Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ACTION > Call of Duty: WWII


Posted by: David Miller 23 Apr 2017, 00:52
კომპანია Activision-მა ოფიციალურად დაანონსა Call Of Duty-ის შემდეგი სერია Call of Duty: WWII რომლის მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდება. თამაშის შექმნაზე მუშაობს Sledgehammer Games რომელმაც შექმნა Call of Duty: Advanced Warfare. თამაში გამოდის 2017 წლის შემოდგომაზე PS4,Xbox One და PC პლათფორმებზე.ტრეილერი და დეტალური ინფორმაცია იქნება 26 აპრილს მსოფლიო პრემიერის ტრანსლიაციისას.

როგორც იქნა მოეგენ გონს yes.gif

Posted by: zgarb7 23 Apr 2017, 01:18
კაია თუ ნორმალური გამოვიდა დავითრევ მულტიპლეიერის მუღამით

Posted by: sTrSandro 23 Apr 2017, 01:28
ეს ნორმალური გამოუვათ დარწმუნებული ვარ, თუ! რაღაც მომავლის საუდუმლო იარაღებს და ჯეტპაკებს არ დაამატებენup.gif

Posted by: Georgian92 23 Apr 2017, 22:39
ეგრე რა ეს დედა მისექსილი არგვინდა ეს მომავლის ომები და მფრინავი რობოტები ბლიად როგორციქნა მიხვდნენ givi.gif

Posted by: Mr JeimsA 23 Apr 2017, 23:00
ძლივს დაუბრუნდნენ ეს ღლეები თავის ფესვებს
ბოლო სამი ნაწილი რაც ვითამაშე თითქმის ერთი ღლე იყო.
BF1-ის წარმატებულობამ აიძულა უეჭველი ამათ რომ მსგავსი კარგი პროდუქცია შეექმნათ.
კიდე ისაა ღლეობა წელიწადში ერთხელ შემოდგომა ზამთარში უეჭველი რო გამოდის მიფუჩეჩებულივითაა თითქოს იგრა.
დაუთმონ თუნდაც 2 წელი, მთავარია კარგი და ხარისხიანი პროდუქცია დადონ და როგორც BF-ში რეალური ფაქტები თუ შეუშვეს ამათმაც სიუჟეტში, ვაფშე კარგი იქნება.

Posted by: David Miller 26 Apr 2017, 17:09
https://www.callofduty.com/wwii
4 საათში იქნება პრემიერა, ძაან მაინეტერესებს როგორი იქნება. biggrin.gif

Posted by: oldfriend 26 Apr 2017, 17:29
ვააა მაგარია.ეს მომავლის უაზრობები ძაან ცუდად წავიდა.კაია რო გამოფხიზლდნენ.მადლობა კონკურენტ ბატელფილდს

Posted by: ფიესტა 26 Apr 2017, 20:58
https://www.facebook.com/CallofDuty/videos/1504590246269361/


2 წუთში დაიწყება

Posted by: Lasha97 26 Apr 2017, 21:48
რაც იციან ზუსტად იმას დაუბრუნდნენ WWII love.gif



Josh Duhamel up.gif

Posted by: Georgian92 26 Apr 2017, 21:51
როგორც მივხვდი რუსები არ იქნებიან .. lol.gif მაინც მოჭვეს ტიპებმა.. ამერიკას მოუგია ომი ეგრე გამოდის..თამაშს არ ვაპირებ პროსტა მაინტერესებდა რას ანახებდნენ .. იმ თამაშის დედა ვატირე რომელიც მეორე მსოფლიო ომზეა და რუსეთის ლოკაციები არაა თავისი თესლი ატმოსფეროთი ..

Posted by: oldfriend 26 Apr 2017, 22:03
ტრეილერი არაა ცუდი.რაც მთავარია ძველ სტილს დაუბრუნდნენ.მიუხედავად იმისა რო ვორლ ეტ ვორ არ იყო საუკეთესო ნაწილი და მეორე მსოფლიო ომის გადაღეჭილი თემიდან ძაან ძნელია რაიმე ახალი შექმნა,უნდა ვაღიაროთ რო პროგრესი არის.სულ მცირე შემქმნელების აზროვნებაში მაინც და ეს ბევრს ნიშნავს ძალიან

Posted by: David Miller 26 Apr 2017, 22:50
მომეწონა კარგი უნდა იყოს იმ ფუტურეალისტურ ###ობებს აჯობებს ბევრად
QUOTE
როგორც მივხვდი რუსები არ იქნებიან

აუ რუსეთი თუ არ იყო აი ძაან ###ობა იქნება, სტალინგრადის ბრძოლა თუ არ იყო ვაბშე არ ვითამაშებ biggrin.gif

Posted by: zgarb7 26 Apr 2017, 23:25
გეიმფლეი გვაჩვენონ ეს სინემატიკი ვის რათ უნდა.

Posted by: narmonana 26 Apr 2017, 23:34
QUOTE (Lasha97 @ 26 Apr 2017, 21:48 )
რაც იციან ზუსტად იმას დაუბრუნდნენ WWII love.gif



Josh Duhamel up.gif

სლეები.მერამდენეედ,მეეერამდენედ უნდა გადმოვსხდეთ ამ ოხერ ომაჰაზე და მერემდენედ უნდა გვეგონოს თავი რიგით რაიანშიი.

და კიდე ორმოცდამეთოთხმეტე წამზე იმხელა ###ობაა რომ ვიცი უკვე რაც იქნება.

გააჯვან,ტრილიონი ომია,ტრიიილიონიიი.გააკეთონ ამ ოხერ კორეაზე,წესიერად გააკეთონ ავღანეთზე.წესიერად გააკეთონ ვიეტნამზე

Posted by: Luka211 27 Apr 2017, 11:21
მაგრად მინდა ეს დღეებია WW2 ზე თამაში და World At War ის პირველი ნაწილი მუშა ვერსად ვერ ვნახე ხომ ვერ დამეხმარებით რეპაკი რო მომცეთ

Posted by: sanfol 27 Apr 2017, 12:49
narmonana
მაგარია ბეთლფილდმა I მსოფლიო ომი გააკეთა ესენიც არ ჩამორჩნენ და მეორე მოცხეს,
კონკურენცია ინ ექშენ ხალხი ვის აინტერესებს up.gif

Posted by: Mikerson 27 Apr 2017, 14:27
მეტს მოველოდი, ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება down1.gif

Posted by: zep 27 Apr 2017, 14:48
ისევ ამერიკა ტხე ბესტ drug.gif drug.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: oldfriend 27 Apr 2017, 16:08


საინტერესოა.

Posted by: narmonana 28 Apr 2017, 10:40
ეეე,ამერიკელები აკეთებეენ იგრაას,აბა რუსებზე რა პონტშI უნდა გააკეთონ

სტალინგრადი ხო იყოო?მთელი ბერლინები ხო იყოო?

ახლა იქნებ მარტო სათავისოდ უნდათ?

მაინც სლეობა იქნება.პროსტა წწ2 კარგი თემაა,გარანტირებული წარმატება,თუ მართლა ორშაურიანი სტუდია არ გაქვს.

Posted by: mithrandir 28 Apr 2017, 10:52
ამბობენ ბევრად უფრო ჰარდქორი იქნებაო.
http://gameland.ge/call-of-duty-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%90/

Posted by: narmonana 28 Apr 2017, 12:12
“ქვედანაყოფის წევრობა ნიშნავს ერთად მუშაობას და ერთამენთის დახმარებას და ეს ძალიან დიდ როლს ითამაშებს Call of Duty: WW2-ში. თქვენ დამოკიდებული იქნებით სხვებზე. მაგალითად, თუ აღარ დაგიმთავრდათ ვაზნები, შეგიძლიათ თხოვოთ თქვენს გვერდით მებრძოლს, რომელიც მოგცემთ ტყვიებს. სხვადასხვა ჯარისკაცებს ექნებათ სხვადასხვა ატრიბუტები.”



ასწორებს ბათლფილდი

Posted by: zgarb7 28 Apr 2017, 12:24
სტიმზე უკვე ფრე ფურჩეისი არის 32 $-ად.
რო გამოვა 60$ ეღირება ნეტა?

Posted by: David Miller 28 Apr 2017, 13:43
სტუდია Sledgehammer Games-მა გაამხილა პირველი ოფიციალური დეტალები Call of Duty: WWII-ის შესახებ, რომლის სიუჟეტი მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, აშშ-ს პირველი ქვეითი დივიზიის გარშემო. (US 1st Infantry Division). თამაშის მთავარი გმირი არის 19 წლის რიგითი რონალდ დენიელსი (Private Ronald Daniels). თამაშის მსვლელობისას სიუჟეტი, ასევე ნაჩვენები იქნება სხვა პერსონაჟების კუთხიდანაც, მაგალითად - ფრანგი გოგონა მოწინააღმდეგეთა საიდუმლო ორგანიზაციიდან. მასში ასევე წარმოჩენილი იქნება ომის ადრეული პერიოდის ბრძოლის მონაკვეთები..Call of Duty: WWII-ში ნაჩვენები იქნება უბრალო ჯარისკაცის არა მხოლოდ პირადული ისტორია, არამედ დივიზიის მებრძოლების ურთიერთდამოკიდებულება მძიმე საბრძოლო დავალებების შესრულებისას. შემქმნელები პირდებიან ფანებს, რომ ყოველგვარი გადამეტების გარეშე წარმოაჩენენ ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებისას მოხდარ სისასტიკესა და საშინელებებს. SledgeHammer Games-ის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ "ის იქნება ყველაზე დიდი და უბრალოდ საუკეთესო თამაში, რაც კი მათ ოდესმე შეუქმნიათ

ესეც MultiplayerTeaser

მგონი დიდი რუკები იქნება როგორც ბფში ...

