1987 3 May 2010, 11:59 | ||
The DoctoR
მადლობა |
Posted by: The DoctoR 3 May 2010, 12:23 | ||
გაუკეთე რეალიზაცია და დაბეგრე დღგ-თი. შემოსავალი არასაოპერაციო ზარალზე გადაიტანე |
Posted by: Kalenike 3 May 2010, 13:16 | ||
pvm
ეგ შენი 360 ლარი შენი ხარჯიცაა და შემოსავალიც, არაფრითაც არ დაიბეგრება უფრო სწორად კი დაიბეგრება მაგრამ არა მაგდენი არამედ 60 ლარი, რადგან საპროცენტო ხარჯის მხოლოდ 30%-ის გამოქვითვა შეგიძლია, თუ არ ვცდები 2011 წლის 1 იანვრამდე |
Posted by: pvm 3 May 2010, 13:46 | ||||
The DoctoR
გარდამავალი დებულებანი. მუხლი 181----23ვ * * * The DoctoR giorgi33 და როცა უცხოელი ფიზიკური პირი დაუბრუნებს ვალს ქართველ ფიზიკურ პირს-- ხო არ იბეგრება საშემოსავლოთი? * * * Kalenike
მთლად კარგად ვერ გავიგე და 60 ლარი როგორ გამოდის? |
Posted by: Kalenike 3 May 2010, 14:08 | ||
ფინანსურად როცა გადასახდელი გაქვს პროცენტი, ხომ უნდა დაარიცხო რომ გადაიხადო? ანუ გამოვა: დ8210-360ლარი კ 3110-360 ლარი მაგრამ ეს შენი კეთილი ბიძია გეუბნება რომ გჩუქნიო, ანუ უნდა აღიარო შემოსავლად: დ 3110 -360 კ 8110-360 ახლა საგადასახადო კოდექსი გეუბნება (გარდამავალ დებულებებშია სადღაც), რომ საპროცენტო ხარჯს 30%-ზე მეტი განაკვეთით ვერ გამოქვითავო, ანუ ის გატარება რაც გავაკეთეთ (დ8210-360ლარი) მოგების/საშემოსავლო გადასახადის კალკულაციისას მთლიანი ღირებულებით ვერ გამოქვითავ, გამოქვითავ მხოლოდ 30%-ს, შენი 1000 ლარის 30% არის 300 ლარი, შესაბამისად გამოიქვითება მხოლოდ 300 ლარი. საბოლოოდ მოგების/საშემოსავლო გადასახადის გამოსათვლელი დასაბეგრი ბაზა ამ ოპერაციიდან გექნება 60 ლარი, თუ მოგების გადასახადია მაშინ იქნება 60*15%, ხოლო თუ საშემოსავლოს გადასახადია მაშინ 60*(12%-ია აქ თუ 20% იმისდა მიხედვით გაიგებ, იბეგრებოდა თუ არა საპროცენტო შემოსავალი 2007 წლამდე სოცით) |
Posted by: admin urologycenter 3 May 2010, 14:19 |
არის თუ არა საკმარისი საიჯარო ხელშეკრულების არსებობა,იმისათვის,რომ მოიჯარემ ყოველთვიური საიჯარო თანხა ჩაურიცხოს მეიჯარეს,ყოველგვარი შეხსენებისა და დამატებითი დოკუმენტის გარეშე?? |
Posted by: ketato617 3 May 2010, 14:19 |
Kalenike pvm რას ნიშნავს ეროვნული ბანკის კურსი არის36%? საპროცენტო განაკვეთს ხომ არ გულისხმობთ? |
Posted by: giorgi33 3 May 2010, 14:47 | ||
დაუშვად ამოიღო პოლიციამ ეს საქონელი? ხომ არ არის რაღაც ხანდაზმულობის ვადასავით რის მერეც შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო? |
Posted by: Kalenike 3 May 2010, 14:49 | ||||||
ketato617
ეს კურსი პირობითადაა აღებული და ქვია საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე. http://nbg.gov.ge/index.php?m=306
მოიჯარე ფაქტურას ითხოვს? * * *
თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, ანუ როგორ იბეგრება სესხის გამცემი |
Posted by: ketato617 3 May 2010, 15:03 |
Kalenike 36% მაღალი არ არის? ხოოო სესხის გამცემს ალბათ თუ დიდ თანხაზეა საუბარი შემოსავლად უღიარებენ და ქონების გადასახადს და დეკლარაციას მოკითხავენ... თუ სხვა საფრთხეც ემუქრება? |
Posted by: Kalenike 3 May 2010, 15:15 | ||||
ketato617
ნუ ეს ციფრი ჩვენ მოვიტანეთ, თორემ ისე კია მაღალი
თანხის ოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროცენტი ჩაითვლება მის ერთობლივ შემოსავალში, როგორც უსასყიდლოდ გაცემული. გასაკვირი ის არის რომ 077-ზე რომ დავრეკე, მითხრეს საშემოსავლოთიც უნდა დაკავდესო და შესაბამისად უნდა იქნეს გადახდილიო მიუხედავად იმისა იქნება ეს თანხა გაცემულია თუ არაო (!) (რასაც არ ვეთანხმები კატეგორიულად) |
Posted by: pvm 3 May 2010, 15:33 | ||||
Kalenike სოცით არ იბეგრებოდა Kalenike pvm რას ნიშნავს ეროვნული ბანკის კურსი არის36%? საპროცენტო განაკვეთს ხომ არ გულისხმობთ? კი ნამდვილად * * * [quote]QUOTE ხოოო სესხის გამცემს ალბათ თუ დიდ თანხაზეა საუბარი შემოსავლად უღიარებენ და ქონების გადასახადს და დეკლარაციას მოკითხავენ... თუ სხვა საფრთხეც ემუქრება? თანხის ოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროცენტი ჩაითვლება მის ერთობლივ შემოსავალში, როგორც უსასყიდლოდ გაცემული. და თუ დავუშვათ დაბალი პროცენტით გაასესხა? მაინც შემოსავალში ჩაეთვლება? ალბატ განხვავება დაიბეგრება მხოლოდ. * * * ketato617
და როცა სესხის გამცემი არარეზიდენტია?! |
Posted by: Kalenike 3 May 2010, 15:48 | ||
pvm
უსასყიდლოდ? გამცემი მაინც საბაზრო პროცენტით დაიბეგრება, მიმღებისთვის კი სულ ერთია |
Posted by: pvm 3 May 2010, 15:53 |
Kalenike ვაიმე ძაან დამაბნიეთთთთთთთთთ მომწერეთ რა თკვენი სკაიპი და იქ მოგწერთ, თორე დავიბენი აშკარადდდდდდდდდ |
Posted by: Kalenike 3 May 2010, 15:55 | ||
pvm
მაშინ სესხის ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა გაკეთდეს (ინფოსთვის: სესხის ხელშეკრულებისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წერილობით ფორმას არ მოითხოვს), თორემ შეიძლება პრობლემები გაჩნდეს |
Posted by: ketato617 3 May 2010, 16:25 |
დღგ-სგან განთავისუფლებული ბრუნვა. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში აღნიშნული საქონლისა (კვერცხისა)) პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე); (15.07.2008 N206) ეს მუხლი ყვავილების და დეკორატიული მცენარეების მოყვანა-რეალიზაციასაც ეხება? და თუ ეხება და დღგ-თი გავყიდე ცუდად არის საქმე? * * * Kalenike და თუ სესხისთვის 24% ავიღებ განაკვეთ სრულად შევძლებ გამოქვითვას ხომ? თუ თანამშრომელს ხელფასს პროდუქციით გადავუხდი ეს საქონლის მიწოდებად ჩაითვლება? თუ მხოლოდ ხელფასად... |
Posted by: The DoctoR 3 May 2010, 17:05 | ||
ketato617 ეხება თუ არა, ეგ ძნელი სათქმელია, რადგანაც რეალურად მისი (ამ პროდუქციის) გადამუშავება არ ხდება და კოდი არ ეცვლება. და თუ დაბეგრავ ცუდად შეიძლება გქონდეს საქმე, გამომდინარე საბაზრო ფასიდან. თუ ძაან გაგიძვირა პროდუქცია, მაშინ გაგიჭირდება გაყიდვა. 24% გამოქვითვა სრულად შეიძლება, მაგრამ მგონი გარდამავალში არის ახლა დამატებული, რომ 2011 წლის 1 იანვრამდე 30% გამოქვითვაც შეიძლება მგონი. ნუ ეგ არ ვიცი, რაღაც მეშლება შეიძლება, მაგრამ 24% გამოქვითვა შეგიძლია.
ორივენაირად ჩაითვლება. |
Posted by: pvm 3 May 2010, 17:32 | ||
მითხარით ვინმემმმმმმმმმმმმ რაააააააა |
Posted by: babaiaro 3 May 2010, 17:41 |
pvm არ უნდა დაიბეგროს. რადგან ფიზიკურ პირებზე საუბარი ის თანხა რომელიც ქართველმა ფიზიკურმა პირმა მიიღო და შემდეგ გაასესხა უცხოლ ფიზიკურ პირზე უკვე უნდა იყოს დაბეგრილი. |
Posted by: Kalenike 3 May 2010, 18:18 | ||
ketato617
კი |
Posted by: pvm 3 May 2010, 19:10 |
ketato617 საპროცენტო განაკვეთი * * * babaiaro pvm არ უნდა დაიბეგროს. რადგან ფიზიკურ პირებზე საუბარი ის თანხა რომელიც ქართველმა ფიზიკურმა პირმა მიიღო და შემდეგ გაასესხა უცხოლ ფიზიკურ პირზე უკვე უნდა იყოს დაბეგრილი. არარეზიდენტს და რეზიდენტს გაემაზათ ბიზნესი დაახლოებით 7-8 წლის წინ, კერძოდ- გაუფუჭდათ პროდუქცია. ყველა ხარჯი დაფარა მაშინ მხოლოდ რეზიდეტმა. საბუთები აღარ ააქვს რეზიდენტს, მაგრამ რადგან იყო ექსპორტი შეიძლება მისი საბაჟოზე ნახვა (ალბათ) ეხლა დაუბრუნა არარეზიდენტმა ეს ვალი რეზიდენტს. ამ შემთხვევაში რეზიდენტს დაებეგრება ეს თანხა?!! მხარეებს შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. |
Posted by: giorgi33 4 May 2010, 08:28 |
pvm (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 26.02.2007 წ #3-03/1521 წერილი საკითხი 7) მგონი შენ რაც გაინტერესებს მაგ საკითხზეა ეს წერილი, თუ ვინმეს ხელი მიგიწვდებათ იქნებ დადოთ. |
Posted by: pvm 4 May 2010, 17:35 | ||
giorgi33
იქნებ დადოთ რა ვინმემ * * * [ |
Posted by: XlargeXsmall 4 May 2010, 20:19 |
თუ დღგ-ს გადამხდელად დავდექი დღეს, მაგრამ ძირითადი სუშუალება (ოფისის შენობა) ვიყიდე ერთი თვის წინ და მომცეს ა/ფაქტურა შემიძლია დღგ-ს ჩათვლა ამ ძირითად საშუალებაზე? რომ იყოს საქონელის ნაშთი, მაშინ გასაგებია რომ ჩავითვლი, მაგრამ ეხლა? საქმე ეხება 8 მილიონიან ოფისს და მის დღგ-ს. საგადასახადოს ცალსახა პასუხი არ აქვს, სადაო თემაა მგონი. ვინმეს იქნებ გაქვთ ძლიერი არგუმენტი??? |
Posted by: ni_nia 4 May 2010, 21:43 |
იცით რა მაინტერესებს? აღმოვაჩინე რომ თებერვლის ფაქტურა არ მაქვს ჩათვლილი, ეხლა რომ ჩავითვალო შეიძლება? |
Posted by: The DoctoR 4 May 2010, 23:47 |
XlargeXsmall 8 მილიონად აქტივი შეიძინე და დღგ-ს გადამხდელად დღეს დადექი? ასეთი რამ კაცობრიობას არ ახსოვს =)) ni_nia 90 დღე გასული თუ არ არის შეგიძლია ჩაითვალო. |
Posted by: pvm 5 May 2010, 00:50 |
საგადასახადო კოდექსის განმარტებები სად შემიძლია შევიძინო? მადლობთ |
Posted by: VIPman 5 May 2010, 01:07 |
XlargeXsmall კოდექსის მიხედვით ჩათვლის უფლება გაქვს (თუ მომავალში გათავისუფლებული ბრუნვები დასაბეგრ ოპერაციებზე მეტი არ გექნება), თუმცა მე როგორც ვიცი საგადასახადოს განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით (ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით) და რეგისტრაციის მომენტისთვის უკვე არსებულ ნაშთებზე არც მარაგებზე და არც ძირითად საშუალებეზე დღგ-ს ჩათვლის უფლებას არ გაძლევენ (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც თქვენ იყავით დღგ-ის გადამხდელი გააუქმეთ რეგისტრაცია, დაბეგრეთ არსებული ნაშთები, შემდეგ ისევ დადექით გადამხდელად და აღნიშნული ნაშთები ისევ გერიცხებათ ბალანსზე). ni_nia კი, თვის ბოლომდე გაქვს |
Posted by: The DoctoR 5 May 2010, 01:11 |
VIPman XlargeXsmall დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის დადგომის პირობა დგება - 1) როცა ბრუნვა 100 000 ლარს აჭარბებს; 2) როცა ოპერაცია 100 000 ლარს აღემატება; 3) ნებაყოფლობით. ოპერაციამ 100 000 ლარს გადააჭარბა როცა შენობა (თუ ფართი) შეიძინა და 1 თვის მერე როგორ დადგა რეგისტრაციაზე? ამ აქტივზე უნდა ჩაგეთვალე დღგ, რადგანაც უკვე დამდგარი უნდა ყოფილიყავი გადამხდელად. * * * pvm ბოლო რედაქციით გამოსული კომენტარები არის ძველი. 2007 წლის ბოლოს არსებული კანონმდებლობის შესაბამისი. ახალი არ არის გამოსული. P.S. თუ სადმე ნახე ახალი, მეც გამაგებინე |
Posted by: bu06ttc 5 May 2010, 01:20 |
სასწრაფო დახმარება მჭირდება ISA-ს მოკლე დოკუმენტები სად ვნახო ინგლისურად ინტერნეტში? აუდიტში გამოცდა მაქვს და უნდა წაიკითხოო მაგრამ სად არის ვერ ვიგებ... რაიმე მოკლე ვარიანტი რომ იყოს ისე, ანუ მოკლე შინაარსი თითოეულისა. ისე ყველა არ მჭირდება .. |
Posted by: ni_nia 5 May 2010, 09:54 | ||
VIPman The DoctoR დიდი მადლობა,
90 დღე გამოწერის თარიღიდან? აუ რამდენი ვეძებე კოდექსში, სად უნდა ვნახო ეგეთი რაღაცეები??? |
Posted by: The DoctoR 5 May 2010, 11:51 |
ni_nia 90 დღე საანგარიშო თვის ბოლო რიცხვამდე. მაგრამ გაითვალისწინე, რომ 90 დღე არ ნიშნავს 3 თვეს. ზუსტად უნდა გადათვალო ოპერაციის შესრულების თარიღის მეორე დღიდან 90 დღე. ამის ნახვა კოდექსში შეგიძლია. თუ არ ვცდები ეს არის სსკ მუხლი 248. bu06ttc ელ.ფოსტა მომწერე და საღამოს გამოგიგზავნი. მქონდა და ფლეშკაზე ვერ ვნახე გაგიჯებული ვარ ;( იმედია კომპში მექნება |
Posted by: დეკო 5 May 2010, 12:59 | ||
ni_nia
მუხლი 247. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 1. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. 2. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე ან/და დასაბეგრ დროებით იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, დასაბეგრ იმპორტში ან საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის. (17.07.2009. N1527) 3. ამოღებულია (26.12.2008. N871 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) 4. დღგ-ის ჩათვლა არ წარმოებს: ა) მსუბუქ ავტომობილებზე, გარდა იმ პირების მიერ შეძენილი მსუბუქი ავტომობილებისა, რომელთა ძირითადი საქმიანობაა მსუბუქი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, ლიზინგით გაცემა, გაქირავება, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირის შემოსავლები მხოლოდ ავტომობილით მომსახურებაზეა დამოკიდებული; ბ) საქველმოქმედო ან სოციალური მიზნით გასართობი ღონისძიებებისათვის ან წარმომადგენლობითი ხარჯებისას გადახდილ დღგ-ის თანხებზე; გ) ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით იმ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილ დღგ-ზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების საწარმოებლად, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულია თუ არა მისი შემდგომი მიწოდება; დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას; ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ წარდგენილი არ არის დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ამასთანავე, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის ვადა იწურება შესაბამის თვეში დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის ვადამდე, – მაშინ არა უგვიანეს აღნიშნული ვადისა. (26.12.2008. N871 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) |
Posted by: Kalenike 5 May 2010, 13:02 | ||
The DoctoR
ჰა?? |
Posted by: The DoctoR 5 May 2010, 13:05 | ||
Kalenike
რაიმე არასწორია? |
Posted by: Kalenike 5 May 2010, 14:31 |
The DoctoR რავი, მგონი მაშინ დგები დღგ-ს გადამხდელად, როცა ყიდი და არა როცა ყიდულობ ... მეშლება რამე? |
Posted by: giorgi33 5 May 2010, 14:37 |
ასეთი მოსაზრება არსებობს რომ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას , რადგან საბალანსო ნარჩენ ღირებულებაზეა ლაპარაკი , სიტყვა საბალანსოში მოიაზრება ფინანსური ცვეთადარიცხული ქონება ანუ სტანდარტების მიხედვით. რა აზრის ხართ ამაზე? მუხლი 273. გადასახადის განაკვეთები 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: |
Posted by: Kalenike 5 May 2010, 14:39 | ||
giorgi33
ასეც არის, ქონების გადასახადის გაანგარიშებისას ქონების საშუალო წლიური ღირებულება გამოითვლება ფინანსური საბალანსო ღირებულებიდან. |
Posted by: The DoctoR 5 May 2010, 14:53 |
Kalenike ყიდულობ თუ ყიდი, არსებითი მნიშნვნელობა არ აქვს. giorgi33 საბალანსო ღირებულება არის ის ღირებულება, რითაც აქტივი აღიარებულია. შეძენის, ტრანსპორტირების, მონტაჟის ხარჯები + % კაპიტალიზაცია. მოკლედ ყველა დანახარჯი, რომელიც საჭიროა ამ აქტივის სამუშაო მდგომარეობამდე მოსაყვანად. ეს არის ბასს 16 მიხედვით. აქ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ ერთმა გარემოებამ - სტანდარტში სიტყვა "ნარჩენი ღირებულება" აღნიშნულია "სალიკვიდაციო ღირებულება", რომელიც არის აქტივის ის ღირებულება, რომლითაც ხდება მისი ჩამოწერა ან/და შემდგომი რეალიზაცია. ნარჩენი ღირებულება = საბალანსო ღირებულებას - აკუმულირებული ცვეთა საგადასახადო მიზნებისათვის, ქონების გადასახადის დარიცხვა ხდება საშუალო წლიურ ნარჩენ ღირებულებაზე და არა საბალანსო ღირებულებაზე. |
Posted by: Kalenike 5 May 2010, 15:05 | ||
The DoctoR
მუხლი 221. სავალდებულო რეგისტრაცია 1.პირივალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ: ა) ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს; მან ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; ბ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან/და იმპორტს (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან/და მიწოდებისა), იგი უნდა გატარდეს რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე; (11.07.2007. N5280) გ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან/და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს. პირი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე. (25.05.2006. N3138) 2. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა. 3. პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. (17.07.2009 N1527) 4. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით არარეგისტრირებული პირის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს ამ პირის რეგისტრაციას დღგ-ის გადამხდელად. 5. რეორგანიზაციისას, თუ პირი ან რეორგანიზაციის ერთი მხარე მაინც არის დღგ-ის გადამხდელი, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თაობაზე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 6. საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში დღგ-ის გადამხდელის მიერ შენატანის საქონლის ან/და მომსახურების ფორმით განხორციელებისას აღნიშნული საწარმო ვალდებულია რეგისტრაციაში გატარდეს დღგ-ის გადამხდელად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. (17.07.2009 N1527) სად წერია აქ შესყიდვის დროს სავალდებულო რეგისტრაცია? |
Posted by: The DoctoR 5 May 2010, 15:09 | ||
|
Posted by: Kalenike 5 May 2010, 16:29 | ||
The DoctoR
კი მარა ეგ არის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციაა დასაბეგრი, შესყიდვა კი არა (იმპორტს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევვაში) |
Posted by: The DoctoR 5 May 2010, 16:31 |
Kalenike აქ გადამხდელად დადგომის პირობაზეა საუბარი, ვინ იყიდა და გაყიდა აზრი არ აქვს. 2ვე დგება ამ ოპერაციის დროს გადამხდელად. შესაბამისად ერთი დაიბეგრება დღგ-თი და მე2 ჩაითვლის |
Posted by: Kalenike 5 May 2010, 16:36 |
The DoctoR მე ვსაუბრობ დღგ-ს გადამხდელად სავალდებულოდ დადგომაზე, შენ რომ 100 001 ლარის ბანგლადეშის ბამბა იყიდო არ ხარ ვალდებული დღგ-ს გადამხდელად დადგე, მაგრამ გაყიდვის შემთხვევაში ვალდებული ხარ! სხვა ამბავია აქ შესყიდულზე ჩათვლის უფლება გაქვს თუ არა, ამაზე არ ვსაუბრობ |
Posted by: დეკო 5 May 2010, 16:49 | ||
თავისთავად, ამ შემთხვევაში დღგ-ს მიზნებისათვის იგულისხმევა მიწოდება (საქონლის ან მომსახურების). შესყიდვა რეგისტრაციის მოთხოვნებთან არანაირ კავშირში არ არის. |
Posted by: The DoctoR 5 May 2010, 16:49 |
Kalenike გეთანხმები, მართალი ხარ |
Posted by: alva 6 May 2010, 11:39 |
გარკვეული საქმისთვის მესაჭიროება რაც შეიძლება მეტი ხარჯის სახელი შესაძლოა კოდებიც (7410 და ა.შ.) სხვადასხვა სექტორიდან მაინტერესებს. თუ ხართ ბუღალტერი იქნებ ამომიღოთ თქვენი პროგრამიდან ხარჯების დასახელება მადლობელი დაგრჩებით. |
Posted by: Kalenike 6 May 2010, 12:22 |
გილოცავთ ყველას გიორგობას! |
Posted by: ni_nia 6 May 2010, 12:27 | ||||
The DoctoR დეკო
იცით რა უნდა გითხრათ? ეხლა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ სასამარტლო წავაგეო, ხოდა თუ გამოწერის დღიდან 90 დღეა გასული არ ჩაგითვლიანო... |
Posted by: Kalenike 6 May 2010, 12:55 | ||
ni_nia
თუ ჩათვლილი არ გაქვსო??? |
Posted by: giorgi33 6 May 2010, 13:32 |
მუხლი 208. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი 5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასსზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით. მუხლი 210. მოგება და ზარალი აქტივების მიწოდებისას 4. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის. ეს ორი მუხლი თუ შეგიძლიათ უფრო კარგად განმარტოდ ვინმემ. თუ გქონიათ პრაკტიკაში თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში რეალიზაცია და რა არგუმენტებით გაგიმყარებიათ ეს ოპერაცია? |
Posted by: ni_nia 6 May 2010, 13:46 | ||
Kalenike ვერ გავიგე რას მეკითხები?...
|
Posted by: Kalenike 6 May 2010, 13:52 | ||
ni_nia
ანუ აუცილებლად უნდა გქონდეს ჩათვლილიო? |
Posted by: დეკო 6 May 2010, 14:00 | ||
ni_nia
? ? ? |
Posted by: ni_nia 6 May 2010, 14:46 | ||
დეკო
კიო, წავაგე სასამართლოვო(( |
Posted by: giorgi33 6 May 2010, 19:42 |
ვინმემ ხომ არ იცით 2006 წელში შპს ში საწესედებო კაპიტალის გაზრდისთვის რა პროცედურები იყო გასავლელი? |
Posted by: 365 6 May 2010, 20:01 |
ვინმემ ხომ არ იცით, 2009 წლის ქონების დაგვიანებული დეკლარაციის გადაგზავნისათვის ამჟამად რა სანქციებია? |
Posted by: giorgi33 7 May 2010, 11:25 | ||
იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) თვეზე. ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 60 პროცენტს. |
Posted by: zandrukela 7 May 2010, 12:21 |
ხალხო ასეთი სიტუაცია თუ გქონიათ ვინმეს ან გაგეგებათ მის შესახებს გთხოვთ დაწეროთ. მოკლედ, ფირმა არ იყო დღგ-ს გადამხდელი და იანვრიდან მოყოლებული აპრილის 24-მდე შეიძინა საქონელი სულ 155 000 ლარის, რეალიზაცია მოახდინა მხოლოდ 30 000 ლარის, ადგა და ნებაყოფილობით 24 აპრილს დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად. რა ეშველება ეხლა ჩათვლებს, გაითვალისწინეთ რომ საქონელი აქამდე შეძენილია სასაქონლო ზედნადებებით. ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა რომ იმ რეალიზებული 30 000 ლარიდან გახარჯულია იანვარში შეძენილი საქონელი სრულად. |
Posted by: temozia 7 May 2010, 12:58 |
თუ მარტო სასაქონლოებითაა შეძენილი არაფერიც არ ეშველაბა, მოუწევს რეალიზებულის დღგ-ს გადახდა მთლიანად. თუ ფაქტურებითაა შეძენილი ჩაითვლის ნაშთიდან, ოღონდ 90 დღიან ვადაში |
Posted by: 365 7 May 2010, 13:23 |
giorgi33 მადლობა ........................................ |
Posted by: giorgi33 7 May 2010, 13:27 |
zandrukela ეხლა მოთხოვე წინა თვეების დღგ ს ფაქტურები გამოგიწერონ, რომელი საქონლის ყიდვიდანაც 90 დღიანი ვადა არ გასულა , ამ საქონლის არსებულ ნაშთზე თუ არ ვცდები არ უნდა იყოს დღგ ს ჩათვლა პრობლემა. |
Posted by: zandrukela 7 May 2010, 13:45 |
და ვადები, როდის წამომიდგენენ ანგარიშ-ფაქტურებს მაგას აქვს ვადა? ანუ ვთქვათ 15 მაისამდე რო არ მოხერხდეს. |
Posted by: giorgi33 7 May 2010, 15:48 |
ფაქტურის გამოწერაზე შეზღუდვა არ არის შეიძლება 1 წლის მერეც გამოაწერინო, მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა ვალდებულია გამოგიწეროს თუ დღგ ს გადამხდელია .უბრალოდ ჩათვლას ვერ განახორციელებ 90 დღის მერე. * * * 4. საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად არ ითვლება: ბ) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა. სახემწიფოსთვის უსასყიდლოთ მიწის გადაცემა, გავა ამ მუხლით? |
Posted by: odo_tab 7 May 2010, 21:03 |
მოგესალმებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, გთხოვთ გამარკვიოთ: 1. თუ კომპანიისთვის ვყიდულობ ყავას შაქარს ჩაის აგრეთვე ერთჯერად ჭურჭელს როგორ ვატარებ, გატარება მაინტერესებს და 2. ამ შემთხვევაში საშემოსავლოს ვარიცხავ თუ არა 3. შემიძლია თუ არა ზემოთ აღნიშნული შენაძენი გავატარო როგორც წარმომადგენლობითი ხარჯი გთხოვთ მიპასუხოს მხოლოდ კომპეტენტურმა ამ საკითხში. წინასწარ გიხდით მადლობას გაწეული დახმარებისთვის და გულისხმიერებისათვის |
Posted by: The DoctoR 7 May 2010, 21:47 | ||||||
odo_tab
პირდაპირ ხარჯში გაუშვებ დ-7490 კ-ანგ.ვალდებული პირი
ვის უნდა დაარიცხო საშემოსავლო? არაფერს არ არიცხავ არავის.
ეს წარმომადგენლობითი ხარჯი არ არის. სხვა ხარჯები არის. წარმომადგენლობითშიც შეგიძლია გაუშვა, მაგრამ სასურველია სხვა ხარჯში იყოს. |
Posted by: odo_tab 8 May 2010, 10:44 |
The DoctoR ღმერთმა დაგლოცოს, გაიხარე. ასეთი მოსაზრებაც არსებობს, თუ თანამშრომლებისთვის შეიძენ რაიმეს ეს როგორც ხელფასი ისე უნდა დაარიცხო, აქედან გამომდინარე აუცილებლად მოითხოვება საშემოსავლოს დარიცხვა, თუმცა ასეთი პრეცენდენტი ჯერ არ ყოფილა - ამისთვის ვინმე დაეჯარიმებინოთ, მაგრამ გამორიცხული მაინც არაფერია. მეც სწორედ ასე ვატარებ ხარჯში, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, დარწმუნება მინდოდა. |
Posted by: Kalenike 8 May 2010, 12:40 | ||
odo_tab
მე მაქვს ასეთი მოსაზრება თუ წარმომადგენლობითი ხარჯი არ არის, (და თქვენი შემთხვევაში მართლაც არ არის) საშემოსავლოთიც იბეგრება და დღგ-თიც. თუმცა არის ამ შემთხვევაში ძალიან სასაცილო სიტუაცია, ონკანის წყალი არ იბეგრება (!) და ბოთლის წყალი იბეგრება |
Posted by: The DoctoR 8 May 2010, 14:59 |
Kalenike აქ ის მომენტია, რომ ყავა და კანფეტი საწარმოს ხარჯზე არ უნდა იყიდო. რაც შეეხება ჭიქებს, მისი დაბეგვრა ცოტა რამდენად შესაძლებელია, თუ დანიშნულება არ იქნება მხოლოდ თანამშრომლებზე მიწოდება? შეიძლება გამოყენებული იქნას სტუმრის სამასპინძლოდ. ნუ მოკლედ, ვფიქრობ, რომ ჭურჭელი არ უნდა ჩაითვალოს სარგებლად ან მიწოდებად და ნაყინის ყიდვა რამდენად გამართლებულია საერთოდ ეგ არვიცი |
Posted by: giorgi33 8 May 2010, 18:43 | ||
ამაზე არაფერს იტყვით? |
Posted by: datdob 8 May 2010, 18:49 | ||
Kalenike
ბოთლის წყალს ბეგრავენ, საკმაოდ ბევრჯერ გამიგია და ამის შემდეგ მიჩნდება შეკითხვა- თუ წყალი იბეგრება როგორც თანამშრომლისთვის მიწოდებული საქონელი/მომსახურება, რატომ არ იბეგრება ტვალეტის ქაღალდი? სერიოზულად მაინტერესებს მიდგომა, რა მოსაზრებით იბეგრება წყალი და რატომ არ იბეგრება ტვალეტის ქაღალდი |
Posted by: LevanT 9 May 2010, 01:54 |
სალამი ბუღალტერებს! თქვენის ნებართვით მოკლედ ვიტყვი ვაპირებ ტანსაცმელის მაღაზიის გახსნას და პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ არც განსაკუთრებული კაპიტალით გამოვირჩევი და არც ბუღალტრული საქმის ცოდნით მოკლედ თუ ვინმე ენთუზიასტი და კეთილი ბუღალტერი წაიკითხავს ამ პოსტს და თუ არ დაეზარება ჩემთვის დახმარების გაწევა, მაშინ იქნებ PM მომწეროთ წინასწარ გიხდით მადლობას! |
Posted by: giorgi33 9 May 2010, 15:39 |
2006 წლლის მოგების გადასახადის ინსტრუქცია ხომ არ გაქვთ ვინმეს? ან ხომ არ გახსოვთ 7 გრაფში ხელფასის სახით განაცემებში რა იწერებოდა? წესით დარიცხული უნდა იყოს, მაგრამ განაცემი რატომ წერია ? |
Posted by: Toxic:) 9 May 2010, 19:25 |
ვალის სანაცვლოდ პროდუქციის მიწოდება, ხომ ბარტერია? |
Posted by: სპორტი 9 May 2010, 19:56 | ||
Toxic:)
კონსიგნაცია. |
Posted by: Toxic:) 9 May 2010, 21:51 |
მე ასეთ შემთხვევას ვგულისხმობ ვთქვათ, სესხი გაქვს ხელშეკრულების საფუძველზე პროცენტიანი და ამ სესხის ძირის სანაცვლოდ პროდუქციის მიწოდება. |
Posted by: Georgee 9 May 2010, 23:26 |
გამარჯობათ რაღაც ახალი კანონი მიუღიათ ინკასირების შესახებ , მეწარმეებს რომლებსაც დავალიანება აქვთ საგადასახდოს წინაშე საბანკო ოპერაციებს უზღუდავენ ხომ არ მოგეპოვებათ გამდლობთ |
Posted by: Kalenike 10 May 2010, 14:36 | ||
datdob
ალბათ ვერ ამტკიცებენ ვინ რამდენი მოიხმარა და რამდენი უნდა დაუკავდეს :D:D |
Posted by: giorgi33 10 May 2010, 14:45 | ||
ახალიც არ არის, ყოველთვის არსებობდა ინკასო, უბრალოდ ელხა უფრო ოპერატიულად ხდება ინკასოს დადება ანგარიშზე და სანამ არ დაფარავ დავალიანებას ნებისმიერი თანხა რაც ანგარიშზე მოხვდება ავტომატურად გადაირიცხება ბიუჯეტში. |
Posted by: დეკო 10 May 2010, 15:06 | ||
giorgi33
31. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, დასაშვებია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები განხორციელდეს ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ელექტრონულ დოკუმენტზე (საინკასო დავალებაზე) ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. (23.02.2010 N2667ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან)) ეს არის დამატებული, ანუ დროში გაცილებით სწრაფად აყადაღებს ანგარიშს საგადასახადო, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა, ვინაიდან ბანკებთან ინფორმაციის (მათ შორის საინკასო დავალების) ელექტონულ გაცვლაზე გაადავიდნენ. |
Posted by: nnonna 10 May 2010, 15:24 | ||
giorgi33
მეტად დელიკატურ საკითხს შეეხეთ. მუხლ 210 სრულად მოვიყვან, მეტნაკლებად გასაგები იქნება. მუხლი 210. მოგება და ზარალი აქტივების მიწოდებისას 1. აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად. 2. აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება იმ აქტივების მიმართ, რომლებიც ექვემდებარება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას. 4. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის. ვფიქრობ ამ მუხლის მიხედვით მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელს უფლება ეძლევა აქტივები უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიაწოდოს, შემოსავლები საბაზრო ფასის მიხედვით უნდა აღიაროს. თუმცა საბაზრო ფასები ყოველთვის ცვალებადია და ხშირ შემთხვევაში წარსული სტატისიკური ინფორმაცია არასანდოა. მარტივ მაგალითს მოვიყვან ფასთა ცვალებადობის ფონზე. ვთქვათ 10 ლარად ვიყიდე პროდუქცია 6 თვის წინ. დღეს მისი სარეალიზაციო ფასი 7 ლარია, ფაქტია 10 ლარად ვერ გავყიდი საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარეა. თავად განსაჯეთ თუ ამ პროდუქციას საბაზრო ფასებიდან გამომდინარე დღეს 7 ლარად გავყიდი მოგება მექნება თუ ზარალი. |
Posted by: Kalenike 10 May 2010, 17:06 | ||
giorgi33
მაგ მუხლების გამოყენება და განმარტება ისევ ფინანსთა მინისტრის ბრძანებებში და ინსტრუქციებში უნდა ვეძებოთ. ისე მე მქონია აქტივების უსასყიდლოდ მიწოდება და საბაზრო ფასით დამიბეგრავს ... |
Posted by: Georgee 10 May 2010, 18:45 |
დეკო giorgi33 დიდი მადლობა, ანუ რა გამოდის, როდესაც საწარმოს დავალიანება აქვს და საბანკო ანგარიშს (მნიშვნელობა არ ააქვს ბანკს) დაუხურავს საგადასახადო, ახლი ანგარიში გახნსას სხვა ბანკში აზრია არ ააქვს ხომ? იქაც დაუხურავენ უცებ |
Posted by: giorgi33 10 May 2010, 19:15 | ||||||
საბაზრო ფასი ცოტა ისეთი თემაა,რითი უნდა მოხდეს დასაბუთება რომ ამ პერიოდში ეს არის საბაზრო ფასი? მაღაზიაში ყველა საქონელს ადევს ფასის პრეისკურანტი,მაგრამ ბაზრობებთან მდებარე სავაჭრო სახლებში და არა მარტო იქ, მიდის ცოცხალი ვაჭრობა ,შეიძლება ერთიდაიგივე საქონელი გაიყიდოს დღეში 5 ცალი და ყველა სხვადასხვა ფასად. ასეთ დროს რომელია საბაზრო ? * * *
კი იქაც ინკასო დაედება. |
Posted by: Georgee 10 May 2010, 19:22 | ||
ამ შემთხევავში რა მოხდება? საწარმომ კომუნალური გადასახადები როგორ უნდა გადაიხადოს,როდესაც ყვეალფერს ელექტრონულად აკეტებდა |
Posted by: datdob 10 May 2010, 20:30 | ||
Georgee
ნაღდი ფულის გადახდით |
Posted by: acho__1 11 May 2010, 10:27 |
ზოგ-ზოგიერთი ძველი აქტიური(მხოლოდ კომპეტენტური) წევრი თუ დაუბრუნდება თემას კარგი იქნება პ.ს. მეც აქ ვარ |
Posted by: ketato617 11 May 2010, 11:12 |
acho__1 როგორ ხარ, სად დაიკარგე? |
Posted by: დეკო 11 May 2010, 11:38 | ||
Georgee
თავისთავად, მასაც დაყადაღება არ ასცდება. |
Posted by: acho__1 11 May 2010, 11:56 | ||
ketato617
მაგრად, შენ როგორ ხარ? თავიდან არ მეცალა, მერე ვისვენებდი. ეხლა ისევ აქ ვარ |
Posted by: Gianni 11 May 2010, 12:04 | ||
datdob
ორგანიზაციებიდან აღარ ღებულობენ კომუნალურებს ნაღდი ფულით.გადარიცხვებს ითხოვენ.ამით უფრო დიდ დისკომფორტს უქმნიან დავალიანების მქონე კომპანიებს |
Posted by: giorgi33 11 May 2010, 12:10 |
acho__1 ლიკვიდაციის პროცესებზე ხომ არ იცი ახალი, რაც გამარტივდა იმის მერე რა პროცედურებია და როგორი მიმდევრობით. * * * საგადასახადო კუთხით მაინტერესებს. |
Posted by: acho__1 11 May 2010, 12:30 | ||
giorgi33
არ ვიცი. ესეთი საკითხები მარტივად შეგიძლიათ გაარკვიოთ საგადასახადოში მისვლით. |
Posted by: giorgi33 11 May 2010, 12:48 |
საგადასახადოში მითხრეს ეგ ძაანვცელი თემააო თან ძაან ბევრი ცვლილება შევიდაო, ამიტომ ასე ვერ გაგცემთ სრულ პასუხსო. |
Posted by: Kalenike 11 May 2010, 16:53 |
ხალხო, ფიზ პირის ქონების გადასახადის მიზნებისთვის ამ პირის ერთობლივ შემოსავალში შეიტანება თუ არა იურიდიული პირიდან მიღებული დივიდენდი? |
Posted by: The DoctoR 11 May 2010, 17:26 |
Kalenike სსკ მუხლი 195 მიხედვით რეზიდენტი ფიზ. პირის მიერ მიღებული დივიდენდი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან მის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება და არ ექვემდებარება შემდგომ დაბეგვრას. |
Posted by: Kalenike 11 May 2010, 17:27 | ||
The DoctoR
გაიხარე, დაზუსტება მინდოდა |
Posted by: revaza88var 12 May 2010, 00:36 |
acho__1 გაუმარჯოს აჩო კარგია თუ ისევ შემოუერთდი კეთილშობილურ საქმეს მე კარგა ხანია ამ თემაში არ შემომიხედავს, როგორც ვხედავ ახალი იუზერებიც მომრავლებულან, ვნახოთ აბა რა იქნება, ერთ სადავო საკითხს შევუკიკინე და ხვალ დავწერ აბა ყველას აზრი საინტერესო იქნება გფარავდეთ ანდრია პირველწოდებულის მადლი, ყველას გილოცავთ |
Posted by: temozia 12 May 2010, 20:28 |
Kalenike The DoctoR ჩემი აზრით ცდებით. შემოსავალი არ ექვემდებარება შემდგომ დაბეგვრას და არა ქონება |
Posted by: The DoctoR 12 May 2010, 21:41 |
temozia დივიდენდი არ არის ქონება. დივიდენდი ფულადი შემოსულობაა და ჩვენ აქ იმაზე გვქონდა საუბარი, შედის თუ არა დივიდენდი ერთობლივ შემოსავალში. კანონით არ შედის, ანუ 39 000 ლარი რომ გქონდეს შემოსავალი და +დივიდენდი 5 000 ათასი, ქონების გადასახადს არ გადაიხდი. მგონი Kalenike-ს ამაზე ქონდა საუბარი და მეც შეძლებისდაგვარად ვუპასუხე. |
Posted by: revaza88var 12 May 2010, 22:22 |
ვაფშეტამ მაგ 40000 ათასის კონტროლი ფანტასტიკის სფეროა, რამდენიმე წელი ეგ საკითხი ვერ მოწესრიგდება და იქნება ასე უსამართლოდ, ზოგი გადაიხდის პატიოსნათ, და ზოგს შერჩება ხახვივით, დიდ თანხებზე არაა ბაზარი მაგრამ მაინც შემოსავლებს რაც შეეხება, აქ დასაბეგრ შემოსავალზეა საუბარი და არა დივიდენდზე ინსტრუქციიდან: ბ) ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ: (8.12.2009 N 829) ბ.ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი; ბ.ბ) ნებისმიერი შემოსავალი მათ შორის სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; ბ.გ) დარიცხული ხელფასი. |
Posted by: The DoctoR 12 May 2010, 23:00 | ||
ჩემი აზრით, დივიდენდის და პროცენტის შეტანა/არ შეტანა ერთობლივ შემოსავლაში და შემდგომში ქონების დაბეგვრაც, მეტად ბუნდოვანოვანი სიტუაციაა, ისევე როგორც ბევრი სხვა ჩვენ საგადასახადო კოდექსში. მაგალითად:
აქ სსკ 175 მუხლის მიხედვით შედის დივიდენდიც და პროცენტიც. მაგრამ იმავე საგადასახადო კოდექსის 195 და 196 მუხლები სხვას ღაღადებენ. კერძოდ, 195 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადახდილი დივიდენდი არ შეიტანება ერთობლივ შემოსავალში. ეს ორი მუხლი (175 და 195) ერთმანეთის კონფლიქტში არ არის? ამიტომ ვფიქრობ, რომ დივიდენდი არ უნდა შევიდეს ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად, არ უნდა მოხდეს იმ "ნანატრი" 40 000 მიღწევა მის ხარჯზე. აღვნიშნავ, რომ სსკ მიხედვით დივიდენდი არ შეიტანება იურიდიული პირის ერთობლივ შემოსავლში და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი პროცენტის პროცენტი შეიძლება ჩაირთოს საანგარიშო წლის მოგების გადასახადში, როგორც გადახდილი მოგება. |
Posted by: Internet_Contraband 12 May 2010, 23:17 |
რა მაინტერესებს, ბუღალტრული სერვისის აუთსორსი სად შეიძლება და უხეში ფასი - რა ჯდება? ბრუნვა ჯერ საერთოდ არ არის, მაგრამ არის წვრილმანი დოკუმენტაცია, რომელიც "თავზე მაყრია" და მალე იქნება ბრუნვაც, ჰო და მაინტერესებს მხოლოდ აქციზებთან ნამუშევარი ხალხი "არ ვიცი მაგრამ გავერკვევი" ხალხს ნუ მირჩევთ რა. გმადლობთ. PM ში მირჩევნია... |
Posted by: odo_tab 13 May 2010, 12:05 |
გილოცავთ ყველას ამაღლების დღესასწაულს. თუ მარტო კომპეტენტურები შემოვლენ ამ თემაში, გასარკვევიც არაფერი გექნებათ ბატონებო. კომპეტენტურები საჭირო და დამაჯერებელ რჩევებს გაუწევს არაკომპეტენტურებს. მე ასე მგონია. |
Posted by: დეკო 13 May 2010, 12:07 | ||
|
Posted by: dearwitch 13 May 2010, 12:50 |
მოკლედ, დახმარება მჭირდება. ჩემგან (შპს) ევროკავშირის ერთ-ერთმა პროგრამამ იყიდა აპარატურა. მომიტანა ფინანსთა სამინისტროს წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ეს პროგრამა განთავისუფლებულია დღგ-სგან, უნდა გამოვწერო ფაქტურა და დღგ-ს განყოფილებაში დავსვა "-". ეს ყველაფერი გასაგებია, რომ არა ერთი პრობლემა - თუ ფაქტურას გამოვწერ, შესაბამისად დეკრაციაში უნდა მივუთითო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ პროგრამას ID (საგადასახადო კოდი, რადგან პროგრამაა და იურიდიული სტატუსი არ აქვს.) კოდი არ აქვს - შესაბამისად დეკლარაციის ელექტრონული ფორმა არ მაძლევს საშუალებას, რომ ეს გავაკეთო. ხომ არ შეგიძლიათ, რამე მირჩიოთ, ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? |
Posted by: დეკო 13 May 2010, 13:08 | ||
წერილში რა უწერია პროგრამას (იურიდიულ სტატუსად) ?! |
Posted by: tuchka84 13 May 2010, 13:44 |
მოგესალმებით ყველას დღევანდელ დღეს გილოცავთ მრავალს დაესწარით ეხლა რაც შეეხება ჩემ კითხვას სუპერფინი ბაზებს ანუ მონაცემებს სად ინახავს? ვინდის გადაყენება მინდა და ინფორმაციის დაკარგვის მეშინია და იქნებ მითხრად და დამეხმაროდ მადლობა წინასწარ |
Posted by: ketato617 13 May 2010, 13:59 |
dearwitch რამდენიმეჯერ მქონდა შეხება ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან, რომლებიც დიპლომატიური სტატუსით სარგებლობდნენ და ყველას ვუწერდი 0-ოვან ფაქტურას. გაარკვიე კარგად....სხვა ორგანიზაციებისგან მომსახურებას ან საქონელს როგორ ყიდულობენ? |
Posted by: Kalenike 13 May 2010, 14:53 | ||
temozia The DoctoR მე მაინტერესებს ქონების გადასახადის გამოანგარიშებისთვის, 40 000 ლარზე მეტი რომ გამოდის იმ შემოსავალში შედის დივიდენდებიც თუ არათქო ketato617
ზუსტად ეგ მაინტერესებს ახლა მეც ანუ რა საბუთი უნდა მეჭიროს, რომ ნულოვანი ფაქტურა გამოვუწერო? |
Posted by: acho__1 13 May 2010, 15:15 | ||
odo_tab
იმათზე დავწერე ვისი ნაკლებობაც იგრძნობა, რაც მეტი იქნება ესეთი, მით უფრო სწორი მსჯელობა იქნება თემაში. |
Posted by: odo_tab 13 May 2010, 15:49 |
დახმარება მჭირდება, უწყვეტი მომსახურების შემთხვევაში დღგ-ს ა/ფ მაგალითად აპრილის მომსახურებისთვის შეიძლება 11 მაისით გამოიწეროს ა/ფ და მიეთითოს მე-15-ე პუნქტში თარიღი აპრილი 2010 წ. და ეს ა/ფ ჩაითვალო აპრილის დღგ-ს გაანგარიშებისას ? გთხოვთ მიმითითოთ, რომელი კანონმდებლობით და თუ შეიძლება ბრძანება დადეთ ვინმემ. |
Posted by: datdob 13 May 2010, 17:15 | ||
dearwitch
თუ საქართველოში ააქვს წარმომადგენლობა ექნება კოდი მინიჭებული, თუ არ ააქვს წარმომადგენლობა მაშინ ფაქტურა არ უნდა გამოწერო. |
Posted by: ჯესიკა 13 May 2010, 17:15 | ||
უმჯობესია თუ მაგათ ფირმაში დარეკავ და იქიდან გამოიძახებ ვინმეს, ყოველი შემთხვევისათვის, რადგან ეგ პროგრამა სანდო არაა. მე ადრე მე მქონდა მაგ პროგრამასთან შეხება და გამაგიჟეს 3 ჯერ წაიშალა მონაცემები და მერე მოვხსენი და გადავაგდე |
Posted by: datdob 13 May 2010, 17:19 | ||
tuchka84
სუპერფინი ჩაწერილია C დისკზე GSS Business Environment ქვია,მაგრამ შეიძლება სხვაგანც იყოს. ბაზა დაარქივე და გადაიტანე ფლეშზე, ყველაზე ნაღდი ეგ არის. |
Posted by: tuchka84 13 May 2010, 17:49 | ||||
ჯესიკა
შეიძლება ყველაზე ნაგავი პროგრამაც იყოს მარა ეგ მაქვს ამჟამად და რა ვუყო ესე უცბად ვერ გადავაგდებ მერე შეიძლება თუმცა ხომ უნდა არსებობდეს გამოსავალი არა?! შენ როგორ დაგეკარგა ინფორმაცია ვინდის გადაყენების დროს? datdob
გადამაქ ფლეშკაზე რაც ვიპოვე ყველაფერი გსს ზე დ ზე იყო თუ ც ზე ნოუთში მარა არ გამომდის რაღაც მაგარი დებილი პროგრამა რაა ერთი შეხედვით ჩემი მეუღლე მუშაობს მაგ პროგრამაში და გადაყენებისას ინფორმაცია რო წაეშალოს პროსტა ტეხავს რა |
Posted by: ჯესიკა 13 May 2010, 17:55 | ||
კი გადაყენების დროს და მაგიტომაც მოგწერე |
Posted by: tuchka84 13 May 2010, 17:59 | ||
ჯესიკა
ხოდა აქ იმიტომ დავწერე იქნებ იცოდეს ვინმემ გამოსავალი |
Posted by: odo_tab 13 May 2010, 19:14 | ||
ბატონებო შეკითხვა დავსვი, მაგრამ არავინ მპასუხობს, ეტყობა არასწორი ფორმულირება მივეცი შეკითხვას. დღემდე ა/ფ -ს თვის ბოლო რიცხვით მიწერდნენ და პრობლემა არ მქონდა. იქნებ ვინმემ მიპასუხოთ, მაპატიეთ თავი შეგაწყინეთ, მაგრამ თუ დღეს არ მიპასუხებთ შეიძლება ხვალ დაველოდო პასუხს ? |
Posted by: revaza88var 13 May 2010, 19:46 |
odo_tab 1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა. (17.07.2009. N1527) |
Posted by: XlargeXsmall 13 May 2010, 20:56 |
მოგების ის ნაწილი რომელიც სამედიცინო დაწესებულებებმა მიიღეს თავიანთი სამედიცინო საქმიანობით და ხდება მისი რეინვისტიცია, ან თანამშრომელთა მატერიალური წახალისება ( მუხლი 172) კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. მაგრამ რეინვისტირება როდის უნდა მოხდეს კოდექსით არაა გაწერილი. თუ 2009 წლის მოგებაა მილიონი და მინდა მისი რეინვისტირება, მაგრამ ამისთვის მინდა დრო 2010 წლის ბოლომდე (მაგალითად იმიტომ რომ სამედიცინო აპარატურა რომელიც მე მინდოდა დაგვიანდა და გაყიდვაში გამოვიდა 2010 წლის ბოლოს), ამ დროს შემოდის საგადასახადო და მეუბნება აქამდე რომ მოგეხდინა არაფერს გეტყოდი, მაგრამ ეხლა გვიანია რეინვისტირებაო? შესაბამისად მოგების 2009 წლის დეკლარაცია გამიფარჩაკა და მითხრა უნდა დაბეგრილიყავიო? შეიძლება მართალიცაა, მაგრამ სადაა ზღვარი, როდემდე უნდა მომესწრო? |
