Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > ელექტოგამათბობელი (ზეთის)


Posted by: maknatuna 5 Dec 2007, 01:17
რამე ისეთი მინდა, 18 კვ. სპალნა რომ გაათბოს და შესაბამისად ნაკლები ელექტროენერია დაიხარჯოს.

როგორს მირჩევდით? spy.gif


და ფასებიც, თუ შეიძლება 2kiss.gif

Posted by: Natuka NGN 5 Dec 2007, 01:27
maknatuna
ალბათ, ე.წ. ზეთის გამათბობლები ივარგებს მაგისათვის. 18-20 კვადრატულიანის ფასია დაახლოვებიტ 110-120 ლარი იქნება ვესტელში. ბეკოში მგონი უფრო იაფი, როგორც ვიცი 2 კილოვატიანი ან 2,5-იანებია ეს ზეტის გამათბობლები. არის კიდევ თბილ აჰერს რომ უბერავს, საკმაოდ ეფექტურია, ოღონდ არ ვიცი აქ როგორი ხარისხისებია. მე გერმანული მქონდა ადრე.

Posted by: Kakha 5 Dec 2007, 09:47
maknatuna
ელექტროგამათბობელზე როცა არის ლაპარაკი არავინ არ მოგატყუოთ რომ რაიმე მოდელი უფრო ეკონომიურია ვიდრე სხვა.
მარტივი ფიზიკის კანონია. რა ელექტრონერგიასაც ხარჯავ, ყველაფერი შენს ოთახში რჩება, პრაქტიკულად 100% მქკ აქვს ყველა გამათბობელს.
განსხვავებები რაშია
1) უსაფრთხოება - ზვტომატური გამთიშველი წაქცევისას, ხარისხიანი მავთული და "ვილკა" და ა.შ.
2) ეკოლოგიურობა - ოთახში მიკროკლიმატზე რა გავლენას ახდენს, პრომიტიული სპირალიანი გამათბობელი ჰაერს აშრობს, ანუ ტენიანობას აკლებს, კარგ გამათბობელს აქვს წყლის ავზი საიდანაც ჰაერში ტენიანობის აღდგენა ხდება. ასევე უფრო უსაფრთხო მასალაები და სხვა.
3) სითბოს განაწილება და გათბობის პრინციპი - არის ე.წ. ფენის პრინციპის გამათბობლებიც, რომელი ჯობია მაგას ცალსახად ვერ იტყვი. ჩვეულებრივი სპირალიანი ათბობს ჰაერს და ამას გარდა ინფრაწითელი გამოსხივება აქვს. ინფრაწითელი გამოსხივება უშუალოდ ადამინას ათბობს და ამ დროს ჰაერი შეიძლება გრილი იყოს. ზოგს ასე მოსწონს, ბუხრის ეფექტს ქმნის.
ფენი ათბობს ჰაერს და თოთქოს დახუთული გარემო იქმნება მარა ზოგს ეგრე ურჩევნია, არის კიდე კომბინაცია ინფრაწითელი გამოსხივების და აქტიური თბური ცირკულაციის, სუსტი ვენტილატორით. არის კიდე რადიატორის პრინციპის, ეგეც კაი ეფექტს იძლევა და ჰაერსაც ნაკლებად აშრობს. თან უსაფრთხოა, თუნდაც დაჯექი ზედ, არ დაგწვავს, გამაცხელებელი ელემენტი შიგნით რადიაოტრშია ჩამალული.

ანუ განსხვავება არის მხოლოდ გათბობის პრინციპში და არა ეკონომიურობაში.

Posted by: maknatuna 6 Dec 2007, 01:40
Kakha

მე მინდა რამე ისეთი, ძილის წინ ერთი სთ-ით რომ ჩავრთო . რომელი უფრო ეფექტურია ამ შემთხვევაში?

QUOTE
არის კიდევ თბილ ჰაერს რომ უბერავს, საკმაოდ ეფექტურია

ეს ვარიანტი მომეწონა, თუმცა არაფერი ვიცი მისი ავკარგიანობის შესახებ user.gif

Posted by: Fe_male 6 Dec 2007, 03:52
maknatuna

QUOTE
ეს ვარიანტი მომეწონა, თუმცა არაფერი ვიცი მისი ავკარგიანობის შესახებ


მე არ მომწონს.. ჯერ ვერაფერს ვერ ათბობდა და საბოლოოდ გაფუჭდა კიდეც.......)) მაგრამ მე შარშან მქონდა და წელს თუ რამე უკეთესი შემოვიდა არვიცი.........))