Posted by: oldfriend 28 Apr 2017, 14:03
მერე რ რო რუსებზე არააა.მასე რო ყოფილიყო ფაქტიურად პირველი ვორლდ ეტ ვორის გადამღერება იქნებოდა.გრაფიკითაც არა მგონია რაიმე ინოვაციური იყოს.ამიტომ მივიღებდით ისევ ვორლდ ეტ ვორს და რა განსხვავება იქნებოდა?და კიდე წლის საუკეთესო თამაშს არავინ ელის.აქ მთავარი სხვა რამეა რო როგორც იქნა აზრზე მოვიდნენ და ძველ სტილს დაუბრუნდნენ.

Posted by: zep 28 Apr 2017, 14:22
oldfriend
არადა ეს დდეიც უკვე ამოვიდა ყელში
თამაში არაა მეორე მსოფლიოზე რო არ გააკვეხონ


Posted by: ბიჭური 28 Apr 2017, 14:34
კარგი რააააააა კარგიიიიიი
ამერიკელი #########ბი

რა ნორმანდია? ხო არ ანძრევენ ეგენი. ისევ ამერიკული პროპაგანდისტური იდეის მსხვერპლი გახდა მორიგი თამაში.
რეალურად

შეიძლებოდა ცოტა მაინც ჩაეკვეხებინათ საბჭოთა ფრონტი, სადაც ბევრად უფრო საინტერესო მოვლენები იყო.
ეეეეეეეეეეეე....რამხელა პოტენციალს კარგავენ


პროხოროვკის სატანკო ბრძოლა დაიდოს ახალი ფიზიკით HDში თქვენი დედა ###########ნ mad.gif



Posted by: oldfriend 28 Apr 2017, 16:00
მერე რ რო რუსებზე არააა.მასე რო ყოფილიყო ფაქტიურად პირველი ვორლდ ეტ ვორის გადამღერება იქნებოდა.გრაფიკითაც არა მგონია რაიმე ინოვაციური იყოს.ამიტომ მივიღებდით ისევ ვორლდ ეტ ვორს და რა განსხვავება იქნებოდა?და კიდე წლის საუკეთესო თამაშს არავინ ელის.აქ მთავარი სხვა რამეა რო როგორც იქნა აზრზე მოვიდნენ და ძველ სტილს დაუბრუნდნენ.

Posted by: Gigee 28 Apr 2017, 19:17
სამი კომპანია ხო უშვებს სერიას და შემდეგი ისევ მომავალი უწევს givi.gif

Posted by: sTrSandro 30 Apr 2017, 01:50

Posted by: justhappy 30 Apr 2017, 02:00
დამოვიდა უკვე დევს სადმე საინსტალაციო ?

Posted by: KickOff 30 Apr 2017, 02:17
justhappy
QUOTE
თამაში გამოდის 2017 წლის შემოდგომაზე



Posted by: justhappy 30 Apr 2017, 02:22
KickOff
up.gif

Posted by: nika1792 30 Apr 2017, 11:34
ნაცისტების მხარეზე ვიქნებით ეხლა? biggrin.gif

Posted by: zep 30 Apr 2017, 11:41
nika1792
ეეჰ სადაა ნაცისტები და კაი ცხოვრება user.gif
პენდოსა ამერიკოსების drug.gif



Posted by: Mikerson 13 Jun 2017, 14:28

Posted by: Georgian92 14 Jun 2017, 00:42
ბფ 4 ზე მაღალი მონაცემები თუ არ დაჭირდება ვიყიდი

Posted by: zgarb7 14 Jun 2017, 00:53
მეც ვიყიდი მგონი. მომეწონა ძაან. ვვ2ზე მაგარი იქნება. ბფ1-ს მიქაჩავს ჩემი კომპი

Posted by: ტემპერა 15 Jun 2017, 20:37
WWII -ზე თამაშები კიდევ ბლომად არსებობს? Saboteur-ის და World At War-ის გარდა??

Posted by: FletcheR 15 Jun 2017, 20:51
ეს ვიყიდო თუ ბფს პრემიუმი biggrin.gif


ვაცადოთ ჯერ გამოვიდეს. ეხლა კი კაი ჩანს მარა საბოლოოდ რა გამოვა კაცმა არ იცის

Posted by: narmonana 15 Jun 2017, 21:13
ტემპერა
ბროდერს ინ არმზ.ძალიან მაგარი იგრაა

მედალ ოფ ჰონორი,ძალიან მაგარი იგრაა.

ვულფენშტეინი

Posted by: ტემპერა 15 Jun 2017, 22:17
narmonana
QUOTE
ბროდერს ინ არმზ.ძალიან მაგარი იგრაა

მედალ ოფ ჰონორი,ძალიან მაგარი იგრაა.

ვულფენშტეინი


მადლობა

Posted by: FeelsBadMan 16 Jun 2017, 01:41
რატომ არ აკეთებენ გერმანიის ფრონტს ვერ ვხდები
ვითომ ზოგ ქვეყანაში შეიძლება აკრძალონ და მაგისი ეშინიათ ?
სსრკ მაინც გაეკეთებინათ sad.gif

Posted by: narmonana 16 Jun 2017, 07:47
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ქალი ჯარისკაცი გაჩითესს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Anaconda 16 Jun 2017, 13:48
QUOTE
რატომ არ აკეთებენ გერმანიის ფრონტს ვერ ვხდები
ვითომ ზოგ ქვეყანაში შეიძლება აკრძალონ და მაგისი ეშინიათ ?

Multiplayer-ში იქნება smile.gif

Posted by: brevalo 17 Jun 2017, 00:11
საკაიფო თამაში იქნება, მაგრამ გერმანიის კამპანიას რატო არ აკეთებენ ვერ ვხვდები.
იმიტომ რომ "იიიიიიიი ნაცისტები ბოროტები იყვნენ და დანარჩენები მსოფლიოს გადამრჩენი ცის ანგელოზები? facepalm.gif


მოეგო გერმანიას ww2 და ვითამაშებდით გერმანიით ყველა შუთერებს biggrin.gif

P.S. ეხლა არ თქვათ გერმანიას რომ მოეგო არ ვიარსებებდითო. ძალიან კარგად ვიარსებებდით და ბევრად კარგად ვიქნებოდით yes.gif

Posted by: aviatori1 17 Jun 2017, 12:39
brevаlo
გერმანიას რო მოეგო ომი, რეალობაში მოგვიწევდა "შუთერის თამაში" biggrin.gif

Posted by: Georgian92 17 Jun 2017, 18:28
მაინც ჩააჯვეს ტიპებმა.. გერმანიის და საბჭოთა კავშირის გარეშე როგორ შეიძლება მეორე მსოფლიო ომი facepalm.gif იმედია ონლაინში მაინც იქნება ნორმალური.. არადა როგორ მევასება ww2 ...პიდარმონი ემერიქა

Posted by: Mikerson 27 Aug 2017, 00:10
https://community.activision.com/t5/Sledgehammer-Games/Welcome-to-the-Call-of-Duty-WWII-Private-Multiplayer-Beta/ba-p/10364905

Posted by: FletcheR 27 Aug 2017, 00:22
ვინ ითამაშეთ აბა ?

BF-სთან შედარებით CS-ა biggrin.gif

Posted by: thug 29 Aug 2017, 02:53
როდის გამოვა ?

...........................................

Posted by: FletcheR 29 Aug 2017, 07:11
thug
3 ნოემბერს

Posted by: RedBulla 30 Aug 2017, 17:05
რა მონაცემები დაჭირდება ჯერ არაა ცნობილი ხო?

Posted by: thug 31 Aug 2017, 01:30
FletcheR
QUOTE
3 ნოემბერს


up.gif


Posted by: zgarb7 31 Aug 2017, 10:08
ვვ2-ს ეს ენჯაინი არ უხდება რაღაც

Posted by: ratianee 16 Sep 2017, 13:09
ბანძია! BF იმასუშვება აქიდანაც და იქიდანაც boli.gif

სთორი თუ ექნა ნორმალური და აზრიანი შეილება მაგ პონტში ითამაშოს კაცმა თორე ონლაინში არც უნდა შეადარო BF-ს,ჯერ მარტო BF ის საუნდტრეკები რად ღირს baby.gif

Posted by: Mikerson 16 Sep 2017, 14:22
COD MW2-ის მერე ტრაკისკენ წავიდნენ, ერთი ბლექ ოპსის პირველი ნაწილი გამოვყოფდი, მერე ეგეც გააფუჭეს vis.gif

Posted by: oldfriend 16 Sep 2017, 15:07
QUOTE (Mikerson @ 16 Sep 2017, 14:22 )
COD MW2-ის მერე ტრაკისკენ წავიდნენ, ერთი ბლექ ოპსის პირველი ნაწილი გამოვყოფდი, მერე ეგეც გააფუჭეს vis.gif

ბლექ ოპსი 2 ცუდი იყო????არჩევნის საშუალება რო გქონდა მაგრად ასწორებდა.ადვენსედ ვორფეირი კიდე,მაგარი იყო ეგეც.ნუ გოსტი და ბლექ ოპს 3 ზე კიდე შეიძლება დაგეტანხმო

Posted by: Basiani1202 16 Sep 2017, 23:40
QUOTE
ბლექ ოპსი 2 ცუდი იყო????

