forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (13) « პირველი ... 11 12 [13]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> C ჰეპატიტი vol. X
LIVE-76
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4300
წევრი No.: 131967
რეგისტრ.: 31-May 11

გამოგზავნილია: 23 Sep 2017, 23:49  #51385739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Optimer
QUOTE
ჰეპატიტი იმით არ გადადის, ჰეპატიტი იმით არ გადმოდის. ყველაზე ცუდი მიდგომაა და ლამაზად შეფუთული პროპაგანდაა. როცა შეგიძლია ადგე და ძალიან მარტივად იმკურნალო. წლობით რო აქვთ და იმ ქალბატონის მსგავსად ალბათ ყურადღებას რო არ აქცევენ, მერე რა თქმა უნდა რთულია მოგვარება. ამიტომ არ გადადის არ გადმოდის კი არა, უნდა იმკურნალო და მერე ვისაც გინდა იმას აკოცე.

მეც მყავს სანაცნობოში ბევრი ჰეპატიტ გამოვლილი, მაგრამ საბედნიეროდ ყველამ დროულად იმკურნალა და მაქსიმალურად მცირე ინტერვალში ყველა ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდა.


თავად არ იცი მეგობარო ზუსტად ც ჰეპატიტი რა ხილია ასე ვთქვათ და ასე დაჟინებით კი აწვები არასწორ ჩვენებას...

თავადვე ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევი, მაგ შენს ც -ზე ნამკურნალევ ნაცნობებს გგონია ანტისხეულები არ აქვთ სისხლში? biggrin.gif

ანტისხეულები სიცოცხლის ბოლომდე დარჩება სისხლში მაგრამ ანტისხეულები ვირუსი არაა და შესაბამისად არც გადამდებია!

სადღაც 20 წელი მქონდა ეს ვირუსი სანამ ამ ახალი წამლით მოვახერხე სრულად განკურნება და მადლობა ღმერთს არავისთვის არ გადამიდია, მითუმეტეს ოჯახის წევრებისთვის... არა და სადღაც 13 წლის განმავლობაში აზრზე არ ვიყავი რომ დაინფიცირებული ვიყავი და შესაბამისად არანაირად არ ვიცავდი თავს...

ც ჰეპატიტი ბ სგან განსხვავებით მხოლოდ სისხლით გადადის!!! არც კოცნით კიარადა სექსით და არც მითუმეტეს ხვევნით და საერთო ჭიქებით და პირსახოცით!!! ნუ ეხლა სისხლიან პირსახოცს თუ წაისვავ ღია ჭრილობაზე ბაზარი არაა დიდი რისკია მაშინ დაინფიცირების, ასევე სექსის დროს თუ გადაუტყავებენ ერთმანეთს შიგნეულობას ამ შემთხვევაში მართლაც რისკი არის givi.gif მაგრამ ეგრე სისხლის სისხლთან კონტაქტი თეორიულად ხელის ჩამორთმევითაც შეიძLება რომ მოხდეს მაგრამ ეხლა ნორმალური ადამიანი ამის გამო არ იტყვის რომ ვირუსი ხელის ჩამორთმევით გადადის lol.gif facepalm.gif

პ.ს. 8 წელი ც ჰეპატიტის თემით ვიყავი დაკავებული, ციროზის სტადიები, გართულებები, გვამური ღვიძლის გადანერგვა, ინტერფერონების ყველაზე ხარგრძლივი 72 კვირიანი კურსი და შემდგომ უკვე სოფოსბუვირ-რიბავირინ- ინტერფერონების 12 კვირიანი უკვე წარმატებული კურსი მაქვს ჩატარებული და ამ წლებში მიღებული გამოცდილებით შემიძლია ნაშრომები დავწერო გასტროენტეროლოგია-ტრანსპლანტოლოგია-ჰეპატოლოგიაში facepalm.gif biggrin.gif ასე რომ ვიცი რასაც ვწერ, შეგიძლია დაიჯერო yes.gif

This post has been edited by LIVE-76 on 23 Sep 2017, 23:53
Optimer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1053
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 24 Sep 2017, 11:43  #51387013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მომდევნო შეუსაბამო რეპლიკა. შინაარსის გამოტანის უნარი 0.

არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ იმათ ხვდება გულზე ვისაც ეს გამოუცდია.
ჩემი პოსტიდან სიტყვა-სიტყვით დაგიციტირებდი ყველა მონაკვეთს და მიხვდებოდი მერე ყველაფერს, მაგრამ მეზარება ამდენი ჩალიჩი.

