Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > რა მოხდება


Posted by: 1001 23 Nov 2017, 01:17
არც არაფერი, ხვალ შეიკრიბება სანათესაო საახლობლო და იქნება ერთი ვიშვიში, მიტირებენ მიგლოვებენ, ბევრ ვარაუდს გამოთქვამენ თუ რატო დავასრულე სიცოცხლე ასე ტრაგიკულად.
მე რომ დღეს მიჭირს ცუდად ვარ დახმარება რომ მჭირდება სად არის ეს ნარჩევი ხალხი რომელიც ხვალ ჩემ ტირილს აპირებს? მკითხულობს ვინმე მე? ან კითხულობს ჩემ გასაჭირს? არა! ხოდა თქვენი დედაც მაგრად მკიდიხართ ყველა

Posted by: ______ 23 Nov 2017, 01:28
1001
რომ არ დაასრულო ამაღამ სიცოცხლე, მაშინ რა მოხდება?
მაგ ფორმატში რომ დაწერო... smile.gif

ადამიანს, ჩვეულებრივ, თავისი თავი გასჭირვებია ან გახარებია,
ამიტომ ვერ ყოფნის ხოლმე მეორე ადამიანს.

Posted by: 1001 23 Nov 2017, 01:35
ამაღამ თუ არა ხვალ ღამ დავასრულებ, ისე კი ზუსტად ვიცი რომ 2018ს მე იქ შევხვდები. მესმის რომ ყველას თავის თავი გასჭირვებია, მეც ხომ ზუსტად ასე ვარ და ამიტომაც არავის ვთხოვ დახმარებას. უბრალოდ დავიღალე და დასვენება მინდა ამ ყოფიერებისგან

Posted by: sაlოmეa 23 Nov 2017, 01:39
1001
QUOTE
დასვენება მინდა

ბაკურიანში წადი, სუფთა ჰაერზე
QUOTE
იქ

40 დღე გზაში გინდა და მაინც დაიღლები
yes.gif

Posted by: ______ 23 Nov 2017, 01:45
1001
მეც მქონია ასეთი სურვილი ერთხელ.
ახლა აქ ვარ.
ეგოისტური და წანარცისოროდრიგესო ტონალობები ანეიტრალებს.

ისინი არ მოდიან შენთან.
შენ თვითონ გინდა რომელიმე მათგანთან, უკეთ იგრძნობდი თავს მასთან?

Posted by: 1001 23 Nov 2017, 01:45
ერთი უნდა გავუშვა ჩემ წინ და მერე მეც გავყვები

Posted by: ______ 23 Nov 2017, 01:49
QUOTE (1001 @ 23 Nov 2017, 01:45 )
ერთი უნდა გავუშვა ჩემ წინ და მერე მეც გავყვები

გიდი ყველგან საჭიროა biggrin.gif

Posted by: 1001 23 Nov 2017, 01:51
______
ეჰ მეგობარო შენ ღადაობ და მე ცალი ფეხი საიქიოს მაქვს

Posted by: ______ 23 Nov 2017, 01:56
1001
მგონი, ცალი თვალიც იქეთ გაქვს, მაღლა გკითხე რაღაც smile.gif
არ ვღადაობ.
ხვალ კარგად იქნები, შეგილოცავ :ჩხიბ-ჩხიბ-ჩხიბ:

Posted by: georgy 23 Nov 2017, 02:08
1001
რა გიჭირს, მოყვები?

Posted by: Divergent 23 Nov 2017, 02:24
1001
დარწმუნებული ვარ "იქ" ამას აუცილებლად ინანებ. ამიტომ გირჩევ ცხოვრება გააგრძელო. ხშირად ადამიანები როდესაც ემოციებს აყვებიან სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ძვირად უჯდებათ.

Posted by: 1001 24 Nov 2017, 01:43
სპონტანურად ცხელ გულზე მიღებული გადაწყცეტილება არაა! მე წლებია ფორუმს თვალს ვადევნებ და ჩემი უსაყვარლესი განტვირთვის ადგილია ეს

Posted by: georgy 24 Nov 2017, 01:53
1001
რამ გადაგაწყვეტინა თავის მოკვლა, რა გამოუვალი მდგომარეობის წინაშე დგახარ, შეგიძლია გაგვიზიარო?