Posted by: Kakha 6 Dec 2007, 09:31
maknatuna
თბილისში მასიურად იყიდება წყლის ავზიანი და პატარა ვენტილატორიანი გამათბობლები, 4 სპირალი აქვს თუ არ ვცდები, და დაცვა წაქცევისას გათიშვით.
არა უშავს მაგ მოდელს.
რადიატორის ტიპის არ გამოგადგება რადგან დიდი ხანი მოუნდება გათბობას.

Posted by: tazo200X 6 Dec 2007, 10:30
maknatuna
მე მაქვს "შვიდიანი" ელეკტროგამათბობელი,თბილ ჰაერსაც უბერავს და საკაიფოდ მითბობს ოთახს.ლოჯას ვათბობ გაზქურით smile.gif 2 სთ რომ ჩავრთო ეს გამათბობელი,მერე მაისურში დავდივარ სახლში smile.gif

Posted by: Natuka NGN 7 Dec 2007, 23:28
tazo200X
თაზო, ''შვიდიანი'' ვერ მივხვდი რას ნიშნავს. იქნებ სურათი დადო, რომელზე საუბრობ?
Fe_male
მე არ ვიცი აქ რა იყიდება. ჩემს ძმას ქონდა გერმანული, ჩამოტანილი, ახლაც აქვს და ძალიან კარგია. ბეკოსი ნამდვილად არ ვიცი როგორია.

Posted by: tazo200X 8 Dec 2007, 03:07
Natuka NGN
QUOTE
''შვიდიანი'' ვერ მივხვდი რას ნიშნავს

ე.წ "რადიატორების" რაოდენობა რა..ჭრილების..9-ნიც იყო..მე შვიდიანი ვიყიდეsmile.gif

Posted by: Spieler 17 Dec 2007, 04:00
აბა გამოცდილებო, რასმირჩევთ, მინდა გავათბო დაახლოებით 60 კვ.მ.

პირობა ასეთია, უნდა გაათვბოს მალე, ანუ სახლში რო მოვალ გაყინული და ჩავრთავ მალე უდნა გავლღვე smile.gif


თან ცოტა მცივანა ვარ და კარგად უნდა გაათბოს რა


ჰაერი არ უნდა დამიხუთის...


თუ არსებობს რამე ისეთI გამათბობელი, გარკვეულ ტემპერტურაზე რო ავა რო გამოირთოს ტავისით, ანუ მიხვდეს, რო "საკმარისია"... ?


თუ შეიძლება ფირმებიც დამიწერეთ და ფასიც რა smile.gif


(თუ არ დაგეზარათ, რა თქმა უნდა)






მე ვნახე მეგალაინში 145 ლარად ე.წ. ზეთის გამათბობლები... რომელცი ყევლაზე გავრცელებულია დღეს თბილისში... ღირს მაგის ყუდვა? 80 კვ.მ-ს ათბობსო...



Posted by: Kakha 17 Dec 2007, 09:36
Spieler
ზეთის გამათბობელი ნელია, ჩქარა თუ გინდა გათბობა ვენტილატორიანი ვარიანტი გინდა
ანდა სულაც კარმას ტიპის გაზის გამათბობელი (ნუ ცენტრალური გათბობის გამკეთებელი შენ არ ხარ smile.gif )

Posted by: Natuka NGN 17 Dec 2007, 10:49
Spieler
იმ დღეს დელისის მეტროს მიწისქევშაში აფთიაქში შევედეი და ჩემთვის ახალი გამათბობელი აღმოვაჩინე. საგორავებელი გაზის გამათბობლები რომაა ისეთი, ოღონდ დენის, უბერავს თბილ ჰაერს და ზევით აქვს ტემპერატურის ბალანსის მარეგულრებელი, თან აგჩვენებს, ოთახში არმდენია ტემპერატურა. ვერ გავიგე რა ფირმის იყო, აფთიაქარმა მით უმეტეს არ იცოდა. ჰოდა, იქნებ ნახო მსგავსი რამე. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ე.წ. ზეთის. და როგორ ტაზო200X დაწერა, 2 საათში უკვე თბილა ჩემთანო. თუ შეგიძლია 2 საათი მოითმინო smile.gif

Posted by: Spieler 18 Dec 2007, 00:49
Kakha
QUOTE
ზეთის გამათბობელი ნელია, ჩქარა თუ გინდა გათბობა ვენტილატორიანი ვარიანტი გინდა


ხვალ მივდიავრ საყიდლად smile.gif მერე გეტყვით რა ვიყიდე და როგორი გამოდგა smile.gif

QUOTE
ანდა სულაც კარმას ტიპის გაზის გამათბობელი


გაზის არ მინდა... ანუ ეგეთI გაზის, იმიტომ რომ...
QUOTE
ნუ ცენტრალური გათბობის გამკეთებელი შენ არ ხარ