ფონი გასაგებია, როცა ადამიანს რაღაც ემართება, იკვლევს იმ პრობლემას, მაგრამ ორ წინადადებას რო გაიგებთ თქვენს ფსევდო-ცოდნას ნუ ტენით ყველგან.

ანტისხეულებზე რო მელაპარაკები, ჯერ წაიკითხე ნორმალურად რა წერია, ერთი ორჯერ გადაიკითხე ოღონდ, უკეთ რომ გაიგო და მერე იმსჯელე. არ ყოფილა თურმე ანტისხეულები ვირუსი. და ვინ თქვა რო ვირუსია?

ასაკის 30% სწავლას შევალიე და კომპეტენტურობაში შეაქვთ ეჭვი, როცა წაკითხულის გააზრება უჭირთ. თქვენი სფერო მაინც იყოს. მაგიტოა მერე ექიმებს რო პაციენტების მოხრჩობა უნდათ. მეტიჩარა პაციენტების ოღონდ.

კიდევ ველოდები ჰეპატიტ გამოვლილ პაციენტს, გულზე რო მოხვდება და საკუთარი 'ცოდნის' გამჟღავნება მოუნდება.


LIVE-76
ისე რასაც შენ ამბობ არაფრით ეწინააღმდეგება ჩემს პოსტს და პირიქით. wink.gif ანტისხეულებზე კი, კვლევა და ინფორმაცია თუ გაინტერესებს მომწერე პირადში და დეტალურად აგიხსნი ყველაფერს. სანამ ისევ ისე გაჭრი და გაკერავ როგორც გინდა, გეტყვი რაშია ჩვენი პრობლემა. იმაში კი არა, რომ არ იცი ეს საკითხი ან ვინმეზე ნაკლები ცოდნა გაქვს. ეჭვიც არ მეპარება პირადად მე, რომ სოლიდური გამოცდილება გიმყარებს ზურგს, პრობლემა იმაშია, რომ იმავე ჩვენებას აწვები, რასაც მე, თან ისე რო ვერ იგებ. უბრალოდ ეგ მომენტია რა. ყველაზე მეტად სტკივათ ჰეპატიტ გამოვლილ ადამიანებს ის, როცა საქმე ტრანსმისიაზე მიდგება და არჩევენ ამ თემას. თან პოლიტიკის განყოფილებაში გაქვს პოსტების უმეტესობა გაკეთებული და მე შენ პოლემიკაში ვერ გაჯობებ, ასე რომ აღარ მინდა ამ თემის გაგრძელება. შენს გარდა კიდევ ბევრი იქნება მსგავსი რეპლიკით და სჯობს საერთოდ მოვრჩე ამაზე საუბარს. პაციენტებიც მეყოფა.

ცოტას მაინც დაგეხმარები შინაარსის გამოტანაში. მე არ მითქვამს, რომ სისხლის გარდა სხვა რაიმე კონტაქტით გადაეცემა ვირუსი. (თუ ვთქვი კი ბატონო, დამიციტირე), მაგრამ... According to the Centers for Disease Control (www.cdc.gov), studies regarding the transmission of Hepatitis C through sexual contact (whether it is genital, oral or anal) show that body fluids such as saliva, semen or urine must contain traces of infected blood for contamination to take place. If there are breaks in the skin (or lining of the mouth vagina or anus) Hepatitis C has the potential to be transmitted through intimate contact where blood from an infected individual crosses into the bloodstream of the non-infected person.

http://bit.ly/2xmwCdx <- ჰეპატიტის მსოფლიო ასოციაციის კვლევაზე დაფუძნებულ სტატიას გაეცანი. მომავალში გამოგადგება. პ.ს. შემდეგში, ვიდრე რაიმეს მტკიცებას დაიწყებდე ან კომპეტენტური წყარო დაურთე, ან საკუთარი კვლევის შესახებ მოგვიყევი. იქნებ რაიმე ახალი აღმოაჩინე : )

This post has been edited by Optimer on 24 Sep 2017, 12:12
LIVE-76
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4300
წევრი No.: 131967
რეგისტრ.: 31-May 11

გამოგზავნილია: 26 Sep 2017, 17:24  #51399900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

QUOTE
პაციენტებს თვეების მერე გადასამოწმებლად სწრაფ ტესტს ანტისხეულებზე ვეღარ უკეთებენ

ამას რაც შეეხება. ანტისხეულები 1-2 დღეში არ ქრება. ზუსტად მათზე მკურნალობაა საჭირო და შედეგი კარგი და სწორი მიდგომით მოდის.