Posted by: bajuba 24 Nov 2017, 02:07
1001
QUOTE
სპონტანურად ცხელ გულზე მიღებული გადაწყცეტილება არაა! მე წლებია ფორუმს თვალს ვადევნებ და ჩემი უსაყვარლესი განტვირთვის ადგილია ეს

ერთს გეტყვი რა,არ დაგიწყებ არ ქნა,გაჩერდი და გადაიფიქრე თქო,იმიტომ რომ თუ გადაწყვიტე აზრი აქვს.მაგრამ მინდა ჩემგან იცოდე,როგორც ერთი ჩვეულებრივი მოკვდავისგან,თვითმკვლელობაზე დიდი სილაჩრე და სიმხდალედ არ მიმაჩნია არაფერი.
შენ თუ იმას ფიქრობ რომ,თავს მოიკლავ და ვინმეს დააზარალებ,გეტყვი რომ ვერავის შენი თავის გარდა!გიტირებენ,ინერვიულებენ,მერე გაგიხსენებენ ხანდახან,მაგრამ ისინი ცოცხლები იქნებიან და რაღაცით მაინც ბედნიერები.
აი შენ სად იქნები,ეგ არ იცის არავინ,ნუ ორი მეტრის სიღრმეს არ ვგულისხმობ.
ჯერ ის გაითავისე რომ,სიცოცხლეზე მეტი სიმდიდრე არაფერია და რა დაგიშავა შენმა თავმა რომ ართმევ?!
მიიხედ მოიხედე გარშემო,დავიჯერო ეგეთ ნაცრისფერ სამყაროში ცხოვრობ,საერთოდ არაფერი ხდება კარგი შენს გარშემო?
იქნება შენ არ გინდა დაინახო,ან არ ცდილობ დაინახო.
იმას ვერ მოგატყუებ,მეც მიფიქრია თვითმკვლელობაზე თქო,მაგრამ მიფიქრია გაქცევაზე და გარიყვაზე,სადმე გადახვეწაზე,მაგრამ რომ დავფიქრდი კარგად,ერთი ყველას დედაც #####ან რა,ჩემ თავს არ მირჩევნია არაფერი და არც არასდროს არაფერს დავუშავებ!!!
გოგო ხარ თუ ბიჭი,თუ გოგო ხარ დაქალები ნახე,თუ ბიჭი ხარ ძმაკაცები და სადმე ცოტა გული გადააყოლე,უბრალოდ გადი ქუჩაში და ხალხს დააკვირდი,10 გამვლელიდან შეიძლება 5 შენზე უბედური იყოს,მაგრამ ხალხი ცხოვრობს და არსებობს.
მაგ საქციელს ვერ გავამართლებ ვერასდროს,იმიტომ რომ ადამიანი თვითონ იქმნის ყველა პირობას,შენ თუ გინდა იქნები ბედნიერი,თუ გინდა არ იქნები.სხვას ნუ აბრალებ,შენს თავს შენ თვითონ უნდა მიხედო,ნუ ელი ვინმესგან დახმარებას,ეცადე შენ გამოასწორო რაც შეგიძლია და რომ გამოგივა,იმხელა კმაყოფილებას იგრძნობ,რომ მაგ ###ობაზე აღარ იფიქრებ.
დამიჯერე ყველაზე დიდი სილაჩრეა,პრობლემებს არ უნდაგაექცე,უნდა ებრძოლო.ვერ მოაგვარებ პირველ ცდაზე,მეორედ სცადე და სცადე იქამდე სანამ არ მოერევი.
არ არსებობს პრობლემა,რომელსაც გამოსავალი არ აქვს!
ერთადერთი მოუგვარებელი პრობლემა სიკვდილია და შენ მაგ გზით ცდილობ მოგვარებას,რაც ყველაზე არასწორია!!!

Posted by: ______ 24 Nov 2017, 10:07
bajuba
შენი პოსტის კითხვისას თავი წარმოვიდგინე თემის ავტორის ადგილზე. დამეხმარებოდი.
არა იმიტომ, რომ რამე ამ სიტუაციაში ჯერ არ თქმული გიწერია და ეს გამინათებდა გონებას.
მაგრამ იმიტომ, რომ ჩადებული სურვილი და ემოცია გულწრფელია, ნამდვილი და გამგებიანი. არც ერთი სიტყვა არაა ყალბი.
ჩვენც ხომ ერთმანეთისგან რამე კონკრეტულის მოსმენა კი არა, განცდა გვსურს მეორესგან ჩვენი.