სწორედ ამას ვაპირებ მალე და... biggrin.gif




Natuka NGN


QUOTE
უბერავს თბილ ჰაერს და ზევით აქვს ტემპერატურის ბალანსის მარეგულრებელი, თან აგჩვენებს, ოთახში არმდენია ტემპერატურ


ხო ალბათ ეგ იდეალური იქნება ჩემთვის smile.gif

QUOTE
როგორ ტაზო200X დაწერა, 2 საათში უკვე თბილა ჩემთანო. თუ შეგიძლია 2 საათი მოითმინო smile.gif


სახლში რო მოვალ ორ საათში დავიძIნებ ალბათ და... smile.gif მინდა რომ უცებ გაათბოს რო ეგრევე არ დავიძინო biggrin.gif



მადლობა რჩევებისთვის კეთილო ხალხო smile.gif ხვალ მივდივარ საყიდლად და საღამოს გამთბარი ოთახიდან მოგწერთ tongue.gif

Posted by: El Topo 28 Oct 2008, 18:43
ზეთის გამათბობელი (ბატარეას რომ ჰგავს), სად ვიყიდო და რამდენად ვიყიდი?

არის 3-იანი, 5-იანი...
ხომ არ იცით ფასები?
ან ლილოში ჯობია ვიყიდო თუ მაღაზიაში?

Posted by: El Topo 28 Oct 2008, 19:01
ჰე, დაწერეთ ვის გაქვთ, სად იყიდეთ და რა მიეცით.
სასწრაფოდ... ამ დღეებში ვაპირებ ყიდვას

Posted by: Spieler 28 Oct 2008, 20:54
El Topo

შარშან ვიყიდე მე, მაგრამ ზოგადად უკმაყოფილო ვარ, ცივი ზამთრისთვის არაფერში ვარგა და დენს წვავს ბლომად თან sad.gif

Posted by: misha2005 28 Oct 2008, 21:58
QUOTE
ჰე, დაწერეთ ვის გაქვთ, სად იყიდეთ და რა მიეცით. სასწრაფოდ... ამ დღეებში ვაპირებ ყიდვას

+1
გაგვიზიარეთ გამოცდილება რა გთხოვთ

Posted by: lalaaa 29 Oct 2008, 02:06
El Topo
რატომ(რის) მიხედვით გადაწყვიტე მაგი?

Posted by: El Topo 29 Oct 2008, 07:45
lalaaa
რას ჰქვია რის მიხედვით.
გაზის გამათბობელს ვერ დავაყენებ. მიზეზის ახსნას აზრი არა აქვს.
უნდა დავაყენო დენის, ელექტროგამათბობელი.
უბრალო "პლიტის" ყიდვას ეგ სჯობია, როგორც ვიცი ჰაერს არ არ აშრობს...

Posted by: pipa 29 Oct 2008, 10:44
QUOTE (El Topo @ 28 Oct 2008, 18:43 )
ზეთის გამათბობელი (ბატარეას რომ ჰგავს), სად ვიყიდო და რამდენად ვიყიდი?

არის 3-იანი, 5-იანი...
ხომ არ იცით ფასები?
ან ლილოში ჯობია ვიყიდო თუ მაღაზიაში?

ლილოში რატომ უნდა იყიდოთ?ნუ რამდენით იაფი იქნება, ვიდრე მაღაზიაში?იყიდეთ მაღაზიაში და გარანტიაც გექნებათ.არის ისეთები, რომლებიც ნაკლებ ენერგიას წვავენ, მე მაქვს 3 ცალი ადრე ნაყიდი, თუ არ ვცდები არისტონის ფირმის, 5-ანი

Posted by: Spieler 29 Oct 2008, 11:35
El Topo
შენის ნებართვით სხვა თემას მივუერთებ.


Posted by: pipa 29 Oct 2008, 12:32
QUOTE
გაზის გამათბობელს ვერ დავაყენებ. მიზეზის ახსნას აზრი არა აქვს.


დედაჩემთან სახლში ვერ დაყენდა გაზის გამათბობელი და იყენებს ზეთის ბატარეებს.საკმაოდ კარგად ათბობს ოთახს

Posted by: donkosta 29 Oct 2008, 13:38
რამდენს წვავს ზეთი გამათბობლები საშუალოდ? ნუ ავიღოთ 2 კვტ-იანი?
მონაცმებეშI ხომ ტექნიკური არაფერი უწერიათ ბლინ sad.gif

ნუ "პოლნიზე" ჩართულზე არ მაქვს მხედველოაში, მინიმუმზე და სულ ცარტული რომ იყოს?

