magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 111250
რეგისტრ.: 2-February 10
|
#59942032 · 23 Dec 2022, 03:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ლლევ @ 7 Nov 2014, 17:31 ) | QUOTE | „ალისასა, მალისასა, შეგილოცავ თვალისასა, შინაურისასა, გარეულისასა, ახლობელისასა, წასულისასა, მოსულისასა, ტანდაბალისასა, ტანმაღალისასა, შავგრემანისასა, თეთფეროვანისასა, კეთილისასა, უკეთურისასა. ასი კოდი ნაცარი, ასი კოდი ნახშირი თვალიში აყრია, გულში ასხია, ვინცხამ ჩემ ბაღანას ავი თვალით, ავი გულით შეხედოს. აგერ მოდის შავი წყალი, მას მოქონდა შავი გველი, ჩავყავი ყავარჯენი, ამოვიღე შავი გველი, ავჭარი ანაითა, მანაითა, შავ ტარიანი დანაითა, მივკიდე ბარდა ბურდასა, ფუი ისე ჭკნებოდეს და ხმებოდეს შენი ავი თვალით, ავი გული, ავი სულით შემხედვარე რაფერც ის ხმებოდეს და ჭკნებოდეს.. „ |
შელოცვა-გამოლოცვა კი არა წყევლაა ეგ ასი კოდი ნაცარი და ნახშირი თვალში აყრია და გულში ასხია ისე ჭკნებოდეს როგორც ის გატყავებული გველი ხმებოდეს და ჭკნებოდეს რა უბედურებაა! უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს? |
წყევლა არაა.
ავი თვალის მაწყევრისთვის უკან დაბრუნებაა ანუ ''აბრატკა''... * * *
QUOTE (dadu____ @ 8 May 2018, 21:51 ) | ბებოს შელოცვები ნამდვილად მოქმედებს, ყოველ შემთხევაში მე რამდენჯერაც დაჭირდა მიშველა, მართლა)))) |
ბებოს გააჩნია...ბებო თუ ''ვეძმოჩკა'' იყო და მისი შელოცვების საიდუმლო დღიური ჩაგივარდა ხელში, ან გადასცა შესაბამის-მის მიერ არჩეულ პირს მაშინ კი. შელოცვები მხოლოდ გურული შელოცვებით არ შემოიფარგლება და ნუ დაგვავიწყდება რომ ნებსმიერი სერიოზული ლოცვა, შელოცვა და გამოლოცვა სპეციალურ ალგორითმზეა აგებული, რომლის ბოქლომიც და გასაღებიც მხოლოდ ადეპტებს აქვთ.
პ.ს. გურული გამოლოცვები და შელოცვები კი სულ არაა საღლიცინო თემა.
--------------------
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿
|