Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ოტორინოლარინგოლოგი


Posted by: B.P. 23 Dec 2006, 16:35

დიდი ბოდიში განყოფილების მოდერს თუ სათაური არასწორედ ჩამოვაყალიბე.


ხალხო ცხვირი მაქვს ჩაკეტილი უკვე 1 თვეა, სურდო არ მაქვს, ანუ არაფერი არ მდის, უბრალოდ ჩაკეტილი მაქვს და ვერ ვსუნთქავ sad.gif


სინუსიტია თუ ჰაიმორიტი , ექიმს მინდა მივმართო,
ხომ ვერ დამაკვალიანებთ სად ჯობია მივიდე ? user.gif

Posted by: ტანკე 23 Dec 2006, 17:28
B.P.
ოტორინოლარინგოლოგთან მიდი.ცხვირიდან გამონადენი გაქვს? ზედა ყბის ნახევარი მაინც არ გტკივა? თავის ტკივილი გაქვს?შუბლის ნაწილი გტკივა? უფრო დეტალურად თუ დაწერ იქნებ მივხვდეთ რა გჭირს,ისე კი არ გადადო და ექიმთან მიდი.
პ.ს. გატეხილი არ გაქვს ცხვირი?

Posted by: B.P. 23 Dec 2006, 18:43
ტანკე
მადლობთ გამოხმაურებისთვის.


არანაირი გამონადენი არ მაქვს,

ტკივილით არაფერი არ მტკივა,

შუბლის ნაწილი სადაც ცხვირს უერთდება - თითქოს მანდ რაღაც არისო , ტკივილი არანაირი მარა აი თითქოც შიგნით რაღაც არისო, ეგეთი შეგრძნება მაქვს,

გატეხილი არ მაქვს ცხვირი, უბრალოდ ნოემბერში გავცივდი და მის შემდეგ ეგრე მაქვს... sad.gif

Posted by: სკაინეტა 25 Dec 2006, 09:35
QUOTE
შუბლის ნაწილი სადაც ცხვირს უერთდება - თითქოს მანდ რაღაც არისო

ჰაიმორის ღრუა დაცული wink.gif
ექიმი გჭირდება ...
ან უბრალოდ ერთი ფლაკონი "ბიკონაზი" (არ გაგიჟდე ნაფტიზინი არ ჩაისხა) და ეგარი რა
თვალების ქვევითაც თუ დასივდა ესეიგი ფრონტის ღრუც გაივსო და მაგ შემთხვევაში აუცილებლად მიმართე ექიმს wink.gif

Posted by: Macy 25 Dec 2006, 10:58
ბეკონაზი შეისხურე დღეში ერთხელ 7 ლარი ღირს, ან ფლიქსონაზი ის უფრო კაია მაგრამ ძვირი ღირს სადღაც 18 ლარი, მაგრამ აჯობებს ექიმთან მიხვიდე და იმან გნახოს და გირჩიოს.

მეცხრეში ყელ-ყურის განყოფილებაში მესამე სართულზე. მე დიმიტრი ხუნდაძესთან დავდივარ და მომწონს

Posted by: violet 25 Dec 2006, 11:01
B.P.
სწორად გირჩია ტანკემ
ექიმთან მიდიsmile.gif)

Posted by: tat 25 Dec 2006, 11:26
B.P.
ძალიან მაგარი ექიმია ხუჯაძე მიშა მე-9 და კუზანოვთან კაკრაზ შენნაირები ბევრი იდგა რიგში რომ მივედითsmile.gif

877 466972 ( მდივნის ნომერია)
231136 კლინიკის

Posted by: B.P. 26 Dec 2006, 09:13
`Skynet`
Macy
violet
tat


რა კაია რო გამომეხმაურეთ smile.gif

მარა მაინც რომელი ექიმი ჯობია,

Posted by: memoria 27 Dec 2006, 18:25
დღეს ვიყავი სინუსიტის გამო მიშა ხუჯაძესთან. მე მგონი, ძალიან კარგი ექიმია. შეიძლება, დაგშოკოს მისმა კაბინეტმა და საერთოდ საავადმყოფომ, ისეთი მტვერია, მაგრამ ექიმი კარგია.

Posted by: Quest 31 Mar 2007, 20:42
მირჩიეთ რა ყელის ექიმი, ოღონდ ნორმალური რა თორე გამაწამა ამათმა არაპროფესიონალიზმმა

მადლობთ წინასწარ

Posted by: ტანკე 31 Mar 2007, 20:50
Quest
ოტორინოლარინგოლოგი გინდა შენ.
რესპუბლიკურშია შოთა ჯაფარიძე ძალიან კარგი სპეციალისტი,თუმცა ამბობენ დომხალია მაგის კაბინეტში და გადარბენებზე არიან ექიმებიო,ბევრი პაციენტი ჰყავს.თავად გადაწყვიტე

Posted by: Chameleon 31 Mar 2007, 20:51
Quest
მამაჩემი smile.gif ოღონდ მართლა givi.gif ერთი პრობლემაა.... თბილისში არაა.....

Posted by: liluu 31 Mar 2007, 20:52
Quest
რესპუბლიკურში მიხეილ ჯაში

Posted by: margusha 31 Mar 2007, 21:14
ხუჯაძე მეცხრეში
................................................

Posted by: Quest 1 Apr 2007, 00:56
ტანკე
liluu
margusha
დიდი მადლობა

Chameleon
QUOTE
მამაჩემი  ოღონდ მართლა  ერთი პრობლემაა.... თბილისში არაა.....

spy.gif ანუ?..

Posted by: Chameleon 1 Apr 2007, 01:58
Quest
QUOTE
spy.gif ანუ?..

ანუ თბილისში არაა რა smile.gif

Posted by: Keso 7 Sep 2007, 02:29
ადამიანებო,

ჩემს ჯერ ჯერობით ხანმოკლე ცხოვრებაში, აგერ უკვე მესამედ მიწევს პოლიპების ამოჭრ, მათ შორის ორჯერ თავის ჰაიმორიტ-ფრონტიტიანად.

ბოლო ოპერაცია ბიჭისთან გავიკეთე და დაიგინა, ისეთი მაგარი ლაზერით მოგიწვი ძირები რომ მეტი აღარ გაგეზრდება არასოდესო.

ოპერაცია კიდევ არაფერი, გძინავს და ვერ გრძნობ ვერაფერს, მაგრამ აი ტამპონების ამოღება რომ მახსენდება ის არის მთელი უბედურება !!!!!!

მოკლედ, ვეძებ დაცემა ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგს, რომელიც ან უოპერაციოდ მიშველის ან ოპერაციას კარგად გამიკეთებს და ადამიანურ სიტყვას მომცემს რომ აღარ გაიზრდება ეს ჯაააანდაბა პოლიპი და მეც აღარ დამემართება ჰაიმორიტი !!!

საუკეთეშო შემთხვევაში 1000 მეტრიანი ტამპონების გარეშე - თუ ეს საერთოდ შესაძლებელია?


იქნებ მანამდე რაიმე ჩასაწვეთებელი მირჩიოთ? თუ არის ისე რამე რომ პოლიპიანი და გაიმორიტიანი ღრუ და ნესტო გახსნას?

Posted by: ტანკე 7 Sep 2007, 02:33
Keso
QUOTE
ოპერაცია კიდევ არაფერი, გძინავს და ვერ გრძნობ ვერაფერს, მაგრამ აი ტამპონების ამოღება რომ მახსენდება ის არის მთელი უბედურება !!!!!!

ვიცი,ვიზიარებ.
QUOTE
მოკლედ, ვეძებ დაცემა ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგს, რომელიც ან უოპერაციოდ მიშველის ან ოპერაციას კარგად გამიკეთებს და ადამიანურ სიტყვას მომცემს რომ აღარ გაიზრდება ეს ჯაააანდაბა პოლიპი და მეც აღარ დამემართება ჰაიმორიტი !!!

ეჰჰ,მე იდეაში ცხვირის ხრტილოვანი ძგიდე გამისწორეს და სინამდვილეში გვერდზე მომიღრიცეს ცხვირი sad.gif დებილი სპეციალისტები გვყავს საქართველოში.შოთა ჯაფარიძეა მიღებული და აღიარებული დღეისათვის და რავი შენი გადასაწყვეტია

Posted by: Keso 7 Sep 2007, 02:42
ტანკე

QUOTE
შოთა ჯაფარიძეა მიღებული და აღიარებული დღეისათვის


სად არის? და რამხელაა?


QUOTE
Keso

QUOTE
ოპერაცია კიდევ არაფერი, გძინავს და ვერ გრძნობ ვერაფერს, მაგრამ აი ტამპონების ამოღება რომ მახსენდება ის არის მთელი უბედურება !!!!!!

ვიცი,ვიზიარებ.


ანუ ამის გარეშე ეგ ოპერაცია არ გამოვა ხო? ეს ტამპონები გარდაუვალი პროცესია ოპერაციის შემდეგ?

QUOTE
დებილი სპეციალისტები გვყავს საქართველოში


ეეეჰ, ვიცი ვიცი. სამწუხაროდ ბევრჯერ გამოვცადე ექიმების ავკარგიანობა საქართველოში მაგრამ აბა რა ვქნა? რომ ვერ ვსუნთქვ, მერე გულზე მაქვს უკვე აშკარა პრობლემები.

ესე ხომ არ ვიქნები მთელი ცხოვრება

Posted by: ტანკე 7 Sep 2007, 03:15
Keso
QUOTE
სად არის? და რამხელაა?

რესპუბლიკურშია
55-60 წლის იქნება
შეიძლება მეტი
QUOTE
ანუ ამის გარეშე ეგ ოპერაცია არ გამოვა ხო? ეს ტამპონები გარდაუვალი პროცესია ოპერაციის შემდეგ?

გარდაუვალია

Posted by: violet 7 Sep 2007, 10:26
QUOTE
შოთა ჯაფარიძე

http://www.medportal.ge/pg2.php?act=profs&backact=profs&cid=104&mp_specislistebiid=33

Posted by: lexomd 7 Sep 2007, 22:22
QUOTE
შოთა ჯაფარიძეა

+1

Posted by: maknatuna 17 Nov 2007, 02:13
ყურის ექიმთან ვისთან მივიდე? დღეს ვიყავი მისული ვაკეში რომ კლინიკაა. მიმღებში არ მომეწონა ექიმი. ვისთან მირჩევთ მისვლას?

Posted by: margusha 17 Nov 2007, 02:21
აუ წარმოიდგინეთ ენაბლუ ოტორინოლარინგოლოგი და რომ შეეკითხებიან რა პროფილის ექიმი ხარო. biggrin.gif ვერც შინაურულად იტყვის ერთი ამოსუნთქვით ყელყურცხვირისო.

Posted by: love_princess 18 Nov 2007, 00:03
Keso

მემგონი მე გიშველიsmile.gif მეთვითონ სინუსიტი (ჰაიმორიტი და ფრონტიტი ერათად) მაქვს და ძლივს მივაგენი კარგ ექიმსsmile.gif შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ კახეთში ასეთი სპეციალისტი...smile.gif ზუსატად, ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიაsmile.gif ოპერაციებს აკეთებს საჭიროების შემთხვევაშიsmile.gif მე ამ კვირაში მივდივარ, ყველაფერს შეგატყობინებ, თუ დაინტერესედიsmile.gif ჯანმრთელობას გისურვებ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: keen 2 Apr 2008, 16:44
ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე, თუ იცით, არის რომელიმე ნორმალური ოტოლარინგოლოგი? baby.gif
* * *
არავინ იცის თუ არ არის? baby.gif
................................

Posted by: keen 8 Apr 2008, 19:10
ჰაააა? spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: love_princess 9 Apr 2008, 10:13
QUOTE
მაგრამ აი ტამპონების ამოღება რომ მახსენდება ის არის მთელი უბედურება !!!!!!


მე მაგაზეც დამაძინეს.. ძალიან პატარ დოზა გამიკეთეს და ისე ამომიღეს ტამპონები biggrin.gif კალანტაროვთან მიდი, არ გინდა? ძლიერი სპეციალისტია.. ქართველი არაა (yees)..

Posted by: radiology 9 Apr 2008, 10:52
თემა ვნახე,რო არ დამეწერა არ შემეძლო...

წლებია ცხვირ-ხახიდან გამონადენი მაქვს ქრონიკულად...შარშან შემოდგომაზე რენტგენი გადავიღე და ხუჯაძეს მივადექი....ჰაიმორიტის დიაგნოზი დამისვეს და მიმკურნალეს...თუ მედიკმაენტებმა არ გიშველე მოდი და ჩამოგიღებთო...კიდე გადავიღე სურათი კიდე ჰაიმორიტი გაქვსო..
შემოდგომიდან გაზაფხული მოვიდა და გამონადენი კიდე მაქვს...
ხუჯაძესთან ვეღარ მოვახერხე მისვლა და მიშა ჯაშთან მივედი..რო გამსინჯა,სურათიც ნახა არანაირი ჰაიმორიტი არ გაქვს შენ ქრონიკული სურდო გაქვს რაც ასე ხშირია კლიმატიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაშიო....აქვა-მარისი და ნასობეკი დამინიშნა და კარგად იყავიო....გაზიანს და ცხდელს სასმელებს მოერიდე ცოტა ხანიო...

მართლა დავიბენი ორივე ვიპ ექიმი ორივე მიშა biggrin.gif .და ერთმა ჰაიმორიტია მეორემ არაო...
არადა მეგონა უბრალო პოლიკლინიკის ექიმიც კი დამისვავდა სწორე დიაგნოზს ჰაიმორიტის ქონა არ ქონაზე...

Posted by: Catherine 1 Apr 2009, 14:31
მე 9 ში ვინ არის ყველაზე საუკეთესო ოტორინოლარინგოლი, ყურების პრობლემებში ვინც ერკვევა ყველაზე უკეთ. ჩემ მეგობარს სჟჭირდება და მთხოვა გამეგო. იქნებ თვენ მირჩიოთ

Posted by: la cioccolata calda 3 Apr 2009, 18:18
radiology

QUOTE
არანაირი ჰაიმორიტი არ გაქვს შენ ქრონიკული სურდო გაქვს

ანუ ამ ქრონიკული სურდოს ფონზე ჰაიმორიტი არ გექნებოდა ნეტა? tongue.gif,ანუ მე ეს ევფიქრობ რა ვიცი, ორივე ექიმს ვიცნობ დასახელებულს და ორივეს ძალიან ვაფასებ, smile.gif
ჰოდა ეს ევფიქრობ--ქრ.სურდოს გამო ჰაიმორიტი გაგივითარდა, იმ მკურნალობას (ხუჯაძისამ ) შედეგი გამოიღო (ჰაიმორიტზე),მაგრამ სურდო დარჩა ქორონიკული სურდოს მოშორება არც ისე ადვილია

ისე ემთვის მაინტერესებს , ჩემს ახლობელ აქვს მსგავსი პრობლემა, აი მუდმივად თუ არა ძალიან ძალიან ხშირად--რინორეა, ალერრგიულ რინიტზე ვიფიქრე,მაგრამ რაიმე ონკრეტული ალერგენი ან კონკრეტული სეზონი ვერ გაოვყავი, ჰოდა შენი ქეისი მაინტერესებს იქნებ აქაც იგივე ხდება?შეგიძლია მომიყვე smile.gif

Posted by: Kost@ 3 Apr 2009, 18:29
Catherine
QUOTE
ე 9 ში ვინ არის ყველაზე საუკეთესო ოტორინოლარინგოლი, ყურების პრობლემებში ვინც ერკვევა ყველაზე უკეთ. ჩემ მეგობარს სჟჭირდება და მთხოვა გამეგო. იქნებ თვენ მირჩიოთ

ბიძინა ფაჯიშვილი

Posted by: Catherine 14 Apr 2009, 16:26
საკონტაქტო ტელეფონები თუ გაქვს ბიზინა ფაჯიშვილის? მე თითქოს ხუჯაძე მიქეს :-(Kost@
Kost@

* * *
memoria
ხუჯაძის ტელეფონის საკონტაქტო ნომერი ან მისაღების ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვს შემთხვევით?

Posted by: Breaky 14 Apr 2009, 18:04
Catherine

ხუჯაძის კოორდინატები:

სამს: 23 11 36; 29 22 90
მობ: 877 46 69 72

Posted by: Solveig 14 Apr 2009, 18:05
QUOTE
ბიძინა ფაჯიშვილი

უი, მე გამიკეთა გლანდების ოპერაცია.

ოპერაცია ნამდვილად კარგად გააკეთა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მჭირდებოდა. თან ცოტა უყურადღებოცაა.

მაგისი ექთანი იყო მაგარი ვინმე biggrin.gif



მანდ იყო კიდევ ხვადაგიანი და პოლიკლინიკაში მუშაობდა ერთი რუსი ქალი. ახლა აღარ ვიცი, არიან ტუ არა. ნორმალურ ექიმებად მომეჩვენა ორივე. განსაკუთრებით, ქალი.

Posted by: Kost@ 15 Apr 2009, 23:32
Catherine
შენ თყ გადაწყვიტე ბიძინასთან მისვლა გაგიგებ

Posted by: tata-naka 23 Apr 2009, 11:15
მე მაქვს შუა ყურში წყალი ჩამდგარი ვირუსის ფონზე. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ მხოლოდ ნაწილობრივ მიშველა. ჩემმა ყელ-ყურმა მითხრა რომ საჭიროა ცხვირიდან ევსტახის მილის გავლით შევიდეს წვრილი რკინის ზონდით შუა ყურამდე და ისე შემიშვას მედიკამენტები. ეს რომ გავიგე არც დავემშვიდობე ისე გამოვიქეცი, მაგრამ როგორც ვხედავ სხვა გამოსავალი არ მაქვს. თუ ვინმეს გაგიგიათ სხვისგან ან თქვენთვის ჩაუტარებიათ მსგავსი მანიპულაცია იქნებ მითხრათ მტკივნეულია თუ არა, ძალიან მეშინია, თანაც 2 კვირაში მივლინებაში მივდივარ და არ მინდა უცხო ქვეყანაში ყური ამტკივდეს help.gif help.gif help.gif

Posted by: pussy9cat 23 Apr 2009, 23:08
ბავშვებშჰი ვინ არის კარგი ოტორინოლარიგოლოგი ??? ნარკოზით ვინ აკეტებს?

Posted by: jashusha 19 Jun 2009, 15:09
მოვკვდი 3 კვირაა კატარი მაქ ყელში. ისე მიჭერს ხოლმე ხანდახან რომ აღარაფერი მინდა.
ექიმმა დამინიშნა ორონორმი, ცოტა ჩირქიც გაქო და კიეტა, ერთი კვირაა ვისხავ ამ ორონორმს, ცოტა მიშველა. რა შეიძლება კიდე ამ კატარის დროს გავიკეთო და რაიმე არ არის სწრაფად რომ მიშველოს? ასე ხომ არ ვიქნები სულ help.gif

Posted by: Anorexia 26 Jul 2009, 22:11
სერიოზულად არის საქმე, სხვადასხვა გართულებებით, ხმაზე უკვე მეორედ დამერხა...

ეხლაც თუ არ ჩაცხრა რეზისტენტული გავხდები ყველაფერზე...

Posted by: Rocko 10 Aug 2009, 22:31
ყურის რომელ ექიმს მირჩევთ? დაგუბებული მაქვს ყური და...

მიშა ხუჯაძე მირჩიეს მეცხრეში. შვებულებაშია თუ იცით?

Posted by: Rocko 11 Aug 2009, 12:14
მიშა ხუჯაძე შვებულებაში ყოფილა სექტემბრამდე sad.gif

მირჩიეთ რა ვინმე სხვა... რომ არ დამაყრუოს ისეთი biggrin.gif

Posted by: ჭიპა 12 Sep 2009, 23:10
ცხვირის უკან მაქვს ისეთი შეგრძნება რო . ფსუუუ უნდა გამოვაგდო თითქოს მარა არ მოდის თითქოს სულ მკიდია რა.. ზუსტად რა ადგილია არ ვიცი. დახლოვებით სასიზ ზემოთ ცხვირის გასწვრივ რა...
ცხვირი ხან გაჭედილი მაქ ერთი ნესტო. ხან მეორე ხან ორივე.. ნუ .. ..
სულ მინდა დავნერწყვო და ჩამოვაცალო თითქოს მარა არ ჩამოდის ისეთი შეგრძნება მაქვს რავქნა?? help.gif help.gif help.gif help.gif

Posted by: ziriro 12 Sep 2009, 23:45
პოლიპი?
-------------------------

Posted by: Nensi_1988 12 Sep 2009, 23:46
ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან მიდი და ზუსტ დიაგნოზს დაგისმევს

Posted by: ჭიპა 13 Sep 2009, 00:38
Nensi_1988
QUOTE
ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან მიდი და ზუსტ დიაგნოზს დაგისმევს

სად მივიდეეეეე ? baby.gif

ziriro
QUOTE
პოლიპი?

არ ვიცი boli.gif

Posted by: Nensi_1988 13 Sep 2009, 00:41
ჭიპა
QUOTE
სად მივიდეეეეე ?


რავი უმჯობესია სხვებმა გირჩიონ, მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური რადგან არ დამჭირვებია ბავშვობის მერე და აზრზე არ ვარ რომელი ექიმია კარგი, მაგრამ ექიმი აუცილებლად გჭირდება

Posted by: ikebana 13 Sep 2009, 00:44
ჭიპა
http://forum.ge/?act=ST&f=43&t=33699244

Posted by: Kost@ 25 May 2010, 21:19
მე მეცხრეში გაიკეთე ოპერაცია და მინდა გითხრათ 90 % კარგი ექიმებია

Posted by: datmeni 31 May 2010, 22:39
ყელში მაქვს ბურთის გაჩხერის შეგრძნება უკვე მე-6 თვეა, არ მტკივა არანაირად,არც ჭამის და არც სმის დროს-არასდროს,მაგრამ მაქვს დისკომფორტი ყელში,თითქოს ლუკმა მადგეს ყელზე და არ ჩადიოდეს...გავიკეთე ანალიზები: სისხლი,რენტგენი, ბარიუმის ხსნარი,ენდოკრინოლოგიური-რამაც მთლიანად ჩიყვი და ფარისებრი გამორიცხა,გავესინჯე ორ თერაპევტს,ყელის ექიმს,ნევროლოგს... უშუალოდ დარღვევა ვერაფერი ნახეს.დამინიშნეს რაღაც დამამშვიდებელი წამლები, რომელმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო...დავიღალე....არავის გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რაიმე ხომ არ იცით მსგავსი სიტუაციის შესახებ???

Posted by: ninininiko 3 Sep 2010, 15:22
ხუჯაძე რომელ კლინიკაშია და რა ღირს მისი კიონსულტაცია?
და შოთა ჯაფარიძე რესპუბლიკურში აღარაა .სად შეიძლება რომ მიმართო მას?
ვინმე მადლიანმა იქნებ ტელეფონი დადოთ კლინიკის.დამეხმარეთ რაsad.gif

Posted by: rock in rose 3 Sep 2010, 15:39
ninininiko

QUOTE
ხუჯაძე რომელ კლინიკაშია და რა ღირს მისი კიონსულტაცია?


ჩაჩავაშია, მემგონი 35 ლარი ღირს კონსულტაცია

Posted by: SOULFUL 3 Sep 2010, 17:51


მიშა ჯაში რომელ კლინიკაში გადავიდა ხომ არ იცით?? ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ??

Posted by: radiology 3 Sep 2010, 18:32
SOULFUL
ბოლოს რომ ვიყავი შოთა ჯაფარიძესთან ერთად იყო მეორე საავადმყოფოში,
შოთა ჯაფარიძე ეხლა გადასულია თოდუას კლინიკა სადაც არის იმ შენობაში და ალბათ ჯაშიც იქაა

Posted by: ninininiko 3 Sep 2010, 19:29
QUOTE
შოთა ჯაფარიძე ეხლა გადასულია თოდუას კლინიკა სადაც არის იმ შენობაში და ალბათ ჯაშიც იქაა

სადაა ეს???????იქნებ ტელეფონი იცით?

Posted by: SOULFUL 6 Sep 2010, 12:32
radiology
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: keen 6 Sep 2010, 21:40
QUOTE
ხუჯაძე რომელ კლინიკაშია

ვეღარ გავიგე, კონკრეტულად სადაა? იმდენი კლინიკა სახელდება, ნუთუ ყველგანაა? rolleyes.gif

Posted by: xatia2525 16 Dec 2010, 23:46
გამარჯობა, ყურებში ძალიან სწრაფად მიგროვდება ნადები,და თითქოს თხელ ფენად მედება. რა შეიძლება იყოს ეს და როგორ უნდა ვიმკურნალო?

Posted by: კახა251 17 Dec 2010, 00:55
xatia2525
თხევადია ეს ნადები? : ) ეგეთი რამე მეც მჭირს (მუსიკის მოსმენამ, კომპტან ჯდომამ და რაღაცის ხმამარლა მოსმენამ იცის)

Posted by: Natuka NGN 17 Dec 2010, 00:57
რატომ არ გიყვართ გზამკვლევის გაადხედვა?