Posted by: Kakha 29 Oct 2008, 13:55
donkosta
2-იანი გამათბობელი, 100კმ-ზე საშუალოდ 6 ლიტრას წვავს boli.gif

Posted by: El Topo 29 Oct 2008, 14:00
Kakha
QUOTE
2-იანი გამათბობელი, 100კმ-ზე საშუალოდ 6 ლიტრას წვავს


მე პასუხს ველოდები, კახა კიდევ ღადაობს...
biggrin.gif

pipa
QUOTE
ლილოში რატომ უნდა იყიდოთ?ნუ რამდენით იაფი იქნება, ვიდრე მაღაზიაში?იყიდეთ მაღაზიაში და გარანტიაც გექნებათ.არის ისეთები, რომლებიც ნაკლებ ენერგიას წვავენ, მე მაქვს 3 ცალი ადრე ნაყიდი, თუ არ ვცდები არისტონის ფირმის, 5-ანი

5-იანი მინდა მეც, თვეში რამდენს წვავს კილოვატს არ იცი?

Kakha
გამათბობელზე ვამბობ, კახ, ფერარიზე და ლიმუზინზე არა!


Posted by: Kakha 29 Oct 2008, 14:18
El Topo
2 კილოვატიანმა გამათბობელმა რამდენი უნდა დაწვას? spy.gif
2 კილოვატი yes.gif არც მეტი , არც ნაკლები, იმიტომ რომ 2 კილოვატიანია smile.gif

Posted by: მაწაკი 29 Oct 2008, 14:22
ადამიანებო, 30 კვადრატულისთვის მჭირდება კარგი ელექტრო-გამათბობელი, სერიოზულად რომ გაათბობს, ისეთი. მოკლედ მითხარით, რა-ფირმა და ფასი!

Posted by: pipa 29 Oct 2008, 14:30
5 კვ. თუ არ ვცდები სულ ჩართული რომ იყოს დაწერს ასე 60 ლარს, ყოველშემთხვევაში დედაჩემი 90 ლარს იხდის და დიდი ენერგია მაგის მეტს არაფერს მიაქვს

Posted by: Kakha 29 Oct 2008, 14:46
რა გჭირთ ხალხნო? smile.gif სკოლაში აღარაფერს არ ასწავლიან? smile.gif
აიღეთ კილოვატი ელექტროენერგიის ფასი (ტარიფი აირჩიეთ გამომდინარე თქვენი საშუალო ხარჯიდან, მაგალითად მაქსიმუმ ~17 თეთრი), გაამრავლეთ თვქნი გამათბობელის სიმძლავრეზე (მაგალითად 2 კვტ => 2x17) , გაამრავლეთ დღეში საათების რაოდენობაზე (თუ დღე და ღამე არაა ჩართული, მაშIნ რამდენი საათია დღე-ღამეში ჩართული იმდენზე) => 2x17x24, გაამრავლეთ თვეში დღეების რაოდენობაზე 2x17x24x30 და ეგეც თქვენი თვიური ხარჯი
=245 ლარი მიახლოებით.

Posted by: Natuka NGN 29 Oct 2008, 14:57
Kakha
QUOTE
რა გჭირთ ხალხნო? smile.gif სკოლაში აღარაფერს არ ასწავლიან? smile.gif

სამწუხაროდ მასეა sad.gif

Posted by: donkosta 29 Oct 2008, 15:01
Kakha
QUOTE
2 კილოვატიანმა გამათბობელმა რამდენი უნდა დაწვას?
2 კილოვატი  არც მეტი , არც ნაკლები, იმიტომ რომ 2 კილოვატიანია 

wrong smile.gif

2 კილოვატიანმა გამათბობელმა, 2 კილოვატი უდნა დაწვას პა პოლნიზე რომ ჩართავ
მე რაც ვნახე მაგ გამათბობელებს აქვს 2 საფეხური და კიდევ თერმოსტატი,
ხოდა 1 საფეხურზე აშკარად 2 კვ-ს არ დაწერს, ცხადია
და თუ ორივე საფეხური ცართული იქნება და ტერმოსტატს მესამედზე დააყენებ სიტყვაზე, იმ 2 კილოვატსაც არ დაწვავს საათში, იმიტომ რომ ჰა-ჰა 20 წუთი იყოს ჩართული მთელი საათის განმავლობაში

ეხლა ყურადღება კითხვა: biggrin.gif

საშუალოდ რამდენს წვავს ეგ გამათბობელი მინიმალურ სიმძლავრეზე, დღის განმავლობაში smile.gif


2კვტ/სთ არის 30 თეთრი საათში და სადღაც 200 ლარი თვეში smile.gif 1 ოთახისთვის ცოტა არ იყოს და ბევრია wink.gif

Posted by: Kakha 29 Oct 2008, 15:39
donkosta
ეხლა მაშინ შენით იანგარიშე biggrin.gif ჰაჰაა-ზე biggrin.gif
იდეაში შეგიძლია გამორთულიც გქონდეს biggrin.gif