ხან კარგი, ხანაც ცუდი.
ალექს მეისონის მისიები კარგი იყო, დევიდის ცუდი. რობოტები, დრონები და უხილავი არმია, ძალიან ზღაპრული თემაა.

Posted by: oldfriend 17 Sep 2017, 01:56
QUOTE (Basiani1202 @ 16 Sep 2017, 23:40 )
QUOTE
ბლექ ოპსი 2 ცუდი იყო????

ხან კარგი, ხანაც ცუდი.
ალექს მეისონის მისიები კარგი იყო, დევიდის ცუდი. რობოტები, დრონები და უხილავი არმია, ძალიან ზღაპრული თემაა.

მომავლის სეტინგი იყო,მერე რა მოხდა.სამაგიეროდ რამოდენიმე დასასრული გქონდა და შენზე იყო დამოკიდებული ზოგ მისიაში როგორ დააასრულებდი საქმეს.მერე ყველაფერი ენდინგზე მოქმედებდა.სპეციალურად 2 ჯერ გავიარე თამაში დასხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ძაან შეიცვალა მოვლენები.სიუჟეტიც ნარმალნი ქონდა.მმთავარი ანტაგონისტი კიდე შედარებით დასამახსოვრებელი იყო.მარტო ის მისია რად ღირს ვითომ ტერორისტს რო ესვრი და მეისონი აღმოჩნდება მერე.სხვათა შორის მაგის შეცვლაც შეგიძლია.ყველა ყვიროდა ახალი შემოიტანეთო და შემოიტანეს ბევრი რამე.აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ.ოფენ ვორლდათ ექციათ???? gigi.gif მე პირადად ერთადერთი ნაწილი რომელიც ძალიან არ მომეწონა და ძლივს გავძელი ბოლომდე.ვორლდ ეტ ვორი იყო.იმედია ამ ნაწილში გამოასწორებენ

Posted by: Basiani1202 28 Sep 2017, 21:56
სტიმზე ბეტა ვერსია უფასოა 2 ოქტომბრამდე.

SYSTEM REQUIREMENTS
MINIMUM:
OS: Windows 7 64-Bit or later
Processor: Intel Core i3-3225 @ 3.30GHz or equivalent
Memory: 8 GB RAM
Graphics: NVIDIA GeForce GTX 660 2GB / AMD Radeon HD 7850 2GB
DirectX: Version 11
Network: Broadband Internet connection
Storage: 25 GB available space
Sound Card: DirectX Compatible

Posted by: zgarb7 28 Sep 2017, 22:25
Basiani1202
ჯერ არაა.
Pre-Load Now. Beta Begins September 29th!
მგონი მარტო გაწერინებს თამაშს. ეხლა ვცდი.
მარა კარგია რო დადე ნიუსი გადმოვწერ აუცილებლად.
მერე ალბათ ვიყიდი კიდევაც. ჩემი ნოუთბუკიდან უნდა შევუბერო

Posted by: Basiani1202 28 Sep 2017, 23:01
zgarb7
QUOTE
Beta Begins September 29th!

მდებარეობაში დე_სე_თე-ს ქვეყნების დროა მითითებული. საქართველოც ამავე მდებარეობაში აქვს მოხსენებული სტიმს. 29 სექტემბერია უკვე ყაზახეთის დროით smile.gif

Posted by: zgarb7 28 Sep 2017, 23:08
Basiani1202
ვაუ. მაგარია მაშინ. 55%-ზეა ვიწერ smile.gif)
* * *
გადმოვწერე ვნახე და ნოუთბუქიდან ამის თამაშს აზრი არ აქ ვერ ვითამაშე. ალბათ პრე ორდერს გავაკეთებ და პც-ზე მოვცხებ მერე

Posted by: SabaGEO 29 Sep 2017, 00:04
zgarb7
Basiani1202
რას შვება თამაშობთ? თუ ესე არის?
QUOTE
Pre-Load Now. Beta Begins September 29th!
მგონი მარტო გაწერინებს თამაშს. ეხლა ვცდი.


Posted by: zgarb7 29 Sep 2017, 00:24
SabaGEO
არა ვითამაშე ამ წუთას მარა ნოუთბუქმა ვერ გაქაჩა ნელა ტრიალდებოდა მაუსით რო ვატრიალებდი.

ეხლა პრე პურჩეისი გავაკეთე ვოლეტზე მქონდა ცს გო-ს კეისებიდან და სკინებიდან გაყიდული თანხები და რო გამოვა პც-ზე მოვცხებ მერე.

Posted by: SabaGEO 29 Sep 2017, 14:15
zgarb7
ვერც ჩემმა გაქაჩა sad.gif

Posted by: oldfriend 29 Sep 2017, 19:52
აუ საიდან იწერთ მითხარით.მაინტერესებს ჩემი ჩემი თუ გაქაჩავს ულტრა ლოვზე მაინც

Posted by: QWertWQ 29 Sep 2017, 20:01
oldfriend
სტიმზე დევს

წავშალე მე უკვე
უდებილესი რამეა
სადღაც 5 წლის წინ ნორმალური თამაში იქნებოდა givi.gif

Posted by: ratianee 29 Sep 2017, 20:07
QWertWQ
ხო,მაგარი მათხოვრობაა,ჩაისვარა,ისედაც ჩანდა ვიდეოებიდან

BF 1 რულამს up.gif

Posted by: David Miller 30 Sep 2017, 01:49
ძაან უაზრობაა ამის მულტი..user.gif
სინგლი კი გარქი იქნება და დავხურავ:up.gif

Posted by: QWertWQ 30 Sep 2017, 13:13
ratianee
BF1 არ მითამაშია

BF4 და BF3 მაქვს და ორივე თავში ურტყამს ნებისმიერ ქოდს

რაღაც ფანტაზია აღარ უვარგა დღეს არავის biggrin.gif
შესაძლებლობები გაეზარდათ, მაგრამ ერთმანეთზე უაზრობებს აკეთებენ


Posted by: narmonana 30 Sep 2017, 17:04
ზედმეტად მარაზმში გადადიან,ზედმეტად

არა,ბათლშიცაა პირველი მსოფლიოსათვის შეუსაბამო და პროტოტიპი იარაღები

მაგრამ ამათ ყველაფერს კოლიმატორი გაუკვეტეს biggrin.gif

მაგრამ რამდენ პროცენტს აინტერესებს ეს ისტორიული აკურატულობა,10 პროცენტს?

Posted by: oldfriend 30 Sep 2017, 17:28
QUOTE (QWertWQ @ 29 Sep 2017, 20:01 )
oldfriend
სტიმზე დევს

წავშალე მე უკვე
უდებილესი რამეა
სადღაც 5 წლის წინ ნორმალური თამაში იქნებოდა givi.gif

მადლობა.მართლა ჯობია მერე ვითამაშო სრული რო გამოვა.ვინც რა უნდა თქვას მომწონს ქოდი

Posted by: ratianee 30 Sep 2017, 19:50
QWertWQ
narmonana
1 არი უძლიერესი ონლაინშI ოღონდ,სინგლე ძაან ბანძIა,ეგ თამაში კიარად აყველა BF ონლაინისთვისაა შექმნილი,ოFლაინ ისტორია არცერთს არ უვარგა

ირაღებზე რავი ბევრი მართLა ისეთია რაც არ იყო მგონი 1 მსოფლიოში მარა Mაგრად ასწორებს მაგის თამაში,საუნდტრეკები,გრაფიკა,ოპტიმიზაციაც ძაან მაგარიაქ,კაროჩე ითამაშეთ ბF და ქოდს დაივიწყებთ სამუდამოდ 2kiss.gif

კომპი ვისაც გიწყობთ ოღOნდ ხელს vis.gif

Posted by: ferilous 2 Oct 2017, 07:58
ratianee
მე პირადად დახურვამაც მაგრად გამისწორა ეს 1 ი ძაან განსხვავებული გამოუშვეს

Posted by: ratianee 2 Oct 2017, 08:26
ferilous
ძაან მიფუჩეჩებული სთორია,1 საათში იხურება biggrin.gif

Posted by: ferilous 2 Oct 2017, 08:50
ratianee
გეთანხმები, მაგრამ მე ძირითადად იმ ფაქტებით ვისიამოვნე ყველა ქვეყნის ისტორია რომ არის ჩადებული და ყველა სახის პროფესიით რომ გიწევს თამაში რაღაც უფრო ორიგინალურია.

