800$ ღირს ჩვენთან.
პირველ რიგში აკიტა უფრო ადამიანის დამცველია ვიდრე ადგილის, ადამიანზეა კონცენტრირებული, ძალიან მეგობრული, ერთგული და თავგანწირული იქნება პატრონის მიმართ, მაგრამ იგივეს ითხოვს პატრონისგან
3-4 საათი მაინც უნდა დღეში გასეირნება.
ასევე აკიტა, მეგობრის და ერთგულების იქით, კარგი მებრძოლი და სანადიროდ ძალიან გამოსადეგი ძაღლია.
პატარასთან ერთად რომ წამოზარდო არანაირი პრობლემა არ იქნება, პირიქით კარგად დაალაგებს სიტუაციას აკიტა. ასე რომ ბავშვთან ერთად თანაცხოვრებაში პრობლემას არ შექმნის.
სხვა ძაღლები და ზოგადად ოთხფეხა არსებები არ უყვარს, ოჯახში თუ სხვა ძაღლი გყავს ვერ აიტანს, თუ ერთად გაიზარდნენ კიდევ შეიძლება, მომენტებში მაინც აგრესიული იქნება.
ისე კიდევ ძალიან თავისტი ძაღლია და სანამ რამეს შეგისრულებს ყოველთვის დაფიქრდება ხართ თუ არა ღირსი.
ღიმილი მისი სავიზიტო ბარათია
იაპონიაში მის ღიმილს უკანასკნელ სამურაის უწოდებენ. იღიმის მაშინაც როცა უხარია და იღიმის მაშინ როდესაც გაბრაზებულია.
ანუ ღიმილით ვერ დაასკვნი მის ხასიათს, რომ თუ ღიმილიანი სახე აქვს ყველა ვარიანტში უხარიაო.
http://akita-forum.ru/ ფორუმია, სადაც ყველაფერს გაიგებთ რაც დაგაინტერესებთ.
მიმაგრებული სურათი
Where Something Good Is Always Cooking.