Posted by: მაწაკი 29 Oct 2008, 16:46
კლოუნები ხართ ყველანი!!!!!!!! რა იყო, სრიოზულად, რომ მირჩიოთ, არ შეგიძლიათ? keh.gif

Posted by: Angelopulosi 29 Oct 2008, 17:03
QUOTE
იდეაში შეგიძლია გამორთულიც გქონდეს

lol.gif

Posted by: El Topo 29 Oct 2008, 17:43
აღარ მინდა ზეთის გამათბობელი და უბრალო რეფლექტორს ვიყიდი....
ვოტ!

Posted by: donkosta 29 Oct 2008, 19:08
Kakha
QUOTE
იდეაში შეგიძლია გამორთულიც გქონდეს

ამბობენ ამ დროს მაგრა ცოტას წვავსო biggrin.gif


QUOTE
ეხლა მაშინ შენით იანგარიშე  ჰაჰაა-ზე

ეჰჰ, რომ ვიანგარიშებ მერე კია რ დავწერ დაწვრილებით ექსპერიმენტის შედეებს sad.gif

ჯანდაბას ვიყიდი ეხლა შაბათს და თუ ძალიან გაუბერა მაშIნ გამორთულ რეჟიმში გადავიყვან

Posted by: RTR 29 Oct 2008, 19:56
კარგი რაღაცაა, ნეტავ იშოვნება თბილისში?????????????????
Каминные печи
Каминные печи соединяют в себе оптическое удовольствие, которое можно получить от открытого камина, и плюсы отопления. Тепло, которое возникает при сгорании, не уходит большей частью через трубу, а используется для отопления помещения. При этом Вам не придется отказываться от возможности насладиться видом огня и игрой языков пламени. Топка может быть защищена огнеупорным стеклом.

Posted by: Saturn 29 Oct 2008, 20:40
maknatuna
QUOTE
რამე ისეთი მინდა, 18 კვ. სპალნა რომ გაათბოს და შესაბამისად ნაკლები ელექტროენერია დაიხარჯოს.

გათხოვდი გენც, სპალნაც გათბება და ელექტრონეგია საერთოდ არ დაგეხარჯება + სიამოვნებების ბონუსი biggrin.gif

Posted by: lalaaa 29 Oct 2008, 22:42
QUOTE
El Topo
რატომ(რის) მიხედვით გადაწყვიტე მაგი?

El Topo
QUOTE
lalaaa
რას ჰქვია რის მიხედვით.
გაზის გამათბობელს ვერ დავაყენებ. მიზეზის ახსნას აზრი არა აქვს.
უნდა დავაყენო დენის, ელექტროგამათბობელი.
უბრალო "პლიტის" ყიდვას ეგ სჯობია, როგორც ვიცი ჰაერს არ არ აშრობს...


QUOTE
Kakha
ეგეც თქვენი თვიური ხარჯი
=245 ლარი მიახლოებით.

ამიტომ გკითხე sad.gif

ხარჯიანია ძალიან და კედლებს ვერ ათბობს, ანუ სანამ ოთახი გათბება ის სითბო იკარგება, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი....
ან სულ ზედ უნდა აჯდე და ეფიცხო ან კიდევ ძალიან დიდი გადასახადი გადაიხადო...

ისე პრინციპში ბინაზეც არის დამოკიდებული, თუ თბილი ბინაა მაშინ კიდევ ხო და თუ კუთხის ბინა გაქვს ან პირველი სართული არ აქვს აზრი მაგის ჩართვა არ ჩართვას... ჩვენი ძველი ბინა ისეტი თბილია 1 მეტრი სისქის კედლები აქვს მგონი, გაგიკვირდება და ზამთარიში ბანძი სპირალიანი პლიტები რომ არის აი მაგი 2 საათი ჩართო ყოფნის. მეორე ბინაში კიდევ მთელიშემოდგომა-ზამთარი-გაზაფხული ''კარმას'' ვაგრიალებთ დღე და ღამ და მაინც ლამის შუბები გვაცვია ოთახში.
ხო და რა ვიი აბა, ეგ მაგაზე არის დამოკიებული როგორ გათბობას ითხოვს ბინა/სახლი.

