като тбилисели
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4709
წევრი No.: 155737
რეგისტრ.: 4-November 12
|
#35900564 · 6 Apr 2013, 01:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ა ნ დ ე რ ძ ი † გიბრძანებს და მოგახსენებს მეფეთა მეფე დავით, დღეთა შინა სიკვდილისა და სოფლით განსვლისა მისისათა, ჩემ მიერ, უნდოჲსა და უღირსისა, მლოცველისა მათისა ბერისა პირითა, თქვენ, ყოველთა დიდებულთა და წარჩინებულთა სამეფოჲსა მისისათა: კათოლიკოსთა, ეპისკოპოსთა, ერისთავთა და ყოველთა შეწყალებულთა. უკვდავი და დიდებისა მოყვარე და მეფობისა ტრფიალი მედვა ბუნებაჲ, და არა მიოდეს მოვიხსენებდი დღესა ამას სამარადისოდ საფლავად მისლვისა ჩემისასა, და ვერ უძლე დატევებად საწუთოჲსა, ვიდრე არა დამიტევა მე საწუთომან და დამძიმებული ცოდვათა სიმრავლითა მწუხარედ განმიყვანა წინაშე მსაჯულისა. რამეთუ მრავალნი წყალობანი ყვნა ჩემ ზედა სოფელსა ამას შინა, რამეთუ მომცა პირველად შვილი ესე ჩემი დიმიტრი, სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნითა უმჯობესი ჩემსა, და ნამდვილ ესევითარი ჯერ იყო მეფე, მოცემული ღმრთისა მიერ მკვიდრთათვის სოფლისათა მართლმორწმუნეთა. მე წარვედ წინაშე მსაჯულისა, მისისაებრ განმგებელი მეფობისა. რამეთუ მხიარულ ჰყოფდის ყრმაჲ ესე დაფარულთა გულისა ჩემისათა და მენებაცა მოცლა საწუთოჲსაგან მეფეყოფითა მაგისითა, რომელი-ესე ღმერთმან და მე ორის წლითგან მოძღვარმან ჩემმან უწყით. გარნა მძლო საწუთომან, და წაღმართ ქადებულნი ჟამნი მიმტყვენავე და მომაგო ჩემნი და მამისა ჩემისა ჭირნი, რომელთა მიმიქცევიან ამისგან პირნი და თვალნიცა. გარნა განბჭო მართლადმსაჯულობამან ღმრთისამან და, ესერა, მიწოდა მე, და უწოდა მაგას მეფობაჲ, მამული და ახლად მოგებული ღვაწლითა ჩემითა და თქვენითა: ნიკოფსითგან დარუბანდისა ზღვადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე. და მივანდვენ შვილნი და დედოფალნიცა, შუამდგომელობითა ღმრთისაჲთა, რათა ძმაჲ მისი გაზარდოს. და თუ ინებოს ღმერთმან და ვარგ იყოს ცვატა, შემდგომად მისსა მეფე ყოს მამულსა ზედა. და დათა მისთა პატივ სცეს, ვითარ შვილთა ჩემთა საყვარელთა. ამას ყოველსა თანა წარუძღვანე წმიდაჲ ძელი ცხოვრებისაჲ და მივეც დროშა ჩემი სვიანი, აბჯარნი ჩემნი სამეფონი და საჭურჭლენი ჩემნი ზემონი და ქვემონი. ხოლო დრაჰკანი, კოსტანტი ცვატას და ჩემნი ლალნი და თვალ-მარგალიტნი ხახულისა ღმრთისმშობლისადა შემიწირავს. ხოლო დუკატი და პოტინატი ატენისა საჭურჭლისა, იგიცა ჩემითა სისხლითა მოგებული, თუ ელეოდეს მეფე დიმიტრი, ყოველი მისცეს მოძღვარსა ჩემსა, თუ არა, ნახევრისათვის წინაშე ღმრთისა ვესაჯები, რათა რომელნი მონასტერნი მამულისა ჩემისანი განმიმწარებიან, მოძღვარმან ჩემმან უკუნცემითა მათითა ალოცნეს ჩემთვის. ხოლო დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად, და წარმყვა მისთვისცა ტკივილი სამარადისოჲ. აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ ყოს ყოვლითურთ საუკუნოდ ჩემთვის და მისთვის და მომავალთა ჩემთათვის, რომელნი მიმიცემიან, მისგან ნურას მოაკლებს. და ადგილნი, რომელნი მიშოვებიან უმკვიდრონი და უმამულონი, მათგანნიცა, ვითარცა ბერმან არსენი და კათალოკოსმან გამოარჩიონ, მეფემან დიმიტრი მიცემითა წერილთა და სიგელთა განასრულენ ყოვლითურთ უნაკლულოდ. ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი
ნებითა ღმრთისაჲთა მე, დავითს, მიწყიეს. ჟამსა ჩემსა შარვანსა ზედა განმართვისასა შევევედრე შეწევნად ჩემდა შესავედრებელსა ჩემსა წმიდასა მამასა შიოს, ვიხილე ეკლესიაჲ ჩემ მიერ აღშენებული, დასრულებულად და მივიღე ლოცვა ყოველთა მამათაჲ. და სასომან და განმანათლებელმან ჩემმან, ბერმან არსენი, მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა. ხოლო დაკლებული სისწრაფისაჲ არს. თუ ინებოს ღმერთმან ჩემი შემოქცევაჲ, უმჯობესად შეიცვალოს, თუ არა, ესე იყოს აწინდელი: ვინათგან მსთვადმან წყალობად და სულგრძელმან მხედველობათა შინა ცოდვათასა და წყალობითა სიყვარულისა თვისსა მიმართ მიმზიდველმან ღმერთმან ჩემ უღირსსა ზედა აჩვენნა მიუწვდომელნი ქველისმოქმედებანი, რომელთათვის ყოვლად უმადლოჲ ესე, ჯერისაებრ ვერმმადლობელიცა არა მომიძაგა და არა დააცადა ჩვეულებითი წყალობაჲ დღესდღემდე უგბილსა სულსა ზედა, რომელთა კერძოჲ რაჲმე და ურიცხვთაგან ერთი მიზეზად თხრობისავე მივსცე თხრობასა. თვით იგი ოდეს მარწმუნა მის მიერ განგებულსა მეფობასა, თვისითა რაჲთამე განგებითა არა უღირსმჩენელმა შარავანდსა შინა პატიოსანსა უპატიოებისა ჩემისამან, აქაითგანვე აღიღო ხელი სიტკბოებითა თვისითა განძღებად ჩემდა. და თვით მეფე მეფეთაჲ იქმოდა საჭირველთა უჭირველად: ცხადთა წინააღმდგომთა განგებულისა თვისისათა მისცემდა მოსასრველად; იდუმალთა, კვალად ზაკვისა თვის შორის მფარველთა, არა შეუნდობდა სიცბილად, რომელთა თანად თვით მიიღეს ზაკვისა მათისათვის საცთური. და ერთმან მათგანმან, ძაგანმან, შემაწუხებელმან ღმრთისა და მონათა მისთმან, მძლავრებით ღმრთისაცა არამრიდმან, თანავე ძმისა თვისისა მოდისტოს, წინაუკმოჲსა მღვდელთმოძღვრისა, რომელმან ერთმან პატრონთა თვისთა წყალობაჲ მათ ზედა საისრელედ აღმახვა, ხოლო მეორემან ღნერთსადა განკუთვნითა ეკლესიები საზეზთმჩენოდ თავისად მიიტაცა, რომელნი-ესე არა ითნნა ესრეთ ყოფად საშჯელმან გამოუძიებელმან, - ცხად არს, რამეთუ ღმრთისამან, - და არცა მიუშვა კვერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა: მწყემსი უკაროჲ ჭეშმარიტთა მწყემსთა მიერ დაემხვა. და ძაგანი, მღვიმეს შელტოლვილი, მომცა ღმერთმან, რომელსა შინა არამცირედი ერთგულებაჲ აჩვენეს ჩვენდა მომართ მამათა მემღვიმეთა, რამეთუ იხარებს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაჲ. მადლობად აღუვარე დამბადებელსა ღმერთსა და თაყვანის ვეც ღმერთშემოსილისა წმიდისა მამისა შიოის საფლავსა. ვიხილე წმიდა მთავარმამა, მემღვიმე