RPT armenia 2021
22-31 ოქტომბერი !
წახკაძორი
სასტუმრო მერიოტი - casino royale signature
მგონი ბევრს გაუხარდება ეს სერია!)
სატელიტები ვბეთზე (პაკეტებიც)
- გარანტია 300,000 აშშ დოლარი. საპრიზო ფონდი არ დაიბეგრება!
ტვ ლაივი (ღია ბანქოს ჩვენებით)
კოვიდვაქცინით შესვლის პირობები
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს სომხეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით. დაშვებულია ნებისმიერი ვაქცინია. ერთდოზიანი ვაქცინის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 28 დღე.
ორ- და მეტდოზიანი ვაქცინის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.
საზღვრის კვეთისას მოქალაქე უნდა ფლობდეს COVID-19 ვაქცინაციის ცნობას, რომელიც უნდა იყოს შედგენილი სომხურ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. ცნობის წარდგენა შესაძლებელია როგორც მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ელექტრონული სახით, ასევე მატერიალური სახით და დაცული უნდა იყოს QR კოდით. ცნობა უნდა იყოს ოფიციალურ ბლანკზე, მასში მითითებული უნდა იყოს გამცემი ორგანიზაციისა და ხელმძღვანელის (დირექტორი) მონაცემები, ასევე მოქალაქის საპასპორტო მონაცემები (პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი). ცნობაში მითითებული უნდა იყოს ვაქცინის დასახელება და დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით.
ვაქცინაციის ცნობა არ ესაჭიროება 1 წლამდე ასაკი (0-11 თვე და 29 დღე) არასრულწლოვან პირს.
კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები
სომხეთის რესპუბლიკაში მგზავრობა ნებადართულია ნებისმიერი მიზნით, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.
საზღვრის კვეთისას მოქალაქე უნდა ფლობდეს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური შედეგის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უნდა იყოს შედგენილი სომხურ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. ცნობის წარდგენა შესაძლებელია როგორც მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ელექტრონული სახით, ასევე მატერიალური სახით და დაცული უნდა იყოს QR კოდით. ცნობა უნდა იყოს ოფიციალურ ბლანკზე, მასში მითითებული უნდა იყოს გამცემი დაწესებულებისა და ხელმძღვანელის (დირექტორი) მონაცემები, ასევე მოქალაქის საპასპორტო მონაცემები (პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი). ცნობაში მითითებული უნდა იყოს ტესტის პასუხი და დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით.
PCR ტესტის ცნობა არ ესაჭიროება 1 წლამდე ასაკის (0-11 თვე და 29 დღე) არასრულწლოვან პირს.
PCR ტესტის არქონის შემთხვევაში მოქალაქეს საშუალება აქვს ჩაიტაროს ტესტი საკუთარი ხარჯით როგორც სახმელეთო, ასევე საჰაეროს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, რის შემდგომაც, პასუხის მიღებამდე, მოქალაქე გადადის იზოლაციაში. ტესტის საფასური შეადგენს 15000 დრამს. ნეგატიური პასუხის შემთხვევაში მოქალაქე თავისუფლდება იზოლაციისაგან. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოქალაქე სამკურნალოდ გადაყვანილ იქნება ჰოსპიტალში. მკურნალობის ხარჯებს ფარავს მოქალაქე. თუ პირი არ ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, მას ეძლევა მითითება 14 კალენდარული დღის ვადით თვითიზოლაციის თაობაზე.
This post has been edited by DonkaBomber on 24 Sep 2021, 06:00