Posted by: Re-hanna 24 Nov 2017, 10:38
1001
ბოლო მომენტში ინანებ და უკან ვერაფერს დააბრუნებ.შიშსა და ტანჯვაში მოკვდები.ბევრს მოსვლია მასე.ვინც შემთხვევით გადაარჩინეს.ისინი ყვებიან, რას გრძნობდნენ. არჩევანი შენზეა,მაგრამ არ ყოფნას ყოფნა ჯობია, თუნდაც განდგომილად ცოტა ხნით.შორს ცივილიზაციისგან,რომ აზრები და ემოციები დაალაგო.

Posted by: მაკნატუნა 24 Nov 2017, 11:13
1001
იქნებ დაგეხმაროთ?
თუ შეგიძლია ისაუბრე რა გაწუხებს...
მე აქ წუწუნმა მიშველა,იქნებ შენც გიშველოსsmile.gif

Posted by: Re-hanna 24 Nov 2017, 15:28
1001

ცოცხალი ხარ? არ ჩანხარ.
იმედია ხარ smile.gif

Posted by: maiako_mao 24 Nov 2017, 15:41
1001
QUOTE

 რა მოხდება, ამაღამ რომ სიცოცხლე დავასრულო?!


გამოჩნდი და ამ კითხვაზე ჩემს აზრს გეტყვი smile.gif

Posted by: Escapist 24 Nov 2017, 16:19
ახალი ამბავი ნათესავებს რომ კიდიათ მეტ წილად და ფორმალობის გამო ღვრიან ნიანგის ცრემლებს ან შეეცოდებათ, მაგრამ თან არავინ გადაყევაბა yes.gif ზოგადად კი ყველა საკუთარ თავს უკვდება, იმ ქვეყნად არავინ წაყოლია და რავი :/ ამ ქვეყნად კი ტოვებს გასაცოდავებულ მშობლებს, რომლებმაც იმიტომ არ გაგზარდეს მსაგვის რამე დადგეტეხა თავს.
შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ვინმე ახლობელმა თუ იგივე გზას მიმართა ანალოგიურ სიტუაციაში იგივე მხარეს არ აღმოჩნდები ანუ სანათესაო სავიშვიშეთის. ვის რა სტკივა წყინს თუ უხარია ყევლასი იცი იმათგან? user.gif


Posted by: AstraG 24 Nov 2017, 17:34
სულელები ვართ ადამიანები, ისედაც წარმავალ სიცოცხლეს სასოწარკვეთილებაში რომ ვატარებთ.
ბედნიერებისაგან უნდა ვფრენდეთ იმ შესაძლებლობისათვის, რასაც სიცოცხლე ჰქვია.
მაგრამ სულელები ვართ, რაც ძალიან სამწუხაროა.

Posted by: TheSky 25 Nov 2017, 22:01
bajuba
ჯიგარი ხარ, ვკითხულობდი და მეგონა რო მე დავწერე smile.gif სიკვდილი გამოსავალი არ არის და იმედია ნელნელა ყველა გაიგებს ამას და დააფასებს. მაგრამ ზუსტად ესეთი აზრების მოსაცილებლად არის ფსიქოლოგი, მარა ჩვენთან უტყდებათ ფსიქოლოგთან სიარული ან ფინანსები არ უწყობთ ხელს. მოკლედ მეგობარო დააფასე შენი სიცოცხლე აქ არავინ დავრჩებით smile.gif

Posted by: Re-hanna 26 Nov 2017, 01:20
აუ ცოცხალია ნეტავ?
შემოვიდეს რა თემის ავტორი. sad.gif

Posted by: ani_k 26 Nov 2017, 02:13
1001
გამოჩნდი
იმედია გამოჩნდები ..
ვინმესთვის მაინც დაგეტოვებინა მისამართი .
ჰმმ ....................
არ შეიძლება ეგრე რაა , ამდენ ადამიანს ანერვიულებ ..

sleep.gif sleep.gif

Posted by: elodin 26 Nov 2017, 13:23
რამდენი ფილოსოფოსი და ფილოსოფიური აზრი იფრქვევა smile.gif


Posted by: Ninna_maya 26 Nov 2017, 13:28
ადამიანებო ერთმანეთს ხელი გაუწოდეთ...... boli.gif

Posted by: სნეგირი1 26 Nov 2017, 14:14
აი, არ მესმის ამ ხალხის რა. ეგ იგივეა ფილმის ყურება შუაში შეწყვიტო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო სცენა არ მოგეწონა.
ნუთუ, დანარჩენი ფილმი აღარ გაინტერესებთ? ან რატომ თვლით, რომ ეს სცენა ფილმის ბოლომდე გაიწელება? ან თუ მთლიანად ფილმი არ მოგწონთ, რატომ თვლით, რომ ვინმე გიშლით სხვა ფილმის ყურება დაიწყოთ? სადაც გამორთვა არ გაშინებს, იქ ახალი ფილმის ჩართვამ როგორ უნდა შეგაშინოს?

