ეს არის დაკვირვება, რომ ადამიანები ზედმეტად მაღალ შეფასებას აძლევენ ისეთი აღწერილობებს , რომლებიც როგორც ისინი ფიქრობენ შექმნილია სპეციალურად მათთვის. და რომლებიც სინამდვილეში ძალიან განზოგადებული და განუსაზღვრელია. ბარნუმის ეფექტით ხსნის ბევრი მეცნიერი ასტროლოგიური ჰოროსკოპების, ჰირომანტიის და სხვა ფსევდიმეცნიერებების პოპულარობას.
(არადა ეს ე.წ. ფსევდომეცნიერებები ჩემი ჰობია
)
ეფექტს სახელი ეწოდა ცნობილი ამერიკ.შოუმენის ფინეას ბარნუმის საპატივცემოდ. რომელიც ცნობილი იყო თავისი ფსიქ. მანიპულაციებით და რომელსაც მიეწერება ფრაზა " ჩვენ თითოეული თქვენგანისთვის რაღაც გვაქვს".
ფორერის ექსპერიმენტი-
ეს ეფექტი იწოდება აგრეთვე ფორერის ეფექტის სახელწოდებით, რადგან ფსიქოლოგმა ბერტრამ ფორერმა 1948 წელს ჩაატარა ფსიქ. ექსპერიმენტი , რითაც დაამტკიცა ამ ეფექტის მოქმედება. მან მისცა თავის სტუდენტებს პიროვნების ტესტი, რათა ტესტირების რეზულტატების მიხედვით მათთვის მათი პიროვნების ანალიზი წარედგინა.
სინამდვილეში ნამდვილი ანალიზის ნაცვლად მან თითOეულ მათგანს მისცა ერთიდაიგივე ზოგადი ტექსტი, რომელიც ჰოროსკოპიდან იყო აღებული.
სემდეგ მან სთხოვა სტუდენტებს 5 ბალიანი შკალით შეეფასებინათ მათი პიროვნების აღწერილობა რამდენად შეესაბამებოდა რეალობას,- საშუალო შეფასება იყო- 4,26. რა თქმა უნდა სიზუსტის შეფასებაზე მასწავლებლის ავტორიტეტმაც იქონია გავლენა. ამის შემდეგ ეს ექსპერიმენტი გაიმეორეს ათასჯერად.
)
ესეც აღწერილობა , რომელსაც ფორერი აძლევდა სტუდენტებს:
"თქვენ ძალიან გჭირდებათ რომ სხვა ადამიანებს უყვარდეთ და აღტაცებულნი იყვნენ თქვენით. თქვენ საკმაოდ თვითკრიტიკული ბრძანდებით. თქვენ გაქვს ბევრი დაფარული შესაძლებლობა, რომლებსაც თქვენ არ იყენებთ. მიუხედვადა იმისა რომ თქვენ გაქვს რამოდენიმე პიროვნული სისუსტე, ზოგადად თქვენ მათი ნიველირება შეგიძლიათ. გარეგნულად დისციპლინირებული და თავდაჯერებული ჩანხართ, მაგრამ შინაგანად მიდრეკილი ხართ ღელვისა და თავდაუჯერებლობისაკენ. დროდადრო თქვენ გიპყრობთ სერიოზული ეჭვები, იმისგამო თუ რამდენად ზუსტი გადაწყვეტილება მიიღეთ და რამდენად სწორი იყო თქვენი არჩევანი. თქვენ ამჯობინებთ მრავალფეროვნებას,ჩარჩოები და შეზღუდვები თქვენში უკმაყოფილებას იწვევს. ასევე თქვენ ამაყობთ იმით, რომ დამოუკიდებლად აზროვნებთ; თქვენ არ ეთანხმებით სხვებს თუ არ გაქვთ საკმარისი მტკიცებულება საიმისოდ. თქვენ მიხვდით, რომ იყოთ ძალიან გულახდილი უცხო ადამიანებთან არც თუ ისე ბრძნული საქციელია. ხადნადახნ თქვენ ექსტრავერტი ხართ-ღიმილიანი და კეთილგანწყობილი, Xანდახან ინტრავერტი- ფრთხილი და თავშეკავებული. ზოგიერთი თქვენი მისწრაფება საკმაოდ არარეალურია. თქვენი ერთერთი მთავარი მიზანი- სტაბილურობაა"
ამ ზემოთ ციტირებულ აღწერილობას ინგლისურენოვან ლიტერატურაში Barnum statements უწოდებენ. ის შედის იმ თაღლითების სპეციალურ რეპერტუარში, რომლებიც დაკავებულნი არიან ასტროლოგიით, ჰირომანტიით, პარაფსიქოლოგიით და ასე შემდეგ.
p.s. ფსიქოლოგი არ ვარ, თუმცა გავლილი მაქვს ფსიქოლოგიის მოკლე კურსი უნიში , ამ ინფოს შემთხვევით გადავაწდი ნეტში და მომეწონა. ნამდვილად აქტუალურია დღევანდელ დროში. არ ვიცი მსგავსი თემა თუ არსებობს, არ დამისერჩავს. თუ არის, მოდერს ვთხოვ მიუერთოს მას.
მადლობა