Optimer

აბა ერთი ასე დაქოქილი რომ ხარ ამ თემაში ეს ბოლო პერიოდი და ასეთი მცოდნე თურმე - ეს შენი დაწერილი ახსენი როგორ და რატომ უნდა იმკურნალოს ც ჰეპატიტისგან განკურნებულმა ადამიანმა? biggrin.gif facepalm.gif

თან თურმე ჩვენ გვხვდება გულზე lol.gif

ვაი ექიმები ინ ექშენ საქართველოში მეტწილად... user.gif
_Lali_
Mrs Lali


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6611
წევრი No.: 88046
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 26 Sep 2017, 17:29  #51399932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
LIVE-76
შენ გაიხარე smile.gif მართალი ვყოფილვარ ესე იგი, რასაც ვწერდი. ეჭვი შემეპარა ჩემს ნაცნობ ექიმში... კომპეტენტური ყოფილა ისიც smile.gif

სულ არ ჩავებმეოდი დისკუსიაში, მაგრამ იუზერმა რომ დაწერა
QUOTE
ჩემ შვილს სთავაზობს მოდი გაჭამო და რაღაცეები
ლამის გულის შეტევა მივიღო ხოლმე

შემეცოდა, ძალიან ნერვიულობდა და იმიტომ დავწერე

This post has been edited by _Lali_ on 26 Sep 2017, 17:31
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 58478
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 27 Sep 2017, 20:58  #51407408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Optimer
QUOTE
დავდე პოსტი, თან კვლევის წყარო დავურთე

ოჰ, რას ამბობ smile.gif მაგის პასუხი დავწერე სწორედ
:
QUOTE
დღე და საათი არ იციან, მაგრამ ნებისმიერი პაციენტი ერთხელ მაინც ყოფილა ექიმთან სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან დაკავშირებულ სამედიცინო პროცედურაზე, იქნება ეს ქირურგიული, გინეკოლოგიური, სტომატოლოგიური პროცედურა, სისხლის გადასხმა, თუ უბრალოდ, სისხლის საერთო ანალიზი-ლაბორატორიების ნაწილში ეგ უკანასკნელიც კი წესების დარღვევით ტარდებოდა (საკუთარი თვალით მაქვს ნანახი). ასევე, სრულიად შესაძლებელია ინფიცირება სადალაქოში-წვერის პარსვის ან კისრის გაპარსვის დროს, მემანიკურესთან-ფრჩხილების გალამაზების პროცედურაზე, კოსმეტოლოგთან-სახის წმენდის დროს და სხვ.

არ არსებობს ადამიანი ცივილურ ქვეყნებში, რომელიც ერთხელ მაინც არ იყოს ცხოვრებაში ექიმთან ნამყოფი და სისხლთან დაკავშირებული პროცედურა არ ჰქონდეს ჩატარებული. ახლა, რომელიღაც ატოლზე მცხოვრებ რობინზონ კრუზოებზე თუ ვსაუბრობთ-ეგ არ ვიცი..

QUOTE
თხა და გიგოა რა.

QUOTE
მომდევნო შეუსაბამო რეპლიკა. შინაარსის გამოტანის უნარი 0.

QUOTE
კიდევ ველოდები ჰეპატიტ გამოვლილ პაციენტს, გულზე რო მოხვდება და საკუთარი 'ცოდნის' გამჟღავნება მოუნდება.

თუ შეიძლება, კორექტულობას მოუხმე და შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანებს.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
_Lali_
Mrs Lali


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6611
წევრი No.: 88046
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 28 Sep 2017, 11:48  #51410558      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Solveig
როგორი დარწმუნებულია ეს იუზერი Optimer თავის თავში smile.gif არაფერის გაგონება არ უნდა smile.gif
Optimer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1053
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 28 Sep 2017, 13:55  #51411328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
LIVE-76
QUOTE
აბა ერთი ასე დაქოქილი რომ ხარ

კორექტულად ისაუბრე.
QUOTE
ახსენი როგორ და რატომ უნდა იმკურნალოს ც ჰეპატიტისგან განკურნებულმა ადამიანმა?