Posted by: ani_k 26 Nov 2017, 20:02
1001
იმედია ვინმეს რჩევა გაითვალისწინე და სადმე კაარგად ერთობი.....
mo.gif

Posted by: Libra.Lucchese 27 Nov 2017, 15:42
1001
გაქვს დეპრესია და სუიციდალური მოთხოვნილებები?

ძალიანაც კარგია. არ მოეშვა ამაზე ფიქრს, პირიქით ბოლომდე შემოუშვი შენში. ხშირად და თითქმის ყოველდღე იფიქრე როგორი იქნება შენი გარდაცვალება, როგორ გამოემშვიდობები ცხოვრებას, როგორ იწვები კუბოში, როგორ გექნება ხელები გულმკერდზე შემოდებული. წამოწექი საწოლზე და სწორედ ეგ პოზა მიიღე, თან იფიქრე როგორ ტირიან შენი საყვარელი ადამიანები, ნაცნობები, მეგობრები, ახლობლები რომლებიც შენს სამძიმარზე არიან მოსულები. წარმოიდგინე როგორ დაგტრიალებს სასულიერო პირი საკმევლით ხელში და როგორ კითხულობს ლოცვებს. ეცადე მაქსიმალურად დაძაბო გონება და ბოლომდე წარმოიდგინო რა და როგორ იქნება. ეცადე ამ ყველაფერზე ხშირად იფიქრო. იფიქრო იმაზე თუ როგორ აგიყვანენ კუბოთი ხელში და როგორ გამოგასვენებენ სახლიდან, იფიქრო იმაზე თუ როგორ ჩაგასვენებენ, როგორ მოგაყრიან ზემოდან მიწას და ცრემლებს. ეცადე ისიც წარმოიდგინო რომ ამოთხრილ მიწაში წევხარ, კუბოში, და გესმის მიწის ხმა რომელიც კუბოს ზემოდან ეცემა და უცბათ სამარადჟამო სიჩუმე...

ეცადე ყველაფერი რეალობად აქციო და ისეთი სიკვდილი წარმოიდგინო როგორიც შენ გსურს.

ხშირად გაიმეორე და ეს სურვილი ფიქრებში დაიკმაყოფილე, მაგრამ საკუთარ თავს ზიანს ნუ მიაყენებ. ამით ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვიტავ გულს.
არ გკითხულობენ? გაარკვიე მიზეზი და აგრძნობინე რომ გაკლია მათი ყურადღება.
გაეცი სიყვარული, მიმტევებლობა და ყურადღება, რაც სამომავლოდ ისევ შენ დაგიბრუნდება

მაგრამ გახსოვდეს, სიკვდილი გამოსავალი არ არის!


Posted by: shepherd 28 Nov 2017, 00:36
1001
QUOTE
მე წლებია ფორუმს თვალს ვადევნებ და ჩემი უსაყვარლესი განტვირთვის ადგილია ეს

ნეტა იქაც იქნება ფორუმი?

QUOTE
უბრალოდ დავიღალე და დასვენება მინდა ამ ყოფიერებისგან

დაიღალე რა თოხი გიჭირავს?


აღიარე, რომ ბრძოლის დრაკი არ გაქვს და გარბიხარ, როგორც მშიშარა

Posted by: diego19 28 Nov 2017, 01:00
ჩემ უბანში დამარხეს დღეს ბიჭი ნეტა ეს ხო არაა ვენები გადაიჭრა
ყომარობდა და მაგ პონტშიო ალბათ ეგრე ამბობენ სახლის მაყუთი წააგოვო

Posted by: maiako_mao 28 Nov 2017, 21:36
QUOTE

 რა მოხდება, ამაღამ რომ სიცოცხლე დავასრულო?!