Posted by: acho__1 14 May 2010, 00:21 |
XlargeXsmall კარგი რამისთვის მიგიგნია. მე რომ ვავსებდე ესეთი დაწესებულების დეკლარაციას გათავისუფლებაში არაფერს ჩავწერდი რეინვესტირებამდე, შემდეგ კი დავაზუსტებდი. წახალისების საკითხია საინტერესო, ეს წახალისება თავისთავად საშემოსავლოთი დაიბეგრება და ხარჯში წავა, პარალელურად გათავისუფლდება, ანუ 1500-იანი მოგების დროს 500 ლარით(დარიცხული) წახალისებისას დასაბეგრი მოგება 500 გრჩება. თუ რამე მეშლება ალკოჰოლს დააბრალეთ |
Posted by: datdob 14 May 2010, 00:53 |
tuchka84 არქივი უნდა გააკეთო მიმდინარე ბაზის და არაფერი არ დაიკარგება. თუ სხვადასხვა ორგანიზაციაა გაკეთებული, ყველა ბაზიდან ცალ-ცალკე გააკეთე არქივი აი სურათები დავდე როგორ, უბრალოდ დაიმახსოვრე სად ჩაწერს არქივს, მერე რომ შეძლო დაკოპირება http://upload.ge/download.php?id=CB3450776 |
Posted by: tuchka84 14 May 2010, 10:42 |
datdob დიდი დიდი მადლობა გაიხარე ხო ორი ორგანიზაცია მაქ მასე გავაკეთებ ორივეს და ერთმანეთს ხომ არ გადააწერს მაგის მეშინია?! |
Posted by: GიორGი 14 May 2010, 11:22 |
ხალხო ანგ.ფაქტურის გამოსატანად საჭირო დოკუმენტები მასწავლეთ როგორ შევავსო... მინდობილობაში და დანართ #1-ში ველები როგორ შევავსო..? ან სადმე თუ დევს ინსტრუქცია ლონკები მომაწოდეთ ძალიან გთხოვთ: http://img194.imageshack.us/i/49297875.jpg/ Uploaded with http://imageshack.us http://img9.imageshack.us/i/20390559.jpg/ Uploaded with http://imageshack.us http://img188.imageshack.us/i/94769548.jpg/ Uploaded with http://imageshack.us წინასწარ მადლობა.. |
Posted by: Kalenike 14 May 2010, 13:24 | ||
XlargeXsmall
:D:D ეს ძაან მაგარი რამე იპოვე კოდექსში წერია რომ გათავისუფლება გეკუთვნის, მაგრამ რეალურად გამოდის რომ არ გეკუთვნის. ეგ მუხლი არის ყველაზე უაზრო მუხლი კოდექსში დიდ ხანს ითხოვდნენ მედიკები ასეთი ძვალის გადმოგდებას ხელისუფლებისგან და კიდეც მიიღეს, შავით თეთრზე წერია მაგრამ ვერ გამოიყენებ გამოიყენებ და დაგაჯარიმებენ |
Posted by: Anuki 89 14 May 2010, 14:38 |
Kalenike იგივეა სოფლის მეურნეობაზეც. ვ) 2011 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ პირის მიერ აღნიშნული მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს; (1.12.2009. N2191 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს) ზ) 2011 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხდება ამ საქმიანობის ფარგლებში;“ (1.12.2009. N2191 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს) სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირი რას ნიშნავს სადაო საკითხია. ერთნი ამბობენ რომ ეს არის ფიზიკური პირი, მეორენი ამბობენ რომ იურიდიულ პირებსაც აქვთ შეღავათის უფლება.... * * * არადა ხალხს ვიცნობ რომლებიც დაკავდნენ სოფლის მეურნეობით, სწორედ ამ შეღავათების გამო.... მაგრამ როგორც გაარკვიეს მთალდ ასე მარტივად არ არის ყველაფერი როგორც ეს კოდექსის ზედაპირული წაკითხვიდან ჩანს. ხოდა დარბიან ეხლა გზააბნეულები და ვინ არის პასუხის გამცემი. |
Posted by: Kalenike 14 May 2010, 15:15 | ||
GიორGი
მოდი ჯობია დაწერე, რომელი გრაფაა შენთვის გაუგებარი, თორემ ასე შორს გავფრინდებით + მაგ ქაღალდებს განცხადებაც უნდა * * * გინდათ ძაან საკამათო თემა შემოვაგდო? |
Posted by: GიორGი 14 May 2010, 16:17 | ||||
Kalenike
ეგ ვიცი. აი გრაფები ვერ გავიგე:
ოკ, გამოვყოფ და ავტივირთავ... მადლობა გამოხმაურებისსათვის მეგობარო... |
Posted by: acho__1 14 May 2010, 16:35 | ||
Anuki 89
როგორც ვატყობ არ იცი ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი და ვინ მოგების . |
Posted by: babaiaro 14 May 2010, 17:07 |
ესეთი ქეისი მაინტერესებს. გავატანეთ იურიდიულ პირს სასაქონლო ზენდანების საფუძველზე პირობითად 100 სასაქონლო ერთეული იმ პირობით რომ თანხას გადაგვიხდის მას შემდეგ რაც თვითონ მოახდენს ამ საქონლის რეალიზაციას. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნული იურიდიული პირი ბრუნდება და ამბობს რომ ვერ მოახდინა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და მზადაა დააბრუნოს საქონელი. როგორ უნდა მოვახდინოთ ბურალტრული გატარება ისე რომ არ მოხდეს საქონლის გაძვირება? წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: Kalenike 14 May 2010, 17:15 | ||
babaiaro
საქონლის გაძვირება რატომ უნდა მოხდეს? დააკორექტირეთ ფაქტურა და ეგაა რა |
Posted by: babaiaro 14 May 2010, 17:45 |
Kalenike დავუშვათ ზედნადებია მხოლოდ. სამი თვის წინ გამოწერილი ნომრით 345/451 პირობითად. წერია მხოლოდ ერთი საქონელი რვეული 100 ცალი ფასი ერთი ლარი. სულ ასი ლარი. 100-ივე ერთეულს აბრუნებს უკან. ზედნადები რო გავაუქმოთ ნუმერაცია აირევა. ეხლა იტყვის ვიღაც სხვა ყველაფერი თუ რიგზეა ბურალტერიაში ამოვარდეს ერთი ნომერი რა მოხდაო ალბათ არც დიდი ტრაგედია უნდა იყოს მაგრამ უფრო წმინდა თეორიული კუთხით მაინტერესებს ამ შემთხვევაში. |
Posted by: Sidonia 14 May 2010, 19:43 |
babaiaro ნომრის ამოგდების გარდა დღგს გადამხდელი თუ ხარ და დეკლარირებული გაქვს 3 თვის წინ შემოსავალში რას შვები მაშინ ? * * * ვინმემ ხომ არ იცით არის თუ არა ექსკლუზივი არამატერიალური აქტივი.? |
Posted by: datdob 14 May 2010, 23:31 | ||
babaiaro ხელშეკრულება გექნებათ დადებული, სადაც მითითებული იქნება, რომ შესაძლოა მოხდეს საქონლის უკან დაბრუნება. ისევ ზედნადებით მიიღებ უკან საქონელს, გააკეთე ბარემ მიღება ჩაბარება და რეალიზაცია შეამცირე, როგორც ფინანსურად, ისე საგადასახადო კუთხით. საქონელს კი ისევ აიღებ საწყობში. * * * Sidonia
ზუსტად ვერ გავიგე კონკრეტულად რა გაინტერესებს, შეიძლება იყოს, შეიძლება არა |
Posted by: Sidonia 15 May 2010, 10:09 |
datdob მაგალითად მაღაზიას ექსკლუზიურად აწვდი საქონელს, ფორმდება ხელშეკრულება და იწერება ფაქტურა, ეს პერიოდის ხარჯია თუ არამატერიალური აქტივი. |
Posted by: Gianni 15 May 2010, 11:40 | ||
babaiaro
მაგ შემთხვევაში თუ ფაქტურა არ იყო გამოწერილი მაშინ ზედნადებით უნდა დაიბრუნო უკან (მას უნდა გამოაწერინო),ნუ დღგ-ს რათქმაუნდა დაკარგავ და გაატარო როგორც საქონლის დაბრუნება.... |
Posted by: giorgi33 15 May 2010, 13:04 |
საგარანტიო მომსახურებისას რომელშიც შედის ნაწილის შეცვლაც. დღგს მიზნებისთვის შერეულ ოპერაციაში გავა და დღგთი არ დაიბეგრება, მაგრამ მოგების გადასახადის მხრივ დასაბეგრია ეს ოპერაცია, თუ პირდაპირ შემიძლია ამ დეტალის თვითღირებულება ხარჯში გავუშვა? * * * 2. დაუშვათ ხელშეკრულებით გამომუშავებაზე მუშაობს პერსონალი, ანუ რეალიზაციის 4 % მისი ხელფასია და ვთქვათ ერთერთმა გამოიმუშავა 14 ლარი ერთ თვეში. მინიმალური ხელფასის ზღვარი პირდაპირი მითითებით ხომ არსად არ არის დაფიქსირებული, წესით არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს ხო? |
Posted by: brastinto 15 May 2010, 20:55 | ||||||||
რად უნდა ხალხო ამ საკითხს ამდენი ტვინის ჭყლეტა? საქონლის დაბრუნებისას გამოწერეთ ანგარიშ-ფაქტურა და იმავე მომენტში დააკორექტირეთ მაკორექტირებელი ფაქტურით. გზღუდავთ ვინმე? * * *
მოგების გადასახადის მიზნებისათვის შერეული ოპერაციის ცნება არ გვაქვს პასუხი თავად განსაზღვრეთ * * *
რა თქმა უნდა - ხელფასის სახით შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხის გაცემა. * * *
იქნებ დააკონკრეტოთ რას გულისხმობთ ხარჯად ან რა უნდა აღიარდეს არამატერიალურ აქტივად? არამატერიალურ აქტივად ექსკლუზივის აღიარება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ეს უპირატესობა ფირმას შეძენილი აქვს გარკვეულ მატერიალურ საფასურად. სხვა შემთხვევაში მიემატება გუდვილს (რაც ვლინდება ფირმის მიწოდების მომენტში ფირმის აქტივებისა და საბაზრო ფასს შორის სხვაობისას) |
Posted by: Sidonia 15 May 2010, 21:31 |
brastinto რა თქმა უნდა მატერიალური საფასურის გარდა არც ერთი ობიექტი არ შეგიშვებს ექსკლუზიურად, და ზოგ ობიექტზე იმაშიც ხდება ფულის გადახდა რომ საერთოდ შეუშვან ობიექტზე შენი პროდუქცია (არაექსკუზიურად). ამ შემთხვევაშიც გარიგება ხელშეკრულებითაა დაფქსირებული. |
Posted by: acho__1 15 May 2010, 21:35 | ||
brastinto
და სად წერია რომ არამატერიალური აქტივი მაშინ ითვლება არამატერიალურ აქტივად თუ მასში ფულს გადაიხდი? * * * Sidonia ჩემი აზრით არამატერიალური აქტივია და პერიოდის პროპორციულად გამოქვითავ(ვგულისხმობ რომ ხელშეკრულებით ვადა განსაზღვრულია) |
Posted by: brastinto 15 May 2010, 22:06 |
"ფული" არ მიხსენებია, მაგრამ თუ არა მატერიალური გამოხატულება აბა რა ღირებულებით უნდა აიყვანო ექსკლუზივი აქტივში? დავუშვათ ჩემმა კომპანიამ უცხოურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად დაფიქსირებულია რომ მე ან ის ვსარგებლობთ გარკვეული ექსკლუზივით (მაგალითად ამ ფირმის პროდუქციას საქართველოში ჩემს გარდა ვერავინ შემოიტანს, სანაცვლოდ მე ვიძლევი გარანტიას, რომ გავყიდი გარკვეული მოცულობის პროდუქციას). ეს ნათლად სჩანს რომ ექსკლუზივია, როგორ აიყვანთ ამას ბალანსზე? ან ამორტიზაციას რაზე დაარიცხავთ? ან ქონების გადასახადს რაზე გადაიხდით? .................. ვიღაცის მიერ მოცემულ დაპირებაში? .................. ვინ იძლევა გარანტიას რომ ეს ექსკლუზივი ერთ მშვენიერ დღეს არ დაინგრევა? ................. ჩემი აზრით ეს იმდენად აბსტრაქტული თემაა, რომ ამ საკითხზე კამათი არც ღირს. |
Posted by: acho__1 15 May 2010, 22:24 | ||
brastinto
არსებითია ფული იქნება თუ სხვა რამ? მთავარია რომ გულისხმობდი დაფიქსირებული ღირებულების არარსებობას. ესეთი შემთხვევისთვის არსებობს საბაზრო ფასის ცნება, ის რომ საბაზრო ფასს შენ თვითონ ვერ განსაზღვრავ ფაქტია, მაგრამ არსებობენ ამისათვის შესაბამისი ორგანოები. იმ კონკრეტულ მაგალითში კი რომელიც აქ მოიყვანა Sidonia-მ ეს პრობლემა არ იყო საერთოდ. |
Posted by: brastinto 15 May 2010, 22:34 |
acho__1 Sidonia-მ რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ მე რაც ვიგულისხმე პრაქტიკულად ავხსენი. |
Posted by: datdob 15 May 2010, 23:42 | ||||
brastinto
როგორც მე მივხვდი ჯერჯერობით მხოლოდ ხელშეკრულება გაქვს ამ "ექსკლუზივზე". ექსკლუზივების სფეროში პრაქტიკა არ მაქვს, მაგრამ ლოგიკურად თუ მიუდგები ჯერჯერობით ბალანსზე ასაყვანი,ამორტიზაციის დასარიცხი და ქონების გადასახადის დასარიცხი არაფერი გაქვს, გარდა ბეჭედ დარტყმული ფურცლებისა. როცა ხელშეკრულების პირობა შესრულდება შემდეგ აიღებ ბალანსში მატერიალური აქტივი იქნება ეს თუ არამატერიალური სულერთია. Sidonia
აქ საერთოდ რა შუაშია არამატერიალური აქტივი? თუ საქონელს მიაწვდი მაღაზიას ეს არის შენი რეალიზაცია და ხარჯია ის და იმდენი, რაც გაწეული იქნა ამ შემოსავლის მისაღებად. |
Posted by: geovip 17 May 2010, 11:33 |
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს.... ვთქვათ ფირმა აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას არაპროგრამულად (ანუ არ აქვს ბუღლატრული პროგრამა), სალაროს წიგნაკის წარმოება აუცილებელია? ან მისი გამოყენების ზუსტი ინსტრუქცია წერია სადმე? |
Posted by: სპორტი 17 May 2010, 11:40 |
რამდენიმე კითხვა ბუღალტრებთან. 1. ინდმეწარმემ შეწყვიტა საქმიანობა 14 მაისს, შესაბამის საგადასახადოში განცხადებაც (თანდართული დეკლარაციით) შეიტანა. ხომ არ მოეთხოვება მას დღეს (დღეს აპრილის დეკლარაციების ჩაბარების ბოლო ვადაა) საშემოსავლო დეკლარაციის ჩაბარება? 2. დასაკორექტირებელი იყო 31 მარტის ფაქტურა. კორექტირების ანგარიშფაქტურა კი გამოიწერა 30 აპრილს. რა უნდა მიეთითოს დასაბეგრ ოპერაციის განხორციელების თვედ? 3. ერთ-ერთმა შპს-მ მარტში მოწოდებულ პროდუქციაზე ანგარიშფაქტურა აპრილში გამოწერა. შეცდომით, აღნიშნული ფაქტურა მარტის თვის რეესტრში შეიტანეს. ხომ არ გამოიწვევს ეს დაჯარიმებას? 4. იოდიზებული მარილი დეღეგესგან თავისუფალია. წინა თვეში გაყიდული მარილი თანხობრივად დეღეგეს დეკლარაციის რომელ პუნქტში აისახება? პ.ს. მადლობა წინასწარ. |
Posted by: "guruli" 17 May 2010, 17:00 |
სპორტი 1. მოეტხოვება( საშემოსავლოს დეკლარაცია აპრილის მონაცემებს შეიცავს) 2.დეკლარაციაში ტუ კიტხულობ მაშინ აპრილი 3.დაზუსტებული ჩააბარე 4.მეორე გტვერდზე 3 გრაფაში(დასაბეგრის ქვეოთ და ნულოვანის ზემოთ ) |
Posted by: The DoctoR 17 May 2010, 18:08 |
სპორტი 1. მართალია ეს კითხვას არ ეხება საერთოდ, მაგრამ მაინტერესებს თუ დაქირავებულ მუშახელს იყენებ, რატომ ხარ ინდ.მეწარმე? სასიამოვნოა ზედმეტი გადასახადების გადახდა? 2. გასათვალისწინებელია, რომ მარტის თვეში უკვე გატარდა ფაქტურა და მეც ვფიქრობ რომ მარტის თვეა განხორციელების თვე. 3. სასურველია ა/ფ გამოიწეროს ოპერაციის განხორციელების თვეში. შენს შემთხვევაში მარტის თვე არის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვე და დატოვე, რაღას აკორექტირებ. geovip ფინანსთა მინისტრის 2009 წლის .. აპრილის ბრძანებულებით სალაროს სამეურნეო წიგნი გაუქმებულია. ასე რომ მისი გამოყენება არ გინდა |
Posted by: geovip 17 May 2010, 19:24 |
The DoctoR დიიიიიიდი მადლობა |
Posted by: giorgi33 17 May 2010, 20:15 | ||||
მოგების გადასახადი საბაზრო ფასსა და თვითღირებულების სხვაობიდან ხო და თვითღირებულება ჩვეულებრივად ჩამოიწერება ? თუ ასეა ანალოგიური მომსახურების საბაზრო ფასი სად ვარკვიო? * * *
მგონი გარდა რეგულარული და უწყვეტი მიწოდებისა , საგადასახადო ანგარიშფაქტურით ჩათვლა ხდება იმ საანგარიშო პერიოდში როცა ის გამოიწერა . |
Posted by: revaza88var 18 May 2010, 10:49 |
10 ცალ საბურავის ყიდვის შემთხვევაში მჩუქნიან მე-11-ეს. ამის ადმინისტრირების ვარიანტები, ვისაც შეხება გქონიათ ან არ გქონიათ იქნებ დაწეროთ |
Posted by: joto 18 May 2010, 11:14 |
revaza88var მჩუქებელი ჩვეულებრივ დაბეგრავს, ვინც იჩუქა აიღებს არასაოპერაციო შემოსავალში და მერე გამოქვითავს (177-ის 2) |
Posted by: The DoctoR 18 May 2010, 11:14 |
revaza88var მე11 ჩართავ პერიოდის შემოსავალში. არასაოპერაციო შემოსავლად აღიარებ. |
Posted by: zgula 18 May 2010, 11:22 |
გამარჯობათ ყველა. ერთი შეკითხვა მაქ .ვართ შპს, გამომცელობა ვართ და ასევე ვეწევით ჩვენ მიერ გამოცემული წიგნების დისტრიბუციას,ანუ ხელმომწერებისთვის მიგგვაქ სახლში და მაინტერესებს სავალდებულოა თუ არა ყველა ფიზიკურ პირზე ზედდებულის გამოწერა,,,,,( ნუ რათქმაუნდა ჩეკს ვაძლევთ) |
Posted by: joto 18 May 2010, 12:20 | ||
zgula
არა, დღის ბოლოს შეადგენთ საცალო გაყიდვების რეესტრს და გაწერთ საბოლოო მომხმარებელზე. |
Posted by: zgula 18 May 2010, 12:47 |
დიიიდი მადლობა................. |
Posted by: Kalenike 18 May 2010, 14:50 | ||
The DoctoR
???? რა ზედმეტი გადასახადები აქვს ამ შემთხვევაში? |
Posted by: babaiaro 18 May 2010, 15:04 |
ერთადერთი უპირატესობა რაც შ.პ.ს. აქვს ინდმეწარმესთან არის შემდეგი: შ.პ.ს. წარმოქმნილ ვალდებულებზე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით, ხოლო ინდმეწარმე მხოლოდ მთლიანად თავისი ქონებით. მარტივად რო ვთქვათ ვთქვათ ინმეწარმეს აქვს დავალიანება 30 000 ლარის ოდენობით. ვის მიმართ აქვს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თუ მას აქვს ამ ღირებულების ქონება ვალდებულია გაყიდოს ან გადასცეს კრედიტორს და ამ სახით გაისტუმროს დავალიანება. ხოლო თუ შ.პ.ს.-ს აქვს 30 000 ლარის დავალიანება და მისი მთლიანი აქტივები 25 000 ლარია არავინ დარჩენილ 5000 ლარს შ.პ.ს.-ს დამფუძნებლებს სახლიდან არ მოატანინებს. იურიდიული პირის ფორმა არ იწვევს გადასახადის რაოდენობის დაკორექტირებას. საშემოსავლო ყველამ ერთნაირად უნდა გადაიხადოს სააქციო საზოგადოებამაც და ინდ. მეწარმე პავლე ღობეგლეჯიაშვილმა |
Posted by: Kalenike 18 May 2010, 15:10 | ||
babaiaro
ზუსტად მაგას ვგულისხმობ |
Posted by: goga_g 18 May 2010, 15:20 | ||
ბრალეულობას გააჩნია. |
Posted by: WUDU 18 May 2010, 17:06 | ||
თუ დირექტორი და დამფუძნებელი ერტი პირია, ისე მოატანინებენ როგორც დაგიბარებია |
Posted by: babaiaro 18 May 2010, 17:20 |
WUDU goga_g რა თქმა უნდა მთელ რიგ შემთხვევეში მოატანინებენ მაგრამ ხო არსებობს მეწარმეთა შესახებ კანონში ჩანაწერი რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადება პასუხს აგებს მხოლოდ შ.პ.ს-ს ქონებით მაშინ როცა ინდ. მეწარმე პასუხს აგებს მთლიანად თავისი ქონებით. ეს არის შ.პ.ს-ს უპირატესობა ინდ. მეწარესთან ყოველ შემთხვევაში ფურცელზე მაინც. |
Posted by: Kalenike 18 May 2010, 18:19 | ||
ვერ მოატანინებენ, ერთი შემთხვევის გამოკლებით, როცა დამფუძნებელს ჩათვლიან ცრუმაგიერ მფლობელად, ამ შემთხვევაში მის მეორე ფირმას დააკისრებენ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მოცემულ ფირმას აქვს შესასრულებელი. |
Posted by: giorgi33 18 May 2010, 19:38 |
თუ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არის მაშინ ვერ მოატანინებენ. |
Posted by: Did_Giorgi 18 May 2010, 20:22 |
babaiaro გადასახადებში არაა სხვაობა? მაგალითად მოგების გადასახადი ხო 15 % არის და იხდის მხოლოდ იურიდიული პირი? ანუ ინდ. მეწარმე არ იხდის, სამაგიეროდ ი.მ იხდის საშემოსავლო გადასახადს იმ სხვაობაზე, რაცაა რეალიზაციასა და ხარჯებს შორის ხო? ანუ ეს სხვაობა შ.პ.ს. -სათვის მოგებაა და 15%-ით იბეგრება ხოლო ინდ. მეწარმისათვის ეს სხვაობა შემოსავალია და საშემოსავლო გადასახადით - 20%-ით იბეგრება. ასე არაა? თუ ვცდები? |
Posted by: babaiaro 18 May 2010, 21:49 | ||||
Did_Giorgi არ ცდები ნამდვილად მაგრამ კითხვა იყო დასმული თავიდან შემდეგი
რაზეც ვუპასუხე
|
Posted by: datdob 18 May 2010, 23:04 | ||
Did_Giorgi
ცდები მუხლი 281. გარდამავალი დებულებანი 36. ამ კოდექსის 195-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქართველოს საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამ კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 10-პროცენტიანი განაკვეთით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე – 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით. (26.12.2008. N 871 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) |
Posted by: goga_g 19 May 2010, 02:55 | ||||
babaiaro
ძირითადი დარღვევები რაც შეიძლება საქართველოში მეწარმეთა 98 პროცენტს ქონდეს, ზუსტად მაგ "მთელ რიგ შემთხვევებს" განკუთვნება
რა თქმა უნდა წერია. |
Posted by: სპორტი 19 May 2010, 11:19 | ||||||
"guruli"
არ მოეთხოვებაო, საგადასახადოში ორმა სხვა და სხვა ადამიანმა მითხრა. ისე, აპრილში ნულოვანი უნდა ჩამებარებინა... The DoctoR
რატომ ვიხდიდი ზედმეტს?
გამოწერის თარიღი 6 აპრილია. |
Posted by: "guruli" 19 May 2010, 13:36 |
სპორტი 14 მაის თუ შეწყდა საქმიანობა აპრილის დეკლარაცია რაომ არ უნდა ჩააბარო (რა გითხრეს საგადასახადოში მიზეზი??) |
Posted by: სპორტი 19 May 2010, 14:39 |
"guruli" ნულოვანი უნდა ჩამებარებინა და მითხრეს, არ გინდაო. რა ვიცი... |
Posted by: The DoctoR 19 May 2010, 16:52 |
შპს მოგების გადასახადს იხდის უფრო ნაკლებს, ვიდრე ინდ.მეწარმე. სამაგიეროდ ინდ.მეწარმე არ იხდის ქონების გადასახადს. შპს შეუძლია დაბეგრილი პროცენტები გადახდილ მოგებაში ჩაითვალოს, და ინდ.მეწარმეს არა. კიდევ არის განსხვავებები, რომლებიც არ მახსოვს და ვერ ვწერ მაგის გამო. მაგრამ ის რომ შპს იხდის 15%+%5 მოგების შემთხვევაში, რაც უთანაბრდება ინდ.მეწარმის 20% ასეა მათემატიკურად, მაგრამ არსებობს გარემოებები, როცა მოგების ნაწილი მიდის რეინვესტირებაში, როცა დასაქმებული გყავს N რაოდენობის მუშახელი და ა.შ. 2011 წლიდან კიდევ ის 5% აღარ იქნება, რაც ახლა არის დივიდენდზე მოკლედ ჩემი აზრით შპს ჯობს ინდ.მეწარმეობას |
Posted by: brastinto 19 May 2010, 17:13 | ||
The DoctoR იქნებ წყაროც მიგეთითებინათ, თორემ არ გვჯერავს. |
Posted by: სპორტი 19 May 2010, 17:24 |
საინტერესოა, რატომ უნდა იყოს განსხვავება ინდმეწარმესა და შპს-ს შორის გადასახადების გადახდის მომენტში? რატომღაც ბევრ ინდმეწარმეს ჰგონია, რომ რახან ინდმეწარმე ჰქვია, დეღეგეს არ უნდა იხდიდეს, ნაკლები გადასახადი უნდა ჰქონდეს, დეკლარაციას წელიწადში ერთხელ უნდა აბარებდეს (მაშინაც კი, თ დაქირავებული ჰყავს) და ასე შემდეგ. |
Posted by: The DoctoR 19 May 2010, 17:24 |
brastinto სსკ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ინსტრუქციები |
Posted by: Kalenike 19 May 2010, 17:38 | ||
The DoctoR
მაინც არ გვჯერა |
Posted by: The DoctoR 19 May 2010, 17:51 |
Kalenike |
Posted by: Did_Giorgi 19 May 2010, 22:59 | ||
The DoctoR
+1 ოღონდ შპს-ზე ძალიან დამღლელად და სისულელედ მეჩვენება ბიუროკრატია, მაგალითად: თუ შპს-ს დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი, ასევე დირექტორიც ერთი პირია, მას მაინც ჭირდება ძალიან ბევრი დოკუმენტების გამზადება ყველა ფეხის ნაბიჯზე, მაგ: -ქონების შესყიდვისას -ქონების გაყიდვისას -სესხის აღებისას -შ.პ.ს.-ს საკუთარი ქონების იპოთეკით დატვირთვისას -რაიმე ვალდებულების აღებისას - და ა.შ. ანუ ამ ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ეს ერთადერთი დამფუძნებელი ნოტარიუსთან მიდის და აფორმებს პარტნიორის გადაწყვეტილებებს, ხოდა ძალიან უაზრო და სასაცილო მომენტია IMHO |
Posted by: revaza88var 19 May 2010, 23:20 | ||||||
15+5 არ არის 20 ისევე როგორც 20+12 არ იყო 32
ეს სად წერია? * * *
სხვათა შორის ამაზე თავის დროზე მაგრათ ვიკაიფე ,,ვითომ ჭკვიან" პოლიტიკოსებზე როდესაც ისინი გვიტმკიცემდნენ რომ ვითომ რეალურად მოხდა 7 % შეღავათი (32-25) ახლა დავთვალოთ როგორი 7 %იანი შეღავათია 1000 1000-1000X20%=800 800-800X12%=704 1000-704=296 1000 ისთვის 296 არის 29.6% რეალურად 4.6 % პროცენტი დაუკარგია ბიუჯეტს და არა არა 7 , როგორც ზოგიერთი "ტვინიკოსი" გვიხსნიდა დაფებზე |
Posted by: datdob 19 May 2010, 23:56 | ||||
Kalenike
ვისაც სჯერა გავატაროთ * * * The DoctoR
ერთადერთი რაშიც შემიძლია დაგეთანხმო |
Posted by: T&T9 20 May 2010, 16:15 |
იქნებ დამემხაროთ, შპს-მ 6 მაისს განაბაჟა საქონელი და დღგ ვერ ჩაითვალა იმიტომ რომ არ იყო დარეგისტრირებული, ხვალ დარეგისტრირების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა იმპორტზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლა?! |
Posted by: giorgi33 20 May 2010, 18:20 | ||
დღგ ს გადამხდელიც რომ ყოფილიყავით ჯერ მაინც ვერ გამოიყენებდით მაგ დღგ ს თანხას როგორც ჩასათვლელს, 15 ივნისამდე ჩააბარებ დეკლარაციას და თუ უკვე სულ არ გაყიდეთ ეგ საქონელი, მიიღებ ჩათვლას არსებული ნაშთების მიხედვით. * * *
დაუშვათ გაქვთ საკუთარი კომერციული ფართი და აპირებთ ბიზნესის დაწყებას , თუ შპს ს გახსნი , გააფორმებ შენს თავთან იჯარას საბაზრო X ფასით და 12 % ს გადაიხდი , ი/მ ის შემთხვევაში დასაბეგრი შემოსავალი გაიზრდება X ით და 20 % ით დაიბეგრება. აქ უკვე 8 % გამოდის სხვაობა. თუმცა ზოგს სადაოთ მიაჩნია ფიზიკური პირის იჯარის 12 % ით დაბეგვრა. |
Posted by: acho__1 20 May 2010, 18:47 |
რა ყ>> ლ??ე შეკითხვები და კომენტარებია ამ თემაში. |
Posted by: giorgi33 20 May 2010, 19:02 |
ისე ცნობისთვის მაგრა ყ-ზე მკიდია კონკრეტულად შენ რას იფიქრებ, თუ ჩემს კომენტარზეა ლაპარაკი. მეორე კიდევ ზრდილობა იქონიე. |
Posted by: acho__1 20 May 2010, 19:21 |
giorgi33 რატოხარ ესე თვითკროტიკული? |
Posted by: giorgi33 20 May 2010, 20:27 |
თვითკრიტიკა რა შუაშია, ეს ყველას ეხებოდა ვინც აქ პოსტავს და უზრდელ ხალხს ვერ ვიტან, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს უზრდელობა ჩემს თუ სხვის მიმართ. შეიძლება შენი მაღალი ბუღალტრული ინტელექტის გამო პირდაპირ აღშფოთებული ხარ აქ რაც იწერება იმით, მაგრამ ჯობია აწი ასეთი კომეტარებისაგან თავი შეიკავო. |
Posted by: სპორტი 20 May 2010, 21:19 |
acho__1 დასავორნი ხარ |
Posted by: krixi 20 May 2010, 22:41 |
გამარჯობათ,მაინტერესებს საგადასახადო მართლა აძლევს საკასო აპარატებს განვადებით???? |
Posted by: joto 21 May 2010, 10:20 |
krixi დარეკე და გეტყვიან |
Posted by: Did_Giorgi 21 May 2010, 21:33 |
acho__1 აჩო, ძალიან გთხოვ რა უცენზურო სტყვებისგან თავი შევიკავოთ. არ გიცნობ მართალია, მაგრამ გაფასებ ძალიან, ვირტუალურად გასაგებია რომ შენთვის, გამოცდილი ბუღალტრისთვის, ზოგი კითხვა მართლა სასაცილო და გამაღიზიანებელიც კია, მაგრამ ფორუმია ეს, ბუღალტერთა ფედერაცია კი არა თან კიდევ სწავლობს ხალხი, აინტერესებთ და ვსო. |
Posted by: WUDU 23 May 2010, 18:15 |
სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერის ფორმები სად ვნახო ინტერნეტში? |
Posted by: Kalenike 26 May 2010, 10:47 |
გილოცავთ ბუღალტრებო დღევანდელ დღეს, ერთმანეთის გაძლებას გისურვებთ |
Posted by: TT-KK 26 May 2010, 13:12 |
acho__1 ეს მართალია ,რომ კრების ოქმები ან პარტნიორის გადაწყვეტილებები ნოტარიუსს უნდა დავამოწმებინოთ? |
Posted by: giorgi33 26 May 2010, 13:36 |
( 225/დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საქონლის ნაშთი, რომელზედაც გადამხდელს მიღებული ან მისაღები აქვს ჩათვლა, განიხილება როგორც დღგ-ის დასაბეგრი მიწოდება). რეგისტრაციის გაუქმების მომენტისთVის მაქვს ისეთი ნაშთი რომელიც დღგს ანგარიშფაქტურის გარეშე ვიყიდე თავის დროზე და ისეთი საქონელი რომელიც დღგს ფაქტურით ვიყიდე მაგრამ ჩათვლა არ განმიხორციელებია რადგან არ ვიყავი მაშინ დღგს გადამხდელი. ჩემი აზრით ასეთ საქონლის ნაშთზე არ უნდა გადავიხადო დღგ რეგისტრაციის გაუქმების მომენტში, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით 077 ზე დავრეკე და იქ მითხრეს ყველა ნაშთზე უნდა დაიბეგროო იმისდამიუხედავათ გქონდა დღგს ჩათვლა მიღებული თუ არაო ,არ დავეთანხმე მოვუყვანე კოდექსიდან მუხლი მაგრამ საბოლოო პასუხი მაინც გადახდა მითხრა. ვინმემ ხომ არ იცით ზუსტად როგორ არის? |
Posted by: makaveli2244 26 May 2010, 14:23 |
მოდერ ჩემი პოსტი რატომ წაშალე?????????????????????? თუ რამე წესს ვარღვევ ვორნი უნდა დამადო და არა პოსტი წაშალო!!!! |
Posted by: Konkia 29 May 2010, 12:47 |
მეგობრებო თუ შეგიზლიათ გთხოვთ გამომიგზავნოთ, მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) აქტის ფორმა.... |
Posted by: General Bachelor 30 May 2010, 20:47 |
ბუღალტრებო 1 კითხვა მაქვს: - როდესაც შპს ყიდულობს ავტომობილს კერძო პირისგან, რაიმე გადასახადის გადახდა უწევს შპს? - ან კითხვა რომ შევატრიალოთ, გამყიდველ კერძო პირს უწევს თუ არა რაიმე გადასახადის გადახდა ბიუჯეტში? |
Posted by: gigak 30 May 2010, 20:58 | ||
077-ზე რასაც გიპასუხებენ პირიქით უნდა იმოქმედო და მართალი ის იქნება |
Posted by: datdob 30 May 2010, 23:03 | ||||
General Bachelor
არანაირი
საკუთრებაში ყოფნის პერიოდი თუ აღემატება 6 თვეს არ მოუწევს არაფრის გადახდა |
Posted by: General Bachelor 30 May 2010, 23:46 | ||
datdob
ამ გადასახადის გადახდა იმიტომ უწევს რომ შპს ყიდულობს მისგან? თუ ფიზიკურ პირს რომ ეყიდა მაშინაც მოუწევდა? მადლობა გამოხმაურებისთვის |
Posted by: ნინიანა 31 May 2010, 00:20 | ||
General Bachelor
არ ააქვს მნიშვნელობა ვინ იყიდის, 6 თვე 6 თვეა |
Posted by: The DoctoR 31 May 2010, 00:23 |
General Bachelor მოძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, თუ ის პირის მფლობელობაში არის 6თვეზე ნაკლები პერიოდით, ნამეტი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ვინ იყიდის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია 6 თვიან პერიოდში არ მოხდეს, თორე დაიბეგრება. |
Posted by: General Bachelor 31 May 2010, 00:58 | ||
The DoctoR
აა აქ საუბარია ნამეტ თანხაზე? ანუ თუ მაგალითად ტიპმა იყიდა მანქანა 2000$-ად და გაყიდა 3000$-ად დაიბეგრება მხოლოდ 1000$ ხომ? ე.ი. გადასახდელი ექნება 200$. სწორად გავიგე? |
Posted by: Blunt 31 May 2010, 08:16 |
არავინ ხართ??? დახმარება მინდა ბუღალტერიისს მაგალითები მაქ გასაკეთებელი |
Posted by: revaza88var 31 May 2010, 08:54 | ||
Konkia
ჩეკი უნდა მოგიტანოს მომხმარებელმა, შენ კი უნდა გამოიყენო სალარო აპარატიზე თანხის უკან დაბრუნების ფუნქცია |
Posted by: Iron Butterfly 31 May 2010, 09:56 |
მიშველეთ, ინფო ბუღალტერი რომელ ქართულ კავიატურის დრაივერს იყენებს? |
Posted by: pasa 31 May 2010, 10:59 |
გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება ძალიან. ინდ.მეწარმეს (დღგ-ს გადამხდელი არ ვარ) ვხურავ, რომელიც ეწეოდა ვაჭრობას. მაინტერესებს, როგორ მოვიცილო შესყიდული საქონელი? ანუ როგორ მივაბრუნო, მით უმეტეს რომ შესყიდვის ფასზე ნაკლებად მიწევს მიბრუნება. გთხოვთ მირჩიოთ რომ ყველადერი ისე გავაკეთო როგორც საჭიროა. და კიდევ ერთი საკითხი: ფიზიკური პირისაგან ნაქირავები მქონდა ფართი. რა დოკუმნტის საფუძველზე შემიძლია ვიღიარო გადახდილი თანხა ხარჯად? |
Posted by: The DoctoR 31 May 2010, 12:20 |
General Bachelor მასეა ხო. მარა თუ ეს ყველაფერი ხდება 6 თვის შუალედში. სხვა შემთხვევაში 1000ვე შენია. |
Posted by: Toxic:) 31 May 2010, 18:29 | ||
თუ ეკეონომიურ საქმიანობაში იყენებდა ამ მანქანას მაშინ? |
Posted by: revaza88var 31 May 2010, 21:26 |
მუხლი 199. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება). მუხლი 177. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები(26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან ამ ორი მუხლიდან გამომდინარე, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, ჩამოუწერელი (ჩამოწერა არ ჩანს) საქონლის ხარჯებიდან ამოგდების, ანუ 177 ში ნახსენები დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი, შეიძლება თუ არა გულისხმობდეს დოკუმენტს, რომლითაც ჩამოწერა ხორციელდება ( შესყიდვის დოკუმეტს ცალსახაა გულისხმობს) ბუღალტრული აღრიცხვის პერიოდული მეთოდით მუშაობისას არსად არ წერია რომ საგადასახადო პერიოდი აუცილებლად ერთი თვე უნდა იყოს, შესაბამისად შეიძLება იყოს ერთი წელი, კოდექსის ამ ორი მუხლიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ ეს ამ მეთოდის გამოყენება ხეირის მოგვცემს? საინტერესო ისაა რომ აღნიშნულ 177 მუხლში სიტყვები ,,დოკუმენტურად დადასტურებული" 133 მუხლის გაუქმებისას ჩაიდო, ჩემი აზრით აქ უფრო დიდი ძაღლის თავია ჩამარხული ვიდრე ყოფილ 3000 იან და 10 % იან მუხლში, და ეს ძაღლის თავი "ცალკეულკ" შემთხვევებში თავისუფლად შეიძლება ამოქმედდეს |
Posted by: manutd777 31 May 2010, 21:57 |
ზედნადების ელექტრონული ვარიანტი არ ხომ არ გაქვთ? |
Posted by: The DoctoR 31 May 2010, 22:43 |
Toxic:) ფიზიკურ პირზე მაქვს საუბარი, რომელიც ამ ქონებას ეკონომიკურ საქმიანობაში არ იყენებს. სხვა შემთხვევაში ნამეტი ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში, რაც არ უნდა 6 თვე იყოს გასული და დაიბეგრება წლის ბოლოს. |
Posted by: giorgi33 1 Jun 2010, 10:59 | ||
მგონი დროა ჩამოწერის აქტების და მოხენებითი ბარათების შედგენა დავიწყო ყველა ამდაგვარ ოპერაციაზე |
Posted by: revaza88var 1 Jun 2010, 14:18 | ||
giorgi33
ბუღალტრული ჩანაწერები თუ გაგაჩნია ამ ყველაფერზე არც ეგ უნდა იყოს ჩემი აზრით პრობლემა, (თუ საწარმოოო დანაკარგებთან ან სხვა დანაკარგთან არ გვაქვს კავშირი ) მაგრამ ალბათ გააჩნია ვინ როგორ უყურებს ამ საკითხს |
Posted by: pasa 1 Jun 2010, 14:29 | ||
ვერ დამეხმაებით? |
Posted by: nat_a 1 Jun 2010, 14:32 | ||
ვინც სოფლის მეურნეობის ბურალტერიაში ჩემზე უკეტ ერკვევა იქნებ დამეხმაროთ, მოკლედ არის ასეთი სიტუაცია, შევიძIნეთ პავლოვნიას ნერგები, რომლებიც რამოდენიმე წლის მერე უნდა იქცეს ხე-მასალად, კოდექსის მიხედვით ბიოლოგიურ აქტივებზე გაწეული ხარჯები უნდა გამოიქვითოს იმავე წელს, მე თუ ის გამოვქვიტე მაშინ რამოდენიმე წლის მერე მიღებული ხის მასალა რომელიც რეალიზაციისტვის იქნება განკუთვნილი საიდან დავაფიქსირო, თუ ეს გამოქვიტვა მხოლოდ ცვეთის დატვლისას არის გასატვალისწინებელი და ისე ჩვეულებრივ დაუმთავრებელ წარმოებაზე უნდა დავაფიქსირო?? * * *
ხელშეკრულების საფუძველზე, და გასავლის ორდერების საფუძველზე დააფიქსირებ თანხის გადახდას, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ საშემოსავლო უნდა დააკავო |
Posted by: The DoctoR 1 Jun 2010, 15:31 |
nat_a ალბათ საგადასახადო მიზნებისათვის ცვეთის დათვლისას და ფინანსურად დაუმთავრებელი წარმოება. საერთოდ არ მქონია შეხება სოფლის მეურნეობის ბუღალტერიასთან. ისე 2-3 კვირა მოიცადე და ახალი კოდექსი გვექნება რა იცი რა ეწერება იქ ბიოლოგიუ აქტივთან დაკავშირებით |
Posted by: VIPman 1 Jun 2010, 15:32 |
ახალი საგადასახახდო კოდექსის კანონპროექტი ხომ არ გაქვთ ვინმეს რომლის მიღებასაც აპირებენ? დალინკეთ ან გადმომიგზავნეთ ფლიზ |
Posted by: The DoctoR 1 Jun 2010, 15:36 |
ეგ კაი იდეაა. მაგრამ არა მგონი ვინმეს ჰქონდეს ისე მეც მინდა თუ ვინმე "კეთილი დეიდა ან ბიძია" გამოჩნდება |
Posted by: nat_a 1 Jun 2010, 16:24 |
The DoctoR მგონი უფრო ძირითად საშუალებებზე უნდა ავიღო ნარგავები, სტანდარტებით როგორც მახსოვს ასეა, ბაფ-ის გარდა სტანდარტების შეძენა სად შეიძლება ხო არ იცით, ან ინტერნეტში თუ არის სადმე. კოდექსში შეიძლება რამე ძეიცვალოს, მაგრმა ახალი კოდექსი ძველ პერიოდზე არ ახდენს გავლენას |
Posted by: tatiana123 1 Jun 2010, 16:58 | ||
თუ მომხმარებელმა ჩეკი ვერ მომიტანა და მხოლოდ საქონელი მომიტანა უკან დასაბრუნებლად მეორე ან მესამე დღეს, ამ შემთხვევაში მარტო გასავლის ორდერი თანხაზე საკმარისი იქნება? |
Posted by: revaza88var 1 Jun 2010, 17:02 | ||
tatiana123
რითი დაამტკიცებ რომ ეგ საქონელი არ გაგიყიდია პირველი ოპერაციით? ჩემი აზრით უნდა მოითხოვო ჩეკი და შეადგინო ოქმი და ამით დასრულდება ეს ოპერაცია, მაგრამ ისევ და ისევ იგივეს გეტყვით რომ გააჩნია ვინ როგორ შეხედავს მაგ საკითხს |
Posted by: WUDU 1 Jun 2010, 17:21 |
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს ვერ ვნახავ ნეტში? |
Posted by: The DoctoR 1 Jun 2010, 17:27 |
nat_a კი, ნარგავები ძირითად საშუალებაში უნდა აიღო, მაგრამ მე სადაც ეგ შემხვედრია, შემდეგში (2-3 წლის მერე) მისი დახერხვას და მასალის გაყიდვას არ აპირებდნენ იმისგან ამიტომ არ ვიცი, შეიძლება შენთვის ეგ წარმოებისთვის საჭირო ნედლეული იყოს. |
Posted by: odo_tab 1 Jun 2010, 18:39 |
მოგესალმებით, გილოცავთ ნინოობას. სასწრაფოდ მჭირდება პასუხი ა/ფ -ის შევსებისას მყიდველის საბანკო რეკვიზიტები აუცილებლად უნდა ვაჩვენო ? |
Posted by: სპორტი 1 Jun 2010, 19:16 | ||
odo_tab
1 იანვრიდან სავალდებულო აღარაა. |
Posted by: odo_tab 1 Jun 2010, 19:42 |
სპორტი გაიხარე, მადლობა. |
Posted by: Kalenike 2 Jun 2010, 10:29 |
nat_a ბიოლოგიურ აქტივებზე რამდენადაც ვიცი, ცვეთა არ ერიცხება |
Posted by: დეკო 2 Jun 2010, 10:32 | ||
ფინსამინისტროს საიტზე ეგდოთ მემგონი და გააქრეს. არადა ნახვა ვერ მოვასწარი. ხომ არ ეგულება ვინმეს სადმე, იქნებ პახოდუ ატვირთოს. |
Posted by: tatiana123 2 Jun 2010, 12:58 | ||
დიდი მადლობა, რომ გამომეხმაურეთ, ჩეკის მოთხოვნას უმეტეს შემთხვევაში აზრი არა აქვს.საქონლის დაბრუნების შემთხვევაში პროგრამულად ვნახულობ მის მიერ საქონლის წაღების დოკუმენტს და მის საფუძველზე ისევ პროგრამაში ვქმნი დოკუმენტს: საქონლის დაბრუნება მყიდველის მიერ. ასევე გასავლის ორდერს, მაგრამ სალაროს აპარატზე ამ თანხას არ ვატარებ. აქ სად შეუძლიათ შემომედავონ და რა საჯარიმო სანქციები შეიძლება გაატარონ? |
Posted by: revaza88var 2 Jun 2010, 13:42 | ||
თუ სალარო აპარატზე დაფიქსირებულ თანხას არ ამცირებ, როგორც ვხვდები ალბათ მეორეთ რომ გაყიდი ამ საქონელს მერე აღარ ურტყავ ხო? თუ ორმაგად იბეგრები, ვერ მივხვდი |
Posted by: tatiana123 2 Jun 2010, 14:39 | ||
ორმაგად არ ვიბეგრები, რადგან პროგრამულად საქონელი რომ დავაბრუნე, დასაბეგრი ბრუნვა ამითი შემცირდა და ხელმეორედ გაყიდვისას შესაბამისად გაიზარდა. ის რომ თანხის დაბრუნების აქტს არ ვადგენ და ჩეკის აპარატზე არ ვატარებ დაბრუნებულ თანხას, ხომ არ გახდება ჩემი დაჯარიმების მიზეზი და თუ გახდება რომელი მუხლით? თავს ხომ არ გაბეზრებთ ? |
Posted by: The DoctoR 2 Jun 2010, 14:48 |
რეალურად საქონლის უკან დაბრუნებას საბუთით ამტკიცებ ხო? მაშინ გამოდის, რომ შენ სალაროში არსებული თანხა არ დაგემთხვევა სალარო აპარატით განხორციელებულ ბრუნვაზე. და ამას სისტემური ხასიათი ექნება. ვფიქრობ, რომ ყველა შემოსავალზე უნდა ამოარტყა ჩეკი. |
Posted by: revaza88var 2 Jun 2010, 15:00 | ||
პროგრამულად კი შეგიმცირდა მაგრამ სალარო აპარატზე ხო გაყიდულად გეთვლება, მეორეთ რომ ყიდი ისიც ხომ ემატება? ეს ამიხსენი ნორმალურად და შევეცდები გიპასუხო |
Posted by: tatiana123 2 Jun 2010, 17:40 | ||
ასე გამოდის რომ ემატება, მაგრამ მე სალაროს აპარატზე გაყიდულ თანხას ვამცირებ უკან დაბრუნებული საქონლით და მას ვთვლი იმ დღის რეალიზაციად |
Posted by: revaza88var 2 Jun 2010, 17:55 | ||
tatiana123
საგადასახადო კუთხით არასწორად უდგები, შემოწმებისას სალარო აპარატის მონაცემებიდან დაგბეგრავენ, ასე რომ გაითვალისწინე ეგ მომენტი |
Posted by: tatiana123 2 Jun 2010, 18:03 | ||
დიდი მადლობა, შეცდომას ვუშვებ, აწი კი გავითვალისწინებ მაგრამ გასულ პერიოდს რას ვუზამ? ან საქონელს რომ დამიბრუნებენ და ჩეკს ვერ მომიტანენ, ჩეკის გარეშე მომიწევს აპარატზე თანხის დაბრუნების გატარება. |
Posted by: revaza88var 2 Jun 2010, 18:11 | ||
ცოტა დაფიქრება უნდა მაგას, რამდენიმე ვარიანტი იქნება, ჯერ ჯობია სალარო აპარატის შესაძლებლობები გაარკვიო, გასულ პერიოდზე რის გაკეთება შეუძლია. მომავალში კი ჯობია ისე გააკეთო როგორც გითხარი, რომ ხელოვნურად არ გაიზარდო ბრუნვა, უჩეკოთ გააკეთო ჯობია არ გაკეთებას. იმ ოქმს რასაც შეადგენ ჩაწერე რომ ვერ მოხდა სალარო აპარატის ჩეკის დაბრუნება. |
Posted by: Anuki 89 2 Jun 2010, 22:04 |
nat_a ნარგავები ძირითად საშუალებად უნდა აიღო როცა ნაყოფს გაძლევს, შენს შემთხვევაში ალბათ დაუმთავრებელი წარმეობა იქნება, რადგან გარკვეული პარიოდის შემდეგ როცა ზრდასრული გახდება ეგ ნერგები ხომ უნდა მოჭრა და მასალად აქციოთ... ისე სოფლის მეურნეობის ბუღალტერიასთან დაკავშირებით ყველაზე ცუდად არის საქმე კონსულტაციების თვალსაზრისით....როგორც ფინანსური ასევე საგადასახადო კუთხით. |
Posted by: Kalenike 2 Jun 2010, 23:20 | ||
revaza88var
სალარო აპარატის ჩეკის ამორტყმა ყოველთვის შემოსავალს ნიშნავს? მე რომ კორექტირება დავწერო სიტყვაზე, და სალარო აპარატში არ დავაბრუნო თანხა რა მერე? |
Posted by: The DoctoR 3 Jun 2010, 00:13 | ||
Kalenike
სხვა შემთხვევაში, თუ შემოსავალი არაა, რატო უნდა ამოარტყა აბა ჩეკი? |
Posted by: revaza88var 3 Jun 2010, 08:52 | ||
Kalenike
გააჩნია რატომ აკეთებ კორექტირებას, შესაძლოა ავანსზე ამოარტყა ჩეკი და ის ოპერაცია საერთოდ გაუქმდეს, ჩემი აზრით ამ შემთხვევაშიც მართებული იქნება ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ოპერაციის გაკეთება, თორემ შეიძლება შემოსავლათ ჩაგითვალონ. ჯობს კონკრეტული მაგალითი დაწერო |
Posted by: tatiana123 3 Jun 2010, 10:18 | ||||
ვისარგებლებ თქვენი სიკეთით: ნუთუ შესაძლებელია გასულ პერიოდზე აპარატში შესწორება?
რატომ დამბეგრავენ სალარო აპარატის მონაცემებიდან, მე დოკუმენტურად ვამტკიცებ რომ საქონელი ნამდვილად დაბრუნდა და ნამდვილად დავუბრუნე თანხა,მაგრამ ჩეკი არ ამოვარტყი. ეს სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევას არა ჰგავს უფრო? თქვენ როგორ ფიქრობთ? |
Posted by: nat_a 3 Jun 2010, 13:41 |
Anuki 89 თვითონ ხე არ იჭრება, როგორც ვიცი ტოტები მოიჭრება და ხე დარჩება, ანუ ნაყოფის მიღების ანალოგიურად. ხო ძალიან მწირი ინფორმაციაა სოფლის მეურნეობის შესახებ, სხვა სფეროებში გამოდილებით და ინტუიციით ვაკეთებ |
Posted by: ჯესიკა 3 Jun 2010, 14:27 |
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი ხომ არ გეგულებათ რომელიმე საიტზე? |
Posted by: Kalenike 3 Jun 2010, 22:03 | ||||||||||
The DoctoR
სალაროს ჩეკი ნიშნავს ნაღდი ფულის მიღებას და ყოველთვის შემოსავალს არ ნიშნავს. revaza88var
საქონლის დაბრუნებას ვგულისხმობდი tatiana123
სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერება მხოლოდ ერთი დღით განისსაზღვრება, შესაბამისად გასულე პერიოდზე როგორ უნდა შეასწორო მიღებული თანხა ჩემთვის გაუგებარია (თუმცა მე მოლარე არ ვარ და შეიძლება ეს შესაძლებელიც იყოს, თუმცა ძაან ეჭვი მეპარება) უბრალოდ როგორც მე ვხვდები გასულ პერიოდზე აქ საუბარი არ არის, საუბარია მიმდინარე დღის ნავაჭრი ნაღდი ფულის სახით მიღებული და სალარო აპარატით ამორტყმული ჯამის შემცირება დაბრუნებული თანხით. მაგრამ ამ შემთხვევაში მიჩნდება კითხვა, თუკი გაცემული თანხა მეტი იქნება იმ დღეს ნაღდი ფულით მიღებულ თანხაზე ე.წ. ზეტი მინუსში გავა? ეს შეიძლება??