Posted by: ratianee 2 Oct 2017, 09:01
ferilous
ხო,ეგ კი კარგია,მარა ონლაინში თუარ ითამაშე მთელ მაგ თამაშის მუღამს გვერდს უვლი

პლატი რუზე არის 2 დოლარებშიც უკვე მგონი მაგის ექაუნთები დაითრიე და ითამაშე

ეს COD როდის გამოდის ბოლო ბოლო,რაღაცა სასწაულს ამზადებენ ალბათ ამდენი ხანი რათუნდა gigi.gif თან რა ფასები მოხია biggrin.gif

Posted by: ferilous 2 Oct 2017, 09:06
ratianee
კი ვთამაშობ ონლაინშიც ძაან მაგარია, ანუ მაღალი დონეა ჩემი აზრით უფრო სხვა შუთერებთან შედარებით, ფართო ველი, ეფექტები და ასე შემდეგ,

COD უფრო ვიტყოდი რომ ქაუნთერის სტილია მეტწილად ორივეს სხვა მუღამის დაჭერა უნდა
* * *

Posted by: zgarb7 29 Oct 2017, 22:34
პრე ლოად გაიჩითა სტიმზე. 76გბ-ს აჩვენებს და მართლა მაგხელაა ?

Posted by: Basiani1202 30 Oct 2017, 20:01
იგივე გრაფიკა მიეცი Call of Duty 1-ს და გამოვა ძაან მაგარი თამაში. WWII-ის დედაც ჯეკ biggrin.gif

Posted by: ratianee 30 Oct 2017, 20:52
Basiani1202
ბაზარი არაა,ძველებს ძაან თესლი სთორი ქონდა,სიამოვნებით ვთამაშობდი ყველა ნაწილს 2012 მდე დაჟე 13 მდეც

Posted by: oldfriend 1 Nov 2017, 15:37
Mიუხედქვად იმისა რო მესამე ბლეკ ოპსი ნაგავი იყო,ამ ტრილოგიას ყველაზე მაგარი სიუჟეტი ქონდა.პირველი ბლექ ოპსი ყველაზე მაგარია სერიაში ჩემი აზრIთ.მვ2 ის მერე რა თქმა უნდა

Posted by: _Se7eN_ 2 Nov 2017, 15:14
ვინც აპირებთ CoD:WW2-ის თამაშს, 2 კაცი ვართ და ბარემ ერთად შევუბეროთ.

Steam-ზე დამამატეთ: http://steamcommunity.com/id/Dunishe/

Discord server: https://discord.gg/27rR82X

YouTube livestream: https://www.youtube.com/watch?v=kL51JFdKbf8

P.S. შეიძლება სტრიმი Twitch-ზე გაეშვას და მაგის ლინკსაც დავდებ.

user posted image

Posted by: ROLIKA_24 2 Nov 2017, 22:03
მაგარი რამე ჩანს

https://youtu.be/gZhP0HL5Sbo

Posted by: narmonana 3 Nov 2017, 14:03
ძააან პაზორნი რამე გამოვიდა.იმენა როგორი გაკეთებულია იცით?დებილი თინეჯერებისთვის
ჰიტლერი რომ გაგონილი არ აქვთ.

ომაჰა ბიჩზე მპ18 და დედა#####ული პეპეშა იჩითებაა.სტუკას 37 მილიმენტრიანები ტყვიამფრქვევებივით ისვრის.

არანაირი ისტორიული აკურატულობა.რისთვის აკეთებენ მეორე მსოფლიო ომზე მაშინ

Posted by: Mikerson 3 Nov 2017, 15:49
დაკრეკეს უკვე http://rutor.net/igri_pc/goriachie_novinki/79393-call-of-duty-wwii-digital-deluxe-edition-2017-pc-repack-ot-vicknet.html

ეხლა ნფსს და ასასინის ჯერია up.gif

Posted by: oldfriend 3 Nov 2017, 16:00
მოკლედ დავხურო უნდა ახლა იფინიტი ვარფეირი და ისე შევხვდე ამას.თუ წაიღებს რა თქმა უნდა ჩემი კომპი biggrin.gif მოკლედ რაც პრახაჟდენიე smile.gif ვნახე არაფერი ისეთI მარა კოდია რა

Posted by: zgarb7 4 Nov 2017, 17:54
ვითამაშე ონლაინში არ მომეწონა.
რაღაც ძნელად ტრიალდება აქეთ იქით მაუსი და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. სუფთა გეიმპლეი არ აქ ანუ მაუსი სუფთად არ მოძრაობს რო ნორმალურად დაუმიზნო და მოკლა.
ძველ კოდებში ეს ამბავი კარგად იყო
ტყვილა ვიყიდე უაზრობაა

Posted by: kaxelooo 5 Nov 2017, 11:10
ძალიან მაგარი თამაშია და მაგრად გამისწორდა, კრიტიკოსებო თქვენ დაწერეთ უკეთესი თამაში

Posted by: oldfriend 5 Nov 2017, 14:43
სისტემური მოთხოვნების მხრივ როგორაა.გრაფიკის პონტში დიდი გაუმჯობესებააა??
აი მაგალითად არის შანსი
ი5 5200უ
8გბ რამი
920მ კარტა
დაბალზე გაქაჩოს???????/

Posted by: narmonana 5 Nov 2017, 15:33
kaxelooo
QUOTE
ძალიან მაგარი თამაშია და მაგრად გამისწორდა, კრიტიკოსებო თქვენ დაწერეთ უკეთესი თამაში

Medal of Honor: Allied Assault
Medal of Honor: Airborne
call of duty 2 და 5
Brothers In Arms
Wolfenstein
Red Orchestra 2
Sniper Elite



Posted by: zgarb7 5 Nov 2017, 16:10
oldfriend
i5 6200u
და 940 mx ვიდეოთი ისე გაქაჩა რომ მაუსი გვიან ტრიალდებოდა და აზრი არ ქონდა. ნოუთბუქი

Posted by: baker 5 Nov 2017, 16:38
ისე ომაჰას სანაპიროზე პპშა ს რა ჯანდაბა უნდა ვინმემ გაიგო? biggrin.gif

ძალიან თეატრს გავს რა სულ დასკრიპტული სცენებია არანაერი Destruction ღობე მაინც გატყდეს ეს ოხერი biggrin.gif

ერთი დეტალი რაც მაგრა დამევასა ტყვიამფრქვევები რო ისვრიან მოშნად გადახურებისგან ლულა რო უწითლდებათ ეგაა ნუ ლამაზად გაფორმებული თამაშია რა ონლაინში თამაშის სურვილი სამწუხაროდ არ მაქვს

Posted by: aviatori1 5 Nov 2017, 16:46
მოკლეთ თამაშს დავარქმევდი - მე და ჩემი "რუჩნოი" ებრაელი biggrin.gif

ისე კარგად არის გაკეთებული ტექნიკურად, მაგრამ მაინც რაღაცა აკლია.
მახსოვს მეორე და "ვორლდ ეთ ვორს" რო ვთამაშობდი ისეთი მომენტები იჩითებოდა, რო ყბა ჩამოგივარდება, აქ კიდე არ შემხვედრია მსგავსი არაფერი.
იარაღებიც რაღაც არარეალურადაა გახმოვანებული, თითქოს სათამაშოებია. ბათელფილდ 1-თან ვერც მივა მაგ ამბავში.

4-იანს დავუწერდი რა.

Posted by: kaxelooo 5 Nov 2017, 16:57
narmonana
ყველა რაც ჩამოთვალე ბაზარი არაა კარგი თამაშებია და არც ეს არაა საგინებელი მაგრად მომეწონა გრაფიკა ეფექტები ყველაფერი უმაღლეს დონეზეა

Posted by: narmonana 5 Nov 2017, 17:33
baker
QUOTE
ისე ომაჰას სანაპიროზე პპშა ს რა ჯანდაბა უნდა ვინმემ გაიგო?

კაროჩეო,აღმოსავლეთის ფრონტიდან რომ წამოვიდნენ,გამოიყოლეს თან ნაალაფარი იარაღიო.


