ყველა, ვინც ამ ქალაქში გადაადგილდება მანქანით ალბათ, ერთხელ მაინც შეუმჩნევია მოპედების უზნეო, უკანონო და გაუმართლებელი ქცევა.
მოპედის მძღოლები ხშირად, გადიან წითელზე, ჰკვეთენ რა ხაზსაც უნდათ იმას, ადიან ბორდიურზე და გადაადგილდებიან იქ სადაც ფეხითმოსიარულეთა ადგილია.
არღვევენ ყველა საგზაო წესს პასუხს არავინ სთხოვს.
პოლიციის წინ გადიან წითელ შუქნიშანზე, პოლიციის წინ დაჰქრიან ბორდიურზე და პოლიციას რეაქცია არ აქვს.
მაგრამ მე მაქვს რეაქცია! ვხედავ თუ როგორ არღვევენ კანონს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, ამას არც მალავენ, კამერებიან შუქნიშნებზეც გადიან ასე და მაინც ჰკიდიათ.
მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, მე ვაჩერებ წითელზე, მე ვუთმობ ზებრაზე ადამიანს, მე არ დავდივარ ბორდიურზე სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო მას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს და პასუხს არავინ სთხოვს.
ეს არის სირცხვილი და შეურაცხყოფა მოსახლეობის, 2020 წელი მოდის და მოპედზე ყველა გიჟს, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია დაჯდეს.
რა მოპედი არ არის საფრთხის შემცველი? ბორდიურზე რომ დაჰქრის თუნდაც 30-50 კმ/სთ, ეს ცოტა გგონიათ? ამ სიჩქარით რომ ბავშვს დაეჯახოს რა მოხდება? ან თუნდაც ზრდასრულს, მინიმუმ ძვლების მოტეხილობა ხომ არის გარანტირებული?
ამის პრევენცია შეგვიძლია დღესვე თუ გავხდით მართვის მოწმობას სავალდებულოს მოპედისთვისაც, მაგრამ არა! უნდა გავწელოთ, უნდა გავწელოთ, უნდა გავიდეს წლები. უნდა დაიმტვრეს ბევრი, უნდა იტკინოს ბევრმა, უნდა დაველოდოთ წლები და ამის შემდეგ მივიღებთ ამ საშინლად აუცილებელ კანონს.
საბოლოოდ მაინც ხალხამდე დავდივართ, არაფერზე რეაქცია არ აქვთ, დაჰქრიან მოპედები ბორდიურებზე და ჰკიდიათ, ფიქრობენ რომ ნორმალურია, არ ბრაზდებიან, არ იღებენ ხმას.
გერმანიაში ველოსიპედის ზოლში რომ ფეხით გახვიდე, გადაგივლიან ველოსიპედით და მართლებიც იქნებიან, იქ ვინმემ მოპედით ბორდიურზე რომ იაროს, ხალხი გააჩერებს, გამოიძახებს პოლიციას და დააჯარიმებენ, ამასთან ერთად კარგადაც მიალანძღავენ.
ვიცი აზრი არ აქვს არც ამ თემას, მაინც არაფერი შეიცვლება, უბრალოდ მინდოდა მეთქვა კიდევ ერთხელ.
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options