Posted by: gio_20 17 Dec 2010, 13:24
ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება!2თვეა რაც მაწუხებს ერთ ყურში ხმაური(შუილი) ვარ 20 წლის. ვიყავი ოტოლარინგოლოგთან თოდუას ცენტრში სადაც დამიდგინეს ცალმხრივი სუბიექტური ტინიტუსი.დამინიშნეს მკურნალობა მაგრამ უშედეგოდ.გავიკეთე გამოკვლევები ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია,ულტრასომოგრაფია,TSH,FT4ანალიზების მიხედვით ყველაფერი ნორმაში მქონდა.ვსვავდი წამლებს(საკმაოდ ძვირადღირებულს)სიბელიუმს,მილდროქსინს,დამინიშნეს ნემსიც ნუკლეო ცმფ.მაგრამ არანაირი შედეგი არ მაქვს თან ეს ხმაური დაძინებაში ძალიან მიშლის ხელს და სულ მოთენთილი ვარ.უკვე ცხოვრების ინტერესს ვკარგავ.იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?წინასწარ გიხდით მადლობას!

Posted by: dadn 19 Dec 2010, 20:18
gio_20
მეც უკვე ერთი წელი მტანჯავს ტინიტუსი... . მაგის მკურნალობა დღემდე შეუძლებელია...რაგაც ნახევარი წელია გერმანიაში კიდევ ერთი პრეპარატი გამოიგონეს (აქნობამდე არცერთმა გაამართლა) Neurostimulator aus Jülich რომელაც სადაზღვევო არ იხდის (გარკვეული არაა ეფექტიანობა ) 4000€ ჯდება , მაგრამ როგორც გერმანულ ენოვანი ფორუმებიდან ვკითხულობ ბევრს ვერ უშველა (უშედეგობის დროს 1000 € კარგავ დანარჩენს გიბრუნებენ) თვითონ პრეპარატი MP3 პლეერს გავს ,რომელიც სპეციალურად შენი ხმაურის(შხულიი-წუილის) პრექვენცზეა დასმული და გამოსცემს ხმაურს რომელსაც დგეში რამოდენიმე საათს უნდა უსმინო ...მოკლედ მაგით გამოჯანრთელებული მხოლოდ 2 კაცს აჩვენებენ სატელევიზიო რეკლამებში არადა გერმანიაში 800 000 კაცამდე მაგითაა დაავადებული ,თუმცა გერმანიაში სიმტომადაა დამტკიცებული და არა როგორც ავადმყოფობა (დაზგვევა არაფერს არ იხდის )ხოდა მეც ისღა დამრჩენია სასწაულს ველოდო...აბსოლიტურად ყველაფერი ვცადე მაგრამ უშედეგოდ...პესიმისტური პასუხია მაგრამ უნდა გაუძლო..დროთა განმავლობაში ეჩვევა ტვინი მაგრამ ფაზები აქ როცა კვლავ გახსენებს ჯოჯოხეთური ხმა...თუ რამეში დაგჭირდი მომწერე....ხო ძილის წამალი რამე ბალახოვანი იყიდე ზლიერი არ გინდა თორე არ ვარგა ..დამამშვიდობელიც ბალახზე რამე..


გიო გამომრჩა მთავარი..ტინიტუსი ბევრს ემართება ბევრსაც ხმაური უქრება პირველი 6 თვის განმავლობაში ..ხოდა შენ უკვე ვეგარაფერს შეცვლი მაგრამ დიდი შანსი გაქ რომ გაგიქრეს ხმა..ასე რომ გისურვებ გულით გამოჯანმრთელებას... yes.gif

Posted by: mmarina81 20 Dec 2010, 17:00
დილით რომ ვიღვიძებ ერთ ყურში საერთოდ არ მესმის

მერე ნელნელა მიბრუნდება სმენა

მე ვფიქრობ რომ გამოსარეცხი მაქვს ყური

ვისთან მივიდე?

Posted by: gio_20 25 Dec 2010, 11:43
dadn
მადლობა გამხნევებისთვის!რა მაინტერესებს შენც მუდმივად გაწუხებს ხმაური?მე მუდმივად მაქვს და ნერვებზე ძალიან მოქმედებს,საშინელებაა!დაბალ ხმაზე მაწუხებს მარა დაძინებაში ხელს მიშლის. user.gif

Posted by: dadn 25 Dec 2010, 12:51
gio_20
უკვე წელზე მეტია რაც 1 წამითაც არ გაჩერებულა ...

QUOTE
დაბალ ხმაზე მაწუხებს მარა დაძინებაში ხელს მიშლის.


მე რამდენიმე ხმა მაქვს მარცხენა მხარეს, ერთი ძლიერი შუილი და წუილი - მარჯვენა მარეს დაბალი წუილი.

Posted by: gio_20 26 Dec 2010, 14:34
dadn
რწმენას ნუ დაკარგავ ყველაფერი კარგად იქნება!შეეცადე სპორტით დაკავდე მაგ.ცურვით ძალიან კარგია,მე ბოქსზე დავდივარ და ყველა წამალზე მეტად ეგ მშველის დაძინებაში.(რამდენ დამამშვიდებლებს ვსვავდი მანამდე მარა მაინც არ მეძინებოდა)ეცადე ყურადღება არ მიაქციო ხმაურს(ვიცი ძნელია)და დროთა განმავლობაში თავისით გაქრება.მე მასე ვიქცევი და ცოტას მშველის და ნაკლები დრო გაატარო კომპიუტერთან.ძილის წინ ერთ ჭიქა რძე დალიე (დაძინებაში დაგეხმარება)

Posted by: semss07 28 Dec 2010, 00:25
მასწავლეთ ეგ ხმაური როგორ გავიჩინო.სიდედრის ხმა იქნებ ნაკლებად გავიგო......

Posted by: dadn 28 Dec 2010, 02:26
semss07
ეგ ხმა თავისით ჩნდება უფრო ხშირად ნერვოზის ბრალია.. მაგრამ თუ გულით გინდა ყურებში შემოლაწუნება გიშველის ,მერე უკვე სიდედრის ხმა ჩურჩულად მოგესმება yes.gif

Posted by: *WTF* 18 Jan 2011, 04:04
მიშველეთ

ყური გაიჭედა

ანუ ცუდად მესმის, აი, ფრენის დროს რომ მაღალი წნევის დროს იჭედება, ისე გაიჭედა

მხოლოდ ერთი

ზოგადი ფონი: ვარ გაციებული, ოღონდ ძალიან მსუბუქ ფორმებში. და გარეთ ცივა და წვიმს და გარეთ საკმაო დრო გავატარე ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში

რას მივმართო? თვითმკურნალობა როგორ ჩავიტარო? ექიმის პონტი არ არის შემდეგი 3-4 დღის განმავლობაში და მანამდე თუ ასე ვიქნები, გავგიჟდები

ცუდად ვხდები, როცა "რაღაც" ვერ არის რიგზე ჩემს სხეულში - ეგ კიდევ უფრო ცუდად მხდის :შ

მადლობა წინასწარ გულიხმიერებისთვის

Posted by: drifters wife 18 Jan 2011, 10:49
ხუჯაძე კაბინეტში,ვაკეში იღებს პაციენტებს,კონსულტაცია 50 ლ

ჯაფარიძის კლინიკა თოდუას კლინიკაშია,რკინიგზის საავადმყოფოში,ვაგზალზე, მაგის კლინიკის ერთერთი ექიმის ნომერი მაქვს

Posted by: rock in rose 19 Jan 2011, 14:46
*WTF*


QUOTE
ზოგადი ფონი: ვარ გაციებული, ოღონდ ძალიან მსუბუქ ფორმებში. და გარეთ ცივა და წვიმს და გარეთ საკმაო დრო გავატარე ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში




ან გაციების გამო ხარ მასე (იცის ხოლმე) ან და ალბათ, საცობია ყურში, მაგას მხოლოდ გამორეცხვა უშველის და ყელ-ყურის ექიმი აკეთებს smile.gif 1-ხელ მაინც გექნება გაკეთებული და გეცოდინება, რომ საშიში არაფერია smile.gif
გაციებაზე იმკურნალე და ყური ისევ დაცობილი თუ გექნება, მაშინ საცობია

Posted by: *WTF* 20 Jan 2011, 05:31
rock in rose

მადლობა, ისევ დაცობილია. გაციება გაუარესდა და დაყრუებაც გაუარესდა biggrin.gif

დღეს ძალიან დაძაბული ვარ, იმედი გადამივლის??? მმმმ, დაყრუება არ მინდა, ჯერ ადრეა :შ გამორეცხვა არ მახსოვს ოდესმე გამეკეთებინოს. შეიძლება ღრმა ბავშვობაში, რისი მოგონებებიც არ შემომრჩა

Posted by: rock in rose 20 Jan 2011, 18:44
*WTF*

QUOTE
მადლობა, ისევ დაცობილია. გაციება გაუარესდა და დაყრუებაც გაუარესდა


ხო, ეს უკვე გაციების გამო ყოფილა

QUOTE
დღეს ძალიან დაძაბული ვარ, იმედი გადამივლის??


გაგივლის, გაგივლის smile.gif

QUOTE
გამორეცხვა არ მახსოვს ოდესმე გამეკეთებინოს. შეიძლება ღრმა ბავშვობაში, რისი მოგონებებიც არ შემომრჩა


ძალიან მარტივი პროცედურაა და უმტკინვეულო smile.gif

Posted by: nuciko74 17 Feb 2011, 13:44
ხომ არ იცის ვინმემ, იაშვილში ბავშვთა ოტოლარინგოლოგ დათო ვაჭარაძის საკონტაქტო ტელეფონი?მადლობა წინასწარ

Posted by: wf28 23 Feb 2011, 16:15
მოკლედ ნორმალური ყელ-ყურის ექიმი მინდა რა, ავერსის კლინიკა არც გამაგონოთ, მარტო კონსულტაციაზე 35 ლარი გამომართვეს და კიდევ 100 ლარის წამლები წყალში გადავყარე, სუნთქვის უკმარისობა მაქვს, ცხვირის ერთი მხარე საერთოდ გაჩედილი მაქვს 2 - 3 თვეა, მარცხენა მხარეს ვერ ვწვები, ეგრევე სუნთქვა მიჭირს, 2 თვეა ნახველი ამომდის და მუქი ყავისფერი შედედებულ მასასასაც ამოვაყოლებ ხოლმე, ხანდახან სისხლიც ანმომდის,,,, ვინმე კარგი ექიმი არ იცით? პირში მაქვს საშინელი გემო, თან ვგრძნობ რომ ეს ნახველია თუ რაღაც ყავისფერი სითხე კუჭში ჩადის და ძაან ცუდი შეგრძნება მაქვს მიმასწავლეთ რა ვინმე პატიოსანი ექიმი..... მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაპოსტავს და გულთან ახლოს მიიტანს ჩემს გასაჭირს......... თავიდან ესე დამეწყო რომ მარცხენა მხარეს შუბლის ზეოთ მტკიოდა, თითქოს ძვალს შიგნიდან გამონგრევა უნდოდა, რაღაცა აწვებოდა, მერე მარცხენა მხარე ცხვირი ჩამეკეტა, საერთოდ ვერ ვსუნთქავ დროპდადრო გამონადენი მაქვს, მაგრამ სანამ უკვე არ 'ჩამომივა" ვერ ვგრდნობ, გამონადენი არის ყავისფერი ფერის, სისხლნარვი სადრაცას, ასე ვარ უკვე 2 თვეა, ბოლო დღეები გემოში გადავიდა ეს ანუ ვგრძნობ რომ შინაგანი დენა მაქვს, კუჭში ცადის ეს სითხე, მიმასწავლეთ რა ავერსის კლინიკაში გამპარსეს მოშნად რასაც ქვია, 2 ჯერ ვიყავი, მიმასწავლეთ რა წესიერი ეწქიი, მგონი გასაგებად დავწერე პრობლემა.... რომ ამოვახველებ აოდის ეს ყავისფერი მუქი ნერწყვნარევი რაღაცა, მაგრამ ისევ მაქვს ვგრძნობ... ჰელპ რა....

Posted by: Natuka NGN 23 Feb 2011, 18:42
ნახველი მაქვსო ამბობთ. იქნებ გაეშუქოთ? შესაძლებელია კომპლექსური პრობლემაა და კარგი თერაპეპთი გჭირდებათ ჯერ.

Posted by: ზაზა_147 23 Feb 2011, 19:10
wf28

მემგონი ფტიზიატრი გჭირდებათ უფრო მეტად, ვაჭარაძე (სახელი არ მახსოვს კაცია) ტატიშვილის კლინიკაში მუშაობდა ჩემი და მკურნალობდა და ძალიან კმაყოფილები ვართ. ვერ გეტყვი კიდევ იქ არის თუ არა

წარმატებები

Posted by: wf28 23 Feb 2011, 20:49
აქ დიაგნოზის დასმას არც ვითხოვ, ვინმე კარგი ექიმის მისამართი მითხარით სად მივიდე, ვისთან დამაკვალიანეთ რა.......

Posted by: NikolOzzI 24 Feb 2011, 19:30
ექიმებოოო მეშვიდე დღეა უკვე რაც გავიკეთე ოპერაცია. ენა მაქვს სულ თეთრი და სქელი მასა მაქვს სულ პირში, ვერაფერს ვერ ვჭამ.. ცოტა სქელ რაღაცას შევჭამ თუ არა ეგრევე ყელი მტკივდება საშინლად.. მხოლოდ ჩაის და რძეს ვწრუპავ როდემდე გაგრძელდება ასე? უკვე ძალიან დავსუსტდი.. ღამე პირი სულ მიშრება კიდე..

Posted by: yvanchala da boloka 25 Feb 2011, 15:31
გამარჯობათ,

წინასწარ გეუბნებით, რომ საკმაოდ იპოქონდრიაკი და ვიმოფები ისეთ ადგილას, სადაც ექიმთან ადვილად ვერ მივალ.

დღეს გავიღვიძე მსუბუქი ტკივილით მარცხენა ყურში. როდესაც ღმად ვისუნთქავ შიგნით ყური (რაღაც უცნაურად, ყურის ჩვეულებრივი ტკივილივით არა) მტკივა, ოდნავ საფეთქლამდე ადის და ხანდახან ყბის ქვემოთ ჩამოდის, თAვი მაქვს დამძიმებული (ეს შეიძლება ჩემი უაზროდ სტრესული მდგომარეობით აიხსნება - ცუდად ვხდები, როდესაც უცანური ტკივილი მიტევს).
ცოტა ვეძებე და ვიპოვე წერტილი, სადაც დაჭერისას საკმაოდ ძლიერად მტკივა. ეს წერტილი იმყოფება ყურის ზუსტად ქვევიტ, იქ სადაც ყბა იწყება, ორ ძვალს შორის...

იქნებ ვინმეს გქკონიათ მსგავსი ტკივილი და რამე მითხრათ, თორემ ცრემლებს ძლივს ვიკავებ უკვე sad.gif( ხან კიბო მგონია, ხან ნერვების ანთება, ხან რა და ხან რა sad.gif
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Mrs Raycher 25 Feb 2011, 15:36
QUOTE
რესპუბლიკურშია შოთა ჯაფარიძე ძალიან კარგი სპეციალისტი



შოთა ჯაფარიძე თოდუას კლინიკაშია ახლა და მართლა ძალიან კარგი ექიმია... yes.gif

Posted by: aseaisea 26 Feb 2011, 19:27
ოოო ყელის ექიმი სრულყოფილად რომ იცოდეს თავისი მე არ შემხვედრია, ქრონიკული ყელის სიმშრალე ვერ მომირჩინეს
მაგათი აზრით ეს არის ქრონიკული და ვსო. არადა არ მჯერა და მგონია კომპლექსური მკურნალობით უნდა მორჩეს. ვერავის ვერ გირჩევთ რადგან ყველამ მარტივი გამოსავალი იცის, ოპერაცია

Posted by: Woman No Cry 23 Mar 2011, 19:08
ამ წამლების შესახებ ვის რა გაგეგებათ? თუ გამოგიყენებიათ და როგორ შეაფასებდით? :

http://www.vidal.ge/vidal/drug_more.php?id=1021
http://www.compendium.com.ua/info/168577
http://www.vidal.ge/vidal/drug_more.php?id=396

Posted by: rock in rose 23 Mar 2011, 19:43
Woman No Cry

აქვამარისი გამომიყენებია, ხანგრძლივად მკურნალობისთვის ძალიან კარგია, ცხვირ-ხახის ლორწოვანს არ აშრობს

დანარჩენ მედიკამენტებზე ვერაფერს ვიტყვი

Posted by: Woman No Cry 29 Mar 2011, 17:50
ეს ექიმები მირჩიეს და აქედან რომელია ყველაზე კაი ვისთან წავიდე ვის მირჩევთ?: შოთა ჯაფარიძე, მიშა ხუჯაძე, დათო სუხიაშვილი.
რომელი??????????
* * *
QUOTE (Woman No Cry @ 29 Mar 2011, 17:50 )
დათო  სუხიაშვილი

+ მაინტერესებს ეს უკანასკნელი რამდენი წლისაა? ძაან ბებერი ხო არაა ასე პოდ 90? ძაან მოხუცებს არ ვენდობი უკვე. smile.gif

Posted by: Woman No Cry 15 Apr 2011, 22:32
QUOTE (ტანკე @ 31 Mar 2007, 20:50 )
Quest
ოტორინოლარინგოლოგი გინდა შენ.
რესპუბლიკურშია შოთა ჯაფარიძე ძალიან კარგი სპეციალისტი,თუმცა ამბობენ დომხალია მაგის კაბინეტში და გადარბენებზე არიან ექიმებიო,ბევრი პაციენტი ჰყავს.თავად გადაწყვიტე

ჯაფარიძე დეგენერატია!
მაპატიეთ მაგრამ სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ.

Posted by: DA-DU-DI 20 May 2011, 13:20
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.
ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანს ყელში აქვს 2 პოლიპი, იოგებს არ ეხება კიდევ კარგი, მაგრამ ამის გამო ხვა ეხლიჩება და ლაპარაკი უჭირს sad.gif მოკლედ ექიმმა ოპერაცია ურჩია ლაზერით. ხომ ვერ მეტყვით კონკრეტულად სად და სად კეთდება ლაზერით ოპერაცია? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: keen 23 May 2011, 11:35
Woman No Cry
QUOTE
ჯაფარიძე დეგენერატია!

რა გააკეთა? rolleyes.gif


Posted by: likaterine 13 Jun 2011, 00:19
მტკივა მარცხენა ყბისქვეშა ჯირკვალი, გადიდებულია მეორესთან შედარებით, ვგრძნობ მუდმივ დაჭიმულობას და ხმამაგალი საუბრისას დისკომფორტი მაქვს. არ ვიცი რამდენად შესაბამის თემაში ვპოსტავ, მაინტერესებს რომელი დარგის ექიმი მჭირდება - ლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი თუ ონკოლოგი?smile.gif

Posted by: REGVENI 22 Jun 2011, 18:15
QUOTE (datmeni @ 31 May 2010, 22:39 )
ყელში მაქვს ბურთის გაჩხერის შეგრძნება უკვე მე-6 თვეა, არ მტკივა არანაირად,არც ჭამის და არც სმის დროს-არასდროს,მაგრამ მაქვს დისკომფორტი ყელში,თითქოს ლუკმა მადგეს ყელზე და არ ჩადიოდეს...გავიკეთე ანალიზები: სისხლი,რენტგენი, ბარიუმის ხსნარი,ენდოკრინოლოგიური-რამაც მთლიანად ჩიყვი და ფარისებრი გამორიცხა,გავესინჯე ორ თერაპევტს,ყელის ექიმს,ნევროლოგს... უშუალოდ დარღვევა ვერაფერი ნახეს.დამინიშნეს რაღაც დამამშვიდებელი წამლები, რომელმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო...დავიღალე....არავის გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან რაიმე ხომ არ იცით მსგავსი სიტუაციის შესახებ???

უპასუხეთ რა ამ კაცს მეც მსგავსი რაღაც მჭირს ოღონდ დღის გარკვეულ მონაკვეთებში

Posted by: gogona777 10 Nov 2011, 23:42
aseaisea
QUOTE
ოოო ყელის ექიმი სრულყოფილად რომ იცოდეს თავისი მე არ შემხვედრია, ქრონიკული ყელის სიმშრალე ვერ მომირჩინეს
მაგათი აზრით ეს არის ქრონიკული და ვსო. არადა არ მჯერა და მგონია კომპლექსური მკურნალობით უნდა მორჩეს. ვერავის ვერ გირჩევთ რადგან ყველამ მარტივი გამოსავალი იცის, ოპერაცია


მეც გამოსავალი მიპოვეს რომ ქრონიკული ყელის სიმშრალე გექნება და შეეგუეო sad.gif ცამლები ისხი და სწალი სვი რომ გამოგიშრება ყელიო sad.gif

Posted by: ქეთუ 11 Nov 2011, 00:01
2წლის განმავლობაში მცვიოდა ყელში ჩირქოვან-ლორწოვანი მასა.

ვერცერთმა ექიმმა ვერ გამიგო, ბოლოს მაღრაძესთან ვიყავი, დამინიშნა გამორეცხვები და მგონი მეშველა sad.gif


ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: Mrs Nobody 17 Dec 2011, 03:03
მოგესალმებით:*

დახმარება მჭირდება და ეგებ ვინმე გამომეხმაუროთsmile.gif
მოკლედ ჩემი პრობლემა მდგომაროებს შემდეგში, დაუდგენელი მიზეზის გამო ეს ბოლო პერიოდია ხმა მიწყდება, რაც გადაძაბვის ბრალი არ უნდა იყოს. ჰაერნარევი ხმა მაქვს, და ხშირად მეხლიჩება sad.gif(( დილაობით ისე ვარ ხმის ამოღება არ მინდა ხოლმე, არადა ვმღერი და ეს ჩემთვის დიდი კატასტროფაა... გთხოვთ მომწეროთ ხომ არ იცით სადმე ხომ თუ წარმოებს ამდაგვარი პრობლემების და ზოგადად ხმოვანი აპატარის კვალიფიციური დიაგნოსტიკა, და ვის შეიძლება მივმართო? smile.gif

გმადლობთ წინასწარ :***

Posted by: NikolOzzI 9 May 2012, 00:13
ასეიგი რა ხდება 24წლისამ გავიკეთე გლანდების ოპერაცია მთელი ცხოვრება ვიცოდი რომ ცხვირში პოლიპები თუ ადენოიდები მქონდა და მაგიტომ მაქვს ცხვირზეხელმოჭერილის ხმა და ვერ ვსუნთქავ ცხვირით smile.gif ოპერაციამდე ექიმმა მითხრა რაღადროს პოლიპებია ეგ ბავშვობაში იქნებოდაო, სუნთქვის პრობლემა გაღუნული ძგიდის ბრალიაო და მომატყუა ვითომ? smile.gif პოლიპები თავისით გაქრებოდა? smile.gif

Posted by: LUCKY7 9 May 2012, 19:44
დათო მაღრაძე რომელ კლინიკაშია და ნომერი თუ იცით?