გამოტენილია ისეთი უზუსტობებით,აი დაკიდებულია რა biggrin.gif

გარანდში სამი ტყვია რომაა დარცენილი და ზემოდან კიდე მთლიან მჭიდს ატენის,ეგაა სასაცილო.ან კიდე დასაკეცი ლაფატკა რომ ეძრობა
ის პონტია რომ ნაურაზე აქვთ გაკეთებული,რა ძაან ძNელი იყო სტუკას სწორი მოდელის ჩასმა?
kaxelooo
გრაფიკა და ეფექტები რა არის თუ წესიერად არ იყო გაკეთებული სთორი.მეორე მსოფლიო ომზეა თამაში ბოლო ბლო


ნუ ონლაინში ზანგ ნაცისტ ქალებზე არ ვიტყვი პროსტა არაფერს biggrin.gif

Posted by: ROLIKA_24 6 Nov 2017, 16:55
მუშა ვერსია საიდან გადმოვწერო? ფილეზე არ ვარგა

Posted by: giogobrona 6 Nov 2017, 18:57
QUOTE (ROLIKA_24 @ 6 Nov 2017, 16:55 )
მუშა ვერსია საიდან გადმოვწერო? ფილეზე არ ვარგა

http://torrent-games.net/news/call_of_duty_wwii_digital_deluxe_edition_2017_pc_124_repack_by_xatab/2017-12-03-62990

Posted by: kaxelooo 6 Nov 2017, 22:54
ROLIKA_24
QUOTE
ფილეზე არ ვარგა

მაქედან გადმოვწერე და უპრობლემოდ დაყენდა და ჩაირთო

Posted by: ROLIKA_24 7 Nov 2017, 10:47
giogobrona
მადლობა დიდი

kaxelooo
ორჯერ დავყენე არ გაეშვა sad.gif

შეიძლება იმის ბრალია რომ ღამე დავტოვე დილით გათიშული დამხვდა გავაგრძელე გადმოწერა

Posted by: White_Shark 9 Nov 2017, 12:04
რუსული იარაღი რატო იჩითება ევროპაში + თან გერმანულ არმიაში
პპშ -41 ( უდისკო მჭიდით )
შაშხანა ტოკარევი სვტ ( წმინდა საბჭოური შაშხანა ) წესით უნდა ქონდეთ გევერ 43 მაგის ადგილზე
მპ 41 კარგია რო დაამატეს (გვერდზე რო აქვს მჭიდი )
დალშე ნორმალურია
ზოგადად არ მომწონს ამერიკელების და გერმანელების ჯახის წარმოიდგინეთ ამ გრაფიკით რო ყოფილიყო იაპონელების და ამერიკელების ჯახი
უფრო მაგარი იქნებოდა
და ბოლოს ბლექ ოფსი1 (2010) უცვლელად რჩება ჩემს ფავორიტ
Call of Duty ად
* * *
რატო გონიათ ამ დეველოპერებს რომ მპ 40ს თანამედროვე იარაღის სროლის ტემპი აქვს ?
ერთადერთი ნორმალური მპ 40 იყო call of duty world at war ში

Posted by: Basiani1202 10 Nov 2017, 22:11
იპოვეთ 7 განსხვავება. მაშინდელი გრაფიკისთვის ძალზე მაგარია.
ერთი ერთში გადაუშუშავთ COD-ის დეველოპერებს.


QUOTE
ბლექ ოფსი1 (2010) უცვლელად რჩება ჩემს ფავორიტ

სერიოზული თამაშია love.gif
QUOTE
ერთადერთი ნორმალური მპ 40 იყო call of duty world at war ში

COD 1-ში.

Posted by: narmonana 10 Nov 2017, 22:30
Basiani1202
რა გიკვირს.რაც კი რამე ომაჰა ბიჩი ყოფილა თამაშებში,ყველაფერი რიგითი რაიანიდან მოდის

და ვაბშე ქოდი ხო ცნობილია კინოებიდან ინსპირაციებით

Posted by: White_Shark 10 Nov 2017, 22:42
Basiani1202
ბლექ ოფსი არის სერიოზული მართლა ყველანაირად , რა არის უბრალოდ თამაშში ცივი ომის საიდუმლო ოპერაციები ექსპერიმენტები გადასახლებაც არის ნაჩვენები "ვორკუტა "
კუნძული ვოზრაჟდენია ჩემი საპრეზენტაციო თემა იყო არალის ზღვის დაშრობა და რამ გამოიწვია ეს smile.gif))
რეზნოვი ხო საერთოდ მაგარი პერსონაჟია ყველანაირად პატრიოტი ადამიანი შექმნეს იმენა
ბლექ ოფსი 2 მომწონს ოღონდ 1980 იანების კონფლიქტები ავღანეთი და ლათინო ამერიკული კონფლიქტები smile.gif))
აი ბლექ ოფსი სამი არა არ მომწონს მომავლის ომი მარტივად რო გითხრათ

* * *
QUOTE (narmonana @ 10 Nov 2017, 22:30 )


და ვაბშე ქოდი ხო ცნობილია კინოებიდან ინსპირაციებით

თუნდაც რეზნოვის და დმიტრის სცენა ფანტანთან რო გაიცნობ რეზნოვს
ამსელზე ვნადიროვო 3 დღეო უკვეო მერე ამსელი რო მოდის და შენობაში რო შედის , Enemy at the Gates(2001) როდესაც ზაიცევი ხედავს როგორ გადაწყვეტს გერმანელი ოფიცერი შუა ომში ბანაობას lol.gif

Posted by: Basiani1202 10 Nov 2017, 23:12
narmonana
QUOTE
რა გიკვირს.რაც კი რამე ომაჰა ბიჩი ყოფილა თამაშებში,ყველაფერი რიგითი რაიანიდან მოდის

არ მიკვირს. აღვნიშნე რომ ჯერ კიდევ 2001 წელს უფრო მაგარი როჟები ქმნიდნენ თამაშებს. COD-ის ახლანდელმა დეველოპერებმა კი საკუთარი ფანტაზიებით გააკვირვა მოთამაშეები facepalm.gif


RammShark1995
QUOTE
კუნძული ვოზრაჟდენია ჩემი საპრეზენტაციო თემა იყო არალის ზღვის დაშრობა და რამ გამოიწვია ეს smile.gif))

ეგ თამაში ბევრჯერ მაქვს ნათამაშები, მაგრამ ეგ ეპიზოდი არ მახსოვს. ხელახლა ჩავუჯდები სულ თავიდან.
QUOTE
რეზნოვი ხო საერთოდ მაგარი პერსონაჟია ყველანაირად პატრიოტი ადამიანი შექმნეს იმენა

ეს რეზნოვი COD-ების გარდა სხვა თამაშებშიც ხომ არ არის? biggrin.gif ისე ვიკითხე, Modern Warfare-ის ეპიზოდები მაქვს ნანახი იუთუბზე და იქ მოვკარი თვალი. COD1, COD2, BO1 და BO2 მაქვს მხოლოდ სთიმზე. რეზნოვის პონტში ჩავუჯდები სხვებსაც. კიდევ რომლებშია?
QUOTE
ბლექ ოფსი 2 მომწონს ოღონდ 1980 იანების კონფლიქტები ავღანეთი და ლათინო ამერიკული კონფლიქტები

მეც ეგენი, პლუს მეისონს ვუდსი რომ გამოჰყავს აფრიკელთა ტყვეობიდან. ვერტმფრენიდან რომ ხტები ბარჟაზე და მაჩეტეთი ყელს რომ ჭრი ზანგს biggrin.gif
მერე ფანტასტიკებში რომ გადადის ისინი საერთოდ არ მომეწონა, ცალკე ზომბების mode რომ აქვს იმის გარდა. ეგ მაგარი ღადაობაა. ბოლოს 2D-თი რომ სრულდება BO1-ის Zombie Mode biggrin.gif

Posted by: White_Shark 10 Nov 2017, 23:28
Basiani1202
არალის ზღვა აი ის მიამუნებს რო ტვრითავენ და უდანაუშაულო პარტიელ მუშას რო ყელში ცულსა ჩასცემ შტაინერს რო მოკლავს რეზნოვიც რო არის (ვითომ ) ღორები და მაიმუნები რო წივიან ლაბორატორიებში დდ
არა მეტი არსად არ არის მარტო 5 ში და ბლექ ოფსში ( ბლექ ოფს 2შიც არის მამენტ აი უდაბნოში რომ დაგაგდებენ მოღალატე მოჯაჰედები და რო მოდის არაბული ზმანით წყალს რო გალევინებს ) შენი ილუზიაა

ეგ მაგარია აფრიკაში და სან მარინოში რო ხარ რანჩოში რო მორბიან შლიაპიანი კაცები კეტებით biggrin.gif

ზომბი მოდი ბლექ ოფსის მერე აღარ მომწონს რა პონტია შეერთება გამოერთება არ მევასება მაიმუნი რო უნდა გადაუგდო ზომბებს biggrin.gif

Posted by: Basiani1202 10 Nov 2017, 23:45
RammShark1995
გამახსენდა რომელიცაა. Драгович, Кравченко, Штайнер должны умереть, ეგ როცა ვთამაშობდი მაშინ რუსულად მქონდა. ახლა ყველა ინგლისურად მაქვს.
QUOTE
არ მევასება მაიმუნი რო უნდა გადაუგდო ზომბებს

მაგდენ ლეველზე ვერ ვქაჩავ biggrin.gif

Posted by: White_Shark 10 Nov 2017, 23:58
Basiani1202
მე გავქაჩე ერთხელ :დ
დალშე გოსტი ედვანსიდ ვორფეარი საერთოდ არ მომწონს :დ
და ის არ ვიცი როგორია ინფინიტ ვორფეარი კოსმოსში გავიდა ხალხი facepalm.gif

Posted by: ROLIKA_24 11 Nov 2017, 11:50
http://www.picz.ge

ბიჭებო დამეხმარეთ ფილედანაც იგივე გაკეთა მერე ტორენტიდან გადმოვწერე ისევ იგივეს შვება რა ვქნა არ იცით? მაგრად მინდა თამაში biggrin.gif sad.gif

Posted by: aviatori1 11 Nov 2017, 22:11
ROLIKA_24
მსაი აფთერბერნერმა იცისო როგორც ინტერნეტი ამბობს, ასევე რაზგონებმა და ა.შ.

