* * *
* * *
მობილური აპლიკაციები საზოგადოებრივი ტრანსპირტისათვის, რომელიც დაგჭირდებათ და გამოგადგებათ ოსლოში:
საქალაქო ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი) - RuterReise;
ტრამვაი - Trikken;
მატარებელი - Vy.
ადგილზე ყველა ეს აპლიკაცია მუშაობს გამართულად.
* * *
ალბათ გაინტერესებთ ფული რა ვალუტაში წაიღოთ, როგორ ჯობია და ა.შ.
ნორვეგიაში ბრუნვაშია საკუთარი ვალუტა, ნორვეგიული კრონი.
კურსი დაახლოებით 10 კრონი = 1 ევროს (ეს უხეშად) და უფრო ზუსტად კი:
ვინაიდან ადგილობრივი ვალუტაა მიმოქცევაში, გადასახურდავებლად ევროს წაიღებთ თი დოლარს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენთან რო ყოველ ნაბიჯშია "ვალუტკები> ეგ რაღაცას იქ ვერ ნახავთ და ვერც ბანკში ვერ შეხვალთ და ვერ გადაახურდავებთ.
აეროპორტის გარდა, სულ რამოდენიმეა ქალაქში ესეთი პუნქტები და თუ არ იცი ევრც იპოვი.
ერთერთი არის რკინგზის ვაგზლის მოპირდაპირე შენობაში, ტრამვაის გაჩერების უკან, სადაც ეს ფოტოა გადაღებულია, ამ აბრით მიხვდებით.
მაგრამ, ისეთი ცუდი კურსით გიხურდავებენ, თან საკომისიოსაც იღებენ, რომ გირჩევნიათ ბარათზე გქონდეთ თანხა დოლარში და ბარათი გამოიყენოთ ნაღდი ფულის ნაცვლად. პრაქტიკულად ყველას აქვს პოსტერმინალი და მათხოვარი, რო მათხოვარია იმასაც კი შეგიძლიათ ბარათით გადაუხადოთ ხურდა ფულის გარდა.
მგზავრობა მატარებლით აეროპორტიდან ოსლომდე ღირს 105 კრონი. ბილეთი უნდა აიღოთ აეროპრტში, ავტომატები დგას იქ.
იმის იმედი ნუ გექნებათ იქნებ გავძვრეო, თითქმის მუდმივად დადის კონტროლიორი და თუ დაგაფიქსირათ 900 კრონია ჯარიმა. ნუ გარისკავთ.
ქალაქში, რამოდენიმე დღეს თუ აპირებთ დარჩენს შეიძინეთ ტრანსპორტის ერთკვირიანი ტალონი, რომელიც დაგიჯდებათ 290 კრონი.
მგზავრობის რაოდენობა შეუზღუდავია 1 კვირის განმავლობაში და მოიცავს, მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი. ასევე მატარებელს და პატარა გემებს ქალაქის კუნძულების მაშტაბით. ანუ პირველად რო ადიხართ ამ ტალონით ტრანსპორტში აუცილებლად უნდა მიადოთ აპარატს (მიხვდებით სადაცაა, ეგრევე დაინახავთ) და გააქტიურდება ბარათი, შემდეგ მოქმედებს 1 კვირა და აპარატზე მიდება აღარ გჭირდებათ. უბრალოდ თან გქონდეთ ბარათი და კონტროლიორი თუ ამოვა აჩვენებთ (გაუწოდეთ), ის აპარატით შეამოწმებს და ეგაა.
* * *
lilu777 ეს ძველი მონაცემებია.
ეხლა არის 5 328 212
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%98%E1%83%90მოსახლეობა
- 2019 შეფასებით 5 328 212[2] (120-ე)
- სიმჭიდროვე 13,8 კაცი/კმ2 (211-ე