არ გამოჩნდა??? weep.gif weep.gif

Posted by: _-° 28 Nov 2017, 22:08
საშინლად დესტრუქციული და დამრთგუნველი თემებია ეს სუიციდის თემები.

ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგი იქნება თუ მოდერაცია ყურადღებას მიაქცევს, გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს და კონტროლს გაამკაცრებს.

Posted by: ______ 28 Nov 2017, 22:19
QUOTE (_-° @ 28 Nov 2017, 22:08 )
საშინლად დესტრუქციული და დამრთგუნველი თემებია ეს სუიციდის თემები.

ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგი იქნება თუ მოდერაცია ყურადღებას მიაქცევს, გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს და კონტროლს გაამკაცრებს.

თან, კიბერნეტიკული მავთულხლართებითაც მოაქციონ იზოლაციაში! smile.gif

შეგიძლია დაწერო შენი მოკრძალებული აზრთ, თუ რატომაა "საშინლად დესტრუქციული"?
და რას გულისხმობს/რატომ "გარკვეული ჩარჩოები" და "გამკაცრებული კონტროლი"?

Posted by: _-° 28 Nov 2017, 22:30
______

შენ ესტრელა ხარ, ხო? smile.gif
უკვე არაერთხელ მეკვეთები არანაკლებ კატეგორიული ტონით სხვადასხვა თემაში და ცოტა ვერ მივხვდი )))))

არ ვაპირებ არაფრის მეტად ახსნას, ზედაპირულად კი : თემის ასეთი უკონტროლობა მიქმნის ნეგატიურ, დესტრუქციულ ფონს, იმიტომ, რომ თვითონ ვიდექი ამ პრობლემის წინაშე.

Posted by: ______ 28 Nov 2017, 22:40
_-°
დამაინტერესა როგორ და რატომ წარმოგიდგენია/ხედავ ამ თემას.
ინტერესის გამოხატვა და კითხვის დასმა კატეგორიული ტონი არ მეგონა.
ესტრელა ვარ, კი და არ ვიცი რა თემებში გადაგეკვეთე, ალბათ მაშინაც მოგეჩვენა "კატეგორიული ტონი".
კარგი, როგორ გინდა, რამის ახსნა არც მითხოვია, ინტერესს ჩემთვის შევინახავ. wink.gif

Posted by: _-° 28 Nov 2017, 22:43
______

მოჩვენებებზე ჯასთ გავიცინებ )))))
გასაგებია შენი პოზიცია.

წარმატებები.

Posted by: ______ 28 Nov 2017, 22:57
_-°
მე კი ვფიქრობ, შენ, ყველა შენი მოსაზრების საწინააღმდეგო აზრს პიროვნულ დაპირისპირებად იღებ და ღიზიანდები.
შეიძლება მეც მეჩვენება ეს, რა პრობლემაა მერე, მეჩვენებოდეს.

მოკლედ, როგორცაა.
მე შეკითხვა დავსვი და სულ სხვაგან წავიდა თემა, სადაც არაფერი საინტერესო არაა.


Posted by: _-° 28 Nov 2017, 23:02
______

წადი თავი მოიკალის არ გეტყვი )))))
თემასთან რომ დავრჩეთ.
გეშლება, მოჩვენებასაც არ გაკადრებ. რავიცი..

სუიციდი საღადაო თემაა არაა და დანარჩენი, როგორც გინდათ.
მე მგონი მე კი არ ვღიზიანდები... როგორცაა. მიზეზს ვერ ვხვდები, ოღონდ.
ბედნიერად.

Posted by: ______ 28 Nov 2017, 23:22
_-°
აი, თან მწერ ისე, რომ თემა არ იხურება და თან ბენდიერად და წარმატებითო, მემშვიდობები.
მოდი, შევწყვიტოთ. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივად იყო, კიბერნეტიკას დავაბრალოთ აცდენები.

და თემას რაც შეეხება, მანდ ჩემი აქცენტი რაზეც იყო და სადაც, სულ პირველ პოსტში ფრჩხილებში ჩავსვი.
მაგრამ აღარ გვინდა, აზრი არა აქვს, ამით არაფერი შეიცვლება საერთოდ და თან ჩემთვის საკმაოდ უსიამოვნო და გაუგებარი რეაქციები მივიღე.

