405 დავტესტე დღეს, ნუცუბიძის მეხუთე პლატო-დელისი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, ამის სათქმელად თუ მომიბრუნდებოდა ენა, მაგრამ მომეწონა.
დიახ, ბატონებო. თბილისის ახალი მარშუტკა მომეწონა სალონითაც, წესრიგითაც, კარი რომ იღება და საფეხური გამოდის, გადახდა მხოლოდ ელექტრონული რომ არის და თქვენ წარმოიდგინეთ და ფერითაც კი.
აი ვერასდროს წარმოვიდგენდი, მე თუ ვიტყოდი ამას, მაგრამ ეგრეა და ჰა.
თურქეთშია აწყობილიო, 3-4 წამი უნდა იდგეს კარის დაკეტვის მომენტიდანო, თორემ თუ დაძარი, ქრებაო და ცეპლენიას თავისი შიდა მუხრუჭი აქვსო. აღმართზე ცეპლენიას ფეხი რომ აუშვა, ხუთი წამი არ დაგორდებაო.
ყველა ერთად არა, სათითაოდ მოდით.
ნუ ახლა ის სხვა საკითხია, რამდენად მალე მოვსპობთ.
This post has been edited by ქაფქიანა on 25 Oct 2020, 22:08