Posted by: cindirella 5 Jul 2012, 15:01
ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვი დაიღუპა

2012 წლის 11 ივნისს იმედის არხზე "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი-რომელშიც გაშუქდა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის სახელობის კლინიკაში. ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის მინისტრი და კლინიკის ექიმები. კლინიკის მედიკოსები საუბრობდნენ თავიანთ მიღწევებზე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იწონებდნენ თავს.
ეს ის "საამაყო" ეროვნული ცენტრია, სადაც ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის გასვლამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე, გარდაიცვალა ჩემი შვილიშვილი, 5 წლის მია მაღრაძე, ტონზილექტომიიდან (გლანდების ოპერაცია) მეშვიდე დღეს განვითარებული სისხლდენით.
სწორედ, ზემოთ აღნიშნულმა სიუჟეტმა, გადამაწყვეტინა მე, მგლოვიარე ბებიას დამეწერა ეს წერილი.
კლინიკის მესვეურებო, მოახსენეთ თუ არა ბატონ მინისტრს, რომ არ გაქვთ რეანიმაციული განყოფილება, რომ ვერ აღმოუჩინეთ ელემენტარული რეანიმაციული დახმარება 5 წლის პაციენტს, რომელიც დაგეღუპათ ტონზილექტომიის შემდგომ განვითარებული სისხლდენით.
ბატონო მინისტრო, ჯაფარიძე-ქევანიშვილის ეროვნულ ცენტრში, სადაც კონვეიერული სიჩქარით კეთდება სისხლიანი ოპერაციები, არა აქვთ რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ვერ აღმოუჩინეს ელემენტარული სამედიცინო დახმარება პაციენტს.
სრულიად ჯანმრთელს 5 წლის მიას, 2012 წლის 17 მაისს, ექიმ დ. ვაჭარაძის მიერ ჩაუტარდა ოპერაცია - ტონზილექტომია ანუ გლანდების ოპერაცია. მეორე დღეს გამოგვწერეს სახლში, სადაც მკაცრად ვიცავდით რეჟიმს და დიეტასაც, რასაც მოითხოვდა ოპერაციის შემდგომი პერიოდი. უფრო მეტიც, ოპერაციიდან მეექვსე დღეს განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამო, ჩვენი ინიციატივით, კიდევ ერთხელ გავასინჯეთ ბავშვი დ. ვაჭარაძეს. მისი თქმით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმც ექიმთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე, ნახსენებიც კი არ იყო პოსტოპერაციული სისხლდენის საშიშროება, ე.წ. კრიტიკული მეშვიდე მეცხრე დღეების შესახებ.
23 მაისს, ოპერაციიდან მეშვიდე დღეს, ღამით 11:15-ზე ბავშვს დაეწყო ძლიერი სისხლდენა პირიდან, რაც ბავშვის დედამ სასწრაფოდ ამცნო ექიმ დ. ვაჭარაძეს. მიუხედავად ასეთი საგანგაშო ზარისა, ექიმმა მიუთითა დედას, რომ ბავშვი წაეყვანათ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. იქ სადაც არ არსებობს რეანიმაციული განყოფილება, რაც თქვენ კარგად იცოდით. რატომ არ შეგაშფოთათ, დედის განწირულმა ხმამ - რომელმაც გამცნოთ სისხლდენის შესახებ და გთხოვათ შველა?! რატომ არ ათეხეთ განგაში, რატომ არ დაახმარეთ თქვენს განყოფილებას კატასტროფის მედიცინის სამსახური ან რეანიმატოლოგები ქალაქიდან? მაშინ როდესაც იცოდით, რომ თქვენს განყოფილებაში რეანიმაცია არ არსებობს.
განყოფილების მორიგე ექიმი მ. ზირაქიშვილი, აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი სისხლდენის სამართავად. ბავშვის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, როცა ნახეთ, რომ ვერ მართავდით სიტუაციას, რატომ მაშინვე არ გამოიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა. რატომ კარგავდით ძვირფას წუთებს მიას გადასარჩენად? იქ მყოფმა სამედიცინო პერსონალმა ბავშვს ვერ აღმოუჩინა ვერანაირი სამედიცინო დახმარება, ვერ მოხერხდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაციაც კი (ვენაში გადასხმა). ვერ გადაესხა მიას სისხლი ან სისხლის შემცვლელები, სისხლი არ ჰქონდათ დარბოდნენ მოსაძიებლად, ბავშვის დედა გეხვეწებოდათ, რომ მისივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა და გამოეყენებინათ. ბავშვს უტარდებოდა მხოლოდ პირით პირში სუნთქვა და გულის გარეგანი მასაჟი. ეს იყო თქვენი რეანიმაცია, XXI საუკუნეში, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში. ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, გაღრმავდა შოკური მდგომარეობა, თქვენ დაკარგეთ დრო, რაც ასე ძვირფასი იყო ჩვენთვის.
30-40 წუთის შემდეგ მოსული ექიმები და მათ მიერ გამოძახებული კატასტროფის მედიცინის რეანიმაციული ბრიგადის მოსვლა უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვი დაიღუპა. ექიმები უკანა კარიდან გაიპარნენ. ბატონი შოთა ჯაფარიძე სხვებთან შედარებით "გულადი" აღმოჩნდა და გაუბედურებულ პატრონს ეკითხებოდა: "ჩივილს ხომ არ აპირებთ?" და თუ დავაპირებდით ქევანიშვილის სახელზე დაგვეწერა საჩივარი. თან წუხდა მეც სიცხიანი მოვედიო.
ნუ გეშინიათ ბატონებო მე ჩივილს არ ვაპირებ. იცხოვრეთ თქვენი სინდისით.
მაგრამ ვაფრთხილებ ყველა დედას! ნუ მიიყვანთ შვილებს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. გაითვალისწინეთ: ამ ოპერაციის შემდეგ, მაქსიმალური სიფრთხილის ფონზეც კი, მოსალოდნელია გართულება სისხლდენით. გართულების შემთხვევაში ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში დახმარებას ვერ აღმოგიჩენენ, რადგან მათ არ აქვთ რეანიმაციული განყოფილება, ისინი მოუმზადებლები არიან რეანიმაციული დახმარებისთვის.
როგორც ეტყობა კლინიკის მესვეურებს, მომხდარი ტრაგედიის რამენაირად გასამართლებლად, პაციენტების არ დასაფრთხობად, დასჭირდათ უგუნური ჭორების გავრცელება: ჩვენ თითქოს ბავშვი ქალაქგარეთ გვყავდა წაყვანილი, რატომღაც მანგლისში, თითქოს უხეში საკვები მივეცით, თითქოს ბავშვს სისხლძარღვთა პრობლემა ჰქონდა. ვაცხადებ, ეს ყველაფერი სიცრუეა, ეს არის თქვენი თავდაცვის უსუსური მეთოდი.
ლარინგოლოგებო! მე როგორც ექიმი მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ ლაზერული მეთოდის გამოყენებაზე, რომელიც ხშირად გირთულდებათ თურმე სისხლდენით. გადახედეთ სტატისტიკას.
მე გაუბედურებული ბებია, გთხოვთ: იქ სადაც კეთდება სისხლიანი ოპერაციები იყოს რეანიმაციული განყოფილება, ან დასვით საკითხი რომ ქალაქში იყოს ერთი რეანიმაციული ცენტრი ბავშვებისათვის. ჩემს მიას უკვე არაფერი ეშველება, იქნებ სხვა ბავშვებს უშველოთ.

ბავშვის ბებია - ლალი სიმონიშვილი
გაზეთი "ქრონიკა" 34 გვ.

Posted by: kimotela 22 Jul 2012, 21:44
QUOTE (cindirella @ 5 Jul 2012, 15:01 )
ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვი დაიღუპა

2012 წლის 11 ივნისს იმედის არხზე "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი-რომელშიც გაშუქდა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის სახელობის კლინიკაში. ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის მინისტრი და კლინიკის ექიმები. კლინიკის მედიკოსები საუბრობდნენ თავიანთ მიღწევებზე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იწონებდნენ თავს.
ეს ის "საამაყო" ეროვნული ცენტრია, სადაც ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის გასვლამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე, გარდაიცვალა ჩემი შვილიშვილი, 5 წლის მია მაღრაძე, ტონზილექტომიიდან (გლანდების ოპერაცია) მეშვიდე დღეს განვითარებული სისხლდენით.
სწორედ, ზემოთ აღნიშნულმა სიუჟეტმა, გადამაწყვეტინა მე, მგლოვიარე ბებიას დამეწერა ეს წერილი.
კლინიკის მესვეურებო, მოახსენეთ თუ არა ბატონ მინისტრს, რომ არ გაქვთ რეანიმაციული განყოფილება, რომ ვერ აღმოუჩინეთ ელემენტარული რეანიმაციული დახმარება 5 წლის პაციენტს, რომელიც დაგეღუპათ ტონზილექტომიის შემდგომ განვითარებული სისხლდენით.
ბატონო მინისტრო, ჯაფარიძე-ქევანიშვილის ეროვნულ ცენტრში, სადაც კონვეიერული სიჩქარით კეთდება სისხლიანი ოპერაციები, არა აქვთ რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ვერ აღმოუჩინეს ელემენტარული სამედიცინო დახმარება პაციენტს.
სრულიად ჯანმრთელს 5 წლის მიას, 2012 წლის 17 მაისს, ექიმ დ. ვაჭარაძის მიერ ჩაუტარდა ოპერაცია - ტონზილექტომია ანუ გლანდების ოპერაცია. მეორე დღეს გამოგვწერეს სახლში, სადაც მკაცრად ვიცავდით რეჟიმს და დიეტასაც, რასაც მოითხოვდა ოპერაციის შემდგომი პერიოდი. უფრო მეტიც, ოპერაციიდან მეექვსე დღეს განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამო, ჩვენი ინიციატივით, კიდევ ერთხელ გავასინჯეთ ბავშვი დ. ვაჭარაძეს. მისი თქმით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმც ექიმთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე, ნახსენებიც კი არ იყო პოსტოპერაციული სისხლდენის საშიშროება, ე.წ. კრიტიკული მეშვიდე მეცხრე დღეების შესახებ.
23 მაისს, ოპერაციიდან მეშვიდე დღეს, ღამით 11:15-ზე ბავშვს დაეწყო ძლიერი სისხლდენა პირიდან, რაც ბავშვის დედამ სასწრაფოდ ამცნო ექიმ დ. ვაჭარაძეს. მიუხედავად ასეთი საგანგაშო ზარისა, ექიმმა მიუთითა დედას, რომ ბავშვი წაეყვანათ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. იქ სადაც არ არსებობს რეანიმაციული განყოფილება, რაც თქვენ კარგად იცოდით. რატომ არ შეგაშფოთათ, დედის განწირულმა ხმამ - რომელმაც გამცნოთ სისხლდენის შესახებ და გთხოვათ შველა?! რატომ არ ათეხეთ განგაში, რატომ არ დაახმარეთ თქვენს განყოფილებას კატასტროფის მედიცინის სამსახური ან რეანიმატოლოგები ქალაქიდან? მაშინ როდესაც იცოდით, რომ თქვენს განყოფილებაში რეანიმაცია არ არსებობს.
განყოფილების მორიგე ექიმი მ. ზირაქიშვილი, აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი სისხლდენის სამართავად. ბავშვის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, როცა ნახეთ, რომ ვერ მართავდით სიტუაციას, რატომ მაშინვე არ გამოიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა. რატომ კარგავდით ძვირფას წუთებს მიას გადასარჩენად? იქ მყოფმა სამედიცინო პერსონალმა ბავშვს ვერ აღმოუჩინა ვერანაირი სამედიცინო დახმარება, ვერ მოხერხდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაციაც კი (ვენაში გადასხმა). ვერ გადაესხა მიას სისხლი ან სისხლის შემცვლელები, სისხლი არ ჰქონდათ დარბოდნენ მოსაძიებლად, ბავშვის დედა გეხვეწებოდათ, რომ მისივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა და გამოეყენებინათ. ბავშვს უტარდებოდა მხოლოდ პირით პირში სუნთქვა და გულის გარეგანი მასაჟი. ეს იყო თქვენი რეანიმაცია, XXI საუკუნეში, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში. ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, გაღრმავდა შოკური მდგომარეობა, თქვენ დაკარგეთ დრო, რაც ასე ძვირფასი იყო ჩვენთვის.
30-40 წუთის შემდეგ მოსული ექიმები და მათ მიერ გამოძახებული კატასტროფის მედიცინის რეანიმაციული ბრიგადის მოსვლა უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვი დაიღუპა. ექიმები უკანა კარიდან გაიპარნენ. ბატონი შოთა ჯაფარიძე სხვებთან შედარებით "გულადი" აღმოჩნდა და გაუბედურებულ პატრონს ეკითხებოდა: "ჩივილს ხომ არ აპირებთ?" და თუ დავაპირებდით ქევანიშვილის სახელზე დაგვეწერა საჩივარი. თან წუხდა მეც სიცხიანი მოვედიო.
ნუ გეშინიათ ბატონებო მე ჩივილს არ ვაპირებ. იცხოვრეთ თქვენი სინდისით.
მაგრამ ვაფრთხილებ ყველა დედას! ნუ მიიყვანთ შვილებს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. გაითვალისწინეთ: ამ ოპერაციის შემდეგ, მაქსიმალური სიფრთხილის ფონზეც კი, მოსალოდნელია გართულება სისხლდენით. გართულების შემთხვევაში ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში დახმარებას ვერ აღმოგიჩენენ, რადგან მათ არ აქვთ რეანიმაციული განყოფილება, ისინი მოუმზადებლები არიან რეანიმაციული დახმარებისთვის.
როგორც ეტყობა კლინიკის მესვეურებს, მომხდარი ტრაგედიის რამენაირად გასამართლებლად, პაციენტების არ დასაფრთხობად, დასჭირდათ უგუნური ჭორების გავრცელება: ჩვენ თითქოს ბავშვი ქალაქგარეთ გვყავდა წაყვანილი, რატომღაც მანგლისში, თითქოს უხეში საკვები მივეცით, თითქოს ბავშვს სისხლძარღვთა პრობლემა ჰქონდა. ვაცხადებ, ეს ყველაფერი სიცრუეა, ეს არის თქვენი თავდაცვის უსუსური მეთოდი.
ლარინგოლოგებო! მე როგორც ექიმი მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ ლაზერული მეთოდის გამოყენებაზე, რომელიც ხშირად გირთულდებათ თურმე სისხლდენით. გადახედეთ სტატისტიკას.
მე გაუბედურებული ბებია, გთხოვთ: იქ სადაც კეთდება სისხლიანი ოპერაციები იყოს რეანიმაციული განყოფილება, ან დასვით საკითხი რომ ქალაქში იყოს ერთი რეანიმაციული ცენტრი ბავშვებისათვის. ჩემს მიას უკვე არაფერი ეშველება, იქნებ სხვა ბავშვებს უშველოთ.

ბავშვის ბებია - ლალი სიმონიშვილი
გაზეთი "ქრონიკა" 34 გვ.

ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!!! გაავრცელეთ ხალხნო, იქნებ სხვებს მაინც ეშველოთ, ეს ანგელოზივით პატარა ხომ შეიწირეს ამ გაქსუებულმა და უტვინო ექიმებმა!!!!

Posted by: Solveig 23 Jul 2012, 02:05
cindirella


ვერ მივხვდი ამ პოსტს რა საერთო აქვს სისხლის ბანკთან..თუ არ გეწყინებათ, სხვა, უფრო შესაფერის თემას მოვუძებნი...

Posted by: kimotela 23 Jul 2012, 10:51
QUOTE (Solveig @ 23 Jul 2012, 02:05 )
cindirella


ვერ მივხვდი ამ პოსტს რა საერთო აქვს სისხლის ბანკთან..თუ არ გეწყინებათ, სხვა, უფრო შესაფერის თემას მოვუძებნი...

ამ საუკუნეში ასეთი პრობლემის არსებობა ტრაგედიაა და განურჩევლად თემისა და პოსტისა, ყველგან უნდა ვრცელდებოდეს!..

Posted by: cindirella 24 Jul 2012, 13:35
Solveig

სისხლის ბანკი, რომც გქონდეს, ისეთი ექიმებიც უნდა გყავდეს, ვინც სწორედ გამოიყენებს სისხლს, თუ ვენა ვერ იპოვე და აპარატიც კი ვერ ჩართე სისხლის ბანკი იყოს რა.... და მითუმეტეს სანამ სისხლს მოიტანან 30 წუთში მაშინ დედის სისხლის გამოყენებაც უნდა იცოდეს ექიმმა, როდესაც ასეთი შემთხვევაა

Posted by: Natuka NGN 24 Jul 2012, 17:42
cindirella
რა შუაშია სისხლის ბანკთან თქვენი შემთხვევა? მეორეც, გაგიკვირდებათ, და სისხლის გადასხმის უფლება ყველა ექიმს არ აქვს და მორიგე ექიმი ვერანაირად ვერ გადაუსხავდა დედის სისხლს შვილს. წესია ასეთი, მერე რა რომ იგივე ჯგუფია?
ერთი სიტყვით, თქვენი ტექტსის რულიად სწორად გადმოვიდა აქეთ და ნუ ეწევით კროსს-პოსტინგს. საკმარისია ერთხელ დაიპოსტოს. მეორე თემიდან თქვენს მიერ დადებულ ტექსტს ვშლი.

Posted by: wf28 30 Jul 2012, 23:26
ქეთუ
პლზ დამეხმარეთ რა

მეც 2 წლის განმავლობში მაქვს ლორწოვან ჩირქოვანი გამონადენი, ვგრდზნობ რომ გამოდის ცხვირის გრუდან და ყელში უერთდება და ჩადის მუცელში, აქლემივით სულ ვიფურთხები... ყოველ დილით რომ ვიღვიძებ 5 წუთი მაინც ვივლებ წყალს სანამ ეს წყალი "დაწმინდავდება", ექიმთან ვიყავი თოდუაში ვიღაც პროფესორთან და ოპერაცია უნდაო, ნარკოზი და მთელი ამბები..., მანამდე მქონდა ალერგია გაზაფხულობით, ცხვირიდან სურდო მქონდა რაღაცეები რომ დაფრინავენ ხეების მაგაზე, . მაგის გამკეთებელი მე არ ვარ, რამე სხვა გზა თუა, ფულს არ ვჩივი, ოპერაციას ვერ ვიკეთებ, არ შემიძლია ი ვსიო, სსისხლის ანალიზზე კრუნჩხვებში ჩავვარდი, არადა პატარაც არ ვარ, 30 წლის ვარ, იქნებ რამე იცოდეთ, ნაზივინი, ტრხარისინი, სინუფორტე, სინუპრეტი მთელი თვე ვისხავდი მაგრამ არ მიშველა, ხანდახან სისხლის ნაფლეთებიც ამომდის ხოლმე, ერთი სიტყვით ყველანაირად ******* *******, რა, ხანდახან მცირე დატვირთვაზე ცხვირიდან სისხლი მომდის, მოკლედ რამე საშუალება არიც სანდო და გამოცდილი, (ექიმბაშების გარდა) რომ მივიდე და გამომირეცხონ, სისხლის, ნარკოზის, და სხვა უბედურების გარეშე..... მადლობა დახმარებისთვის წინასწარ

Posted by: kosheen 4 Apr 2013, 18:00
გთხოვთ მირჩიოთ კარგი ოტორინოლარინგოლოგი





Posted by: iase 2 Jun 2013, 15:35
გამარჯობათ, უკვე ერთი თვეა რაც ცხვირის ღრუდან (სასიდან) ჩამომდის მოყვითალო მოწითალო ფერის ლორწო, რომელსაც წინ უძღოდა თვალის ვირუსული კონიუქტივიტი. ექიმთან ვიყავი არაფერიაო მითხრა. ეხლა მაქვს ყელის საშინელი ტკივილი სიცხე 38 და სასიდან (ცხვირიდან არა) მოხვოცის დროს დაბელტებულივით სისხლის ბუშტუკები და ყვითელი ფერის ლორწო მომდის რისი ბრალი შეიძლება იყოს ვინმემ იქნებ მიპასუხოს? სანამ ხვალ უკვე სურათს გადავიღებ. წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: nachita 2 Jun 2013, 21:48
wf28
მეც უარი ვთქვი ოპერაციაზე და პუნქცია გავიკეთე,მაგრამ სისხლი მაინც იქნება პუნქციის დროს,(ოპერაციას კი სჯობს)

ცხვირიდან შედიან და ძვალს ხვრიტავენ,მანამდე გიკუჩებენ,ოდნავ არის მტკივნეული.

არ ყოილხარ სხვა ექიმთან იმის მერე?ამდენი ჩირქის ყლაპვა არ შეიძლება

Posted by: Sappho 7 Jun 2013, 17:51
ბოლო რამდენიმე წელია ყელში სადღაც ჰაიმორის ღრუსთან გამუდმებით ყლაპვისას შეგრძნებაა რომ რაღაცაა გაჩხერილი
თითქოს ცხვირიდან მოედინება და ყელში გროვდება და სუთქვას უშლის ხელს
სურდო დიდი ხანია არ მქონია
გლანდები მეგონა და ამოვიჭერი
და მაინც არის
რა უნდა იყოს?

Posted by: datmeni 12 Jun 2013, 22:57
ორი წელია მაწუხებს - ყელში მაქვს სიმძიმის შეგრძნება,თითქოს გაჩხერილი მაქვს რაღაც,რომელიც არც ჩადის და არც ეს შეგრძნება მეშვება.როგორც გულზე დადგომის დროს რომ იცის თითქოს ბურთი გამეჭედა. სადაც უკვე მკერდის ძვალი იწყება ჩაღრმავება რო არის მანდ ვგრძობ ასეთ შეგრძნებას.არ მტკივა,არც ჭამის და არც სმის დროს-საერთოდ.
გავიკეთე ბარიუმის ხსნარით რენტგენი,ასევე სისხლის ანალიზი,ასევე ყელის ექიმთან და ნერვოპატოლოგთან ვიზიტი,ასევე ენდოკრინოლოგიური ანალიზი - დავიღალე..ყველაფერი წესრიგში მაქვს (ყოველშემთხვევაში მათი ანალიზებით ასეა),მაგრამ ეს შეგრძნება ისევ მაქვს. თავიდან შიგადაშიგ ვგრძნობდი,თითქოს ჭამის დროს მივლიდა-აღარ მქონდა,მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ვგრძობ და დისკომფორტს განვიცდი.
P.S. იქნებ ვინმეს ქონია მსგავსი სიმპტომები და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, ან სად დაუდგინეს ზუსტი დიაგნოზი???

Posted by: Leonard Cohen 15 Jun 2013, 15:23
საერთოდ ყურის კარგი ექიმი გყვავს? სად არის? ვინ არის?

ჰო კიდევ ერთი სად აკეთებენ ყურის ოპერაციებს?

მადლობა წინასწარ 2kiss.gif

Posted by: nuciko74 3 Jul 2013, 17:25
ხომ ვერ მეტყვით, გიორგი გოგნიაშვილის კოორდინატებს,ახლა სად მუშაობს?მგონი ბავშვთა ლარინგოლოგია. ან თU გაგიგიათ როგორი ექიმია, ძალიან მიქეს, ადენოიდი აქვს გასაკეთებელი ჩემს 4წლის გოგონას

Posted by: Melissa Bank 3 Jul 2013, 20:31
nuciko74
გიორგი გოგნიაშვილი შეგიძლიათ ნახოთ კუზანოვის კლინიკაში ან თოდუას კლინიკაში

Posted by: nuciko74 15 Jul 2013, 17:42
Melissa Bank
დიდი მადლობა. მე რაღაც მითხრეს, რომ თოდუაში აღარ არის და მგონი რესპუბლიკურშიაო

Posted by: levani8899 21 Jul 2013, 00:08
ხალხნო ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა მე მაწუხებს და რა ლიტერატურაც არ წავიკითხე ჯერ ჯერობით ისევ იკვლევენ წამალს ერთადერთი რაც ეწერა საინტერესო ჯგუფური თერაპია შველისო ხომ არ იცით ჩვენთან თუ ტარდება მსგავსი სეანსები სადმე ....? დავიგალე უკვე ალბათ მარტო ის თუ გამიგებს ვისაც ეს პრობლემა აწუხებს... სანამ დამემართებოდა წარმოდგენაც არ მქონდა თუ მსგავსი ვინმეს აწუხებდა ან ის რომ როცა ექიმთან მივედი მითხრა მაგას არაფერი ეშველებაო მემგონი ცოტა არაპროფესიულადაც..

Posted by: girjgi 7 Aug 2013, 02:15
გამარჯობათ მეგობრებო ჩემს გასაჭირზე უნდა გიამბოთ იქნებ მირჩიოთ რაიმე.

ორი წლის წინ გავიკეთე ცხვირის ძგიდის გამრუდების ოპერაცია.
თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას გამონადენს რადგან მეგონა ოპერაციის ბრალი იყო.
დროთადრო გამონადენი იზრდებოდა და მხოლოდ ერთი ნესტოდან მოდიოდა.
ძალიან მაწუხებს დღეში უკვე ხშირად მიწევ ცხვირის გასუფთავება და თან ის მიკვირს ამდენი ნადენი საიდან მოდის .

იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რაიმე sad.gif
რა მჭირს ნეტა sad.gif

Posted by: pilo772 8 Aug 2013, 21:54
მეც მაინტრესებს არის თუ არა ვინმე ოტოლარინგოლოგი აქ, ხმა დავკარგე . ისეთი ხმა მაქვს თითქოს მტელი 5 საათი ვბღაოდი მთელი ხმითო, ჩამეხლიჩა რატომღაც. რა ვქნა რითი ვუშველო თავს?

Posted by: Midnight lady 31 Aug 2013, 00:54
მეც პრობლემა მაქვს... დილაობით რომ ვიღვიძებ ყურებში სულ სისველის შეგრძნება მაქვს და თუ არ გავიწმინდე არ მშორდება... გარდა ამისა, ძალიან მექავება ხოლმე სასა საყლაპავისკენ, განსაკუთრებით თუ რამე ცივს ვჭამ.. ასევე ცხვირი "მეჭედება" ხშირად, გამონადენი მაქვს და დილას დისკომფორტი მექმნება, რა მჭირს სავარაუდოდ? sad.gif

Posted by: ucxo777 21 Nov 2013, 22:48
იქნებ მითხრათ რა მჭირს? ყელში სასის გვერდით მაქვს რაგაც თეთრი ორი პატარა ჯირკვალივით მოყვითალო ფერის,მგონი შიგნით ჩრიქია და იქნებ მითხრათ რა არის რამე საშიშია??

Posted by: Sonic334 22 Jan 2014, 02:44
ყელში მაქვს თითქოს რაღაც გაჭედილი , არ მტკივა , მაგრამ ნერწყვს რომ ვყლაპავ ვგრძნობ რომ რაღაცაა თითქოს რაღაცას ეხება და მერე ჩადის რა შეიძლება იყოს? და რის გამო

Posted by: Qarion 31 Jan 2014, 11:14
გამარჯობა.