კიდევ არის რარაცნაირი პლიტა გამათბობლები, ფეხზე რომ დგას, თეთრი შუშის სპირალები რომ აქვს, ნუ სპირალი თუ რაა რაც ენთება. მასეტიც მქონდა. გადასახადი იგივე. და რომ ავუწევდი დაფრინავდა პლიტა ოთახში და რომ დავუწევდი არ ენთებოდა ნორმალურად, მწველი სიცხე აქვს ახლოს რომ მიხვალ(სულ აღაჟღაჟებული ლოყები მქონდა biggrin.gif) და მაინც არ ათბობდა ნორმალურად არც აწეული არც დაწეული. მაგის მაყურებელი მერე ისევ ზეტისას მივტიროდი, ნესტიან ტანსაცმელს მაინც მიფენ გააშრობ ატასში ერთხელ biggrin.gif ის სპირალიანი წვავს ყველაფერს smile.gif


ხო და რა იცი აწი შენ მოიფიქრე და გადაწყვიტე, თუ გაქვს საშუალება იყიდე ზეთის შენს ფართობზე გათვლილი და 24/24 ჩარული მარტლა კარგი იქება ალბათ.


Posted by: Kakha 29 Oct 2008, 22:53
ცხადია ელექტროენერგია ბევრად ძვირია, კილოვატი ღირს 17 თეთრამდე, მაშინ როცა 1 კუბომეტრი გაზი იძლევა დაახლლებით 10 კილოვატს და ღირს მგონი 60 თეთრი ანუ კილოვატზე მოდის 6 თეთრი.

Posted by: El Topo 9 Nov 2008, 11:05
ვიყიდე დენის ეფლექტორი, შიგ წყალი რომ ესხმება. 45 ლარი ღირს ბაზრობაზე. უბერავს მაგრამ. ჩართავ. 10 წამში გაღუდღუდებულია, თან ვენტილიატორი უქიქინებს და გამოავს გარეთ ცხელი ჰაერი.
აი, დენი რამდენი მომივა გადასახდელი, ოოოოოოოოოოოოო.
ზეთისას თუ არ მერჩივნოს რა...
სანამ ის გაცხელდება, გაიყინები კაცი.

Posted by: akkai 9 Nov 2008, 11:45
გასდის ზეთი( ძაან ცოტა მაგრამ მაინც გასდის) ჩემი გამაცხელებელს... sad.gif sad.gif sad.gif

სად შეილება გაკეთება ? თუ აზრი არ აქვს?

Posted by: A L A B A M A 21 Nov 2008, 17:46
QUOTE (akkai @ 9 Nov 2008, 11:45 )
გასდის ზეთი( ძაან ცოტა მაგრამ მაინც გასდის) ჩემი გამაცხელებელს... 

ვაი! eek.gif ეგ რომელი ფირმისაა და სად იყიდე?
გარანტია ხომ აქვს და უნდა გამოგიცვალონ!

4 წლის წინ ვიყიდე მეგალაინში და ძალიან კმაყოფილი ვარ. 50 ლარზე მეტი არასდროს დაუწვავს და მთელი სახლი გაღუღუნებული იყო, თბილის სახლია და ბოლომდე ჩართვა არც მჭირდება.

Posted by: Kakha 21 Nov 2008, 20:30
30 წლის წინანდელი ზეთის გამათბობელი მაქვს სახლში biggrin.gif ცოტა შელახულია მარა არცერთი წვეთი არ გასვლია smile.gif

El Topo
მაგ რეფლექტორზე გაითვალისწინე რომ ინფრაწითელი გამოსხივების გამო შეიძლება სიბოს დიდი ნაწილი დაიკარგოს თუ ფანჯრისკენ შეაბურნებ, ამიტომ ეცადე რომ სპირალის მხარე ფანჯრისკენ არ იყოს.

Posted by: helenraiz 24 Nov 2008, 08:55
QUOTE (El Topo @ 28 Oct 2008, 18:43 )
ზეთის გამათბობელი (ბატარეას რომ ჰგავს), სად ვიყიდო და რამდენად ვიყიდი?

არის 3-იანი, 5-იანი...
ხომ არ იცით ფასები?
ან ლილოში ჯობია ვიყიდო თუ მაღაზიაში?

ინტერნეტში არის განცხადებებში,ზუსტად საიტი არ მახსოვს,ჩამომტანი სთავაზობს 75 ლარად მასეთებს.ისე 100 ლარად მიახლოვებით ყველგან იყიდება,ელიტ ელექტრონიკშიც,ბეკოშიც და სად არა.მაგრამ დენს ჭამს ოხრად და ნელა ათბობს.