მართალი ხარ, არ შემხვედრია მე ჯერ რომ საქონლის უკან დაბრუნებისას სალარო აბარატის ჩეკებს ამოწმებდნენ თანხის უკან დაბრუნება არის თუ არა გაკეთებული ... * * * ჯესიკა
მე არა, "საკანონმდებლო მაცნეს" ველოდები |
Posted by: LeGo 3 Jun 2010, 22:48 | ||
ჯესიკა
ჯერ ძალიან დაუმუსავებელია... თან არ ვიცი რამდენად შემიძლია გამომზეურება... ასე რომ ცოტაც მოითმინეთ... |
Posted by: shota_pixela 3 Jun 2010, 22:53 |
ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძLიათ საგადასახადო მუხლებით მიპასუხეთ: ვთქვათ მარტში გავუწიე მომსახურება ორგანიზაციას. გამოვწერე ფაქტურა. შემდეგ მომსახურების ფასები შეიცვალა. ეს უკვე მაისში და ამ ფაქტურის კორექტირება გამოვწერე. ანუ გავზარდე დღგ-ის თანხა. აუდიტორი ამბობს მარტის დეკლარაცია დააზუსტე და ეგ კორექტირება მაისის რეესტრებში მოახვედრე ნულოვანი თანხითო და სწორია? |
Posted by: lurjacxeni 3 Jun 2010, 23:11 |
ორისის სწავლა მინდა და დამაკვალიანეთ სად ვისწავლო?? დროც ძალიან შეზღუდული მაქვს, საღამოს საათებში რომ იყოს, საერთოდ დამხატავდა. წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: revaza88var 3 Jun 2010, 23:20 |
Kalenike მოდი ესეთი მაგალითი დავწეროთ თვის განმავლობაში გაყიდე 10 ცალი გოჭი. მიიღე შემოსავალი 1000 ლარი, ამათგან ერთი გოჭი დაგიბრუნეს და 100 ლარი უკან დაუბრუნე, შენ ბუღალტრულად ასახავ რათქმაუნდა რომ 900 ლარი შემოსავალი მიიღე და 1 გოჭი ისევ ნაშთათ გიზის. საგადასახადო კუთხითაც იგივე გააკეთე ეხლა მე გიმოწმებ, ავიღე ამ თვის სალარო აპარატის მონაცემი და ბრუნვა 1000 ლარია, ასევე არის შედგენილი რაგაც დოკუმენტი რომ შენ ერთი გოჭი მოგიბრუნეს (ეს არის ფარატინა ფურცელი რომელიც ულევათ შეგიძლია შეადგინო), მე გეუბნევი რომ შენ ამ თვის განმავლობაში გაყიდე 9 გოჭი მაღალი ფასნამატით (რადგანაც შემოსავალს 1000 ლარს აღიარებ) და ერთიც ნაშთად დაგრჩა, ან თუნდაც 10 ივე გაყიდე და ერთ-ერთი აღურიცხავი იყო . დამიჯერე რომ ამის გარდა სხვა რამეს არ უნდა ელოდო |
Posted by: დეკო 3 Jun 2010, 23:21 | ||
lurjacxeni
35 - 67 - 56 35 - 43 - 97 35 - 01 - 57 ბაფ-ის ტელეფონებია და დაგაკვალიანებენ. |
Posted by: temozia 3 Jun 2010, 23:26 | ||
shota_pixela
ჩემი აზრით არაა სწორი და აუდიტორი ცდება. იქნება ახლა ვინმე საგადასახადოში ნამუშევარი და გამოქცეული |
Posted by: shota_pixela 3 Jun 2010, 23:42 | ||
temozia
კაცურად მითხარი როგორ მიხვდი |
Posted by: temozia 4 Jun 2010, 00:06 |
shota_pixela რა მიხვედრა უნდა 99% ეგრეა. და თან რო ბლატაობენ ის ამდენით დავაჯარიმეო და ეს იმდენითო |
Posted by: shota_pixela 4 Jun 2010, 00:26 |
temozia კიდე ერთი პრობლემა იყო : გვყავს ხელოსნები რა. დღის განმავლობაში ერთი და იგივე ფირმის რამდენიმე მანქანა მოდის და ვარემონტებთ. დღის ბოლოს რემონტზე რაც ნაწილები დაიხარჯა ვუწერ ზედნადებს. ანუ ნაწილების მიყიდვას ვაჩვენებ, ამ ზედნადებზე მეორე ფირმის წარმომადგენელი მიწერს ხელს. თვის ბოლო ყველა ასეთ ზედნადებზე ვუწერ ჯამურ ფაქტურას და პლიუს მომსახურებაზე. ანუ გამოცვლაც ხო ფასი ღირს ( საბაზრო ფასით ვწერ ) ხოდა მედავება რო ეს ზედნადები არ არის პირველადი დოკუმენტიო. ანუ ამით ვერ დაადასტურებ რო ეს ოპერაცია მართლა მოხდაო |
Posted by: temozia 4 Jun 2010, 00:41 |
მანდ მართალია სადღაც. დღის ბოლოს ერთი ზედნადების წერას აჯობებდა თითოეულ მანქანაზე ყოფილიყო რამე აქტის ფორმა, რომელშიც ნაწილებიც იქნებოდა ჩამოწერილი და შეკეთებაც. და ხელმომწერებიც ყველა მანქანას სათითაოდ ეყოლებოდა მძღოლის სახით. |
Posted by: VIPman 4 Jun 2010, 00:50 | ||
აი ამას უკვე მაზოხიზმი ქვია არანაირი ზედნადებები არ უნდა და არანაირი სათადარიგო ნაწილების მიყიდვა. სარემონტო მომსახურებაზე ინვოისი აჯახე და ეგ არის, მარაგები აქტით ჩამოწერე თითოეული შეკვეთის მიხედვით..... |
Posted by: revaza88var 4 Jun 2010, 01:06 |
shota_pixela ჯერ ყიდი ნაწილს და მერე მოიტა უნდა გამოგიცვალო ჩემი მოყიდული ნაწილიო და მომსახურებას უწევ. აი ასეა შენს მიერ დოკუმენტირებული ეს ოპერაციები, სამშენებლო ფირმა რომ გქონდეს და ოფისის აშენება შეგიკვეთონ, ჯერ დამხმარე მასალებს მიყიდი და მერე ამ მიყიდული მასალებით მომსახურებას გაუწევ და აუშენებ? |
Posted by: shota_pixela 4 Jun 2010, 01:52 | ||||
temozia
არის რამე საფრთხე რომ მომედაონ მაგაზე? ორივე მხარე აწერს ხელს და ადასტურებს რო მოხდა ნამდვილად. რატო არ შეიძლება დოკუმენტად მიჩნევა ? revaza88var
დავუშვათ მართლა ეგრეა. ჯერ მივყიდე და მერე ამ მიყიდული საქონლით ვურემონტებ და მომსახურებაზე ფაქტურას ვუწერ. საგადასახადო კუთხით არის რამე პრობლემა ? პ.ს თუ უფრო მარტივი იდეა გაქვთ დაწერეთ რა. |
Posted by: tatiana123 4 Jun 2010, 10:55 | ||
დიდი მადლობა, გასულ პერიოდზე რა ვქნა აღარ ვიცი. |
Posted by: VIPman 4 Jun 2010, 12:20 |
shota_pixela მარტივი და სწორი არის ასე: მიეცი ინვოისი სადაც ეწერება რა მომსახურება გაუწიე და მთლიანი თანხა რაც უნდა გადაგიხადოს, თუი ნაღდზე იხდის ჩეკიც გამოარტყი; შემდეგ გააკეთე შიდა აქტი რომ ამა და ამ შეკვეთაზე რომელიც მოიცავდა ამა და ამ სამუშაოებს გაიხარჯა ამდენი ეს იმდენი ის და ჩამოწერე მასალები... ზოგჯერ ასეთი სარემონტო სამუშაობისას ის ნაწილები რომელსაც გამოუცვლი არ არის გადასაგდები და აღდგენა შეიძლება, არადა უფასოდ გრჩება. აი ეგ აქვთ ხოლმე პრობლემა როგორ აიღონ შემოსავალში ან აიღონ თუ არა საერთოდ... |
Posted by: giorgi33 4 Jun 2010, 14:02 |
VIPman საგარანტიო მომსახურებაზე დახლოებიტ ეგეთი ფორმა მაქვს და მაინტერესებს რამდენად აუცილებელია იმ პირის სრული მონაცმებეის შეტანა ამ ფორმაში ვისაც მომსახურებას ვუწევ? საგარნტიო მომსახურებაზე ადრეც დავწერე ეს კითხვა, დღგს მიზნებისთვის არ არის დასაბეგრი როგორც შერეული ოპერაცია და მოგების გადასახადის კუთხით დასაბერგია ამ მომსახურების საბაზრო ფასიდან, მაგრამ ეხლა მითხრეს რომ არ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადითაცო რადგან საგარნტიოს ღირებულება თავიდანვე გათვალისწინებულია ამ ნივთის სარეალიზაციო ფასშიო ანუ დაბეგრილია თავის დროზეო, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება? |
Posted by: revaza88var 4 Jun 2010, 14:22 | ||||
shota_pixela
პრობლემას მე უფრო მეორე მხარეს ვხედავ, ზედნადებით მიყიდე "კრილო". შენ როგორც ახსენი, დარჩენილ თანხაზე წერ მომსახურებას, აქედან გამომდინარე ეს ,,კრილო" თუ არ გამოჩნდა მომსახურებაში გახარჯულად, შემოწმებისას შეიძლება გაუყიდონ მეორე მხარეს.
მეც ამას გირჩევდი |
Posted by: Kalenike 4 Jun 2010, 15:04 | ||||
revaza88var
ზედნადები თუ ფარატინა ქაღალდია აბა მაშინ მარტო ფაქტურაღა დარჩენილა დოკუმენტი და ეგაა, ამ ზედნადებს გასავლის და შემოსავლის ორდერებიც ემატება და მეტი რა უნდა ჭირდებოდეს ეს მითხარი უბრალოდ რა. ჯანდაბას თუ გინდა ბოლო ბოლო მიღება-ჩაბარების და ცეკვის ფაქტის აქტს დაურთავ კაცი. ან სხვა ვარიანტია კიდევ, იმავე ფასად იყიდოს ვისაც მიყიდა იმისგან ზედნადებით და ეგაა. LeGo
ისე ხო რაც გვაქვს რას ამბობ |
Posted by: pasa 4 Jun 2010, 15:22 |
გამარჯობათ ხალხნო! საგადასახო კოდექსში სიახლეებიაო და ვინმეს ხომ არ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია? კერძოდ რა სიახლეებია? მე ჯერ ვერ მოვახერხე რომ მენახა. |
Posted by: lurjacxeni 4 Jun 2010, 16:14 |
დეკო დიდი მადლობა. მანდ ახლახანს დავრეკე და ჩემთვის სასურველი გრაფიკი ვერ ავარჩიე. გვიან საღამოს მინდა დავნიშნო გაკვეთილები. შემთხვევით ვინმე ნორმალური კერძო მასწავლებლის ნომრები ხომ არ გაქვს? |
Posted by: დეკო 4 Jun 2010, 16:47 | ||||
lurjacxeni
არ მაქვს. მე უბრალოდ, მანდ ვიცი რომ კარგად ასწავლიან და იმიტომ დავწერე ნომრები. ისე გაკვეთილები მიმდინარეობს ბუღალტერთა და აუდიტორტა ინსტიტუტში და მანდ უშუალოდ იქნებ მოელაპარაკო ლექტორს და შეუთანხმდე კერძო გაკვეთილზე.
აგერ მთავარი სიახლის ნაწილი, წაიკითხეთ, იმნსჯელეთ და დაყარეთ მოსაზრებები : თავი XII საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები მუხლი 84. სპეციალური რეჟიმები სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება: ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე; ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე; მუხლი 85. მიკრო ბიზნესი 1. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 30000 ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე. 3. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს აკრძალოს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ ცალკეული საქმიანობის განხორციელება და მიკრო ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს ასეთი საქმიანობის ფარგლებში. 4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს განსაზღვროს შემოსავლის სახეები რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. 5. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება, გაუქმება და სერთიფიკატის გაცემა ხდება ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 86. მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება 1. ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილ პირობებს უფლებამოსილია მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, რისთვისაც გაიცემა მიკრო ბიზნესის სერთიფიკატი. 2. მიკრო ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. 3. იმ შემთხვევაში თუ ამ კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის (ბრუნვის შეზღუდვა) დარღვევიდან 15 დღის ვადაში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს, გაუუქმდება მიკრო ბიზნესის სტატუსი და გამოვა დაბეგვრის სპეციალური რეჟიმიდან. 4. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის მინიჭებული მიკრო ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი არღვევს ამ კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. მუხლი 87. მიკრო ბიზნესის გადასახადისაგან გათავისუფლება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. მუხლი 88. მიკრო ბიზნესის ვალდებულებები 1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს არ გააჩნია საკონტროლო სალარო აპარატის ქონისა და გამოყენების ვალდებულება. 2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს მისი სტატუსის შესახებ და სტატუსის სერთიფიკატის ნომერი. 3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში, ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი. მუხლი 89. მცირე ბიზნესი 1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ჯამური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს; 2. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს აკრძალოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ ცალკეული საქმიანობის განხორციელება და მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს ასეთი საქმიანობის ფარგლებში. 3. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს განსაზღვროს შემოსავლის სახეები რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. მუხლი 90. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება 1. მეწარმე ფიზიკური პირი თუ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 89-ე მუხლის მოთხოვნებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. 2. მცირე ბიზნესის სტატუსი მიმდინარე საგადასახადო წელს უქმდება, თუ ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით არაუგვიანეს საგადასახადო წლის დასრულებამდე. 3. საგადასახადო ორგანოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლის საფუძველს წარმოადგენს: ა) პირის მიერ ამ კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება;D ბ) დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულების წარმოშობა; გ) საკონტროლო სალარო აპარატების არ ქონის ან/და არ გამოყენების თაობაზე კალენდალური წლის განმავლობაში 3-ჯერ სანქციის დაკისრება. 4. თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ჯამური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებს 200 000 ლარს და მოეხსნება სტატუსი, მას უფლება აქვს კვლავ მიიღოს სტატუსი ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) თუ სტატუსის გაუქმებიდან მომავალი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 200 000 ლარს; ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სტატუსის გაუქმებიდან 12 კალენდარული თვის მომდევნო წლიდან თუ პირი არ არის დღგ-ს გადამხდელი; მუხლი 91. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთი 1. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა იბეგრება 5%-ით. 2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ: ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60%-ის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი საქმიანობს სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე. 3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა. მუხლი 92. მცირე ბიზნესის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები 1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირის მიერ ხარჯების დადასტურება ხდება ამ კოდექსის შესაბამისად. 3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში, ვალდებულია შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი. 4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი ვალდებულია დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან ამ კოდექსით დადგენილი წესით აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები. 5. მცირე ბიზნესის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლა. 6. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი სტატუსის გაუქმებისას ვალდებულია ამ მომენტისთვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები საბაზრო ღირებულებით აღრიცხოს შესაბამის აქტში, რომელიც ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. 7. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურმა პირმა უნდა, აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, რომლის წესები რეგულირდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 93. მცირე ბიზნესის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია 1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირზე, რომელსაც დაუდგა დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება ამ კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში და გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი საბაზრო ღირებულებით. 3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დღგ-ს ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. მუხლი 94. მცირე და მიკრო ბიზნესის დეკლარაციის წარდგენა 1. საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ: ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები; ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები; 2. მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას. 4. მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს მიერ სტატუსის გაუქმების/ჩამორთმევის შემთხვევაში სტატუსის გაუქმების/ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ვალდებულია წარუდგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს და გადაიხადოს ამ მომენტისთვის კუთვნილი გადასახადი. 5. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის წარდგენის წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 95. მცირე და მიკრო ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი 1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები არ იხდიან მიმდინარე გადასახდელებს. 2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 3. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება (მათ შორის გაცემულ ხელფასზე) არ ევალება მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს. მუხლი 96. მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტრლი 1. საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ შემდეგი მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები: ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა; ბ) დათვალიერება; გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა, გარდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების შემთხვევისა. დ) ქრონომეტრაჟი; ე) ინვენტარიზაცია, გარდა მიკრო ბიზნესის სატატუსის მქონე ფიზიკური პირების შემთხვევისა. 2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. |
Posted by: The DoctoR 4 Jun 2010, 19:15 |
ეს მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხებათ... რა დააშავეს იურიდიულმა პირებმა? არ თქვათ ახლა, მათ შეღავათი არ აქვთო? მაშინ გამოდის საქართველო ინდ.მეწარმეების სამოთხე იქნება |
Posted by: levan666 4 Jun 2010, 20:25 |
სასაქონლო ნომენკლატურის კოდები სრულად სად შეიძლება ვნახო? რაღაც დანადგარი მაინტერესებს განბაჟება და დღგ-ს გადახდა მოუწევს თუ არა |
Posted by: Kalenike 4 Jun 2010, 21:43 | ||
levan666
http://liloerty.ge/ge/additional.php?code |
Posted by: levan666 4 Jun 2010, 23:28 | ||
Kalenike
გაიხარე |
Posted by: datdob 5 Jun 2010, 00:07 | ||||||
shota_pixela
ანგარიშ-ფაქტურა იწერება შესრულებულ მომსახურებაზე და არა "შესასრულებელზე", თუ მარტში გაუწიე მომსახურება მაისის ფასის ცვლილება რა შუშია? კორექტირებას რაც შეეხება, როცა წინა პერიოდის კორექტირება ხდება წინა პერიოდის დეკლარაცია უცვლელი რჩება, ცვლილებები კი აისახება მიმდინარე თვის დეკლარაციაში.
თუ გინდა კარგად გამოვიდეს ასე გააკეთე: გააფორმე სარემონტო შეკვეთა მიეცი ინვოისი თითოეულ მანქანაზე, სადაც იქნება ასახული როგორც ნაწილები ასევე მომსახურება, ასევე სასაქონლო ზედნადები (დღის ბოლოს კი თუ რამდენიმე მანქანაა გამოწერე ერთი სასაქონლო ზედნადები) ბუღალტრულად მომსახურების/საქონლისმიწოდების მომენტი უნდა იქნეს ასახული იმ პერიოდში როცა ეს მოხდა და არა თვის ბოლოს. თვის ბოლოს შეგიძლკია გამოწერო ერთი ფაქტურა, მაგრამ აღრიცხვა ყოველდღიური უნდა იყოს.
ნოტარიუსი უნდა ნოტარიუსი, ისე არაფერი გამოვა |
Posted by: pasa 5 Jun 2010, 11:41 |
დეკო მადლობა ინფორმაციისთვის..... წავიკითხავ ერთი რას გვთავაზობენ |
Posted by: Kalenike 5 Jun 2010, 13:07 | ||
revaza88var
არაა სწორი, მე რომ მოგიტანო კრილო და გითხრა მიმიმაგრე ერტი ეგ კრილო და მაგაში 5 ლარს გადაგიხდითქო, ჩემი კრილო შენ უნდა ჩამოწერო?? შენ მომსახურებას მიწევ და არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს კრილო მე შენგან ვიყიდე თუ პეტრესგან |
Posted by: giamtv 5 Jun 2010, 19:02 |
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ იცოდეთ სად შეიძლება ახალი კოდექსის პროექტის სრული ელექტრონული ვერსია ვნახო? |
Posted by: დეკო 5 Jun 2010, 19:11 | ||
giamtv
მალე გამოჩნდება სრულად. |
Posted by: bugalteri2 6 Jun 2010, 01:45 |
დეკო giamtv http://depositfiles.com/files/w3g1gmo9d აქ ნახეთ |
Posted by: დეკო 6 Jun 2010, 14:11 | ||
bugalteri2
მადლობთ დავითრიე უკვე. |
Posted by: nato2010 6 Jun 2010, 16:45 |
გამარჯობათ. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემს კომპანიას რომელიც ყიდის სამშენებლო მასალებს და აქვს რამდენიმე ძირითად საშუალება. იანვრის თვეში გაუფორმებია ხელშეკრულება ერთ -ერთ გადამზიდავ კომპანიასთან და მისგან ფულიც მიუღია გადარიცხვით და ინვოისიც აქვს დირექტორს ინვოისიც კი მიუცია. მე რა თქმა უნდა ამის შესახებ არც დეკლალირებული არ მაქვს და არც დღგ-ს ფაქტურა არ გამომიწერია ნულოვანი დაბეგვრით. ეხლა ვცდილობ ეს გამოვასწორო. ვფიქრობ გამოვწერო ანგარიშ-ფაქტურა ეხლა ძველი იანვრით, მანერვიულებს ოღონდ ნუმერაციის არევა და დავაზუსტო იანვრის დეკლარაცია, სადაც უკვე შევიტან ამ ნულოვან დაბეგვრას. თქვენ რას მირჩევთ? მადლობთ წინასწარ პასუხისთვის და რჩევებისთვის |
Posted by: The DoctoR 6 Jun 2010, 16:55 |
nato2010 ცოტა ვერ გავიგე კითხვა - ე.ი. იანვრის თვეში გაყიდეთ ძირითადი საშუალება, რომელზეც გამოწერეთ ჯერჯერობით მხოლოდ ინვოისი ხო? თუ ასეა, მაშინ ფაქტურის გამოწერა აზრს კარგავს, რადგან მყიდველი ვერ ჩაითვლის დღგ (რადგანაც გასულია 90 დღე ოპერაციიდან). დეკლარაცია კი დააზუსტე და დასაბეგრი ბრუნვა გაზარდე ამ საშუალების თანხით. მაგრამ ვერ გავიგე რატომ არის ეს ოპერაცია განთავისუფლებული? |
Posted by: VIPman 6 Jun 2010, 22:08 |
nato2010 მეეჭვება რომ ნულოვანი დაბეგვრა იყოს, შესაძლოა ავტომობილი მიყიდეთ და უბრალოდ გათავისუფლებულია.... ნებისმიერ შემთხვევაში ა/ფ-ის გამოუწერლობა თქვენთვის არანაირი პრობლემა არ არის, პრობლემა უფრო ის შეიძლება იყოს, რომ სასაქონლო ზედნადები არ გაქვთ გამოწერლილი და მხოლოდ ინვოისია.... |
Posted by: goga_g 7 Jun 2010, 01:51 | ||||||
+1
რა პრობლემაა ეხლა გამოწერონ ძველი თარიღით |
Posted by: tatiana123 7 Jun 2010, 12:16 |
შპს ახდენს ინერტული მასალების მოპოვებას, ამოღებულ ქვიშას აგროვებს მოედანზე და მერე ჰყიდის სასაქონლო ზედნადებით. როგორ უნდა ავიღოთ შემოსავლში მოედანზე დაგროვილი ქვიშა, და რა მონაცემებით შეიქმნება მისი თვითღირებულება? |
Posted by: დეკო 7 Jun 2010, 12:56 |
აგერ ფინსამინისტროს საიტზეც დაიდო უკვე მომავალი საგადასახადო კოდექსის ე.წ. სამუშაო ვერსია: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?doc_id=7836 |
Posted by: makaveli2244 7 Jun 2010, 17:11 |
ამ ახალი კოდექსის ისეთი ვერსია არ იშოვება რომ ცვლილებები რა არის ჩანდეს ეგრევე? რაღაც track changes სტილში. |
Posted by: revaza88var 7 Jun 2010, 23:29 | ||
tatiana123
ჩემი აზრით მანდ თვითღირებაზე რთული ნაშთების დადგენაა, მოვიდა წლის ბოლო, მოგიწევს საბოლოო მატერიალური მარაგები ასახო. ინვენტარიზაციისას თუ აწონვა შეუძლებელია, მანდ ალბათ მათემატიკას თუ კარგათ სწავლობდი მოგიწევს გამოიყენო პრიზმის მოცულობის ფორმულა მუხლი 199. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება). გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება საკასო ან დარიცხვის მეთოდი, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის. მაგრამ ასევე მინდა გითხრა ამ მუხლის შესახებ ეს მუხლი ბუღალტრული აღრიცხვის პერიოდულ მეთოდს აბუჩად იგდებს, თუ ეს პერიოდი 1 თვე არ იქნება მაგალითი ავითოთ ამ ქვიშიდან. ვთქვათ 1 ტონა ქვიშა ქარმა გაფანტა ივნისში, როგორც მოგეხსენებათ დღგით (და არამარტო) ეს დასაბეგრია ივნისის თვეში, შენ ინვენტარიზაციას ატარებ წლის ბოლოს (რის უფლებასაც სტანდარტი გაძლევს უმეტეს შემთხვევაში), ეს მუხლი კი გეუბნევა რომ ისე უნდა აკეთოო ეს შენი შემოსავლები და ხარჯებიოო, რომ ცხადათ აისახოს დასაბეგრი შემოსავალიო. ასე რომ ბურთიც და მოედანიც თქვენთვის მომინდვია ტატიანა |
Posted by: nato2010 8 Jun 2010, 09:54 |
მაპატიეთ რომ არ დავაზუსტე. ეს ძირითადი საშუალება გააქირავ აგადამზიდავტან. რომელსაც არ სჭირდებოდა დღგ-ს ფაქტურა, რადგან განტავისუფლებულაი დღგ-სგან. მე ამის გამო მითხრეს რომ ვიბეგრები 0 ლოვანი დაბეგვრიტ. მაგრამ უნდა გამომეწერა ტუ არა მაინც ანგარიშ-ფაქტურა? ხო არ შემექმნება პორბლემა. დაზუსტება გასაგებია ვაჩვენებ ამ ტანხას ნულოვან დაბეგრვის გრაფაში და რეალიზაციის თანხაშიც |
Posted by: tatiana123 8 Jun 2010, 10:15 | ||
თქვენ რომ არ გამომეხმაუროთ რა მეშველება? წლის ბოლოზე ჯერ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ იმას ვდარდობ როგორ ავიგო შემოსავალში და არ ვიცი როგორ დავაფორმირო თვითღირებულება, რაოდენობას მოვუვლი როგორმე |
Posted by: ni_nia 8 Jun 2010, 16:26 |
გამარჯობათ ბუღალტრებო, ცოტა კი გადავხედე, მაგრამ ვერ ვიპოვე და იკნებ დამეხმაროთ... ბიზნეს გეგმის რაიმე ნიმუში ხომ არ გაქვთ?... მადლობა წინასწარ |
Posted by: დეკო 8 Jun 2010, 16:35 | ||
ni_nia
ნაკლებად იპოვი ინეტში, ვინაიდან მაგის დაწერა ფული ღირს. |
Posted by: The DoctoR 8 Jun 2010, 19:50 |
tatiana123 ყველა ხარჯი რომ დააჯამო? აი მაგალითად ბუნებრივი რესურსებში არ გადის ეგ, მაგრამ ბალასტის მოსაპოვებლად ხომ გინდა ნებართვა? აი კიდევ როიალტი არის ეგ შეიძლება...აი მაგის ხარჯი, საწავის ხარჯი, მუშის ფასი, ცვეთა და კიდევ ბევრი რამ |
Posted by: revaza88var 8 Jun 2010, 20:09 | ||
შემოსავლის აღებაზე ჩემი აზრით ასე ჯობია რომ ქნა (რომ პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანო), ამ ქვიშაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს მოთხოვე ყოველთვიური ნაშთი და მოაწერინე ხელი. ამის მერე უკვე შემოსავლის განსაზღვას მოახდენ როგორც გითხარი ისე, იხელმძღვანელებ ასევე ამ მეთოდური მითითებით, მაგრამ ამ შემოსავალს ალბათ შენც იცი რომ ბუღალტრულ შემოსავალთან კავშირი არ ექნება http://mof.ge/News/2009/1081 შენს შემთხვევაში სავარაუდოთ მესამე მიმართულებასთან შეიძლება გვქონდეს საქმე რაც შეეხება თვითღირებულების განსაზღვრას, მაგის განსაზღვრა უნდა მოახდინო ბუღალტრულად ამ ქვიშის თვითღირებულება შეიძლება იყოს პირველ რიგში მოპოვების ღირებულება, რომელიც განსაზღვულია ან ლიცენზიით, ან რავიცი რაიმე ხელშეკრულებით, რამდენი მეტრკუბი მიწის მოპოვებაში, რამდენი თანხა გადაიხადეთ, ამას დაემატება, იმ ტექნიკური საშვალებების ხარჯი + ამორტიზაცია + მუშების ხელფასები და + ის ხარჯები რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ ქვიშის მოსაპოვებლად და სარეალიზაციოდ გასამზადებლად, ამ ქვიშას რომ დაასაწყობებ, სტანდარტებით, საწყობის და დაცვის ხარჯი როგორც მახსოვს ღირებულებაში აღარ შეიტანებოდა, შეიძლება ვცდებოდე, ჯობია გამოცდილ ბუღალტრებს დავეკითხოთ |
Posted by: LIKI-G 8 Jun 2010, 21:29 |
იქნებ ვინმემ კონსულტაცია გამიწიოთ: ავტო სკოლის გახსნისათვის რა პროცედურაა გასავლელი,რა დოკუმენტაციაა აუცილებელი და ლიცენზია თუ არის საჭირო? წინასწარ უღრმესი მადლობა! |
Posted by: tatiana123 9 Jun 2010, 09:32 | ||
დიდი მადლობა. ინერტრული მასალების მოპოვებისათვის მიღებული გვაქვს ლიცებზია 2008 წელს, რომელიც აღებული მაქვს არამატერიალურ აქტივში და ერიცხება ცვეთა, გამოდის ის ვერ მიიღებს თვითღირებულებაში მონაწილეობას. სხვას დანარჩენს: ხელფასს, საწვავს, მანქანების იჯარას ჩავსვამ თვითღირებულებაში და მორჩა. წარმატებებს გისურვებთ. |
Posted by: odo_tab 9 Jun 2010, 11:30 |
მშვიდობა ყველას, მჭირდება თქვენი დახმარება, გთხოვთ თუ შესაძლებელია სწრაფად მიპასუხეთ, მარტის და აპრილის მომსახურებაზე მთხოვენ ა/ფ-ს, მაქვს უწყვეტი მომსახურება (სატელეფონო საინფორმაციო), რამდენად შესაძლებელია გამოვწერო მარტის ან აპრილის მომსახურებაზე ა/ფ როცა უკვე გამოწერილი მაქვს მაისის მომსახურებაზე ანგარიშ ფაქტურები, ანუ ვგულისხმობ ა/ფ-ბის თანმიმდევრობა ხომ დაირღვევა, ამ მომსახურებაზე არ მაქვს გაგზავნილი ა/ფ რომ დავაზუსტო, გამოვწერო 31 მაისით და მივუთითო რომ მომსახურება არის მარტის, აპრილის ? წინასწარ მადლობას გიხდი, თუ არ მიპასუხებთ მაინც მადლობა. |
Posted by: nino BDC 9 Jun 2010, 13:05 |
ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები სასწავლო ცენტრი "ბი დი სი" გთავაზობთ სიახლეს. წარმატებულ მსმენელებს დაენიშნებათ სტიპენდიები და მათი რეზიუმეები განთავსდება ჩვენს ვერ-გვერდზე. საგანმანათლებლო ცენტრი ,,ბი დი სი” გთავაზობთ ტრეინინგ-კურსს ბუღალტერიაში, პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ, აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას ბასს-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ტრეინინგ-პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: • ფინანსური აღრიცხვის ზოგადი პრინციპები; • ფინანსური ანგარიშგების პაკეტი; • მოგება-ზარალის ანგარიშგება; • ფულადი საშუალებების მოძრაობის უწყისი; • ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპები; • ძირითადი დაშვებები ბუღალტრულ აღრიცხვაში; • არამატერიალური აქტივები, სახეები და აღრიცხვა; • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა; • გუდვილისა და იჯარის აღრიცხვა; • ფინანსური შედეგების გაანგარიშება; • ინვესტიციები და უცხოური ვალუტა; • ანგარიშთა გეგმა; • ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების საბუღალტრო საქმის მართვა. პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად, აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება, დეკლარაციების შევსება, საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება, მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა. ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში. ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. მონაწილეებს დაურიგდებათ სასწავლო ლიტერატურა უფასოდ. 858 36 44 60 ნინო 893 55 32 10 თამუნა |
Posted by: The DoctoR 9 Jun 2010, 13:05 |
odo_tab ეგ მასე იქნება. ანუ გამოწერე მიმდინარე თარიღით, მაგრამ ძველი პერიოდის იქნება ეს ხარჯი |
Posted by: VIPman 9 Jun 2010, 16:37 |
odo_tab არ მოგატყუონ არ გამოუწერო ... არ შეიძლება!!! ინვოისი მიეცი და გაუშვი.... ეგრე წაღმა-უკუღმა რომ წერდა ფაქტურებს ჯეოსელი იმიტომაც მიარჭვეს 101 მლნ ლარი |
Posted by: Kalenike 9 Jun 2010, 17:40 | ||
odo_tab
უწყვეტ მომსახურებაზე ფაქტურის გამოწერის უფლება გაქვს მხოლოდ საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე. ფაქტურის ნომრების არევა პრობლემა არაა |
Posted by: odo_tab 9 Jun 2010, 20:51 |
The DoctoR VIPman Kalenike ყველას დიდი მადლობა, მეც ასე ვიცი, რომ ა/ფ მხოლოდ 12 რიცხვამდე უნდა გამოიწეროს, მაგრამ ეს თითქოს მხოლოდ ელექტრონულ ა/ფ -ს ეხება, ისევ ვცდები ? |
Posted by: bugler 10 Jun 2010, 02:21 |
nino BDC და სიტყვაზე, თუ ბუღალტრად მუშაობა არ მჭირდება და მინდა უბრალოდ ჩემს პატარა ინდ.საწარმოში ყველაფერი სწორად და გამართულად მქონდეს მაგ მხრივ, ამ შემთხვევაში თუ გაქვთ რაიმე პატარა "მინი-კურსი", რომ შემასწავლოთ ძირითადი ნიუანსები და პრაქტიკული მაგალითებით ამიხსნათ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი? ან სხვას თუ შეგიძლიათ მიმასწავლოთ რაიმე საიტი, წიგნი (თანამედროვე) ან სხვა რესურსი, საიდანაც შევძლებ თავად ვისწავლო "მარტივი" ბუღალტერიის წარმოება (ვის რა საბუთი გამოვუწერო, როგორ გამოვუწერო, გადასახადების აღრიცხვა, ხარჯების და შემოსავლის სწორი დათვლა, დეკლარირება) მოკლედ, მინდა დავრეგისტრირდე ინდ. მეწარმედ და მინდა შემდეგ ყველაფერი კანონის ფარგლებში და 5-ანზე მქონდეს გაკეთებული.. მინდა გადასახადების პატიოსანი გადამხდელი ვიყო და დამეხმარეთ რა P.S როგორც ვიცი ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით შემოდის მცნება "მიკრო მეწარმე", რომლის წლიური ბრუნვაც არ აღემატება 30 000 ლარს და არ ეხება გადასახადები.. მაგრამ მაინც ვალდებულია დარეგისტრირდეს მეწარმედ და ალბათ ბუღალტერიის წარმოება იგივე ექნება მასაც, როგორც სხვა საწარმოებს.. ჩაიდანი ვარ ამ საკითხში და დამეხმარეთ, რომ ელექტრო-ჩაიდნად მაინც ვიქცე ისე კი, რატომ არ არსებობს (ან თუ არსებობს რატომ არის ასე ძნელი შოვნა) რაიმე სპეციალური მარტივი სახელმძღვანელო-თვითმასწავლებელი ჩემნაირი ჩაიდნებისათვის? წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის და იმისათვის, რომ არ მეტყვით ფული გაიმეტე და ბუღალტერი დაიქირავეო |
Posted by: დეკო 10 Jun 2010, 09:22 | ||
მეც ეგრე ვიცი. |
Posted by: giorgi33 10 Jun 2010, 11:00 |
მე მქონდა შემთხვევა რომ თებერვლის თვეში მიწოდებულ საქონლზე გამოწერილ ჯამურ ზედნადებებზე აპრილის თვეში გამოვწერე ფაქტურა, მგონი შეცდომა არ უნდა იყოს? |
Posted by: odo_tab 10 Jun 2010, 11:53 |
giorgi33 მშვიდობიან დღეს გისურვებ გიორგი, თქვენი მომსახურება უწყვეტს მიეკუთვნება ? მე მგონი უწყვეტ მომსახურებაში რაღაც განსხვავებებია !!! |
Posted by: WUDU 10 Jun 2010, 12:17 | ||
giorgi33
მიწოდებიდან მეორე დღეს უნდა გამოიწეროს ა/ფ. თუ მიწოდება დაიწყო თებერვალში და დასრულდა აპრილში, მაშინ არ მგონია პრობლემა არ იყოს. თუ არა, მაიშინ პრობლემაა |
Posted by: odo_tab 10 Jun 2010, 13:05 |
WUDU მოგესალმებით, ე.ი კიდევ ერთხელ დავაზუსტებ თქვენთან თუ შეიძლება, დავუშვი შეცდომა რადგან 31 მაისით გამოვწერე ა/ფ აპრილის და მარტის მომსახურებაზე, თუ ეს ასეა რატომ ითხოვს სხვა კომპანიები ასე გვიან მომსახურებაზე ა/ფ-ებს, მხოლოდ ინვოისით ანგარიშსწორება ხომ შეიძლება ? შეცდომის შემთხვევაში ჯარიმა როგორ განისაზღვრება, გთხოვთ დამაკვალიანოთ, რომ ვიცოდე რა მელის . |
Posted by: U-Impl 10 Jun 2010, 14:28 |
გარმარჯობა. ვინმეს თუ გაქვთ მიღება ჩაბარების აქტის ელექტრონული ფორმა, გთხოვთ მომაწოდოთ ან ლინკი მითხარით სად ვიპოვო წინასწარ გიხდით მადლობას |
Posted by: LIKI-G 10 Jun 2010, 20:13 |
საბუღალტრო კურსები კურსები მინდა გავიარო და მირჩიეთ, ბუღალტრებო თუ შეიძლება. |
Posted by: დეკო 10 Jun 2010, 23:40 | ||
LIKI-G
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია იგივე "ბაფი" წერეთლის 61 350157 354397 346756 ყველაზე ნორმალური კურსები მემგონი დღესდღეობით მანდ არის. |
Posted by: datdob 11 Jun 2010, 00:21 | ||||||
odo_tab
მარტის და აპრილის მომსახურება წესით და კანონით დეკლარირებული უნდა გქონდეს ფაქტურის გარეშე. ეხლა კი გამოწერ დღევანდელი რიცხვით, ხოლო საანგარიშო თვეს მიუთითებ როცა ეს მომსახურება იქნა მიწოდებული. VIPman
რატო არ შეიძლება? მუხლი/ინსტრუქცია მაინტერესებს რაიმე მომსახურება რომ გამიწიო ინვისში და ივლისში მოგთხოვო ფაქტურა, არ გამომიწერ? არ გამომიწერ და მერე მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 დღისა ისე ლამაზად დაგაჯარიმებენ .................. WUDU
მიწოდებიდან არა, ა/ფ მოთხოვნიდან მეორე დღეს. |
Posted by: LIKI-G 11 Jun 2010, 09:02 |
დეკო მადლობა ! |
Posted by: დეკო 11 Jun 2010, 09:25 | ||
+1 მუხლი 248. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია, საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მიმღები გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა. (17.07.2009. N1527) |
Posted by: pernata 11 Jun 2010, 11:19 |
გამარჯობა არ ვიცი, აქ უნდა დავსვა ეს შეკითხვა, თუ სადმე სხვაგან, , გადამამისამართეთ, თუ მეშლება, ფლზ მაქვს პატარა მაღაზია (ინდმეწაერმე ვარ)- ბაღის და ოთახის მცენარეები, რომელიც ჩემს სანერგეში გამომყავს, ან ვიძენ ყოველგვარი საბუთის გარეშე, კერძო პირებისგან. ასევე დაფასოებული მიწა. როგორ უნდა გავატარო "ხარჯში"? აუცილებლად მეკუთვნის საკასო ესეთ შემთხვევაში? ოჯახური ბიზნესია, დაქირავებული პირები არ მყავს. |
Posted by: TT-KK 11 Jun 2010, 18:59 | ||
1) სალარო აპარატისგამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები,რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენენ პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული ( გადამუშავებული ) საქონლის რეალიზაციას- საქმიანობის ამ ნაწილში. საქ. საგადასახადო კოდექსი. მუხლი 97,4.ბ დასაზუსტებელია ეს მუხლი ხომ ეხება მცენარეებსაც 2)
ასეთ შემთხვევაში იყენებენ ე.წ. "შესყიდვის აქტებს" (სადაც უნდა მიეთითოს მომწოდებლის პირ.მოწმობის მონაცემები) ან ორფურცლიან სასაქონლო ზედნადებებს, შენ რამდენად გჭირდება ესენი-დასაზუსტებელია თუ ეს საბუთები გექნება,ხარჯში ამის მიხედვით გაატარებ. 3) როცა შენ ამზადებ პროდუქციას,მაშინ დამზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე უნდა შექმნა საბუთი, მაგ.სასუქის შეძენის საბუთი უნდა მოითხოვო სადაც შეიძენ,ან ქიმიკატების, ან ქოთნების (თუ მაღაზიაში ყიდულობ და თუ კერძო პირისგან ან ბაზრობაზე ყიდულობ, მაშინ როგორც ზემოთ დავწერე |
Posted by: pernata 11 Jun 2010, 19:58 | ||
TT-KK როგორ გამახარე პასუხით მადლობთ
მეზობლის ძროხა მჩუქნის, მიწასაც ეზოში "ვამზადებთ", კომპოსტირებით. ამიტომ არ ვიცი რა ვქნა. საკასო აპარატი კი ნაყიდი მაქვს, მაგრამ ყურმოკრული მქონდა, რომ ჩემს გამოყვანილ პროდუქციაზე არ მჭირდება, და რამე საბუთი მჭირდება, იმისი, რომ საკასო არ მჭირდება? დაქირავებული პირები არ მყავს. მეგობრები "ვჩალიჩობთ". არ მინდა "არალეგალი" ვიყო, მაგრამ არც ტყუილაუბრალოდ მინდა გადახდა გადასახადების. და კიდე - როცა ობიექტებზე ვმუშაობთ - ეზოს კეთილმოწყობა, მცენარეების დარგვა, და ისინი ფულს მირიცხავენ როგორც ინდ.მეწარმეს, ანგარიშზე, ეს თანხა მთლიანად იბეგრება, როგორც მოგება? დიდი რაოდენობის საკუთარ გამოყვანილ ყვავილებს როცა ვურგავთ, დანარჩენს კი ვინაწილებთ, როგორც ჰონორარს. ეს როგორმე უნდა დავაფიქსირო? წინასწარ მადლობთ პასუხისთვის |
Posted by: Scharfschutze 11 Jun 2010, 20:14 |
ხალხო ორისის წიგნის ქართული ელექტორნული ვერსია ხომა რ დევს სადმე ნეტში? |
Posted by: Kalenike 11 Jun 2010, 20:14 | ||
datdob
მუხლი 248. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ბლაბლაბლა ..... მასთანავე, ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნულ შემთხვევებში საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა. (17.07.2009. N1527) მუხლი 238. დასაბეგრი ოპერაციის დრო 2. თუ საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, საქონლის მიწოდება შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. 3. თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, მომსახურების გაწევა შესრულებულად ითვლება ამ ოპერაციის ნებისმიერი ნაწილისათვის ყოველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ან გადახდის მომენტში, მაგრამ არა უგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო სამუშაო დღისა. |
Posted by: დეკო 11 Jun 2010, 20:42 | ||
Scharfschutze
1. შედი ამ ლინკზე: http://www.oris.ge/index_geo.htm და გადადი "გადმოწერა"-ში; 2. ჩამოდი ცოტა ქვემოთ და ნახავ - "ორის ბუღალტერია" (ელექტრონული სახელმძღვანელო) Good Luck |
Posted by: Scharfschutze 11 Jun 2010, 21:50 | ||
დეკო
მადლობა |
Posted by: Gemin 11 Jun 2010, 22:14 |
გამარჯობათ. ერთი თხოვნა მაქვს რა. ვინც ორისს იენებთ და ორისსში მუშაობთ ერთი მარტივი "ამოცანის ამოხსნა" დამიწერეთ რა. უნივერსიტეტისთვის მინდა] 1. შევისყიდეოთ საქონელი კომპიუტერი მოახდინეთ ძირითად საშუალებად აყვანა ცვეთის დარიცხვა და ხარჯი.3000lari. 20% 2. მასალები: ბისკვიტი 10 ცალი ფასი 12 ლარიი, მარწყვი 10კგ. ფასი 2ლარი; კრემი 10ცალი, ფასი 10ლარი შექმენით სამეურნეო ოპერაცია სრული და მოახდინეთ მზა პროდუქცია ტორტის რეალიზაცია. იგვე ამოცანა სამეურნეო ოპერციები. 3. საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროექტები: შესყვიდვა და ხელფასის გატარება ორ თანამშრომელზე. 4. ფორმის აწყობა: მიმდინარე აქტივის ნაშთი: 1200,1400,1600,3100 დიდი მადლობა იწნასწარ . არ დაიზაროთ რა ძალიან გთხოვთ |
Posted by: aladini 12 Jun 2010, 15:18 |
გამარჯობა შეგიძლიათ მითხრათ, ჯიხურს თუ ეკუთვნის სალარო აპარატის დადგმა? ერთი ნაცნობი ბუღალკტერი ამბობს ეკუთვნითო მერია ამბობს, თუ ფართი 6 კვ/მ-ზე მეტს არ აღემატება,ა რ ეკუთნისო. ზუსტად როგორაა, ხომ არ იცით? მადლობა წინასწარ |
Posted by: datdob 12 Jun 2010, 20:53 | ||||
Kalenike
ეს მუხლი მეც ვიცი, მაგრამ ....... მე სხვა რაიმეს ვაკვირდები აქ, ანუ აქ ლაპარაკია თუ მე მოვითხოვე ივნისის თვის ა/ფ მაგალითად 01 ივლისს, მომსახურების გამწევი ვალდებულია 12 რიცხვამდე გამომიწეროს. არსად არ წერია, რომ მე აქ მაქვს უფლება მოვითხოვო ა/ფ ორი, სამი თვის შემდეგ. აქ ბილინგის პრობლემებია გათვალისწინებული ჩემი აზრით, შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია. ძალიან ბევრი მინახავს 12 რიცხვის მერე გამოწერილები, მაშინ ყველა საჯარიმოზე წავიდოდა. aladini
მერია რა შუაშია? საგადასახადო კოდექსი არეგულირებს დადგმა/არდადგმის საკითხს. მუხლი 281. გარდამავალი დებულებანი 28. 2011 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. (1.12.2009. N2191 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდა მე–15 დღეს) მუხლი მიგითითე, ეხლა თავად განსაზღვრე გჭირდება თუ არა |
Posted by: Kalenike 12 Jun 2010, 22:21 | ||
datdob
ანუ აქ წერია რომ 12 რიცხვამდე მოთხოვნისას იწერებაო, 12 რიცხვამდე თუ მოთხოვ გამოგიწერენ. და ვის რა აქვს გამოწერილი და არის თუ არა დაჯარიმებული ეგ ვერ ვიცი |
Posted by: revaza88var 13 Jun 2010, 21:55 |
დ) მე-6 სტრიქონზე აისახება მიწოდების კორექტირების შედეგად ბიუჯეტში დამატებით გადასახდელი თანხა, ხოლო მე-7 სტრიქონზე – მიწოდების კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა; ერთი რამ მაინტერესებს, ამ დროს დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას როგორ აკეთებ? ბრუნვა ისევ ძველი რჩება |
Posted by: cvanca 14 Jun 2010, 00:29 |
როცა ვყიდულობ მაგალითად 2000 ლარის ღირებულების მომსახურებას, რომელიც იბეგრება დღგს 0 % იანი განაკვეთით, ამ შემთხვევაში ჩათვლას ვაკეთებ 2000 ლარზე? |
Posted by: temozia 14 Jun 2010, 11:04 | ||
cvanca
იკეთებ ნულოვანს |
Posted by: kukurino 14 Jun 2010, 15:43 |
ხალხო ვიცი, უადგილოა ეს შეკითხვა, მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრათ ინგლისურად ანგარიშ ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები როგორ იქნება |
Posted by: ninie_nini 14 Jun 2010, 15:47 |
Invoices-ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები არ ვიცი: |
Posted by: datdob 15 Jun 2010, 00:23 | ||
kukurino
სასაქონლო არის - way bill; ფაქტურა- Invoice |
Posted by: SoulTaker 15 Jun 2010, 11:52 | ||
cvanca
რის ჩათვლას აკეთებ? დღგს? ნულოვანი თუა როგორ უნდა ჩაითვალო? |
Posted by: bellge 15 Jun 2010, 12:28 |
ხომ არ იცით სად შეიძლება მოვიძიო დაფინანსების განაცხადი (დანართი #3) სოცფონდისთვის, სადეკრეტო შვებულების გასაფორმებლად მჭირდება. * * * კიდევ 1 კიტხვა მაქვს დივიდენტის დარიცხვა, გაცემა და დივიდენდის 5 % გადარიცვა როგორ უნდა გავატარო? |
Posted by: Gianni 15 Jun 2010, 15:23 | ||
kukurino
მე ესე ვაგებინებ ხოლმე : " VAT Receipt" ან "VAT facture" და ყველაფერს კარგად ხვდებიან |
Posted by: giorgi33 16 Jun 2010, 11:44 |
შპს საქმოანობის დრეობით შეჩერება ხდება და ქონების გადასახადის ვალდებულება რომ მოიხსნას. ძირითადი საშუალებების ( კომპ ტექნიკა და აქსესუარები) სასაქონლო მარაგებში გადმოტანის შესაძლებლობა თუ არის? |
Posted by: VIPman 17 Jun 2010, 11:07 | ||
ძირითადი საშუალებების მარაგებში გადატანა გამორიცხულია, პირიქით კიბატონო |
Posted by: Toxic:) 17 Jun 2010, 12:23 |
არარეზიდენტ გადამზიდავს ავანსად ვურიცხავთ თანხას და ამის საფუძველზე რამოდენიმეჯერმ გვიწევს სატრანსპორტო მომსახურებას, ხან პირიქით ჯერ მომსახურებას გაგვიწევს და მერე ვურიცხავთ თანხას, ავანსად გადახდის შემთხვევაში გადაირცხვის მომენტში უნდა დავაკავოთ 4 %? |
Posted by: Shagrent 17 Jun 2010, 12:46 |
ახალი კოდექსის სამუშაო ვარიანტი ვინმემ იცით სადმე რო იდოს? რის მიღებასაც ახლა აპირებენ |
Posted by: WUDU 17 Jun 2010, 13:57 | ||
Shagrent
წინა გვერდებს გდახედე, სადღაც დევს ლინკი. |
Posted by: დეკო 17 Jun 2010, 14:39 | ||
Shagrent
ლინკი: http://www.mof.ge/default.aspx?sec_id=4113&lang=1 |
Posted by: Shagrent 17 Jun 2010, 17:11 |
დეკო სპს ახლა ისიც მითხარით ბარემ, დღგ-ს ანგარიშ ფაქტურად მინდა რო კომპიდან პრინტერით ამოიბეჭდოს, ანუ ცარიელს ჩავდებ და ფაქტუას შეავსებს პრინტერი და საბუღალტრო პროგრამის გარეშე არ იცით რამე მინი პროგრამა ან რამე ასეთი არსებობდეს მაგისთვის? |
Posted by: The DoctoR 17 Jun 2010, 17:25 |
Shagrent მე როგორც ვიცი სპეც.პრინტეებია მაგისთვის, ჭავლური. და პროგრამა არ ვიცი ტუ არის საჭირო |
Posted by: Shagrent 17 Jun 2010, 18:28 |
The DoctoR პრინტერი ვიცი ხო მარა, სადღაც ხო უნდა შეავსო მონაცემები? შეიძლება ექსელშიც ქონდეს ვინმეს აწყობილი ან ვორდში უბრალოდ ვინც იცის დაწერეთ რა |
Posted by: giorgi33 17 Jun 2010, 18:55 |
პროგრამა უბრალოდ ფორმატს აძლევს რომ ზუსტად ჩაჯდეს პარამეტრები, ექსელშიც შეგიძლია მაგის გაკეთება,როგორც ზემოთ დაგიწერეს ჭავლური პრინტერის გარეშე არაფერი გამოგივა. რაღაც ცვლილებები შესულა სამეწარმეოში. 2. წესდებისა და პარტნიორთა შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო აღარ არის 2010 წლის 25 მაისს ამოქმედდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციისას სავალდებულო არ არის წესდების ან პარტნიორთა შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება, რაც აუცილებელი იყო მანამდე მოქმედი კანონმდებლობით. ამ დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობა შესაძლებელია დამოწმდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ. სიახლეა ისიც, რომ საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრს უნდა წარედგინოს სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ იქნება ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული. სარეგისტრაციო განაცხადი წესდების ან პარტნიორთა შეთანხმების ნაწილია. კანონით განისაზღვრა ის სავალდებულო საკითხებიც, რომელსაც აუცილებლად უნდა შეიცავდეს სარეგისტრაციო განაცხადი, ხოლო წესდების მეორე ნაწილი პარტნიორებს შეუძლიათ საჯარო რეესტრში წარადგინონ ნებისმიერ ენაზე შედგენილი. გარდა ამისა, როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციის დროს, ხელმძღვანელობაზე ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში აღარ წარმოადგენს სავალდებულო სარეგისტრაციო დოკუმენტს * * * Shagrent ფოსტა მომწერე გამოგიზავნი. |
Posted by: WUDU 17 Jun 2010, 20:45 | ||
Shagrent
ორისში და სხვა ბუღალტრულ პროგრასმებში აწყობენ სპეციალურ ფორმას და იქიდან იბეჭდება. |
Posted by: datdob 18 Jun 2010, 00:45 | ||||
Toxic:)
4% უნდა დააკავო გადახდის მომენტში, სულერთია ავანსია თუ უკვე შესრულებული მომსახურებაა * * * giorgi33
ამ საკითხისთვის არ გადამიხედია, თუმცა საქმიანობის შეჩერება ყველა გადასახადის შეჩერებას იწვევს და რა აუცილებლობაა სასაქონლო მაგრაგებში გადატანის? |
Posted by: revaza88var 18 Jun 2010, 08:19 | ||
არ ხარ მართალი |
Posted by: goga_g 18 Jun 2010, 13:42 | ||
datdob
საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, თუ შესაბამისი განცხადებით მიმართე საგადასახადოს, გამოიწვევს მხოლოდ საავანსო გადასახადების დარიცხვის შეჩერებას. (შპს - მოგება, ი/მ - საშემოსავლო) მაგრამ თუ რომელიმე გადასახადში ნარჩენი თანხაა, თავისთავად - დაფარვა უნდა მოხდეს. საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში თუ ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება რაიმე სახის ქონება მაშინ ქონების დეკლარაციის ჩაბარებაც საჭიროა ყოველწლიურად და შესაბამისი გადასახადის გადახდაც. |
Posted by: revaza88var 18 Jun 2010, 14:40 | ||
მართალია |
Posted by: Toxic:) 18 Jun 2010, 15:06 | ||
datdob
თუ ასეთი შემთხვევაა, მომწოდებელს ცალკე ვურიცხავ თანხას გადამზიდავს ცალკე, საქონელზე ინვოისი SIP მოდის გადამზიდავის სახელით , მაინც უნდა გადავიხადო 4 %? |
Posted by: Kalenike 18 Jun 2010, 19:24 | ||
Toxic:)
თუ ინვოისში ტრანპორტირებაც, დაზღვევაც და საქონელიც გიწერია, მაშინ არ აკავებ. |
Posted by: datdob 18 Jun 2010, 23:54 | ||
revaza88var
ვერ შეგეკამათები, რაც არ გადამიხედია არ გადამიხედია. საინტერესო საკითხია, გადავიკითხავ |
Posted by: Toxic:) 19 Jun 2010, 13:53 | ||
კი მასე წერია და მართალია ინვოისის მიხედვით არ მიწევს , მარგამ ის ფაქტი რომ გადამზიდავს ცალკე გადვურიცხე თანხა არაფერს არ ცვლის? |
Posted by: datdob 19 Jun 2010, 16:20 | ||
Toxic:)
მუხლი 197. არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 4%-ით. მუხლი 12. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 15. საერთაშორისო გადაზიდვა – ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა. (28.04.2006.N2955) უნდა დააკავო |
Posted by: Kalenike 19 Jun 2010, 20:36 | ||
Toxic:)
SIP რა პირობებია თუ ამიხსნი მაშინ შემეძლება ზუსტად გითხრა, კავდება თუ არა ანუ, თუ ტრანსპორტირება მაგ პირობებით საქონლის მიწოდების ნაწილია, მაშინ არ დაკავდება |
Posted by: Psychoholic 20 Jun 2010, 02:29 |
ვაპირებ საბუღალტრო ტრენინგ კურსის გავლას , შემდეგი ორიდან რომელს მირჩევთ? http://jobs.ge/geo/24720/ http://jobs.ge/geo/24686/ |
Posted by: TT-KK 20 Jun 2010, 21:10 | ||
Psychoholic
http://jobs.ge/geo/24686/ -ამას უფრო სერიოზული და დახვეწილი პროგრამა აქვს,მაგრამ ამ პროგრამის სწავლებისთვის 4 კვირა საკმარისი არ იქნება.4 კვირაში გადარბენა შეიძლება,სერიოზულ შესწავლას 2 თვე მაინც უნდა, 7 წელია ვასწავლი და ალბათ დამეჯერება. |
Posted by: Psychoholic 21 Jun 2010, 02:31 |
TT-KK დიდი მადლობა რჩევისთვის |
Posted by: tatiana123 21 Jun 2010, 09:58 |
გამარჯობათ, მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ხომ ვერ დამეხმარებით? 1.უნდა გადავიხადო თუ არა ქონების გადასახადი ლიცენზიის საფუძველზე ინერტული მასალების ამოღების დროს იმ სახელმწიფო მიწისათვის, რომელზედაც ხდება მოპოვება? 2.რა გადასახადები უნდა გადავიხადო გარდა ქონებისა/თუ საჭიროა/ და საჭიროა თუ არა დეკლარირება? 3.ჩაირთვება თუ არა გადასახადი ინრტ. მასალების მოპოვებისათვის მოპოვებული მასალების თვითღირებულებაში? პასუხები მეტ ნაკლებად ვიცი მაგრამ კომპეტენტური მეგობრების თანხმობა მჭირდება |
Posted by: LIKI-G 21 Jun 2010, 10:00 |
”ქართულ – შოტლანდიური სახლი” - ამათ შესახებ რა შეგიძლიათ მირჩიოთ, ღირს აქ საბუღალტრო კურსების გავლა? წინასწარ დიდი მადლობა! |
Posted by: giorgi33 21 Jun 2010, 11:42 |
შპს ურთიერთდამოკიდებულ შპს ს ზე ახორციელებს აქტივების მიწოდებას დღგ ს გადამხდელი რომ არ გახდეს ანუ 100 000 ზე რომ არ აუვიდეს ბრუნვა ეს მიწოდება ხდება ნაწილნაწილ თითო თვის ინტერვალით , საგადასახადო კუთხით რამე დარღვეა ხომ არ არის ასეთი მიწოდება? |
Posted by: aladini 21 Jun 2010, 18:17 | ||
datdob
დიდი მადლობა ) საუბარი მაქვს ლუდის ჩამოსასხმელი ჯიხურის დადგმაზე, რომელიც დაქირავებულ შრომას იყენებს (დღგ-თი იბეგრება თუ არა, არ ვიცი) ანუ თუ მხოლოდ მაგ მუხლში აღწერილიშ ემხვევაა გამონაკლისი, გამოდის ყველა დანარჩენს (მათ შორის ამ ლუდის ჯიხურსაც) ეკუთვნის სალარო აპარატო, ხომ? * * * ოჯახურ ბიზნესად მაქვს გაფორმებულიო, ანუ დაქირავებულ შრომას არ ვიყენებო და დღგ-ს მე არ ვიხდიო, მარა ბაზრობის ტერიტორია და არასტაციონარული დახლი არაა (ჯიხრურია) და მაინც ეკუთვნის სალარო აპარატი?? |
Posted by: Kalenike 21 Jun 2010, 20:58 | ||
giorgi33
გარიგება თუ საბაზრო ფასად ხდება, მაშინ ურთიერთდამოკიდებულებას არანაირი აზრი არ აქვს. |
Posted by: datdob 21 Jun 2010, 23:23 | ||||
aladini
ეკუთვნის
თავი XII (1) მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება (27.12.2005. N2546) მუხლი 971. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) პირები მომხმარებლებთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; ბ) ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენენ პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას – საქმიანობის ამ ნაწილში; გ) მეწარმე ფიზიკური პირები – ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში; დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირები, რომლებსაც ამ კოდექსით არ აქვთ საგადასახადო ორგანოში მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის ვალდებულება; ე) პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით; ვ) პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით – საქმიანობის ამ ნაწილში; ზ) მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარების ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან/მაგიდებიდან – საქმიანობის ამ ნაწილში. თ) პირები – ამ კოდექსის 172-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში. (2.03.2006. N2716) 5. საკონტროლო- 6. ამ თავისა და ამ კოდექსის 139-ე მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით (სრულად ან ნაწილობრივ) ანაზღაურებს მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე გადასახდელ თანხას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანხა ანაზღაურდება მისთვის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განსაზღვრული საქონლის/მომსახურების ღირებულების დასაფარავად. |
Posted by: Mariamushka 22 Jun 2010, 13:32 |
მეგობრებო, სუპერფინი კარგი პროგრამაა? თუ მუშაობთ ვინმე მირჩიეთ, მითხარით რა დადებითი და უარყოფითი მხარეები მადლობა წინასწარ... |
Posted by: aladini 22 Jun 2010, 15:49 |
datdob GMADLOB .................................................................................................. |
Posted by: Kalenike 22 Jun 2010, 22:30 | ||
Mariamushka
საშინელებაა, არ გირჩევ. წყალწაღებულების პროგაა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდე სხვა გასაქანი თუ არ გაქვს |
Posted by: datdob 23 Jun 2010, 00:12 | ||
Mariamushka
მე არც ისე საშინელებად ვთვლი ინფო და ორისი მირჩევნია. პრინციპში გააჩნია რა საქმიანობისთვის გჭირდება და იმის მიხედვით შეიძლება პლიუსების და მინუსების თქმა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ გრძელვადიან პერიოდზე არის გათვლილი მაშინ უფრო ძვირი გამოგივა ვიდრე დანარჩენები. 9 ევრო ღირს თვეში. მაგალითად მე შემხვედრია ისე რომ ბაზაში შეცდომა მოხდა (ჩემი მიზეზით არა) და გასწორებაში 10 ევრო დამარიცხეს. |
Posted by: navadvorsky 23 Jun 2010, 11:07 |
თუ დამეხმარებით: საერთოდ არ ვიცი ამ ის შესახებ და კარგად რომ ახსნათ. სამივლინებო თანხა როგორ იბეგრება? პერ დიემი არის 20 აშშ დოლარი, მივლინება მხოლოდ ერთი დღე. |
Posted by: Gianni 23 Jun 2010, 14:34 |
ყველა ქვეყანას აქვს თავისი შიდა სტანდარტები,მათ შორის საქართველოსაც. და თუ მივლინება საცხოვრებელი ადგილიდან მინიმუმ 30 კმ-ზე შორსაა დღეში 15 ლარი არის ნორმა.მის ზემოთ უკვე საშემოსავლოთია დასაბეგრი. სხვა ქვეყნების სტანდარტები კიდევ მოცემულია სპეციალურ ბრძანებაში.... |
Posted by: Mariamushka 23 Jun 2010, 14:52 | ||||||
Kalenike
უიმე დედა მადლობა ინფოსთვის.... datdob
10 ევრო
ორისი რა ღირს.... ან ინფო? მადლობა.... ისე, ზოგადად რომელი პროგრამა ჯობია ყველას? |
Posted by: navadvorsky 23 Jun 2010, 16:05 | ||
Gianni
დიდი მადლობა, ოღონდ ზუსტად რომ დამითვალოთ და დამიწეროთ როგორ შეიძლება? მივლინება აქვე ქუთაისში. |
Posted by: The DoctoR 23 Jun 2010, 16:49 |
navadvorsky მივლინება ქუთაისში - დაწერ ბრძანებას რამდენი დღით მიდიხარ/ან მიდის სხვა. იმდენჯერ 15 ლარი არის ნორმა, ამის ზევით როგორც თქვეს იბეგრება. თუ წარმოგიდგინა მგზავრობის საბუთი, იმის თანხასაც უნაზღაურებ. სასტუმროს ხარჯის ანაზღაურებას მგონი კიდევ საბუთი არ ჭირდება. მოკლედ ნახე ბრძანება მივლინების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ და ყველაფერია იქ |
Posted by: navadvorsky 23 Jun 2010, 17:54 |
The DoctoR მადლობა. ეს ბრძანება ფინ. სამინისტროს საიტზე იქნება არა? |
Posted by: maia_r 23 Jun 2010, 18:37 | ||
მივლინება ქუთაისში-15 ლარი დღიური+ ტრანსპორტირების ხარჯი ულიმიტოდ, ოღონდ დოკუმენტურად დადასტურებული. ამის ზემოთ ნებისმიერი თანხა ითვლება სარგებლად და იბეგრება 20% |
Posted by: Kalenike 23 Jun 2010, 19:52 | ||||
Mariamushka
1C არის მაგარი, მაგრამ რაც ღირს იმდენი ზევიდან უნდა დაამატო რომ ნორმალური პროგრამა გამოვიდეს, ისე ალბათ ორისი რა, სხვა პროგრამებთან შეხება არ მქონია და არ ვიცი. The DoctoR
საზღვარგარეთის მივლინებებისგან განსხვავებით, ქვეყნის შიგნით მივლინებისას მივლინებულისთვის ყველა საბუთის (მათ შორის მგზავრობის, სასტუმროს და ა.შ.) წარდგენა სავალდებულოა. |
Posted by: დეკო 23 Jun 2010, 20:06 | ||
პირიქით. დოკუმენტის გარეშე ვერც სასტუმროზე გაწეულს დანახარჯს ვერ აღიარებ ხარჯად, ამიტომ მასზეც აუცილებელია დოკუმენტი (ინვოისი, ა/ფ, მ/ჩ). |
Posted by: Mariamushka 23 Jun 2010, 20:18 |
Kalenike გასაგებია მადლობა................................................................. |
Posted by: masha 23 Jun 2010, 20:56 |
ოღონდ, თუ არ მეშლება დონორი ორგანიზეციებით დაფინანსებულებში 12%-ით. |
Posted by: giorgi33 24 Jun 2010, 10:41 |
სასაქონლო ზედნადებების ელექტრონლი რეესტრის წარმოება სავალდებულო გამხდარა გარკვეული ბრუნვის მქონე საწარმოებისთვის, ხომ არ იცით უფრო ზუსტად ამის შესახებ? |
Posted by: Mariamushka 24 Jun 2010, 10:52 | ||
სად დევს ეს ინფო? ან რა ბრუნვაზეა ლაპარაკი კონკრეტულად? |
Posted by: giorgi33 24 Jun 2010, 10:55 | ||||
მე ნორმალურ პროგრამად ვთვლი, მეც მქონდა ბაზის დაზიანება ვერ გამისწორეს და 20 ევრო დამარიცხეს, მერე ვეწვალე და მეთვითონ გავასწორე.