ეს ორი დღეა სისხლიანი ნახველი მაწუხებს, ცხვირიდანაც სისხლიანი გამონადენი მაქვს.
მაქვს ფრონტიტი, რომელზეც რამდენჯერმე ვიმკურნალე, მაგრამ ისევ მაქვს ტკივილები.
ახლა ეს სისხლიანი ნახველი, შეიძლება რამე კავშირში იყოს ? დღეს სიცხეც მაქვს 37.

რის სიმპტომებზე შეიძლება მიუთითებდეს ?


წინასწარ გმადლობთ

Posted by: JORAMAN 11 Feb 2014, 18:38
ორივე ყურებში თითებს რომ ვიდებ ხმაური არის უფროსწორად შუილი თითქოს ქარი უბერავს და ეს ყველა ადამიანს ასე აქვს ?

და ზოგჯერ მაქვს განსხვავებული ხმაური ტელევიზია მაუწყებლობას რომ შეაჩერებს და ტუუუუუუს ჩართავს


Posted by: likable 11 Feb 2014, 21:02
გაიმორიტს როგორ ვუშველო?გამაგიჟა?

Posted by: ავგაროზი 27 Feb 2014, 05:07
JORAMAN
QUOTE
ორივე ყურებში თითებს რომ ვიდებ ხმაური არის უფროსწორად შუილი თითქოს ქარი უბერავს და ეს ყველა ადამიანს ასე აქვს ?

ალბათ ი, რადგან მეც მასე მესმის.
QUOTE
ზოგჯერ მაქვს განსხვავებული ხმაური ტელევიზია მაუწყებლობას რომ შეაჩერებს და ტუუუუუუს ჩართავს

ყურსასმენებით ან ისე მაღალ ხმის ხანგრძლივად მოსმენის შემდეგაც იცის ხოლმე.
ან წნევის დროს.





ხმა მეკარგება ხოლმე როცა ვიღლები, რაც ბოლო დროხ ხშირად ხდება რატომღაც(დატვირთული არ ვარ) და ხმაც შესაბამისად მაქვს წასული. დღეს მთელი დღეა მოგუდულ, ყელში გაჩხერილ ხმაზე ვარ.
ფიზიკური აქტივობის შემდეგ, როგორიცაა სირბილი, კიბეებზე ასვლა, ყურებიც მიგუბდება ხმის წასვლასთან ერთად.
ყურების დაგუბება შეიძლება წნევის გამო და ხმის გაპარვა რისი ბრალია?

Posted by: kompmany 27 Feb 2014, 19:25
მაქვს ქრონიკული ფარინგიტი, ასევე რაღაც ბაქტერია სტაფილოკოკი მგონი. გრიპის მერე მრჩება ხველება ხანდახან თვეობით, ნახველი არ მაქვს მაგრამ მგონია რომ რაღცა მაქვს ყელში, (წინა მხარეს ყანყრატოს ცოტა დაბლა) და რო არ დავახველო დავიხრჩვები. ძირიადად სულ მშრლად მახველებს. იქნებ ირჩიოთ რამე ეფექტური ხველების წამალი თორე სამსახურიდანაც გამომაგდებენ და სახლიდანაც...

Posted by: Delirium 2 Mar 2014, 22:59
გამარჯობა
ზოგჯერ მაწუხებს ყელის ტკივილი, დიდი ხნაი არაა და მეგონა გაციებული ვიყავი და ხელით მოვისინჯე და ენის ძირში ცოტა ქვევით მაქვს პატარა ბურთულა. რა შეიძლება იყოს? ოცი წლის ვარ

Posted by: giorgevich23 7 Mar 2014, 21:47
ცხვირით სუნთქვაზე მაქ პრობლემა
ცხვირით ჩასუნთქვას თავისუფლად ვახერხებ,ამოსუნთქვის დროს რაღაც ეფარება ცხვირ-ხახის ღრუში ნესტოების ხვრელებს და კეტავს,ცხვირით ამოსუნთქვას ვერ ვახერხებ,რა ჯანდაბა იქნება ცხვირის შიგნით რაც ხელს მიშლის ამოსუნთქვაში?


გლანდები ამოვიჭერი შარშან,რამდენიმე თვე აღარ ვხვრინავდი,ეხლა ისევ დავიწყე ხვრინვა,პირი არ მაქ ღია,ცხვირით ვხვრინავ,ამასაც იმას ვაბრალებ რაღაც რომაა ცხვირის ბოლოში



likable
QUOTE
გაიმორიტს როგორ ვუშველო?გამაგიჟა?

ალოეს ფოთლები გაწურე და ცხვირში ჩაიწვეთე რამდენიმე წვეთი ორივე ნესტოში,ცოტა მწარე კია მაგრამ,თუ რამე ჩირქია,გარეთ გამოიტანს

Posted by: Tabo 11 Mar 2014, 13:37
მოკლედ მიშველეთ რა რამე.

1 თვეა მარჯვენა ყური დაგუბებული მაქვს,(გამოსარეცხი არარის)

ექიმთან ვიყავი 150 ლარამდე დამახარჯინეს და ჩემიკლე mad.gif

თან რარაც ხმაური მესმის, წუილი შხუილი რავი ცუდი ანტენით რო ტელევიზორს უყურებ და შიშხინია ისე მესმის ხმები.
რა ჯანდაბა ვქნა? ერთმა ექიმმა საღეჭი რეზინი ღეჭე და გაგივლისო მოვკვდი 1 თვეა ვიცოხნები და ჩემიფეხები :|


მართლა და მართლა ყურს ხომ არ გადავინერგავ facepalm.gif

Posted by: anchoancho123 21 Apr 2014, 19:41
გთხოვთ რაც შეიძლება სწრაფად მიპასუხეთ ასეთი პრობლემა მაქვს 2 კვირაა ყელში დამაყარა, ეს რამდენიმე დღეა დამეწყო შეგრძნება თითქოს ყელში რაღაც მაქვს გაჩხერილი , თერაპევტმა სტომატიტიაო წამლები ვსვი და არ გამიარა რა ვქქნა? და მაინტერესებს ამან შეიძლება ხორხის შეშუპება გამოიწვიოს? პანიკურად მეშინია მაგის და ავიკვიატესავით...

Posted by: Lord_Crusader 4 May 2014, 12:33
თვეებია ღამე რო ვწვები ცხვირი მეჭედება და მიჭირს სუნთქვა,წვეთები კი მშველის მარა არ ვიწვეთებ უფრო დავეჩვევი,ვიცი რო ექიმს უნდა მივაკითხო,მარა რისი ბრალი შეიძლება იყოს? help.gif

Posted by: anchoancho123 5 May 2014, 10:06
Lord_Crusader
ალერგიული რინიტი ხომ არ არის?smile.gif

Posted by: makunia11 5 May 2014, 12:33
აუ ყურში მაქვს წუილი და არ გამდის და რისი ბრალია

Posted by: Annabelle Lee 14 May 2014, 22:01
ვინმე წესიერი ყურადღებიანი ონტოლარინგოლოგი მირჩიეთ რა -_
ძალიან ბევრი ექიმი გამოვიცვალე და არცერთი არ ვარგოდა
ვინმე ძალიან კარგი მითხარით რა :შ

Posted by: nuki-nuka 14 May 2014, 23:35
სასწრაფოდ მჭირდება ლარინგოლოგის რჩევა, სასა ჩამოდის ქვევით და ამასთან დაკავშირებით

Posted by: gulchatxrobili 17 May 2014, 15:41
ძგიდი მაქვს ორივე მხარეს გაღუნული და ნიჭარებიც მაქვს. მითხრეს რომ საოპერაციოაო. ვიყავი ყელ-ყურის ექიმ მერაბ ხვადაგიანთან და შემომთავაზა უსისხლო პერაცია ნიჟარების, მითხრა რომ თუ ნიჟარების პრობლემის უსისხლოდ მოგვარების შემდეგ მაინც გამიჭირდა ძგიდის გმაო სუნთქვა მაშინ ძგიდის ოპერაცისაც გაიკეთებო მაგრამ ეს რამდენადაც გავიგე უსისხლო არ იქნება.

მაქვს რამდენიმე შეკითხვა
1. რამდენად ეფექტურია ნიჟარების უსისხლო ოპერაცია და რამე მინუსი თუ აქვს ჩვეულებრივ ოპერაციასთან შედარებით? თან მითუმეტეს ძგიდის პრობლემაც თუ მსაგვარებელი მექნა მაინც დამჭირდება ოპერაციის გაკეთება. რას მირჩევთ თქვენ?
2. ძგიდის ოპერაციის შემდეგ ცხვირის ფორმა იცლლება?
3. არის შესაძლებელი რომ რინოპლასტიკა ძგიდის და ნიჟარის ოპერაციის დღეს გაკეთდეს?

Posted by: Annabelle Lee 3 Jun 2014, 09:41
ვიყავი ამ ნაქებ ჯაფარიძესთან
იმაში გადავყარე 40 ლარი რომ გარბოდა და არც კი მომისმინა რა პრობლემა მქონდა

გარდა ამისა, ეთიკური ნორმები გააცნონ იქნებ ქართველ ექიმებს

Posted by: nikee 11 Jul 2014, 10:19

გამარჯობათ ..

ერთი კითხვა მაქვს იქნებ დამეხმაროთ ..
მეუღლეს ააქვს ხმის პრობლემა, თითქოს ოდნავ ჩახლეჩილი, თუ დიდი ხანი არ ლაპარაკობს უფრო ეხლიჩება და ხმა ეკარგება, რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, იქნებ რამე მირჩიოთ ....

წინასწარ მადლობთ ...
* * *
აქ ექიმი შემოდის საერთოდ ? . ...........................................

Posted by: nan_ka 10 Aug 2014, 02:38
გამარჯობა..ყურებში სითხე მიგროვდება,ორჯერ მაქვს შუნტირება გაკეთებული..შუნტები ჯერ კიდევ არ მაქვს ამოგებული,მაგრამ ვგრძნობ რომ ყურებში სითხე ისევ დამიგროვდა..ეს პრობლემა საერთოდ მოგვარებადია თუ მუდმივად ესე უნდა გროვდებოდეს სითხე ყურებში,ან იქნებ რამდენიმე პროცედურაა შუნტირების საჭირო?? ხშირი შუნტირება არ აღიზიანებს ყურს და რამე პრობლემა თუ შეიძლება გამოიწვიოს??

Posted by: marto 10 Aug 2014, 14:26
ექიმებს აქვთ მოსმენის პრობლემა, სანახევროდ არ გისმენენ

დავით სუხიაშვილთან ვიყავი და თან ათ კაცს ელაპარაკებოდა და შიგადაშიგ მისმენდა

დამისვამდა კითხვას და გაიხედავდა და დაუწყებდა ლაპარაკს კოლეგას ან ვინმეს

მოკლედ რა

Posted by: TGroup 27 Aug 2014, 15:30
უკვე 3 დღეა მტკივა ყური ყრუდ და დღეს ისე მტკიოდა ვერ ვღეჭავდი ვერაფერს მდინარეში ვიბანავე და წყალი ჩამივიდა და რა წამალი ვიყიიდო ან როგორ მოვიქცე

Posted by: Solveig 27 Aug 2014, 16:36
TGroup

QUOTE
მდინარეში ვიბანავე და წყალი ჩამივიდა


ყურის ექიმთან უნდა მიხვიდე აუცილებლად.

Posted by: Frankens†ein 20 Sep 2014, 08:55
მოკლედ მეორე დღეა ყური მაქვს დაგუბებული...
ხელს რომ ვაჭერ მტკივა...
ან საჭმლის ღეჭვისას ძალას რომ ვატან...

შემთბარი სპირტის ჩაწვეთება შეიძლება?
თუ წამალი უნდა ვიყიდო...
რეცეპტით იყიდება ყურის წამალი?

მეზარება ექიმთან წასვლა, ორშაბათს კი გამოვაწერინებდი რეცეპტს სამსახურში...

თუ რამეა მანამდე თბილი მარილიც კაია ხო?
რამე ტილოში გადახვეული, ჩაყრას არ ვგულისხმობ ;D

Posted by: rock in rose 20 Sep 2014, 09:23
Frankens†ein

თუ ექიმთან ვერ მიდიხარ ოტიპაქსი ჩაიწვეთე, ურეცეპტოდ იყიდება.
თუ არ გიშველა მერე ისეთი დაგჭირდება, რომელიც ანტიბიოტიკის შემცველია, ექიმი გამოგიწერს მასეთზე რეცეპტს.
თუმცა ჯერ ეს სცადე.

4 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.

Posted by: Frankens†ein 20 Sep 2014, 11:57
rock in rose
ოტიპაქსი ვიფიქრე ზუსტად, მახსოვდა ბავშვობიდან...
კაია თუ ურეცეპტოდ იყიდება...


მადლობა...

Posted by: rock in rose 20 Sep 2014, 20:38
Frankens†ein

კი, ურეცეპტოდაა, რადგან ანტიბოტიკს არ შეიცავს.
არაფრის.

Posted by: ~LOOSER~ 30 Sep 2014, 12:22
საბურთალოზე ვინმე ნორმალური ოტოლარინგოლოგი მირჩიეთ გთხოვთ. smile.gif

მადლობა

Posted by: spiridon_surajia 24 Oct 2014, 11:02
რომელ ექიმთან მივიდე? სუნთქვა მიჭირს აგერ უნდა ერთი წელია. პროფესიონალი მინდა. რამდენიმესთან ვიყავი და ვერაფერი ვერ ქნეს. ფული ამახიეს მარტო.

ექიმი ოტორინოლარინგოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოგნიაშვილი. ამაზე რას იტყვით? ოტორინოლარინგოლოგი და ყელ ყურ ცხვირის ექიმი ერთი და იგივეა?

Posted by: Solveig 24 Oct 2014, 11:52
spiridon_surajia

ვორნი გინდა?
მერამდენედ ხსნი თემას, როცა არსებობს უკვე ასეთი თემა.
რა გახდა?

Posted by: spiridon_surajia 24 Oct 2014, 13:16
Solveig
ვერ მივაგენი ყელ ყურ ცხვირს.

მოკლედ რომელში მივიდე ამათგან? http://www.janmrteloba.com.ge/index.php?id_pages=30

http://www.janmrteloba.com.ge/index.php?id_pages=25

Posted by: qetusiaa_qetuu 24 Oct 2014, 21:49
ყურის ანთება მქონდა და დავლიე ანტიბიოტიკი+ცხვირის წვეთები+ყურის წვეთები , ტკივლი არ მაქვ სმაგრამ დაგუბებული მაქვს და სმენა დაქვეითებული და კიდე მომიწევს მისვლა ექიმთან?

Posted by: arkifo 26 Oct 2014, 03:07
ხალხო ცხვირ ხახიდან ყელში ჩამდის მოყვითალო მომწვანო გამონადენი და სულ ვიფურთხები, ფრონტიტის დიაგნოზი მაქვს და ვიმკურნალე ადრე წვეთებით და გამორეცხვებით, ვიღაც ქალი არისო ბერავს ცხვირშიო და თან რაღაცა წამალ ამყადებსო, და ჩამოაქ ეს ლორწოოო , ვინაა ხომარ გავთ კოორდინატები და ღირს კი?

Posted by: spiridon_surajia 30 Oct 2014, 15:26
მირჩიეთ ერთი კარგი ოტორინოლარინგოლოგი რა მოხდება. ვისთან მივიდე?

ხუჯაძე მიშა

გიორგი გოგნიაშვილი

მიხეილ ჯაში

ბიძინა ფაჯიშვილი

ამატგან რომელს მირჩევთ?

Posted by: annitta 30 Oct 2014, 16:22
spiridon_surajia
გააჩნია რა პრობლემა გაქვს.... ხუჯაძესთან და გოგნიაშვილთან მქონია შეხება და ორივე კარგი სპეციალისტია

Posted by: spiridon_surajia 30 Oct 2014, 20:40
annitta
ვერ ვსუნთქავ რა აეროზოლის გარეშე, მაგრამ კონკრეტული მიზეზი არ ვიცი.

მაგ ორიდან რომელი მაინც?

Posted by: Solveig 31 Oct 2014, 17:25
bfjribhs

პოსტი წაიშალა. სხვა დროს ვორნი იქნება ეგეთებზე.

Posted by: veko25 1 Nov 2014, 21:33
ე.ი ამ ზაფხულს მჭირდა ყელყურის ანთება და ვიყავი ოტორინოლარინგოლოგთან..ხო მომცა დანიშნულება და იქ ეწერა რომ მჭირს ძგიდის გამრუდება..

ბოლო 3 წელია მაქვს ცემინება აქედან 2.5 წელია მოვიყვანე კატა და მერე მისი შვილიც დავიტოვე..ეხლა მყავს 2 კატა..

ბოლო რამდენიმე თვეა ვერ ვსუნთქავ ცხვირით..რა მაინტერესებს იცით?? შეიძლება ამ ალერგიულ ფონს გამოეწვია და გამოემჟღავნებინა ეს გამრუდება??ჩვეულებრივი სწორი კარგი კურნოსა ცხვირი მაქვს)) ჩემი,თანდაყოლილი..))))

ძილში ვხვრინავ კიდევაც და ჩემი ქმარი შეშფოთებულია აი წამიერად თითქოს ვერ სუნთქავ ხოლმეო და მაღვიძებს. ვის მივმართო ??

პოლიპები მაქვს?? თუ რა მჭირს გამარკვიეთ დამაკვალიანეთ..აბა გისმენთ smile.gif

Posted by: Nini_Ninia 3 Nov 2014, 23:36
წლებია მაქვს ყურების და ცხვირის პრობლემა. ნორმალურად აღწერაც არ შემიძლია რა მჭირს, ყურები მუდმივად გახეუილივით მაქვს, თითქოს ჰაერი უნდა გავიდეს და ნერწყვი უნდა გადავყლაპო რომ გაიწკაპუნოს რაღაცამ და "შეიკრას" ყურები. განსაკუთრებით გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ამ პერიოდში, ცხვირი ყური და ყელი თითქოს გაერთიანებული მაქვს და მაგ მომენტში თავს ძალა უნდა დავატანო რომ ცხვირით არ ვილაპარაკო. თითქოს რაღაც კუნთებია მოდუნებული თუ არ ვიცი ვერ ვხსნი წესიერად. საკმარისია ოდნავ გავცივდე და ყურის ტკივილი ან შეგუბება მაინც გარანტირებული მაქვს. დაახლოებით 6 წლის წინ მივედი ამ პრობლემებით. პოლიპები მომიწვეს და მითხრეს ძგიდეც გამრუდებული გაქვსო. (ვიზუალურად ცხვირზე არ მემჩნევა.) ამის მერე კიდევ 2-ჯერ ვიყავი მაგ კაცთან იგივე პრობლემით და შედეგი ნული.

პანიკურად მეშინია ძგიდის გაკეთება, პოლიპები და ტამპონების ამოღებაც ძლივს გადავიტანე. თან მეშინია იმისიც რომ ცხვირი ფორმას შეიცვლის, დაწერა კიდეც აქ ვიღაცამ მსგავს შემთხვევაზე. არადა მართლა დავიტანჯე უკვე, ლაპარაკისას ძალაუნებურად ამაზე მეფიქრება რომ გავაკონტროლო ცხვირში თუ ყურებშI არ გავიდეს ჰაერი.

ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და ვისთან მივიდე რომ გავთავისუფლდე ამ ყველაფრისგან.

Posted by: grumbler_girl 1 Dec 2014, 20:37
მჭირდება, კარგი ოტოლარინგოლოგი

შოთა ჯაფარიძის გარდა მირჩიეთ რა ვინმეე

ქრონიკული ოტიტი მაქვს და მკლავს ტკივილები


Posted by: Mali_Mali 2 Dec 2014, 12:45
ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა ზუსტად სად არის ამიხსენით რა user.gif

Posted by: dakota200 5 Dec 2014, 14:41
4 წლის ბავშვს აქვს ადენოიდები გადიდიებული და უჭირს ცხვირით სუნთქვა.. დაუნიშნეს სხივები რამდენად რეკომენდირებულია ბავშვისთვის?

Posted by: Tantalia 10 Dec 2014, 11:35
ტატიშვილში ქეთევან გოცაძე თუ გაგიგიათ ან თუ ყოფილხართ ვინმე?

Posted by: ninicool 6 Jan 2015, 00:01
2-3-4-5 იანვარია უკვე გაუსაძლისად მტკივა ყელი. ისე მტკივა, რომ თვალები მეხუჭება და ვარ მოშვებული. დღეს ლექცია ვერ ჩავატარე, ისეთი გაბრუებული ვიყავი. სიცხე არ მაქვს, მაგრამ ტკივილი არ მიმსუბუქდება, ყურები და ენის ძირიც ლი მტკივა. ხმის ამოღება მეზარება, მოკლედ. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ამდენ ხანს არ მიგრძელდება ხოლმე ავად ყოფნა, დღეს თავბრუც მეხვეოდა

Posted by: ათი დათვი 8 Jan 2015, 18:58
ყელ ყურ ცხვირის ექიმი ჯგუფი არსებობს https://facebook.com/groups/otorhinolarhingology/

Posted by: spiridon_surajia 19 Jan 2015, 21:24
გოჩა მხეიძეს იცნობთ ვინმე? ან გაგიგიათ? როგორი ექიმია?

Posted by: kashia19 20 Jan 2015, 21:29
ჰაიმორიტი და ფრონტიტი ქრონიკულში ჯდება ერთი გაციების მერეე???

Posted by: pilo772 20 Jan 2015, 21:34
გრიპი მქონდა, გამიარა და ცხვირი გაჭედილი დამრჩა, ახლა თავი მტკივა თვალის უკან მაღლა მხარეს, პლიუს ცხვირი რომ მეხოცება სისხლებს ვაყოლებ sad.gif

სინუსიტია ხო? რა ვუშველო თავს?

Posted by: ninicool 21 Jan 2015, 20:28








Posted by: pilo772 22 Jan 2015, 21:17
ჰეეეეეეეეეეი არავინ ხართ აქ საქმეში გარკვეულები? sad.gif

Posted by: rebelrebel 22 Jan 2015, 21:49
აუ მემგონიი კიდევ ამომდის გლანდები და არის მაგის შანსიი biggrin.gif

Posted by: საკურა. 27 Feb 2015, 10:49
ფრონტიტის მკურნალობა ოტოლარინგოლოგის კომპეტენციაა?

Posted by: nachita 1 Mar 2015, 19:32
საკურა.
კი.,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: tb777 6 Mar 2015, 14:32
ქრონიკული ატროფირებადი ფარინგიტი - რაიმე ეფექტური სამკურნალო საშუალებები არ იცით?
წამლები ნაცადია, ექიმმა ანტიბიოტიკები მეტი აღარ შეიძლებაო. ხალხური მცენარეული საშუალებები ხომ არ იცით?

Posted by: xx3xx 27 Mar 2015, 18:12
მარჯვენა ნესტოდან ხანდახან ჟღვლინტს სისხლიც მოყვება ხოლმე ცოტა რა არის ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: irakli1357 27 Mar 2015, 20:50
2 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ერთი ჯაფარიძესთან(ნიჟარები), მეორე ფაჯიშვილთან (ძგიდე და ნიჟარები) . მაქვს სინუსიტები. მეუბნევიან კიდე ოპერაცია გინდა ნიჟარებზეო. ნორმალური ექიმი მირჩიეთ რა ვინმე ,ვისთან მივიდე .

Posted by: pvm 28 Mar 2015, 19:58
ყელში (სასაზე) როცა პაპილომა აქვს ადამიანს, რამდენად საშიშია? თუ იცით ვინმემ რამე მეც გამაგებინეთ რამე...




ექიმი გოგნიაშვილი როგორია ხო არ იცით? ახლობელმა გაიკეთა გლანდები მასთან და ძალიან ცუდი შედეგით. არადა კარგიც გამიგია მასზე.

Posted by: Natuka NGN 29 Mar 2015, 16:27
pvm
QUOTE
ძალიან ცუდი შედეგით

ძალიან ცუდ შედეგს რას გულისმხობ? დააზუსტე - ეს ერთი. მეორე - გიორგი საუკეთესო ქირურგია.

Posted by: giojavaxa 29 Mar 2015, 19:17
ესეიგი რა ხდება

3 წელია უკვე მავნე ცხვირის სპრეიზე ვზივარ,ვზივარ იმიტომ რომ ცხვირი მეგუდება 3–4 საათში ერთხელ და მერე უკვე ცუდად ვხვდები,ღამით მეღვიძება,დღისით ნერვებზე ვიშლები და საქმეს ვერ ვაკეთებ... როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და 3 წლის წინ გრიპი მქონდა ვისხავდი ნაფტიზინის (კაცის მკვლელი) წვეთებს და ვარ დღემდე ასე.. ერთმა ექიმმა მითხრა ხრტილის გამრუდებააო და თუ ხრტილის გამრუდებაა ჩაწვეთების მერე რატოღა მეხსნება ცხვირი ?

Posted by: pvm 29 Mar 2015, 21:22
QUOTE (Natuka NGN @ 29 Mar 2015, 16:27 )
pvm
QUOTE
ძალიან ცუდი შედეგით

ძალიან ცუდ შედეგს რას გულისმხობ? დააზუსტე - ეს ერთი. მეორე - გიორგი საუკეთესო ქირურგია.