Posted by: ROLIKA_24 11 Nov 2017, 22:47
aviatori1
კი მაქ ჩაწერილი მაგრამ ამ შემთხვევაში გამორთულია sad.gif

Posted by: ferilous 12 Nov 2017, 10:03
tunngle თი ვყომარობ, და ძაან მაგრად ასწორებს ონლაინში, ზომბებიც და პრასტოი ბრძოლაც

Posted by: White_Shark 12 Nov 2017, 11:21
მე მხოლოდ ძმაკაცის იქსბოქსზე ვთამაშობ , ჩემი კომპიუტერი ამას კი არა გოსთი და ედვანსიდი აღარ მიაქვს
ისე არასდროს მევასებოდა ონლაინში მსგავსი თამაშები
მუღამს ვერ ვუჭერ

Posted by: ratianee 12 Nov 2017, 14:49
ვარგა ბიჭებო? სთორის პონტში ღირს ოFლაინის გადმოწერა? ონლაინი ამისი არ მაინტერესებს BF 1-ს ვთამაშობ

Posted by: ferilous 13 Nov 2017, 02:10
ratianee
სთორი არც მიცდია, მაგრამ COD_ს ყოველთვის კაი სთორი ჰქონდა ყველა ვერსიაში, ესეც მაგარი იქნება ეჭვი არ მეპარება

Posted by: SR-71 14 Nov 2017, 16:13
QUOTE (narmonana @ 5 Nov 2017, 15:33 )
kaxelooo
QUOTE
ძალიან მაგარი თამაშია და მაგრად გამისწორდა, კრიტიკოსებო თქვენ დაწერეთ უკეთესი თამაში

Medal of Honor: Allied Assault
Medal of Honor: Airborne
call of duty 2 და 5
Brothers In Arms
Wolfenstein
Red Orchestra 2
Sniper Elite

medal of honor underground
call of duty 3

Posted by: MagicBullet 16 Nov 2017, 21:16
http://rutor.is/torrent/597263/call-of-duty-wwii-digital-deluxe-edition-2017-pc-repack-ot-xatab ეს ვერსია ვინმემ დატესტეთ? მულტიფლეიერი მუშაობს?

Posted by: ferilous 17 Nov 2017, 08:12
The Evil Withing 2_ს გირჩევთ ყველას ვისაც ჰორორ სთორები გევასებათ,ძალიან სუნთქვის შემკვრელი რაღაცაა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: narmonana 17 Nov 2017, 08:34
QUOTE (MagicBullet @ 16 Nov 2017, 21:16 )
http://rutor.is/torrent/597263/call-of-duty-wwii-digital-deluxe-edition-2017-pc-repack-ot-xatab ეს ვერსია ვინმემ დატესტეთ? მულტიფლეიერი მუშაობს?

აბა რა,მულტიპლეიერი მუშაობს,გამოსვლიდან ორ კვირაში..

Posted by: MagicBullet 17 Nov 2017, 16:07
QUOTE (narmonana @ 17 Nov 2017, 08:34 )
აბა რა,მულტიპლეიერი მუშაობს,გამოსვლიდან ორ კვირაში..

ვისაც გადმოწერა უნდა ყველა მაგას კითხულობს, აბა რატო უწერიათ + Multiplayer

Posted by: thug 21 Nov 2017, 05:32
კაი ხანია აღარ მითამაშია ახალი თამაში
აღმოვაჩინე რომ ვიდეო კარტა ვეღარ ქაჩავს sad.gif
evga gtx 760


Posted by: zgarb7 21 Nov 2017, 10:05
thug
მეც ეგ ვიდეო მაქ და გამიქაჩა ჩვეულებრივ

Posted by: thug 22 Nov 2017, 01:59
zgarb7

გაქაჩვით ქაჩავს მარა ისე რაა...
კაი სეტინგებზე ვეღარ ქაჩავს მემორი ცოტა აქვს


Posted by: Bowman 29 Nov 2017, 11:37
გუშინ ვიყიდე და ჩავწერე. ძაან მაგარი გრაფიკა აქვს biggrin.gif
მაგრამ თამაშით უბანძესად ვთამაშობ ჯერჯერობით biggrin.gif

Posted by: VitxomA 9 Dec 2017, 20:15
ამთამაშისთვის რამი 8 გბ ძაან ცოტაა ხო? საშინელი ფპსის ლაგები . gtx 1060 3gb , i5 3470 და 8 gb მაქვს რამი . ალბათ პირველრიგში ოპერა უნდა დავამატო ხო?

Posted by: goga18a 9 Dec 2017, 21:08
VitxomA
8გბ + 3გბიანი ვიდეოკარტა არაა კაცო ცოტა
ალბათ ძაან მაღალ გრაფიკაზე თამაშობ
სეთინგებიდან დაუწიე რეზოლუციას პირველ რიგში მერე გრაფიკას

Posted by: VitxomA 9 Dec 2017, 23:18
goga18a
არა ძაან მაღალზე არა, რეკომენდებულ მონაცემებზე რა საშუალო და მაღალი შერეულად. მეც ეგ მიკვირს. აი მაგალითად 70 ფპსი რომ მაქვს მაუსის გამოძრავებაზე ან აფეთქებაზე ან რავი რამეზე 30- 34 ზე ჩამოდის მერე ისევ ადის და ეგრე

Posted by: goga18a 9 Dec 2017, 23:29
VitxomA
სინგლეპლეიერშიც მასეა??

ფპს ლოკი დაადე 30-ზე
და მაგან შეილება უშველოს
Vsync 2 frame

რავი ოპერატიული არ მგონია პრობლემა თუ სხვა აპლიკაციები არ ჭამენ

Posted by: VitxomA 9 Dec 2017, 23:44
goga18a
ონლაინში არ ვთამაშობ , დახურვა მინდოდა და რამდენიმე ტური ძლივას გავიარე, მე მაინც ოპერატიულის ბრალი მგონია იმიტო რო ვიდეო ძლიერია და პროცესორიც ნორმალური მაქვს, ვცდი აბა მაგეებს რა გამოვა . მადლობა

Posted by: qishooo 18 Dec 2017, 04:36
VitxomA
ზუსტად ეგ მონაცემები მაქ პროცი და რამ , ოღონდ gtx 1060 6gb , მეც მილაგავდა

Posted by: ratianee 23 Dec 2017, 11:25
12 გბ მაქვს რამი და ულტრაზე იდეალურად ვთამაშობ 70-80 ფპს ით GTX970m ზე

სთორი აქვს ძალიან მაგარი ამ თამაშს,მარა გრაფიკით და ფიზიკით BF 1 თან ახლოსაც ვერ მივა,ონლაინისთვის BF1 ჯობია,OFFLINE სთვის ეს chups.gif

Posted by: oldfriend 24 Dec 2017, 00:34
i 5 5200u
8 gb ram
gt 920m

წერპიმად მიდი.დაჟე ყველაფერი დაბალზეც კი არ მაქვს

Posted by: GIOXxXGIO 30 Dec 2017, 23:56
ტექსტურებს ვერ ვუწევ მაღლა რისი ბრალიო უნდა იყოს? ყველაზე დაბალ ტექსტურებზე მათამაშებს უბანძესი გრაფიკა აქვს ესე

Posted by: oldfriend 1 Jan 2018, 21:45
დავხურე.ნარმალნი იყო,მაგრამ უკეთესს ვისურვებდი.ერთადერთი ნაწილი რომელიც ბლეკ ოპსის მერე მარტო ბლეკ ოპს 2 და ადვენსედ ვარფეირი მომეწონა

Posted by: White_Shark 1 Jan 2018, 22:39
oldfriend
ედვანსიდ რამ მოგაწონა ?? facepalm.gif biggrin.gif

ეეეე მე დაჟე ვერ ვიოცნებებ ამის ჩაწერაზე :დ ბლექ ოფს 2 ის მერე არაფერს მიხსნის

Posted by: oldfriend 2 Jan 2018, 13:46
QUOTE (RammShark1995 @ 1 Jan 2018, 22:39 )
oldfriend
ედვანსიდ რამ მოგაწონა ??  facepalm.gif  biggrin.gif

ეეეე მე დაჟე  ვერ ვიოცნებებ ამის ჩაწერაზე :დ  ბლექ ოფს 2 ის მერე არაფერს მიხსნის

რატომაც არა.გაქ ნათამაშები??ძაან მაგარი გამოვიდა.გრაფიკა კარგი ქონდა ძველთან შედარებით.ეს მომავლის გაჯეტებიც კარგი იყო.
როგორც მახსოვს დიდი იმედგაცრუება მარტო ბლეკ ოპს 3 ზე მივიღე (ინფინიტი არ მითამაშია)დანარჩენი წავიდა რა ნარმალნად.დაჟე გოსტს რო ყველა აგინებს,ეგეც სიამოვნებით გავიარე.აი ბლეკ ოპს 3 სუფთა ნაგავი იყო.გული ამერია,ძალის ძალათი მივიყვანე ბოლომდე.მაგრამ ბლეკ ოპსის პირველი ნაწილი მაინც საუკეთესოდ რჩება ჩემ თვალში

Posted by: White_Shark 2 Jan 2018, 14:46
oldfriend
ძმაკაცთან ვითამაშე და არ მომეწონა :დ .... გოსტსაც ვერ ვიტან
რატო არ ევასებათ ისე ბლექ ოფსი 3 ???
ბლექ ოფსი 1 არის კლასიკა " ოლდ ვარ კრიზისი " ... თანაც ბაბუაჩემი 1970 იანებში არალის ზღვაზე იყო მიწვეული იქთიოლოგის სახით ფოტოებიც აქვს "დ
კომბინოზინოში და მასკაში :დ

ტაკ შტო მაგიტომ მევასება კიდევ უფრო biggrin.gif

Posted by: narmonana 2 Jan 2018, 14:57
RammShark1995
პირველ ბლექ ოფსში ვიეტნამის ატმოსფეროს დედა #####ნეს..........