Posted by: 1001 29 Nov 2017, 02:45
ცოცხალი ვარ ხალხო რა განერვიულებთ. არ მეგონა ამხელა ამბავი თუ მოყვებოდა ჩემ თემას, დამშვიდდით აღარ ვაპირებ იქ წასვლას. დავიბრუნე ცხოვრების ხალისი და ძალზედ ბედნიერი ვარ





















































































ჩემმა მზემ facepalm.gif

Posted by: ______ 29 Nov 2017, 03:02
1001
bis.gif

______________________________



Posted by: FERREBOY 29 Nov 2017, 03:06
ვახტანგურად დავიბრიდოთ თავები გინდა? შენ მე მომკალი მე შენ ერთად. biggrin.gif
პ.ს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. მხოლოდ ეგ არ ეპატიება ადამაინს ცხოვრებაში, დალშე ყველა შეცდომას გამოასწორებ. ეგ არც კი უნდა იფიქრო.. რა სისულელეა დაფიქრდი აბა კარგად

Posted by: 1001 29 Nov 2017, 03:18
QUOTE (FERREBOY @ 29 Nov 2017, 03:06 )
ვახტანგურად დავიბრიდოთ თავები გინდა? შენ მე მომკალი მე შენ ერთად. biggrin.gif
პ.ს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. მხოლოდ ეგ არ ეპატიება ადამაინს ცხოვრებაში, დალშე ყველა შეცდომას გამოასწორებ. ეგ არც კი უნდა იფიქრო.. რა სისულელეა დაფიქრდი აბა კარგად

რაზე დავფიქრდე სიკვდილზე? არა აღარ ვფიქრობ ისედაც ავანერვიულე აქ რამდენიმე იუზერი. ერთმა საერთოდ პმ კარგად დამამუშავა. აწი თუ რამეს ვიფიქრებ მხოლოდ ვოფიქრებ და აღარ დავწერ

Posted by: sაlოmეa 29 Nov 2017, 03:22
1001
QUOTE
ერთმა საერთოდ პმ კარგად დამამუშავა

ხო კარგად მიგალანძღე
))))
ხოდა მეორედ რო თავის მოკვლას გადაწყვიტავ
ჯერ მოიკალი და მერე დაპოსტე
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: bigmaster 29 Nov 2017, 04:43
QUOTE (_-° @ 28 Nov 2017, 22:08 )
საშინლად დესტრუქციული და დამრთგუნველი თემებია ეს სუიციდის თემები.

ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგი იქნება თუ მოდერაცია ყურადღებას მიაქცევს, გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს და კონტროლს გაამკაცრებს.

შეეშვით ადამიანების სულში ხელების ფათურს .... სუციდის უფლებასაც ართმევენ facepalm.gif



პირიქით ადამიანის უზენაესი უფლებაა თვითო გადაწყვიტოს იცოცხლებს თუ არა , მიდი მაშIნ შენ დაიტანჯე იმის მაგივრად

Posted by: _-° 29 Nov 2017, 04:53
bigmaster

შენ მდგარხარ სუიციდის ზღვარზე? შენს ახლობელს მოუკლავს თავი? სუიციდი, როგორც ყველაზე ეგოისტური აქტი, გააზრებული გაქვს?
მე კი.

ასეთი სასოწარკვეთილი თემები ნეგატიურად მოქმედებს, პირადად ჩემზე.
ნუ, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მე გავეცალო აქაურობას.








Posted by: maiako_mao 29 Nov 2017, 09:57
1001


აუუ sad.gif რახან შენ კარგად ხარ და გამოჩნდი, მართლა შვება ვიგრძენი smile.gif წარმატებებს გისურვებ და არსოდეს აღარც იფიქრო და არც დაგვაპანიკო sad.gif

გაილამაზე ცხოვრება "იქ" ისედაც წავალთ ჩარევის გარეშეც და ....... bis.gif bis.gif
* * *
_-°

QUOTE
ნუ, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ მე გავეცალო აქაურობას.


მართალია, მეც ასე ვფიქრობ, სტრესულ სიტუაციებთან და პირად გამოცდილებასთან ასოცირდება ჯობია დავტოვოთ smile.gif

Posted by: 1001 29 Nov 2017, 10:45
QUOTE (sაlოmეa @ 29 Nov 2017, 03:22 )

ხოდა მეორედ რო თავის მოკვლას გადაწყვიტავ
ჯერ მოიკალი და მერე დაპოსტე
biggrin.gif 2kiss.gif

კარგი ოღონდაც ჯოჯოხეთიდან პირველი ვისაც მოვიკითხავ შენ იქნები

Posted by: bajuba 29 Nov 2017, 11:06
1001
კარგია რომ ცოცხალი ხარ,აბა შენ იცი ახლა,ყლეზე დაიკიდე დეპრესია-შმეპრესიები და რამე მუღამი უპოვე ცხოვრებას.