ოპერაცია გაუკეთა ახლობელს, პაციენტს ქონდა სისხლდენები, სიცხე და აშშ. მოკლედ, მეორედ გაუკეთდა ოპერაცია, და თვითონ ექიმმა აღიარა მისი შეცდომა. არ ვიცი დეტალები, არ დავინტერესებულვარ! მან გაუკეთა მეორედ და მერე კარგად იყო ყველაფერი.
და მთავარიიიიი ექიმი თავს იკავებდა კაი ხანი მეორე ოპერაციისგან, რადგან ფულს არ გადაუხდიდნენ. მერე რო დაამხეს თავზე და შეეშინდა ალბათ და გაუკეთა!


Posted by: Natuka NGN 30 Mar 2015, 02:23
pvm
დავინტერესდი ამ საკითხით, შეგიძლია პირადში მომწერო პაციენტის გვარი? სისხლდენა ერთ-ერთი გართულებაა ამ ოპერაციის. მე თავად 5 წლისას გამიკეთეს და დღემდე მახსოვს სისხლდენა რომ ამიტყდა და სისხლი ამომქონდა, კოშმარულ სიზმრად. გიორგის იმიტომ ვცემ ;პატივს, რომ არასდროს არაფერს გიმალავს და არც ზედმეტს მოგახვევს თავზე.

Posted by: pvm 30 Mar 2015, 16:14
QUOTE (Natuka NGN @ 30 Mar 2015, 02:23 )
pvm
დავინტერესდი ამ საკითხით, შეგიძლია პირადში მომწერო პაციენტის გვარი? სისხლდენა ერთ-ერთი გართულებაა ამ ოპერაციის. მე თავად 5 წლისას გამიკეთეს და დღემდე მახსოვს სისხლდენა რომ ამიტყდა და სისხლი ამომქონდა, კოშმარულ სიზმრად. გიორგის იმიტომ ვცემ ;პატივს, რომ არასდროს არაფერს გიმალავს და არც ზედმეტს მოგახვევს თავზე.

ვერ გეტყვით spy.gif არა მგონი მას უნდოდეს უცნობ ადამიანებს მასზე მოვუყვე!

Posted by: Solveig 30 Mar 2015, 17:43
pvm
QUOTE
ექიმი თავს იკავებდა კაი ხანი მეორე ოპერაციისგან,

QUOTE
პაციენტს ქონდა სისხლდენები, სიცხე

არ ვიცი, რამდენად სწორად გადმოსცემთ პრობლემას, მაგრამ სისხლდენის დროს დაუყოვნებლივ არის საჭირო ჩარევა...

მე როცა ვიკეთებდი ოპერაციას (ადგილობრივით მიკეთებდნენ), მაშინ მოიყვანეს ერთი +40 წლის მამაკაცი სხვა საავადმყოფოდან. სისხლდენას ვერ უწყვეტდნენ. ბრძოლის ველს დაემგვანა საოპერაციო, 3 ქირურგი დასტრიალებდა თავს და როგორც იქნა, შეუჩერეს და მეორე ნუშურაც ამოკვეთეს, ფაქტიურად, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან.

pvm

QUOTE
ყელში (სასაზე) როცა პაპილომა აქვს ადამიანს, რამდენად საშიშია?

ასეთი პრობლემით ადრე დაპოსტა ერთმა იუზერმა. აბა, ეს თემა ნახე:

https://forum.ge/?f=71&showtopic=34095117&st=0

Posted by: pvm 30 Mar 2015, 21:31
აბა, ეს თემა ნახე:

https://forum.ge/?f=71&showtopic=34095117&st=0 [/QUOTE]




დიდი მადლობა!

რაც შეეხება ახლობლის ოპერაციას, მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ცუდად რომ იყო პაციენტი და სულ სიხლდენები ქონდა ეგ ვიცი ნამდვილად.



ოტოლარინგოლოგი ჯანჯღავა ვინმემ იცით?

Posted by: MiaTs 4 Apr 2015, 11:54
რამდენიმე დღეა, ძალიან მტკივა ყელი, დამიჩიქრდა. არ მიშველა არცერთმა წამალმა რაც ჩვეულებრივ ყელის ტკივილისას მშველის. იქნებ მირჩიოთ დღეს სად შეიძლება სასწრაფოდ მივიდე რომ რამე ანტიბიოტიკი დამინიშნონ, ოთხსაბათამდე ვერ მოვახერხე ექიმთან ჩაწერა და მანამდე ასეთ მდგომარეობაში ვერ ვიქნები გუშინდელი დღიდან მაღალი სიცხეც მაქვს.

Posted by: Solveig 4 Apr 2015, 13:06
MiaTs

აქ---> http://www.ent.com.ge/service/ მორიგე ექიმიც უნდა იყოს შაბათობით. მაღალი სიცხე თჯ გაქვს, არ აქვთ უფლება, მიღებაზე უარი გითხრან.

Posted by: ტაბუ 5 Apr 2015, 00:08
მგონი, რაღაც ჰაიმორიტის მსგავსი დამემართა. ვისთან მირჩევთ, რომ მივიდე დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ?

Posted by: MiaTs 5 Apr 2015, 14:16
Solveig
მანდ არ მიპასუხეს, მე9ში წავედი და დღეს ოდნავ უკეთ ვარ. აზიმატი, მედროლი და ტანტუმ ვერდე დამინიშნა.

Posted by: shi077 6 Apr 2015, 08:00
გამარჯობათ, ყურებში შუილმა რამ იცის და თუ კურნავენ ეკიმები? მადლობთ

Posted by: giorgevich23 6 Apr 2015, 23:43
სოციალურად დაუცველებს რო სმენის აპარატები დაურიგეს უფასოდ,ამ აპარატმა აურია და თუ იცით გამოცვლიან?წელიწად ნახევარია გასული რაც მისცეს,ისე 800 ლარადაა შეფასებულიfacepalm.gif

Posted by: გევარიკა 19 Apr 2015, 14:15
ვირუსი მქონდა 5 დღე სიცხეებმა დამტანჯა. რო გამოვკეთდი მარჯვენა ყური დამეხშო და თვალებს შორის ერთ ადგილას დამრჩა ტკვილი ნელნელა გადავიდა მარჯვენა თვალის ზემოდან წარბის ადგილას მტკიოდა. ყურში თითქოს რაღაცა მაქვსო გაჩხერილი ისე ვგრძნობდი. შემდეგ ტკივილმა ყურისკენ ჩამოიწია და ეხლა ყურის გარშემო და კისრისკენ მტკივა უკვე 3 დღეა არ მაძინებს ეს ტკვილი გამაყუჩებელს ვსვამ და ისე ვიდზინებ ხოლმე. იქნებ რამე მირჩიოთ.

მსგავსი არაფერი შემხვედრია ადრე ბორის სპირტს ვიწვეთებდი ხოლმე და კარგად მშველოდა ეხლა რო ჩავიწვეთე თითქოს უფრო გამიუარესდა.

Posted by: Solveig 19 Apr 2015, 16:21
shi077


https://forum.ge/?showtopic=34455986

Posted by: torckiko 19 Apr 2015, 16:51
უკვე თვეზე მეტია ყელიდან ამომდის ჩირქი და საშინლად მეწვება, ექიმმა ყელი არაფერ შუაშია, ოდნავი ანთება გაქვსო და ვის მივმართო?

Posted by: wikwika 6 Jul 2015, 03:42
ახალწლებზე ბომბაჩკა ამიფეთქეს და 3 დღეში ტკივილეიბ დამეწო რაღაც გახეული გაქო მიმკურნალეს მაგრამ ყურის ტკივილები მაინც მაქ და წუილი მესმის ეხლა მივეჩვიე მაგრამ მაინც პასტაიანად მესმის და ეს ტკივილებიც დამეწყო ისევ sad.gif თითქოს ეხლა მარცხენა ყურზეც გადააქ და ვინმე მირჩევთ როგორ მოვიქცე? sad.gif

Posted by: Natuka NGN 8 Jul 2015, 12:12
wikwika
გიორგი გგნიაშვილი, ნიუჰოსპიტალში, მიდი მასთან

Posted by: wikwika 9 Jul 2015, 13:25
QUOTE (Natuka NGN @ 8 Jul 2015, 12:12 )
wikwika
გიორგი გგნიაშვილი, ნიუჰოსპიტალში, მიდი მასთან

რა ღირს კონსულტაცია ხომ არ იცი? :\

Posted by: pvm 5 Oct 2015, 01:14
ძAლიან კარგი ოტოლარინგოლოგია კურაციოში ლომაია, სახელი არ მახსოვს. ქალია ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი და ყურადღებიანია, უამრავ ექიმთან ვიყავი და ეგ ქალი მომეწონა მხოლოდ. yes.gif
* * *
QUOTE (pvm @ 5 Oct 2015, 01:14 )
ძAლიან კარგი ოტოლარინგოლოგია კურაციოში ლომაია, სახელი არ მახსოვს. ქალია ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი და ყურადღებიანია, უამრავ ექიმთან ვიყავი და ეგ ქალი მომეწონა მხოლოდ.                                yes.gif



მაკა ლომაია -კურაციოს საიტზე ვნახე ეხლა yes.gif


Posted by: nino123 19 Oct 2015, 01:45
რა ქვია ყელ-ყურის ექიმს თავზე რომ უკეთია, სად შეიძლება შეძენა , რა ღირს? იქნებ ვინმემ იცით, წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: tatuta3 22 Oct 2015, 23:00
გოგნიაშვილი მაგარი ყეყეჩი და ვირი კაცია ერთ ადგილას შეიტენოს თავისი ცოდნა

Posted by: kurt. 1 Nov 2015, 22:58
გამარჯობა

ვერ ვნახე ეგეთი თემა და მოდერატორებს ბოდიში თუ რამეს ვაშავებ

მოკლედ, სერიოზული ვირუსი მქონდა რა, გაციებული ვიყავი 1 კვირა

ყელის ტკივილი, სიცხე ყველაფერი მოვიშორე ,მაგრამ

2 -3 დღეა დამეწყო ეგეთი რაღაც

ყური მაქ გაჭედილი რა . (სწორად ვიძახი თუ არა არ ვიცი biggrin.gif ),


მეუბნებიან გაციებამ იცისო ,მაგრამ რავი რა
მირჩიეთ რამე ,დავიტანჯე

Posted by: Solveig 2 Nov 2015, 15:45
Kurtcobain

ყელ-ყურის ექიმთან მიდი.

ხანდახან გრიპმა ყურზეც იცის გართულება (მე მქონდა)

Posted by: kurt. 2 Nov 2015, 18:55
Solveig
Mეზარებაა ექიმი მაგრად

თავისით აღარ მორჩებაა?biggrin.gif

Posted by: demekaxelo 3 Nov 2015, 16:22
მიხეილ ხუჯაძე ნიუ ჰოსპიტალის გარდა სად მუშაობს ? დამეხმარეთ რა თუ იცით

Posted by: Bloomy 4 Nov 2015, 06:00
demekaxelo
https://www.facebook.com/Georgian-French-Scientific-Center-khujadze-clinic-439228632936172/
თავისი კლინიკა გახსნა - პლეხანოვზე უზნაძის 103 ნომერში

Posted by: iBEST 4 Nov 2015, 12:11
გამარჯობა,

ყურთან დაკავშირებით რაღაც მაინტერესებს და ოტოლარინგოლოგი თუა ამ თემაში. ან კომპეტენტური ადამიანი, მომწერეთ გთხოვთ smile.gif

Posted by: barcafann 16 Nov 2015, 12:35
გთხოვთ მიპასუხოთ,ცოტა დაბნეული ვარ და არ ვიცი შესაბამის განყოპილებაში ვწერ თუ არა.ყურის მიდამოში მაქ მუდმივი ტუმცა ნაკლებად მტკივნეული შეგრძნება.ბოლო დროს ამ ტკივილმა მოიცვა მთლიანად თავის მარცხენა ნახევრასფერო,საფეთქელთან.ყურის ქვეშ ყბასთანაც რაგაც შეგრძნებები მაქ მარჯვენა მხარესგან განსხვავებით,გარედანაც ვატყობ შეწითლებას.რა შეილება მჭირდეს და ვის მივმართო იქნებ დაწეროთ რა.

Posted by: pilo772 2 Dec 2015, 09:54
ცხვირში აქვს პრობლემა, ალერგიული რინიტი მეწყება ხოლმე შემოდგომაზე ყოველთვის, ახლაც დამეწყო sad.gif
მეჭედება გაუთავებლად, რა არ ვცადე და რითი არ ვიმკურნალე მაგრამ წლებია უკვე ასე ვარ მაინც.
ხო და ამ ბოლო დროს კიდე სისხლიანი გამონადენი მაქვს ცხვირიდან, 3 4 დღეში ერთხელ მსხვილი სისხლის ფუფხი მოყვება გამონადენს. რა ჯანდაბა ვქნა რითი ვუშველო?
პლიუს უცნაური შეგრძნებები მეწყება, თავი მტკივდება ცხვირ ხახის არეში, თავბრუ მეხვევა, მაზიდებს და წნევა მერღვევა, გულის 90ზე და ცოტა მაღლაც ადის, ამ დროს კიდე თავის 110 ზე და ხანდახან კიდე უფრო დაბლაც ჩამოდის, მოკლედ ვიბრიდები ხოლმე. ცხვირხახის პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს წნევის მასე ცვლა? sad.gif

შარშან ამ დროს ვიყავი ყელყურცხვირის კლინიკა როა ვაგზალზე, გამსინჯეს მითხრეს ალერგიას და იმუნიტეტს მიხედე ჩვენ ვერ გიშველითო არც საოპერაციო არ ხარო.

რა ვქნაააა?

Posted by: Natuka NGN 2 Dec 2015, 15:29
pilo772
QUOTE
90ზე და ცოტა მაღლაც ადის, ამ დროს კიდე თავის 110

ენდოკრინოლოგთან ვიზიტს გირჩევ.
ჩემს სისხლდენას ცხვირიდან ოპქსოლინმა უშველა.

Posted by: pilo772 2 Dec 2015, 15:59
Natuka NGN
QUOTE
ენდოკრინოლოგთან ვიზიტს გირჩევ.

რისი ვარიანტია რა შეიძლება იყოს? sad.gif
დიაბეტი? თუ ჩიყვი?

Posted by: Master_Nick 2 Dec 2015, 19:50
QUOTE (pvm @ 5 Oct 2015, 01:14 )
ძAლიან კარგი ოტოლარინგოლოგია კურაციოში ლომაია, სახელი არ მახსოვს. ქალია ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი და ყურადღებიანია, უამრავ ექიმთან ვიყავი და ეგ ქალი მომეწონა მხოლოდ. yes.gif
* * *
QUOTE (pvm @ 5 Oct 2015, 01:14 )
ძAლიან კარგი ოტოლარინგოლოგია კურაციოში ლომაია, სახელი არ მახსოვს. ქალია ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი და ყურადღებიანია, უამრავ ექიმთან ვიყავი და ეგ ქალი მომეწონა მხოლოდ.                                yes.gif



მაკა ლომაია -კურაციოს საიტზე ვნახე ეხლა yes.gif

მაკა მურმან ლომაიას შვილია, მურმანი ერთ ერთი მოჰიკანია ოტორინოლარინგოლოგიის სფეროში. თავისი შექმნილი წამლები აქვს ყელში სავლებად, საოცარ შედეგებს იძლევა

Posted by: _DelgadA_ 11 Dec 2015, 00:54
დამეხმარეთ...სმენის აპარატზე მაინტერესებს ყველაფერი.მინდა რომ შევიძინო და მირჩიეთ სად,როგორი და რას მივაქციო ყურადღება შერჩევისას.ან პირადში მომწერეთ help.gif

Posted by: atila92 11 Dec 2015, 01:07
ყურის ექიმთან ვიყავი და ჩასაწვეთებელი გამომიწერა. ყურში რომ ვიწვეთებ ყური მეგუბება. რომ გაიხსნას ყური თავი უნდა გადავაბრუნო და წამალი კი გამოდოს მაშინ უკან. არასწირად ვიწვეთებ თუ ასე დაგუბებული უნდა მქონდეზ ჩაწვეთების მერე?

Posted by: umbr_ella 17 Dec 2015, 12:42
ესე იგი, საკმაოდ კარგმა და ბევრი ექიმისგან ნარჩევმა ოტორინოლარინგოლოგმა, რომელსაც შარშანაც ვსტუმრობდი სფენოიდიტის გამო, წელსაც იგივე პრობლემით ვესტუმრე. შარშან მითხრა სასწრაფო საოპერაციო ხარ გლანდებზეო. სახეზე გამონაყარი მაგის ბრალიაო ( ნუ ალაგ ალაგ მაქვს, ისიც ათასში ერთხელ საკვების გამო ძირითადად), დანარჩენ სიმპტომებს არ ვუჩივი. წელსაც რომ ჩამხედა, გლანდებიო. არადა სხვა ექიმს რომ ვეჩვენე, არ გაქვს ამოსაჭრელიო გლანდიო.
აი ძაან დავიბენი. შარშან რომ მითხრა, არ ახსოვდა. თან ჩირქოვანიო. მართლა ვერ გავიგე, ჯიბეში ზედმეტი ფულის ჩადება არავის აწყენს-თემაა თუ მართლა ამოვიჭრა ვერ გადავწყვიტე... ტყუილად რომ ამომგლიჯონ, ეგეც ა რმინდა.

Posted by: mari_mariam123 16 Jan 2016, 15:46
კეთილო ადამიანებო დამეხმარეთ! უკვე მეოთხე წელია ქრონიკულად მახველებს. მაქვს ქრონიკული ეთმოიდიტი. ყელში ცხვირიდან გადამდის ლორწოსავით რაღას და ეგ იწვევს ხველას. თუ თქვენც გქონიათ მსგავსი პრობლემა და მოირჩინეთ გთხოვთ გამომეხმაუროთ. ძალიან ბევრ ცხვირის ექიმთან ვიყავი, გიორგი გოგნიაშვილით დაწყებული. მითხრეს სუფთა გაქვს წიაღებიო, ძგიდე ოდნავ გაქვს გამრუდებული და ეგ არაფერიო. პრობლემა პრობლემად რჩება და ეს ექიმები ვერ მშველიან. ცხვირის სპრეებიც არ მშველის. ძგიდის ოპერაცია რომ გავიკეთო არ მიშველოს მაინც ტყუილა გაკეთება არ მინდა. გთხოვთ ვისაც გქონდათ მსგავსი პრობლემა და აღარ გაქვთ გამომეხმაურეთ. მადლობა

Posted by: Natuka NGN 18 Jan 2016, 02:41
mari_mariam123
ერტადერტი რამე შემიძლია გირჩიო - ნახე როგორია ცხვირის ფლორა და ხომ არ გაქვს რომელიმე ბაქტერია, აგრეთვე გაესინჯე ორ ვირუსზე - ჰერპასი და ებშტეინ-ბარის. თუ რომელიმე ვირუსი აღმოგაჩნდა, გირცევ ერთ ძლიან ჭკვიან და კარგ თერაპეპტს.

pilo772
პირადი გამოცდილებიდან გეტყვი - ფარისებრისგან მქონდა მსგავსი წნევა.

Posted by: Miria 31 Jan 2016, 11:19
umbr_ella
5 წლის ასაკში "ტყულად" ამომაჭრეს გლანდები და დღემდე კარგად გრძნობ თვს
smile.gif
ბებიაჩემი მთავარი ექთანი იყო ერთ-ერთ საავადმყოფოში და საკმაოდ კარგად იცოდა ადამიანის ანატომია და მედიცინა საერთოდ.
ხო და გადაეკიდა დედაჩემს ამოვაჭრათო ბავშვს გლანდები, არაფერს შვრება ადამიანის ირგანიზმში ისევე როგორც ბრმა ნაწლავიო.
მოკლედ , 5 წლის ასაკში ამომაჭრეს საღ-სალამათი გლანდები და მადლობელი ვარ დღემდე ჩემი ცხონებული ბებიის.
მას მერე 80ჯერ გავცივდი, მაგრამ მხოოდ ერთხელ დამიჩირქდა ყელი, ისიც ძალიან ცუდი ინფექციური ვირუსი დამეტაკა და იმიტომ.
yes.gif

Posted by: umbr_ella 31 Jan 2016, 12:13
Miria
მე არ ვარ მთლად კარგად ჩახდილი მედიცინაში მაგრამ 1 კი ვიცი რო ისე როგორც ბრმანაწლავი, გლანდებიც საჭიროა ორგანიზმისთვის თორე არ გვექნებოდა თავიდანვე wink.gif

არ ვაპირებ ტყუილად ამოვიჭრა გლანდები. კაი, ოპერაციას ვერ გავიგებ, დამაძინებენ მაგრამ ტყუილად, როცა არ მაწუხებს, ოპერაციის შემდგომი პერიოდი რატო გავიარო ვერ გავიგე..

Posted by: Miria 18 Feb 2016, 22:47
umbr_ella
QUOTE
არ ვაპირებ ტყუილად ამოვიჭრა გლანდები.

შენი საქმის შენ იცი smile.gif
QUOTE
ტყუილად, როცა არ მაწუხებს, ოპერაციის შემდგომი პერიოდი რატო გავიარო ვერ გავიგე..

თუ ადგილობრივი ანესთეზიით გაიკეთებ - მხოლოდ 2-3 დღიანი დიეტა დაგჭირდება როგორც ვიცი.

Posted by: GREENBULLA 18 Feb 2016, 23:56
ყურების გოგირდისგან ამოსაწმენდად ვის მივმართო ?

Posted by: niniaa 27 Feb 2016, 00:51
ეკა ხარხელთან თუ ყოფილხართ ვინმე?. ჯაფარიძე- ქევანიშვილის კლინიკაში მუშაობს..კარგი ოტოლარინგოლოგია?

Posted by: API-TERAPEVTI 27 Feb 2016, 23:31
დაიცავით თქვენი პატარა ვირსისგან " ავე- აპის"პროდუქცია დამზაებულია ნატურალურ ფუტკრის პრდუქტებზე და სხვადასხვა ბალახების ექსტრაქტზე რაც აწესრიგებს იმუნიტეტს და იცავს ვირუსისგან , არის 100 პროცენტით ნატურალუი და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. გვენდეთ და მიღებთ სასურველ შედეგს https://www.facebook.com/lena.luchko.3

Posted by: gela-neo 29 Feb 2016, 22:07
ფარმაცევტული კომპანია ნეოფარმმა დაიწყო წარმოუდგენელი აქცია,
რომლის ანალოგი არც საქართველოში და არც მსოფლიოში არავის გაუკეთებია.

შეიძინეთ ნეოფარმის პრეპარატები და თუ უკმაყოფილო დარჩებით - ნეოფარმი დაგიბრუნებთ თანხას !!!

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
http://www.neopharmi.ge/index.php?name=Pag...op=page&pid=372

Posted by: Trebuchet 6 May 2016, 19:39
გამარჯობათ.

თუ ხართ ვინე ოტორინოლარინგოლოგი მაქვს ასეთი შეკითხვა მქონდა რაღაც ოქროსფერი სტაფილოკოკი ცხვირში ექიმთან ვიყავი რაღაც ტაბლეტები გამომიწერა და ლევომეკოლის მაზი მაგას ვისვავდი და ანუ მომირჩა ეს სტაფილოკოკი, ნუ ასე ვთვლი აღარ მტკივა. მაგრამ ცხვირის ერთი მხარე სადაც მეტად მქონდა ეს დამრჩა გასიებული არ მიცხრება ტკივილები არ მაქვს ნესტოებში ექიმს ვინც მკურნალობდა ვუთხარი და მიპასუხა მე შენი ცხვირის ფორმა არ ვიციო ნაჩირქები აღარ გაქვსო მაგრამ ცხვირის ერთი მხარე აშკარად დეფორმირებულია და ზედა ნაწილში ძგიდესთან მაქ ამობურცული ახლა კი ვაპირებ სხვა ექიმთან მისვლას მაგრამ იმედი ნაკლებად მაქვს რომ მოაგვარებს ამ პრობლემას...თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა? და თუ სჩვევია სტაფილოკოკს განკურნების შემდეგ ასეთი დეფექტის დატოვება?

Posted by: Miria 19 May 2016, 21:07
Trebuchet
სტაფილოკოკის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ მე 11 წლის ასაკში ჩუტყვავილა მქონდა. ყურის ნიჟარის უკანაც მქონდა გამონაყარი, რამოდენიმე ერთად, ზუსტად ძვალზე. გამონაყარმა რომ გამიარა - შევამჩნიე რომ ძვალი დიდი მქონდა მეორე მხარის ძვალთან შედარებით. Aხლაც ასე მაქვს. საკმაოდ დიდია.