Posted by: White_Shark 2 Jan 2018, 14:59
narmonana
ძაან მაგარი ატმოსფეროა რა გინდა რას ერჩი ? " სეკრეტნაია რუსკაია ბაზა ვ ლაოსე " biggrin.gif

რასაც ქვია იმენნო საბჭოეთის აღტკინება კარგად არის გადმოცემული ..
* * *
კსტატი საბჭოთა პერიოდში მართლა არსებობდა საიდუმლო ბაზა არალის ზღვაში და ქმნიდნენ ვირუსებს და ბიოლოგიურ ბომბებს , ერთ-ერთი იყო ცხენის ვირისული ენცეფალიტი + ყვავილი ქიმერა ვირუსო .. და საკმაო მარაგიც შექმენს მერე გაბაზრდა და დახურეს პროექტი და თანაც საბჭოთა კავშირმა დაასრულა თავისი არსებობა და ის მარაგი გაანადგურეს თერმულად გორბაჩოვმა ოფიციალურადაც გამოაცხადა რომ საბჭოთა კავშირი ხურავდა ყველა ბიოლოგიურ პროეტ თუმცა ვინ იცის რეალურად რა მოხდა :დ biggrin.gif
ზოგი წყარო ამბობს რომ ის ქიმერა ვირუსი დღემდე ინახება მიტოვებულ საცავებში და იმედია ვინმე უზბეკ ბალღს ხელი არ აუცდება და არ მოხსნის ხუფებს lol.gif
ამ თემატიკაზე საათები შემიძლია გესაუბროთ უბრალოდ აშკარად ავცდი თემატიკას ..
უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გეიმინგი ნამდვილად არ არის არაფრის მომცემი მინიმუმ ისტორიაზე გიქმნის წარმოდგენას ...

Posted by: oldfriend 2 Jan 2018, 16:44
QUOTE (RammShark1995 @ 2 Jan 2018, 14:46 )

რატო არ ევასებათ ისე ბლექ ოფსი 3 ???

რატო არ მომეწონა:
1.არანაირი კავშირი არ აქვს(უმნიშვნელო ატსილკებს არ ვთვლი)ბლექ ოპს სერიასთან
2.გრაფიკა არ მაინტერესებდა არასროდს ქოდში,მაგრამ ასეთი გრაფიკით ასე ღლე ოპტიმიზაცია არ ეკადრებოდა
3.ყველაფერი სროლაზეა გადართული,უბრალოდ 1 სტელზ მისიაც არ არი.ბაზას ყოველთვის ხმაურით უნდა მიუახლოვდე.რაც მოსაწყენია
4.არც ერთი არაფრით დასამახსოვრებელი მისია,ან პერსონაჟი
5.მოწინააღმდეგის იარაღის აღება არ შეგიძლია,თვითონ იარაღებიც არ ვარგა.მარტო თავიდან გაქვს არჩევის უფლება,მერე ვეღარ შეცვლი.(და კიდ აღარ ჩამოვთვლი სხვა გეიმპლეის უაზრობებს)
6.საზიზღრად დამუშავებული მომავლის სამყარო.ვერ ხვდები,რა ხდება?ვინ?რატო?როდის?სად?ღლეობა მოკლედ
7.კრიზისიდან,უაზროდ შეთხრილი ძალები.
8.გაწელილი ერთფეოვანი მისიები,სადააც არ ხდებოდა საერთოდ არაფერი(უმეტესობაში).ესროლე,ტანკს,გაანადგურე რობოტი,დახოცე ხალხი,რომლებიც ჰაერიდან ჩნდებიან ცხვირ წინ.
9.ძველი დინამიკა და საერთოდ მოქმედების ტემპი დაკკარგული იყო.
10.გულის ამრევი დასაწყისი,სადაც ნუდნი,სრულიად უინტერესო კორიდორული პერესტრელკების გარდა არაფერი იყო
11.დისკრიპრული სცენებიც შეამცირეს და აღარაფერი დარჩა გარდა რობოტებთან სროლისა.

მომეწონა:
1.კარგი ისტორია ქონდა მართლაც

Posted by: White_Shark 2 Jan 2018, 16:53
oldfriend
ააა ეხლა გასაგებია .. მე მგონი მომავლი საუკეთესოდ ბლექ ოფს 2 ში გადმოსცეს :დ

Posted by: oldfriend 2 Jan 2018, 17:04
QUOTE (RammShark1995 @ 2 Jan 2018, 16:53 )
oldfriend
ააა ეხლა გასაგებია .. მე მგონი მომავლი საუკეთესოდ ბლექ ოფს 2 ში გადმოსცეს :დ

და ედვენსედ ვორფეირში.ისე არც მომავალი და არც მეორე მსოფლიო ომი არ მოუხდა დიდად სერიას.
აი ცივი ომის და თანამეედროვე ოპერაციებზე რაც იყო ვაბშე დაგლიჯა.
კი მეორე მსოფლიო ომით დაიწყეს თავიდან,მაგრამ მერე აღარ უნდა გაეგრძელებინად.აი მაგალითად ვორლდ ეტ ვორის პირველი ნაწილი სრული კრახი იყო ჩემი აზრით.დაჟე მგონი აჯობა ბლექ ოპს 3 მა ცოტათი

Posted by: White_Shark 2 Jan 2018, 17:38
oldfriend
ვორლდ ეთ ვარი ???? 2008 წლის ? იაპონური კამპანია სადაც არის ?
ეგ არის საუკეთესო მეორე მსოფლიო ომის პერიოდი ქოლ ოფ დუთი
იმენა ეპიკურია ყველანაირად

* * *
user posted image
ლეგენდარული ვორლდ ეთ ვარის ბონუსი რომელმაც განაპირობა ცალკე ჟანრის ჩამოყალიბება ..
რო დაუფიქრდე ამ თამაშის ზომბი დამატებები ცალკე თამაშ ჩამოყალიბდა ფაქტობრივად
ისე ცუდი არ იქნება , ცალკე თამაში რო შექმნანა ამ ზომბებზე :დ

Posted by: oldfriend 2 Jan 2018, 17:45
QUOTE (RammShark1995 @ 2 Jan 2018, 17:38 )
oldfriend
ვორლდ ეთ ვარი ???? 2008 წლის ? იაპონური კამპანია სადაც არის ?
ეგ არის საუკეთესო მეორე მსოფლიო ომის პერიოდი ქოლ ოფ დუთი
იმენა ეპიკურია ყველანაირად

ანუ მეხუთე ნაწილი როა,იმაზე ვამბობ.
5 ს გამოვარჩევდი ისე რომელიც სააშინლად მომწონს,სერიებიდან.
1.black ops-საუკეთესო მაინც
2.MW 2-ნუ ეს რა საკვირველია ახლა
3.black ops 2-ერთადერთი და განუმეორებელი სერიებში
4.MW 3-მვ ერთიც მინდოდა მაგრამ ეს მირჩევნია მაინც
5.advanced warfare-ღირსეული გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ
და ბლეკ ოპსის ერთადერთი დანაშაული ის იყო რო მვ ს შემდეგ გამოვიდა

Posted by: White_Shark 2 Jan 2018, 17:52
oldfriend
აა .. მაგრამ ვერაფრით დაგეთანხმები რომ ეგ მეხუთე ნაწილი ჩავარდნა იყო
1 კამპანია
2 პერსონაჟები (რეზნოვი მაქედან გაიქაჩა და ახალი თავგადასავლები შეუქმნეს )
3 დასაწყისი არის უბრალოდ ეპიკური კუნძულზე რო იწყებ , იაპონელი ოფიცერი რო ჩააწვავს ამერიკელს სიგარეტს
4 საუნდტრეკები
ძალიან მაგარია საუკეთესო მეორე მსოფლიო ომის ნაწილებს შორის

მე თუ მკითხავ " მოდერნ ვორფაირები " სამივე მაგარია .. განსაკუთრებით კარგი მოგონებები დამიტოვა აი მაგ ვორლდ ათ ვარმა და მოდერნ ვორფაიერ 2 მა
მახსოვს მაკაროვის მისია " ნო რაშშნ " რო ჩავრთე უბრალოდ შოკში ვიყავი ესეთი მისია არ წარმომედგინა უბრალოდ , როგორ გარისკეს დეველოპერებმა რო შექმნეს