Posted by: bigmaster 29 Nov 2017, 16:42
რა თვითმკვლელობა უბრალოდ კაცი იყავი ###ზე დაიკიდე გარშემო ხალხი რას ფიქრობს შენზე და გულს მოუსმინე საკუთარს ... ეგ არი მეტი არაფერი თორე ცხოვრებაშI ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ან ვიღაცეები ან ყველა რომელიც გეტყვის რო ცუდი ხარ ან დაგცინებს ან დაგაიგნორებს ან გულს გატკენს... ხოდა კაცი იმისთვის ხარ რო ###ზე გაუშვა ყველა და არა ვიღაცის აზრების მონა იყო up.gif 1001

Posted by: _Pablo_ 29 Nov 2017, 16:54
მე ჩამომიხსნია ადამიანი ბაწრიდან და დღესაც ცოცხალია, მას მერე აღარ გაუვლია თავში ეგეთი რამ.
ისეთი სიმწარე აქვს გამოვლილი არც ერთს არ გირჩევთ, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებოდა იმ მდგომარეობაში,
ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ დიდ ხანს ვერ უძლებს ტკივილს და სასოწარკვეთილებას, საბალოოდ ყველაფერს ივიწყებს და უბრუნდება მეტნაკლებად მშვიდ მდგომარეობას.
ყველაფერი ჩავლის.

Posted by: 1001 29 Nov 2017, 17:10
QUOTE (bigmaster @ 29 Nov 2017, 16:42 )
რა თვითმკვლელობა უბრალოდ კაცი იყავი ###ზე დაიკიდე გარშემო ხალხი რას ფიქრობს შენზე და გულს მოუსმინე საკუთარს ... ეგ არი მეტი არაფერი თორე ცხოვრებაშI ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ან ვიღაცეები ან ყველა რომელიც გეტყვის რო ცუდი ხარ ან დაგცინებს ან დაგაიგნორებს ან გულს გატკენს... ხოდა კაცი იმისთვის ხარ რო ###ზე გაუშვა ყველა და არა ვიღაცის აზრების მონა იყო up.gif 1001

ყველას აზრი მაგრად მკიდია, ისე ვცხოვრობ როგორც მე მიხარია. არასდროს არავის ზეგავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ და არც მოვექცევი. ყველა ჩემი გადაწყვეტილება ჩემზეა გათვლილი და ჩემთვისვე კეთდება, ასე რო ყველაფერი მკიდია ოტი დო

Posted by: ggb44 29 Nov 2017, 18:54
გამარჯობათ ერთი კითხვა მინდა დავსვა თუარ შევაწუხებ ამ ფორუმს მოკლედ ვარ 18 წლის და წელს მივედი სასწავლებელში პირველ კურსზე გეპეიშI ვსწავლობ

და ისეთი სიტუაციაა რო აქ ხალხთან კონტაქტის დამყარება ძაან მიჭირს ძალიან ჩაკეტილი ვარ და არავის არ ველაპარაკები ფაქტობრივად. დღეს ვიყავი მისული და ძაან განადგურებული წამოვედი სახლში იმიტო რო როცა შევდივარ აუდიტორიაში ყველა იცინის ანუ ზურგსუკან იცინიან ჩემზე ჩემს გასაგონად და ძალიან ვითრგუნები ამაზე . ალბათ იმიტო რო ძაან მორიდებული ვარ არავის არ ველაპარაკები თორე სხვა არაფერი დამიშავებია ამათთვის და რატო მექცევიან ეგრე არ ვიცი სიცოხლეც კი აღარ მინდა . შეგიძლიათ მითხრათ რატო ხდება ესე ? სულ ესე ვიქნები თქვენი აზრით? რა შეიძლება რო ვქნა? ცუდი ადამიანი არ ვარ და რატო უნდა მატკინონ სხვებმა უმიზეზოდ გული არ მესმის უბრალოდ ჩემთვის მინდა ვიარო სასწავლებელში და ვალდებული ვარ რო ამათ ვემეგობრო და ველაპარაკო? ალბათ ფიქობენ რო რამე დავუშავე ამათ და სამაგიეროს მიხდიან? იქნებ დამეხმაროთ თორე ვერ ვაზროვნებ თავის მოკვლა მინდა ყველა მე დამცინოდა ერთად იყვნენ შეკრებილები და ვითომ სხვა რამეზე იცინოდნენ და ამ დრო მე დამცინოდნენ და მამცირებდნენ. თუ საერთოდ არ უნდა ვიდარდო ამაზე ? თქვენ როგორ მოიქცეოდით ამ დროს?