ინტერნეტში მეც ვერსად მოვიძიე , დავაზუსტებ და დავწერ. |
Posted by: Mariamushka 24 Jun 2010, 11:07 | ||||
მადლობა ინფორმაციისთვის....
ძალიან კარგს იზამ |
Posted by: nnonna 24 Jun 2010, 15:26 | ||
1 000 000 -ზე მეტი ბრუნვის მქონე საწარმოებს ეხებათ ემ მოთხოვნა. მაგ კატეგორიის საწარმოებს ისედაც ექნებათ ელექტონულად შენახული გაცემული სასაქონლო ზედნადებები. |
Posted by: WUDU 24 Jun 2010, 15:52 |
nnonna მგონი არასავალდებულოც რომ იყოს ზედდებულების რეგისტრაცია ან ელექტრონულად ანდაც ჟურნალში, ცუდი არ იქნება დოკუმენტაციის მოწესრილებისთვის. |
Posted by: Mariamushka 24 Jun 2010, 15:55 | ||
nnonna
სავალდებულო როდიდან გახდა ეს პროცედურა? |
Posted by: nnonna 24 Jun 2010, 16:40 |
Mariamushka ამა წლის 21 ივნისიდან. ფინანსთა მინისტრის #86 ბრძანებაში შევიდა ცვლილებები. |
Posted by: Mariamushka 24 Jun 2010, 17:02 |
nnonna მადლობა ............................................ |
Posted by: giorgi33 24 Jun 2010, 17:27 |
შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფები: http://www.government.gov.ge/old/index.php?lang_id=GEO&sec_id=180&info_id=30809 |
Posted by: dachko 24 Jun 2010, 21:49 |
გამარჯობათ.მე ახალი ვარ აკ.საბუღალტრო კურსი (თეორიულიც ა პრაქტიკულიც )გავიარე შ.პ.ს. "ია-ბი-სი-ჯი" ში.ეხლა სანამ მუშაობას დავიწყებ მინდა სადმე გავიარო პრაქტიკული კურსი გამოცდილებისთვის. ვინმე ხომ ვერ დამეხმარებით? |
Posted by: ninie_nini 24 Jun 2010, 22:18 | ||
dachko
ეჰ მაგას გავყვირი რამდენი ხანია მარა რათ გინდა არავის აქვს შენი დარდი |
Posted by: dachko 24 Jun 2010, 22:42 |
მერე ჩვენ ხო ვართ ორნი?ერთმანეთს დავეხმაროთ.უბრალოდ ამოცანები მინდა რომ პრაქტიკა გავიარო.არავინ მოიზებნება აქ ასეთი? |
Posted by: Kalenike 25 Jun 2010, 09:06 | ||
giorgi33
gadamxdelis iniciativiT aragegmuri sagadasaxado Semowmebis Catareba 1 000 000-mde wliuri brunvis mqone pirebisaTvis _ 10 000 lari; 1 000 000-ze meti wliuri brunvis mqone pirebisaTvis _ 30 000 lari რა დებილები არიან, ხალხი იქით გადაიხდის შემოწმება რომ არ ჩატარდეს |
Posted by: revaza88var 25 Jun 2010, 09:09 | ||
Kalenike
გადაიხდიან დამიჯერე |
Posted by: Mariamushka 25 Jun 2010, 10:36 | ||||
რა არის მართლა ეს რა უბედურებაა, მე ჩემი ნებით და ინიციატივით შემოწმება მინდოდეს და ასე უნდა "გამძარცვონ"? ისე, მართლა არ ვიცოდი ასეთი სასტიკი ტარიფები თუ იყო.... არადა ვაპირებდი არაგეგმიური შემოწმების ჩატარებას revaza88var
რატომ გადაიხდიან.... დარღვევა თუ აქვს ფირმას ეს გეგმიურის დროსაც გამოჩნდება და არაგეგმიურის დროსაც.... რა ვიცი.... |
Posted by: Kalenike 25 Jun 2010, 11:59 | ||
revaza88var
რატო რა, თუ შესამოწმებელი მაქვს არ მირჩევნია აუდიტს შევამოწმებინო? რაღა საგადასახადოს ჩავაყოფინო ცხვირი?? მით უმეტეს რომ აუდიტი შეიძლება უფრო იაფიც დაგიჯდეს ... |
Posted by: revaza88var 25 Jun 2010, 14:55 | ||
Kalenike
საგადასახადო შეგიმოწმებს და დაგარიცხავს მარტო ძირითადს, და შემოწმებულს მეორეთ არაღ შეგიმოწმებენ აუდიტი მაგის გარანტიას გაძლევს რომ მეორეთ აღარ შეგიმოწმებენ? მე იმის არ ვამბობ რომ ეს ცუდი იქნება ან კარგი, თვითონ ამ სისტემის დანერგვა უფრო საბჭოური მგონია, სახელმწიფო გამოდის აუდიტორული კომპანიების ბაზარზე, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია რომ ბევრი მოითხოვს მაგ შემოწმებას |
Posted by: დეკო 25 Jun 2010, 17:10 | ||
nnonna
იქნებ დოკი დადო, თუ არის საშუალება ან ლინკი. |
Posted by: giorgi33 25 Jun 2010, 17:11 | ||||
თუ დაჭირდებათ ძალიან კარგად შეგიმოწმებენ. * * *
მე ერთერთ ჟურნალში წავიკითხე, მაგრამ ინტერნეტში რომ ვერ მოვიძიე 077 ზე დავრეკე და დამიდასტურეს იქაც და როგორც ამიხსნეს კალენდარულ წელში ვისაც მილიონზე მეტი ბრუნვა აქვთ, ისინი არიან ვალდებულები. ალბათ მილიონი რომ შეგისრულდება მერე იწყებ ამ რეესტრის წარმოებას. |
Posted by: nnonna 26 Jun 2010, 10:07 | ||
დეკო
დოკუნებტს ვისაც განახლებული აქვს პროგრამა კოდექსი ალბათ ისინი დადებენ. ფინანსთა სამინისტროს ჯერ არ აქვს ლინკი სამწუხაროდ. |
Posted by: temozia 26 Jun 2010, 15:29 |
ცვლილება შევიდა 2010 წლის 7 ივნისს, ბრძანება # 458. ზედნადების შევსების ინსტრუქციას დაემარა 6-ე მუხლი: „მუხლი 6. ზედნადებების ელექტრონული რეესტრი გადასახადის გადამხდელი, რომლის წლიური ბრუნვა კალენდარული წლის განმავლობაში აღემატება 1 მილიონ ლარს, ვალდებულია ელექტრონული ფორმით აწარმოოს ზედნადებების ელექტრონული რეესტრი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) ზედნადების აღრიცხვის ნომერი; ბ) ზედნადების გამოწერის თარიღი; გ) გამყიდველის დასახელება; დ) გამყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) მყიდველის დასახელება; ვ) მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი.“. მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
Posted by: Mariamushka 26 Jun 2010, 18:44 |
temozia დღგ-ს ვინც არ იხდის იმასაც ეხება ეს ცვლილება? |
Posted by: temozia 26 Jun 2010, 20:15 | ||
Mariamushka
არა აქვს მნიშვნელობა დღგ-ს გადამხდელი არი თუ არა, მთავარია ბრუნვა |
Posted by: Mariamushka 26 Jun 2010, 20:36 |
temozia მადლობა.............................................................................. |
Posted by: Gianni 26 Jun 2010, 22:20 | ||
temozia
ნუ მილიონს თუ აუცდა ზნაჩიტ გადამხდელიც არის,ეგრეა არაა? |
Posted by: Kalenike 26 Jun 2010, 22:46 | ||
Gianni
ეგრე არაა |
Posted by: temozia 27 Jun 2010, 00:06 | ||||
+1 უფრო საინტერესო ისაა რომ არ გავაკეთო ეს რეესტრი რა მელის? 100 ლარიანი ჯარიმა? აი ამ რეესტრების ყოველთვიურად საგადასახადოში გაგზავნა თუ მოითხოვეს, მაშინ ოოოოო .... |
Posted by: revaza88var 27 Jun 2010, 09:51 | ||
temozia
100 ლარიანი ჯარიმა კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულების დარღვევაზეა, ეს კი ინსტრუქციია, თუ ვინმე უვიცმა დაგაჯარიმათ,იცოდეთ რომ საბჭოზე უეჭველად მოგიხსნიან მუხლი 144. სხვა ჯარიმები გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (17.07.2009. N1527) |
Posted by: Kalenike 27 Jun 2010, 13:12 | ||
revaza88var
100% |
Posted by: დეკო 27 Jun 2010, 15:09 | ||||
nnonna
იმედია.
დაას. საინტერესოა. |
Posted by: Gianni 27 Jun 2010, 15:30 | ||
ანუ რას გულისხმობთ, ამხელა ბრუნვა თუ აქვს კალენდარული წლის განმავლობაში სავალდებულო რეგისტრაცია არ მოუწევდა დღგ-ის გადამხდელად? თან როგორც მახსოვს ზღვარის აცდენიდან მეორე სამუშაო დღესვე |
Posted by: Mariamushka 27 Jun 2010, 15:55 | ||||||
Gianni
არ არის მასე მე მაქვს მილიონზე მეტი ბრუნვა წელიწადში და არ ვიხდი დღგ-ს რადგან ჩემი პროდუქცია არის თავისუფალი დღგ-სგან.... ასე რომ
გააჩნია რა შემთხვევაში * * * temozia
ხოო, საინტერესოა.... და საერთოდ პროცედურულად როგორ ხდება ეგ, როგორ უნდა ვაწარმოო ეს ელექტრონული რეესტრი.... დავაზუსტებ აბა ხვალ, იმედია მეტყვიან 077-ზე |
Posted by: Gianni 27 Jun 2010, 16:39 | ||
Mariamushka
ოოო მაგას არ ვგულისხმობდი, ეგრე ჩემი საქმიანობაც გათავისუფლებულია და არ ვიხდი... მე სტანდარტულ სიტუაციას ვგულისხმობ,ვაჭრობას მაგალითად.... |
Posted by: Mariamushka 27 Jun 2010, 16:43 | ||
Gianni
მაშინ კი ბატონო |
Posted by: Gianni 27 Jun 2010, 16:52 | ||
Mariamushka
გაიხარე.... თორე უკვე ვფიქრობდი სხვა ქვეყნის კოდექსი ხომ არ მიდევს მეთქი მაგიდაზე |
Posted by: Mariamushka 27 Jun 2010, 18:05 | ||
Gianni
|
Posted by: merkantila 27 Jun 2010, 20:22 |
შეიძლება თუ არა ბუღალტერთან ინდივიდუალური სწავლა? სერთიფიკატის გარეშე? ისეთთან ვინც უშუალოდ თავის საქმიანობასთან ერთად გასწავლის.. |
Posted by: Gianni 27 Jun 2010, 20:47 | ||
merkantila
სიმართლე თუ გინდა ბუღალტერია სწორედ ასე უნდა ისწავლო, თეორია დიდი ვერაფერი ბედენაა პრაქტიკულად თუ არ ნახე......და გააკეთე..... |
Posted by: Mariamushka 28 Jun 2010, 11:09 |
http://allshares.ge/download.php?id=4ED13C7944 ფინანსთა მინისტრის 86 ბრძანება, დამატებული მე-6 მუხლით, ზედნადებების ელექტორნული რეესტრის შესახებ... როგორც საგადასახადოში მითხრეს, გადამხდელი ვალდებულია აწარმოოს ეს ელექტრონული რეესტრი, ბრძანებაში მითითებული ფორმით და წარუდგინის ის საგადასახადო ინსპექციას მოთხოვნისთანავე (და არა ვთქვათ ყოველთვიურად და ა.შ).... რეესტრის არწარმოების შემთხვევაში რა "სასჯელია" ჯერ არ მაქვს ინფო, თუ გავიგე დავდებ ...... |
Posted by: Sidonia 28 Jun 2010, 12:06 |
იქნებ ის იცოდეთ თუ ზედნადები იწერება ფიზიკურ პირზე ამ შემთხვევაში რას ვუთითებთ????. ხშირად ხდება რომ პირდაპირ გაყიდვაზე როდესაც საკმარისია მხოლოდ ჩეკი, მაინც ზედნადები იწერება ჩვენს მიერ (რათა საქონლის საწყობიდან გასვლის საფუძველი მქონდეს) მაგრამ არ ხდება მყიდველის იდენტიფიცირება. ასეთ ზედნადებებს რა ვუყო ??? |
Posted by: Gianni 28 Jun 2010, 12:30 |
Sidonia მყიდველის დასახელებაში წერ: ფ/პ (ფიზიკური პირი) პავლე პავლიაშვილი კოდის მაგივრად წერ პირად ნომერს, მისამართი ჩვეულებრივად და დანარჩენი იგივეა |
Posted by: Kublicha 28 Jun 2010, 12:43 |
Sidonia არანაირი განსხვავება არაა, როგორც იურიდიულ პირზე ისე წერ. 2007 წლის შემდეგ ზედნადებში 11 ურჯაა საიდენთიფიკაციოსი. ერთი პერიოდი დასახელებაში პირადობის მოწმობის ნომერიც იწერებოდა (სურათის ქვეში რომ წერია, დ 12*****) |
Posted by: Kalenike 29 Jun 2010, 14:25 | ||
Gianni
პამპერსებით ვაჭრობას? ხო კაი კაი ვპროვოკატორობ ახლა |
Posted by: Gianni 29 Jun 2010, 14:29 | ||
Kalenike
ეჰ შენ იცინი და პამპერსები ჩემი ტკივილი იყო სანამ ბავშვი გარშოკს არ მიეჩვია |
Posted by: vinni_puh 30 Jun 2010, 00:08 |
ორგანიზაცია რომელიც მომსახურებას ეწევა და ვთქვათ ხელშეკრულებაში 2 თვეზეა გაწერილი. თანხის ნაწილის გადმორიცხვა ხდება პირველ თვეში, ნაწილის მეორე თვეში. პირველი გადმორიცხვა ავანსად არის მაგრამ იმავე თვის ბოლოს რომ ვაღიარო შემოსავლად ხომ შესაძლებელია? რადგან მასზე გაიწია გარკვეული შრომა და ხდება შესაბამისად ხელფასის გაცემა. მეორე თვეში მთავრდება სამუშაო. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს ერთხელ? ანუ სამუშაოს სრულად დამთავრებისას? თუ მაგალითად მიღება-ჩაბარების აქტი ან ზედნადები (ზოგ შემთხვევაში ითხოვენ ხოლმე) შესაძლებელია ცალცალკე გამოიწეროს გადმორიცხვების მიხედვით? და რამდენად სწორია მხოლოდ მეორე თვის ბოლოს გამოწერა მაშინ როცა ცალცალკე ვაღაირებ შემოსავლად. მადლობთ |
Posted by: World maps 30 Jun 2010, 12:22 |
ხალხოოოო მიშველეთ სასაქონლო ზადნადების ეხელის ფორმა მინდაააააა სასწრაფოდ..... |
Posted by: gigak 30 Jun 2010, 23:29 | ||
ეს არ არის უწყვეტი და სისტემატიური მომსახურების სახე, ამიტომ თუ როდის გააფორმებთ მიღება-ჩაბარების აქტს მხარეთა შეთანხმების საგანია და მას საგადასახადო კოდექსი ვერ განგისაზღვრავს |
Posted by: tatiana123 1 Jul 2010, 10:07 |
შპს აქვს მაღაზია როგორც ქუთაისში ასევე თბილისში, თავისთავად საჭიროების შემთხვევაში ორივე მაღაზია გასცემს სასაქონლო ზედნადებებს და ანიჭებს მას რიგით ნომერს. გამოდის რომ ერთი და იგივე ნომერი აქვს თბილისის ზედნადებებსაც და ქუთაისის ზედნადებებსაც მაგრამ განსხვავება არის მისამართსა და თარიღში. ხომ არ ჩაითვლება ეს დარღვევად? |
Posted by: Gianni 1 Jul 2010, 12:51 | ||
საწყობი ხომ ცალცალკე აქვს და არ ურჩევნია რამე დიფერენცირებული ნუმერაცია ქონდეს მაგალითად ქუთაისის ზედნადებები იქნება: ქ/1, ქ/2 და ასშ, ხოლო თბილისის თ/1, 2 და სხვა. აღრიცხვისთვისაც ადვილი იქნება,მითუმეტეს თუ საბოლოოდ ერთ ბუღალტერიაში იყრის ყველა ზედნადები თავს. * * * World maps
http://upload.ge/download.php?id=FF023E5E5 ცოტა გადააკეთე შენებურად და ეგაა რა |
Posted by: maknatuna 1 Jul 2010, 14:28 |
გამარჯობა დავაყენე ორისის დემო ვერსია, ნაწილობრივ იკითხება ქართულად. ხომ ვერ დამეხმარებით? |
Posted by: temozia 1 Jul 2010, 16:43 |
maknatuna ფონდები/სისტემის პარამეტრები/ეკრანი და იქ არის ფონტებში oris system_ და უნდა აირჩიო სხვა oris_system_, ანუ ერთი ტირეთი წერია და მეორე არა და ეგ განსხვავებაა. |
Posted by: tatiana123 2 Jul 2010, 10:04 | ||
გეთანხმებით, შემოვიღებ დიფერენცირებულ ნუმერაციას მაღაზიების მიხედვით სასაქონლო ზედნადებებისათვის. მაგრამ წინა პერიოდს რას ვუშველი. ის რომ სასაქონლო ზედნადების ნომერი მეორდება მაგრამ სხვაა მიწოდების ადგილი და თარიღი, ხომ არ გახდება დაჯარიმების მიზეზი და რამდენით? |
Posted by: Gianni 2 Jul 2010, 11:40 | ||
tatiana123
მოდი დაგაწყნარებ: სანამ ვინმე არ შეგამოწმებს, ეგ პრობლემა არ გახდება არანაირად, მარა თუ შეგამოწმეს და მაგის გარდა ვერაფერი გიპოვეს მაშინ შენ ყოფილხარ გმირი! (ანუ იმას ვგულისხმობ რომ სხვა რაღაცეებს დაუწყებენ ქექვას და არა ზედნადების ნუმერაციას). ასე რომ დაწყნარდი და სხვა პრობლემებს მიხედე |
Posted by: tatiana123 2 Jul 2010, 11:47 | ||
დიდი მადლობა, თქვენ ეს კარგად გამოგივიდათ |
Posted by: merkantila 2 Jul 2010, 12:15 | ||
ხომ არ გეგულებათ ვინმე მერე ეგეთი? |
Posted by: Gianni 2 Jul 2010, 13:19 | ||
merkantila
პირადად მე სადაც ვმუშაობ აქ ბუღალტერიის გარდა ყველაფერია მარა მაგალითად დისტრიბუციის ბუღალტერს ძაან გაახარებ ვინმეს თუ ეტყვი რომ მოგეხმარები და თან მასწავლეო |
Posted by: giorgi33 3 Jul 2010, 16:16 |
დირექტორს როცა ჭირდება რაიმე ცნობა სამსახურიდან, ანუ თავის თავს რომ აძლევს ცნობას იურიდიულად რამდენად დასაშვებია? ან მეორე ვარიანტი დირექტორი და დაფუძნებელი როცა ერთი და იგივე პიროვნებაა და გააფრომეს სასესხო ხელშეკრულება , ხელშეკრულებაში გარიგების ორივე მხარე ანუ ხელის მომწერი შეიძლება ერთი და იგივე პიროვნება იყოს? |
Posted by: goga_g 4 Jul 2010, 23:46 | ||
giorgi33 1) უფლებამოსილი პირი მსგავსი სახის ცნობაზე ხელმოსაწერად მხოლოდ დირექტორი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირია. არაა კანონდარღვევა...არც სხვა გზა არ არსებობს. 2)
არც აქაა სხვა გზა, ერთი მხრივ ფ/პ დგას მეორეს მხრივ კი - იურიდიული პირი იდენტური პიროვნებით. არც ესაა დარღვევა. |
Posted by: VIPman 6 Jul 2010, 08:59 |
არ სეიძლება საკუტარ თავთან ხელსეკრულების დადება. დირექტორი ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს საკუთარ თავთან, ბათილია ასეთი გარიგება...... |
Posted by: Kalenike 6 Jul 2010, 09:46 | ||
giorgi33
და ვინ გაძალებს მაგ ხელშეკრულების წერილობით ფორმას? არა მგონია ახლა საკუთარ თავთან პირგასამტეხლო დააწესოს ხომ? ზოგადად კი საკუთარ თავთან დადებული გარიგება რა თქმა უნდა ბათილია |
Posted by: giorgi33 6 Jul 2010, 11:24 | ||
არ იქნება ხელშეკრულება და დიდი შანსია რომ ხელფასად გაცემულად გიღიარონ ეს თანხები. |
Posted by: Computer 6 Jul 2010, 13:25 |
ხალხნო რა მაინტერესებს... არის 2 ფირმა. ორივეს დირექტორი არის 1 პირევნობება. 1-მა ფირმამ მეორე ფირმას უყიდა დიზელი თავის ფულით. ეხლა ამასთან დაკავშირებით რა ფორმით უნდა გაკეთდეს მიზნობრივად გახარჯვა ? ანუ ფული მეორემ გადაიხადა დიზელი კი ჩემია. ეს ბუღალტრულად როგორ უნდა გავაკეთო ? |
Posted by: Gianni 6 Jul 2010, 14:03 | ||
Computer
რაღაც ურთიერთდამოკიდებულ ფირმებს შორის სესხის სუნი მცემს,თან მაღალი საპროცენტო განაკვეთით |
Posted by: Kalenike 6 Jul 2010, 14:21 | ||
giorgi33
სესხის დაბრუნებისას? პრინციპში მართალი ხარ მაგრამ მაგ ხელშეკრულებას რაის ძალა ექნება საერთოდ ეგაა საკითხავი და თუ მაინცდამაინც ფული ჭირდება ფირმას კაპიტალი რომ გაზარდოს არა? |
Posted by: nnonna 6 Jul 2010, 16:36 |
შემთხვევით ვინმეს ხომ არ გაქვთ ISA -ები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. ინგლისურად უფრო მაწყობს. წინასწარ მადლობა. |
Posted by: MaRiKo777 6 Jul 2010, 18:43 | ||
Gianni
|
Posted by: Kobalty 7 Jul 2010, 00:57 |
ხომ არ იცით, რა პროცედურებია გასავლელი შპს-ს ლიკვიდაციისას? განცხადებაა დასაწერი? მერე რა ხდება? |
Posted by: Gianni 7 Jul 2010, 08:15 | ||
Kobalty
უფ არც იფიქრო! ჯერ განცხადებას წერ. მერე აბარებ წლიურ დეკლარაციებს, მოგება,ქონება,საშემოსავლო.... და მერე იქმნება სალიკვიდაციო კომისია რომელიც შემოდის შემოწმებაზე. ფაქტიურად გამოდის რომ თავად ეპატიჟები შემმოწმებლებს (( გამოსავალი არის ერთი. მიმდინარე თვის დეკალრაციები ჩააბარო, შეაჩერო საქმიანობა და წლიურების ჩაბარების შემდეგ საერთოდ აღარ ჩააბარო არაფერი.იყოს ეგ ფირმა დარეგისტრირებული,რას გიშლის? |
Posted by: Kobalty 7 Jul 2010, 13:11 | ||||
Gianni
ანუ დავწერო განცხადება რომ გაუქმებულია კომპანია და მორჩა ხო?
ეს გასული წლებისას ხო? აბა ეხლა ხომ ვერ ჩავაბარებ 2010 წლის ქონების და მოგების დეკლარაციებს? |
Posted by: nosstradamusa 7 Jul 2010, 16:14 |
ეგ კიდე ცალკე "ბუღლატერიაა" . ისე მაგარი თემაა ლუკა პაჩიოლის სექტა და რამე... პოსტეთ რა მაინტერესებს ახალი რამეები, (დამწყები ვარ).. |
Posted by: Gianni 7 Jul 2010, 17:15 | ||
Kobalty არაფერს არ წერ, უბრალოდ მაგ ფირმაზე აჩერებ ყველანაირ მოქმედებებს,არანაირი მოძრაობა არც ბანკში და არც სალაროში,ჩათვალე არ არსებობს ფირმა. თუ დღგ დეკლარაცია ნულოვანია შეგიძლია არ ჩააბარო, საშემოსავლოები მგონი უნდა აბარო.
შეჩერებაზე რომ დაწერო განცხადება მიმდინარე წლის დეკლარაციები უნდა ჩააბარო იმ დღის მდგომარეობით როცა წერ. მერე გესტუმრება კომისია და გადაგამოწმებს. არ გინდა არაფრის შემოწმება,გააჩერე ფირმა და ეგაა რა |
Posted by: Kobalty 7 Jul 2010, 18:02 |
Gianni გასაგებია, მადლობა. |
Posted by: Toxic:) 7 Jul 2010, 18:26 |
ტერმინალით რომ იყიდება საქონელი, ხო სწორია ეს გატარება? რეალიზაცია 1410 6110 100 ლარი 1410 3330 18 ლარი და გადახდა 1210 1410 105 ლარი 7435 1410 13 ლარი ( ტერმინალის საკომისიო) |
Posted by: Computer 7 Jul 2010, 22:26 | ||
Gianni
რაც დავწერე მეტყვით როგორ უნდა გაკეთდეს ? |
Posted by: The DoctoR 8 Jul 2010, 09:59 |
Toxic:) მე ვფიქრობ შემოსავლის აღიარებასთან ერთად ხარჯიც მაშინ უნდა აღიარო. აი ასე 1410 6110 100 ლ 1410 3330 18 ლ 7320 3110 13 ლ მერე მიიღებ შემოსავალს და აქედან დაფარავ საკომისიოს. 1210 1410 118 3110 1210 13 თუმცა ეს ჩემი აზრია მხოლოდ |
Posted by: SOMETHING - SOMEWHERE 8 Jul 2010, 10:25 |
გამარჯობათ მეგობრებო ერთი-ორი კითხვა მაქვს, და ძალიან დამავალებთ, თუ დამხემარებით. 1) ვთქვათ, შპს-ს დაარესებისას პარტნიორებმა (ორმა პარტნიორმა) წესდების საფუძველზე აიღეს ვალდებულება, რომ თითოეული მათგანი შეიტანდა 100 ლარს საწესდებო კაპიტალში (ანუ ჯამური 200 ლარი) + 3000 ლარის მანქანა-დანადგარებს. ვთქვათ, არის ისეტი სიტუაცია, რომ ვერ ხერხდება 3000 ლარის მანქანა-დანადგარების შეტანა და პარტნიორებს სურთ 3000 ლარი თანხის სახით შეიტანონ საწესდებო კაპიტალში. შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ? და თუ კი, რა გზით? 2) ვთქვათ, ერთ-ერთი პარტნიორი გადის ბიზნესიდან და მისი წილის ყიდვა სურს ახალ, პოტენციურ პარტიორს. ამ შემთხვევაში, წილის ფასის განსაზღვრა როგორ ხდება? და სად უნდა აისახოს წილების გადანაწილებისას წარმოქმნილი ცვლილებები? 3) რამდენდად ჩაითვლება დარღვევად შემდეგი ფაქტი: ვთქვათ, შპს-მ ნებისმიერი პირისგან აიღო სესხი, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ხელშეკრულება გაფორმდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? წინასწარ გმადლობთ დახმარებისთვის. |
Posted by: Gianni 8 Jul 2010, 12:05 | ||
Computer
ვთქვათ არის ფირმა A და ფირმა B. ფირმა A-მ კომპანია ვისოლში იყიდა საწვავი,ფული ვინც გადაიხადა (A) იმაზე გამოიწერა ფაქტურაც ხომ? ანუ ფირმა A-ს აქვს საწვავი ფაცტურით და რამე. ამ საწვავს მოიხმარს ფირმა B, ანუ არის ცალსახად ერთი ფირმიდან მეორეზე საწვავის მიწოდება, და მე ვფიქრობ უნდა აღიარო როგორც მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ ფირმა A-მ თანხა მისცა ჯერ ფირმა B-ს, და მერე ფირმა B-მ იყიდა საწვავი,მაშინ ეს თანხა სესხად უნდა აღიაროს ფირმა B-მ და დალშე უკვე იცი როგორცაა. |
Posted by: The DoctoR 8 Jul 2010, 12:19 |
მე მაქვს ასეთი საკითხი... ფირმას ყავს შვილობილი ფირმა. უნდა გადავიდეს გარკვეული ძირითადი საშუალება შვილობილ ფირმაში. როგორ ჯობია რო გავაკეთო - 2430 გადავიტანო ეს ყველაფერი, თუ ჩამოვწერე არასაოპერაციო ზარალზე და შემდეგ შვილობილში ავიღო როგორც საწესდებო კაპიტალი? |
Posted by: daviti505 8 Jul 2010, 23:30 |
nnonna მაილი მომწერე და მოგცემ ინგლისურ ვერსია |
Posted by: Tovlis_Panteli 9 Jul 2010, 01:02 |
საგადახდო დავალების ელექტრონული ფორმა თუ გაქვთ ექსელში აწყობილი დადეთ რა * * * ძალიან მჭირდება ხვალისთვის |
Posted by: The DoctoR 9 Jul 2010, 09:58 |
Tovlis_Panteli http://depositfiles.com/files/jf0r548jp |
Posted by: Tovlis_Panteli 9 Jul 2010, 10:38 |
The DoctoR გაიხარე |
Posted by: SOMETHING - SOMEWHERE 9 Jul 2010, 11:04 | ||
ვერავინ დამეხმარება? |
Posted by: The DoctoR 9 Jul 2010, 11:12 |
SOMETHING - SOMEWHERE 1) არამგონი ეგ პრობლემას იყოს. თუ შესაძლებელია, რომ ფულის ნაცვლად იმავე თანხის ტოლფასი ძირითადი საშუალება შევიდეს, საპირისპირო მოქმედება არ უნდა იყოს დანაშაული 2) წილის განსაზღვრა ინდივიდუალურად მოხდება. რამდენად უღირს რომ გაყიდოს, ერთი მხრივ, და მეორეს რამდენად უღირს რომ იყიდოს. დაფიქსირება კიდევ წესდებაში მოხდება. ნოტარიუსი დაამოწმებს წილების გაყიდვის ფაქტს და ეგაა. ბუღალტერიაში თითქოს არც არაფერი მომხდარა 3) ძველი პერიოდით რომ გააკეთო ხელშეკრულება? სხვა შემთხვევაში ვერ გეტყვი ფული გქონდეს და წარმოქმნის წყარო არა, შემოსავლად უნდა აიღო მაშინ ( |
Posted by: Natuktuktuk 9 Jul 2010, 12:31 |
ორი კითხვა თუ შეიძლება... ) 1. ბენზინის ტალონების აღრიცხვა როგორ უნდა მოხერხდეს, ყოველ დღე უნდა აღრიცხონ თანამშრომლებმა კილომეტრაჟი სამსახურის მანქანებზე და შეატყობინონ ბუღალტერს, ან იქნებ არსებობს რაიმე ფორმა, რომელიც თვეში ერთხელ საჭიროებს აღრიცხვას. 2. მართლა არსებობს ისეთი კანონი, რომელიც თანამშრომელს უკრძალავს სამსახურის მანქანით, არასამუშაო საათებსა და დღეებში ქალაქში მოძრაობას? მე თვითონ ბუღალტერი არ ვარ, ამიტომ თუ არაზუსტად ვსვამ კითხვას არ გაიკვირვოთ ) |
Posted by: Gianni 9 Jul 2010, 12:39 | ||||||
Natuktuktuk
ოპტიმალური ვარიანტი იქნება თუ ყოველი თვის ბოლოს გააკეთებ აქტს და ჩამოწერ გახარჯულ საწვავს. კილომეტრაჟი იმისათვისაა საჭირო,რომ აფსურდული ინფორმაცია არ გამოგივიდეს და ერთ მანქანას არ მიაწერო რომ დღეში 30 ლიტრს წვავდა და მეორეს პირიქით ძაან ცოტას. ანუ საშუალოთ დღეში მარშუტკა დისტრიბუციის საშუალოდ 10-15 ლ წვავს. საშუალოდ!