Posted by: gramatikikina 20 May 2016, 18:10
Miria
QUOTE
5 წლის ასაკში "ტყულად" ამომაჭრეს გლანდები და დღემდე კარგად გრძნობ თვს

ბებიაჩემი მთავარი ექთანი იყო ერთ-ერთ საავადმყოფოში და საკმაოდ კარგად იცოდა ადამიანის ანატომია და მედიცინა საერთოდ.
ხო და გადაეკიდა დედაჩემს ამოვაჭრათო ბავშვს გლანდები, არაფერს შვრება ადამიანის ირგანიზმში ისევე როგორც ბრმა ნაწლავიო.
მოკლედ , 5 წლის ასაკში ამომაჭრეს საღ-სალამათი გლანდები და მადლობელი ვარ დღემდე ჩემი ცხონებული ბებიის.
მას მერე 80ჯერ გავცივდი, მაგრამ მხოოდ ერთხელ დამიჩირქდა ყელი, ისიც ძალიან ცუდი ინფექციური ვირუსი დამეტაკა და იმიტომ.
QUOTE
შენი საქმის შენ იცი
QUOTE
ტყუილად, როცა არ მაწუხებს, ოპერაციის შემდგომი პერიოდი რატო გავიარო ვერ გავიგე..

თუ ადგილობრივი ანესთეზიით გაიკეთებ - მხოლოდ 2-3 დღიანი დიეტა დაგჭირდება როგორც ვიცი.


არცერთხელ არ დამჩირქებია ყელი
გლანდები მაქვს
43 წლის ვარ bis.gif

Posted by: Miria 27 May 2016, 02:33
gramatikikina
ჩემი მეზობელი არასოდეს არ ყოფილა არაფრით ავად.
გრიპითაც კი.
პირველად გაცივდა 37 წლის ასაკში , გრიპი ჰქონდა და მისი ჩათვლით ყველა გაკვირვებული ვიყავით smile.gif
ვის როგორი იმუნიტეტი აქვს smile.gif
მე ზამთარში საშუალოდ 3-5ჯერ მაქვს გრიპი როცა საქართველოში ვარ smile.gif

Posted by: gramatikikina 31 May 2016, 00:55
Miria
არა, მე ვცივდებოდი ყოველ წელს ორჯერ ზამთარში და გაზაფხულზე ან შეოდგომაზე
საქართველოშიც და სხვაგანაც :დ
მოგიგე :დ

Posted by: iraklituba 2 Jun 2016, 10:02
არ მიხვიდეთ სადგურზე სუხიაშვილთან !!! უნამუსოა!!! ყველას ოპერაციაზე უშვებს!!! მისული ვიყავი პატარა პრობლემა მაქ ყელში ზამთრის მერე. ეგრევე მითხრა გლანდები გაქ ამოსაჭრელიო, არ დაუჯერე იმიტომ რომ ძალიან არასოდეს შეუწუხებივარ ეს ერთი ზამტარია რომ შემაწუხა ცოტა და ეგრევე ამოჭრა?
მოკლედ მივედი ნიუ ჰოსპიტალში ბერდია ბერიძე-სთან და რომ მნახა მითხრა ეგ გლანდების და ყელის პრობლემა არარიო კუჭის მჯავიანობა გაქ მაღალიო (რაც ნამდვილად მაქ, გაარტყა ათიანში ეგრევე) და ღამე ყელს გიწვავსო და დამწვარ ეპითელიუმზე მერე ყვალანაირი ბაქტერია მრავლდებაო. დამიწერა ტონსილგონის წვეთები და დეკატილენის საწუწნი აბები. ორი დგეა ვიღებ და უკეთ ვარ აშკარად. მაგრამ ეს შედეგის მკურნალობაა აუცილებლად მიდიო გასტროენტეროლოგთან. მე რომ ოპერაცია გამეკეთებინა , ტყუილად ამომეღო გლანდები რომელიც იმუნიტეტის მნიშვნელოვანო და პირველი დაცვის რგოლია, ხომ შეიძლება მაგალი მჟავიანობის ფონზე გართულებები მოყოლოდა? სუხიაშვილი უნამუსოა!!!

Posted by: Andy Warhol 2 Jun 2016, 23:21
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ. ჰაიმორიტმა დამიტოვა დაგუბებული მარცხენა ყური (მახსოვს თავი რო დავხარე დაბლა იმ მომენტიდან დამიგუბდა). უკვე ერთი კვირაა დავდივარ ამ ყურით და ძალიან დისკომფორტი მაქვს , რამე მეშველება ? არაფრის დიდებით არ იხსნება, არც ნერწყვის გადაყლაპვით და არც დამთქნარებით. user.gif

Posted by: გეტო 24 Jun 2016, 10:56
ყურზე ხელს რო ვიდებ მაგარ ადგილზე ანუ სამკუთხედივით როა მანდ რო ვიდებ ძაან მტკივა, შიგნისკენ მეფხანება და თან დაგუბებული მაქ. 3-4 დღეა ესეა და რამე სერიოზული შეილება იყოს?

Posted by: LGBT 24 Jun 2016, 16:00
QUOTE (გეტო @ 24 Jun 2016, 10:56 )
ყურზე ხელს რო ვიდებ მაგარ ადგილზე ანუ სამკუთხედივით როა მანდ რო ვიდებ ძაან მტკივა, შიგნისკენ მეფხანება და თან დაგუბებული მაქ. 3-4 დღეა ესეა და რამე სერიოზული შეილება იყოს?

კბილიც ხო არ გტკივა>? ნერვოზული ხო არ არის რას ფიქრობ

Posted by: გეტო 24 Jun 2016, 16:48
LGBT
QUOTE
კბილიც ხო არ გტკივა>? ნერვოზული ხო არ არის რას ფიქრობ



ki kbilic, nervozic mchirs mgoni da ra ushvelis?

Posted by: LGBT 24 Jun 2016, 16:50
QUOTE (გეტო @ 24 Jun 2016, 16:48 )
LGBT
QUOTE
კბილიც ხო არ გტკივა>? ნერვოზული ხო არ არის რას ფიქრობ



ki kbilic, nervozic mchirs mgoni da ra ushvelis?

კბილი ცივზე გტკივა თუ ზოგადად გტკივა ანუ აქ რამდენიმე ვარიანტია რაც შეიძლება გჭირდეს

1. ყბა-სახსარი ხო არ გიტკაცუნებს?
2. შეიძლება იყოს ევტიხის მილის ანთება ან პულპიტი კბილის ან კარიესი
3. თავის უკანა ნაწილშიც ხომ არ გადააქვს ტკივილი?
4.ლოყის ორივე მხარეს გაქ ,,ტკივილები''?
* * *
QUOTE (LGBT @ 24 Jun 2016, 16:50 )
QUOTE (გეტო @ 24 Jun 2016, 16:48 )
LGBT
QUOTE
კბილიც ხო არ გტკივა>? ნერვოზული ხო არ არის რას ფიქრობ



ki kbilic, nervozic mchirs mgoni da ra ushvelis?

კბილი ცივზე გტკივა თუ ზოგადად გტკივა ანუ აქ რამდენიმე ვარიანტია რაც შეიძლება გჭირდეს

1. ყბა-სახსარი ხო არ გიტკაცუნებს?
2. შეიძლება იყოს ევტიხის მილის ანთება ან პულპიტი კბილის ან კარიესი
3. თავის უკანა ნაწილშიც ხომ არ გადააქვს ტკივილი?
4.ლოყის ორივე მხარეს გაქ ,,ტკივილები''?

ნერვოზი რაში გამოიხატება კანის გახურებები ხელებზე ფეხებზე რაღაცა სპაზმები და ეგეთები გაქ მოვლითი?

Posted by: Solveig 25 Jun 2016, 17:44
გეტო

ექიმთან რატომ არ მიდიხარ? შეგუბება და ტკივილი პირველი ნიშანია იმის, რომ ყელ/ყურის ექიმს მიაკითხო და ყურის ანთება და ასეთები გამორიცხო.

Posted by: გეტო 25 Jun 2016, 21:05
Solveig
QUOTE
ექიმთან რატომ არ მიდიხარ? შეგუბება და ტკივილი პირველი ნიშანია იმის, რომ ყელ/ყურის ექიმს მიაკითხო და ყურის ანთება და ასეთები გამორიცხო.


რაღაც წვეთებს ვისხამ უკვე და მგონი შველის

Posted by: nanuka15n 27 Jun 2016, 01:27
გეტო
მასეთი სიმპტომები მქონდა ზუსტად, ერთ ღამეს ამტკივდა ძალიან, სახის და უკან ძვლებიც მტკიოდა, მივედი და ორივე შუა ყურის მწვავე ანთება მაქვს, ჯობს მიმართო ექიმს

Posted by: lisbeth 27 Jun 2016, 08:35
QUOTE
ლის ასაკში ამომაჭრეს საღ-სალამათი გლანდები და მადლობელი ვარ დღემდე ჩემი ცხონებული ბებიის.
მას მერე 80ჯერ გავცივდი, მაგრამ მხოოდ ერთხელ დამიჩირქდა ყელი,

გლანდები არ მაქვს ამოჭრილი,29 წლის ვარ და ცხოვრებაში არ დამჩირქებია ყელი biggrin.gif



მოკლეთ,ამ რამდენიმე თვის წინ მქონდა ყელის ტკივილი,მალევე გამიარა,ასევე ყურის ქავილი
არ წავედი ექიმთან ,ორონორმი შევისხი ყელში და ნელადექსი ყურში
მალევე გადაიარა მაგრამ მას შემდეგ ერთი კვირა დაახლოებით მქონდა
თავბრუსხვევა,თავბრუსხვევაც არა თითქოს ვმოძრაობდი არადა არ ვმოძრაობდი,ეგეთი რაღაც არ მქონია არასდროს,თითქოს წონასწორობას ვკარგავდი
ეხლა ძალიან კარგად ვარ,თუ არ ჩავთვლი ალერგიას
გქონიათ ვინმეს მსგავდი შემთხვევა?

Posted by: Kaiser 14 Jul 2016, 18:00
უცნაური რამე მჭირს

1 კვირაა ყელი მტკივა, მეგონა ანგინა იყო და სტრეფსილს ვიყენებდი თითქოს 1 დღე გამიარა პრობლემა არ იყო და გუშინ საღამოს ისევ ამტკივა ყლაპვის დროს და დღეს საერთოდ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყელში რაღაც ამოვიდა,სუნთქვის დროსაც და ისედაც ნერწყვს რომ ვყლაპავ აშკარად რაღაც უცხო შეგრძნებაა და ისევ მტკივა ყლაპვსი დროს

თან ისეთი შეგრძნება თითქოს ღრმას არის ყელში ანუ ასე ჩახედვით არ გამოჩნდება ალბათ სადღაც ქვევით არის და რა ჯანდაბაა ნეტა ვერ მივხვდიsad.gif

Posted by: anabanaankabanka 15 Jul 2016, 12:24
გამარჯობა, ვარ 20 კვირის ორსული. 1 კვირის წინ დამიგუბდა ყური, ტკივილი არ მქონია, უბრალოდდ დამიგუბდა, მაგ მხარეს ცხვირშიც გაჭედილი ვარ. სამშაბათს ვიყავი ექიმთან და ჩამხედა ცხვირშიც, ყურშიც და დამიწერა მწვავე სეროზულია ნთება. დამინიშნეს აუგმენტინი, ყურში ჩასაწვეთებლად ნელადექსი, ცხვირში- სალტემარე და სნუპი. მესამე დღეა მკურნალობის და შეღავათი არ მაქვს საერთოდ, ისევ ისე მაქვს დაგუბებული. რამეს ხო არ მირჩევდით?

Posted by: otari-1988 15 Jul 2016, 21:40
გამარჯობათ, მაქვს ალერგიული რინიტი, ხშირად ყნოსვა მეკარგება, მედროლს რომ ვსვამ მიბრუნდება თუმცა 2 კვირაში ან 1 თვეში ისევ მეკარგება, ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ეგ ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვაა, და ვისთან მირჩევთ რომ მივიდე? ან თუ იცით მედროლი რა შუაშია ყნოსვის დაბრუნებასთან, მადლობტ წინასწარ

Posted by: Miria 21 Aug 2016, 03:20
lisbeth
QUOTE
არ წავედი ექიმთან ,ორონორმი შევისხი ყელში

ორონორმს მეც ვიყენებდი.
კარგი გამაყუჩებელია + ანტიბაქტერიულია .
ლიდოკაინს შეიცავს და თუ არ იცით ლიდოკაინზე ალერგიური ხართ თუ არა - ჯობია არ გამოიყენოთ.
ბოლოს რამოდენიმე წლის წინ გამოვიყენე ორონორმი, 2 ჯერ შევისხი და ყელის სიმშრალე გამოიწვია.
2-3 დღე დამჭირდა რომ აღდგენილიყო ყელის ნორმალური "სისველე", ანუ ლორწოვანი გარსი.
მას მერე აღარ გამომიყენებია.
ეგ გაბრუების შეგრძნება არ ვიცი რამ გამოიწვია შენს შემთხვევაში.
ვითონ ლიდოკაინმა?
არ ვიცი.
პ.ს. ნელადექსის შესახებ არაფერი ვიცი.

Posted by: lisbeth 22 Aug 2016, 16:36
QUOTE
ეგ გაბრუების შეგრძნება არ ვიცი რამ გამოიწვია შენს შემთხვევაში.

წავიკითხე რომ ყურის ტკივილის მერე ემართებათ
და ზოგს საკმაოდ დიდი ხანი უგრძელდება
მე გამიარა ორ კვირაში
QUOTE
პ.ს. ნელადექსის შესახებ არაფერი ვიცი.

ყურის და თვალის წვეთებია


Posted by: Sesily 22 Aug 2016, 20:59
გამარჯობა, მოკლედ უკვე რამდენიმე წელია საშინლად მაწუხებს მარცხენა ყურის დაგუბება. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ცხელა. ზამთარში იმდენად არა. ვინც კი თბილისში კარგი, საშუალო თუ ცუდი ექიმი იყო ყველასთან ვიყავი. განსაკუთრებით ცუდად შოთა ჯაფარიძე დამამახსოვრდა, ძალიან უტაქტო და არაგულისხმიერი ადამიანია, მოკლედ, რაც კი ყურთან დაკავშირებული სერვისები ჰქონდათ, გადასხმების ჩათვლით ყველაფერი გამაკეთებინეს და საერთოდ ვერ ვიგრძენი შედეგი. შემდეგ შევეგუე ბედს, მართლა აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი და უკვე დიდი ხანია ოტორინოლარინგოლოგთან აღარ მივსულვარ.

ახლა ამ სიცხეში როგორღაც მოვახერხე და გავცივდი, ისევ დამიგუბდა ეს მარცენა ყური. უკვე მესამე დღეა დაგუბებული მაქვს, შეიძლება გავგიჟდე, საშინლად მოქმედებს, ცხოვრების სურვილი მეკარგება.

აი, მთელი გულით და სულით გთხოვთ, მირჩიოთ ოტორინოლარინგოლოგი, რომელიც თქვენ ან თქვენს ახლობელს გამოცდილი ჰყავს და იცით, რომ პროფესიონალია და ენდობით.


Posted by: l-e-v-a-n 1 Nov 2016, 20:56
სუნთქვაზე პრობლემები მქონდა ცოტა, ანუ თვითOნ სუნთქვით მშვენივრად ვსუნთქავ, უბრალოდ ცალი ნესტოდან (ხშირ შემთხვევაში), კონკრეტული რომელიმე მხრიდან არა, ხან ერთიდან ხან მეორედან...
პრობლემა მგონია ოდნავ ზემოთ, სადღაც შუბლის მიდამოებში (ცოტა ქვემოთ), ცხვირშI შესასხურებელს რომ ვხმარობდი, ქონდა ეფექტი, ოღონდ დროებითI რა თქმა უნდა...
ხოდა მოკლედ მინდა მირჩიოთ კარგი ლარინგოლოგი, ჯერ რა თქმა უნდა ჩემს ექიმთან მივალ და იმათაც დავეკითხები, მარა საბოლოოდ მინდა მაინც კარგ/ძლიერ ლარინგოლოგთანაც მივიდე და იქნებ იცოდეთ ვინმე.. ვის მირჩევთ

გიორგი გოგნიაშვილი? არის ვინმე უფრო ძლიერი?

Posted by: archi88 3 Nov 2016, 03:52
l-e-v-a-n


შოთა ჯაფარიძე არის წამყვანი სპეციალისტი საქართველოში. ფაქტიურად ახალი თაობა მისი გამოზრდილია.

თუმცა ზედა ლოსტში Sesily უკმაყოფილო იყო მისი მომსახურებით.



Posted by: Natuka NGN 4 Nov 2016, 01:43
l-e-v-a-n
QUOTE
გიორგი გოგნიაშვილი? არის ვინმე უფრო ძლიერი?

გიორგი ძალიან კარგი ექიმია. ერთადერთია ვინც ზუსტად დამანახე ყველა საშიშროება თუ განმეორებიტ ოპერაციას გავიკეთებდი. წლები რომ მეუბნებოდნენ ნიჟAრები გაქვს საოპერაციო, ამან მითხრა რომ არაფერი არ მაქვს საოპერაციო და მკურნალობის კურსი დამინიშნა და ყველა პრობლემა ამილაგა.
ერთი სიტყვით, მე შენს ადგილზე მასთან ვიმკურნალებდი.

Posted by: l-e-v-a-n 4 Nov 2016, 01:47
archi88
Natuka NGN
მადლობთ, გოგნიაშვილი გადავწყვიტე კი biggrin.gif
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: wings 4 Nov 2016, 09:29
ბოლო 1 წელია რაც მაწუხებს ნესტოების გაჭედვა. ხან ერთი მეჭედება, ხან მეორე... როცა ერთი ნესტო გაჭედილი მაქვს, მეორეთი თავისუფლად ვსუნთქავ და პირიქით, ხშირად ყოფილა ისეც რომ ორივეთი თავისუფლად მისუნთქია, მაგრამ ორივე რო გაჭედილი მქონოდეს ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა... ერთ-ერთ ექიმთან ვიყავი, მითხრა ძგიდე გამრუდებული გაქვს თუმცა არ მგონია რომ საოპერაციო იყოო. ირს 19 დამინიშნა, ოქსოლინის ტამპონები და გამორეცხვები, ოდნავი შედეგი მომცა მაგრამ ახლა ისევ მაწუხებს.... რას მირჩევთ? გიორგი გოგნიაშვილთან მივიდე?

Posted by: Natuka NGN 4 Nov 2016, 20:36
l-e-v-a-n
არაფრის, დაგიგეგმა უკვე ოპერაცია თუ მკურნალობა? smile.gif

wings
მიდი, საინტერესოა რას გეტყვის. მე სულ მეუბნებოდნენ ნიჟარები გაქვს საოპერციო, ნიჟარებიო. არაფერი მსგავსი არ მქონია smile.gif მერე დაწერე.

Posted by: l-e-v-a-n 4 Nov 2016, 21:33
Natuka NGN
არა, ჯერ არ მივსულვარ biggrin.gif რა ოპერაცია გულს მიხეთქავ : ))))

Posted by: ninc_lfc 4 Nov 2016, 22:40
gramatikikina
QUOTE
არცერთხელ არ დამჩირქებია ყელი
გლანდები მაქვს
43 წლის ვარ

დაახლ. 23-ის მეგონე user.gif

Posted by: otari-1988 15 Nov 2016, 12:00
გრიშა თოფურიასთან ღირს პოლიპოზის ოპერაციის გაკეთბა?

Posted by: shandy 10 Dec 2016, 12:23
გამარჯობა, პაციენტს დაუდგინდა ხორხის პარეზი(გამოკვლევების თანახმად არ არის გამოწვეული სიმსივნით), რის გამოც აქვს ყელის სიმშრალე, უცხო მაგარი სხეულის შეგრძნება ყელში და ხმის დაქვეითება, რა საშუალებით შეიძლება მდგომარეობის შემსუბუქება? ექიმმა ბრძანა მხოლოდ ფარისებრს მიხედეთო, კი რა თქმაუნდა ვმკურნალობთ ფარისებრს, მაგრამ იქნებ რაიმე დამატებითი საშუალება არსებობს რაც შეიძლება გამოვიყენოთ, რადგან პაციენტი საკმაოდ შეწუხებულია აღნიშნული სიმპტომებით. მაინტერესებს ლაზერის ან სხვა მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება თუ არის მიზანშეწონილი დაქვეითებული კუნთების და ნერვების აღსადგენად? იქნე მირჩიოთ რამე გთხოვთ...

Posted by: zamtari 11 Dec 2016, 12:55
გამარჯობა, ერთ-ერთ კლინიკაში დამიდგინეს მარცხენა ჰაიმორის ღრუს დაჩრდილვა (იმედია დიაგნოზს ზუსტად ვიგებ და ზუსტად ვწერsmile.gif))) მოკლედ, ხვალ მინდა მივიდე სპეციალიზებულ კლინიკაში სადმე და იქ გავიშუქო წიაღები თავიდან და მკურნალობაც სასწრაფოდ დავიწყო. მითხრეს გამორეცხვებიც იქნება საჭიროვო, მაგრამ განაკეთები მაქვს რინოპლასტიკაც, არ ვიცი ამას ექიმები რამდენად გაითვალისწინებენ ღრუების გამორეცხვისას... ერთი სიტყვით სასწრაფოდ უნდა მივიდე სადმე და არ ვიცი სად და ვისთან, თუ ვინმეს რამე რეკომენდაცია გექნებათ მომწერეთ გთხოვთ. ჩემით ერთი ნორმალური კლინიკა ვიცი მაგ პროფილის, თუმცა გამოცდილი რჩევებიც მივიღო მირჩევნია. წინასწარ გმადლობთ.

Posted by: Natuka NGN 11 Dec 2016, 13:04
zamtari
მიდი ნიუ ჰოსპიტალში გიორგი გოგნიაშვილთან. რა გამორეცხვა? უთხარი გიორგის რომ რინო გაქვს გაკეთებული

Posted by: zamtari 11 Dec 2016, 15:40
Natuka NGN
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. თუ იცით ეს ის გიორგი გოგნიაშვილია კუზანოვის კლინიკაშიც რომ იყო? იქნებ მანდ მივაკითხოვ ისევ? მითუმეტეს რინოც კუზანოვებთან გავიკეთე.

Posted by: Natuka NGN 11 Dec 2016, 15:53
zamtari
არა გიორგი ახლა ნიუ ჰოსპიტალშია, კი, ისაა. ალიკოს პაციენტი ხართ ჰო? გამახსენდა.
მე მქონდა სინუსიტი ახლა და ანტიბიოტიკებით, სინუ ფორტეტი მოვიშუშე. ექიმი უნდა.

Posted by: zamtari 11 Dec 2016, 16:17
Natuka NGN
კი, ალექსანდრესთან გავიკეთე. დიდი მადლობა რეკომენდაციისთვის.

Posted by: koch404 12 Dec 2016, 19:58
სტომატოლოგია ვერ ვიპოვე ამ ფორუმზე, უკაცრავად და აქ დავსვამ შეკითხვას თუ შეიძლება ///// ყბა მაქვს დასიებული კბილის გამო და ანტიბიოტიკი 1ჯერ მივიღო დღეში , თუ 2ჯერ?

Posted by: Natuka NGN 12 Dec 2016, 21:21
koch404
https://forum.ge/?showforum=71
მთელი განყოფილებაა, რა ვერ იპოვნე?
უნდ ამიხვიდე ექიმტა და გაახსნევინო კბილი თუ ჩირქია, ვინაიდან, შეიძება სერიოზული გართულებები გამოიძვიოს ძვალზე მაგან.

Posted by: vaknari 13 Dec 2016, 23:15
Natuka NGN
რომელ ანტიბიოტიკს იღებდი? მეც მაქ და.მგონი ქრონიკულია კაი ხანია მაწუხებს ახლა ცოტა გავცივდი და შუბლის არეში მტკივა

Posted by: mususaa_rock 19 Dec 2016, 15:31
გავიკეთე ხეჩინაშვილის კლინიკაში ოპერაცია ცხვირზე, ძგიდე გამისწორეს და ნიჟარები მომიწვა, რეაბილიტაციიის პერიოდის გასვლის და სახვევების მოხსნის შემდეგ მდგომარეობა გამიუარესდა იმაზე უფრო მეტად ვიდრე ოპერაციამდე, ნესტოებს შორის რომ ხრტილია მარცხენა მხარეს არის შეღუნული და მთლიანად მიფარავს სასუნთქ ნახვრეტს . რომ მივედი ქირურგთან (ბიძინა ფაჯიშვილი) მითხრა რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი იყო :/ არ ვიცი რამდენად ნორმალურია მსგავს რამეს რომ ექიმი გეუბნება რამდენიმე გაუგებარი ვიზიტს შემდეგ გამოვიტანე აზრი რომ თავიდანვე რომ მოეჭრათ ეს ხრტილი ფორმა გაგიფუჭდებოდა და ეხლა ხელახლა უნდა გაიკეთო მინი ოპერაციაო sad.gif მოკლედ არ ვიცი. იქნებ მირჩიოთ ნორმალური ექიმი რომელთანაც ნორმალურ კონსულტაციას გავივლი და გავიკეთებ ოპერაციას იმიტომ რომ საერთოდ ვეღარ ვსუნთქავ და თავი და კიდურები მაწუხებს უჟანგბადობის გამო

Posted by: ninobarbare 28 Dec 2016, 20:02
ჩემს 6 წლის გოგონას აქვს მწვავე ჰაიმორიტი და სინუსიტი, აქედან გამომდინარე შუაყურში სითხე და პერიოდულად გრიპის დროს უქვეითდება სმენა. ვის მირჩევდით ბავშვთა გამოცდილ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს? ცოტა ახალგაზრდაც, რომ იყოს და ენერგიული. ვისაც აქებენ ყველა გადაქანცულია ოპერაციებით, რეზიდენტებითა და უამრავი პაციენტით, არ ვიცი მეჩვენება თუ რა, თითქოს უგულისყუროდ ეკიდებიან რეაბილიტაციის პროცესს და მხოლოდ ოპერატორები არიან. sad.gif

Posted by: l-e-v-a-n 18 Jan 2017, 17:05
ესეიგი გიორგი გოგნიაშვილთან მინდა მისვლა და ნიუ ჰოსპიტალში 65 ლარი კონსულტაცია... ასე ძვირია გოგნიაშვილთან ჩაწერა?
ახლა კუზანოვის კლინიკაში დავრეკე და მაგათმა 50 მითხრეს

Posted by: Cosmonomad 23 Jan 2017, 19:23
ვინმემ ხომ არ იცით, რა ღირს გლანდების ოპერაცია?