Posted by: ani_k 29 Nov 2017, 23:11

1001
კარგია რომ გადაიფიქრე , და გამოჩნდი , ეგე გააგრძელე .

sაlოmეa
ყოჩაღ შენ .
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif smile.gif smile.gif smile.gif
* * *
ggb44
შენ თვითონაც ხვდები რომ არ ღირს იმ ადამინებზე და მათ ფიქრებზე ინერვიულო რომლებიც არ გიცნობენ . არამგონია შენ დაგცინოდნე , მაგრამ თუ ეგრეა არც ეგაა სანერვიულო და მითუმეტეს სადარდებელი , საერთოდ არ ღირს მაგათ გამო ინერვიულო და სკვდილზე ფიქრიც სისულელეა . არც მე ვარ დიდად კონტაქტური და უნივერსიტეტში რო ჩავაარე მეგონა შენსავით ვიქნებოდი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვამ შეცვალა ყველაფერი , ეცადე თავი მაღლა აწიო , გამონახე შენს თავში ძალა და ვინმეს მიესალმე . შეიძლება არ გინდოდეს მეგობრობა და ვინმესთან ურთიერთობა (რისიც არ მჯერა ,უბრალოდ მორცხვი ხარ) , მაგრამ ურთიერთობები უმეტესად დადებითად მოქმედებენ .
არა, სამაგიეროს არ გიხდიან (რამე მიზეზი აქვთ მაგისთვის)
არა, სულ ეგრე არ იქნები (ვინმეს და რამდენიმე ადამიანს დაუმეგობრდები )
არა, ვალდებული არ ხარ ვინმეს ელაპარაკო ან ემეგობრო (ურალოდ სწვალის გარდა თუ მუშაობას აპირებ მუდამ დაგჭირდება ხალხთან ურთიერთობა ) ასე რომ კი ვალდებული ხარ, უბრალოდ საკუთარ თავთან.
მოკლედ ბევრი გაიღიმე თავი მაღლა აწიე და გადადგი პირველი ნაბიჯი ...... წარმატებებიი .... yes.gif yes.gif alk.gif

Posted by: Cosmonomad 30 Nov 2017, 00:04
QUOTE
ასეთი სასოწარკვეთილი თემები ნეგატიურად მოქმედებს, პირადად ჩემზე.

ეს რა ფენომენია, ღმერთმაანი :დ
თუ აასე ცუდად მოქმედებს, არ შემოხვიდე მსგავსი სახელის თემაში.
ავკრძალოთ საერთოდ სუიციდური თემები biggrin.gif up.gif



1001
არასდროს მქონია დალხენილი ცხოვრება, ყველაზე ნათელი პერიოდი მგონი ახლააა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ახლაც კი ხანდახან მინდა რომ არ ვარსებობდე, მაგრამ მახსენდება მზის ჩასვლას რომ ვუყურე 3000 მეტრზე, მახსენდება როგორ მიხარია ყოველი ახალი გასვლა სალაშქროდ და სახის ახევამდე დაღლა, და საშინლად მთრგუნავს ის ფაქტი, რომ ყოველივე ამას ვეღარ გავაკეთებ. თითოეული განცდილი ემოცია მიყვარს და რომ ვაანალიზებ აღარ მექნება ახალი ემოციების განცდის შესაძლებლობა, ეგ უარესად მოქმედებს.
ხოდა, იმას ვამბობ, კონკრეტულად ამ ფაქტებს შეიძლება არ ჰქონდეს შენზე გავლენა, მაგრამ სცადე აბა, იპოვე ისეთი რაღაც, თუნდაც მცირედი რაც ცხოვრებას გიხალისებს და ოდნავ მაინც იწვევს შენში დადებით ემოციას. იქნებ ცოტათი მაინც მოგხოდოს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)