მაგ ლოგიკით ეხლა სროკზე უნდა ვიყო
დაიკიდე მეც ვურევ ხოლმე ხშირად ბევრ რამეს |
Posted by: Natuktuktuk 9 Jul 2010, 12:43 |
Gianni უღრმესი მადლობა გავახარებ ჩვენს ბუღალტერს |
Posted by: დეკო 9 Jul 2010, 12:49 | ||
Natuktuktuk
ესე ნახე, გამოგადგება: http://bin.ge/file/6307/sawvavis-xarjvis-uwyisi-1-.xls.html |
Posted by: fiesta84 9 Jul 2010, 12:56 |
გამარჯობააა. შპს ყიდულობს მასალას ფიზიკური პირისგან, საბუთს რა თქმა უნდა ვერ მაძლევს. ხარჯებში როგორ უნდა ვაჩვენო, ან რამე გადასახადის გადახდა მომიწევს? |
Posted by: Gianni 9 Jul 2010, 13:01 | ||
fiesta84
სავარაუდოდ ვერ გაატარებ ხარჯებში. მომსახურება რომ იყოს საშემოსავლოთი დაუბეგრავდი და ხელფასად გასცემდი,მარა მიწოდებაა ეგ ამ შემთხვევაში პირველადი დოკუმენტაცია დაგჭირდება ასე მგონია მე ამ ეტაპზე |
Posted by: VIPman 9 Jul 2010, 13:30 |
არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის ანაზღაურებული მომსახურებისას გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი 10% რომელ სახაზინო კოდზე მიდის იქნებ მითხრათ (კოდის ბოლო 4 ციფრი) |
Posted by: დეკო 9 Jul 2010, 13:43 | ||
fiesta84
გააფორმე ნასყიდობის ხელშეკრულება და მ/ჩ აქტი. |
Posted by: Gianni 9 Jul 2010, 13:44 | ||
VIPman
სხვა არაკლასიფიცირებული მოგების გადასახადი 100771020 |
Posted by: NITSA_144 9 Jul 2010, 13:55 |
ახალი საგადასახადო კოდექსი საიდან ამოვბეჭდო? |
Posted by: SOMETHING - SOMEWHERE 9 Jul 2010, 14:19 |
The DoctoR ძალიან დიდი მადლობა ერთი კითხვაღა დამრჩა - და წინა თარიღით სასესხო ხელშეკრულების გაფორმება აშკარად დარღვევა იქნება, არა? |
Posted by: დეკო 9 Jul 2010, 14:21 | ||
NITSA_144
აქედან: http://www.mof.ge/default.aspx?sec_id=4113&lang=1 |
Posted by: Gianni 9 Jul 2010, 14:26 | ||
SOMETHING - SOMEWHERE
მთელს ქვეყანას კი არ უნდა მოსდო 'ტონკად" უნდა ქნა ეგ ამბავი დამიჭერენ მე, გული მიგძნობს |
Posted by: fiesta84 9 Jul 2010, 14:26 | ||
ეგ საკმარისი იქნება? |
Posted by: SOMETHING - SOMEWHERE 9 Jul 2010, 14:28 | ||||
გარდა ამისა, კიდევ ერთი კითხვა, თუ შეიძლება რა ფარგლებში შეიძლება ვარირებდეს წილის ფასი? ანუ, არსებობს რაიმე შეზღუდვა ფასზე, მაგალითად, კაპიტალის ოდენობის მიხედვით? * * *
ხოდა, მეც რომ არ დამიჭირონ, იმიტომ ვსვამ წინასწარ ასეთ "გულუბრყვილო" შეკითხვებს მირჩევნია, კანონიერების ფარგლებში ვიმოქმედო |
Posted by: The DoctoR 9 Jul 2010, 14:40 | ||
დამეხმარეთ რა )) |
Posted by: Gianni 9 Jul 2010, 14:40 | ||
მეც მაინტერსებს და არამგონია საკმარისი იყოს.... მასე ყველა ფირმას შეუძლია რაღაც-რუღაცეები გააფორმოს ვითომ ფიზიკური პირებისგან იყიდა და ისე აიყვანოს ბალანსზე "დამახინჯებული ფასით" |
Posted by: The DoctoR 9 Jul 2010, 14:43 |
fiesta84 სასაქონლო ზედდებული გამოწეროს და იქნება რა... |
Posted by: Gianni 9 Jul 2010, 14:47 | ||
SOMETHING - SOMEWHERE
რახან თავის დროზე არ გააფორმე ეგ უკვე დარღვევააა, და ამიტომ "ვინუჟდენი" ხარ "წაიჩალიჩო" რო გამოასწორო |
Posted by: Kublicha 9 Jul 2010, 14:52 | ||
Gianni
და რა განსხვავებაა? ნასყიდობას გაუფორმებ და აიყვან ბალანსზე. პირველადი არაა აბა რაა |
Posted by: SOMETHING - SOMEWHERE 9 Jul 2010, 15:02 | ||||
ან დაკისრებული (სავარაუდოდ) ჯარიმა გადაიხადო |
Posted by: Gianni 9 Jul 2010, 15:37 | ||
Kublicha
მასე მაგ მასალების ფასი შეილება ხელოვნურადაც გაზარდო და მოგება შეიმცირო, არაა დანაშაული ვითომ? არა მგონია ხარჯებში მარტო ნასყიდობა გამოგადგეს...კითხე უფროსობას |
Posted by: Kublicha 9 Jul 2010, 15:51 |
Gianni აბა თუ ვერაფერს გაძლევს სხვა რა გზაა? მაშინ დაარიცხე ხელფასად ვინმეს და დაბეგრე საშით. |
Posted by: NITSA_144 9 Jul 2010, 15:53 | ||
დეკო
მადლობა არასწორედ ვიკითხე მე მაპატიეტ... ახალი საგადასახადო კოდექსზე კომენტყარები.. მაინტერესებს ელექტრონული ვერისა არის თუ წიგნის გამოშვება სადველოდო? მგონი როგავა აპირებს გამოსცეს ახლო მომავალში... |
Posted by: VIPman 9 Jul 2010, 16:15 | ||||
1 ვარიანტი: გაზარდო კაპიტალი და შენატანი გააკეთო ამ ძირითადი საშუალებებით (ეს ვარიანტი ჯობია თუ ძირითადი საშუალებების ღირებულება დიდია); 2 ვარიანტი თუ გადაასაცემი ძირითადი საშუალებების ღირებულება დიდი არ არის შეგიძლია ჩვეულებრივად მიყიდო საბაზრო ფასით. |
Posted by: The DoctoR 9 Jul 2010, 19:31 |
VIPman მიყიდვა როგორ გავაკეთო, შვილობილია პრინციპში ბასს 27 კი მაძლევს მაგის უფლებას, მარა დიდად არ მეხატება გულზე. მერე კონსოლიდირებულში უნდა ვიტეხო თავი ელიმინირებით და ბლა ბლა ბლა ჩამოწერას კი გავაკეთებ, მაგრამ აქ პრობლემა მაქვს ის, რომ ნაწილი ფულადი სახსრებიც გადადის შვილობილში ამიტომ რაღაც მესიმპატიურება ვარიანტი 2430 - მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში |
Posted by: Sidonia 9 Jul 2010, 22:14 |
თანამშრომლებზე პრემიის სახით კომპანიის აქციების უსასყიდლოდ გადაცემა რა გადასახადებით იბეგრება ??? |
Posted by: The DoctoR 9 Jul 2010, 22:18 |
Sidonia სავარაუდოდ საშემოსავლოთი. აქცია მართალია ფინანსური ინსტრუმენტია, მაგრამ ნატურალური სახით ანაზღაურებას ჰგავს ეს მომენტი შესაბამისად 20% დაბეგრავ |
Posted by: Modem 9 Jul 2010, 23:50 |
მოგესალმებით ხომ ვერ მირჩევთ წარმოებისთვის ორისი დავაყენოთ თუ ინფო-ბუღალტერი? უკაცრავად თუ თემიდან ამოვარდი |
Posted by: The DoctoR 10 Jul 2010, 12:28 |
Modem წარმოებისთვის როგორც ვიცი ინფო-ბუღალტერი მისწრებაა |
Posted by: Sidonia 10 Jul 2010, 14:40 |
The DoctoR საშემოსავლოთი ცალსახად დასაბეგრია, მაგრამ მიწოდება და ერთობლივ შემოსავალში ჩართვის საქმე როგორაა, შესაბამიდან დღგს პროპორციულ ჩათვლაშიც გასათვალისწინებელი იქნება თუ ეს მიწოდებად ითვლება. Modem სუპერფინს აქვს საკმაოდ დახვეწილი სასაქონლო მარაგების მოძრაობა და წარმოება, თითქმის ყველა პროცესი გათვალისწინებულია და აწყობილია (ნუ ქათულ პროგრამებს ვგულისხმობ მხოლოდ) |
Posted by: The DoctoR 10 Jul 2010, 19:38 |
Sidonia დღგ-თი არ დაიბეგრება, ფინანსური ინსტრუმენტია და განთავისუფლებულია. ერთობლივ შემოსავალში კიდევ როგორ უნდა მოხდეს ეს აქციები ვერ ვხვდები. გატარებას ვერ ვამუგამებ ( * * * არ მქონია პრაქტიკაში შეხება და თეორიის საფუძველზე ვერ გავიგე რა ვქნა.... ქართულმა ფირმამ უცხოელ მომწოდებელს გადაურიცხა თანხა, რომელშიც შედიოდა საქონლის ღირებულება+მისი ტრანსპორტირება. ეს ტრანსპორტირება არარეზიდენტის მომსახურებაა ამ შემთხვევაში და 4% დავბეგრო? |
Posted by: Modem 11 Jul 2010, 15:15 |
Sidonia The DoctoR დიდი მადლობა, ანუ ორისს არ მირჩევთ სუპერფინს რაც შეეხება, ეგ მიყენია, მაგრამ ყოველი ინფორმაციის ამობეჭდვაზე და მის გასაგებად ბუღალტერის კონსულტაცია მჭირდება |
Posted by: fiesta84 12 Jul 2010, 00:02 | ||||
სასაქონლო ზედნადები ჩეკის გარეშე? ეგ პასუხი არასწორია. არავის გქონიათ ესეთი შემთხვევაა? |
Posted by: დეკო 12 Jul 2010, 09:40 | ||
fiesta84
გააფორმე ნასყიდობოს ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. |
Posted by: Gianni 12 Jul 2010, 11:50 | ||
The DoctoR
მოკლედ თუ ინვოისში ცალკე არ არის გამოყოფილი ტრანსპორტირება მაშინ მთლიანად საქონლის ღირებულებად ჩაითვლება.მარა თუ ცალკე გამოყოფილია ტრანსპორტირება,მაშინ ეგ უეჭველი დასაბეგრია 4%-ით,რომელიც (შეთანხმების საფუძველზე) შეგიძლია ტრანსპორტირების ღირებულებიდან აიღო, ან ინვოისი უნდა გამოაწერინო 4%-ით მეტ თანხაზე. (ეს იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო ზუსტად იმ თAნხას ითხოვს რაც ინვოისში ჩაგიწერა. მე მაგალითად ავუხსენი ერთ უცხოურ გადამზიდავს რომ ეს გადახდის ადგილზე დასაბეგრი მისი გადასახდელი თანხა იყო და ამიტომ მისი ინვოისიდან ვუკლებ ხოლმე |
Posted by: The DoctoR 12 Jul 2010, 11:59 |
Gianni რომ მიწერია ინვოისში ტრანსპორტირების 1000 ლარი, უნდა ჩავაწერინო -4%? თუ თანხა გადავურიცხო -4%? |
Posted by: mzikomzia 12 Jul 2010, 12:39 |
მოგესალმებით ყველას! მაინტერესებს თქვენი აზრი ერთი საკითხის შესახებ,თუ არ შეწუხდებით შპს-ს ჯერ არ აქვს კომპიუტერული პროგრამ და ხელით რომ დავიწყო აღრიცხვა რა დამჭირდება, რომელი ჟურნალები? მე ორისში მიმუშავია აქამდე და ახლა არ ვიცი როგორ დავიწყო |
Posted by: The DoctoR 12 Jul 2010, 12:53 |
mzikomzia სალაროს წიგნი (არაა სავალდებულო, მარა გაგიიოლებს სალაროს ოპერაციებს) ბუღალტრული რეესტრი (ფორმა მაქვს ჩვეულებრივი, Word-ში გაკეთებული) მეტი არ ვიცი. მე ამათში მიმუშავია მხოლოდ დანარჩენი რაც საჭიროა, ბუღალტრული პროგრამის ქონის შემთხვევაშიც საჭიროა. |
Posted by: Gianni 12 Jul 2010, 12:55 | ||
The DoctoR
რომ გიწერია 1000ობამა. 1. თუ მაგიდან იღებ, მიაწერინე : "Including Local Income Tax 4%" 2. თუ "სვერხუ" იხდი მაშინ, 4% ით მეტზე გამოაწერინე და იქაც მიანიშნებინე, რომ ეგ თანხა შეიცავს გადასახადსაც. "Including Local Income Tax 4%" |
Posted by: mzikomzia 12 Jul 2010, 13:02 |
The DoctoR დიდი მადლობა მაგ ფორმასაც თუ მაჩვენებ უფრო მადლობელი ვიქნები |
Posted by: Toxic:) 12 Jul 2010, 13:02 | ||
http://ac-group.ge/literatura.html ეს არის პატარა პროგრამა ექსელში იქნებ გამოგადგეს. Gianni მგონი გააჩნია რომელი მიწოდების პირობაა , აქ წერია მიწდების პირობები ანუ ყველა არ იბერგება. http://tezitrans.com/incoterms.php?lang= |
Posted by: mzikomzia 12 Jul 2010, 13:08 |
გმადლობთ!Toxic:) მომეწონა ეგ ფორმა და ვცდი იქნებ მაგით გავაკეთო |
Posted by: The DoctoR 12 Jul 2010, 13:10 |
Gianni მადლობა. შემდგომში გავითვალისწინებ Toxic:) მიწოდების პირობას რა აზრი აქვს? არარეზიდენტმა მომსახურება გამიწია და უნდა დავბეგრო ხო? ჰაერით მომაწოდა თუ წყლით, მაგის არსებითი მნიშვნელობა ააქვს? |
Posted by: mzikomzia 12 Jul 2010, 13:31 |
შპს გახსნის მოსაკრებელი 161 ლარი,როგორ უნდა გატარდეს?თუ ასე გავატარებ დ-7465 კ-1110, სალარო ხო ჯერ არ არსებობდა რადგან ჯერ არ იყო დაარსებული შპს და ვერ გავიდოდა ფული სალაროდან და ...ანუ ხო მაგ მოსაკრებლის გადახდის მერე დაარსდა შპს და შეიძლება ხარჯად ვაღიარო? |
Posted by: Gianni 12 Jul 2010, 14:15 | ||
Toxic:)
აქ საუბარია მომსახურებაზე... თუ ვინმემ გაგიწია არარეზიდენტმა ბეგრავ 10%, ვინაიდან საერთაშორისო გადაზიდვაა, ეგ იბეგრება 4%-ით. არ აქვს მნიშვნელობა გემით თუ საჰაერო გზით. |
Posted by: Kalenike 12 Jul 2010, 15:27 | ||||
Gianni
ტოქსიკ მართალია, მიწოდების პირობაზეა დამოკიდებული, (ანუ საქონელი რა მომენტისთვის უნდა აიღო შემოსავალში) თუ შემოსავალში იღებ ტრანსპორტირების მერე, მაშინ არ დაიბეგრება რადგან საკუთრების უფლება არ იყო შენზე გადმოსული, შესაბამისად არც ის მომსახურებაა შენზე გაწეული mzikomzia
რეგისტრაციის მოსაკრებელი გამოქვითვებში არ შევა. |
Posted by: Gianni 12 Jul 2010, 16:36 | ||
Kalenike
მაგ შემთხვევაში მაშინ ტრანსპორტირება საერთოდ არ იქნება ცალკე გამოყოფილი და ინვოისში მარტო საქონლის ფასი იქნება მიწოდების ადგილზე (საქართველოში მაგ.) აქ საუბარი იმაზეა რომ,იყიდე რაღაც,კომპანია Aსგან და მისი გადაზიდვა შეგისრულა კომპანია B-მ. |
Posted by: mzikomzia 12 Jul 2010, 16:40 |
ნამდვილად იცით რომ რეგისტრაციის მოსაკრებელი არ შევა გამოქვითვებში? * * * მოგების დეკლარაციაში თAნხები (რემონტის მასალა)და სხვა თანხები დღგ ს გარეშე უნდა ჩაიწეროს? |
Posted by: Kalenike 12 Jul 2010, 17:34 | ||||||
Gianni
ეგ ინვოისის გამომწერზეა რა, მე მყავდა მომწოდებელი, რომელიც საქონელს ცალკე მიწერდა ტრანსპორტირებას ცალკე, დაზღვევას ცალკე, ამასთან საქონელი ჩამოდიოდა CIF-ფოთის პირობებზე * * * mzikomzia
ეგ დამფუძნებლის ხარჯია
რა რემონტის მასალა? რაღაც ვერ გავიგე ... ცხელა ეტყობა |
Posted by: NIKSONIY 12 Jul 2010, 20:16 |
გამარჯობა. ვაპირებ ბუღალტერიის შესწავლას, ინტერესი მათემატიკის კარგად ცოდნამ, ანალიტიკური აზროვნეჰის უნარმა , ექსელის კარგმა ცდონამ, ასევე ნორმალური სამუშაოს პოვნის სურვილმა გამოიწვია, სტუდენტი ვარ. მაინტერესებს რას მირჩევთ რითი დავიწყო, სად მივიდე? და საუკეთესო შემთხვევაში მინიმუმ რამდენ ხანშია შესაძლებელი ბუღალტერიის სწავლა. ბიძგი მინდა შემდეგ მე თვითონ ავიღებ. და ნორმალურ ბუღალტერს ნახევარ განაკვეთზე რადმენი აქ ხელფასი საშუალოდ საქართველოშI? |
Posted by: ჰერელი 12 Jul 2010, 21:17 | ||
კომპლექსურად მიუდექი - ეისისიეი (ACCA ინგლისური ვარიანტი) + ბუღალტრული კურსები + საგადასახადო კოდექსი + ბუღალტრული პროგამები (ორისი, ინფო, სუპერფინი) მე დავიწყე ასე და ეხლა უკვე 8 წელია ამ საქმეს ვეჭიდები. შესაძლებლობა რომ მქონდეს გავანებებდი ბუღალტერიას თავს და რამე სასიამონო საქმით დავკავდებოდი მარა ამ ოხერში იმდენს იხდიან და იმდენი ვალი (იპოთეკის) მაქვს რომ ყელამდე ვზივარ და ვერსად მივდივარ. თან ოჯახიც შესანახი მყავს... ასეც ამბობენ რომ ადამიანი ბუღალტერი შეიძლება გახდესო მაგრამ პირიქით შეუძლებელიაო. მიუხედავად ყველაფრისა თუ მაინც გინდა ბუღალტრობა. მიდი ბაფიდან დაიწყე წერეთლის 61 ნომერში (იქ იყვნენ თუ სადმე სხვაგან არ წავიდნენ), გაიარე რეგისტრაცია ACCA-ს ინგლისურ ვარიანტზე პარალელურად იქვე ქართული კურსებიც გაიარე. ეს დასაწყისისთვის ძალიან წაგადგება. acca-ს რამდენიმე წიგნის ჩაბარების შემდეგ მაქსიმალურად ეცადე აუდიტორულ ფირმაში დაიწყო მუშაობა თუნდაც მინიმალურ ხელფასზე და ამის მერე შენი ბუღალტრული კარიერა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ეს იდეალური გზაა დღევანდელ დღეს ადამიანობიდან - ბუღალტრობამდე. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი გზა გავიარე თუ ვინმემ იცით ამაზე მოკლე და ეფექტური გზა მიასწავლეთ. დაახლოებით 1.5 წელი დამჭირდა თეორიული ცოდნის მისაღებად და 2 წელი აუდიტორულ ფირმაში ზავოდ-კრავოტ მუშაობის მერე ნებისმიერი ზომის კომპანიაში შემეძლო მუშაობა. ახლა დავბერდი და ისევ ბუღალტერი ვარ ისევ ზავოდ-კრავოტით. თუმცა ხელფასს არ უჩივი პირიქით მგონია რომ იმაზე მეტი მაქვს ვიდრე ვიმსახურებ. ადრე ჩემს კომპანიას ბუღალტრები აყავდა და მე ვიყავი ჩართული ამ საქმეში. ვიცი რომ დღევანდელ დღეს 1500 ლარზე ნაკლებად ნორმალურ ბუღალტერს ვერ ვიშოვი. ისე ნახევარ განაკვეთზე 400-500 ლარი ბუღალტრისთვის ნორმალური ხელფასია, რადგან ვისაც ნახევარი განაკვეთი სჭირდება იმას ბევრი და რთული ოპერაციები არ ექნება. თუ ძალიან პესიმისტური მოგეჩვენა ჩემი პოსტი გული არ გაიტეხო ეხლა 12 რიცხვია 3 დღეში დეკლარაციები მაქვს გასაკეთებელი და 2 კომპანიის ფინანსური ანგარიშგება მოსამზადებელი და შესაბამის ხასიათზე ვარ... |
Posted by: NIKSONIY 12 Jul 2010, 21:40 | ||||||||
არა რას ამბობ, პირიქით, ძალიან დიდი მადლობა
ძალიან კარგი
ძალიან დიდი ამდლობა კიდევ ერთხელ, არ ვიფიქრებდი რომ ასე დეტალურად ვინმე მიპასუხებდა. |
Posted by: The DoctoR 12 Jul 2010, 23:40 |
Gianni Kalenike A კომპანია საქონელი მომყიდა მე, რეზიდენტს და მანვე განახორციელა ტრანსორტირება თბილისში. ანუ უნდა დავბეგრო ეგ თუ არა? |
Posted by: Kalenike 13 Jul 2010, 10:09 | ||
The DoctoR
კითხვა1: A კომპანია არარეზიდენტია? კითხვა2: მიწოდების რა პირობებზე ჩამოგიტანა? |
Posted by: The DoctoR 13 Jul 2010, 10:13 |
Kalenike A კომპანია არარეზიდენტია. შევიძინე თურქეთში და თვითონვე ჩამომიტანა. ანუ საქონელი ჩემი გახდა თურქეთში. "მიწოდების პირობები" სტამბული; "დანიშნულების ქვეყანა" საქართველო; CIF საერთოდ არ წერია ინვოისში. ხოლო საქონლის და ტრანსპორტირების თანხა გამოყოფილია. |
Posted by: Kalenike 13 Jul 2010, 11:12 | ||||
The DoctoR
ე.ი. EXW პირობებია, მაშინ დაიბეგრება. ანუ ამ შემთხვევაში ითვლება, რომ მიწოდების ადგილი არის სტამბული და არა თბილისი.
შანსი არაა, ან ხელშეკრულებაში ეწერება, ან ბოლო ბოლო საბაჟო დეკლარაციაში იქნება. რას ქვია საქონელს გაწვდის და მიწოდების პირობები უცნობია? ეგრე არ არსებობს. |
Posted by: giorgi33 13 Jul 2010, 11:27 | ||
მართალია ეგრე არც განგიბაჟებდნენ, ჯარიმებია მაგაზე. თუ ინვოისში ვერ პოულობ საბაჟო დეკლარაციიის პირველ გვერდზე 20 გრაფაში წერია მიწოდების პირობები. |
Posted by: The DoctoR 13 Jul 2010, 12:15 |
Kalenike giorgi33 ყველაფერი ვნახე. მადლობა გამოხმაურებისთვის |
Posted by: mzikomzia 13 Jul 2010, 17:50 |
შპს წყლის მრიცხველი გაფორმებულია სხვა შპს სახელზე რომელიც მანამდე ჰქონდათ მის უფროსებს იმავე ფართში და გააუქმეს,თუმცა მრიცხველი ამ მისამართზეა გაფორმებული და ჩვენთან არის დამონტაჟებული,ჩვენ ვიხდით გადასახადს, დასაშვებია თუ არა ამ თანხის გამოქვითვა საგადასახადო მიზნებისათვის? |
Posted by: Gianni 13 Jul 2010, 19:07 |
mzikomzia აბა ლოგიკურად ვიმსჯელოთ: წყლის კომპანია თუ მრიცხველით დაგარიცხავს,შესაბამისად ქვითარში ჩაწერს იმ შპს-ს დასახელებას,რომელზედაც მრიცხველია გაფორმებული. ეს უეჭველია! როდესაც ბანკით გადაიხდი (სხვაგვარად ვეღარ იხდიან იურიდიული პირები) საგადახდო დავალებაშიც ამ შპს-ს სახელი ჩაიწერება. თუ კი ქვითარშიც და პლატიოჟკაშიც წერია შპს A, ამ ხარჯს შპს-B გამოიქვითავს? |
Posted by: Sidonia 13 Jul 2010, 19:46 |
განთავისუფლებული ბრუნვის დროს დრგ-ს პროპორციულად შემცირებული დღგ-ს თანხა დეკლარაციის რომელ გრაფაში იწერება???? |
Posted by: giorgi33 13 Jul 2010, 22:16 | ||
მეც მაქვს მაგდაგვარი შემთხვევა ოღონდ იჯარით აღებულ ფართზე, ქვითარი მეიჯარის სახელზე მოდის და გადარიცხის დანიშნულებაში ვუთითებ ,იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წყლის საფასური ,აბონენტის და ქვითრის ნომრის მითითებით. ხარჯებშიც ვუშვებ და არა მგონია მომედავონ |
Posted by: ikaika155 13 Jul 2010, 22:39 |
მოკლედ ასეთი სიტუაციაა: ინდ. მეწარმემ ერთ ერგანიზაციას მიყიდა 80 ათასის პროდუქცია. ამ ორგანიზაციამ 40 ათასი მისცა ფული და დანარჩენი რომ ვერ გადაიხადა მისცა იმ ფასისი ნედლეული, რომელსაც ი/მ მიყიდის სხვა ორგანიზაციას. იციტ რა მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ი/მ გადის თუ არა დღგ-ს გადამხდელად?? |
Posted by: ჰერელი 13 Jul 2010, 23:05 | ||
აქ ორი მომენტია გამოსაყოფი: 1. მარტივად რომ შევხედოთ თუ 12 თვის განმავლობაში ინდ. მეწარმე მიღებულ ნედლეულს გაყიდის მინიმუმ 20 ათას ლარად მაშინ მოუწევს დღგ-თ დადგომა, რადგან ექნება რეალიზაცია (დასაბეგრი ბრუნვა) 80 ათასი პლიუს მეორე რეალიზაცია (დასაბეგრი ბრუნვა) 20 ათასი. ნედლეულის ნაცვლად ფული რომ მიეღო 40 ათასი და ამ ფულით შეეძინა ნედლეული რომელსაც გაყიდიდა იგივე შედეგი დაუდგებოდა. 2. ეს ჩაითვლება ბარტერად რომელიც უნდა იქნეს განხილული საბაზრო ფასებით რეალიზაციად და ერთი შეხედვით უწყინარი სიტუაცია რომლის დროსაც 80 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო ინდ მეწარმემ სხვა საბაზრო ფასის პირობებში შეიძლება გადაცდეს 100 ათას ლარს და მაშინვე ყოველგვარი დამატებითი რეალიზაციის გარეშე დაუდგეს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ანუ 40 ათასი ლარის ბარტერი განხილულ იქნეს როგორც 60 ათასი ლარის რეალიზაციად. თუ საბაზრო და რეალიზებული ფასები ემთხვევა ერთმანეთს მაშინ პრობლემა არ წარმოიშვება. |
Posted by: ikaika155 13 Jul 2010, 23:16 |
უფრო მეორე შემთხვევა მაინტერესებს აქ საბაზრო და რეალიზაციის ფასები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ ნედლეულს ის გაყიდის სადღაც მაქსიმუმ 50 ათასად. როგორ შეიძლება ეს შემთხვევა განვიხილოთ როგორც ბარტერად? არის თუ არა რამე განხვავებული პროცედურები ჩასატარებელი? |
Posted by: The DoctoR 13 Jul 2010, 23:17 | ||
ჰერელი
ასეთი სიტუაცია მეც მაქვს და სხვანაირად ვფიქრობ... კერძოდ - ხელშეკრულებაში მიწერია, რომ გავწევ X ლარის მომსახურებას და მივიღებ სანაცვლოდ იმავე X ლარის საქონელს/მომსახურებას. ფინანსური ანგარიშით ბუნებრივია რეალური ღირებულება შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ სსკ 22 მუხლის მიხედვით საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. იმავე საბაზრო ფასით შეძენა მგონი გამორიცხავს უკვე იმას, რომ საგადასახადომ სხვა თანხად განსაზღვროს შემოსავალი. |
Posted by: ჰერელი 13 Jul 2010, 23:25 | ||||||
ინდ მეწარმეს პოზიციიდან პროდუქცია გაიყიდა ბარტერით 40 ათასი ლარად (პირველი 40 ათასი ლარი მიიღო ნაღდი). თუ ამ პროდუქციის საბაზრო ფასი იყო 60 ათასი და არა 40 ათასი მაშინ:
ესე იგი გაუყიდია არა 40 ათასად არამედ 60 ათასად და დღგ-ს გადამდელადაც უნდა დადგეს. რაც შეეხება ამას:
მიღებული ნედლეულის ფასი იქნება არა 40 ათასი ლარი (ანუ რაც ემართა ფულად) არამედ მიღებული პროდუქციის საბაზრო ფასი. * * *
ბარტერი დადგა პირველ ოპერაციაზე. თუ საბაზრო ღირებულება 50 ათასი იყო მაშინ რეალიზაცია გამოსდის 90 ათასი ლარი. რამდენად გაყიდის მიღებულ პროდუქციას სხვა საკითხია. დღგ-ში თავი თითქმის გაყოფილი აქვს. |
Posted by: ikaika155 13 Jul 2010, 23:46 | ||
ანუ მე ვიგულისხმე რომ იმ მიღებულ პროდუქციას ეს ინდმეწარმე გაყიდის შემდეგ 50 ათასად. ნედლეულს კი მიიღებს 40 ათასი ლარის ფასად. ბარტერის შემთხვევაში ამ ი/მ-ის სრული წლიური რეალიზაცია არ გადააჭარბებს 100 ათას ლარს |
Posted by: The DoctoR 13 Jul 2010, 23:48 |
ჰერელი საბაზრო ფასის პრინციპი გასაგებია, მაგრამ როცა მე ვაწოდებ მომსახურებას, რომლის საბაზრო ფასი X არის და ვღებულობ ბარტერით უფრო მაღალი საბაზრო ფასის მქონე საქონელს/მომსახურებას, ნამეტი ავიღო ერთობლივ შემოსავალში ხომ? მაგრამ მაშინ გამოდის რომ წინასწარ დადებული კონტრაქტი, ე.წ. ფიუჩერსი ძალას კარგავს? |
Posted by: ikaika155 13 Jul 2010, 23:50 |
ერთი "ჩაინიკური" შეკითხვა: ვთქვათ და გადაცდა 100 ათას 20 ათასით, მაშინ დღგ-ს იხდის 100 ათასიდან თუ 120 ათასიდან? |
Posted by: The DoctoR 14 Jul 2010, 00:00 |
ikaika155 ოპერაცია, რომელის განხორციელების შემდეგ გადაცდები 100 ათასიან ზღვარს ითვლება დღგ-თ დასაბეგრ ოპერაციად. მაგ: 90 ათასი გაქ ბრუნვა და განახორციელე 15 ათასის ოპერაცია, დაიბეგრები 15 ათასზე. |
Posted by: smarthouse 14 Jul 2010, 07:40 |
გამარჯობათ, იქნებ ნამეხმაროთ და მომცეთ ლინკი ან მომწეროთ სპეც ა/ფ დანართი 7 - ის შევსების წესი, განსაკუთრებით მაინტერესებს საწვავის ხარჯის, მესამე განყოფილების შევსების წესი, თუ საწვავს ვხარჯავ აღებული ტალონებით, ფირმაზე დაქირავებულ ან კუთვნილ მანქანაზე, სად უნდა ჩავწერო ხარჯი, პირად მოხმარებისთვის თუ რეალიზება სააფ გარეშე? მთლიანი შევსების წესი მითხრათ იქნება, მადლობთ |
Posted by: ikaika155 14 Jul 2010, 08:37 | ||
ანუ გამოდის რომ ამ ი/მ-ს აქვს შესაძლებლობა არ გავიდეს დღგ-ზე? ბარტერის შემთხვევაში საბუთებში სად უნდა დაფიქსირდეს რომ ეს ოპერაცია ბარტერია და არა რეალიზაცია-შეძენა? |
Posted by: The DoctoR 14 Jul 2010, 10:10 |
smarthouse მე მანდ პირადი მოხმარებისთვის გახარჯულს ვწერ. მაგრამ მეც მაინტერესებს რაღაც მაგ დანართში - მეორე გრაფაში, "რაოდენობა" რომ წერია, იქნებ თქვენ მაინც მითხრათ რას წერთ? 077 ზე დავრეკე აზრზე არ არიან. მივედი საგადასახადოში, ზეპირად არ ვიციო. წერილი გავაგზანე, No Answer |
Posted by: mzikomzia 14 Jul 2010, 11:26 |
giorgi33 Giann გმადლობთ!გავითვალისწინებ ორივეს აზრს |
Posted by: The DoctoR 14 Jul 2010, 11:36 |
ikaika155 თუ ნაკლებია საბაზრო ფასი კი, შეიძლება არ გახდეს დღგ-ს გადამხდელი. მაგრამ კაი ვარიანტია, როცა 80 ათასი გაქ ბრუნვა, ნებაყოფლობით დადგე, რადგანაც რო გაგეპაროს ვალდებუების დადგომის მომენტი, მერე შეიძლება ცუდად გექნეს საქმე. საბუთებს რაც შეეხება - ხელშეკრულებაში იქნება მითითებული, რომ ანაზღაურება მოხდება ბარტერით. |
Posted by: Sidonia 14 Jul 2010, 12:06 |
იქნებ ვინმემ იცოდეთ განთავისუფლებული ბრუნვის დროს დღგ-ს პროპორციულად შემცირებული დღგ-ს თანხა დეკლარაციის რომელ გრაფაში იწერება???? |
Posted by: Kalenike 14 Jul 2010, 12:07 | ||||
მეც
მეც რადგან არაფერსაც არ ვწერ, იმიტომ რომ თავის დროზე საგადასახადოშიც ვიკითხე ნაცნობებთან, კითხვა-კითხვით ავიდნენ უფროსობასთან, შედეგი - კაციშვილმა არ იცოდა რა იწერებოდა |
Posted by: ჰერელი 14 Jul 2010, 20:16 | ||
მხოლოდ ამ ოპერაციით შეიძლება რომ არ მოუწიოს სავალდებულო დღგ-ს გადამხდელად რეგისტერაცია. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 12 თვის ფარგლებში გაყიდის მიღებულ ნედლეულს უეჭველი დადგება. |
Posted by: giorgi33 14 Jul 2010, 22:03 |
2011 წლიდან 200 000 ზე ხდება სავალდებულო დღგ ს გადამხდელად რეგისტრაცია, ასე რომ თუ მოიცდი |
Posted by: Gianni 14 Jul 2010, 23:18 | ||
giorgi33
კი მარა 2012 ში ხომ ყველაფერი მთავრდება, და ასე რომ თუ ცოტა კიდე მოიცდის ვაფშე აღარანაირი გადასახადი აღარ იქნება |
Posted by: Kobalty 15 Jul 2010, 02:53 |
ერთი ასეთი კითხვა მაქვს: კომპანია A-მა კომპანია B-ს წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაურიცხა თანხა მომსახურებისთვის. ჩარიცხვები მოხდა სხვადასხვა თვეებში. ააქვს კომპანია B-ს უფლება რომ მხოლოდ 1 ფაქტურა გამოუწეროს A-ს ყველა ჩარიცხვაზე? ანუ ჯამი. კომპანია A ამაზე თანახმაა. |
Posted by: The DoctoR 15 Jul 2010, 10:09 |
Kobalty უფლება კი აქვს, მაგრამ აზრი = 0 ჯობს ბოლო 3 თვის მომსახურებაზე ა/ფ გამოიწეროს, A ჩაითვლის და დანარჩენზე ინვოისი, ხარჯად რო აღიაროს ამის გამო. |
Posted by: Kublicha 15 Jul 2010, 12:44 |
თუ ყოველთვიურ მომსახურებაზე არაა ხელშეკრუელბა, უფლება აქვს. მანამდე ავანსად ეჯდება B ს და A ჩაითვლის იმ თვეში რა დროსაც გამოუწერეს. უფრო სწორედ უფლება ნებისმიერ შემთხვებაში გაქვთ |
Posted by: Kobalty 15 Jul 2010, 13:27 | ||
The DoctoR Kublicha
ეს ფაქტურის გამომწერი კომპანია სხვას არაფერს აკეთებს და ყოველ ჩარიცხვაზე რომ ცალ ცალკე არ წეროს, არ ჯობია წლის ბოლოს ერთიანი ფაქტურა გამოუწეროს, უფრო ნაკლები თავისტკივილია რა. ყოველთვიურ მომსახურებაზე ხელშეკრულება არაა. |
Posted by: ssefishvili 15 Jul 2010, 13:32 |
გამარჯობათ, თუ ვინმეს აქვს იმის შესაძლებლობა ძალიან მოკლედ რო გამაგებინოდ რას გულისხმობს უკუდაბეგვრა საერთოდ,დამწყები ბუღალტერი ვარ და რაგაცეები არ მესმის, 241 მუხლი კი წავიკითხე მაგრამ რაგაც აზრი კარგად ვერ გამოვტანე და თუ არის ამის შესაძლებლობა ვინმემ ამიხსენით ორი სიტყვით |
Posted by: Gianni 15 Jul 2010, 13:35 | ||||
თვეში ერთხელ ფაქტურის გამოწერა რაღა პრობლემაა თუ ძმა ხარ, 2 წუთის ბაზარია და ამდენი სანერვიულოც აღარ იქნება * * * ssefishvili
ანუ თუ უცხოური კომპანია გიწევს მომსახურებას საქართველოში და ეს მომსახურება არაა გათავისუფლებული ან ნულოვანი, მაშინ ეს კომანია იბეგრება დღგ-ით, მარა ამ დღგ-ის გადახდის ვალდებულება აქვს ადგილობრივ კომპანიას რომელმაც მიიღო მომსახურება. ის ამ დღგ- ს არიცხავს მომსახურების თანხას და იხდის ბიუჯეტში, შემდეგ ეს საბანკო პლატიოჯკა არის დოკუმენტი რომლითაც შეუძლია ამ დღგ-ს ჩათვლა. ეს გრუბად აგიხსენი რა |
Posted by: mzikomzia 15 Jul 2010, 15:06 |
წინასწარ ანაზღაურებული მომსახურების გატარებები დამიწერეთ რა,დღგ-ს გადამხდელი შპს-სთვის. სალაროდან გადავიხადეთ წინასწარ თანხა საქონლის შესაძენად და როგორ გავატარო? ასე სწორია? დ-1710 კ-1110 დ-1710 კ-3340 დ-1610 კ-1720 მადლობა წინასწარ |
Posted by: The DoctoR 15 Jul 2010, 15:27 |
mzikomzia დ-1710 კ-1110/1210/1430 საქონლის შეძენა დ-1610 დ-3340 კ-1710 |
Posted by: Kobalty 15 Jul 2010, 15:35 | ||
Gianni
რთული და ბევრი რო არაა, მეც ვიცი. უბრალოდ ის მაინტერესებდა, შეიძლება თუ არა მთელი წლის მომსახურებაზე, წლის ბოლოს 1 ფაქტურის გამოწერა თქო.. |
Posted by: mzikomzia 15 Jul 2010, 15:44 |
The DoctoR დიდი მადლობა,ისე საიდან მოვიტანე 3340 კრედიტში.... მზის დარტყმა მაქვს მგონი ან 1720 რა შუაშია |
Posted by: VIPman 15 Jul 2010, 20:29 |
ორისი ექსელიდან კურსების იმპორტისას არასწორად აღიქვამს თარიღებს და სხვა თარიღს სხვა თარიღის კურსს ანიჭებს. მაგალითად: 1/2/2009 კურსს ანიჭებს 2/1/2009 -ის კურსს და აშ, ანუ თვეს და რიცხვს ზოგგან ურევს და ზოგგან სწორად ხვდება. თუ გქონიათ ასეთი პრობლემა ორისში და როგორ უშველეთ? |
Posted by: Kalenike 15 Jul 2010, 23:10 | ||||
ssefishvili
უკუდაბეგვრა არის დღგ-ს გადასახადი რომელსაც იხდის რეზიდენტი პირი არარეზიდენტის მიერ მისთვის გაწეული მომსახურების (მხოლოდ მომსახურების, საქონლის მიწოდებას უკუდაბეგვრა არ ეხება) დროს საქართველოს ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რეზიდენტი წარმოადგენს თუ არა დღგ-ს გადამხდელს. ამ წესით გადახდილი დღგ-ს ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ს გადამხდელ პირს და ამ თანხის ჩათვლის დოკუმენტად (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ძალა აქვს) ითვლება მოსახურების ანაზღაურების გადარიცხვის დოკუმენტი (საგადასახადო დავალება). უკუდაბეგვრის დღგ-ს გადახდის მომენტია არარეზიდენტისთვის მომსახურების ანაზღაურების გადახდის მომენტი. საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უკუდაბეგვრის წესით დღგ-ს გადამხდელი პირი წარადგენს (ელექტრონულად) დეკლარაციის მსგავს ფორმას მიუხედავად მისი დღგ-ს გადასახადის გადამხდელობისა. საერთოდ, დღგ წარმოადგენს ტერიტორიულ გადასახადს, ანუ ამ გადასახადით მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებისთვის ან საქონლის მიწოდებისთვის იბეგრებიან არ ვიცი რა დავწერე აქ გასაგებად მარა ვეცადე ყოველ შემთხვევაში * * * Kobalty
აი ეგ ზუსტად არ მახსოვს, მარა მგონი არ შეიძლება, ანუ თუ მომსახურება/საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა 30 დღეზე მეტ შუალედებში მაშინ გამოიწერება თითო ფაქტურა ყოველ 30 დღეზე. მაგრამ თავს ვერ დავდებ რომ მართალი ვარ. |
Posted by: smarthouse 15 Jul 2010, 23:17 |
მეორე გრაფაში ვწერ თვის მთლიან რაოდენობას ანუ ნაშთს და შემოსულის ჯამს ოღონდ მეც არ ვიცი სწორია თუ არა)) გახარჯვაზე კი ერთმას ბუღალტერმა მითრა რეალიზება სსაფ გარეშეო და მეორემ პირადი მოხმარეებისთვისო და ამიტომაც მინდა გავიგო რა არის სწორი ) ვერსად ვერ ვნახე ინსტრუქცია |
Posted by: Kobalty 16 Jul 2010, 03:23 | ||
Kalenike
კიდევ რა მაინტერესებს: ამხანაგობებიც ჩვეულებრივ დეკლარაციებს აბარებენ, როგორც შპს-ები? ვგულისხმობ თვიურ დეკლარაციებს. |
Posted by: The DoctoR 16 Jul 2010, 10:01 |
რა მაინტერესებს ხალხნო... არარეზიდენტის 4% საშემოსავლო გადავრიცხე სახაზინო კოდი 1008-ზე. ამასთან დეკლარაციაში მივუთითე, რომ ეს არის "გადახდის წყაროსთან საწარმოსსათვის დაკავებული საშემოსავლო" ის თანხა რომელიც გადავრიცხე, აისახა მოგების ანგარიშზე. ახლა მითხარით რა ვქნა - დეკლარაცია დავაზუსტო, თუ დეკლარაცია სწორია და თანხა მოგებაზე გადავრიცხო? რაც მალე მეტყვით უკეთესია * * * გავარკვიე ე.ი. საშემოსავლოზე კი არ უნდა გადამერიცხა, არამედ უცხოური საწარმოს მოგებაზე |
Posted by: dachko 16 Jul 2010, 11:08 |
ეხლა დავამთავრე ბუღალტერიის კურსები.აუცილებლად მჩირდება სადმე პრაქტიკის გავლა.ვინმე ხომ არ დამეხმარებით? |
Posted by: Kobalty 16 Jul 2010, 13:08 | ||
The DoctoR
რა შუაშია უცხოური საწარმოს მოგება? ან სადაა ეგეთი სახაზინო კოდი? პ.ს. ამხანაგობებიც ჩვეულებრივ დეკლარაციებს აბარებენ, როგორც შპს-ები? ვგულისხმობ თვიურ დეკლარაციებს. |
Posted by: Kalenike 16 Jul 2010, 13:44 | ||||
The DoctoR
მოგებაზეც უნდა ასახულიყო. ეგრე ჯდება. მაგრამ მე მაგას 1029-ზე ვუშვებდი ხოლმე
ხზ |
Posted by: Parasha 16 Jul 2010, 13:49 | ||
ექსელში თარიღის ფორმატი შეცვალე ევროპულზე ანუ რიცხვი/თვე/წელი და მერე ცადე. |
Posted by: VIPman 16 Jul 2010, 18:05 |
Parasha რეგიონალ სეტინგებშიც ეგ ფორმატი მაქვს დ/მ/ყ ექსელში უჯრის ფორმატირება ყველანაირად ვცადე, დაჟე დრობის მაგივრად წერტილი, სფეისიც, მაგრამ სწორად ვერცერთი ვარიანტში ვერ დააიმპორტა ვერ გავიგე მოკლედ რა ჭირს უფრო ორისს ვაბრალებ.... ექსელის და კომპის დეიტები ყველაფერი იდეალურად არის. ლენგვიჯის ბრალი შეიძლება იყოს რუსულზე რომ გადაიყვანო, მაგრამ ეგეც არ მგონია, ეგ თარიღის აღქმასთან რა კავშირში უნდა იყოს ... |
Posted by: ჰერელი 17 Jul 2010, 23:47 | ||
ანალოგიური პრობლემა მქონდა მეც. ორი კომპიუტერი მაქვს ერთში აიმპორტებს კურსებს ორისი სწორედ მეორე ვერა. ეს არის ექსელის თარიღების ფორმატირების პრობლემა ნამდვილად. გამოსავალი ვნახე ასეთი: იმ კომპიუტერიდან სადაც სწორედ ვაიმპორტებ კურსებს ავიღე C://ORIS/XXX.LTD/rate.tps და ჩავანაცვლე ანალოგიური ფაილი იქ სადაც პრობლემა მქონდა. ამ ფაილში არის ინფორმაცია შეყვანილ კურსებზე. |
Posted by: luka_B 18 Jul 2010, 00:36 |
სალამი კოლეგებო! როგორ ხართ? ახალ საგადასახადო კოდექსზე რა ისმის? საქართველოში არ ვარ და მაინტერესებს როგორც ვიცი მესამე მოსმენით უნდა მიეღოთ და მიიღეს თუ არა საბოლოო ვარიანტი სად შეიძლება ვიხილო? აბა წარმატებები |
Posted by: ჰერელი 18 Jul 2010, 09:11 | ||
შემოდგომაზე მესამე მოსმენით მიიღებენ. მანამდე ცვლილებებლი უნდა შეიტანონ არსებულ ვერსიაში. |
Posted by: mzikomzia 18 Jul 2010, 13:10 |
გამარჯობათ! კორექტირების გატარებები როგორ იქნება იქნებ დამეხმაროთ ორივე შემთხვევაში, როცა მე დავაბრუნე საქონელი და როცა მე დამიბრუნეს საქონელი,ვარ დღგს გადამხდელი. დიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: The DoctoR 18 Jul 2010, 23:55 |
mzikomzia არ მქონია ასეთი შემთხვევა, მაგრამ სავარაუდოდ ასე იქნება: როცა დააბრუნე: დ- 1110/1210/1430/3110 კ - 7000/1600 კ - 3340 და როცა გიბრუნებენ დ - 1610/6110/8100 კ - 1410/1110/1210 |
Posted by: smarthouse 19 Jul 2010, 12:46 |
.............................................................................................. |
Posted by: mzikomzia 19 Jul 2010, 12:55 |
The DoctoR დიდი მადლობა დაახლოებიტ ეგრე ვფიქრობდი |
Posted by: Gianni 20 Jul 2010, 15:45 |
http://mof.ge/News/2009/1447 |
Posted by: The DoctoR 20 Jul 2010, 16:35 |
Gianni ეს გასაგებია. თავის დროზე #87 ბრძანებას გადახედე, იქ წერიაო მითხრა 077-მა. მაგრამ არსად არაა ნათლად ნაჩვენები და თქმული - "რაოდენობა კგ/ლ" რა იწერება - შეძენილი საქონლის რაოდენობა თუ საერთოდ არაფერი. მე 1 დეკლარაციაში შეძენილი რაოდენობა დავწერე, შემდეგში აღარაფერი... |
Posted by: Gianni 21 Jul 2010, 11:58 |
თუ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ყიდულობ,მაშინ მხოლოდ იმ გრაფას ავსებ სადაც წერია "პირადი მოხმარებისთვის გახარჯული საწვავის რაოდენობა" ყველანაირი რეალიზაცია,ფაქტურა,მიწოდება მოწოდება დაივიწყე და ნულები ჩაწერე. |
Posted by: Parasha 21 Jul 2010, 14:40 | ||
ორისი რო ნაგავია ახალი არ არის, რას გაიგებ. საერთოთ ხალხო რაღა დროს ორისია კარგით რა, თავს პატივი ეცით, ორისში მუშაობას ხელით კეთება მირჩევნია ბუღალტერიის. |
Posted by: Gianni 21 Jul 2010, 15:57 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 7 ივლისის # 556 ბრძანება აფ-ს ეხება, წაიკითხეთ, გამოგადგებათ http://upload.ge/download.php?id=98EB4FE18 http://upload.ge/download.php?id=946BF54A12 |
Posted by: The DoctoR 21 Jul 2010, 16:50 |
Gianni საკანონმდებლო მაცნეში არის უკვე |
Posted by: Gianni 21 Jul 2010, 19:51 | ||
The DoctoR
სადმე ვთქვი რომ პრემიერაა თქო? ყველას ხო არ მისდის სახლში საკანონმდებლო მაცნე? ხოდა იმათთვისაა ეს.... |
Posted by: giorgi33 22 Jul 2010, 10:52 | ||
Gianni
შეგიძლია მოკლედ დაწერო კონკრეტულად რას ეხება? |
Posted by: Gianni 22 Jul 2010, 12:39 | ||
giorgi33
საგადასახადო ანგარიშ-ფაცტურების შევსების წესები და ცვლილებებია....ვინც ვაჭრობა დისტრიბუციაში მუშაობს იმათ დააინტერესებთ ყველაზე მეტად ალბათ |
Posted by: Lado1 22 Jul 2010, 15:16 |
შრომის ანაზღაურების აღრიცხვის ავტომატიზაციის მიზნით შპს „აპექსი“–ს მიერ გაკეთდა ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას (ვისაც აქვს ინტერნეტთან წვდომა) აწარმოოს შრომის ანაზღაურების აღრიცხვა. http://support.apex.ge/Salary/login.aspx ძალიამ მარტივი ფუნქციონალობის პროგრამა საშუალებას იძლევა აღრიცხოთ შრომის ანაზღაურება აკეთოთ მარტივი ანალიზი. შესაძლებელია მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინება (პროგრამას აქვს ადმინისტრატორთან წერილების გაცვლის სისტემა). პროგრამის გამოყენება უფასოა 2011 წლის თებერვლამდე. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ და საინტერესოა ჩვენთვის მოქმედი პრაქტიკოსების მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით. პროგრამა მომავალშიც დაიხვეწება... |
Posted by: Gianni 22 Jul 2010, 17:31 |
კი მარა ამდენ რეგისტრაციას რატომ ითხოვს? |
Posted by: Lado1 22 Jul 2010, 18:14 | ||
ამ საკითხზე გავხსენი ახალი თემა და იქ ვპასუხობ კითხვებზე http://forum.ge/?f=41&showtopic=34142146 |
Posted by: mzikomzia 24 Jul 2010, 15:06 |
გამარჯობათ! შეგიძლიათ დამეხმაროთ? მაქვს 8 თვიანი გამოცდილება ბუღალტერიაში,მინდა რაღაც კარგი კურსი გავიარო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,რას მირჩევდით? ცოტა ნორმალური და პრესტიჟულიც რომ იყოს,ბუღალტერია და საგადასხადო საქმე. |
Posted by: pasa 24 Jul 2010, 16:01 | ||||
საკანონმდებლო მაცნე სად შეიძლება შეიძინო თუ სპეციალური გამოწერა უნდა? * * *
გაცემულის შემთხვევაში: დ - 1610 კ - 7210, დ - 6120 კ - 3120, დ - 3330 კ - 6120; მიღებულის დროს: დ- 3110 კ - 1610, დ - 3110 კ - 3340. |
Posted by: Kalenike 25 Jul 2010, 13:41 | ||
pasa
მაგის გამოწერა თვეში 150 ლარი ღირს თუ არ ვცდები |
Posted by: Bianconero 26 Jul 2010, 12:43 |
გამარჯობათ. ვარ ი/მ, ჩავაბარე წლიური დეკლარაცია და ამ წელს ბრუნვა საერთოდ არ მქონია, აუცილებელია ყოველთვიურად ნულოვანი საშემოსავლო დეკლარაციების ბარება? მანამდეც არ მქონია თვიური დეკლარაციები ჩაბარებული იმიტო რომ დაქირავებული არავინ მყავს და ხელფასი არ გამიცია. |
Posted by: ჰერელი 26 Jul 2010, 12:57 | ||
|
Posted by: Computer 27 Jul 2010, 17:06 |
მაინტყერესებს იბეგრება თუ არა პრემია ? საგადასახადო კოდექსის რომელ მუხლშია მითითებული რა იბეგრება და რა არა ? |
Posted by: acho__1 27 Jul 2010, 17:28 |
ჰერელი წლიური ნულოვანიც რო არ ჩააბაროს ჯარიმა ლოგიკურია? |
Posted by: Don George 27 Jul 2010, 20:15 |
მოგესალმებით, იყიდება ბუღალტერიის ქართული თვითმასწავლებელი. ავტორი: ვახტანგ დობორჯგინიძე გამოშვების წელი: 2010 გვერდების რაოდენობა: 248 ფასი: 20 ლარი შინაარსი: 1. აღრიცხვა და სტანდარტები არსი და მნიშვნელობა 2. საგადასახადო კოდექსი ბუღალტრის სამაგიდო წიგნია ზოგადი მიმოხილვა, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, ერთობლივი შემოსავალი, გამოქვითვები და ზარალი, შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო აღრიცხვის წესები, გადასახადების ადმინისტრირების წესები, დღგ, ქონების გადასახადი 3. ანგარიშთა გეგმა საბუღალტრო აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა, ძირითადი წესები (პრინციპები), აღრიცხვის გეგმა და ბუღალტერის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 4. ორმაგი ჩაწერის წესი აღრიცხვის ხერხემალია ბალანსის არსი და მნიშვნელობა, ბრუნვითი უწყისი, ბუღალტრული გატარების შედგენა და საბუღალტრო დოკუმენტაცია 5. საბუღალტრო აღრიცხვის წესები და გატარებები მომსახურების, ვაჭრობა-დისტრიბუციის სფეროში ძირითადი საშუალებები, სასაქონლო-მატერიალური მარაგები, ფულადი საშუალებები, შრომის ანაზღაურება. 6. მზა პროდუქციის კალკულაცია წარმოების სფერო 7. საბუღალტრო პროგრამა ,,ორისი” მართვა და გამოყენება დაინტერესებისა და ყიდვის სურვილის შემთხვევაში დამიკავშირდით PM მეშვეობით. |
Posted by: sandrovar 28 Jul 2010, 09:35 |
გამარჯობა, მაინტერესებს ახალი კანონები (30 ათასამდე გადასახადები) შემოსვლის პროცესშია თუ ძალაშია უკვე შესული? და ამ კანონზე დაყრდნობით: ფირმა თუ გავხსენი რა გადასახადები მექნება, პროდუქცია უნდა გავყიდო მეტი არაფერი ინდ მეწარმე არ მინდა შპს. ბუღალტერია მაინტერესებს როგორ უნდა ვაწარმოო ანუ თუ ცოტა გადასახადები მექნება მე თვითონ დავჯდები და გამოვწერ, შესაძლებელია ასეთი რამ? |
Posted by: Gianni 28 Jul 2010, 11:07 | ||
sandrovar
კანონპროექტია პარლამენტი რომ დაამტკიცებს საბოლოო მოსმენებით ალბათ მომავალი წლიდან შემოვა |
Posted by: sandrovar 28 Jul 2010, 11:46 |
მადლობა და რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, იმ შემთხვევაში თუ ეს კანონი შემოვიდა და გავხსენი ფირმა ბუღალტრული დატვირთვა როგორი იქნება? რეები მექნება გადასახდელი ანუ ორისით გამოსაწერი თუ რაც არის, როგორი იქნება სამუშაოს მოცულობა, ბუღალტრის გარეშე ვერ შევძლებ? პროდუქცია სიტყვაზე 800 ლარის გავყიდე ყოველ თვე |
Posted by: ჰერელი 28 Jul 2010, 15:06 | ||
თავის დროზე მე ვერ ვნახე მუხლი რომელიც წლიური ნულოვანის ჩაუბარებლობაზე დამაჯარიმებდა. ისე შენ როგორ იცი აჯარიმებენ? და თუ აჯარიმებენ რომელი მუხლის გამოყენებით? |
Posted by: Kublicha 28 Jul 2010, 16:26 |
ხალხო, ბალანსის ფორმა რუსულად არ გაქვთ ექსელში ვინმეს? |
Posted by: Kalenike 28 Jul 2010, 17:34 | ||
CGeorge
ეგ რომელი? მე რომ მასწავლიდა ბუღალტერიას ახმეტელის მეტროსთან?? |
Posted by: ჰერელი 28 Jul 2010, 17:37 | ||
რუსოფობი ვარ. |
Posted by: eku 28 Jul 2010, 17:47 |
CGeorge საგადასახადო კოდექსი, კომენტარებით არის? ამოცანები არი განხილული მეტი სიმარტივისთვის? |
Posted by: acho__1 28 Jul 2010, 17:48 | ||
ჰერელი
144 |
Posted by: nnonna 28 Jul 2010, 18:27 |
სასაქონლო ზედნადები თუ გაქვთ ექსელში ამიტვირთეთ გთხოვთ, სასწრაფოდ მჭირდება. ადრე იდო აქ ლინკი, მაგრამ ვერ ვპოულობ. |
Posted by: ჰერელი 28 Jul 2010, 18:30 |
რომ მივყვეთ: მუხლი 144. სხვა ჯარიმები გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (17.07.2009. N1527) მუხლი 131 3. თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება. 144 მუხლის თანახმად უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა მაგრამ არ უნდა იყოს განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. 131 მუხლით არსებობს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამავე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრება მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ არ ეკისრება ჯარიმა და ამ შემთხვევაში ამოქმედდება 144 მუხლის ნორმები. ასე რომ მართალი ხარ. |
Posted by: Don George 28 Jul 2010, 18:50 | ||||
Kalenike
დიახ, ახლა სხვა ცენტრში გადავიდნენ, ჯავახიშვილის ქუჩაზე. eku
დიახ, ყველაფერი. დაინტერესების შემთხვევაში - PM. |
Posted by: Kublicha 28 Jul 2010, 19:13 | ||
ჰერელი
მე ხომ მზე და მთვარე ამომდის რუსულზე. ვნახე აღარ მინდა |
Posted by: l_i_l_u 28 Jul 2010, 20:16 | ||
ჰერელი
144 რანაირად დაერიცხება ნულოვანზე, პირდაპირ წერია იმ ვალდებულებებზე ჯარიმდება 144-ე მუხლით, რაზეც პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებულიო და როგორ არ არის მაგაზე პასუხისმგებლობა, ის რომ 131-ე მუხლით ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ დაერიცხება არ ნიშნავს, რომ არაა გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. |
Posted by: ჰერელი 28 Jul 2010, 21:06 | ||||||
l_i_l_u
ასე არ წერია კოდექსში წერია ასე:
შესაბამისად:
უბრალოდ 131 მუხლი არ განსაზღვრავს ნულოვანებისთვის პასუხისმგებლობის "დოზას" და ამას განსაზღვრავს 144 მუხლი რადგან გადამხდელი ვალდებული აბაროს წლიური ფორმები. |
Posted by: Toxic:) 29 Jul 2010, 10:51 |
სალაროს აპარატის საგადასახადოში დარეგისტრირების დროს იჯარის ხელშეკრულება რომ არ გვქონდა თვითონ მოგვცეს შაბლონი შევავსეთ და ასლი დავუტოვეთ, მერე შევამჩნიეთ რომ ერთერთ პუნკტში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2 % წერია საურავი. 3 დღე გავიდა ამის მერე და ეხლა რომ შევცვალოთ ხელშეკრულება და მივიტანოთ საგაგადასახადოში ხომ შეგვიცვლიან ? პ.ს დამფუძნებელი დირექტორი და მეიჯარე ერთიდაიგივე პიროვნებაა, აქ ადრე გამოთქვეს ასეთი აზრი რომ როცა ხელშეკრულებაში ორივე მხარე ერთი და იგივე პიროვნებაა ბათილია ასეთი გარიგებაო,მაგრამ საგადასახადოში გვითხრეს რომ დასაშვებიაო. |
Posted by: Gianni 29 Jul 2010, 11:15 | ||
nnonna
http://upload.ge/download.php?id=3DB857428 იზვინი რომ დავაგვიანე,ეხლა ვნახე |
Posted by: nnonna 29 Jul 2010, 14:28 |
Gianni დიდი მადლობა, ზუსტად ეგ ფორმა ვნახე, ცოტა გადაკეთება და ფორმულების ჩასმა დაჭირდა. არ ღირს ბოდიშის მოხდა. პირიქით მე მაპატიეთ, რომ გაწუხებთ ხოლმე ფორუმელებს. |
Posted by: Gianni 29 Jul 2010, 16:39 | ||
nnonna
ხოო, დიდი ხანია აღარ დამჭირვებია ზედნადები და უცებ რაც ვიპოვე ეგ ავტვირთე. კაია თუ გამოგადგათ |
Posted by: GIGA147 29 Jul 2010, 20:10 |
1)სადისტრიბუციო ფირმა საჩუქრად მაძლევს საქონელს,მე შემოსავალში როგორ ვიღებ,საბაზრო ფასით თუ უფასოდ? 2)მე ვჩუქნი კლიენტებს უფასოდ(აქციაა ესეთი),ამ დროს რეალიზაციაში ვაჩვენებ საბაზრო ფასით თუ როგორ ხდება? წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის |
Posted by: The DoctoR 29 Jul 2010, 22:46 |
GIGA147 საბაზრო ფასი ორივე შემთხვევაში |
Posted by: acho__1 30 Jul 2010, 00:47 | ||||
GIGA147 The DoctoR
თუ დღგ-ის გადამხდელია არის რარაც საინტერესო მომენტი...... |
Posted by: capuchino 30 Jul 2010, 08:36 |
გამარჯობათ მეგობრებო გავაკეთე ესეთი სასაქონლო ზედნადების ფორმა http://allshares.ge/download.php?id=9FD729B045 ანუ მოდიფიცირებულია მაგრამ ყველა აუცილებელი ველი ჩემი აზრით არის რაც ორიგინალ ფორმაშია, როგორ ფიქრობთ კანონს ხომ არ დავარღვევ ასეთი ფორმით რომ ვიმუშავო? |
Posted by: revaza88var 30 Jul 2010, 10:29 |
capuchino მუხლი 93 2. პირველად საგადასახადო დოკუმენტად მიიჩნევა წერილობითი საბუთი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი; გ) დოკუმენტის ნომერი, რომლის განმეორება აკრძალულია; დ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება და მისი გაცემის თარიღი; სხვა პირის შემთხვევაში – პირის სრული დასახელება, მისი მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) სამეურნეო ოპერაციის შინაარსი; ვ) გადაცემული საქონლის/მომსახურების დასახელება (სრული ჩამონათვალი), მისი ოდენობა და ზომის ერთეული (თუ შესაძლებელია მისი ოდენობისა და ზომის განსაზღვრა); ზ) გადაცემული საქონლის/მომსახურების ღირებულება (ჩამონათვალის მიხედვით); თ) აქციზისა და დღგ-ის თანხა (აქციზურ საქონელზე); ი) დღგ-ის თანხა (დღგ-ით დასაბეგრ არააქციზურ საქონელზე/მომსახურებაზე); კ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების სახელი, გვარი და ხელმოწერა. 3. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება პირს, რომელმაც შეადგინა და გასცა აღნიშნული დოკუმენტი, ხოლო მეორე გადაეცემა და ინახება იმ პირთან, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს დოკუმენტი. შეადარე აბა |
Posted by: mango-mango 30 Jul 2010, 10:46 |
გამარჯობათ. მე პირველად ვარ. შეგიძლიათ დამეხმაროთ? ანგ. ვალდებული პირი თუ საკუთარი ჯიბიდან ყიდულობს რაიმეს, (დაბალ თანხაზე მაქვს საუბარი ვთქვათ 200 ლარამდე) ამ დროს ხდება რაიმე წერილობითი დოკუმენტაციის შედგენა? ან ხელშეკრულება?ან სესხის? რომ ასესხა საწარმოს ეს თანხა? სალაროსთან მიმართებაში როგორც სწორდება ეგ ვიცი, ხანდახან მინუსდება სალარო, თანხა არ მაქვს და ამ დროს მიწევს 3160-ზე დასმა და გასწორება.უბრალოდ მაინტერესებს ფორმალური მხარე. plz. lehp me |
Posted by: The DoctoR 30 Jul 2010, 12:32 |
mango-mango თუ თანამშრომელია, არანაირი სესხი არ იქნება, თუ მიზნობრიობა და ვადიანობა დასტურდება და შეესაბამება რეალობას. სხვა შემთხვევაში შეგიძლია რეესტრი გააკეთო. ეს ისე, შენთვის |
Posted by: Parasha 30 Jul 2010, 12:33 | ||
ეს გასაგებია, მაგრამ სასაქონლზო ზედნადების შევსებაზე ხომ თავის ინსტრუქციაა, და ფორმაც არი დამტიკიცებული ამ ინსტრუქციის დანართად. ხოდა ზუსტად ის ფორმა არ არის ჩემი (შეგიძლიათ შეხედოთ http://allshares.ge/download.php?id=9FD729B045 ), მაგრამ ძირითად ინფორმაციას ატარებს რასაც ორიგინალი, მცირედი გამონაკლისის გარდა კერძოდ ტვირთის გამგზავნი და მიმღები 99%-ში დუბლირდება, იგივეა რაც გამყიდველი და მხიდველი და მაგიტომ ეგ ამოვაგდე, კიდევ ერთეულის ზომა, შეფუთვის სახე, ბასა ბრუტო და საბუთის ბოლოს დავტოვე მარტო მიიღო ჩაიბარა, მოვაშორე რამოდენიმე წვრილმანი ჩემთვის არარელევანტური. ამაზე მაქვს ლაპარაკი ამ მიდიფიცირებების გამო ნაწილიბრივ ფორმის და შინაარსის შეცვლით, კანონს ხომ არ ვარღვევ თქო? |
Posted by: l_i_l_u 30 Jul 2010, 15:00 |
ჰერელი კი, ვალდებულია, მაგრამ ნულოვანის ჩაუბარებლობაზე არავინ დაუჯარიმებიათ ჯერ არც 131 და 144-ე მულებით. |
Posted by: Gianni 30 Jul 2010, 16:17 | ||
Parasha
ამაზე ჯარიმაა რომ იცოდე! |
Posted by: wow-how 30 Jul 2010, 16:25 |
The DoctoR მადლობთ |
Posted by: Parasha 30 Jul 2010, 16:42 |
