#60067914 · 3 Feb 2023, 00:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iRadonn
QUOTE | იძულებული არაა, ასე სურს. |
საკუთარი ადამიანობა აიძულებს, ასე ვთქვათ როგორც სახეობა. როგორც ლომი არის იძულებული იყოს მტაცებელი ცხოველი, თუმცა ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს რომ მას სურს გააკეთოს ის რასაც აკეთებს, ანუ სხვა სახეობა გაანადგუროს და საკვებად გამოიყენოს.
ასევეა ადამიანიც, ოღონდ უკვე არ სჭირდება სხვების ჭამა, მაგრამ ადამიანისთვის დამახასიათებელი აგრესია, თავს იჩენს სხვადასხვა ფორმით, და იმ დონის სისასტიკეს სჩადის, მტაცებელ ცხოველებსაც კი შეშურდებათ, და ეს არამგონია სურვილზე იყოს აწყობილი, მინდა და ვაკეთებ. უფრო შეიძლება იყოს იძულებული ვარ ასე გავაკეთო, რადგანაც ვარ ადამიანი, ბიოლოგიური სახეობა როგორც სხვა დანარჩენი სახეობები, და მეც როგორც ადამიანს მახასიათებს გადარჩენისთვის ბრძოლისთვის არსებული აგრესია, ან აგრესია როგორც თავდაცვის საშუალება და ა.შ.
This post has been edited by Obser_ver on 3 Feb 2023, 00:27
|