Posted by: oldfriend 2 Jan 2018, 17:55
QUOTE (RammShark1995 @ 2 Jan 2018, 17:52 )
oldfriend
აა .. მაგრამ ვერაფრით დაგეთანხმები რომ ეგ მეხუთე ნაწილი ჩავარდნა იყო
1 კამპანია
2 პერსონაჟები (რეზნოვი მაქედან გაიქაჩა და ახალი თავგადასავლები შეუქმნეს )
3 დასაწყისი არის უბრალოდ ეპიკური კუნძულზე რო იწყებ , იაპონელი ოფიცერი რო ჩააწვავს ამერიკელს სიგარეტს
4 საუნდტრეკები
ძალიან მაგარია საუკეთესო მეორე მსოფლიო ომის ნაწილებს შორის

მე თუ მკითხავ " მოდერნ ვორფაირები " სამივე მაგარია .. განსაკუთრებით კარგი მოგონებები დამიტოვა აი მაგ ვორლდ ათ ვარმა და მოდერნ ვორფაიერ 2 მა
მახსოვს მაკაროვის მისია " ნო რაშშნ " რო ჩავრთე უბრალოდ შოკში ვიყავი ესეთი მისია არ წარმომედგინა უბრალოდ , როგორ გარისკეს დეველოპერებმა რო შექმნეს

ხხო,ზოგან ამოღებულია ეგ მისია.მაგრამ მე რო ვითამაშე მაგრად გაასწორა.
ვორლდ ეტ ვორი მოსაწყენად მიმაჩნია მაინც.
კარგი რაც იყო
1.სტალინგრადის მისია მგონი
2.ხმელეთზე გადასვლასაც არაუშავდა
3.რეზნოვი.მეტი ღირებული პერსონაჟი მე არ მახსოვს.


Posted by: White_Shark 3 Jan 2018, 01:58
ისე ზომბები ვისაც გითამაშით ყველაზე მეტი რამდენი გაგიქაჩავთ ??
მარტოს 14 რაუნდი
და ძმაკაცებთან ერთად 23 biggrin.gif
ძნელია ძაან ჯოგები რო მორბიან მერე

Posted by: oldfriend 3 Jan 2018, 17:12
QUOTE (RammShark1995 @ 3 Jan 2018, 01:58 )
ისე ზომბები ვისაც გითამაშით ყველაზე მეტი რამდენი გაგიქაჩავთ ??
მარტოს 14 რაუნდი
და ძმაკაცებთან ერთად 23 biggrin.gif
ძნელია ძაან ჯოგები რო მორბიან მერე

არა.რამოდენიმეჯერ ვცადე და ნერვები მომეშალა მერე რა.ძნელია მერე და მერე.თან მოტივაცია არ მაქ თუ არ იხურება yes.gif

Posted by: White_Shark 3 Jan 2018, 17:12
oldfriend
მე ვერთობი საკაიფოდ დდ

Posted by: Basiani1202 3 Jan 2018, 21:55
BO2 Zombie Mode-ში ბარათები გროვდება, რომელთა კრაფტის შემდეგ სთიმის rank-ი მაღლა იწევს. თან მაგარი გასართობია.

Posted by: White_Shark 3 Jan 2018, 22:07
Basiani1202
სიმართლ გითხრა ვერაფერი გავუგე ახალ ზომბებს ანუ რამდენი კარები რამდენი რამე უნდა გახსნა
რამდენი პივა დავლიო lol.gif

Posted by: Anomalyous 17 Feb 2018, 05:51
ონლაინში როგორ ვითამაშო შეგიძლიათ ივნმემ ამიხსნათ ყიდვის გარეშე თუ არის შესაძლებელი

Posted by: tokuna11 24 Apr 2018, 01:08
ძალიან ცუდი იყო.
რაის მეორე მსოფლიო ომის შეგრძნება, საშინელი ატმოსფერო იყო, ოდნავადაც ვერ ჩამითრია.
სთორი საერთოდ მინუსებში.
პერსონაჟები უინტერესო.

პირველი ქოდიც მირჩევნია ამას. World at War-ს არც შევადარებ.

შეეშვან მოკლედ ამ სერიებს, აღარ გამოსდით. ისევ ის მომავლის თემა ჯობდა მგონი, მეორე მსოფლიო ომში დაბრუნებას და ასე გასაზიზღრებას.

Posted by: oldfriend 25 Apr 2018, 12:12
QUOTE (tokuna11 @ 24 Apr 2018, 01:08 )
ძალიან ცუდი იყო.
რაის მეორე მსოფლიო ომის შეგრძნება, საშინელი ატმოსფერო იყო, ოდნავადაც ვერ ჩამითრია.
სთორი საერთოდ მინუსებში.
პერსონაჟები უინტერესო.

პირველი ქოდიც მირჩევნია ამას. World at War-ს არც შევადარებ.

შეეშვან მოკლედ ამ სერიებს, აღარ გამოსდით. ისევ ის მომავლის თემა ჯობდა მგონი, მეორე მსოფლიო ომში დაბრუნებას და ასე გასაზიზღრებას.

მე რავი.პირველი მსოფლიო ომის,და ბლექ ოპს 3 ის გარდა ყველა ნაწილი მომწონს.დაჟე ადვენსდ ვარფეირიც.ნუ ეს პრახადნიაკი იყო,რაღაც უსულო,ბაზარი არაა

Posted by: kolia84 2 May 2018, 21:48
გამარჯობათ, ვინმე ონლაინში თამაშობთ? პატარა დახმარება მჭირდება ჩელენჯებთან smile.gif

Posted by: narmonana 18 May 2018, 08:39
სადა ხართ?ახალი ბლექ ოფსი არ ნახეეთ?

Posted by: Vaqueiro 18 May 2018, 09:30
QUOTE
ახალი ბლექ ოფსი არ ნახეეთ?


მაგარი ჩამოკრული აქვთ Activision-ში. იგივე Infinity Warfare გაიჩითა.
არა რა, Black Ops 2-შივე დაეტყო თამაშს რომ სთორი კვდებოდა.

Posted by: ratianee 18 May 2018, 10:00
გოსთის მერე ჩაკვდა ეს თამაში vis.gif

Posted by: White_Shark 18 May 2018, 11:09
გოსთი ნაგავი იყო
ედვანსიდი ბევრად ჯობდა
ჩემი აზრით ბოლო კარგი სერია იყო ბლექ ოფს 2 .. თუმცა
თქვენ წარმოიდგინეთ მე ვთვლი რომ ინფინიტ ვორფეარიც კარგია თავის პონტში

Posted by: Dolus_Malus 18 May 2018, 11:11
იგივე ნაგავი ჩანს ბლექ ოფს 4-იც

Posted by: MASIVELI 15 Jul 2018, 14:00
Shark1995
Basiani1202
Anomalyous
tokuna11
oldfriend
kolia84
narmonana
Vaqueiro
სალამი ყველას. ეს რომ ჩავიწერე გახსნა ჩვეულებრივად ლეპტოპმა და ჩაირთო მაგრამ 1 მისია როგორც კი დაიწყო შავი ეკრანი არის სულ. ანუ ხმა ისმის და მიმდინარეობს თამაში მაგრამ გამოსახულება არ არის. ხოდა წავშალე. ეხლა 4 ნაწილი რომაა ეგ ჩავიწერე და ხსნის ჩვეულებრივ ამასაც მაგრამ თამაშის დაწყებას როგორც კი დავაჭერ ეგრევე ყინავს ეკრანს და შეშდება. რა ვუშველო ვინმე დამეხმარეთ რა. ლეპტოპზე ვთამაშობ. dell latitude e6430 ეს მოდელია. i5ze 4iani ramit

Posted by: sevastopol 15 Jul 2018, 15:36
MASIVELI
გადააგდე ეგ ლეპტოპი.

არ გიშველის.

Posted by: MASIVELI 15 Jul 2018, 15:48
sevastopol
მაგარი გამოსავალი მითხარი biggrin.gif biggrin.gif ც დისკიც ხომ არ დავაფორმატო?

Posted by: oldfriend 15 Jul 2018, 17:05
მე ვფიქრობ რომ ბლეკ ოპს სერია ყველას ჯობდა,ორი ნაწილი ოღონდ.ასე სადღაცც ემ ვე ს დონემდე ადიოდა.რომელიც არ მომეწონა იყო,ვვ1,ვვ2,ბლეკ ოპს 3 ის გარკვეული ნაწილი.დანარჩენი დიდი სიამოვნებით ვითამაშე ყველა.გოსტსიც კი

Posted by: Kupra 4 Aug 2018, 17:14
ბლექ ოფს 4 საიდან გადმოვწერო

?

Posted by: sevastopol 6 Aug 2018, 18:32
Kupra
ჯერ არ გამოსულა. წელს გამოვა.

Posted by: goga18a 7 Aug 2018, 10:29
Kupra
single player არააქ და რო გადმოიწერ რის თამაშს აპირებ ძაან მაინტერესებს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)