ეს მე არ დამიწერია, წაკითხულის გააზრება... თუ რაიმე განსხვავებული აზრი გამოიტანე, დამიციტირე რაზე მიმითითებ.
QUOTE
ვაი ექიმები ინ ექშენ საქართველოში მეტწილად...

მე ბევრ ექიმს გავამტყუვნებ და ეს მარტო ქართველ ექიმს არ ეხება - თუ ის კომპეტენტური არ არის ან არასწორ ინფორმაციას ფლობს. კრიტიკული აზროვნებაა მეტი არაფერი. მე რასაც ვწერ ჩემი მოგონილი არ არის. თუ რაიმეა ჩემს პოსტში ისეთი, რამაც დაგაეჭვა მითხარი და ჰეპატიტის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელოდან მოგიყვან ციტატას, თუ ეს შენთვის მნიშვნელოვანია.
და კიდევ ერთხელ. ცინიკურად საუბარს არ გირჩევ, კარგს არაფერს მოიტანს!

Solveig
QUOTE
თუ შეიძლება, კორექტულობას მოუხმე და შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანებს.

მართალია, შეიძლება საზღვრებს გავცდი, მაგრამ შეურაცხყოფა არც მიფიქრია, თუ რაიმე დავაშავე, ბოდიშს მოვიხდი, უბრალოდ ჩემთვის ეს საკითხი მტკივნეულია გარკვეული მიზეზების და გამო და სხვა ბევრისთვისაც, როგორც აღმოჩნდა. smile.gif

_Lali_
QUOTE
როგორი დარწმუნებულია ეს იუზერი Optimer თავის თავში  არაფერის გაგონება არ უნდა

თქვენ შეგიძლიათ იმის გჯეროდეთ, რაც ლამაზად შეფუთულია, ან პროპაგანდის ნაწილი. დადგმული სცენა, 20 კაცში 19 თეთრზე შავს იძახის, ზეგავლენა ისეთია მე-20-ზე, რომ აშკარად ხედავს თეთრს, მაგრამ ისიც შავს იძახის, იგივე სიტუაცია შეიქნა აქაც. მე ვსაუბრობ კვლევებზე დაფუძვნებული ცოდნით. ფორუმზე არაფორმალური გარემო იმის შთაბეჭდილებას ნუ შეგიქმნით, რომ ნაკლებ დაეჯერება ვინმეს. მე ხომ არ გაძალებთ დამიჯერეთ-მეთქი. საინტერესოა ასე მომართულნი რატო ხართ ჩემზე... მაგრამ ეს ფაქტი ავხსენი უკვე, გულზე ვისაც ხვდება გარკვეული მიზეზების და გამო, ის თავს გამოავლენს. არც მე მიხარია ის მოცემულობა, რაც დღეს არის, მაგრამ ფაქტი ფაქტია.

თქვენ მე ნუკი დამესიეთ და ცინიკურად ნუკი მესაუბრებით (რაც კიდევ ვიმეორებ, კარგს არაფერს მოასწავებს), მეტი წაიკითხეთ, მეტი გაიგეთ, კრიტიკულად შეაფასეთ, ისწავლეთ.

თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ რაც დავწერე, ნუ კი მეპროსფესორებით, არგუმენტირებულად დაეთანხმეთ ან უარყავით ან მითხარით, რამ დაგაეჭვათ და დეტალურად ვისაუბროთ ან მკითხეთ საიდან მომაქვს "ეს მონაჩმახი"! ეს თემა ჰეპატიტს ეხება და არა რომელიმე იუზერის კომპეტენტურობის საკითხს ან გაკიცხვას. მე ვამტკიცებ იმას, რასაც მკვლევრების უმეტესობა ამტკიცებს და ამბობს და ამის დანახვა რატო არ გინდათ ვერ ვხვდები.

This post has been edited by Optimer on 28 Sep 2017, 13:58
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 58478
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 28 Sep 2017, 20:24  #51413700      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Optimer
QUOTE
ცინიკურად ნუკი მესაუბრებით (რაც კიდევ ვიმეორებ, კარგს არაფერს მოასწავებს),

თუ შეიძლება, ნუ გვემუქრები აქ smile.gif

კაცმა რომ თქვას, ეგეც არ მოასწავებს კარგს იმ მხრივ, რომ შეურაცხმყოფელ პოსტებზე გაფრთხილებები და ბანები გაიცემა ხოლმე.