Posted by: ta@ko1991 1 Feb 2017, 18:39
გამარჯობაsmile.gif ადენოიდების მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ? ოპერაციის გარდა თუ იცით რამე ეფექტური მეთოდი... ბავშვი არის 6 წლის და ღამე ხვრინავს ძალიან,უჭირს სუნთქვა.გუშინ მყავდა გიორგი გოგნიაშვილთან თუმცა ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, 65 ლარს იღებს კონსულტაციაში და პაციენტს ძალიან უყურადღებოდ და ზედაპირულად სინჯავს,ერთი ჩახედა საოპერაციოაო და გამოგვიშვა... თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება ადენოიდების მკურნალობის არაოპერაციული ჩარევით იქნებ გამიზიაროთsmile.gif

Posted by: Burdulaa 2 Feb 2017, 11:31
გამარჯობათ მოკლედ ცხვირის ძგიდის ოპერაცია გავიკეთე დამაინტერესებს ოპერაციის შემდეგ აბაზანის მიღება რამდენ ხანში შეიძლება?

Posted by: buub 2 Feb 2017, 13:03
Burdulaa

ერთი კვირის შემდეგ
ყოველშემთხვევაში ცხელი წყლით ბანაობა, თავის დაბანა იკრძალება

Posted by: sheriff022 22 Feb 2017, 11:38
QUOTE
ვიყავი ამ ნაქებ ჯაფარიძესთან
იმაში გადავყარე 40 ლარი რომ გარბოდა და არც კი მომისმინა რა პრობლემა მქონდა

გარდა ამისა, ეთიკური ნორმები გააცნონ იქნებ ქართველ ექიმებს


რამოდენიმე კვირის წინ მყავდა ბავშვი ჯაფარიძესთან და იგივე სიტუაციაა ისევ, ერთი რვა კაცი იყო ოთახში, უცებ გასინჯა, არც რეცეპტი არც ვინაობა, სამ წუთში გამოგვყარა იმენა.
შეიძლება პროფესიონალია და ძლიერია, მაგრამ მოქცევა და ურთიერთიობა უმნიშვნელოვანესია. თუ მე არ დამეხმარა რად მინდა მაგის პროფესიონალიზმი

Posted by: grafinia79 22 Feb 2017, 11:46
გამარჯობა,

ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა ლაკუნური ანგინა. ექიმთან ვიყავით და იმდენი წამლები და ნემსები დაუნიშნა, მეგონა ონკოლოგიურ პაციენტს ეს უნიშნბავენ იმხელა არზას. 2 დღეა სალბის სავლებს ივლებს და ყელის ანტებაქტერიულ სპრეის ისხურებს. ექიმმა დაუნიშნა პროლისი, სინუპრეტი ფორტე, კრებროსი, და ნემსები ტორნაქსონი.

ეგება მირჩიოთ ვინც გატკვეული ხართ, საჭიროა თU არა ამდენი წამლები და რა ანტერნატიული საშუალება არსებობს სამკურნალოდ ?

Posted by: Miria 22 Feb 2017, 12:18
sheriff022
QUOTE
ერთი რვა კაცი იყო ოთახში, უცებ გასინჯა, არც რეცეპტი არც ვინაობა, სამ წუთში გამოგვყარა იმენა.
შეიძლება პროფესიონალია და ძლიერია, მაგრამ მოქცევა და ურთიერთიობა უმნიშვნელოვანესია.

გეთანხმები.....

Posted by: AnonyMous22 25 Feb 2017, 04:05
დაახლოვებით 8 თვეა ყელის ტკივილი მაწუხებს, ხან ყბის ჩაყოლებაზე მტკივა მარჯვენა მხარეს, ნერწყვის ყლაპისას ასევე, ხან თითქოს ნემსები დამარჭესო. ვიყავი ექიმთან წამლები (ანტიბიოტიკიც) გამომიწერა მაგრამ როგორცკივ ეკურსი მოვრჩი გამიგრძელდა ტკივილი. შემდეგ გადავიღე ეხოსკოპია ფარისებრის, ასევე ანალიზები TSH, FT4 ყველაფერი რიგზე მაქვს. ყელის ტკივილმა კვლავ არ გამიარა. მარჯვენა მხარეს შეწითლებული მაქვს. გლდანდები არ მაქვს ამოჭრილი და არც უთქვამთ რომ ამოსაჭრელია, ფარული გლანდები შეიძლება იყოსო... უსახსრობის გამო ვერ ვიკეთებდი ლარინგოსკოპიას, ვაპირებ წასვლას უახლოეს პერიოდში.
ყოველივე ამის შემდეგ დამეწყო ძალიან ხშირი გულის ჩხვლეტა–წიწკვნა–ტკივილი. თითქოს როგორც კუჭში იცის ხოლმე გახჭრიალება, ისე მემართება ხოლმე გულზე. ასევე ბოლო 1 თვის მანძილზე 2 ჯერ მქონდა დაბალი წნევა (არასდროს არ შევუწუხებივარ წნევას), ცოტა ჰაერის უკმარისობასაც ვუჩივი. ამ ბოლო დროს მაქვს საკმაოდ სანერვიულო. ვარ მწეველი, მაგრამ ბოლო პერიოდია საკმაოდ შევამცირე რაოდენობა.
რას მირჩევთ, რამე ყელიდან ხომ არ იქნება გამოწვეული, ან რა ვუშველო ყელს, ლარინგოსკოპიით გამოჩნდება? ტყუილად მაყრევინებენ ფულს თითოეულ ანალიზში sad.gif

Posted by: Mohikan 26 Feb 2017, 15:28
QUOTE
ყბის ჩაყოლებაზე მტკივა მარჯვენა მხარეს


მეც მასე ვარ. ხან ვგრძნობ ხან გაივლის. ნევროზი მაქვს და მაგას დავაბრალე მაგრამ აშკარად ვრძნობ უსიამოვნო შეგრძნებას მაგ ადგილას და არამგონია ნევროზის გამო იყოს. იქნებ თქვენ იცოდეთ რისი ბრალი შეიძლება იყოს? მე ყოველთვის ცუდს ვფიქრობ ხოლმე, მაგალითად სიმსივნე. მაგრამ ეს ალბათ იმიტომ რომ არაფერი ვიცი სხვა მრავალი დაავადების შესახებ. იქნება თქვენ იცოდეთ და ვინმე კომპეტენტურმა ამ საკითხში გამცეთ პასუხი, უფრო ხშირად რის გამო აღენიშნებათ პაციენტებს ასეთი სიმპტომები?
დიდი მადლობა წინასწარ. ექიმთან კი მინდა მისვლა მაგრამ ძვირი სიამოვნებაა sad.gif

Posted by: ALIEN_WARE 5 Mar 2017, 23:53
აკნე მაწუხებს და ჰორმონები დაყველაფერი გამოკვლეული მაქვს წესრიგშ მაქვს ყველაფერი გლანდები არ მინახვებია ექიმისთვის მაწუხებს ხოლმე ცივ წყალს რომ დავლევ მეორე დღეს შეიძ₾ება ყელი მტკიოდეს უკვე და არც სიცხე მქონდეს და არაფერი უბრალოდ ყელი მტკიოდეს და ვფიქორბ გლანდების ბრალი ხომ არაა აკნე რომ მაქვს და მინდა საუკეთესო ექიმი ვინაა? ისეთი არ მინდა ამოსაჭრელი რომ არ იყოს გლანდები და ძალით ამომჭრას

Posted by: Mmerisi 8 Mar 2017, 18:56
აქ პროფესიონალი ოტალარინგოლოგიბი ხართ, მეგობრებო?

Posted by: Rivera49 13 Mar 2017, 17:10
მოკლედ მაწუხებს აპნოე (ძილში სუნთქვის შეკავება) ამათგან რომელ კლინკაში სჯობს მისვლა, რომ დამიდგინონ მკურნალობის რომელი მეთოდი მჭირდება
1-ხეჩინაშვილის კლინიკა
2-ხუჯაძის კლინიკა
3-ჯაფარიძის კლინიკა

Posted by: tako 2792 14 Mar 2017, 22:55
დაახლოებით ორი თვის წინ ყურები მიგუბდებოდა ხოლმე და მივედი ოტორინოლარინგოლოგთან და ნიჟარები გაქვსო მითხრა. გამომიწერა რაღაცები, მაგრამ დავიკიდე. ორი კვირის წინ ისევ შემაწუხა, მივედი სხვასთან და იმან ცხვირში ჩამხედა თუ არა ეგრევე მითხრა, საოპერაციო გაქვსო. გამომიწერა ალერგიის წამლები, გიშველის ცოტა ხანიო. არადა ერთი შეხედვით ულამაზესი კურნოსა ცხვირი მაქვს user.gif user.gif

ხოდა ვინმე ძაან კომპეტენტურთან მინდა მისვლა, არ მინდა რომ ცხვირი დამიმახინჯონ. თან იქნებ არც მჭირდება ეს ოპერაცია. ექიმები რომ იგებენ დაზღვევა მაქვს, მილიონ გამოკვლევას და რაღაცებს მიწერენ ხოლმე.

თან იქნებ ოპერაციის გარეშეც გამოვძვრე. მაისში ფრენა მაქვს და ფრენების დროს ყურები ისე მიგუბდება, მგონია, რომ გამისკდება. თუ არ ვიმკურნალე, იმ მოგზაურობას ვერ შევირგებ sad.gif

იქნებ ვინმე მირჩიოთ help.gif

Posted by: Rivera49 21 Mar 2017, 16:27
მოკლედ მაწუხებს აპნოე (ძილში სუნთქვის შეკავება) ამათგან რომელ კლინკაში სჯობს მისვლა, რომ დამიდგინონ მკურნალობის რომელი მეთოდი მჭირდება
1-ხეჩინაშვილის კლინიკა
2-ხუჯაძის კლინიკა
3-ჯაფარიძის კლინიკა

Posted by: tamuniko_3 21 Mar 2017, 22:50
მე მოგიყვებით ჩემს ამბავს და იქნებ ვინმეს დაგეხმაროთ. 1 კვირის წინ წამივიდა გული და გავიტეხე ცხვირი სასწრაფომ ლანცეტში წამიყვანა სადაც აი საერთოდ არ მომხედეს არც რენდგენი გადამიღეს და არც ტანპონები ჩაუდიათ. პატარა ბამბები მომცეს და მითხრეს დასიება რო გაგივლის ექიმს ეჩვენეო. მეც ველოდებოდი ესე პატიოსნად მარა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ვერ მოვითმინე და დღეს მივედი ჯაფარიძის კლინიკაში დავით სუხიაშვილთან სურათზე რო გამაგზავნა აღმოჩნდა რო ჩალეწილი მქონდა ცხვირის ძვლები გამიკეთა ლედოკაინი და სულ ხელით მიმტვრია ძვლები თან ცოტა მეჩხუბა ამდენი ხანი რამ გაგაძლებინა სად იყავი ამდენი ხანიო. ერთი კვირა დაგვიანებულიც არის ხელს არ ვკიდებთო. ცხვირს რო მიმუშავებდა თან სარკეში მახედებდა მოგწონსო? რამე სხვანაირად ხო არ გინდაო? როგორც პლასტელინს ისე მისრისავდა ცხვირს გავგიჯდი biggrin.gif მოკლედ ბავშვებო პარასკევს უნდა მივიდე კიდე და ორშაბათს თაბაშირს მომხსნიან ერთი სული მაქვს ჭკუაზე არ ვარ ისე მაინტერესებს რა გამოვა... აუცილებლად გაგაგებინებთ ჩემს ამბავს და თუ ვინმე ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდებით დროზე იმოქმედეთ რო ზედმეტი გართულებები აირიდოთ თავიდან.

Posted by: vatexa2020 21 Jun 2017, 18:40
[B]გამარჯობათ , მაქვს თავის ტკივილები და ცხვირიდან დენა გავიკეთე ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფია .პასუხი იყო ასეთი :

შუბლის წიაღი მარცხნივ ქვედა მესამედში დაჩრდილული მარცხენა ეთმოიდის სრული ვიზუალიზაცია გაძნელებულია .
ორივე მხარეს მეტად მარცხნივ მაქსილარული სინსუები დაჩრდილებულია , მარცხნივ ქვედა -ლატერალური კედელთან ისახება შემოფარგლური ჩრდილი-საფიქრებელია მუკოიდური ცისტა.

ორბიტების ქვედა კიდეები სადა,მკაფიო.
ცხვირის ღრუში ლორწოვანი მეტად მარცხნივ , ქვედა ნიჟარების პროექციაზე შესქელებულია .
ცხვირის ძგიდის მცირედი დევიაცია .


ესეთი პასუხი იყო ვიყავი ოტოლარინგოლოგთან ჩაწერა წინასწარი დიაგნოზი (სხვა მწვავე სინუსიტები ) და დამინიშნა აუგმენტინი ,ასიბროქსი და ქსილომეტაზოლინი , ანტიბიოტიკი მიღებული მქონდა 2 კვირის წინ და ვფიქრობ აუგმენტინი არ უნდა მივიღო რადგან ორგანიზმს დამინგრევს და რას მირჩევთ რო გამოვკეთდე ?[I]

Posted by: ninito-91 30 Jun 2017, 15:30
სმენის დარღვევის შემთხვევაში ხომ არ იცით რამდენად აქვს აზრი ამ სასმენ აპარატებს? ანუ შედეგიანია? სპეციალისტის აზრი მაინტერესებს..მე-2 და მე-3 ხარისხის დაქვეითება აქვს.

Posted by: GIORGI088 2 Jul 2017, 17:47
გამარჯობათ არასდროს არ დამგუბებია ყურები. გუშინწინ ვიფრინე და აქედან რო ჩავედი იქაც დაგუბებული მქონდა. იქიდან რო გამოვრბუნდი უკან თვითმფრინავში ვიგრძენი რო მომეხსნა დაგუბება. მარა რომ ჩამოვედი აქ ისევ დამიგუბდა. დაახლოებთ 2 დღეა ასეა, რას მირჩევთ რამე ჩავიწვეთო თუ?

Posted by: giorgi22 19 Jul 2017, 15:18
QUOTE (GIORGI088 @ 2 Jul 2017, 17:47 )
გამარჯობათ არასდროს არ დამგუბებია ყურები. გუშინწინ ვიფრინე და აქედან რო ჩავედი იქაც დაგუბებული მქონდა. იქიდან რო გამოვრბუნდი უკან თვითმფრინავში ვიგრძენი რო მომეხსნა დაგუბება. მარა რომ ჩამოვედი აქ ისევ დამიგუბდა. დაახლოებთ 2 დღეა ასეა, რას მირჩევთ რამე ჩავიწვეთო თუ?

რამდენიმე დღეში მოგეხსნებოდა. თუ ისევ არის ექიმს ანახო ყურის ბარაბანი ჯობია. მე ფრენის დროს დამიზიანდა.

Posted by: vatexa2020 1 Aug 2017, 22:52
კარგი ოტორინოლარინგოლოგი არ იცით ვინმემ? სინუსიტი მაქვს და ეს ანტიბიოტიკები არ შველის საერთოდ და იქნებ დამაკვალიანოთ კომპეტენტურ პიროვნებასთან ძლიერი რომ იყოს მაგ საკითხში ? ?

Posted by: Unknown232324 5 Aug 2017, 18:33
გამარჯობა! 17 დღეა გასული რაც ცხვირი გამიტყდა, ნაკერები თაბაშირი ყველაფერი მომხსნეს უკვე სადღაც 10 დღეა, ოღონდ ვატყობ რომ სუნთქვა მიჭირს ცოტათი მარცხენა ნესტოდან და ექიმთან მივიდე უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ჯერ ადრეა ვითომ?
ვინც გამისწორა ცხვირა მან მითხრა რომ 1 თვე მაინც უნდაო ცხვირის ფორმის საბოოლოო მიღებასო, მაგრამ ეს ერთი თვე რამდენად ვრცელდება ძგიდეზე და სუნთქვის პრობლემაზე ეგ ნამდვილად არ ვიცი.

Posted by: archi88 13 Aug 2017, 23:12
Unknown232324

კი ნამდვილად უნდა ერთი თვე ლორწოვანას სრულად რეგენერაციას. თუმცა პერიოდულად ექიმს უთხარი თუ ისევ გაგიჭირდა სუნთქვა

Posted by: mariana4545 20 Aug 2017, 12:47
გამარჯობათ გადატანილი მაქვს ინფექციური მონონუკლეოზი 5თვეა მას შემდეგ გასული და რამდენად მიზანშეწონილია ტონზილექტომია?

Posted by: trezeguet 26 Aug 2017, 14:16
ზგიდის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ და ვის მირჩევთ ? ვინ არის ყველაზე კარგი

Posted by: Rivera49 7 Sep 2017, 19:21
trezeguet
QUOTE
ზგიდის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ და ვის მირჩევთ ? ვინ არის ყველაზე კარგი

აქამდე თუ არ გაგიკეთებია მე გირჩევდი ხუჯაძე-გოგინაშვილის კლინიკას, კარგი ექიმები არიან, ჩამოდიან მოწვეული ექიმებიც საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მე ოპერაცია გამიკეთა ფრანგმა ექიმმა. კმაყოფილი ვარ/

Posted by: helloween1995 14 Oct 2017, 03:03
გამარჯობათ. მადლობა წინასწარ ყველას ვინც გამოეხმაურება და გაიმეტებს გამოცდილებას ცოდნას. მოკლედ დამეწყო ყელის პრობლემები თელავში ვიყავი ოთხ ექიმთან ოთხივემ სხვადასხვა მკურნალობა დამინიშნა ოთხოვე უშედეგო. მეხუთემ ოპერცია გამაკეთებინა ნუშურა ჯირკვლწბის " გლანდების" მაგრამ კიდევ გაგრძელდა პრობლემები. მივედი მარჯანიშვილზე. მგონი ალადაშვილის კლინიკაშივე არის კლინიკა ლარინგოლოტის და მანდ. და მითხრა კატარი გაქვსო და ლარინგიტი ფარინგიტიო დამინიშნა ვითომ მკურნლობა მეც ჩავიტარე მაგრამ ისევ უშედეგოდ. ისევ მაწუხებს თითქოს ახალი ნაოპერაციები გაქვსო. ასევე ენაზე მაქვს თეთრი ხორკლები რომელსაც ვერ ვიშორებ. ენის ბოლოებზე კი კიდეზე მუდმივად გაგიზიანება და ჭრილობასავით. ყელში მოყვიტალო ბურთულები. და ასევე ნერწყვი ზოგჯერ არის დზალიან ბლანტი და თეთრი. მირჩიეთ ვისთან მივიდე ან ნაცხის ანალიზის სად აკეთებენ წესივრად. საშვილიშვილოდ მადლობელი დაგრჩებით თუ ამ პრობლემას მოვიშორებ.
* * *
QUOTE (Rivera49 @ 7 Sep 2017, 19:21 )
trezeguet
QUOTE
ზგიდის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ და ვის მირჩევთ ? ვინ არის ყველაზე კარგი

აქამდე თუ არ გაგიკეთებია მე გირჩევდი ხუჯაძე-გოგინაშვილის კლინიკას, კარგი ექიმები არიან, ჩამოდიან მოწვეული ექიმებიც საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მე ოპერაცია გამიკეთა ფრანგმა ექიმმა. კმაყოფილი ვარ/

ხუჯაძე-გოგინაშვილის. მგონი ამ კლინიკაში ვიყავი. ისე ვიყავი აჭრილი ვეგარ ვიხსენებ. მაგრამ საშინელი უიექიმი იყო ნორმალჯრად არც ჩაუხედია ყელში და არც კითხვები დაუავია. დანიშნულებაც ასისტენტს უთხრა დაუწერეო და გავიდა help.gif vik.gif

Posted by: vatexa2020 14 Oct 2017, 19:12
trezeguet
მე 20 ში ვიკეთებ ძგიდე გაიმორიტის ოპერაციას ჯაფარიძის კლინიკაში გრიშა თოფურია და ნიკოლოზ ჯანაშიასთან ერთად აკეთებენ და ყველა კმაყოფილია ვისაც ვკითხე და პროფესიონალები არიანო და თუ გსურს მიდი მანდ ..

Posted by: helloween1995 3 Dec 2017, 16:13
მოკლედ გამარჯობათ. ყელი მტკივა და სუერდოც მაქვს. ხოდა ისე საშინლად მტკიოდა მეთქი გავგინდები . ხოდა ჩავრთე ვიდეოს გადაგება ფანრით. და დავიტვალიერე პირის გრუ. ხორხი ა მგონ ნერწყვის ჩაჰლაპვის დროს რომ მოდზრაობს ცხვირზე ხელს თუ მობიჩერტ მაგდროს ძნელდება თითქოს უკეტავსო და დზნელად იყლაპება ნერწყვი. ხოდა დავინახე გამონაყარივიტ სავარაუდოდ ეგ მტკივა და მაწიხებს. თეთრი კიდეებზე. ნუშურა ჯირკვლების ოპერაცია გაკეთებული მაქვს. ექიმების აგარ მწამს ისე გამაწვალეს და გეხვეწებით მითხაროთ ანალიზბი სად შიძლება გავიკეთო . რამე დაავადება ან ის ჯანდაბა არ მქონდეს უხსენებელი.. სად და როგორ კეთდება ან სისხლში თუ ჩანს ადამიანს კიბო აქვს თუ არა

Posted by: marilina 30 Dec 2017, 02:36
helloween1995
ხახის ნაცხი უნდა გაიკეთო ბაქტერიო ფაგში

Posted by: Gepeishnik.. 10 Feb 2018, 21:40
ყელზე მაქვს პრობლემა, ვიტანჯები უკვე ვეღარ ვუძლებ, ექეიმები ვერაფერს მიგებენ, არაფერი გაქვსო, არადა ყელში თითქოს რაღაც უცხო სხეულია და მახრჩობს. გთხოვთ ვინმემ გამოცდილი ოტორინოლარინგოლოგი მირჩიეთ.. მადლობა წინასწარ

Posted by: makmanus 10 Feb 2018, 22:52
ფარისებური გამოიკვლიე?Gepeishnik..

Posted by: ninachkanina 11 Feb 2018, 13:36
QUOTE (Gepeishnik.. @ 10 Feb 2018, 21:40 )
ყელზე მაქვს პრობლემა, ვიტანჯები უკვე ვეღარ ვუძლებ, ექეიმები ვერაფერს მიგებენ, არაფერი გაქვსო, არადა ყელში თითქოს რაღაც უცხო სხეულია და მახრჩობს. გთხოვთ ვინმემ გამოცდილი ოტორინოლარინგოლოგი მირჩიეთ.. მადლობა წინასწარ

გამარჯობა ..
ნიკა ცეცხლაშვილს გირჩევთ თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში.. ძალიან კარგი და გამოცდილი ოტორინოლოარინგოლოგია.
თან ყველა კვლევა ადგილზე ტარდება, დამატებით თუ დაგინიშნათ რამე და სხვადასხვა ადგილას მისვლა აღარ მოგიწევთ
წარმატებები smile.gif

Posted by: Kobalty 30 Mar 2018, 17:40
გამარჯობა

ყურის ბარაბნის აპკი არის პერფორირებული მთლიანად.
თუ იცით ვინ და სად აკეთებს ამის ოპერაციას?
ვინმეს თუ გაუკეთებია და რამდენად მძიმე და საირსკო ოპერაციაა?
ან რომ არ გავიკეთო საერთოდ და იყოს ესე "ღია" - რა პრობლემაა?

მადლობა წინასწარ

Posted by: nino84 9 Apr 2018, 16:14
მოგესალმებით. მაწუხებს ყურის ტკივილი, ასევე ჩაყოლებაზე ყბა და ჯირკვალიც თითქოს მიფეთქავს. გლანდები მაქვს ერთი წლის წინ ამოჭრილი და ყურის ტკივილმა მაინც არ გამიარა. ორი კვირის წინ ვიყავი სუხიაშვილთან, ყურზე პრობლემა არ გაქო, არც ყელზე. თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ტკივილები მაქვს მოვლითი, ხან გადამივლის ხოლმე, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელია.