Posted by: SOULFUL 20 Sep 2009, 22:42
QUOTE
რა გჭირთ ხალხნო?  სკოლაში აღარაფერს არ ასწავლიან?
აიღეთ კილოვატი ელექტროენერგიის ფასი (ტარიფი აირჩიეთ გამომდინარე თქვენი საშუალო ხარჯიდან, მაგალითად მაქსიმუმ ~17 თეთრი), გაამრავლეთ თვქნი გამათბობელის სიმძლავრეზე (მაგალითად 2 კვტ => 2x17) , გაამრავლეთ დღეში საათების რაოდენობაზე (თუ დღე და ღამე არაა ჩართული, მაშIნ რამდენი საათია დღე-ღამეში ჩართული იმდენზე) => 2x17x24, გაამრავლეთ თვეში დღეების რაოდენობაზე 2x17x24x30 და ეგეც თქვენი თვიური ხარჯი
=245 ლარი მიახლოებით


biggrin.gif
საინტერესო ლინკს მივაგენი, კახამ რომელი გამათბობელებიც ახსნა ვიზუალურად შეგიძლიათ იხილოთ. მეც ამორჩევის ფაზაში ვარ ...
http://www.klimat.ge/files/heating/heating.htm

Posted by: Beqa@ 8 Nov 2009, 15:26
ინფრაწითელი გამათბობელი ჯობია თუ ელექტროკონვენტორი? ახლა ვაპირებ ყიდვას. 30 კვადრატულია ოთხი, ჭერი 3 მეტრი. რამდენი კილოვატიანო ჯობია?
წინასწარ გმადლობთ გულისხმირებისთვის

Posted by: maknatuna 8 Nov 2009, 23:26
Saturn
QUOTE
გათხოვდი გენც, სპალნაც გათბება და ელექტრონეგია საერთოდ არ დაგეხარჯება + სიამოვნებების ბონუსი

ჩემი ბედის ამბავი ხომ ვიცი, ვინმე მცივანა შემხვდება. givi.gif user.gif

ასეთი რაღაც ვიყიდე და მშვენივრად ათბობს ოთახს. yes.gif

Posted by: tamunia_ch 15 Nov 2009, 20:02
maknatuna
QUOTE
ასეთი რაღაც ვიყიდე და მშვენივრად ათბობს ოთახს.

სად იყიდე, რამდენი მიეცი და რამხელა ოთახს ათბობს? smile.gif

Posted by: maknatuna 15 Nov 2009, 22:06
tamunia_ch
საქართველოში არის თუ არა ასეთი, არ ვიცი sad.gif
საბერძნეთიდან გამომიგზავნეს.
QUOTE
რამხელა ოთახს ათბობს

16 კვ. საძინებელს. ორი საათით ადრე ვრთავ ძილის წინ, როცა ძალიან ცივა და მშვენივრად ათბობს.

Posted by: tamunia_ch 15 Nov 2009, 22:37
maknatuna
მეც მინდა ეგეთი user.gif

ხვალ მინდა გავიდე გამათბობლის საყიდლად და აღარ ვიცი რა ვიყიდო :|

Posted by: keen 16 Nov 2009, 09:57
Kakha
QUOTE
ელექტროგამათბობელზე როცა არის ლაპარაკი არავინ არ მოგატყუოთ რომ რაიმე მოდელი უფრო ეკონომიურია ვიდრე სხვა. მარტივი ფიზიკის კანონია. რა ელექტრონერგიასაც ხარჯავ, ყველაფერი შენს ოთახში რჩება, პრაქტიკულად 100% მქკ აქვს ყველა გამათბობელს.

გამათბობელის ზედაპირის ფართობს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?

QUOTE
ანუ განსხვავება არის მხოლოდ გათბობის პრინციპში და არა ეკონომიურობაში.

გათბობის პრინციპმა რა შეიზლება სულ ოდნავ მაინც ეკონომიური გახადოს გამათბობელი? მაგ. გამათბობელი, რომელიც სწრაფად ათბობს ოთახს და შემდეგ მხოლოდ ამ ტემპერატურის შენარჩუნებაა საჭირო, ვიდრე ის გამათბობელი, რომელიც გვიან ათბობს? baby.gif

Posted by: Kakha 16 Nov 2009, 11:48
keen
გამათბობელი გამოყოფს ზუსტად იგივე რაოდენობის სითბოს რამდენ ელექტროენერგიასაც მოიხმარს, მიუხადავად ზედაპირის ფართისა და მუშაობის პრინციპისა (გარდა ე.წ. "ზიმალეტა" სისტემისა) 1-2% განსხვავებას თუ არ ჩავთვლით.
შემდეგ უკვე შეგვიძლია გათბობის ეფექტურობაზე ვილაპარკოთ.
ასევე უსაფრთხოებაზე. მცირე ფართიანი გამათბობელი ძაან უნდა გაცხელდეს ამიტომ სახიფათოა.
ფენის ტიპის გამათბობელი ათბობს ჰაერს, საკმაოდ ჩქარა, თუმცა თბილი ჰაერი შესაძლოა ოთახიდან ჩქარა გავიდეს თუ იზოლაციაა ცუდი. სპირალიანი ათბოთბს კედლებს, აქაც იგივე პრობლემა იქნება თუ კედლები არაა იზოლირებული, მთელი სითბო უაზროდ დაიკარგება. ალბათ ბინის მიხედვით უნდა შეარჩიოთ და უსაფრთხოებაზე მოთხოვნით (ზოგს ბავშვი თუ ყავს ჯობია არ გარისკოს იაფიანი სისტემით)