ეს გასაგებია, მაგრამ სასაქონლზო ზედნადების შევსებაზე ხომ თავის ინსტრუქციაა, და ფორმაც არი დამტიკიცებული ამ ინსტრუქციის დანართად. ხოდა ზუსტად ის ფორმა არ არის ჩემი (შეგიძლიათ შეხედოთ http://allshares.ge/download.php?id=9FD729B045 ), მაგრამ ძირითად ინფორმაციას ატარებს რასაც ორიგინალი, მცირედი გამონაკლისის გარდა კერძოდ ტვირთის გამგზავნი და მიმღები 99%-ში დუბლირდება, იგივეა რაც გამყიდველი და მხიდველი და მაგიტომ ეგ ამოვაგდე, კიდევ ერთეულის ზომა, შეფუთვის სახე, ბასა ბრუტო და საბუთის ბოლოს დავტოვე მარტო მიიღო ჩაიბარა, მოვაშორე რამოდენიმე წვრილმანი ჩემთვის არარელევანტური. ამაზე მაქვს ლაპარაკი ამ მიდიფიცირებების გამო ნაწილიბრივ ფორმის და შინაარსის შეცვლით, კანონს ხომ არ ვარღვევ თქო? აბა აბა ავიტაცოთ ექსპერტებო! |
Posted by: Toxic:) 30 Jul 2010, 17:06 |
საცალო ვაჭრობის ობიექტზე, სალაროს აპარაზე ამორტყმულ ჯამურ თანხაზე აუცილებელია სალაროს ორდერის გამოწერა, თუ ეგრედწოდებული ზეტიც საკმარისია და საერთოდაც სალაროს ორდერი აუცილებელი არის თუ არა როცა გვაქვს ფაქტურაზე ან ზედნადებზე თანდართული სალაროს ჩეკი? |
Posted by: Gianni 30 Jul 2010, 17:27 | ||||||
Toxic:)
არა
|
Posted by: aladini 31 Jul 2010, 12:16 | ||
ეკუთვნის თუ არა საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა პირს ბინის ან მიწის ნაკვეთის რეალიზაციისას, თუ მას აღნიშნული ქონება მფლობელობაში ქონდა 2 წლის ვადაზე ადრე და თანხა აღემატება 40 000 ლარს? აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რეალიზაციისას მისაღები თანხა ბოლომდე აქვს აღებული გამყოდველს თუ არა? http://forum.ge/?showtopic=34144706&st=0entry20914054 |
Posted by: babaiaro 31 Jul 2010, 13:22 |
aladini არ ეკუთვნის. საშემოსავლო გადასახადს იხდის ფიზიკური პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბინის გაყიდვა ხდება მისი შეძენიდან 6 თვეში. |
Posted by: Toxic:) 31 Jul 2010, 13:23 | ||
ეს როდიდან, რაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ეროვნული ბანკის ბრძანება სალაროს მეურნეობის შესახებ? იქამდე მგონი სავალდებულო იყო სალაროს აპარატის დღის ჯამურ თანხაზე სალაროს ორდერის გამოწერა. გამოდის რომ სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების გამოწერა აღარ არის საჭირო გარდა დამფუძნებლის ან ანგარიშვალდებული პირების მიერ თანხის შემოტანა გატანაზე? |
Posted by: aladini 31 Jul 2010, 14:13 | ||
ეტყობა ყველა იურისტი დასასვებენლადაა წასული თუმცა მგონი ვიპოვე პასუხი მუხლი 276. გადასახადისაგან გათავისუფლება 1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს; (26.12.2008. N871 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)... ...3. ამ თავის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი; ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; გ) დარიცხული ხელფასი. შენიშვნა: ამასთანავე, არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. (17.07.2009. N1527) 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ შემოსავლებში არ გაითვალისწინება: ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება; ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად მისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. (27.02.2009. N1021) * * * მაგრამ დანარჩენი კითხვები დამრჩა უპატრონოდ + 1 კითხვა დამებადა კიდევ დარიცხული შემოსავალი თუ 40 000-ზე მეტია, მაგრამ პირს დასაბეგრი ქონება არ გააჩნია (ანუ არც სახლია მსია სახელზე, არ მანქანა და ა.შ.), საგადასახადოში არ მიდის თუ მაინც უნდა მიმართოს და რამე ნულოვანი დეკლარაცია შეავსოს (და როგორც საჯარო მოხელე თუ ავსებს დეკლარაციას, ამას Yუ აქვს რამე მნიშვნელობა) ? * * * babaiaro
არც ქონების გადასახადი ხო? |
Posted by: -heri- 31 Jul 2010, 15:27 | ||||
საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება აქ ფიზიკურ პირს , თუ ბინის რეალიზაცია მოხდება საკუტრების უფლებიდან 2 წლამდე ვადაში და არა 6 თვემდე, 6 თვიანი ვადა ავტომობილის შემთხვევაში გამოიყენება * * * ქონების გადასახადს იხდის იმ შემთხვევაში, თუ სხვაობა რეალიზებულ ბინისა და მის შესაძენად დახარჯული თანხის სხვაობა აღემატება 40000 ლარს (თუ პირს წლის განმავლობაში სხვა შემოსავალი არ მიუღია) რაც შეეხება დეკლარაციის წარდგენას: მიუხედავად იმისა გააჩნია თუ არა დასაბეგრი ქონება, ფიზიკური პირი ვალდებულია არაუგვიანეს 1 მაისისა წარადგინოს აღნიშნუი დეკლარაცია * * *
http://www.mof.ge/show_law.aspx?id=167 . ზედნადები წარმოადგენს ამ ინსტრუქციის დანარ-თი N1 შესაბამისად შედგენილ ფორმას შესაბამისად შენ შედგენილ ფორმაზე მოგედავება საგადასახადოს ნებისმიერი თანამშრომელი |
Posted by: capuchino 31 Jul 2010, 15:53 | ||
და მაგ დანართი 1-ს ნახევრადაც რომ არ ავსებს უმრავლესობა კომპანიების? და ჩემს ფორმაში რაც მნიშვნელოვანი ინფორაციაა ყველაფერი არის? წესით არ უნდა მომედავოს, ალბათ შეკითვით უნდა მივმართო 077-ზე და წერილობითი პასუხი მივიღო რომელსაც როგორც გვპირდებიან კანონის ძალა ექნება. |
Posted by: -heri- 31 Jul 2010, 16:02 |
მაგრამ არის ხალხი ვინც ავსებს. მე პირადად ეგეთ ზედნადებს არ მივიღემდი, მიუხედავად იმისა რომ ბევრად გამარტივებულია და ადვილად გასაგები |
Posted by: aladini 31 Jul 2010, 16:20 | ||
-heri-
ბინა ნაყიდი იყო 50 წლის უკან და ფასთა შორის სხვაობა როგორ უნდა გამოითვალოს? და ყველა ფიზიკური პირია ვალდებული წარადგინოს დეკლარაცია? და მაგის არწარდგენაზე რა სანქციები მოქმედებს? |
Posted by: -heri- 31 Jul 2010, 16:26 |
თუ 2 წელზე მეტია რაც საკუთრებაში გაქ და ეხლა 40000-ზე მეტად ყიდი, ეგ შემოსავალი არ იანგარიშება და შესაბამისად ვალდებულებაც არ გაქ წარადგინო დეკლარაცია (ახალი კოდექსით მაგ შემოსავალზე დაგბეგრავდნენ ) წესით 144 მუხლით უნდა დაგაჯარიმონ თუ რათქმაუნდა გაგიგეს, რაც ძაან მეეჭვება |
Posted by: aladini 31 Jul 2010, 16:59 | ||||
აქ წინააღმდეგობაა თუ მე ვერ მივხვდირ აღაცას? ) -heri- გაგებით, როგორ უდნა გაიგონ, აქ საუბარი იმაზეა, რომ შესაძლოა მე თითონ მომიწიოს სარჩელის შეტანა და ამ შემთხვევაში თითონ ვიქნები იძულებული დავაფიქსირო გაყიდული ქონება და რავი, კატა არ გამოვთხარო თქო (ანუ უძრავი ქონება გაუყუდა და ხელშეკრულებაში მითითებული თანხის 60 % მაქვს მხოლოდ აღებული და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, აქეთ წახვალ შარია - იქით წახვალ შარია) |
Posted by: -heri- 31 Jul 2010, 17:57 |
უძრავ ქონებაში თუ საცხოვრებელ სახლს გულისხმობ და ეგ სახლი 2 წელზე მეტი ვადით მფლობელობაში გქონდა, შემდეგ 1000000 ლარადაც რო გაყიდო, მოქმედი კოდექსით საერთოდ არ დაიბეგრები არც საშემოსავლო და არც ქონების გადასახადით, და არც 40000-იანი დეკლარაციის წარდგენა არ მოგიწევს. ამასთანავე : აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით. (სსკ -ის 168 მუხლი, ვ.ა ქვეპუნქტი) |
Posted by: aladini 2 Aug 2010, 10:15 |
-heri- დიიდ მალდობა )) * * * -heri-კი, ბინაზეა ლაპარაკი უფრო სცწორედ, ბინა დაანგრიეს და მიწის ნაწილი გაიყიდა მაგრამ ეგ რამეს ცვლის? დიდი ამდლობა |
Posted by: Kobalty 2 Aug 2010, 13:08 |
ორისის ასლი მომაწოდეს და extract-ს რომ ვუკეთებ, ამას მიწერს winrar-შივე. ! C:\Users\user\AppData\Local\Microsoft\Windows\Temporary Internet Files\Content.Outlook\9K6QIT1Z\Oris_ASLI_2008-11-19_10-19AM.rar: CRC failed in GERGETI\Too_acc.tps. The file is corrupt და რა გამოდის რომ ასლს ვერ აღვადგენ აქედან? ფაილია დაზიანებული? რა უნდა ვქნა? |
Posted by: capuchino 3 Aug 2010, 08:19 | ||
ორისს დაანებეთ თავი და ნორმალური თანამედროვე ალტერნატივა მოძებნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მსაგვსი პრობლემები და დაგელევათ. მაგას ეხლა არამგონნია რამე ეშველოს, მაგას აქვს TPS ფაილების რექოვერი უტილიტა თუმცა რამდენჯერაც მიხმარია არასდროს გამოუსწორებია დაზიანებული ფაილი. |
Posted by: Kobalty 3 Aug 2010, 15:56 |
capuchino რო მივიტანო ეს ფაილი და კომპიუტერიც ორისის ოფისში, აღმიდგენენ თვითონ? |
Posted by: Parasha 4 Aug 2010, 10:49 |
უნდა დაურეკო წინასწარ შეუთანხმდე, ალბათ ცდიან, რა გამოვა ვერ გეტტყვი. |
Posted by: new economist 4 Aug 2010, 12:39 |
ვინმეს ბასს-ის ელ. ვერსია არ გაქვთ რო ამიტვირთოთ? |
Posted by: babaiaro 4 Aug 2010, 12:48 |
ორისზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ვიკითხავ ბარემ ვთქვათ დაიკარგა გასაღები. არსებობს თუ არა რამე შანსი რომ კვლავ მოხდეს პროგრამაში შესვლა. თუ ახალი პროგრამის შეძენა და შემდეგ ბაზის ასლის ამ პროგრამაში გადატანა ერთადერთი გამოსავალია? |
Posted by: Parasha 4 Aug 2010, 17:51 | ||
დემოში შეგიძლია გახსნა ბაზა მგონი თუ არ ვცდები მაგამ ვერ ამობეჭდავ. |
Posted by: Kalenike 5 Aug 2010, 13:18 | ||
new economist
აუ ეგ მეც მქონდა და ვინჩო დამეწვა, თუ ვინმეს გაქვთ დააგდეთ რა. სპ. |
Posted by: nnonna 5 Aug 2010, 14:26 |
new economist Kalenike თქვენი იმეილები მომწერეთ და გამოგიგზავნით ქართულად ან ინგლისურად, რომელ ენაზეც ინებებთ, სამწუხაროდ აქ ფაილების ატვირთვა როგორ ხდება არ ვიცი. |
Posted by: lurjacxeni 6 Aug 2010, 13:23 |
საბიუჯეტო ორგანიზაციის ბუღალტერიაში თუ ვინმე ხართ გარკვეული, იქნებ შემეხმიანოთ. ან ვინმე გამოცდილი ბუღალტრის საკონტაქტო ინფორმაცია იქნებ მოგეძებნებოდეთ ვინმეს... ძალიან დამეხმარებით. |
Posted by: bachog 7 Aug 2010, 20:27 |
lurjacxeni მე ვიცნობ რამოდენიმე ბუღალტერს და სპეციალისტს საბიუჯეტო სფეროდან, მომწერე რა გაინტერესებს კონკრეტულად, იქნებ მეც ვიცოდე (ცოტა გამოცდილება მეც მაქ საბიუჯეტოში). new economist ბასს ინგლისური ვერსია მაქ თუ გინდათ: IFRS+IAS+Framework. PDF ფორმატის ფაილებია, სულ 4 mb-ა დაახლოებით არქივში. nnonna ქართული ვერსია არამაქ, მოგწერ PM-ში ჩემ მაილს. |
Posted by: nosstradamusa 7 Aug 2010, 22:41 | ||
აუ მე მინდა ბასსის ყველაფერი ვაფშე თუკი ვინმეს გაქვთ და არ გენანებათ რა და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ვინმემ თუ იცით კოდექსის პროგრამა რო არის რაღაც 30 ლარი ღირს მგონი, როგორ ვიყიდო რა? ვიცი რომ მერე კიდე უნდა ვიხადო ეგ 30 ლარი მარა არაუშავს მაგრად მინდა რა. წინასწარ დიდი მადლობა * * * პმ-ში მომწერეთ ვისაც არ დაგეზარებათ რა.. აქ ვეღარ ვპოულობ ხომე ჩემ პოსტებს :S * * *
ასლი მასე არ უნდა გახსნა ვთქვათ დესკტოპზე დააგდე ეგ ზიპი, მერე გახსენი ორისი. ფაილი/ასლის აღება/ასლიდან მონაცემების აღდგება/Browse/ და მერე ეგ ფაილი მიუთითე და ეგაა. თუ ვერ გააკეთებ TeamViewer-ით შემომიშვი და გაგიკეთებ არ მეზარება |
Posted by: Kobalty 8 Aug 2010, 03:42 | ||
nosstradamusa
მასეც არ აკეთება. როგორ შემოგიშვა TeamViewer? ანუ რა უნდა გავაკეთო? |
Posted by: nosstradamusa 8 Aug 2010, 18:11 | ||||
Pm-ში მოგწერე და ნახე. |
Posted by: seteri 8 Aug 2010, 21:14 | ||||
რომელ თანამედროვე ალტერნატივაზე ამბობთ, იქნებ დააკონკრეტოთ |
Posted by: Gianni 9 Aug 2010, 15:08 | ||
seteri
http://iberinfo.ge/ |
Posted by: china123 9 Aug 2010, 15:32 |
რას ნიშნავს OPENING INVENORY DA CLOSING INVENTORY შეგიძლიათ მითხრათ?ACCA- ს წიგნში შემხვდა და მაინტერესებს,income statement-shia |
Posted by: Perfect 9 Aug 2010, 16:05 |
გამარჯობათ ახლად დარეგისტირებული იურიდიული პირი (შ.პ.ს) რომელ გადასახადებს იხდის? მადლობთ |
Posted by: babaiaro 9 Aug 2010, 16:20 |
Perfect იხდის საშემოსავლოს ყოველთვიურად. იმ დროს როდესაც დღგ-ეთი დაბეგრილი საქონლის გაყიდვების მოცულობა გადააჭარბებს 100 000 ლარს ხდება დღგ-ს გადამხდელიც. ასევე ყოველთვიურად. წლის ბოლოს მოუწევს ქონების გადასახადის და მოგების გადასახადის გადახდაც. |
Posted by: china123 9 Aug 2010, 16:53 | ||
არ იცის ეს არავინ?..................................................................................................................................................................................................................................................................... |
Posted by: Parasha 9 Aug 2010, 17:20 | ||||
მარაგების საწყისი ნაში მოცემული თარიღისთვის და საბოლოო ნაშით ასევე კონკრეტული თარიღისთვის. |
Posted by: Perfect 9 Aug 2010, 17:38 | ||||
15 % ხო?
ქონება 1% მოგება 12% ? ) |
Posted by: wow-how 9 Aug 2010, 17:43 | ||||||
საშემოსავლო 20 % ქონება 1% მოგება 15% |
Posted by: babaiaro 9 Aug 2010, 17:45 |
Perfect არა 15 % კი შესულია კოდექსში მაგრამ თუ არ ვხდები მომავალი წლიდან იქნება. ეხლა 20%-ია მოგება კი 15%. |
Posted by: Perfect 9 Aug 2010, 17:57 |
babaiaro wow-how მადლობთ თუ მაგალითად 2-3 თვე გავიდა ისე რომ არანერი სამუშაო არ იყო და არც შემოსავალი შემოულა ფირმაში ამ შემთხვევაში რა ხდება? |
Posted by: niaaa82 9 Aug 2010, 19:02 |
გამარჯობათ, ე.ი. ასეთი კითხვა მაქვს მე ვარ სატრანსპორტო და ჩამოვიტანე ტვირთი საბაჟომდე. ახალ კლიენტი მთხოვს რომ საწყობამდე მივუტანო. ითვლება თუ არა ეს შიდა გადაზიდვად და რა საბუთები უნდა მკონდეს გადაზიდვის დროს ( ვთქვათ "პეპელა" - გლდანი ) და რომელი კანონით რეგულირდება ეს საკითხი მადლობთ წინასწარ |
Posted by: babaiaro 9 Aug 2010, 19:27 | ||
Perfect აბარებ ნულოვან საშემოსავლო დეკლარაციებს. თუმცა გამოცდილი ხალხისგან გამიგია რომც არ ჩააბარო ყოველთვიურად არც ეგ არის დარღვევაო. გადასახადებს რა თქმა უნდა არ იხდი. წლის ბოლოს, უფრო სწორად მომდევნო წლის 31 მარტამადე ასევე უნდა ჩააბარო ქონების და მოგების ნულოვანი დეკლარაციები. |
Posted by: -heri- 10 Aug 2010, 00:04 | ||
დგეს შეიდზლება არ დაგაჯარიმონ მაგრამ რა დროს მოუვლით და როდის შეგიფარდებენ 144 მუხლს ვერ გაიგებ, გამარტივდა ყველაფერი ხოდა ჩააბარე ელექტრონულად ნულოვანები, ელექტრონულზე გამახსენდა ვინმეს რამე პრობლემა თუ გაქვთ ელექტრონულ დეკლარირებაში აქ ვარ |
Posted by: nosstradamusa 10 Aug 2010, 01:52 | ||
ექსპორტ დეკლარაციაში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი რა გიწერია? |
Posted by: Esprit 10 Aug 2010, 15:33 |
გამარჯობა! არ ვიცი, სწორად ვწერ თუ არა აქ, რადგან წესიერად არ გავრკვეულვარ აქაურობში. მაქვს შეკითხვა და თუ ძალიან სულელურია, მაპატიეთ. ასეთი სიტუაციაა: მოთხოვნამდე ანაბრიდან შემოდის საპროცენტო შემოსავალი და ამ შემოსავალს ბუღალტერი არიცხავს გადასახდელ დღგ-ს. რამდენად სწორია? მაგალითად დებეტი 1210, კრედიტი 8110, და 3330. თან ამიხსნა, რომ ყველა შემოსავალს ერიცხება ეს დღგ-ო. რას მეტყვით? დიდი მადლობა წინასწარ! * * * |
Posted by: temozia 10 Aug 2010, 17:20 |
Esprit დღგ არ უნდა დაარიცხოს. აიღოს მარტო შემოსავალში. |
Posted by: aloma 10 Aug 2010, 17:34 |
აუ ბუგალტერიის ექსპრეს კურსის გავლა მინდა, 1 თვეში რო ნორმალურ დონეზე ვიყო, თეორია მაინტერესებს მარტო. და სადმე არ იცით ეგეთი? |
Posted by: TT-KK 10 Aug 2010, 18:56 |
Esprit ფინანსური ოპერაციები დღგ-სგან გათავისუფლებულია,ბუღალტერს კოდექსის გადათვალიერება არ აწყენდა |
Posted by: nosstradamusa 10 Aug 2010, 18:57 | ||
თუ დღგ-ს არიცხავს ესეიგი გადამხდელებიც ხართ; თუ გადამხდელები ხართ მაშინ დარიცხვის მეთოდით უნდა მუშაობდეთ; თუ დარიცხვის მეთოდით მუშაობთ თანხის ბრუნვას მნიშვნელობა არ აქვს დღგ-თი დაბეგვრაში; ასე რომ ჩემი აზრით ხელშეკრულებაში როგორც უწერია საპროცენტო შემოსავალი იმ თარიღით უნდა აიღოს საერთო შემოსავალში. და ეს შემოსავალი მარტო წლის ბოლოს დაიბეგრება მოგების გადასახადით მაგრამ თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციას აქვს ჩასათვლელი დღგ ამ თანხის პროპორციული წილით ამოვარდება ჩათვლიდან. ანუ არ იხდი დღგ-ს მაგრამ შესაბამის დღგ-ს არც ითვლი და რაც შეეხება დებეტი 1210 და კრედიტი 8110 რაღაც არამგონია * * * |
Posted by: TT-KK 10 Aug 2010, 19:01 | ||
nosstradamusa
არ გეწყინოთ,მაგრამ აქედან დამწყები ბუღალტერი საერთოდ ვერ გაიგებს ვერაფერს,ჩემი აზრით |
Posted by: nosstradamusa 10 Aug 2010, 19:08 | ||||
შევცვალე ეგ არასწორად მეწერა მაპატიეთ * * * ისე ერთი რამე მეც მაინტერესებს. ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებით რაიმე კანონი თუ არის მიღებული? და თუ არის სად ვნახო? |
Posted by: Kalenike 11 Aug 2010, 09:59 | ||
aloma
1 თვე კი არა 2 წელია ბუღალტერიას ვსწავლობ (გარდა იმისა, რომ მანამდე მაქვს 3-4 კურსი გავლილი) და ბუღალტრადაც ვმუშაობ, მარა ნორმალურ დონემდე ცოტა მაკლია 1 თვეში ვერანაირად ვერ ისწავლი ნორმალურად და სრულყოფილად |
Posted by: aloma 11 Aug 2010, 10:54 | ||
გმადლობთ დაიმედებისთვის მაგრამ მე მაინც მჯერა რო ვისწავლი 1 თვეში კვანტური ფიზიკა მაქ ნასწავლი და ბუღალტერია რაღაა |
Posted by: დეკო 11 Aug 2010, 11:31 | ||||
aloma
+1 |
Posted by: Esprit 11 Aug 2010, 11:37 |
დიდი მადლობა პასუხისთვის ყველას! გმადლობთ გულისხმიერებისთვის! ეს ორგანიზაცია დღგ-ს გადამხდელი აღარაა ამჟამად, მაგრამ როცა იყო, საპროცენტო შემოსავალს, მოთხოვნამდე ანაბრიდან, არიცხავდა გადასახდელ დღგ-ს. მე კი ვიცი, რომ საპროცენტო შემოსავალს ერიცხებოდა 5% საშემოსავლო და არა დღგ. ახლა ეს 5%იანი საშემოსავლოც გაუქმებულუია საპროცენტო შემოსავალზე. მე ძველ ნამუშევარს გადავხედე ბუღალტირსას და ხსენებულმა ფაქტმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა. ანუ, თუ შეგიძლიათ და თუ არ შეწუხდებით, იქნებ მითხრათ, როცა არსებობდა ეს 5%იანი საშემოსავლოს დარიცხვა და როცა ორგანიზაცია დღგ-ს გადამხდელიც იყო, როგორ იქნებოდა მაშინ? მაქვს ასევე მეორე შეკითხვაც: სად, რომელ წიგნში წავიკითხო კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ მხოლოდ უბრალო ჩეკს ( ჩამონათვალის გარეშე) არ აქვს დოკუმენტის ძალა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია რაიმე თანხის ხარჯში გატარება? ნამდვილი დომხალის მომსწრე შევიქენი მოკლედ |
Posted by: Kobalty 11 Aug 2010, 14:44 |
ხალხო, ეს ნორმალურია? ანუ 3355 კვადრატულ მეტრს ამრავლებს 1,3 ლარზე და იღებს 1047 ლარს. საიდან? |
Posted by: Kalenike 11 Aug 2010, 16:37 | ||
aloma
კვანტური ფიზიკა ბუღალტერიისგან იმით განსხვავდება, რომ ბუღალტერია ქოთანივითაა, უნდა იცოდე როდის და სად უნდა მოაბა ყური 1 თვეში ელემენტარულად კოდექსს ვერ წაიკითხავ და ვერ დაუმუღამებ |
Posted by: Shevchenko andrei 11 Aug 2010, 16:44 |
ხალხო რა და რა სახის დეკლარაციების ჩაბარება მოუწევს ფირმას, რომელსაც ჩამოაქვს პროდუქცია უკრაინიდან და აქ ყიდის??? წინასწარ მადლობა!! |
Posted by: temozia 11 Aug 2010, 19:02 |
Kobalty ეგ ფართობი უნდა გადაიტანო 5-ე გრაფაში და გასწორდება. |
Posted by: -heri- 11 Aug 2010, 19:12 | ||
1.3 მრავლდება საბაზისო განაკვეთზე(24 თეთრზე) და 3365-ზე. |
Posted by: nosstradamusa 11 Aug 2010, 20:17 | ||||
ყოველთვიურად -დღგ საშემოსავლო (თუ აღრიცხვაზე აგიყვანენ მაშინ სტატისტიკაც) ყოველწლიურად-მოგება ქონება საშემოსავლო * * *
ჩეკთან დაკავშირებით ზუსტად არ ვიცი სადმე წერია თუ არა მაგრამ ლოგიკურად ხარჯებში ვერ ჩამოწერ (მარტო ჩეკს) იმიტომ რომ ხარჯებში რომ გაატარო რამე, აუცილებლად უნდა არსებობდეს საბუთი რომელიც კონკრეტუალდ შენი ორგანიზაციის სახელზე იქნება გამოწერილი: ან სასაქონლო ზედნადები ან დღგ-ს ა/ფ ან მიღება-ჩაბარების აქტი მაინც... (ანუ ამ საბუთებზე წერია შენი ორგანიზაციის სახელი გსნ და ასე შემდეგ...) და რაც შეეხება ჩეკს. ჩეკზე არ წერია არაფერი შენ ორგანიზაციასთან დაკავშირებით რა. და მარტო ჩეკით რომ იყოს დაშვებული ხარჯებში რაიმეს გატარება მაშინ მე ახლა მილიონერი ვიქნებოდი, იმიტომ რომ რასაც კი ვიყიდი მაგალითად პირადი მოხმარებისთვის ხო?, აი მაგალითად შევედი მაღაზიაში და ვიყიდე პარაშოკი ან ჩანგალი და ამოვარტყმევინე ჩეკი 50 ლარზე, (ეს ჩემი პირადი დანახარჯია და ორგანიზაციას არ ეხება) წავიღე მერე ეს ჩეკი და გავატარე როგორც საკანცელარიო ზარჯი სიტყვაზე რა... აქ ვერავინ ვერ დამიმტკიცებს მე რომ მე ამ ფულით საკანცელარიო არაფერი არ მიყიდია მაგრამ ამავდროულად ვერც მე ვერ ვამტკიცებ რომ იმენა საკანცელარიო ნივთები ვიყიდე და ამიტომ ასეთი გაუგებრობა და ორომტრიალი რომ არ მოხდეს მაგიტომ არ შეიძლება მარტო ჩეკით რაიმეს ჩამოწერა.. რავიცი იმედია გასაგებად ვთქვი ... და თუ რამე შემეშალა შემისწორეთ რომ მეც არ დავიღუპო მერე რა :D |
Posted by: Kobalty 11 Aug 2010, 21:48 | ||||
temozia
და ანუ ეხლა ეგ 1047 ლარი არაწორად დაიანგარიშა? -heri-
და სწორია ეგ 1047 ლარი ხო? |
Posted by: Esprit 11 Aug 2010, 23:08 |
ნოსტრადამუსას დიდი მადლობა ჩემთვის ეგ გასაგებია, მაგრამ როგორ გავაგებინო ჩემს უფროსს, კანონი თუ არ წავაკითხე, აი საქმე ეს არის ყველას კი არ ესმის მაგდენი და არაფერი იცით საპროცენტო შემოსავალზე დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით რასაც ვკითხულობ? გაწყვა რა ერთი მცოდნე ბუღალტერი ჩემს ბარობაზე. საგადასახადოშიც კაციშვილის ჭაჭანება არ არის მგონი, მთელი დღეა ვრეკავ და არავინ ეკარება ტელეფონს. |
Posted by: temozia 11 Aug 2010, 23:40 |
Kobalty არასწორად არ დაიანგარიშა. სწორადაა დათვლილი, უბრალოდ იმ უჯრას რომ შეავსებ მაშინ 1.3 ნაცვლად ჩაგიწერს 0.24*1.3 ანუ 0.312 თუ სწორად მახსოვს. თუ არადა ეგ თანხა საბოლოო ჯამში სწორია და სანერვიულო არ გაქვს. * * * Esprit აგერ კანონი: მუხლი 230. გადასახადისაგან გათავისუფლება 1. დღგ-ისაგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების ან/და იმპორტის შემდეგი სახეები: ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა;(26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან) აი ძველი ვარიანტიც 26.12.2008-მდე რაც იყო მუხლი 230. გადასახადისაგან გათავისუფლება 1. დღგ-ისაგან გათავისუფლებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების ან/და იმპორტის შემდეგი სახეები: ა) ფინანსური მომსახურების გაწევა; |
Posted by: GიორGი 12 Aug 2010, 11:33 |
იქ არავინ იხედება და აქ დავწერ იქნებ იცოდეთ: მაქვს შპს, აღებული მაქვს სასაქონლო ნიშანი "საქპატენტში". შემიძლია თუ არა ვაწარმოო იგივე პროდუქცია ოღონდ სხვა სახელწოდების მარკით..? უხეშ შედარებას ვაკეთებ მარა დაახლოებით ისე როგორც მაგთიკომს აქვს "ბალი" და "ბანი". წინასწარ მადლობა. პ.ს. აქ: http://www.sakpatenti.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=44 ცოცხლები არიან? ან დაკავებაა ან არავინ იღებს ყურმილს. |
Posted by: Esprit 12 Aug 2010, 12:10 |
temozia , დიდი მადლობა საკვირველია პირდაპირ, ბუღალტერი მეუბნება, გასული წლების ნამუშევარი შენი საქმე არ არისო და ნუ ჩაეძიებიო. არადა აუდიტი არ ჰყოლიათ ეს ორი წელია, მეორე წელია ზარალზე მიდის შპს და რას ფიქრობენ. შემოწმებაზე რომ შემოვლენ, რას აპირებენ. რაღაც ორ-სამ დღეში ამდენი დარღვევა შემხვდა და კიდევ რა აქვთ არეული, ღმერთმა იცის. რა ვქნა? |
Posted by: Kobalty 12 Aug 2010, 12:35 | ||
temozia
დიდი მადლობა. |
Posted by: Esprit 12 Aug 2010, 12:39 |
აუდიტის მომსახურებას ვინ იხდის, დაწესებულება თუ არ შედის ეს დაწესებულების ხარჯებში? |
Posted by: Kalenike 12 Aug 2010, 13:04 | ||
Esprit
პერიოდის გამოქვითვებში შედის |
Posted by: Esprit 12 Aug 2010, 14:03 |
Kalenike დიდი მადლობა ძალიან მეხმარებით იმედია არ შეგაწუხებთ გაუთავებელი შეკითხვებით * * * საგადასახადო არ ითხოვდა 2008 წლიდან ბალანსსო და არ არის შედგენილი. არის მხოლოდ დეკლარაციები, მოგება-ზარალი გამოყვანილი, მაგრამ ბალანსი არ არის მუხლობრივად. ეს თუ შედის დარღვევაში და თუ ვრცელდება რაიმე ჯარიმა ამ ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში? |
Posted by: pasa 12 Aug 2010, 20:37 |
გამარჯობათ, ვინმეს საქონლის ჩამოწერის აქტის ნიმუში ხომ არ გაქვს რომ ატვირთოთ? |
Posted by: temozia 12 Aug 2010, 23:55 | ||||||
Esprit
არაფრის.
სადღაც მართალია, გააჩნია რა გევალება მაგ ფირმაში
აიყვანეთ და დაისვენებთ შენც, ბუღალტერიც და ჩვენც |
Posted by: wow-how 13 Aug 2010, 11:22 |
თუ შპს ყიდის ავტომობილს ვინმე პეტრეზე ჩვეულებრივ მოქალაქეზე რა დოკუმენტაცია უნდა გაფორმდეს შპს-ს მხრიდან ხელშეკრულება უნდა? თუ მარტო მიღება ჩაბარების აქტი საკმარისია თU მარტო ზედნადები, ვინმემ დამეხმარეთ მიჭირს |
Posted by: Esprit 13 Aug 2010, 11:34 |
temozia აუდიტს კი მოვაყვანინებ, მაგრამ მე დასვენება არ მაწყობს და შეკითხვებს კიდევ რა გამოლევს. იმედს ვიტოვებ, არ დამზარდებითხოლმე პასუხს. |
Posted by: nnonna 13 Aug 2010, 11:43 |
wow-how მიღება-ჩაბარების აქტს დაურთეთ ერთობლივი განცხადება, რომელსაც ავტომობილის გადაფორმებისას აიღებთ საპატრულოში. ვფიქრობ ეს ორი დოკუმეტი საკმარისი უნდა იყოს. . |
Posted by: Gainsborough 13 Aug 2010, 11:45 |
მოგესალმებით ბუღალტრებო, მაქვს შემდეგი შეკითხვები: 1. თუ დამკვეთი (შპს) აფორმებს ერთჯერად ხელშეკრულებას შემსრულებელთან, რომელიც არის ფიზიკური (არ დგას გადამხდელად) პირი და დამკვეთი აკავებს საშემოსავლოს, იხდის 20% - ს ხომ? 2. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული რომ დამკვეთი (შპს) უკავებს საშემოსავლოს შემსრულებელს? 3. ხელშეკრულების ორი ფურცელი უნდა იყოს ხომ? ერთი დამკვეთთან, მეორე - შემსრულებელთან. 4. რა საბუთი იქნება საჭირო ერთჯერადი ხელშეკრულებისთვის? პირადობის მოწმობის ასლი? 5. რამდენ დღეში მოხდება საბანკო გადარიცხვა და რამდენ % იღებს ბანკი? |
Posted by: Kortes555 13 Aug 2010, 11:48 |
1. თუ სამუშაოს ასრულებს - ბეგრავს, თუ მასალს აწვდის- არა!, 2. არ არის აუცილებელი, ეს პუნქტი კოდექსით რეგულირდება 3. კი 2 ეგზეპმლიარად 4. პირადობა ფიზიკური პირისთვის 5. ბანკს გააჩნია! ანაზღაურების პირობები ხელშეკრულებაში უნდა იდოს! |
Posted by: wow-how 13 Aug 2010, 11:50 | ||
nnonna
გმადლობთ |
Posted by: Kortes555 13 Aug 2010, 11:55 |
wow-how სატრანსპორტო საშუალებებზე მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისია * * * wow-how თუმცა სატრანსპორტო საშუალება მაინც სასაქონლო მატერიალური ფასეულობაა და შესიძლება ინსტრუქციის მიხედვით მოგედავონ, გამოწერეთ, მითუმეტეს როცა ადგილმდებარეობას და საკუთრების ფორმას ცვლით. |
Posted by: Shagrent 13 Aug 2010, 12:05 |
საბაჟო კოდექსის ელექტრონული ვერსია გაქვთ ვინმეს? |
Posted by: Gainsborough 13 Aug 2010, 12:10 | ||||||
Kortes555
დამკვეთი რიცხავს თანხას ერთჯერად ხელფასად. ამ შემთხვევაში?
და ხო შეიძლება დამკვეთმა არ დააკავოს? ამით რაიმე პრობლემა შეექმნება ფიზიკურ პირს?
ანუ როგორ? მაგალითი რო მომიყვანო |
Posted by: wow-how 13 Aug 2010, 12:11 | ||
Kortes555
გმადლობთ რომ შეეხმიანეთ ჩემს კითხვას, მაგრამ რა უნდა გამოვწერო ზედდნადები ? ყიდულობს ჩვეულებრივი მოქალაქე. |
Posted by: bellge 13 Aug 2010, 12:23 | ||
Kortes555
და ხო შეიძლება დამკვეთმა არ დააკავოს? ამით რაიმე პრობლემა შეექმნება ფიზიკურ პირს?[QUOTE] კოდექსში გარკვევით წერია 218 მუხლი დ-პუნქტი. შენ ვალდებული ხარ დაუკავო საშემოსავლო და ისე გასცე თუნდაც ერთჯერადი ხელფასი. პრობლემას რაც შეეხება თუ არ დაუკავებ ანუ არ გადარიცხავ ბიუჯეტში 20% შეიძლება შენ შეგექმნას. |
Posted by: დეკო 13 Aug 2010, 12:25 | ||||
wow-how
ხელშეკრულებაც დაუდეთ, არ იქნება ურიგო. |
Posted by: Gainsborough 13 Aug 2010, 12:28 | ||
bellge
აა, ანუ ფიზიკურ პირს ვალდებულია გადაურიცხოს. შპს და იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება ხომ? |
Posted by: wow-how 13 Aug 2010, 12:30 |
დეკო გმადლობთ |
Posted by: temozia 13 Aug 2010, 13:34 |
ახალი ცვლილებეი ნახეთ კოდექსში? რა კატასტროფებია ზედმეტობაზე და ქრონომეტრაჟზე |
Posted by: bikeman 13 Aug 2010, 14:14 |
temozia დადე ლინკი ............................................ |
Posted by: temozia 13 Aug 2010, 14:52 |
http://www.mof.ge/News/2010/2519 |
Posted by: Kortes555 13 Aug 2010, 15:01 |
ამ მუხლზე რა აზრის ხართ?? 25. 208-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-10 ნაწილები: „7. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით ფიზიკურად გადაამოწმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი. 9. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.გაფუჭებული დაზიანებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის საკითხიც ძალიან ბუნდოვანია, 1 აგვისტოდან შევაჩერე ასეთი სახის ჩამოწერები, რა ფორმით, რა წესით უნDა ჩამოვწერო? |
Posted by: Gianni 13 Aug 2010, 15:58 |
ახალ კოდექსთან დაკავშირებიტ გავხსენი უკვე თემა და იქ პოსტეთ რა რომ ყველაფერი ერთად იყოს,ნუ გავფანტავთ ოქროს იდეებს აქეთ-იქით |
Posted by: wow-how 13 Aug 2010, 17:04 |
revaza88var 139 acho__1 116 სად წახვედით, დაიკარგეთ, აღარ ჩანხართ.ბუღალტერიას თქვენი სახელი აკლია |
Posted by: nosstradamusa 13 Aug 2010, 18:21 |
მიდი Esprit მოგვაყარე კითხვები გონებას მაინც გავავარჯიშებთ თან მგონია რომ ბევრ რამეს ვისწავლით აქ ერთმანეთისგან |
Posted by: temozia 13 Aug 2010, 18:32 | ||
ივლისის ცვლილებები ახალი კოდექსის არაა. ძველი ჩაასწორეს. ისე ახალზე აღარეფარი არ ისმის და ხომ არ გადაიფიქრეს |
Posted by: giorgi33 14 Aug 2010, 12:44 |
10. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. რამე სპეციალური წესი არის ელექტრონული ფორმით აღრიცხვის თუ ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ წესში ბუღალტრულ რეესტრებზეა საუბარი? * * * 9. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შემოსავლები და ხარჯები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“. |
Posted by: DATK@ 15 Aug 2010, 15:15 |
mof.ge-ზე ვინმე შედიხართ? ვერცერთი ბრაუზერით ვერ შევედი. |
Posted by: nosstradamusa 15 Aug 2010, 15:24 |
ინტერნეტ ექსპლორერით ჩავაბარე დეკლარაციები ამ წამს |
Posted by: DATK@ 15 Aug 2010, 15:28 |
მე კიდე, server application errors მიგდებს * * * Runtime Error Description: An application error occurred on the server. The current custom error settings for this application prevent the details of the application error from being viewed remotely (for security reasons). It could, however, be viewed by browsers running on the local server machine. Details: To enable the details of this specific error message to be viewable on remote machines, please create a <customErrors> tag within a "web.config" configuration file located in the root directory of the current web application. This <customErrors> tag should then have its "mode" attribute set to "Off". <!-- Web.Config Configuration File --> <configuration> <system.web> <customErrors mode="Off"/> </system.web> </configuration> Notes: The current error page you are seeing can be replaced by a custom error page by modifying the "defaultRedirect" attribute of the application's <customErrors> configuration tag to point to a custom error page URL. <!-- Web.Config Configuration File --> <configuration> <system.web> <customErrors mode="RemoteOnly" defaultRedirect="mycustompage.htm"/> </system.web> </configuration> აი,ამას მიგდებს. |
Posted by: -heri- 15 Aug 2010, 20:33 |
არ ინერვიულოტ ორშაბათს ჩააბარეთ. ღამის საათებში ჯობია გაგზავნა, ქართული პონტია ყველას ბოლო უნდა ჩაბარება და აჭედინებენ მაგ პატიოსან საიტს |
Posted by: temozia 15 Aug 2010, 22:00 |
საიტის გაჭედვა მაშინ ნახეთ ელექტრონულ ფაქტურებს რო დაიწყებენ |
Posted by: Bubbly 15 Aug 2010, 23:26 |
ხალხო შეკითხვა მაქვს, დღგ-ს დეკლარაციაში დანართი N4, ნაწილი III ფაქტიურად დარიცხული თანხები ვის ეხება??? |
Posted by: დეკო 15 Aug 2010, 23:42 | ||
temozia
ეგ ამბავი მეც გავიგე და ნაღდია ?! ხომ არ იცი როდიდან იწყებენ ?! |
Posted by: temozia 15 Aug 2010, 23:55 | ||
დეკო
ვიყავი მაგასთან დაკავშირებით დაბარებული. სავალდებულო გამიხადეს ერთ კლიენტთან რომელსაც ბევრ ფაქტურას ვუწერ. ოღონდ ჯერ არაო, ჯერ დაწერე კიდევაც და აქაც შეავსეო და როცა გეტყვით მერე მერტო აქ შეავსებო. 20-30 შპს ყავთ ესე შერჩეული. როგორც შეხვედრაზე გაირკვა ჯერ-ჯერობით მოუმზადებლები არიან და იქ რაც შეკითხვები დაისვა 90%-ზე პასუხი არ ქონდათ. * * * ელ.დეკლარირების გვერდზე "ფაქტურები" რომ გამოჩნდა გრაფა ის გააქტიურდება და იქიდან უნდა შეავსო, მერე კლიენტმა უნდა დაგიდასტუროს და ჩაგეთვლება გამოწერილად, ისე არა. ყველაზე ცუდი ისაა რომ ნომენკლატურის შეტანას ითხოვს და როგორც შეგვპირდნენ მაგას დავხვეწავთო. |
Posted by: Sidonia 16 Aug 2010, 12:28 |
და მე თუ დავბეგრე და გამოვწერე, ის კიდევ არ ითვლის (არ უნდა და არ ითვლის) ამ შემთხვევაში რა მოხდება მე გამოწერილად არ ჩამეთვლება ??? ეს ორგვერდიანი ფაქტურები უკვე გამომატანეს, მაგრამ არის უამრავი კითხვა, რომელზეც საბოლოო პასუხი არ მაქვს. მაგალითად მაქვს სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა რომელიც ივსება ადგილზე საკუთარი ა/მ მიწოდების დროს, ინსტრუქციაში წერია რომ უფლება მაქვს ზედნადები არ გამოვწერო ასეთ ფაქტურაზე, მაგრამ მე შიდა აღრიცხვისთვის ზედნადები აუცილებლად მჭირდება და ამ შემთხვევაში მიწევს ფაქტურის დანართის შევსებაც, ისედაც იმდენ ფურცლებს ავსებენ დისტრიბუტორები და კიდევ დანართი რომ დავუმატო გაგიჟდებიან, როგორ მოვიქცე არ ვიცი იქინებ ვინმემ იცოდეთ? თუ ასეთ ფაქტურაზე ზედნადებს გამოვწერ უნდა თუ არა დანართი აუცილებლად ? |
Posted by: revaza88var 16 Aug 2010, 14:15 | ||||
wow-how
Who are you wow-how? * * * Sidonia
მასეთ რაღაცაზე რატომ ფიქრობ საერთოდ? დაიკიდე! შენ გადასახადს არავინ მოგიხსნის, უკუღმა თუ მოხდა, თუ ვინმემ ჩაითვალა და შენ არ დაბეგრე ეგ მაგ შემთხვევაში მოხდება. იქნებ მეორე მხარე დღგს გადამხდელი საერთოდ არაა? |
Posted by: Sidonia 16 Aug 2010, 14:57 |
იქნებ ვინმემ ის იცოდეს კორექტირების ფაქტურების გამოწერის დროს პირველად ფაქტურაში საქონელი იბეგრებოდ აქციზით, კორექტირების დროს უკვე აღარ იბეგრება როგორ უნდა მოვიბრუნო საქონელი ვერ გავიგე აქციზი გავითვალისწინო თუ არ გავითვალისწინო საერთოდ ??? revaza88var მეც ვიცი რომ დაბეგვრიდან არავინ ამომიგდებს გამოწერილ ფაქტურას |
Posted by: nosstradamusa 16 Aug 2010, 19:02 | ||
ეგ თუ არ ვცდები დისტილატებს ეხებათ, (ბენზინი, დიზელი, და ა.შ. დარგში მოღვაწე იურიდიულ პირებს) |
Posted by: prologic 16 Aug 2010, 20:36 |
პატივცემულო ექსპერტებო,ასეთი კითხვები მაქვს: არის ორი ურთიერთდამოკიდებული საწარმო (დამფუძნებლები ნათესავები არიან), ერთი დაუდგა მეორეს თავდებში ბანკთან,რათა მას აეღო კრედიტი. უნდა გამოართვა თუ არა რაიმე საფასური ამ ქმედებისათვის, თუ კი, რამდენი, რა არის დღეს თავდებობისათვის საბაზრო პროცენტი?? აღებული კრედიტით,ახალმა საწარმომ, იმპორტით შემოიტანა საქონელი და გადაწყვიტა მიეწოდებინა იმ საწარმოსთვის,რომელიც ადრე თავდებში დაუდგა ბანკთან ,ფასი საქონელზე 5-7%-ით ნაკლები დაადო ვიდრე ყველა სხვა კონკურენტი, არის ამაში რამე არაკანონიერი? კოდექსისი რომელი მუხლი არეგულირებს ამ ურთიერთობებს?? წინასწარ გმადლობთ გამოხმაურებისათვის |
Posted by: nosstradamusa 16 Aug 2010, 20:43 |
თუ ნათესავები არიან მაშინ თავდების პროცენტის ძებნას ნუ დაიწყებ და პირდაპირ ფასით დაარეგულირე ეგ ამბავი არ გირჩევნია? ანუ 5-7%-ით იაფად თუ უნდა მიაწოდო ადექი და 4-6%-ით იაფად მიაწოდე |
Posted by: prologic 16 Aug 2010, 20:53 | ||
nosstradamusa
სხვა კლიენტთან შედარებით, უფრო იაფად,რომ მიცეს საგადასახადო არ აუშარდება, რატომ აძლევ შენი ნათესავის ფირმას იაფადო, დასაბეგრ მოგებას ამცირებო? თუმცა ის ვინც იაფად იღებს, ისიც ხომ იბეგრებ და იხდის?,რა ვურჩიო არ ვიცი? არ მინდა საგადასახადოსთან პრობლემები შეექმნეს მომავალში, თან ძალიან პატიოსანი გადამხდელები არიან. |
Posted by: nosstradamusa 16 Aug 2010, 21:29 |
გასაგებია მაგრამ საგადასახადოსთვის მაგას მნიშვნელობა არ უნა ქონდეს იმიტომ რომ რამდენადაც ეს იმცირებს თავის შემოსავალს იმდენად იმცირებს მეორე ფირმა თავის ხარჯს ანუ საერთო ჯამში მოგების გადასახადი ჯამურად ორივე ფირმიდან არ შეიცვლება. ერთადერთი თუ მყიდველი წლის ბოლოს ზარალზე მიდის მაშინ შემცირდება მოგების გადასახადი რა. მაგრამ არც ეგ არ არის მთავარი. საგადასახადო თუ გეტყვის რატომ აძლევ ამას იაფადო? შენ უპასუხებ რომ ასე მოვრიგდითო მეწარმეთა კანონის თანახმად საწარმო არის ორიენტირებული მოგებაზე და რაც შეეხება ფასს თუ ის თვითღირებულებაზე დაბალი არ არის და მოგებას ტოვებს მაშინ თავს გაიმართლებ რა. ბოლოსდაბოლოს იტყვი რომ იმ ორგანიზაციას (მყიდველს) არ აწყობდა ძვირი ფასი, მე კიდე მიღირდა უფრო იაფად გაყიდვა, რაც მცირე მაგრამ მაინც მიტოვებდა მოგებას და მივყიდე რა. მოკლედ არამგონია მაგაზე რომ ვინმე მოგედავოს, თუმცა ეს ჩემი აზრია და მე პროფესორობამდე ბერი მიკლია ამიტომ სხვებსაც კითხე აზრი |
Posted by: revaza88var 16 Aug 2010, 22:05 |
prologic ურჩიე რომ ეს გარიგება საბაზრო ფასიდან აწარმოოს, რადგან ეს ორი საწარმო ერთურთის მიმართ ურთიერთდამოკიდებული პირები არიან მუხლი 23. ურთიერთდამოკიდებული პირები 1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. 2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ – საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს ან მასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს; (17.07.2009. N1527) დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; ე) პირები არიან საწარმოს ფილიალები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ვ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; ზ) პირები ნათესავები არიან. გამომდინარე აქედან 10. საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გამოიტანოს მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილება გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ, თუ: ა) გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე; გირჩევ აიღოს ის ფასი რაც სხვებთან აქვს და პრობლემები მოიხსნება, სალაროში დანაკლისს კიდევ რამე მოუხერხდება |
Posted by: VIPman 16 Aug 2010, 22:20 |
ეგ ""ნათესავი" რაც კოდექსში წერია არ არის ნათესავი იმ ფართო გაგებით რასაც ჩვეულებრივ ვგულისხმობთ ხოლმე ასე რომ გასარკვევია ჯერ ნამდვილად ნათესავიები არიან თუ არა ..... ))) |
Posted by: -heri- 16 Aug 2010, 22:27 |
5-7 პროცენტი დიდი არაფერია, თან იმპორტირებული საქონელია და შემომტანიც სავარაუდოდ ნახავდა მოგებას. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეგეთ შემთხვევებს განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევენ, და ტუ რამე დააშავეთ აი მაშინ ამოქმედდება კანონი სრული სიმკაცრით : |
Posted by: nosstradamusa 17 Aug 2010, 00:33 |
ეგ სმაილი სად გააძრე ჰერი :D მაგარი როჟაა |
Posted by: Kortes555 17 Aug 2010, 09:37 |
revaza88var მეც გეთანხმები, ურთიერთდამოკიდებულობა არ უნდა მოქმედებდეს გაროგებებზე |
Posted by: aladini 17 Aug 2010, 14:19 |
ხალხნო, კვალიფიციური რჩევა მჭირდება შევიტანე სარჩელი, ბაჟი უწევს სადღაც 8000 ლარამდე სარჩელში ვთხოვე გადახდის გადავადება საქმის დასრულებამდე მოსამართლემ ხარვეზი დამიდგინა, მხოლოდ იმას წერ, რომ უმუშევარი ხარ და სხვა მტკიცებულება არ გაქვსო 5 დღის ვადეში ხარვეზი უდნა გავასწორო რა მტკიცებულება მივუტანო? ვინმე გასცემს უმუშევრობის დამადასტურებელ ცნობას? ან სხვა რა არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ბაჟის გადახდის გადავადებაზე ან უკიდურეს შემთხვევაში - განაწილვადებაზე? |
Posted by: Giogio-Mate 18 Aug 2010, 12:12 |
გამარჯობათ. მაინტერესებს, შ.პ.ს.-ს სახელზე ავტომანქანის შეძენისთვის რა საბუთებია საჭირო საპატრულოდან გადაფორმების საბუთისა და შესყიდვის აქტის გარდა? რა საბუთებია საჭირო ბუღალტერიისათვის. წინასწარ მადლობთ ))))))))) |
Posted by: revaza88var 18 Aug 2010, 12:24 |
Giogio-Mate თანხა ბანკით გადაურიცხე, თუ ხელისშემშლელი არაფერი გაქვს და შესყიდვის აქტი ნოტარიულად დაამოწმეთ |
Posted by: giorgi33 18 Aug 2010, 13:07 | ||
თუ არც ბანკით მაქვს გადარიცხული და არც ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტი მაშინ რა? |
Posted by: Giogio-Mate 18 Aug 2010, 13:08 |
კერძო პირისგან უნდა შეისყიდონ ნაღდი ანგარიშსწორებით. ნოტარიულად დამოწმება აუცილებელია? |
Posted by: Esprit 18 Aug 2010, 14:38 |
იქნებ მიპასუხოთ, შპს-ს მიერ კერძო პირისგან მასალების ან ძირითადი საშუალებების შესყიდვა (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით) თუა შესაძლებელი და რა საბუთებია საჭირო? |
Posted by: The DoctoR 18 Aug 2010, 17:26 |
Esprit ზედნადებს გამოწერს ის პირი და ეგაა რა. ან ხელშეკრულებას გააფორმებ ძირითად საშუალებას თუ შეიძენ. |
Posted by: Kortes555 18 Aug 2010, 17:43 |
Giogio-Mate არ ჭირდება, შესყიდვის მარტივი ტიპის ზედნადები შეავსე პირადი # და მისამართი აჩვენე * * * Esprit ძირითადი საშუალების მიღება-ჩაბარების აქტი და ზედნადები, ხელშეკრულება! |
Posted by: grafinia79 18 Aug 2010, 20:30 |
temozia მეც ვიყავი დაბარებული ფინანსთა სამინისტროში. "ფაქტურები"-ს გრაფაში არაფერი იხსნება ჩემთან და არც პროგრამას ტვირთავს. ნეტა მარტო ჩემთან შვრება მაგას თუ ჯერ არ აუტვირთავთ? თან ჩემი მეწყვილე ვინც აარჩიეს თავისებული ხალხია და შეცვლა მინდა მეწყვილის. მოკლედ 20-*დან უნდა გამოუწეროთო და როგორ გამოვუწერო თუ არ არის ატვირთული "ფაქტურები"-ს პროგრამა. |
Posted by: revaza88var 18 Aug 2010, 23:53 | ||
giorgi33
კანონმდებლობაში შეიძლება მოქეცე, არასტაციონარიდან ყიდის ინდმეწარმე, ბანკში ჩარიცხვის ვალდებულება 2011 აქვს, მაგრამ მე მაგალითად ეჭვს შევიტანდი, მართლა 10000 ლარის ხარჯი გქონდა, თუ 1 ლარის (იმიტომ რომ ეგეთი აქტები ბებიაჩემმაც შეიძლება დაწეროს რამდენიც უნდა იმდენი) და შეიძლება ,,კომპეტენტური"ოგრანო ჩამერთო მაგ საკითხში, ის კი რას იტყვს ... ეგო ზნაეტ, |
Posted by: giorgi33 19 Aug 2010, 10:58 |
თვითონ ის ფაქტი რომ ავტომიბილის გადაცემა ნამდვილად მოხდა ხომ საპატრულოში ფიქსირდება და თუ გარიგების ფასში ეჭვი შეიტანეს ნოტარიულად დამოწმებული იქნება თუ არ შესყიდვის აქტი მგონი დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. |
Posted by: Esprit 19 Aug 2010, 11:34 | ||
გმადლობთ! Kortes555, დარეგისტრირებული არ არის ეს კერზო პირი და ზედნადებს ვერ დაურთავს. მიღება-ჩაბარების აქტი და ხელშეკრულება საკმარისი არ არის ამ შემთხვევაში? * * * გავარკვიე საგადასახადოში. საჭიროა შესყიდვის აქტი და გამარტივებული სასაქონლო ზედნადები, რომელიც იურიდიულმა პირმა უნდა გამოწეროს ფიზიკური პირის სახელზე და რეკვიზიტებიც შეავსოს შესაბამისად. ხელშეკრულება საჭირო არააო. |
Posted by: daviti505 20 Aug 2010, 11:59 |
2010 წლის 7 ივლისის ბრძანება #556 არავის გაქვთ?????????????? |
Posted by: aloma 20 Aug 2010, 14:30 |
საბალანსო კოდების სია სად შეიძლება ნახოს კაცმა? :O (ინტერნეტში) |
Posted by: giorgi33 20 Aug 2010, 15:22 |
სალაროს აპარატზე შეცდომით ამორტყმული ჩეკები (რაღაც მიზეზების გამო ორორჯერ მოხდა თითო თანხის ამორტყმა ) არ გაუქმებულა ანუ შესაბამისი აქტი არ შემდგარა. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე.შევადგინო შიიდა აქტი დავაფიქსირო რომ შეცდომა იყო და მაინც შემოსავალში ავიღო ეს თანხები თუ ?? |
Posted by: The DoctoR 20 Aug 2010, 16:19 |
giorgi33 შემოსავალში რატო იღებ, დაწერე აქტი რო შეგეშალა. |
Posted by: Maiko Shamugia 21 Aug 2010, 15:23 |
წამოვედი სამსახურიდან და ვეძებ ახალ სამსახურს. თუ ვინმეს ჭირდება მთ. ბუღალტერი დამიკავშირდიით ... |
Posted by: The DoctoR 21 Aug 2010, 23:25 |
daviti505 http://depositfiles.com/files/27crttddp ეს მთელი ბრძანება #84 07.07.2010 წლის ცვლილებების ჩათვლით http://pix.ge/x/b/y/05o47/ ეს კიდევ ახალი ფაქტურა |
Posted by: daviti505 22 Aug 2010, 02:08 |
The DoctoR დიდი მადლობა. აუცილებელია მყიდველმაც დაარტყას ბეჭედი????? (რათქმაუნდა თუ გააჩნია) |
Posted by: The DoctoR 22 Aug 2010, 13:04 |
daviti505 აუცილებელი არაა მყიდველმა დაარტყას ბეჭედი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. როგორც წინა რედაქციით იყო, გამყიდველმა უნდა დაარტყას ბეჭედი თუ აქვს. |
Posted by: casandra 22 Aug 2010, 16:35 |
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის შევსების წესი ხომ არ გეგულებათ სადმე? |
Posted by: Maiko Shamugia 22 Aug 2010, 18:23 | ||
casandra
* * * 09 აგვისტოს მდგომარეობითაა მხოლოდ განახლებული. ცოტა ხნით შეჩერებულია განახლებების გამოგზავნა. როგორც ჩანს ზაფხულთან დაკავშირებით. იმედია არაფერი იქნება შეცვლილი. |
Posted by: casandra 22 Aug 2010, 22:19 |
ძალიან დამეხმარეთ! მადლობთ...................................................... |
Posted by: Maiko Shamugia 22 Aug 2010, 23:12 |
casandra არაფერს .... გაიხარე ... |
Posted by: giorgi33 23 Aug 2010, 12:18 | ||||
შეცდმით ამორტყმული ჩეკები არ მაქვს და შესაბამისად აქტიც არ იქნება სრულყოფილი, |
Posted by: fiesta84 23 Aug 2010, 12:45 |
ვინმეს ხომ არ გქონიათ შეხება: შეშისგან მინდა დავამზადო პატარა დეტალები და შეშის გამოყენება წარმოებაში დასაშვებია თუ არა? |
Posted by: The DoctoR 23 Aug 2010, 13:39 |
fiesta84 ჩემთვის პირადად შეშის მცნება ცოტა ბუნდოვანია. ვიღაცისთვის სამშენებლო ფიცარიც შეიძლება შეშა იყოს, იმიტო რო სხვა დანიშნულება ვერ უპოვოს და ვიღაცისთვის (აი შენთვის) დახერხილ-დაჩეხილი ხის მასალა საქმეში გამოიყენოს. ამის დაშვება/ნების დართვას მგონი არავინ ახორციელებს და არამგონი პრობლემატური იყოს |
Posted by: fiesta84 23 Aug 2010, 13:57 |
მაგ ლოგიკით ძვირფასი მუხის ფიცარიც შეიძლება შეშად გაასაღო. მე ვლაპარაკობ "შეშაზე" |
Posted by: giorgi33 23 Aug 2010, 14:42 |
ინდ მეწარმეს ეკონომიური საქმინაობისთვის შეუძლია დაასაქმოს ოჯახის წევრები და გამოიყენოს მათი ქონებაც ისე რომ არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშოება, მაინტერესებს ძმის კომერციულ ფართში რომ ეკეონომიური საქმიანობა განხორციელდეს გამოდის რომ არანაირი ვალდებულება არ წარმოიშობა ? |
Posted by: temozia 23 Aug 2010, 14:58 | ||
საკუთარი გამოცდილებიდან: მქონდა ჩეკის გაუქმების აქტები და არ მქონდა ჩეკები, რომლებიც დაიკარგა და ჩამითვალის რეალიზაციაში, დღგ-ც დამარიცხეს და მოგებაც. თანხები იმდენად არარეალურია რომ მეტი არ შეიძლება. თუ ვინმეს გამოცდილება გაქვთ გასაჩივრებას აქვს აზრი? |
Posted by: Maiko Shamugia 23 Aug 2010, 22:14 | ||||
fiesta84
შეშა წარმოადგენს ბუნებრივ რესურსს. შესაბამისად უნდა გქონდეთ ან შეძენის დამადასტურებელი საბუთი ა/ფ; სასაქონლო ზედნადები ან სათანადო ლიცენზია, თუ თქვენს მიერ არის მოპოვებული ზემოაღნიშნული მატერიალური რესურსი. სხვა პრობლემას ვერ ვხედავ. * * * giorgi33
ეს რომელი დებულებიდან გამომდინარე ???? temozia "საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ" ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში წერია " შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის შემთხვევაში: (აქტი უნდა შედგეს დაუყოვნებლივ) " . ანუ შედავების საფუძველი არსებობს, რომ ჩაგითვალონ ჩეკის არარსებობის შემთხვევაში რეალიზაციაში. |
Posted by: aloma 25 Aug 2010, 14:37 |
ბუღალტერიის ამოცანების წიგნი არ გეგულებათ რამე კაი? |
Posted by: Kortes555 25 Aug 2010, 17:15 |
Maiko Shamugia მეც გეთანხმები, ჭრაზე უნდა ჰქონდეს მკაცრი ანგარიშგების ქვიტარი რეგინალური სამმართველოს მიერ გაცემული! საგადასახადო წარმოშობის დოკუმენტზე მოედავება |
Posted by: Kobalty 26 Aug 2010, 02:39 |
რა მაინტერესებს: ორისის ფლეშკა რომ დავკარგო, რომ მივიდე ორის-ის ოფისში, ხომ მომცემენ ახალს უფასოდ? ხოდა, მერე ვიღაცამ რო იპოვოსის დაკარგული ფლეშკა, გამოიყენებს ჩვეულებრივ? ანუ რაიმე სახით, ორისი ვერ დაუბლოკავს იმას გამოეყენებას? |
Posted by: Kortes555 26 Aug 2010, 08:57 |
Kobalty არ მოგცემენ! გოთოშიებს არ იცნობ გეტყობა! მე მქონდა ადრე მაგათი ფლეშკა, რომელიც ერთ ფირმაზე იყო, რომელიც დაიხურა და ვთხოვე - ,,განახლების ფულს მე შემოვიტან ბანკში ან სალაროში და განმიახლე თქო". . . არაფრით არ ქნეს! არადა ეგენი რომ იწყებდნენ 80-იანი წლებში მუშაობას (მაშინ დოს-ში ჰქონდათ პროგრამა) ერთ-ერთმა პირველმა მე ჩავწერე და მერე ქვეყნის ხალხი დავაკავშირე! კაროჩე მაგარიუ უმადურები და ღორები არიან!!!! იმიტომაც ჩემს ფირმაში 1ს- დავნერგე და არა მაგათი ,,ნაგავი" პროგრამა!!!! ასე რომ . . . . მაინც სცადე! იქნებ ბედმა გაგიღიმოს!!!! |
Posted by: Maiko Shamugia 26 Aug 2010, 09:36 | ||
Kobalty
კი, გამოიყენებს ჩვეულებრივ. |
Posted by: temozia 26 Aug 2010, 10:23 | ||||
+1 მე კომპიუტერი გადმომივარდა და მაგათი ჰასპი გაიღუნა, მაგრამ მუშაობდა. მივიტანე გამომიცვალეთ და გადავიხდი რაც საჭიროათქო. არ გამოიცვალეს ხო მუშაობსო და როცა აღარ იმუშავებს მაშინ 40 დოლარს გადაიხდი და ახალში გაგიცვლითო. გავიდა 1 წელი და გაფუჭდა. რო მივიტანეთ აღარ გამოგვიცვალეს პროგრამა თავიდან უნდა იყიდოთო. არადა 15-20 კაცს მაინც ვაყიდინე მაგათთან ეგ პროგრამა და ესე დამიფასეს.