შეგიძლია, გჯეროდეს, როგორც გსურს. უბრალოდ, პატივი ეცი სხვა იუზერებს.

QUOTE
მე ვამტკიცებ იმას, რასაც მკვლევრების უმეტესობა ამტკიცებს

რას ამტკიცებ? იმას, რომ ლოყაზე კოცნით ან ხელის მოთათუნებით გადადის ჰეპატიტი?

ინფიცირების ზუსტი დროის დადგენა ხშირად არ ხერხდება ჰეპატიტის შემთხვევაში.

არის "ხმაურიანი" შემთხვევები, მაგალითად,
თუ ადამიანი ნარკოტიკს გაიკეთებს "მეგობრობის" შპრიცით,
სადმე ნაპოვნი მახვილი ნივთი შეესობა,
ისარგებლებს საკუთარი ჰიგიენური ნივთით, რომელიც თურმე მისგან უჩუმრად გამოუყენებია სხვას (მაგ. საერთო საცხოვრებლებში შეიძლება მოხდეს ასეც.)
გადაისხამს სისხლს,
ასევე, პოლიციელები, კრიმინალისტები, ჯარისკაცები, ძალოვანი სპორტის მიმდევრებიც პროფესიის გამო შეიძლება აღმოჩდნენ ისეთ სიტუაციაში, რომ გაუთვალისწინებლად ჰქონდეთ კონტაქტი სისხლთან.

ეს ყველაფერი არის საბაბი იმისათვის, რომ ადამიანმა გამოიკვლიოს თავი და დაადგინოს-ხომ არ დაინფიცირდა.

ამის მიუხედავად, ყოველთვის არსებობს სარისკო ქცევა-თუნდაც, ერთი შეხედვით, მარტივი სამედიცინო პროცედურა, როგორიცაა სისხლის ანალიზი თითიდან, ან დასაპლომბი კბილი, უწყინარი ვიზიტი სილამაზის სალონში და სხვ. ამ დროს ადამიანები ენდობიან იმ დაწესებულებას, რომელსაც მიმართეს მომსახურების გასაწევად და არ გარბიან ლაბში ანალიზის გასაკეთებლად. თუ დაინფიცირდენნ ამ დროს და მხოლოდ წლების შემდეგღა აღმოაჩინეს, ცხადია, რომ ძნელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი პროცედურის დროს მოხდა დაინფიცირება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ-საქართველოში მაინც, ადამიანები რეგულარულად სარგებლობენ ისეთი მომსახურებით, რომლიც დროსაც თეორიულად, სრულიად შესაძლებელია ც ჰეპატიტით ინფიცირება. ასე რომ, ვერ ვხედავ აზრს, რომ რაღაც ფანტომებს ვდიოთ და ადამიანს ბავშვისათვის თავზე ხელის გადასმა ავუკრძალოთ "არ გადასდოს" ძახილით. კაცმა რომ თქვას, თქვენს შვილს როგორც გნებავთ, ისე მოექცევით. უბრალოდ, სხვებზე ნუ გაავრცელებთ იგივეს.
Optimer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1053
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

  გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 00:10  #51415176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Solveig
QUOTE
თუ შეიძლება, ნუ გვემუქრები აქ
კაცმა რომ თქვას, ეგეც არ მოასწავებს კარგს იმ მხრივ, რომ შეურაცხმყოფელ პოსტებზე გაფრთხილებები და ბანები გაიცემა ხოლმე.
შეგიძლია, გჯეროდეს, როგორც გსურს. უბრალოდ, პატივი ეცი სხვა იუზერებს.

ქართულად არ ვლაპარაკობ ვერ გავიგე? ვინ ხარ შენ ბოლოს და ბოლოს. თუ ვინმეს რამე ვაწყენინე ბოდიში მოვიხადე მეთქი და არავის არ ვემუქრები. თუ ცინიკური მიმართვა სხვისთვის არაფერს მოასწავებს კარგს, ასევე ჩემთვის, მაგრამ აბა მაგას როგორ გაიგებდი, სხვანაირად აფერადებ გასაფერადებელს.. რა ვქნა ახლა ხარკი გადაგიხადოთ კიდე თუ რა.. თუ გაიცემა გაეცი ბანი და გაფრთხილება, ეს ვინაა ბიჭოს. ამ ონლაინში რა მაგრები ხართ ხოლმე ეს მოდერატორები, პრივილეგია ჩაუვარდებათ ხელში და აღრ იციან რა ქნან. შენ კითხვა არ იცოდე მე რა შუაში ვარ. ამათ უყურე არ გაუვიდათ მართლა თავს.