Posted by: keen 16 Nov 2009, 12:09
Kakha
QUOTE
გამათბობელი გამოყოფს ზუსტად იგივე რაოდენობის სითბოს რამდენ ელექტროენერგიასაც მოიხმარს, მიუხადავად ზედაპირის ფართისა და მუშაობის პრინციპისა

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მაგ, ე.წ. სპირალიანი პლიტა აგურით და მხოლოდ იგივე სპირალი ერთნაირად გაათბობს ოთახს...

QUOTE
ალბათ ბინის მიხედვით უნდა შეარჩიოთ

ნესტიანი ბინისთვის რომელია უკეთესი?

Posted by: chaki 31 Oct 2010, 18:28
არ იცით ინტერნეტ მაღაზიები სადაც იყიდებე ეგ გამათბობლები?

Posted by: violet 6 Nov 2012, 03:11
რომელს მირჩევდით დაახლოებით 30 კვადრატული მეტრი ოთახისათვის??

ამას http://gigant.ge/ka/1084-vitek.html
თუ ამას ..................... http://gigant.ge/ka/elektro-gamatboblebi/4629--.html
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: picxela777 6 Nov 2012, 09:53
http://www.radikal.ru

ყველასთვის ნაცნობი გამათბობელი,ფრანგული წარნიების და ყველაზე მაგარი,არც ჰაერს არშრობს ,,,
მე მინდა ყველას გითხრათ ნებისმიერი ელექტრო გამათბობელი ეკონომიური თუ გინდათ გახადოთ,აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ფართს და შემდეგ ცოტა ეკონომიური იქნება,მაგრამ რა პრინციპია 1კვტ ენერგია არის 30მ3 ანუ 10მ2 ზე გათვლილი,თქვენ თუ გაქვთ 10 მ2 აუცილებლად უნდა აირჩიოთ 1.5კვტ,რათა ტემპერატურა მალემიაღწევს და გამათბობელიც არ იმუშავებს დატვირთვით და ხარჯიც ცოტაოდენ შემცირდება,,,
მე წერეთლის 116 ში ვმუშაობ საგაში და შემიძლია თუ ვინმე მობრძანდებით აგიხსნათ თითოეული გამათბობელი და ფორუმელური შეღავათიც გავაკეთო smile.gif
2356979 დათო smile.gif

Posted by: violet 6 Nov 2012, 14:56
picxela777
დიდი მადლობა
და ეს გამათბობელი რა ღირს?? თერმოსტატი თუ აქვს?

Posted by: picxela777 6 Nov 2012, 15:18
violet
რათქმაუნდა აქვს ,არამარტო თერმორეგულატორი,არამედ ძალიან ბევრი ფუნქციაც,
მობრძანდით წერეთლის 116 ში და დაგაკვალიანებ smile.gif

Posted by: violet 6 Nov 2012, 15:33
picxela777
მოვალ აუცილებლად
იქნებ საორიენტაციო ფასები მითხრათ? ანუ კარგი,ეკონომიური ელექტრო გამათბობელი დაახლოებით რა დამიჯდება 30-35 კვადრატული მეტრი ფართისთვის...


ასევე თქვენი აზრი მაინტერესებს ამ გამატბობელთან დაკავსირებით: http://gigant.ge/ka/elektro-gamatboblebi/4629--.html

Posted by: picxela777 6 Nov 2012, 15:56
violet
ცუდი არცერთი გამათბობელი არ არის,მაგრამ რომელიც უბერავს ,ის ყოველთვის აშრობს ჰაერს,როგორც ზეთის გამათბობელი,მაგრამ ყველაფერს ,რომ დსავანებოთ თავი გარანტია არ გინდა? სერვისი ააქვს?ნაწილები იშოვება?? ეს პირობაა დღეს ჩვენთან მთავარი და დანარჩენი მერე smile.gif
მობრძანდიუთ დავითი ვარ დაგეხმარებით smile.gif

Posted by: violet 6 Nov 2012, 16:27
picxela777
გმადლობ! smile.gif

Posted by: dimaopena 26 Aug 2013, 22:17
1500 ვატიანი,საათში რამდენს წვავს ანუ, 20 თეთრს ხო ეგრე გამოდის,დაახლოებით, ანუ 1,5 კილოვატს,თუ მეშლება მაგრა :დ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)