და ეხლა ვინც მივა ყველას ორის მენეჯერის შეტენვას უპირებენ |
Posted by: zxcvbqwertyu 26 Aug 2010, 10:59 |
გამარჯობათ მაინტერესებს რას ითვალისწინებს ბუღალტრის მოვალეობები დეკლარაციების ჩაბარება თვის ბოლოს და ანგარიშფაქტურების გამოწერა სხვა? აი მაგალითად შიდა ოპერაციები მაღაზიებში , მიღება ჩაბარების აქტების გამოწერა , პროდუქციაზე კოდების დადება აღრიცხვა , საეთოს ბუღალტერმა ყოველთვიურად თუ ყოველდღიურად უნდა აბაროს ანგარიში ფინანსურ მდგომარეობაზე დამქირავებელს? ანუ თუ ბუღალტრის საქმიანობა დაკლარაციების ჩბარება და ანგარიშფაქტურების გამოწერაა ამას ჩვენც ვახერხებთ და მაშინ აღარ ავიყვან ბუღალტერს იქნებ ყველა მოვალეობა ჩამოთვალოთ რა ევალება ბურალტერს მაღაზიაში გმადლობთ |
Posted by: Kobalty 26 Aug 2010, 12:17 |
Kortes555 Maiko Shamugia temozia დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, ნამდვილად არ ვიცოდი თუ ეგეთები იყვნენ. |
Posted by: Shagrent 26 Aug 2010, 12:37 |
zxcvbqwertyu გააჩნია რა ობიექტი გაქ ზოგს მარტო დეკლარაია ჭირდება და ზოგს კიდე საერთაშორისო სტანდარტით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა ობიექტია და რამდენს იხდის |
Posted by: Esprit 26 Aug 2010, 12:56 |
გამარჯობა! Kortes555, temozia და რომელი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის შეძენას ურჩევდით ფირმას? |
Posted by: Kortes555 26 Aug 2010, 14:20 |
Esprit თუ მცირე ბიზნესია და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა სიობრივი რიცხი არ აღემატება 1,5 2.0 ათასს. . . ., თუ ბევრი საწყობები და დისტრიბუცია არ გაქვს. . თუ თანამშრომლები 1000 კაცამდეა . . . . .ორისიც საკმარისია, თუ დიდი მრავალდარგოვანი ფირმაა მაშინ 1ს-ს გირჩევ. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვი, რომ ჩემთან 64 მშენებარე ობიექტია, 150-მდე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი მყავს (ანუ 150 საწყობი მაქვს) 3,5 ათასი თაბამშრომელი, + 6 საამქრო სხვადასხვა და კიდევ ბევრი რამ! ძალიან მოქნილი სისტემაა და თვითოეულ გატარებაზე დიდი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, თან დოკუმენტებთან მუშაობას საბუღალტრო განათლება სულ არ ჭირდება იმდენად მარტივია! მომწოდებლის შემოსავლისას დებეტის გატარებისას მაგალითად შეგეკითხება ,,მასალის დასახელება", ,,საწყობი", ,,მატერ. პას. პირი" და ასე შემდეგ (5-მდე შეგიძლია ასეთი ,,სუბკონტო"-ს დამატება) კრედიტში შეგეკითხება ,,მომწოდებელი" ,,ხელასერულება" ,,ანგარიშ-ფაქტურა". შემდეგ რეპორტებში ძალიან დაწვრილებით შეგიძლია ანალიზი გააკეთო ყველა კუთხით!!!! მოკლედ ძალიან საინტერესო პროგრამაა და პროგრამისტს შეუძლია ისე გადაგიკეთოს პროგრამა როგორც მოგესურვება!!!! |
Posted by: Kobalty 26 Aug 2010, 15:02 |
ხალხო, სად შეიძლება ვნახო კანონი "აუდიტორული საქმიანობის შესახებ კანონი" - უახლესი ვერსია? |
Posted by: Esprit 26 Aug 2010, 15:20 |
Kortes555 დიდი მადლობა! ამჯერად ორისიც საკმარისია ესეიგი ამ ორგანიზაციისთვის. თუმცა მორგება ამასაც სჭირდება და თუ ერკვევი ორისში, თავადაც შეგიძლია გადააკეთო. 1ს_ში ამას ვერ მოახერხებ, მაინცდამაინც პროგრამისტია საჭირო? |
Posted by: Kortes555 26 Aug 2010, 15:35 |
Esprit კი 1ს-ში პროგრამული ენაა! და ბევრმა არ იცის სხათაშორის! რაღაც გიბრიდია! როგორც ჩემმა პროგრამისტმა მითხრა! Kobalty გინდა გადმოგიგდო ეგ კანონი???? მაქვს ეხკა ამოვიღე !!!! |
Posted by: Kobalty 26 Aug 2010, 16:07 | ||
Kortes555
კი, თუ შეგიძლია. ლინკი რო მომცე ან სად ნახე რო მითხრა. |
Posted by: Kortes555 26 Aug 2010, 16:09 |
კოდექსის პროგრამა მიყენია და იქიდან ვორდში გადავიყვანე! მეილზე გადმოგიგდებ თუ გინდა? |
Posted by: Kobalty 26 Aug 2010, 16:14 |
Kortes555 მოგწერე PM. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისთვის. ესაა 1995 წელს მიღებული კანონი თუ შემდგომი ცვლილებებიც შეტანილია? 2005-06-24 2009-10-22 აი, ბოლოს ეს ცვლილებებია შესული და აქ ასახულია თუ იცი? |
Posted by: Esprit 26 Aug 2010, 17:11 |
Kortes555 გმადლობ! საინტერესოა ვეცდები, მალე გავეცნო მაგ პროგრამასაც. |
Posted by: VIPman 27 Aug 2010, 00:05 | ||||
http://ac-group.ge/files/auditoruli%20saqmianobis%20Sesaxeb.doc |
Posted by: Kobalty 27 Aug 2010, 03:38 |
VIPman დიდი მადლობა. უბრალოდ ის დამიზუსტე რა, ბოლო წლების შესწორებები და დამატებები შესულია ამ ლინკში, რაც მომეცი? |
Posted by: Maiko Shamugia 27 Aug 2010, 10:42 |
Kobalty რადგან ეჭვი გეპარება, მეც გამოგიგზავნი, ისე Kortes555-სი რასაც გამოგიგზავნიდა იგივე იქნება მე მგონი. ეს კანონი განახლებულია 2010 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით. წარმატებები .... |
Posted by: Maiko Shamugia 27 Aug 2010, 10:46 | ||
|
Posted by: XlargeXsmall 27 Aug 2010, 10:53 |
დახმარება მინდა ასეთ საკითხზე: საამშენებლო კომპანია 2 სხვადასხვა ადგილას აწარმოებს სამუშაობეს. ვხარჯავთ საწვავს და სხვა მასალებს. შეძენის საბუთები გვაქვს, ფორმა 2, ფორმა 3 და მიღება-ჩაბარების აქტებიც იქნება, მაგრამ ყოველდღიურად სად რა მასალები იხარჯება ამას ბუღალტრულად არსად არ ავღრიცხავთ, მხოლოდ პრარაბების შავ ჩანაწერებში და მეხსიერებაშია. ყოველი თვის ბოლოს ეს პრარაბი მიუჯდება ბუღალტერს და აძლევს თავის დაწერილ აქტს, მასზედ თუ მთელი თვის მანძილზე ამადამ ობიექტზე რა მასალები გაიხარჯა და რომ ისინი უნჩა ჩამოიწეროს. თუმცა როდის, რომელ რიცხვში, კონკრეტულად რომელ მანქანაში, რომელ ადგილას, რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისას, რამდენად ნორმების მიხედვითა და ასე შემდეგ არსად არ ჩანს. ანუ პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა იმავდროულად არ ხდება. საგადასახადომ რომ თქვას კი ბატონო ჩამოწერე 1 ტონა ბენზინი, მაგრამ აბა მაჩვენე საბუთი რამდენ მანქანაში ჩაასხი ეს საწვავი, რა სამუშაოები შეასრულეს ამ მანქანებმა, რამდენად ნორმებს შეესაბამებაო ვერაფერს ვერ დავუდებთ წინ. რას მირჩევთ?? ხომ არ იცით როგორი სახით უნდა მქონდეს აღრიცხვა ამ მასალების ხარჯვის, რომ არავინ მომედაოს??? მადლობა წინასწარ გამოხმაურებაზე.... |
Posted by: Maiko Shamugia 27 Aug 2010, 11:18 |
XlargeXsmall როცა მასალები გაიცემა ძირითადი საწყობიდან გადააწერე ანგარიშვალდებულ პირს. სამუშაოს დამთავრებამდე მისი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება ძირითადი საწყობიდან გაცემული მასალები. მასალების გაცემის თაობაზე იწერება გასავლის ზედდებული. სამუშაოს დამთავრების დროს კი არსებობს მასალების ჩამოწერის უწყისი, სადაც ნორმის ფარგლებში ხდება ფორმა2-ის შესაბამისად მასალების ჩამოწერა. ამ უწყისის საფუძველზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩამოიწერება ხარჯებში, ხოლო კაპიტალ;ური აკუმულირდება ძირითად საშუალებად. |
Posted by: acho__1 27 Aug 2010, 12:34 |
რაღაც გამოცოცხლება იგრძნობა, არადა შუა ზაფხულია |
Posted by: XlargeXsmall 27 Aug 2010, 13:18 |
საწყობი არ არსებობს, ყველაფერი ხდება გაშლილ მოედნებზე, მინდვრებში. მასალების ჩამოწერის უწყისი-ო რომ ამბობ მაგის ფორმა სად ვნახო? |
Posted by: Kobalty 27 Aug 2010, 13:24 |
Maiko Shamugia დიდი მადლობა. |
Posted by: Kortes555 27 Aug 2010, 13:40 |
არ მოგერიდოს თუ რამე დაგჭირდა ..................................................................... * * * Kobalty 10/22/2009 N 1877 ეს ბოლო ცვლილება იყო |
Posted by: zxcvbqwertyu 27 Aug 2010, 14:05 | ||||
Shagrent
ობიექტი მრავალფეროვანი საქონლის შემოტანა რეალიზაციაა
არა რამდენს იხდის კი არ მაინტერესებს მვალეობა მაინტერესებს რა შედის ნუღალტერის ფუნქციებში ვიხდიტ 5000 ლარს რა შედის ბუღალტრის ფუნქციებში , კონკრეტულად რა ევალება ბურალტერს გარდა დეკლარაციების ჩაბარებისა და ფაქტურბეის გამოწერისა |
Posted by: bikeman 27 Aug 2010, 14:35 |
zxcvbqwertyu ბუღალტრობა ფართო სპექტრია, შენ თუ იცი ბუღალტერია და ხარ კარგი ბუღალტერი ყველაფრის გაკეთება უნდა შეგეძლოს შენ საქმეში, და თუ არ ხარ ბუღალტერი ჯობს ჯერ გაეცნო ბუღალტერიას, მასე ზეპირად ვერავინ ჩამოგითვლის რა არის ბუღალტერის მოვალეობა და მისი შესაძლებლობა |
Posted by: Kortes555 27 Aug 2010, 14:50 |
zxcvbqwertyu მთავარი მოვალეობაა ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუთების სწორი ასახვა ბუღალტერიაში, საგადასახადოსთან ურთიერთობა დეკლარაციების და გადასახადების ნაწილში, დებიტორ-კრედიტორებთან შედარებები და ანგარიშსწორება. . . .შიდა რეპორტები მენეჯმენტისთვის და ასე შემდეგ. ფართო სპექტრია! ზოგან ხელშეკრულებებსაც ბუღალტერი აკეთებს და ლოჯისტიკასაც! გააჩნია რას დაგავალებენ! ძირითადი კი ზემოთ რაც გითხარი ისაა!!! |
Posted by: babaiaro 27 Aug 2010, 14:56 |
zxcvbqwertyu მარტივად რო ვთქვათ რაც ხდება ყველაფრის დაფიქსირებაა ბუღალტრის მოვალეობა |
Posted by: Kalenike 27 Aug 2010, 14:57 |
კამერალური შემოვიდა |
Posted by: Esprit 27 Aug 2010, 15:05 |
რატომ არავინ ეტყვით bikeman-ს, რომ საშინელი რაღაც აქვს ჩასმული ფოტოს ადგილას? იქნებ შეეცვალა. |
Posted by: Kortes555 27 Aug 2010, 15:44 |
Kalenike მაგარ დროს გაატარებ! |
Posted by: temozia 27 Aug 2010, 16:45 | ||
მე ეხლა გავისტუმრე და ალბათ შენსკენ წამოვიდნენ |
Posted by: Kalenike 27 Aug 2010, 19:47 | ||||
Kortes555
temozia
მსხვილებში ხარ? |
Posted by: temozia 27 Aug 2010, 19:57 |
Kalenike არა მსხვილებში არ ვარ. ცუცხვათის ქუჩაზე რომ არიან იმათმა ჩამიტარეს შემოწმება. |
Posted by: Kalenike 27 Aug 2010, 20:45 | ||
temozia
ვიცნობ მაგეებს რამდენიმეს მარა ჩემთან ეგენი არ არიან |
Posted by: nosstradamusa 27 Aug 2010, 21:52 |
Kalenike რას ამოწმებს კამერალური? |
Posted by: Maiko Shamugia 27 Aug 2010, 22:22 | ||
XlargeXsmall
არ აქვს მნიშვნელობა სადაც არ უნდა ხდებოდეს. როცა ყიდულობ საქონელს, ჩათვალე, რომ ძირითად საწყობში აგყავს. (სადღაც ხომ ინახავთ მასალებს). ხოლო შენი პრარაბები გააფორმე მატ. პასუხისმგებელ პირებად და გასავლის ზედდებულით გადააწერე პასუხისმგებლობაზე. მასალების ჩამოწერის უწყისს გამოგიგზავნი... ეს უწყისი წესით შენმა პრარაბებმა უნდა შეავსონ. ან ვინმე ინჟინერმა, ვინც მშენებლობას ხელმძღვანელობს. უწყისზე რეზოლუცია უნდა იდოს წესით ტექპერსონალიდან, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია ჩამოწერილი.... * * * acho__1 რაღა დროს შუა ზაფხულია ... Welcome Back !!!! * * * Kalenike წარმატებები !!! |
Posted by: XlargeXsmall 28 Aug 2010, 08:54 |
მადლობა, ველოდები მასალების ჩამოწერის უწყისს. * * * საწვავზე კილომეტრაჟების აღრიცხვას არ ითხოვენ? |
Posted by: Maiko Shamugia 28 Aug 2010, 12:09 |
გილოცავთ მარიამობას . დაესწარით მრავალს !!! გისურვებთ ბედნიერებას და დიდ სიხარულს. დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს !!! XlargeXsmall მასალების ჩამოწერის უწყისი ჩემი პოსტის ქვემოთ არის ატვირთული. უკვე გამოგიგზავნე ... საწვავზე სატრანსპორტო საგზურების ფორმა გაუქმებულია და სავალდებულო არ არის იმ ფორმით ჩამოწერა. სამუშაოებზე დიზელს კილომეტრაჟობით არ ვწერ, შესრულებულ სამუშაოსთან ერთად ჩამოწერის მაგ ფორმაში იწერება. ჩეგიძლია რამე ფორმა შენ თვითონ შეიმუშავო .... სამსახურებრივი მიზნით ბენზინის ჩამოწერაზე კი ვაჩვენებ კილომეტრაჟს და მიმოსვლის დანიშნულებას ... |
Posted by: Kalenike 28 Aug 2010, 16:34 | ||||
nosstradamusa
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების მოძრაობას საბუთობრივად Maiko Shamugia
გაიხარე გილოცავთ დღევანდელ დღეს, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა! |
Posted by: Kobalty 28 Aug 2010, 17:47 |
მეგობრებო, ხომ არავის გაქვთ დრაფტ (ნიმუში) სტანდარტული ხელშეკრეულებისა, კომპანიას და აუდიტორიულ კომპანიას შორის, აუდიტორულ მომსახურებაზე? |
Posted by: Maiko Shamugia 28 Aug 2010, 19:06 | ||
Kobalty
|
Posted by: დეკო 28 Aug 2010, 19:07 | ||
|
Posted by: Kobalty 28 Aug 2010, 20:12 |
Maiko Shamugia ვახ, როგორ დავალებული ვარ შენგან, კიდევ ერთხელ მადლობა დიდი. |
Posted by: acho__1 29 Aug 2010, 12:07 | ||
Maiko Shamugia
ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და მერე ვნახოთ გამიხარდა შენ რომ დაბრუნდი |
Posted by: Maiko Shamugia 29 Aug 2010, 13:05 | ||
acho__1
მადლობა ... შენც ძალიან აკლიხარ აქაურობას !!! საუკეთესო დასვენებას გისურვებ და გელოდებიიით !!! * * * - ბუღალტერი მამა თავის 4 წლის შვილს კონკიას ზღაპარს უკითხავს. უცბად შვილი მამას ეკითხება: – მამა, როდესაც გოგრა ოქროს ეტლად იქცევა, ეს კვალიფიცირდება, როგორც შემოსავალი, თუ ქონების ღირებულების ზრდა? |
Posted by: Shagrent 30 Aug 2010, 11:07 |
ვისაც ბანკის ბუღალტერიასთან თუნდაც თეორიული სეხება გქონიათ, რამდენად დიდი განსხვავებაა? და რამე სახელმძღვანელო თუ არსებობს რომელიც ცოტა მაინც აზრზე მოიყვანს ადამიანს საბანკო ბუღალტერიის და ეს სახელმძღვანელო მოიპოება ნეტში ან არ ღირს ცეცხლის ფასი ასევე მაინტერესებს თუ ვინმეს შეგიძლიათ იცით და არ გეზარებათ, რეგიონებში, ფილიალებში, ბანკის ბუღალტრებს რა მოეთხოვებათ და რამდენად რთულია მადლობთ წინასწარ გულისხმიერებისთვის |
Posted by: Kalenike 30 Aug 2010, 11:50 | ||
:D:D |
Posted by: giorgi33 30 Aug 2010, 12:42 |
temozia სალაროს შეცდომით ამორტყმულ ჩეკებზე არ გაასაჩივრე? კიდევ რაო კამერალურმა რაზე შემოგედავნენ რომ არ მოელოდი ისეთზე? |
Posted by: temozia 30 Aug 2010, 15:43 |
giorgi33 რევიზია დამთავრდა, მაგრამ აქტზე ხელი არ მოუწერიათ უფროსობას და არც მოთხოვნა არ ჩაუბარებიათ. გასაჩივრებას აუცილებლად ვაპირებთ. ამ ჩეკების გარდა გვედავებიან ფასნამატზე, ანუ საკონტროლო შესყიდვამ რაც ფასნამატი დააფიქსირა იმას გაგივრცელებთ 2009 წელზეო, მიუხედავად იმისა რომ რეალიზაციებია 99% მაქვს სასაქონლო ზედნადებებითა და ა/ფ-ებით, ანუ საცალო რეალიზაცია თითქმის არ მაქვს. კაროჩე კაი ბრძოლა მელის წინ |
Posted by: seteri 30 Aug 2010, 22:00 |
ხომ არ იცით ქრონომეტრაჟს რა შემთხვევაში უნიშნავენ საწარმოებს? |
Posted by: Maiko Shamugia 30 Aug 2010, 22:21 |
temozia რამე ნორმატიული აქტით რომ გქონდეს ფასები განსაზღვრული? მაგალითად ბრძანებით ... ფასთა ცვალებადობა სეზონურადაც შეიძლება ... ბრძანებით რომ განამტკიცო, რაიმე ფაქტთან დაკავშირებით?... იგივე საბითუმო და საცალო ფასიც ხომ შეგიძლია განსაზღვრო??? |
Posted by: temozia 30 Aug 2010, 22:47 | ||
Maiko Shamugia მაქვს საბითუმო და საცალო ფასები ცალ-ცალკე. გარდა ჩემი ბრძანებისა მაქვს 8-10 თვის წინ მსხვილების საგადასახადოსთვის მიწოდებული ფასების სია. ადრე ვიყავით მსხვილებში და მარე ისევ რაიონულში დაგვაბრუნეს. ხოდა მსხვილებმა მოგვთხოვეს ფასების წარმოგვიდგინეთო და წარვუდგინეთ, პლიუს ამას იმავე მსხვილებმა საკონტროლო შესყიდვა ჩაგვიტარა და სხვაობა არ გამოვლენილა ჩვენ მიწოდებულ ფასებთან. ეს მოხდა ზუსტად იმ პერიოდში, რომელზეც ფასნამატს მივრცელებენ ფასნამატის გავრცელების მიზეზად ასახელებენ ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილ სხვაობას, რომელიც 300 000 დოლარიან ნაშთზე მქონდა 480 ლარი ისიც სახეობებში იყო არეული. წინ! დავების განხილვის საბჭოსკენ * * * seteri
ქრონომეტრაჟებს ძირითადად სასტუმროებსა და რესტორნებს უნიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვია ქვთ რომ რეალიზაცია იმაზე მეტია, ვიდრე აჩვენებენ. |
Posted by: Kalenike 30 Aug 2010, 22:59 |
temozia დისტრიბუციაში ხარ? |
Posted by: temozia 30 Aug 2010, 23:10 |
Kalenike ამ შემთხვევაში კი |
Posted by: Maiko Shamugia 31 Aug 2010, 00:57 | ||
temozia
+1 |
Posted by: Esprit 31 Aug 2010, 08:52 |
დილამშვიდობისა ყველას! კიდევ მჭირდება თქვენი დახმარება. მოკლედ ერთმა გამოცდილმა ბუღალტერმა ასეთი რაღაც ასწავლა ჩემს დირექტორს: მხოლოდ ჩეკებით რაც გაქვს შეძენილი, თავად შექმენი ზედნადები, მოაწერინე ხელი ვინმეს და ასე შეძენის დამადასთურებელი საბუთიც გექნება და ვერავინ შემოგედავებაო. ეს მესმის გააკეთო იმ შემთხვევაში, როცა ყიდულობ იმისგან, ვინც გადასახადების გადამხდელი არ არის და არც ევალება დოკუმენტაციის სრულყოფილად ქონა და ამასთანავე არც თვეში ოთხ-ხუთჯერ არ გაქვს შეძენილი რაიმე ამ სახით. მაგრამ როცა ნაყიდი გაქვს იმისგან, ვინც დღგ-ს გადამხდელიცაა, ასე შექმნილი საბუთი ხომ სისულელეა და მეტი არაფერი? თან დღგ-ს გადამხდელი ხომ ანგარიშფაქტურით გატანს საქონელს და მარტო ზედდებული, თანაც ბეჭდის გარეშე, რაღაც არ მგონია ჭკვიანური აზრი. რას მეტყვით? იქნებ ამიხსნათ რამე? მადლობა წინასწარ! * * * anybody here? ერთი მე ვარ მოცლილი რა |
Posted by: Kortes555 31 Aug 2010, 13:10 |
Esprit ელემენტარული დეშოვი კრიმინალია! ასე არ კეთდება ოპერაციები! გამოცდილი ბუღალტერი ასეთ სისულელეს არ იტყოდა! ჩეკით იკითხება ვის მიერ არის გამოწერილი და ასე რომ სხვაზე ვერ გამოწერ ზედდებულს! თუ ინდ მეწარმეა და ბეჭედი არ აქვს, ხელის მოწერა მაინც უნდა! ასე რომ ძალიან საფრთხილო საქმეა! |
Posted by: Esprit 31 Aug 2010, 14:13 |
Kortes555 , კი, გასაგებია. გმადლობ! |
Posted by: Maiko Shamugia 1 Sep 2010, 00:56 | ||
Esprit
მხოლოდ ჩეკებით რატო? ან თავად რისთვის უნდა შექმნას ზედნადები? გააჩნია რა აქვს ნაყიდი ... ჩეკი საიდანაც მისცეს ზედნადებსაც დაუწერენ თუ მოთხოვს ... რეალიზაციაში გამყიდველს მაინც ექნება ნაჩვენები ... * * * სხვა შემთხვევაში ჩეკზე ნაჩვენები საიდენტიფიკაციო კოდი და დანარჩენი რეკვიზიტები არ დაემთხვევა თავად შექმნილ ზედნადებს, თუ იგივე რეკვიზიტზე გამოწერს გამყიდველი ვფიქრობ ხელმოწერასაც არ დაზრდება ... ( ხო, ალბათ ეს შემთხვევა იგულისხმა გამოცდილმა ბუღალტერმა ) * * * მოგების გადასახადის მე-17; მე-18 და მე-20 და 29-ე უჯრების არასწორად შევსება (ანუ ზემოთა უჯრების ხარჯზე დაბალანსებულია 29-ე "სხვა ხარჯები", ისე, რომ საგადასახადო მოგება სწორად არის დეკლარაციაში ნაჩვენები. ანუ არ ხდება გადასახადის შემცირება) იწვევს თუ არა რამე სანქციას? და თუ იწვევს რომელი მუხლის შესაბამისად? მე პირადად არ მქონია შემთხვევა, მაგრამ გამიგია, რომ მაკონტროლებლები გამოკიდებიან ამ ფაქტს... საინტერესოა რის საფუძველზე? |
Posted by: Shagrent 1 Sep 2010, 13:36 |
Kortes555 ჩეკი 2 წელიდაში არა წაკითხვადია თან გამოცდილმა ბუღალტერმა იცის რომ პატარა შესყიდვებს არავინ გადაამოწმებს, სიტყვაზე 500 შესყიდვა რო გაქ თვეში იქ 50 ლარიან და 100 ლარიანი შესყიდვების გადამოწმებას სათითაოდ არავინ დაიწყებს თუ რა თქმა უნდა რამე ეჭვი არ არსებობს წინასწარ. ისე თუ წაგიჭირეს ესეთ რამეზე კრიმინალია |
Posted by: Kortes555 1 Sep 2010, 16:19 |
Shagrent ალბათობა მაინც არსებობს! თუ ღირს გარისკვად-მოსალოდნელი რევიზიის შედეგად მიღებული ზარალიც უნდა დაითვალო, თუ არადა . . . .უაზრობააა! |
Posted by: giorgi33 1 Sep 2010, 18:34 |
მოლარემ ვერ შეამჩნია და რამოდენიმე დღე იმუშავა სალაროს აპარატზე სადაც არეული იყო თარიღი და დრო , რა სანქციები შეიძლება დაგვეკისროს ამ შემთხვევის გამო. |
Posted by: Shagrent 1 Sep 2010, 18:44 |
Kortes555 ეგ თავისთავად, მე არავის ვურჩევ ასეთ რამეს, უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე რომ ზოგი ზედმეტად რისკავს სხვა და სხვა მიზეზების გამო, ხშირად ეს ასაკიან ბუღალტრებს ემართებად, სამსახური რო არ დაკარგონ ყველაფერზე მიდიან |
Posted by: -heri- 1 Sep 2010, 22:32 | ||
არაფერი თუ საკონტროლო შესყიდვის დროს არ შეამჩნიეს. |
Posted by: Maiko Shamugia 1 Sep 2010, 22:37 | ||
giorgi33
მე მგონი ჯობია შიდა აქტი შედგეს და ფაქტი დაფიქსირდეს. არამგონია რამე განსაკუთრებული დანაშაული იყოს, რეალიზაცია არ შემცირებულა და ბიუჯეტს არაფერი დაკლებია .... წესით დაზიანების აღმოფხვრამდე უნდა შეჩერებულიყო ნაღდი ანგარიშსწორება. მაგრამ მიუხედავად დარღვევისა სანქცია მე ვფიქრობ არ გეკუთვნით. |
Posted by: acho__1 1 Sep 2010, 22:58 | ||
giorgi33
იმ შემთხვევაში თუ შემოწმებამ შეამჩნია ჯარიმა 139-ე მუხლით, გამოუყენებლობისათვის. როგორც წესი ზეტის თვიური ჯამები უდარდება დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებულ ბრუნვებს და შესაბამისად არც აღმოჩენა იქნება რთული. |
Posted by: -heri- 1 Sep 2010, 23:19 |
რომც აღმოაჩინონ ვერ მიედავებიან, თუ ფაქტზე არ დაიჭირეს, ზეტ ანგარიშები ნუმერაციითა და თარიღი არეულიც რომ იყოს მთავარია ზეტები იყოს თანმიმდევრული, ყოველ შემთხვევასი ფინანსთა მინისტრის არც ერთი ბრძანება არ ითვალისწინებს აღნიშნულ უზუსტობაზე რამე აქტის შედგენას. |
Posted by: acho__1 1 Sep 2010, 23:32 | ||||||
-heri-
სადმე წერია 139-ეში მხოლოდ დარღვევის ჩადენის მომენტში ეკუთვნით ჯარიმაო?