Posted by: Mmerisi 18 Apr 2018, 11:46
ცხვირის თემაზე თემურ ძიძიგურს არ გაეკაროთ !!! (მე გირჩიეთ და...)

როგორც პირადი ასევე უამრავი სხვა სუნთქვის გაუარესებით დატანჯული ყოფილი პაციენტის სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე გწერთ.

Posted by: INA-INA 10 May 2018, 01:20
Mmerisi

მასეც ვერ იტყვი) მე ვისთანაც გავიკეთე ძგიდეზე ოპერაცია ცუდად გამიკეთა,ჩემ მეგობარმა პლასტიკაც გაიკეთა ძგიდეც და კმაყოფილია)
* * *
vatexa2020

როგორ ჩაიარა ოპერაციამ?

Posted by: winipux 12 Jun 2018, 22:42
გამარჯობა ერთი თვეა მაწუხებს ყლაპვის დროს უცხო სხეულის არსებობა დათვალიერებით არაფერი არ არის.ამას დაერთო 2 დღის წინ ყურის ტკივილი და ყბების აგრეთვე თავის ტკივილი. გამამხნევეთ რამე საშიში ხომ არაა?

Posted by: the godfather 2 13 Jun 2018, 00:36
იქნებ კარგი ოტორინოლარინგოლოგი მირჩიოთ, თერპიული კუთხით რომ გულდასმით მკურნალობდეს

P.s ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკიდან არა ოღონდ

Posted by: zamtari 25 Jun 2018, 16:54
Gepeishnik..

ფილტვები გაიშუქეთ?

Posted by: G.T. 17 Jul 2018, 00:05
Dato magradze mitxres. Me 9 shi. Magram ras gaigeb amatsas,misasvleli var mec da vedzeb vinme girseul egims ,,isets ro marto jibeshi ar iyurebodes,yelshic rom yuradgebit chagxedos ,,. Tu icit vinmem dagviweret7

Posted by: G.T. 18 Jul 2018, 00:07
Gamarjoba,, laringoskopia sad ketdeba da ra hirs tu icit

Posted by: maiako_mao 23 Jul 2018, 10:21
the godfather 2
QUOTE
P.s ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკიდან არა ოღონდ


რატომ, უკამყოფილო ხართ? მაინეტრესებს, მე ვაპირებ მაგ კლინიკაში მისვლას

Posted by: tamuniko_3 27 Jul 2018, 18:32
ბავშვებო ჩემი გამოცდილებიდან მინდა ერთი რჩევა მოგცეთ. ხუჯაძის კლინიკაში არის ერთი ექიმი კონკრეტიკისგან მაინც შევიკავებ თავს. ჩემი ძმა პატარა რო იყო სულ ყურების პრობლემა ქონდა თავიდანვე ამ ექიმმა როგორც კი ჩახედა ოპერაციაა გასაკეთებელიო. ჩვენ თავი რო შევიკავეთ დაუნიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. გაუვლიდა ცოტა ხანი მერე ისე ასტკივდებოდა და ესე გრძელდებოდა დიდხანს.
დედაჩემმა ჩემი ძმა სხვა ექიმთან რო წაიყვანა იმ ექიმმა უთხრა რო ეგ კლინიკა ცნობილია მაგით რო მკურნალობის კურსი ბოლომდე არ მიყავთ უნიშნავენ არა საკმარის წამლებს და ოპერაციებზე არიან ორიენტირებულებიო.
ახალმა ექიმმა დაუნიშნა 1 თვიანი მკურნალობის კურსი და წლები გავიდა ჩვენ მსგავსი პრობლემა აღარ შეგვქმნია...
ესაა ჩემი გამოცდილება და იმედია გამოგადგებათ დაინტერესებულ ხალხს

maiako_mao
რას ლაპარაკობ მანდ როა ბატონი დავითი გვარი დამავიწკდა მაგან გადამარჩინა ოპერაციას და ხელით ჩამისვა მოტეხილი ცხვირი....

Posted by: maiako_mao 27 Jul 2018, 21:17
tamuniko_3

QUOTE

რას ლაპარაკობ მანდ როა ბატონი დავითი გვარი დამავიწკდა მაგან გადამარჩინა ოპერაციას და ხელით ჩამისვა მოტეხილი ცხვირი....

მე ყურის ანთება მაქვს და ვიყავი უკვე ლევან ლორთქიფანიძესთან. ჯერ-ჯერობით კარგად მივდივართ..

Posted by: tamuniko_3 28 Jul 2018, 01:48
maiako_mao
ეგ არ ვიცი სიმართლე რო გითხრა. მარა მიხარია შენი ამბავი, გამოჯანმრთელებას გისურვებ.

Posted by: int 16 Aug 2018, 12:58
გამარჯობა

მოკლედ ერთი კვირის წინ ვიყავი ექიმთან ყურის ტკივილის გამო
დიაგნოზი გარე ყურის ანთება
დამინიშნა : ნოზელინი,ანტიბიოტიკი
ტამპონს მიცვლიდა ყოველ დღე და ჩამიცხრა
მითხრა წამლები გააგრძელე და ბეტადინი იწვეთე ხოლმეო და ბამბა ჩაიდეო
ბეტადინის ჩასხმიდან 10 წუთზე მეტ ხანს ვერ ვიჩერებდი ამიტომ მხოლოდ ბამბას ვიდებდი და ხშირ ხშირად ვისხავდი ბეტადინს.

დღეს ისევ გამისივდა ოდნავ და დაგუბებამ იმატა.

შესაძლებელია რომ ბეტადინის მაგივრად ოტიპაქსი ვიწვეთო?

პ.ს. ანტიბიოტიკების და სხვა წამლების სმას ვაგრძელებ არც გამიწყეტია

Posted by: Miria 9 Sep 2018, 02:51
tamuniko_3
QUOTE
მანდ როა ბატონი დავითი გვარი დამავიწკდა მაგან გადამარჩინა ოპერაციას და ხელით ჩამისვა მოტეხილი ცხვირი....


ქევანიშვილში?

რამდენი წლის იყავი და როდინდელი გატეხილი ცხვირი ''ჩაგისვა'' და როგორ?
თუ შეგიძლია, რომ მითხრა.
მადლობელი წინასწარ.

Posted by: natia-ameli 21 Sep 2018, 18:19
ძალიან მიჭირს ცხვირით სუნთქვა, ძაან დამღალა და გამაწამა უკვე და გადავწყვიტე ექიმთან მისვლა, იქნებ მირჩიოთ კარგი ექიმი?
ოღონდ მიზეზი არ ვიცი ჯერ. 2-3 წლის წინ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია პლასტიკა და ძგიდე, სუნთქვა ადრეც მიჭირდა მაგრამ ახლა გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ოპერაციამ კი არ მიშველა პირიქით გამოუარესდა მდგომარეობა. ვისაც გაქვთ გამოცდილება გთხოვთ მირჩიოთ ექიმი

Posted by: KhAtiaAa 23 Sep 2018, 12:28
QUOTE (natia-ameli @ 21 Sep 2018, 18:19 )
ძალიან მიჭირს ცხვირით სუნთქვა, ძაან დამღალა და გამაწამა უკვე და გადავწყვიტე ექიმთან მისვლა, იქნებ მირჩიოთ კარგი ექიმი?
ოღონდ მიზეზი არ ვიცი ჯერ. 2-3 წლის წინ გავიკეთე ცხვირის ოპერაცია პლასტიკა და ძგიდე, სუნთქვა ადრეც მიჭირდა მაგრამ ახლა გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ოპერაციამ კი არ მიშველა პირიქით გამოუარესდა მდგომარეობა. ვისაც გაქვთ გამოცდილება გთხოვთ მირჩიოთ ექიმი

ჩემს შემთხვევას გავს, მეც ეგრე ვარ, ერთი წლის წინ გაიკეთე ძგიდის ოპერაცია და ნიჟარების მოწვა, თავიდან კარგად ვიყავი, მაგრამ ეხლა ისევ მიჭირს სუნთქვა, რენტგენი გადავიღე და ცხვირის ნიჟარები ისევ გადიდებული მქონია facepalm.gif user.gif

Posted by: natia-ameli 24 Sep 2018, 10:58

KhAtia11111

რავი ნიჟარებზე საერთოდ არ უთქვამთ არაფერი და აზრზე არ ვარ ახლა რა ჭირს ჩემ ცხვირს, იმედია ოპერაცია არ დამჭირდება კიდე. ვისტან იყავი?

Posted by: KhAtiaAa 28 Sep 2018, 23:38
QUOTE (natia-ameli @ 24 Sep 2018, 10:58 )
KhAtia11111

რავი ნიჟარებზე საერთოდ არ უთქვამთ არაფერი და აზრზე არ ვარ ახლა რა ჭირს ჩემ ცხვირს, იმედია ოპერაცია არ დამჭირდება კიდე. ვისტან იყავი?

ბოდიში დაგვიანებულუ პასუხისთვის, გუშინ ვიყავი ლარინგოლოგთან და ალერგიული რინიტი გაქვსო და და გამომიწერა ზღვის წყალი "აქვალორი" ჰქვია, შესხურებისთანავე შედეგი მომცა. yes.gif

Posted by: ninicool 29 Oct 2018, 19:59
ყური მტკივა ძალიან (გრიპის შედეგად შემიგუბდა), და დილამდე იქნებ რამე საშუალება მასწავლოთ, რა მოვიმოქმედო?

Posted by: natia-ameli 30 Oct 2018, 16:19
KhAtia11111
ვაჰ, ეგ რაღაა. სად იყავი, რომელ კლინიკაში?

Posted by: fermina 15 Dec 2018, 19:40
იქნებ მირჩიოთ კარგი ექიმი?

მოკლედ ადამიანს გლანდებიც ამოჭრილი აქვს და პოლიპებიც, უბრალოდ მაინც ხშირად აწუხებს ყელის ტკივილი და ამ ბოლო პერიოდში თითქმის ერთი თვეა ჩირქიანი აქვს, ნუ თეთრი ნადები იმ ადგილას, სადაც გლანდები იყო და ძალიან ტკივა.

ნორმალური ექიმი თუ იცით, სიტყვას რომ არ გამადლიდეს და ადეკვატური მკურნალობა დაუნიშნოს? მადლობა წინასწარ.

ოპერაცია 7-8 წლის წინ გაიკეთა ხუჯაძესთან.

მოკლედ ხუჯაძე,გოგნიაშვილი ვიცი. ჯაფარიძე-ქევანიშვილში თუ ყავთ კარგი ექიმი? ყურადღებიანი და გულისხმიერი.

Posted by: dancing in the moonlight 21 Dec 2018, 01:47
2 კვირაა ყელი მეწვის და მტკივასავით შიგადაშიგ ,თვალსაჩინოებისთვის ფოტოსაც დავურთავ ,რომ ვაკვირდები ყველაზე მეტად ემოციურად როცა გამოვხატავ რამეს მაშინ მიმძაფრდება .გლანდები არ მაქვს ამოჭრილი ,შესიებული არაა ,მოთეთრო გარსივითაა ირგვლივ და თითქოს სასაზე წყლის ბუშტუკებივით მაქვს :/
user posted image
რა უნდა იყოს sad.gif(?

Posted by: Kr1T1kos1 21 Mar 2019, 08:08
გამარჯობა, გუშინ პირველად რამოდენიმე საათიანი ინტერვალებით 3ჯერ დამეწყო ცხვირიდან წყალისებრი ნაკადი ყვითელი მოყავისფერო ფერის. არც ლორწოვანი არაფერი უბრალოდ წყალივით დაიწყო წამოსვლა, ხომ ვერ დამეხმარებით რა შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ

Posted by: Freestyle 14 Jun 2019, 21:37
რამდენიმე დღეა ყურები მაქვს დაგუბებული, სავარაუდოდ ცხვირი მაქვს სულ გაჭედილი არც ეგ არ ვიცი რატო, ალერგიის გამო ალბათ. არადა ადრე არ მაწუხწბდა, ტკივიკით არ მტკივა ყური, თავს ქვევით რო ვხრი შრიალის ხმა მესმის ცალ ყურში და აპასნია რამე? არ დავყრუვდე ტო (ოტიპაქსი ვიპოვე სახლში და სამი წვეთი ჩავუშვი, უარესად დამიგუბა sad.gif

Posted by: Mmerisi 16 Sep 2019, 11:41
მეგობრებო, კარგი სპეციალისტი მიჩიეთ გთხოვთ ცხვირში სუნთქვის გაძნელება მაქვს აღარ შემიძლია, სიმართლე გითხრათ გოჩა მხეიძესთან ვიყავი ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკაში კ/ტ გავიკეთე, რინომეტრიაც, ყველა კვლევა და მეუბნება ოპერაციას, საქმე იმაშია რომ ამ მხეიძის რჩევა მინდა გადავაკონტრო ლო სხვა ძალიან კარგ სპეციალისტთან და ვინმე მიმასწავლეთ ვისაც მსგავს პრობლემაზე გყავთ გამოცდილი ექიმი.


მადლობები

Posted by: ani-salivani 5 Oct 2019, 21:36
ვინაა ყველაზე კარგი ოტორინოლარინგოლოგი?? მაღრაძეაო მაგარი და მართალია??

Posted by: gulchatxrobili 22 Apr 2020, 00:18
პერიოდულად ყურში მესმის პულსის ხმა, დაახლოებით 2-3 საათში ერთხელ 5-10 წუთით, ზოგჯერ უფრო ხშირად. თუ ვარჯიშს გავაკეთებ მაშინ უფრო...

მქონდა ტრამვა:

ყვრიმალის რკალი მქონდა ჩატეხილი და ასევე ყბაც დაჟეჟილი.

პირველი 0-25 დღე საერთოდ არ მაწუხებდა ყური , თუ არ ჩავთვლით დღეში 1-2 ჯერ რამდენიმე წამით მქონდა შეგრძნება წყალი რომ არის ყურში ჩასული და რომ დაგორავს ეგეთი შეგრძნება, შეშუპებები სახეზე არ მქონდა...

დაახლოებით 25 დღის შემდეგ დამეწყო პილსის, წუილის ხმის შეგრძნება და 2-3 დღე მქონდა წუილი

დაახლოებით 30-ე დღეს უკვე წუილი შეიძვალა ფონეიდოსკოპში რომ ისმის ეგეთი შეულის ხმით და პულსის რიტმში მესმის...

რა შეიძლება რომ მჭირდეს? ეშველება თუ ასე შეიძლება რომ დარჩეს? smile.gif)

Posted by: Ika39 22 Apr 2020, 03:54
მეგობრებო , ყელის არეშე მაქვს ყრუ ტკივილი პერიოდულად , ოღონდ შიგნიდან ყელი არ მტკივა , გარეთ ხრტილი მარცხენა მხარეს , ხანდახან მარჯვნივაც მარა უფრო მარცხნივ და ყურსაც გადაეცემა ხოლმე ტკივილი.ცივი ლუდი ვსვი ამასწინად და მეორე დღიდან დამეწყო. მარა ვერ ვაკავშირებ გარეთა ხრტილებთან რა შეხება აქ ლუდს , თუ ყელის გაციება იყო შიგნიდან არ უნდა გაწითლებულიყო და დაჩირქებულიყო ?
თუ ვინმეს გწონიათ მსგავსი შემთხვევა გთხოვთ მომწერეთ .

Posted by: keandra 23 Apr 2020, 20:42
ცხვირის ნიჟარების პრობლემა ვისაც გქონდაც და აქედან გამოწვეული ჰაერის უკმარისობა როგორ მოაგვარეთ? მედიკამენტები არ მშველის აშკარად

Posted by: gulchatxrobili 23 Apr 2020, 21:00
Ika39
შეიძლება საყურადღებო თემაა და ექიმს მიმართეთ თუ აქ არავინ გიპასუხებთ

Redmed აპლიკაციის ვიდეო ზარი გამოვიყენე გუშინ და მომეწონა. შეიძლება გამოგადგეთ

Posted by: 2110 23 Apr 2020, 22:50
პულმონოლოგიაზე თემა ვერ ვნახე და კარგი პულმონოლოგი ხომ არ იცით..

Posted by: gulchatxrobili 23 Apr 2020, 23:43
keandra
მე გავიკეთე ძგიდის და ნიჟრის ოპერაცია, მაგრამ ნიჟარა ისევ გამეზარდა. მერე მკურნალობაც ვცადე და შედეგი არ გამოიღო.

გუშინ ვესაუბრე სპეციალისტს და "ნიჟარების დეზინტეგრაცია ლაზერით" -ასეთი სახის ოპერაცია ყოფილა, ლაზერით ახდენენ ნიჟარების დაპატარავებას, თუ სნუპის პრეპარატი გშველისო, ეგ არისო ტესტიო თუ ლაზერი თავსებადია შენთანო და მაშინ ლაზერით გამოსწორებადიაო. "კორონობა" რომ გადაივლის ვაპირებ მაგის გაკეთებას smile.gif). უნარკოზოდაც კეთდება როგორც გავიგე, არც ტამპონია საჭირო ოპერაციის შემდეგ.

Posted by: keandra 24 Apr 2020, 13:17
gulchatxrobili
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. რომელ კლინიკაშია ეგ სპეციალისტი ეგეც მითხარი ბარემ. სნუპი არ მისინჯავს მაგრამ თითქმის ყველანაირი ცხვირის სპრეი მშველის.

Posted by: irinairina15 26 Apr 2020, 11:50
რომელ ექიმს მიმართეთ? წლებია ვერ ვსუნთქავ და სად აღარ ვუყავი

Posted by: gulchatxrobili 26 Apr 2020, 20:31
keandra
მე პირადად ნატო ნაკუდაშვილს ვესაუბრე

https://ent.com.ge/doctors/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/

Posted by: 8922111 23 May 2020, 16:27
ალბათ 1-2 თვე იქნება პერიოდულად ნერწყვის გადაყლაპვის დროს მცირე ტკივილს ვგრძნობ ყელის მარჯვენა მხარეს მხოლოდ, თითქოს ნახველივითაც გროვდება ხოლმე, თუმცა იმდენად მცირე ოდენობით რომ ამოღებით ვერ ვიღებ, მხოლოდ ვიცი რომ თითქოს რაღაც არის ყელში მარჯვენა მხარეს.

მწეველი არ ვარ, ასაკი 29. სხვა ჩივილები, როგორიცაა მადის დაკარგვა, წონაში კლება და ა.შ. არ შემიმჩნევია.

რამე სერიოზული ხომ არ მქონდეს, ეჭვები გამიჩნდა მაინც. თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება?

Posted by: melo098 24 May 2020, 13:27
2110
..............................................
კახა ვაჭარაძე

Posted by: trezeguet 1 Jun 2020, 13:00
დავით ლაშქარაშვილის კარგი ექიმია ?

Posted by: supermaswi 5 Jun 2020, 11:59
8922111
QUOTE
ალბათ 1-2 თვე იქნება პერიოდულად ნერწყვის გადაყლაპვის დროს მცირე ტკივილს ვგრძნობ ყელის მარჯვენა მხარეს მხოლოდ, თითქოს ნახველივითაც გროვდება ხოლმე, თუმცა იმდენად მცირე ოდენობით რომ ამოღებით ვერ ვიღებ, მხოლოდ ვიცი რომ თითქოს რაღაც არის ყელში მარჯვენა მხარეს.

მწეველი არ ვარ, ასაკი 29. სხვა ჩივილები, როგორიცაა მადის დაკარგვა, წონაში კლება და ა.შ. არ შემიმჩნევია.

რამე სერიოზული ხომ არ მქონდეს, ეჭვები გამიჩნდა მაინც. თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება?


ზუსტად ასეთი რაღაცის დასაწერად შემოვედი, საოცარი დამთხვევაა ყველაფერში მე უბრალოდ 35 წლის ვარ, ოტორი....... ვეჩვენე და მე რასაც ვხედავ არაფერი ჩანსო და ზონდით დაათვალიერებინეო და მომდევნო კვირაში ვგეგმავ, უფრო მეტად მაწუხებს სლოკინის დროს, მაღლა რაიმეს რომ ვწევ და ყელი როცა იჭიმება

Posted by: 8922111 5 Jun 2020, 22:42
QUOTE (supermaswi @ 5 Jun 2020, 11:59 )
8922111
QUOTE
ალბათ 1-2 თვე იქნება პერიოდულად ნერწყვის გადაყლაპვის დროს მცირე ტკივილს ვგრძნობ ყელის მარჯვენა მხარეს მხოლოდ, თითქოს ნახველივითაც გროვდება ხოლმე, თუმცა იმდენად მცირე ოდენობით რომ ამოღებით ვერ ვიღებ, მხოლოდ ვიცი რომ თითქოს რაღაც არის ყელში მარჯვენა მხარეს.

მწეველი არ ვარ, ასაკი 29. სხვა ჩივილები, როგორიცაა მადის დაკარგვა, წონაში კლება და ა.შ. არ შემიმჩნევია.

რამე სერიოზული ხომ არ მქონდეს, ეჭვები გამიჩნდა მაინც. თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება?


ზუსტად ასეთი რაღაცის დასაწერად შემოვედი, საოცარი დამთხვევაა ყველაფერში მე უბრალოდ 35 წლის ვარ, ოტორი....... ვეჩვენე და მე რასაც ვხედავ არაფერი ჩანსო და ზონდით დაათვალიერებინეო და მომდევნო კვირაში ვგეგმავ, უფრო მეტად მაწუხებს სლოკინის დროს, მაღლა რაიმეს რომ ვწევ და ყელი როცა იჭიმება

ყელ-ყურთან არა, ჩვეულებრივ თერაპევტთან ვიყავი და მცირედი გაღიზიანება გაქვსო. საწუწნი აბები და შესასხურებელი დამინიშნა.

ბევრი შედეგი არ მოუცია, შეიძლება ოდნავ ჩააცხრო თუ რამე იყო. რავიცი არაფერი ისეთი არ ჩანსო, მე კიდევ მეშინია რამე ქრონიკულში არ გადამეზარდოს. არადა ისეთი შესამჩნევი და მტკივნეული არაა, ათიდან ცხრამ შეიძლება დაიკიდოს კიდეც და არ მიაქციოს ყურადღება. დიდხანს რომ გაგრძელდა თითქოს ყელში რაღაცა გიგროვდება, მაგან დამაეჭვა უფრო.

Posted by: pilo772 3 Feb 2021, 11:27
ხალხო არის რამე ვარიანტი რომ რინიტმა წნევები გამოიწვიოს?
მე მაქვს ეს დაწყევლილი, ხო და ამ ბოლო დროს 140 90 ზე მაძლევს წნევას, მსპობს და მდაგავს ეს წყეული.
ისედაც თუ გამხსნელს ჩავისხავ ისიც შემავიწროვებელია სისხლძარღვების და წნევას წევს. არ ჩავისხა და უაჰეროიბით ვკვდები sad.gif
პლიუს კუჭი მაღონებს
ხო და აი რო მეტენება ცხვირი ამ ყველაფრით... არის ვარიანტი რომწნევაც აწიოს?

Posted by: giorgevich23 19 May 2021, 12:39
დღე ვსუნთქავ ნორმალურად.
როგორც კი ძლის დრო მოვა,დავწვები და ორივე ნესტო იკეტება.
უფრო ხშირად ჩასუნთქვით ადვილად ვისუნთქავ მაგრამ ამოსუნთქვა მიჭირს,რაღაც ეფარება ნესტოებს შიგნიდან ამოსუნთქვისას და კეტავს-თითქოს პატარა ხორცის ნაჭერი მიედო შიგნიდან,ეგეთი შეგრძნებაა.
პოლიპებია სავარაუდოდ ხო?და რა ჯდება ამოჭრა?

Posted by: Besarionn 20 May 2021, 14:57
ცხვირის ძგიდის გამრუდების ოპერაციაზე ვის მირჩევთ ?

კუზანოვის კლინიკაში ხომ არ გაგიკეთებიათ ვინმეს ? ვიზუალის გამო არ ვიკეთებ, სუნთქვის გამო მინდა გაკეთება.

Posted by: gray*wolf 23 Mar 2023, 11:14
გაციებული ვარ ცხვირი გაჭედილი მაქვს ასევე ყვითელი ნახველი ამომდის ყელი ოდნავ მტკივა

კარგი ცხვირის წვეთები/სპრეი რომელია ?
Галазолин ზე უკეთესი მინდა რამე

Posted by: ახალგაზრდა 18 Mar 2024, 13:47
ვინმემ კარგი კლინიკა ხომ არ იცით სადაც გამოიკვლევენ ყელში წანაზარდს და თუ საჭიროა ოპერაციასაც გააკეთებენ? კარგი ოტორინოლარინგოლოგი მინდა

Posted by: cosаnоstra 27 Mar 2024, 10:51
მოკლედ თითქმის ყოველ გაზაფხულზე ცხვირში ვარ გაჭედილი რა, ალერგიაა თუ ვცივდები თუ რა ხდება არვიცი, რამე მირჩიეთ ცხვირში სესასხმელი სპრეი რო გახსნას ეგრევე, დავიტანჯე ჰელფ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)