QUOTE
რას ამტკიცებ? იმას, რომ ლოყაზე კოცნით ან ხელის მოთათუნებით გადადის ჰეპატიტი?

არც ეს არ დამიწერია. თქვენ ხალხო ხოარ კაიფობთ აქ. როგორც გინდათ ისე რო ჭრით და კერავთ. დამიციტირე!!!!!
არ შეჭამეს ტვინი ვახ...

სულ კარგად და ბედნიერად იყავით, კიარ მიხარია სხვისი ცუდი ყოფნა. ნეტა სადმე მოგვიწიოს შეხვედრა, აქ რო ბანებით და გაფრთხილებებით იმუქრებით. დამვორნე რაც გინდა ის ქენი. დამიწყო ამან აქ პრავების კაჩაობა და საქმეების რჩევა. არაფრის გამო ბოდიში მოვიხადე და კიდე მეხიპიშება

This post has been edited by Optimer on 29 Sep 2017, 00:15
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 58478
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 00:14  #51415201      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Optimer
აქეთ გადაინაცვლე, იქნებ ვინმემ რამე გირჩიოს.

ნევროზი, დეპრესია და სტრესი
Optimer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1053
წევრი No.: 161152
რეგისტრ.: 7-February 13

გამოგზავნილია: 29 Sep 2017, 00:16  #51415209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Solveig
კრიტიკული აზროვნების ჯგუფი საითაა? ვისთან დაგარეპორტო, ადმინი ვინაა ამ განყოფილების? თემას აოფებ.

თემას დავტოვებ სჯობს. ხალხს არ სიამოვნებს ჩემი "ამპარტავნული საუბარი" და ვინც სწორად გაიგებს და სწორად წაიკითხავს ჩემს ნაწერს კარგი იქნება. ვისაც ეჭვი ეპარება რაიმეში, აქ ცინიკურად ნუკი გამამტყუვნებს, პირადში მომწეროს და იქ ვისაუბროთ თემაზე. თუ ვინმეს კეთილგანწყობა შევილახე, მათ კიდევ ერთხელ ვამბობ მომიტევონ. არავის წყენა არ მიფიქრია. ვისაც აზრი გაგაჩნიათ კიდე არგუმენტირებულად გაამყარეთ ის, მარტო იმის გამო ნუ გამოხტებით, რომ სხვა საპირისპიროს ამტკიცებს.

ეტიკეტს და მოდერაციას რაც შეეხება, მივმართავ საკუთარი საქმე გააკეთოს და თუ ვინმე, ჩემი ჩათვლით გასაფრთხილებელი ან ბან დასადებია, გააფრთხილეთ კიდეც და ბანიც დაადეთ, უზრდელურად ნევროზზე ნუ მიუთითებთ და სხვას ჭკუას ნუ ასწავლით და ნუ მიუთითებთ ეთიკაზე, როცა მეორე მხარეს აქვს ეს დეტალი დასახვეწი...

ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ :*

This post has been edited by Optimer on 29 Sep 2017, 00:39
agava
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 781
წევრი No.: 11683
რეგისტრ.: 21-July 05

გამოგზავნილია: 19 Oct 2017, 17:39  #51529741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფარმადეპოს დაუწყია ახალი პროგრამა( ბათუმში, თბილისში არ ვიცი თუა) აფთიაქში იღებენ სწრაფ ც ჰეპატიტის ტესტს პლუს ჩუქნიან 10 ლარიან ვაუჩერს smile.gif ასეთ წამოწყებებს მივესალმები. ბევრი იღებს ანალიზს, რიგი დგას ხოლმე
_Lali_
Mrs Lali


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6611
წევრი No.: 88046
რეგისტრ.: 3-April 09

გამოგზავნილია: 19 Oct 2017, 17:42  #51529762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
agava
ევექსში გავიკეთე მე უფასო ანალიზი, ვენიდან აიღეს სისხლი და მერე მეილზე გამომიგზავნეს პასუხი, თან 50-ლარიანი ვაუჩერი მომცეს და იმ ვაუჩერით სხვა ანალიზები გავიკეთე, რაც ჩაეტია 50 ლარში
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (13) « პირველი ... 11 12 [13]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0276 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]