ყველა წაკითხული გაქვს? |
Posted by: revaza88var 2 Sep 2010, 00:09 |
16 ში გავწიე მომსახურება და დავდექი დღგს გადამხდელად, 15 ში მაქვს შეძენილი მომსახურება, რომელიც გამოიყენებოდა 16 ში განსახორციელებელი მომსახურების ჩასატარებლად, მაქვს თუ არა ჩავითვალო აღნიშნული სასაქონლო-მატ. მარაგებზე მარტივადაა, შიდა ინვენტარიზაციას ჩავატარებ და ნაშთზე ჩავითვლი, აქ რას იყვით რა პოზიციები შეიძლება იყოს? |
Posted by: Maiko Shamugia 2 Sep 2010, 01:02 | ||
acho__1
გამოუყენებლობა როგორ გამოდის? ფაქტია გამოიყენა, მხოლოდ ამოიბეჭდა არასწორი თარიღით. რა, ჩასაფრებული პოზიციით უდგება მაინცდამაინც საგადასახადო? |
Posted by: niniaa 2 Sep 2010, 10:59 |
შპსს მიერ ჩატარებულია სამუშაო, მაგრამ შპს-ს დამკვეთისგან ამ ჩატარებულ სამუშაოზე საფასური არ აქვს აღებული,რადგან დამკვეთი გადახდისუუნარო აღმოჩნდა ამ ეტაპზე,რაზეც არის მისი წერილობითი აღიარება. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში შპს-მ მაინც უნდა გადაიხადოს ფაქტიურად ,,ვირტუალური" მოგების გადასახადი ? |
Posted by: Kortes555 2 Sep 2010, 11:06 |
niniaa აუცილებლად! თანხის არ მიღება არ არის საფუძველი გადასახადის არ გადახდისა! თუ სამუშაოს (ან ეტაპის) შესრულება გაფორმდა დოკუმენტურად და ადასტურებს დამკვეთის დავალიანებას შემსრულებლის მიმართ (შესაბამისად შემსრულებელმა დაარიცხა ბუღალტრულად) – მაშინ ბიუჯეტს თავისი ეკუთვნის!!!! |
Posted by: niniaa 2 Sep 2010, 11:54 |
Kortes555 გასაგებია. თუ შპს-ს დავალიანება აქვს სახელმწიფოს ,ამ შემთხვევაში ბიუჯეტის კუთვნილი თანხის სიდიდეს ეს თანხა არ დააკლდება? |
Posted by: Kortes555 2 Sep 2010, 12:07 |
niniaa არანაირად! ეგ სხვა თემაა და სხვა პროცედურებია საჭირო! შედარების აქტის საფუძველზე მოითხოვ მხოლოდ! |
Posted by: niniaa 2 Sep 2010, 12:16 | ||
Kortes555
შედარების აქტის საფუძველზე რას მოვითხოვ, გადავადებას ? |
Posted by: Kortes555 2 Sep 2010, 12:50 |
niniaa გადასახადის გადავადება ხელშეკრულებით შეიძლება საგადასახადოსთან 3 დან 6 თვემდე შეიძლება (მუხლი75 კოდექსის) - შედარების აქტი დაგჭირდება დაბრუნებაზე ან ანგარიშიდან ანგარიშზე გადატანისთვის! |
Posted by: Esprit 2 Sep 2010, 12:54 | ||
თუ ისეთი შემთხვევაა, რომ სექტემბრის ჩეკებზე სხვა თვის თარიღებია, ზეტების თანმიმდევრობა რას უშველის? * * * პრემიების გაცემა დირექტორს თავისი სურვილისამებრ შეუძლია, როცა მოესურვება თუ რის მიხედვით? ასევე, როცა ზარალზე მიდის ორგანიზაცია, მაშინ რა ხდება ამ პრემიებთან დაკავშირებით? ისევ ,როცა როგორც უნდა, შეუძლია გამოწეროს? |
Posted by: Kalenike 2 Sep 2010, 15:05 | ||
Esprit
პრემია ზარალთან რა კავშირშია? ეგ თვითონ ორგანიზაციის გადასაწყვეტია. საშემოსავლოთი კი იბეგრება ეგ ჩვეულებრივად |
Posted by: nat_a 2 Sep 2010, 17:32 |
ხომარ იცით ვინმეს ქონდეს გასაყიდი პროგრამა რომელიც ახალ ფაქტურებს დაბეჭდავს, ანუ რომ შეიცვალა ახლა ფაქტურები ისინი რომ იბეჭდებოდეს პრინტერზე |
Posted by: Kalenike 2 Sep 2010, 21:54 |
nat_a რომელ პროგრამაში? ორისი? 1ჩ? |
Posted by: temozia 2 Sep 2010, 22:25 |
Kalenike ორისში თუ გაქვს ახალი ა/ფ-ის ფორმე გამომიგზავნე რა, ნუ მაწვალებ აწყობაზე, მეზარება |
Posted by: giorgi33 3 Sep 2010, 10:48 | ||
უნაღდო ბრუნვებიც მაქვს და ზეტის ჯამის დასაბეგრ ბრუნვებთან შედარებით არ გამოჩნდება ეგ შეცდომა, მაგრამ დაფიქსირება არ დაფიქსირებაზე არაა საქმე მე საგადადასახადო რისკები მაინტერესებს, ინსტრუქციაში წერია რომ ასეთი შემთხვევის აღმოფხვრამდე უნდა შეჩერდეს აპარატის გამოყენება, მაგრამ როცა ვერ შეამჩნიეს (თვე რომ დამთავრდა არ გადავიდა აპარატი ახალ დღეზე და რამოდენიმე დღის ზეტი 31 რიცხვითაა.) , საგადასახადო ყოველთვის მარტივად ჭრის ხოლმე პრობლემას ბიუჯეტის სასარგებლოდ და არაა გამორიცხული რომ ჯარიმა გამოუყენებლობისთვის დააკისროს მაგრამ აშკარად სადავო საკითხია. მეორე შემთხვევა როცა შეცდომით მოხდა ჩეკის ამორტყმა და შეცდმოით ამორტყმული ჩეკი დაკარგულია temozia ს და სხვა შემთხვევებიც ვიცი რომ შედგენილი აქტები არასრულად მიიჩნიეს და დასაბერგ ბრუნვებში ჩაართვევინეს ეს თანხები, მეც ასე ვაპირებ მითუმეტეს კატასტროფული თანხა არ არის და არ ღირს დავად , მაგრამ რა საფუძველი მივცე ამ ოპერაციას ? |
Posted by: temozia 3 Sep 2010, 11:23 | ||
ეგ ალბათ 2009-ის 31 დეკემბერს მოხდა, ორიონ 100 ფ-ებმა გაჭედეს. შემოწმების დროს ხომ ფისკალურს ითხოვენ და ფისკალურში ამოვა 31.12.2009-ით ჯამური მონაცემი. |
Posted by: Esprit 3 Sep 2010, 14:10 |
იცით, რა მაინტერესებს? მომსახურების გაწევამდეა თანხა მიღებული თუ მომსახურების გაწევის შემდეგ, ანუ ვალდებულებაა თუ მოთხოვნა, მაინც ორივე შემთხვევა ვალდებულებაზეა დასმული. მისაღები და ნორმალურია ეს? თუ მე მეშლება რაღაც? |
Posted by: one_day- 3 Sep 2010, 15:33 | ||
Esprit
ვერ გავიგე კარგად სავარაუდოთ შენი კითხვის პასუხი ეს არის : თუ წინასწარ არის მომსახურების თანხა მიღებული (ვთქვათ ხელზე აიღე და Dღგს არ იხდი) დ1110-კ1710, დ1410-კ6110,დ1720-კ1410, პ.ს სასარგებლო თემაა ყველა ბუღალტერისთვის, გამოცდილის და გამოუცდელისთვისაც.მადლობა ყველას ვინც აქ პოსტავთ |
Posted by: nat_a 3 Sep 2010, 15:54 |
Kalenike არა ისე ცალკე პროგრამა რომ იყოს |
Posted by: Kalenike 3 Sep 2010, 16:10 | ||
nat_a
რავი ეგეთს ექსელში თუ ააწყობ ... ისე არ შემხვედრია |
Posted by: acho__1 3 Sep 2010, 16:16 | ||
giorgi33
წერილია შემოსავლების რომლის მიხედვითაც მაგ შემთხვევაში X ანგარიში უნდა გქონდეს შენახული(ანუ დღის განმავლობაში თითოეული ამორტყმის გაშიფვრა სადაცაა ნაჩვენები), თუ X-იც არ გაქვს უკვე აღარ გაითვალისწინება გაუქმება. |
Posted by: Esprit 3 Sep 2010, 16:28 | ||
გმადლობთ! მოგწერეთ და ვეცადე, უფრო გასაგებად ყოფილიყო |
Posted by: Kalenike 3 Sep 2010, 16:52 | ||
temozia
ორისში არ მაქვს, 1ჩ-ში ვმუშაობ. პროგრამისტმა აგვიწყო, თუ გინდა ორისში აწყობა, ACCA-ში თემურას თუ იცნობ აბესაძეს, ის აწყობს |
Posted by: temozia 3 Sep 2010, 17:51 |
ვიჩალიჩე და ავაწყვე დღეს |
Posted by: MEGI_MEGI 3 Sep 2010, 21:41 |
ინფო ბუღალტერიაში რა იგულისხმება კონკრეტულად? პროგრამაა რამე? |
Posted by: lorenco2 3 Sep 2010, 22:34 |
მაქვს ერთი კითხვა. ვარ ინდ მეწარმე. მაქვს მაღაზია სადაც უბრალო ფიზიკური პირისგან ვახდენ შესყიდვას, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე მაგალითად: " კომპიუტერის ნაწილის ვიდეო კარტის" მაგალითად 100 ლარად. ამ შემთხვევაში მე ვალდებული ვარ ვისგანაც ვიყიდე იმის საშემოსავლო 20% მე გადავიხადო ანუ 100 ლარისგან 20 ლარი , და კიდევ ჩემი მოგების 20 % ? |
Posted by: one_day- 3 Sep 2010, 23:41 | ||
lorenco2 კი, ოღონდ 100 ლარს თუ მიცემ ხელზე საშემოსავლო 25 ლარი გექნება გადასახდელი
ეს ვერ გავიგე |
Posted by: lorenco2 4 Sep 2010, 00:20 |
one_day- მე ვიყიდე როგორც ინდ მეწარმემ ფიზიკური პირისგან 100 ლარად ნივთი. ანუ მე გადავუხადე 100 ლარი მას. მე ვალდებული ვარ ამ თანხის 20% გადავიხადო ? ანუ 20 ლარი. და მე როცა ამ ნივთს გავყიდი მაგალითად 120 ლარად კიდევ ჩემი მოგების 20 % უნდა გადავიხადო? |
Posted by: one_day- 4 Sep 2010, 00:30 | ||
გასაგებია.არ მოგიწევს, თუ ფიზიკურ პირს ერთჯერადად დაიქირავებ,რაიმე სამუშაოს შესასრულებლად მაშინ მოგიწევს, 100 ლარს თუ მიცემ ხელზე 25 ლარი იქნება საშემოსავლო გადასახდელი
კი. ოღონდ 15%-ია მოგების გადასახადი ედითედ |
Posted by: witty 4 Sep 2010, 01:35 | ||
lorenco2 20% წლიური საშემოსავლო
ეს შპს-მ ინდ მეწარმეა ეს |
Posted by: Maiko Shamugia 4 Sep 2010, 08:37 | ||
lorenco2
არა. - ვალდებული ხართ მაშინ თუ გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებთ ფიზიკურ პირს, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა. ანუ როცა მომსახურების შესყიდვა ხდება. ვიდეო-კარტის შესყიდვა არ წარმოადგენს მომსახურების შესყიდვას. |
Posted by: one_day- 4 Sep 2010, 09:53 | ||||||
ქორექთ, კითხვა იყო ასე დასმული,აღარ დაუკვირდი |
Posted by: lorenco2 4 Sep 2010, 10:12 |
one_day- witty Maiko Shamugia თქვენ გაიხარეთ , დიდი მადლობა პასუხებისთვის. ცოტა დავმშვიდდი რამოდენიმე ბუღალტერს დავუსვი ეგ შეკითხვა ზოგი მეუბნებოდა ვალდებული ხარ იმ ფიზიკური პირის ვისგანაც იყიდე მისი საშემოსავლო გადაიხადოვო. |
Posted by: acho__1 5 Sep 2010, 19:21 |
მხოლოდ სძინავს P.S. იმედია მალე გაიღვიძებს |
Posted by: Gianni 5 Sep 2010, 19:52 | ||
MEGI_MEGI
http://iberinfo.ge/ |
Posted by: XlargeXsmall 5 Sep 2010, 22:23 |
ფინანსთა მინისტრის 84-ე ბრძანების ცვლილებები (ა/ფ-ზე) ხომ არ იცით საიდან გადმოვწერო? * * * საწვავის ტალონები ვიყიდეთ შპს-მ და ეხლა გვინდა სხვა მივყიდოთ ეს ტალონები. სპეც-ფაქტურა უნდა გამოვწეროთ? თუ ვალდებული ვარ და არ მაქვს გამოწერილი რა ჯარიმაა რო? ს/ზ-ები რომ გამოვწერო? |
Posted by: Kortes555 6 Sep 2010, 08:19 |
XlargeXsmall მე მაქვს და გამოგიზავნი თუ გინდა პმ-ში მომწერე ფოსტის მისამართი |
Posted by: XlargeXsmall 6 Sep 2010, 09:51 |
ფინანსთა მინისტრის 84-ე ბრძანების ცვლილებები (ა/ფ-ზე) ხომ არ იცით საიდან გადმოვწერო? * * * საწვავის ტალონები ვიყიდეთ შპს-მ და ეხლა გვინდა სხვა მივყიდოთ ეს ტალონები. სპეც-ფაქტურა უნდა გამოვწეროთ? თუ ვალდებული ვარ და არ მაქვს გამოწერილი რა ჯარიმაა რო? ს/ზ-ები რომ გამოვწერო? |
Posted by: Maiko Shamugia 6 Sep 2010, 12:04 |
XlargeXsmall ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას მიმწოდებელი არ არის ვალდებული გამოწეროს სსაფ . (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველი ითხოვს სსაფ-ის გამოწერას). თუ გადასახადის გადამხდელი გარიგების საფუძველზე ახორციელებს ნავთობპროდუქტის მიწოდებას ტალონებით, ასეთი მიწოდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N87 "( ,,ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე) მე-9 მუხლის შესაბამისად ითვლება საცალო მიწოდებად. (მაგრამ მყიდველმა თუ მოგთხოვა??? მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ისე შენს ადგილზე საგადასახადოში დავრეკავდი და გადავამოწმებდი. რაღაც დეტალების დაზუსტება შეიძლებოდა). და ალბათ დაგჭირდება "ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი"-ის დადებაც, როგორც საბუღალტრო დოკუმენტის. |
Posted by: temozia 6 Sep 2010, 15:33 |
ვისაც 200 000-ზე მეტი ბრუნვა აქვსო საბაჟოზე დღგ-ს აღარ გადაიხდისო და რა იცით ამის შესახებ? |
Posted by: Kobalty 6 Sep 2010, 17:14 |
მეგობარმა დაარეგისტრირა ინდ. მეწარმე მაგრამ არაფერს არ საქმიანობს, დარეგისტრირდა და მორჩა. და რამე წერილი არის საგადასახადოში ჩასაბარებელი ამის თაობაზე, რო დეკლარაციების ჩაბარების ვალდებულება არ დაუდგეს? |
Posted by: goga_g 6 Sep 2010, 17:19 | ||
Kobalty
არა. თუ არ დარეგისტრირდა და საქმიანობაც არ ქონია,შესაბამისად შეწყვეტაზეც ვერ დაწერს განცხადებს. დეკლარირების ვალდებულებაც რა თქმა არა აქვს. |
Posted by: Kobalty 6 Sep 2010, 17:35 | ||
goga_g
გაუქმება არც უნდა. დარეგისტრირდა როგორც ინდ მეწარმე, უბრალოდ მეტი არაფერი გაუკეთებია. ხოდა რეგისტრაციის გაუქმების წერილი კი არ უნდა რო ჩააბაროს, უბრალოდ ესე ყოფნის შემთხვევაში - ანუ ნულოვანი ოპერაციების შემთხვევაში საჭიროა დეკლარაციების ყოველთვიურად/წლიურად ბარება თუ არა? ან იმაზე თუა წერილის ჩაბარება რომ საერთოდ არ ფუნქციონირებს? |
Posted by: goga_g 6 Sep 2010, 18:29 | ||
Kobalty
ნებაზეა დამოკიდებული თუ უნდა ჩააბაროს თუ უნდა ნუ ჩააბარებს, მაგაზე დაჯარიმებით მაინც არავინ დააჯარიმებს. საქმინობის შესახებ შეტყობინება ხდება იმ დროს , როდესაც საქმიანობას წყვეტ ანუ ლოგიკურად დაწყებული უნდა გოქნდეს. |
Posted by: Kortes555 6 Sep 2010, 19:02 |
temozia ეგ ჯერ პროექტია! 2011 წლიდან ამოქმედდება თუ დამტკიცდა ახალი კოდექსი * * * Kobalty კი უნდა შეატყობინოს რომ საქმიანობა შეწყვეტილია დროებით! პირველივე შემოსავლის მიღებიდან მე2 დღეს აცნობოს რომ დაიწყო საქმიანობა! |
Posted by: Kobalty 6 Sep 2010, 19:22 | ||
Kortes555
ანუ მივიდეს საგადასახადოში და მიახლოებით შეგიძლია მითხრა - ზუსტად რა სახის წერილი უნდა დაწეროს? ასევე, ინდ მეწარმედ დარეგისტრირდა აქ, თბილისში, საჯარო რეესტრში - მაგრამ ჩაწერილია ქუთაისში და შესაბამისად მისამართადაც ქუთაისის მისამართი აქვს მითითებული. ხოდა წერილი რომელ საგადასახადოში უნდა ჩააბაროს, თბილისის თუ ქუთაისის? |
Posted by: -heri- 6 Sep 2010, 22:55 | ||
1 სექტემბრიდან ძალაშია, ანუ მაგ კატეგორიას არ მოუწევს იმპორტზე დეღეგეს გადახდა |
Posted by: goga_g 7 Sep 2010, 01:33 | ||||
Kobalty
ვაახ, არაა საჭირო მაგ წერილის დაწერა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადება რომ დაწერო, შესაბამისად დაწყებულიც უნდა გქონდეს. აბა რას წყვეტ თუ დაწყებული არ გაქვს? თუ უნდა მაინც მივიდეს რომელიმე საგადასახადოში და რაიმე შინაარსის წერილს დააწერინებენ. არაა პრობლემა Kortes555
რომელი საქმიანობაა შეწყვეტილი ? რომელი საქმიანობაც არაასდროს არ დაუწყია? პრიმიტიული ლოგიკაა... |
Posted by: Kortes555 7 Sep 2010, 07:11 |
Kobalty ქუთაისის საგადასახადოში |
Posted by: temozia 7 Sep 2010, 09:36 | ||
-heri-
და სად ვნახო ეგ ბრძანება ვერ მეტყვი? |
Posted by: დეკო 7 Sep 2010, 10:00 | ||
temozia
„მუხლი 2441. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი 1. პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა. 3. თუ პირი წერილობით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 4. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი ავტომატურად არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოზე. 5. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. ეს 21.08.2010-ში კოდექსში შესული ცვლილებაა. ბრძანებას ვერ მივაგენი. |
Posted by: temozia 7 Sep 2010, 10:09 |
დეკო მადლობა. 21.07.2010-ის ცვლილებაში ყოფილა. |
Posted by: wow-how 7 Sep 2010, 13:11 |
მაინტერესებს ესეთი რაღაც. ქონებასთან დაკავშირებით: 1000 ლარზე ქვემოთ ქონებას ცვეთა არ ერიცხება და შემიძლია პირდაპირ ხარჯში გავუშვა, ასე რომ ვაკეთებ ორისი პირდაპირ მიგდებს ბალანსიდან ანუ ბალანსზე აღარ მიზის ვთქვათ რაღაც 700 ლარიანი მონიტორი. და წლის ბოლოს როგორ დავარიცხო ქონების გადასახადი როცა ფაქტიურად ბალანსგარეშეა? თუ ისევ ჯობია ხარჯში არ გავუშვა და იჯდეს ისე როგორც არის?და ცვეთაც დავარიცხო? ან მჭირდება ძველი ქონების გაყიდვა და როგორ გავყიდო ეს საოხრე რომ ბალანსზე არ მიზის, მაგრამ ოფისში დგას და ფაქტიურად მაქვს მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა |
Posted by: temozia 7 Sep 2010, 13:22 |
wow-how ორისში ძირითად საშუალებებზე დასვი და ცვეთაც დაარიცხე, ოღონდ საგადასახადო მიზნებისთვის გაიყვანე პირდაპირ ხარჯში და მასზე დარიცხული ცვეთა აღარ იანგარიშო. |
Posted by: wow-how 7 Sep 2010, 13:24 | ||
temozia
და ეგ როგორ გავატარო ხომ ვერ დამიკონკრეტებ? |
Posted by: temozia 7 Sep 2010, 15:03 |
wow-how საგადასახადო მიზნებისათვის გატარებები არ კეთდება. |
Posted by: wow-how 7 Sep 2010, 15:10 |
2100 3110 7400 3110 3340 3110 ანუ მაინც ესე უნდა გატარდეს? |
Posted by: temozia 7 Sep 2010, 15:27 |
2100 3110 შეძენა 3340 3110 ჩასათვლელი დღგ 3110 1210 გადახდა 7400 2200 ცვეთა საგადასახადო მოგება იქნება: ფინანსურ მოგებას- 1-ლი გატარების თანხა+4-ე გატარების თანხა |
Posted by: wow-how 7 Sep 2010, 15:33 |
აჰა გასაგებია დიდი მადლობა ტვინი კი შეგიჭამე მაგრამ |
Posted by: Kortes555 7 Sep 2010, 17:08 |
temozia http://mof.ge/default.aspx?sec_id=2032&lang=1 აქ ნახე!!! * * * მუხლი 208. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი 1. ამოღებულია (27.12.2005. N2546) 2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის. 3. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. (25.05.2006. N3138) 4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ღირებულებაში შეიტანება მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები. 5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასსზე მეტ ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით. 6. თუ გადასახადის გადამხდელი არ ახდენს თავის საკუთრებაში არსებული საქონლის ინდივიდუალურ აღრიცხვას, ამ საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღსარიცხად გამოიყენოს ერთ-ერთი მეთოდი: ა) მეთოდი Fifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის მიკუთვნებულია სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად – ის საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის მანძილზე (განმავლობაში) მისი წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით; ბ) მეთოდი Lifo, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში რეალიზებულად ითვლება უკანასკნელად წარმოებული (შეძენილი) საქონელი; გ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი. 7. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით ფიზიკურად გადაამოწმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი. 9. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 10. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამ მუხლის 7 პუნქტზე რას ფიქრობთ ხალხო??? შესაბამისი ინსტრუქციები ხომ არ გამოსულა??????????? |
Posted by: giorgi33 7 Sep 2010, 17:36 |
Kortes555 ინსტრუქციები არ ვიცი, მაგრამ ფასიანი რომ არის ეგ ვიცი. ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 აგვისტოს .ბრძანება 636 ელ ვერსია ხომ არ გაქვთ.ეხლა შემთხვევით წავაწყდი ერთ ჟურნალში,ფინანსთა სამინისტროს რატომ აგვიანდება თავის საიტზე სიახლეების დადება ვერ ვხვდები. განსხვავებული ფორმის სასაქონლო ზედნადების გამოწერის და გამოყენების წესი ასე ქვია., ვინც დისტრიბუციაშია იმათთვის საკმაოდ მოსახერხებელი რაღაც ჩანს ერთი თვალის გადავლებით. |
Posted by: Kortes555 7 Sep 2010, 18:00 |
giorgi33 მაქვს ვორდში!!! მეილი მომწერე პმ-ში! |
Posted by: xatusia21 7 Sep 2010, 19:08 | ||
და საბუთი ხომ უნდა ქონდეს რომ მართლა ვიღაც "X"გან იყიდა "z" ფასად ? |
Posted by: Kortes555 8 Sep 2010, 09:09 |
xatusia21 პირადობის მოწმობის 11 ნიშნა ნომერი და მისამართი. საერთოდ ასრებობს მარტივი ფორმა ფ/პ-სგან შესყიდვაზე. მე ჩემთან სპეციალურად დავაბეჭდინე 2 პირად როგორც შესყიდვაზე, ისე მომსახურებაზე |
Posted by: Kobalty 8 Sep 2010, 13:57 |
goga_g Kortes555 გასაგებია, მადლობა. თუ მოგეპოვებათ, ლინკი რომ მომცეთ სალაროს მეორნეობის შესახებ? ვერაფრით ვიპოვე გუგლში.. |
Posted by: Kortes555 8 Sep 2010, 14:37 |
Kobalty სალაროს მეურნეობაზე ძველი ინსრუქციები გაუქმდა, ახალი ვერ ვნახე . . . . . .მე მგონი აღარც გამოსულა! |
Posted by: Kobalty 8 Sep 2010, 15:11 |
Kortes555 აბა სალაროს მოძრაობა სად უნდა ავსახო? სალაროს წიგნი აღარ არსებობს? პ.ს. სალაროს აპარატი არ გვაქვს,იმიტომ რომ ნაღდით არ ვვაჭრობთ. უბრალოდ ხარჯების რეგისტრაცია მაინტერესებს.. |
Posted by: Kortes555 8 Sep 2010, 15:17 |
სალაროს წიგნი არავის გაუუქმებია (სამწუხაროდ), ისევ უნდა აწარმოო, თუმცა შინაარსით უაზრობაა!!! სალაროს აღრიცხვის კომპიუტერიზაციამ ვერ გააუქმა სალაროს ჟურნალის წარმოების წესი. * * * Kobalty საქართველოს პრეზიდენტის ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა N 70 1998 წლის 6 თებერვალი ქ.თბილისი საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დღეს ეს ბრძანებულება არეგულირებს აღრიცხვას! |
Posted by: batutra 8 Sep 2010, 21:05 |
აუ, 1 რამ მაინტერესებს და იმედია დამეხმარებით. მაინტერესებს, ფართის გაქირავების შემთხვევაში, თუ მე ვაქირავებ, რა მექნება გადასახდელი? დაუშვათ გავაქირავე 1800$ საიდანაც აუცილებელი გადასახადი მაქვს 155$ ეგ არის მომსახურების (შუქი და ეგეთი არა) უბრალოდ მომსახურებაა, რაშიც შედის შუშების წმენდა, დასუფთავება და მსგავსი რამეები, ხოდა მე, საშემოსავლო თუ რაღაც ეგეთი უნდა გადავიხადო? თუ კი, მაშინ როგორ დაანგარიშდება, 1800-155-12%= 1447.60 << ასე თუ ასე >> 1800-12%-155%=1429 (12% არის დღესდღეობით თუ მეტია???) წინასწარ დიდი მადლობა. |
Posted by: The DoctoR 9 Sep 2010, 00:29 |
batutra ალბათ ფიზიკური პირი ხარ და კითხვიდან გამომდინარე გადასახადის მოწმობის არმქონე, ანუ შენ არ იხდი გადასახადებს.... შესაბამისად თუ შენ გაძლევენ 1800 ხელზე და ამის მერე ხდება იმ 155 ლარის ხარჯის გაწევა, მაშინ 450 ლარი უნდა გადაიხადოს დამქირავებელმა (რადგან იბეგრება 1800). თუ მანამდე ხდება ხარჯის გაწევა, მაშინ გამოდის, რომ შენ გაძლევენ 1645 ლარს ხელზე, შესაბამისად გადასახადს გადაიხდის 411 ლარს. მაგრამ 1 მომენტი კიდევ - როგორც ვიცი გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი არის 20% (ანუ რაც ზემოთ დავწერე), ხოლო თუ ფიზიკური პირი გადაიხდის თვითონ, მაშინ 12%. ეს 1 თქვა და ვერ დავდებ თავს სისწორეზე |
Posted by: Esprit 9 Sep 2010, 12:51 |
The DoctoR თუ დამქირავებელიც გადასახადის მოწმობის არმქონეა, მაშინ გამქირავებელი გადაიხდის საშემოსავლოს. რისთვისაც მას რეგისტრაციის გავლა დასჭირდება საგადასახადოში. თანხასაც ისინი დაიანგარიშებენ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ასე არ არის? |
Posted by: kozaki 9 Sep 2010, 14:38 |
მაინტერესებს: მე ვარ იურიდიული პირი და რიგითი მოქალაქისგან შევიძინე რბილი ავეჯი ოჯახიდან, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემიძლია თუ არა გავატარო ხარჯებში და იბეგრება, თუ არა , საშემოსავლოთი ის მოქალაქე ან მე??? ძალიან მაინტერესებს და მიპასუხეთ |
Posted by: Esprit 9 Sep 2010, 14:53 |
kozaki საშემოსავლოს უკავებთ თქვენ მას (20%) და თქვენ იხდით ამ საშემოსავლოს. 1000 ლარამდე ღირებულების თუა, პირდაპირ გაატარებთ ხარჯებში. იმ შემთხვევაში, თუ 1000 ლარზე მეტი ღირებულებისაა, გასათვალისწინებელია, კომპლექტად გაქვთ ნაყიდი თუ ცალ-ცალკე. დაველოდოთ პროფესიონალების პასუხსაც |
Posted by: one_day- 9 Sep 2010, 20:59 | ||||
ამაზე წინა გვერდებზეც იყო საუბარი. ათუ ფიზიკური პირისგან ხდება რაიმე საქონელის შესყიდვა საშემოსავლოს გადახდა არ გიწევთ! საშემოსავლოს გადაიხდით მაშინ, როცა ფიზიკური პირი მომსახურებას გაგიწევთ. ვინც არ იცის დავწერ: თუ ფიზიკური პირი მომსახურებას გაგიწევთ და გიწევთ საშემოსავლოს გადახდა, საშემოსავლოში გადასახდელი არ უნდა იანგარიშოთ,როგორც გადახდილი თანხის 20%. მაგ.: გადაიხადეთ 500ლარი, საშემოსავლო იქნება არა 100,არამედ 125ლარი 500/0.8*0.2
|
Posted by: kozaki 10 Sep 2010, 11:06 |
Esprit one_day- უღრმესი მადლობა |
Posted by: The DoctoR 10 Sep 2010, 12:41 |
kozaki გააჩნია რა შეიძინე. 1000 ლარამდე ძირითადი საშუალება (600-1000) უნდა აიღო ქონებაში და დაარიცხო ცვეთა, გადაიხადო ქონების გადასახადი. მოკლედ ეს შენი სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარეა. შეიძლება 300 ლარიანი ინვენტარიც ქონებაში აიღო. გამოქვითვას რაც შეეხება, ეს მხოლოდ მოგების დეკლარაციაში აისახება (იმ შემთხვევაში თუ ძირითად საშუალებაში აიღებთ). |
Posted by: giorgi33 10 Sep 2010, 18:55 |
ეს ძირითადი საშუალებები აუცილებლად პირდაპირ კავშირში უნდა იყოს შპს ს ეკონომიურ საქმიანობასთან, ქართულ სინამდვილეში ხშირად დამფუძნებელები პირადი მოხმარების ნივთებსაც შპს ს სახელზე ყიდულობენ იმ მოტივით რომ მერე ხაჯრებს შეიმცირებენ, ხანდახან ისეთი რამეებია ბალანსზე აყვანილი გაგეცინება. |
Posted by: temozia 10 Sep 2010, 22:25 | ||
მაგას ინვენტარიზაციით მკურნალობს საგადასახადო იოლად ერთგან სარეცხი მანქანა, ბავშვის ლოგინი და გასაბერი აუზი შემხვდა ეგრე |
Posted by: Shagrent 12 Sep 2010, 18:34 | ||
temozia
|
Posted by: acho__1 12 Sep 2010, 20:11 | ||
http://www.revenue.mof.ge/ownerregistry/SearchReport.aspx?cid=MjAyMjYyMjU2&tid=T3RoZXI=&lang=ge ზალიან მაგარი სახელი აქვს, პირველი სიტყვა შუაზე რო გახლიჩო უკეთესი იქნება * * *
ძირ. საშუალებების ინვენტარიზაციას ატარებენ? |
Posted by: Shagrent 12 Sep 2010, 20:34 |
acho__1 კი, თU ჩათვლიან საჭიროდ |
Posted by: acho__1 12 Sep 2010, 20:41 |
Shagrent მაინტერესებდა სასაქონლო მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციას როგორც ატარებენ ანალოგიურად თუ ხდება, თორემ კამერალურმა თუ საჭიროდ მიიჩნია ჩაატარებენ აბა რას იზამენ. |
Posted by: Shagrent 12 Sep 2010, 20:56 |
acho__1 ეგრე არა, ნუ რავი მე არც გამიგია და არც არსად შემხვედრია ეგეთი რამე პრაქტიკაშI, ნუ ერთი არის ყადაღის დროს უტარებენ კიდევ ინვეტარიაზიას ან ორგანიზაციის ბუღალტერს+ხელმძღვანელს ჩაატარებიებენ და მიატანინებენ სიას, გააჩნია რა |
Posted by: temozia 12 Sep 2010, 21:40 | ||||
acho__1
მე მქონდა რესტორანში ეგეთი შემთხვევა. ჯერ საქონლის ინვენტარიზაციაზე მოიტანეს ბრძანება და დათვალეს და აწონეს ყველაფერი, მერე შედეგები რომ დათვალას საორიენტაციო, ალბათ ეცოტავათ და მესამე დღეს ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციაზე მოიტანეს ბრძანება. დათვალეს მაგიდები, სკამები, დანა-ჩანგალი, ჭურჭელი, დაჟე კედლებზე სურათები და მაყალზე შამფურები * * *
ესეც მაგარი შპს-ა http://www.revenue.mof.ge/ownerregistry/SearchReport.aspx?cid=MjQwODg5OTQ1&tid=T3RoZXI=&lang=ge |
Posted by: wow-how 13 Sep 2010, 17:46 |
მაინტერესებს მსუბუქი მანქანა ყიდვა-გაყიდვის დროს იბეგრება თუ არა დღგ_თი? მითხრეს რო განთავისუფლებულიაო და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
Posted by: algorithm 13 Sep 2010, 23:07 |
გამარჯობათ.. რა მაინტრესებს და თუ ვინმე შეძლემს დახმარებას დიდად მადლობელი დავრჩები. რაღაც საქონელს ვყიდულობ დღგს ფაქტურით, და ვერ ვახერხებ რომ ეს საქონელი გავყიდო ისევ ფაქტურით, ამ სშემთხვევაში როგორ მოვიქცე, ანუ კიტხვა მგონი გასაგებია ხოოო???????????? ვარ ინდმეარმე და ვიხდი დღგს. |
Posted by: Dark_Angell 14 Sep 2010, 05:00 |
კოდები მინდა ხო არ გაქვთ ვინმეს ან სად ვნახო? სახაზინოც და საბუღალტროც. წინასწარ მადლობა. |
Posted by: Kortes555 14 Sep 2010, 08:52 |
Dark_Angell სახაზინო კოდების ინსტრუქცია მაქვს, საბუღალტრო ვერ გავიგე . . . .ანგარიშთა გეგმა? პმ–ში მაილი მომწერე და გამოგიგზავნი |
Posted by: brastinto 14 Sep 2010, 09:21 | ||
პრობლემას სად ხედავთ, ფაქტურით გაყიდი თუ უფაქტუროდ, სასაქონლო ზედნადების გამოწერა მაინც მოგიწევს და დღგ-ს გადახდას ვერ გაექცევი. |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 10:35 | ||
გთხოვთ შემეხმიანეთ |
Posted by: revaza88var 14 Sep 2010, 10:51 | ||
wow-how
ლაივში გითხრეს და არ უჯერებ და აქ ნათქვამს დაიჯერებ? |
Posted by: Gianni 14 Sep 2010, 11:04 | ||
wow-how
მუხლი 230. დღგ-სგან გათავისუფლებულია: ჭ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომეკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ან/და მიწოდება. http://mof.ge/default.aspx?sec_id=2028&lang=1 |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 11:06 | ||
შენ თუ მეტყვი დავიჯერებ |
Posted by: Gianni 14 Sep 2010, 11:09 | ||
მდააა... ავტორიტეტიც ესეთი უნდა? ხალხნო შიდა გადაზიდვის სპეც ანგარიშ ფაქტურები დამრჩა საწვავის, და უნდა ჩავაბარო უკან? ორგანიზაციამ შეწყვიტა საქმიანობა და აღარ მჭირდება. გქონიათ ასეთი შემთხვევა? |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 11:11 | ||
უღრმესი მადლობა ესე დასაბუთებისათვის და მტკიცებულების ჩვენებისათვის. |
Posted by: giorgi33 14 Sep 2010, 11:13 |
შევიძინეთ რამოდენიმე სახეობის პროდუქცია დღგ ს ანგარიშფაქტურით,ვიცი რომ ამ საქონლიდან ერთერთი დასახელება არის განთავისუფლებული დღგ ს გან, ხომ არ გამოუქმებენ ჩათვლას თუ დაფიქსირდა ეს ფაქტი? |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 11:17 | ||||
შენც არ სარგებლობ ნაკლები ავტორიტეტით ჩემს თვალში, უბრალოდ შენი პასუხი ვერ დავინახე, |
Posted by: Gianni 14 Sep 2010, 11:23 | ||
giorgi33
თუ სწორედ გავიგე რამოდენიმე საქონლიდან ერთ-ერთი იყო გათავისუფლებული, თუმცა მასზე დღგ გამოგიწერეს? (ანუ ფაქტურაში გამოყოფილია დღგ?) |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 11:28 |
ეხლა ჩემმს კომპს ელვა ესტუმრა და კინაღამ დავიტოკე, საბოლოო იქნებოდა მადლობა Gianni შენს მიმრთ მადლობა ღმერთს გადავრჩი. და ეხლა რა მაინტერესებს იცი? სალარო აპარატი რომ გავყიდო რაიმე საგადასაადო ოპერაცია ხომ არაა საჭირო? ან გაფრთხილება ან რამე. თუ ვინც იყიდის მერე ის გადაიყვანს მის სახელზე? თუ როგორ ხდება? |
Posted by: Gianni 14 Sep 2010, 11:32 | ||
wow-how
პირდაპირ ვერ გაყიდი,ჯერ საგადასახადოში უნდა მიიტანო,საბოლოო ზეტი ამოარტყან და ამის მერე მოგიხსნიან აღრიცხვიდან.შემდგომ გაყიდე და მყიდველი მივა და დააყენებს აღრიცხვაზე ახლიდან.შეგიძლიათ ერთადაც მიხვიდეთ და უფრო გაიადვილებთ საქმეს. |
Posted by: revaza88var 14 Sep 2010, 12:24 | ||||||
Gianni
ლიკვიდაციისას ხდება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ინვენტარიზაცია და ჩაბარება, თუ უბრალოდ შეაჩერე საქმიანობა, გქონდეს მე არ გამიგია რამე გავალდებულებდეს რომ ჩააბარო. giorgi33
მე მქონია ასეთი ფაქტი და იმ ნაწილში გაუუქმეს რაც განთავისუფლებული იყო. შენც ჩაითვალე იმდენი, რამდენიც გეკუთვნის wow-how
ინტერი ხო მოიგებს დღეს? ლიგის თამაში აქვს - ტვენტე -ინტერი. ჯერ ეს მითხარი და მერე გეტვი რა უნდა ქნა |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 12:33 | ||
Gianni
მადლობააა |
Posted by: revaza88var 14 Sep 2010, 12:34 | ||
wow-how
|
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 12:37 | ||
მაშ მაშ. მოიგებს აბა. ახლა შენი დროა... (დიდხანს გელოდი) |
Posted by: revaza88var 14 Sep 2010, 12:49 | ||
wow-how
ჯერ ხო უნდა მიხვიდე და რეგისტრაციიდან მოხსნა, სადაც დაარეგისტრირე ისევ იქ, მერე გაყიდი ჩვეულებრივ, ოღონთ გაითვალისწინე რომ ამ დროს სალარო აპარატი შენი აღარაა, იმისია, აქედან გამომდინარე ჩეკს ვეღარ ამოარტყავ, ფული ბანკში გადმოარიცხინე და შემოსავალში აღება არ დაგავიწყდეს. წავედი აბა მე შვებულებაში ვარ და უნდა მოვხიო და ერთ კვირაში დავბრუნდები FORZAAAA INTEEEEER! |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 14:38 | ||
მადლობა დიდი აბა კარგ დასვენებას გისურვებ.... ჩვენ მანამდე თავს ვიმტვრევთ ბუღალტერიით |
Posted by: Gianni 14 Sep 2010, 15:10 | ||
revaza88var
ლიკვიდაცია არაა მარა,აქაური ფილიალი გაურკვეველი ვადით აჩერებს საქმიანობას და მთელი დოკუმენტაცია სათაოს არქივში მიდის აშშ-ში. იქიდან რამის გამოთხოვნა და დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და ამათმა კვლავ რომ მოახდინონ საქმიანობის აღდგენა საგადასახადო ახალ ფაქტურებს უეჭველი არ მომცემს. გამოდის ბაგაჟნიკში უნდა ჩავყარო და ვათრიო აქეთ იქით? |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 16:22 |
ერთი კითხვა კიდევ Gianni და revaza88var ეს საოხრე სალარო აპარატი წინა ბუღალტერს ყიდვის თანავე ხარჯებში გაუშვია და შესაბამისად ბალანსიდან ამოვარდა, ხოდა მე ეხლა ეს რომ გავყიდო თანხა როგორ ვაჩვენო რომ ფაქტიურად ბალანსზე არ მიზის ზემოთხსენებული. რა ჯანდაბა გავყიდო. ის კი დეევს კარადაში მართალია მისთვის მაგრამ ორისში რომ არ დევს სათანადო ანგარიშზე? ჰა? მაგარი ჩაინიკური სიტუაციაა და რა მეშველება? |
Posted by: Gianni 14 Sep 2010, 17:46 | ||
wow-how
არაა პრობლემა პირდაპირ შემოსავალში აიღებ მთლიან ფასს,ანუ ხარჯვითი მხარე არ გექნება რა. დ-1410/მყიდველი კ-8190 (სხვა არასაოპერაციო შემოსავალი) |
Posted by: giorgi33 14 Sep 2010, 18:32 | ||
revaza88var
შეიძლება ერთი ანგარიშფაქტურიდან რაღაც ნაწილზე გაიკეთო მარტო ჩათვლა? ხომ ამოაგდებს საგადასახადო პროგარმა ? |
Posted by: wow-how 14 Sep 2010, 22:03 | ||
ოჰ გაგახარა ღმერთმა ისე როგორც მე მიხარია, ძლივს არ ამოვისუნთქე? სულ მაწუხებდა ეს ამბავი.ცოტ ცოტა კიდეა ასეთი პრობლემები და მაშინ დანარჩენებსაც არასაოპ. შემოსავალში ავიღებ |
Posted by: nosstradamusa 15 Sep 2010, 01:43 |
ვირტუალური ზონის პირებო გიხაროდენ...... დღგ-სგან გაგათავისუფლეს :D:D:D |
Posted by: The DoctoR 15 Sep 2010, 10:08 |
giorgi33 ჩაითვალე ყველა, რადგან ერთი ფაქტურაა და დეკემბერში დააკორექტირებ. მე მაქვს ასეთი კითხვა: იურიდიულმა პირმა შემოიტანა თურქეთიდან საქონელი, რომელსაც მოაყოლა EURO 1 საბუთი. 1 თვის უკან ანალოგიურ იმპორტზე საბაჟო გადასახადი არ გადაახდევინეს და ახლა, სექტემბერში კი. მაინტერესებს რაიმე შეიცვალა საბაჟო კანონმდებლობაში? და საერთოდ სად უნდა ვნახო ასეთი რაღაცეები (EURO1 და ასეთებზე მაქვს საუბარი) ? |
Posted by: wow-how 15 Sep 2010, 10:21 |
დილის კითხვა! გაყიდული (შპს-ს საკუთარი) მანქანის თანხა დეკლარაციაში რომელ უჯრაში უნდა ვაჩვენო? მიხვდებით, რომ ეს დღეს მჭირდება და არ დაგეზაროთ/ წინასწარ დიდი მადლობა * * * ქონებასთან არ მაქვს შეხება და ცოტა ჩაინიკურად ვარ ამ სიტუაციასთან |
Posted by: The DoctoR 15 Sep 2010, 10:31 |
wow-how შემოსავალში აიღე ეგ თანხა. და დღევანდელ დეკლარაციასთან არაფერ შუაშია. |
Posted by: wow-how 15 Sep 2010, 10:32 | ||
და ეს შემოსავალი დეკლარაციაში არ უნდა ვაჩვენო? როგორც გაყიდული ქონებიდან? |
Posted by: The DoctoR 15 Sep 2010, 10:38 |
wow-how ერთობლივი შემოსავალი გაგეზრდება ამით და შესაბამისად მოგების დეკლარაციაში აისახება. საშემოსავლო არაფერ შუაშია და დღგ-სგან განთავისუფლებულია ავტომანქანის მიწოდება |
Posted by: wow-how 15 Sep 2010, 10:46 | ||
ხოდა ეს შემოსული თანხა, როგორც შემოსავალი ეგ მაინტერესებს არსად არ უნდა იქნეს ნაჩვენები? გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავალი. დეკლარაციას ვგულისხმობ |
Posted by: The DoctoR 15 Sep 2010, 10:50 |
არსად არ იქნება ნაჩვენები. საშემოსავლოს დეკლარაცია განაცემების მონაცემებს შეიჩავს და არა შემოსავლების და საერთოდ ასეთი მუხლი არცერთ დეკლარაციაში არ არის - "ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი" |
Posted by: wow-how 15 Sep 2010, 11:09 | ||
დიდი მადლობაააა გაიხარე |
Posted by: Gianni 15 Sep 2010, 14:25 | ||
თუ თანხა ბანკით ჩაგირიცხეს ეგრეა. თუ ჩეკი ამოარტყი, მაშინ საშემოსავლოს დეკლარაციაში "ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა" -ში აჩვენებ სხვა რეალიზაციებთან ერთად. |
Posted by: Esprit 15 Sep 2010, 15:43 |
მომწონს აქაურობა |
Posted by: The DoctoR 15 Sep 2010, 15:53 | ||
|
Posted by: GEORGIA007 15 Sep 2010, 16:08 |
საბუღალტრო კარგ კურსს ვერ მირჩევდით? |
Posted by: Gianni 15 Sep 2010, 16:11 | ||
GEORGIA007
ეგეთი არ არსებობს, საფუძვლებს ყველგან გასწავლიან,მერე პრაქტიკა გჭირდება კარგი. საქმე და გასაჭირი საუკეთესო მასწავლებელია! |
Posted by: Kortes555 15 Sep 2010, 17:08 |
Esprit კარგია თუ მოგწონს, ზოგჯერ ახალ რამესაც გაიგებ და ძველსაც გადაამოწმებ |
Posted by: Esprit 15 Sep 2010, 17:17 | ||||
მცირეხნიან კურსებს არ გირჩევთ არცერთ შემთხვევაში არსად ( თვენახევრიდან სამ თვემდე როა ზოგი), თუ ბუღალტერიაზე წარმოდგენა არ გაქვთ საერთოდ. ნორმალური კერძო მასწავლებელი სჯობს ასეთ კურსებს. რა დროის დათმობას ფიქრობთ სწავლისათვის? * * *
ძალიან მომწონს. ვკითხულობ ყოველთვის სასწავლს რა გამოლევს |
Posted by: The DoctoR 15 Sep 2010, 17:37 | ||
ეს იგი მე ვერავინ დამეხმარებაა? |
Posted by: GEORGIA007 15 Sep 2010, 18:01 |
ეი-სისი-ეი -ს კურსებზე რას იტყვით?? |
Posted by: Toxic:) 15 Sep 2010, 18:46 |
90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დღგ ს ჩათვლა რომ არ დაიკარგოს, ძველი დეკლარაციის დაზუსტება და მასში ამ გამორჩენილი ფაქტურის ჩართვა შეიძლება? და პირიქით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ფაქტურა თუ გამოგრჩა დეკლარაციაში და შემდეგ თვეში დააზუსტებ , დაჯარიმებას ხომ არ იწვევს? |
Posted by: The DoctoR 16 Sep 2010, 09:55 |
Toxic:) პირველ შემთხვევაში დაზუსტება საჭირო არ არის. მიმდინარე თვის დეკლარაციაში ჩართე. რაც შეეხება მეორე ვარიანტს: რომ გამოგრჩეს და მეორე მხარემ ჩაითვალოს, მაშინ წერილი მოგივა შემოსავლების სამსახურიდან და მოგთხოვენ დაზუსტებას (მე ასე გამიკეთეს ) |
Posted by: temozia 16 Sep 2010, 10:06 | ||||
The DoctoR
90 დღე თუ გასულია, რომც დააზუსტო მაინც არ ჩაგეთვლება დღგ.
დაჯარიმებას არ გამოიწვევს. |
Posted by: Esprit 16 Sep 2010, 11:17 | ||||
077-ზე დარეკეთ და ვერ გაარკვიეთ? |
Posted by: Gianni 16 Sep 2010, 11:32 | ||
GEORGIA007
http://forum.ge/?f=79&showtopic=34063316 ამაზე მეტი რა გითხრათ? ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა |
Posted by: Esprit 16 Sep 2010, 11:51 | ||
ACCA-ს კურსები რომ აიღოთ, უნდა გქონდეთ აუცილებლად საბაზისო ცოდნა ბუღალტერიაში. კურსები არცთუ ურიგოა. თუმცა მაგ ფასად ბევრად უკეთესი ცოდნის მიღება შეიძლება კარგ კერძო მასწავლებელთან, ( ზედა საფეხურებს არ ვგულისხმობ) თუ სერთიფიკატებს და მოწმობებს არ საჭიროებთ მაინცდამაინც. მადვე , ბუღალტერთა ფედერაციაში, არის ორთვიანი თუ ცოტა მეტ ხნიანი საბუღალტრო კურსი და არც ამას გირჩევთ, თუ ახლა იწყებთ ბუღალტერისს სწავლას. (არც ამ კურსის შემდეგ მიღებული სერთიფიკატი გამოგადგებათ დიდად, თუ დამოუკიდებლად აპირებთ სამსახურის მოძიებას. "მოისმინას" ჰგავს და არა "ისწავლას", როგორც სერთიფიკატების უმეტესობა. ) რამდენ ხანში გინდათ ისწავლოთ? მე პირადად, ვისაც სწავლა უნდა ნამდვილად, პროფესიული სწავლების ცენტრს ვურჩევდი. ბევრად უფრო დაინტერესებული არიან მასწავლებლებიც, რომ კარგი ცოდნა გადასცენ მსმენელებს. ვინც არ იზიარებს ამ აზრს, იქნებ უკეთესი აზრი მოგვაწოდოს, საინტერესო იქნებოდა |
Posted by: wow-how 16 Sep 2010, 12:10 |
და ეს AССA -ს კურსები რა ღირს? ვინმემ თუ იცით? |
Posted by: Gianni 16 Sep 2010, 12:15 |
wow-how [quote]და ეს AССA -ს კურსები რა ღირს? ვინმემ თუ იცით? http://www.accatraining.ge/ აქ ნახე ყველაფერია. Esprit [quote]ACCA-ს კურსები რომ აიღოთ, უნდა გქონდეთ აუცილებლად საბაზისო ცოდნა ბუღალტერიაში. კურსები არცთუ ურიგოა. თუმცა მაგ ფასად ბევრად უკეთესი ცოდნის მიღება შეიძლება კარგ კერძო მასწავლებელთან, ( ზედა საფეხურებს არ ვგულისხმობ) თუ სერთიფიკატებს და მოწმობებს არ საჭიროებთ მაინცდამაინც. მადვე , ბუღალტერთა ფედერაციაში, არის ორთვიანი თუ ცოტა მეტ ხნიანი საბუღალტრო კურსი და არც ამას გირჩევთ, თუ ახლა იწყებთ ბუღალტერისს სწავლას. (არც ამ კურსის შემდეგ მიღებული სერთიფიკატი გამოგადგებათ დიდად, თუ დამოუკიდებლად აპირებთ სამსახურის მოძიებას. "მოისმინას" ჰგავს და არა "ისწავლას", როგორც სერთიფიკატების უმეტესობა. ) რამდენ ხანში გინდათ ისწავლოთ? მე პირადად, ვისაც სწავლა უნდა ნამდვილად, პროფესიული სწავლების ცენტრს ვურჩევდი. ბევრად უფრო დაინტერესებული არიან მასწავლებლებიც, რომ კარგი ცოდნა გადასცენ მსმენელებს. ვინც არ იზიარებს ამ აზრს, იქნებ უკეთესი აზრი მოგვაწოდოს, საინტერესო იქნებოდა smile.gif love.gif [/quote] პა ბალშომუ გეთანხმები. ეი-სი-სი ეი ში ნულიდან დაწყება,მითუმეტეს ინგლისურ სექტორზე ცოტა რთულია,მითუმეტეს რომ როგორც ვატყობ ბევრი რამის მსმენელამდე გადმოცემა უჭირთ და თუ აზზე არ ხარ გაგიჭირდება მიხვედრა. მთლიანობაში იდეაში ალბათ კარგი იქნება ცოდნის გაღრმავებისათვის..... ვნახოთ რა გამოვა.... |
Posted by: wow-how 16 Sep 2010, 12:24 | ||
3 წელია ვმუშაობ და ნეტა არ იქნება საკმარისი? |
Posted by: The DoctoR 16 Sep 2010, 12:27 |
Esprit არ დამირეკია ნამდვილად. კარგი მინიშნებაა მადლობა |
Posted by: Gianni 16 Sep 2010, 12:45 | ||
wow-how
კი საკმარისი იქნება ნამდვილად. ინგლისურთან თუ კარგად ხარ ამ ენაზე სწავლას გირჩევ..... |
Posted by: wow-how 16 Sep 2010, 12:49 | ||
კი ინგლისური დავამთავრე, მაგრამ ბუღალტერიას შევასკდი მაგარია ხო? |
Posted by: Gianni 16 Sep 2010, 12:54 | ||
wow-how
უფ მე მასე სამედიცინო მაქ დამთავრებული და ამ განყოფილებაში რა მინდა ხომ ვერ მეტყვი? |
Posted by: Esprit 16 Sep 2010, 13:23 |
ACCA-ში დამწყებისთვის არც ქართულენოვანი კურსებია, თორე ინგლისური ხომ არა. ცოდნის გაღრმავბისთვის მაღალ საფეხურებზე სწავლა ღირს, როცა სხვა ვერავინ გასწავლის და ვერც პრაქტიკა მოგცემს იმდენს, ამასთანავე სერთიფიკატსაც ფასი აქვს, მაღალი საფეხურებისას, შედარებით. სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ღირს. * * * მე გერმანული დავამთავრე არადა ციფრები და ამოცანები მიზიდავდა ყოველთვის, ჰოდა აი შედეგიც |
Posted by: GEORGIA007 16 Sep 2010, 15:39 | ||
Esprit
მადლობთ, კერძოდ რომელ ცენტრს მირჩევდით? |
Posted by: Esprit 16 Sep 2010, 16:38 | ||
იქ სწავლა 9 თვე გრძელდება. (სასწავლო პროგრამაში ორისის სწავლებაც შედის) გაინტერესებთ? თუ_კი, დავაზუსტებ ხვალისთვის გარკვეულ ინფორმაციას და გეტყვით. |
Posted by: Sonny777 16 Sep 2010, 18:13 |
ხალხო აი ეს ფორმულები არავის გაქვთ? 1. სწრაფი ლიკვიდურობის კოეფიციენტის, მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტის, დებეტური ბრუნვის კოეფიციენტი,საქონელ ბრუნვის კოეფიციენტი.... ყველა კოეფიციენტების გამოსათველი ფორმულები თუ გაქვთ დაწერეთ რა. |
Posted by: GIGA147 17 Sep 2010, 00:58 |
GEORGIA007 კერძო მასწავლებელთან თუ გადაწყვეტთ სწავლას,შემიძლია დაგაკვალიანოთ. მაგაზე უკეთესად არ მგონია ვინმე ასწავლიდეს. |
Posted by: wow-how 17 Sep 2010, 10:40 | ||
აჰაა ეს ნემსიანი როჟა შენ ხარ მაგარია |
Posted by: Esprit 17 Sep 2010, 11:58 | ||
თუ შეიძლება, მეც მომაწოდეთ ინფორმაცია. არის ბევრი პროფესიონალი, რომელიც სწავლებაში საკმაოდ არაპროფესიონალია. და არიან ისეთებიც, რომლებიც პროფესიონალის სახელით მხოლოდ იმიტომ სარგებლობენ, რომ ასწავლიან მათ, ვისაც სამსახურის მალე დაწყების შანსები აქვთ და თავისთავად ასეთი ხალხისგან ექმნებათ სახელი. როგორც ასეთი, სწავლებით დიდად არ გამოირჩევიან სხვებისგან, თუმცა გასამრჯელოს საკმაო თანხას იღებენ. ასეთებთან სწავლა დროის წყალში გადაყრაა. |
Posted by: wow-how 17 Sep 2010, 12:27 | ||
|
Posted by: giorgi33 17 Sep 2010, 13:03 |
უკრაინიდან საქონლის იმპორტისას , საფასურს იხდიო დღგს ჩათვლით და რაღაც პერიოდის მერე უკან გიბრუნდება ეს დღგეო, ასე მითხრეს და რამდენა სწორია , ხომ არ გქონიათ ვინმეს უკრაინიდან იმპორტთან შეხება? |
Posted by: Toxic:) 17 Sep 2010, 13:07 |
Sonny777 mimdinare (likvidurobis) koeficienti= mimdinare aqtivebi/mimdinare valdebulebebi swrafi koeficienti=(fuli+moTxovnebi)/mimdinare valdebulebebi; valis koeficienti=mTliani vali/damfuZneblebis kapitali; valis da aqtivebis koeficienti=mTliani vali/mTliani aqtivebi; procentis dafarvis koeficienti= mogeba gadasaxadebamde da saprocento xarjebis gadaxdamde/saprocento xarjebi; moTxovnebis brunvadoba=mTlini gayidvebi kreditSi/moTxovnebi; moTxovnebis brunvadoba (dReebi)=365/moTxovnebis brunvadoba maragebis brunvadoba=r.p.T/maragebi; maragebis brunvadoba (dReebi)=365/maragebis brunvadoba; aqtivebis brunvadoba=wminda gayidvebi/mTliani aqtivebi; mogebis zRvruli koeficienti (rentabeloba)=wminda mogeba/gayidvebi; ukugeba aqtivebze (ROA)= wminda mogeba/mTliani aqtivebi=rentabelobaXaqtivebis brunvadoba; ukugeba kapitalze (ROE)=wminda mogeba/aqcionerTa kapitali= =mogebis zRvruli koeficientiXaqtivebis brunvadobaXlevereji (mTliani aqtivebi/kapitali) /„du ponis toloba“/ |
Posted by: The DoctoR 17 Sep 2010, 14:46 |
giorgi33 ის ვარიანტი ხომ არ არის, საბაჟო დღგ-ს რომ იხდი და შემდეგ რომ ითვლი? |
Posted by: aladini 17 Sep 2010, 15:29 |
გამარჯობა რამდენიმე კითხვაზე მაქვს და დამავალებთ, თუ მიპასუხებთ )) ფორუმელების რჩევა-დახმარებით შევიტანე სამოქალაქო სარჩელი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე ბაჟი დაეკისრა 3000 ლარი განწილვადებაზე განცხადებით მივმართე და დამიკმაყოფილა ნაწილბრივ, ანუ 1500 ეხლა, 1500 საქმის დასრულების შემდეგ. პირველი შესატანი შევიტანე, ეხლა რაში მდგომარეობს კითხვები: 1. საქმის მოგების შემთხვევაში უვკე შეტანილი 1500 და შესატანი 1500 ლარიც დამიბრუნდება? (ანუ წაგებულ მხარეს დაეკისრება)? 2. მოპასუხე მხარისათვიოს უწყების გადაცემა შესაძლებელია პრობლემა გახდეს. ამ შემთხვევაში სასამართლო დაიწყებს უმისოდ საქმის განხილვას? და თუ ეს შესაძლებელი არაა, როდემდე გაიწელება ეს ამბავი და რა ეშველება უკვე შეტანილ ბაჟს? 3. იგივე საქმეზე გამოძიებაც მიმდინარეობს (ანუ მენაშენეთა ამხანაგობის ტემა, სადაც რაღაც აფიორებია ნაკეთები და პროკურატურა იძიებს. მე პარალელურად გადავწყვიტე სამოქალაქო სარჩელიც შემეტანა), თუმცა როგორც მითხრეს, ძალაინ ნაკლები შანსია, რომ რამე გამოგივიდესო (ანუ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი აღსრულება იქნება გაძნელებული). აქედან გამომდინარე, თუ გადავწყვიტე, მაქვს თუ არა სარჩელის უკან გამოხმობის უფლება და ბაჟი სრულად მიბრუნდება ასეთ შემთხვევაში თუ ნაწილობრივ? და ეს უფლება სასამართლო განხილვების დაწყებამდე მაქვს თუ მერეც? 4. საქმის მოგების შემთხევაში, აღმასრულებელთან ცალკე წარმოება უდნა დავიწყო თანხის ამოსაღებად ან ინვესტორი ფირმის კუთვნილი ქონების აუქციონზე გასაყიდად? და ეს ალბათ ცალკე დამატებით ხარჯებთანაა ხომ დაკავშირებული? დიდი მადლობა წინასწარ )))) |
Posted by: The DoctoR 17 Sep 2010, 17:10 | ||
aladini ეს კითხვა მგონი იურისტებთან უნდა დასვა, უფრო დაგეხმარებიან
ეს მგონი ასეა. ანუ წაგებული მხარე ანაზღაურებს ყველა ხარჯს. |
Posted by: giorgi33 17 Sep 2010, 17:42 | ||
არა სხვანაირად ყოფილა ვნახე უკრაინულ საიტებზე ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ხობალზე და ხეტყეზე ექსპორტიორი იხდის დღგ ს თანხას და მერე სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს,მაგამ უკრაინის ბიუჯეტს დიდი დავალიანება ქონია ამ მხრივ ექსპორტიორების მიმართ, ანუ არ დააბრუნებს ან არა. ისე რა დამთხვევაა უკრაინაშიც დღეს განიხილავენ ახალ საგადასახადო კოდექსს. |
Posted by: ჰერელი 17 Sep 2010, 18:51 |
მოკლედ, ვეძებე და სასაქონლო ზედნადების ელექტრონული ფორმა ვერ ვნახე. რაც ვნახე ის ლინკები უკვე დაძველდა და გასაახლებებლია. თუ ვინმეს დაჭირდება შეუძლია ამ ლინკიდან აიღოს. სასაქონლო ზედნადების ფორმა: http://allshares.ge/download.php?id=375F46B951 |
Posted by: Kalenike 18 Sep 2010, 13:52 | ||
ხო მარა მგონი ეგ ავტომატურად არ ხდება რამდენადაც ვიცი, ეს პირობა უნდა დააყენოს ერთ-ერთმა მხარემ ია ტაკ დუმაიუ |
Posted by: Sonny777 18 Sep 2010, 16:22 |
Toxic:) გაიხარე, მადლობა დახმარებისთვის .დამეხმარე ძალიან |
Posted by: The DoctoR 20 Sep 2010, 00:08 |
ახალი საგადასახადო კოდექსი ხომ არ გაქვთ ვინმეს? ათვირთეთ რაა |
Posted by: brastinto 20 Sep 2010, 11:06 | ||
ამ ლინკზე ნახეთ: http://accountant.ge/forum/index.php?showtopic=344 |
Posted by: The DoctoR 20 Sep 2010, 15:14 |
brastinto მადლობა. მაგრამ როგორც ვიცი რაღაცეები შეცვალეს უშუალოდ უახლოეს ხანებში და ვფიქრობ რომ ეს ვარიანტი მოძველებული იქნება |
Posted by: niaaa82 20 Sep 2010, 15:51 |
დამილინკეთ რა საიდან ამოვბეჭდო სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი უსერ |
Posted by: ninia11 20 Sep 2010, 16:13 |
niaaa82 https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php?exit_url=https://public.reestri.gov.ge |
Posted by: giorgi33 20 Sep 2010, 18:02 |
როცა 24 საათიანი სამუშაოა და ორი სმენა მუშაობს, სალაროს ზეტის ამოღება როგორ არის სწორის თუ ყოველი დღის ბოლოს Z ამოღება სამუშაოს სპეციპიკიდან არ გამოდის (ართულებს ანგარიშს). 1.ყოველის სმენის ბოლოს ( ამ შემთხვევაში ერთ Z ანგარიშზე ორი რიცხვის ინფორმაცია იქნება ) 2. ყოველი სმენის ბოლოს და დღის ბოლოს აქ დღეში ორი ზეტი გამოდის. |
Posted by: vlla 20 Sep 2010, 21:13 |
პირი არის კომპანიის თანამშრომელი. იმის გამო, რომ კომპანიას საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა და შესაბამისად, საკმარისი რაოდენობის ქეში ჯერ არ ჰქონდა დაგროვებული, აღნიშნულმა პირმა თავის საკუთარი თანხით კომპანიის სახელზე შეიძინა ძირითადი საშუალება, ვთქვათ, 5000 ლარის. თანამშრომელს ეს თანხა დაუბრუნდა 2 თვის შემდეგ, ყოველგვარი სარგებლის გადახდის გარეშე. როგორც ვვარაუდობ, 2 თვის განმავლობაში ამ 5000 ლარზე დარიცხული პროცენტი უნდა ვაღიარო კომპანიის შემოსავლად, მაგრამ რომელი საპროცენტო განაკვეთით? ზუსტად ხომ ვერ მიმითითებდით კოდექსის რომელი მუხლი არეგულირებს ასეთ შემთხვევებს? |
Posted by: Did_Giorgi 20 Sep 2010, 21:35 |
თემა იხურება შემდეგი თემა: http://forum.ge/?act=ST&f=41&t=34163034 |