მიქაელ, და სულითა ღმრთისაჲთა განათლებულნი მამანი; განვიშვი სულითა საწადელისა მისთვის კრებულისა და მხიარულებით აღვივსე სამოთხის მსგავსისა მის ლავრისათვის. მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნოჲ ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესიაჲ, საშუალ მონასტრისა, სახელსა ზედა ყოვლა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, და მომადლებითა მისითა სრულად ვიხილე. მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანე, რაჲთამცა წესსა ზედა ავიმონწმიდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, რომელნი თვით მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად შვენიერად, უცთომელი გზა და წესიერი ცხორებაჲ და ანგელოზებრი მოქალაქობაჲ, რათა ღმრთისათვის ოდენ განკუთვნილნი მას მხოლოსა, თვინიერ საწუთოთაჲსა, ზრუნვასა ჰზრახვიდენ და წინაშე ღმრთისა მეოხებად კადნიერ იყვნენ. შეწევნითა ყოვლა სახიერისა ღმრთისაჲთა და მადლითა ყოვლა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოჲსითა მიეცინ სიმტკიცე ეკლესიასა ჩემ მიერ აღშენებულსა! თუ მე ღირს მყოს ღმერთმან ენკენობაჲ მისი ვიხილო, კურთხეულ არს სულგრძელობაჲ მისი, თუ არა - არსენის ბერსა რომელ აქვს კოსტანტი და პერპერაჲ, კალაპოტი გამოუყარონ, მოლესენ, მოხატონ, და ძემან ჩემმან დემეტრე, თანადგომითა კურთხეულის მწიგნობართუხუცესისა და ჩემთა ბერთაჲთა, აკურთხონ ხელითა იოანე ქართლისა კათალიკოზისათა, თანადახვდომითა იმერთა და ამერთა ყოველთა ეპისკოპოსთაჲთა. ვითარად მამათაჲ და პაპათა ჩემთაგან სიგელნი ჰქონან სოფელთათვის მათთა წმიდასა ამას უდაბნოსა, რაჲცა სიბოროტითა ჟამთათა შეცვალებულ იყო, მე კვლა გამიახლებიან იგი სიგელნი ანუ მეფეთა შეწირულთა, ანუ მთავართა ვიეთმე და თვით ძველი და ძველისძველი ნასყიდი მონასტრისაგან, ყოველი უბეგროდ, უბაჟოდ და უწყენლად კვლა მომიხსენებია წმიდისა მამისა შიოსათვის. ქალაქს ტფილის რომელი სპარსთა ქონებასა ჰქონებია, და რომელი აწ უყიდია, და რომელი მე მომიხსენებია, იგი, და ანუ წაღმართ მოიგონ, იგიცა, - ყველაჲ უბაჟოდ და უსახრაოდ ყოვლისა სასეფოჲსა გამოსავლისაგან ჰქონდეს. ვითა წიმანძღვარსა შჯულისა ჩვენისასა, მეუფესა იოანეს, ქართლისა კათალიკოზსა, უბრძანებია და მიუნიჭებია ეკლესიისა ჩემისადა, რომელ საქონებელნი სოფელნი და აგარანი ჰქონან, მღვიმესა, საშჯულოჲ სამრებლოჲ არს, ყოველგან თვით მემღვიმისა დიაკონმან მოისამართლოს და ეკლესიისა ზეთად მოახმაროს; და ამისთვის რომელ მიჰრონსა მოანიჭებდეს ქართლისა კათალიკოზი, ჩემსა ეკლესიასა შინა სახელი მისი მოიხსენებოდეს პირველთა თანა, მღვდელისაგან. ბროლისა, ბაზიჯისა და მინისა კანდლები, რომელი მე მომიხსენებია და რომელი არსენის დაუდგამს, ნუმცა ვის უკადრებია გამოღებაჲ! სასანთლეები, სიწმინდის სამსახური და რაჲცა უნდა მისთვის, ოცდაათი ლიტრა ვეცხლი წმიდისა არსენის ხელსა არს. ცვილი, ვითა გამიჩენიან ვაჭართა ზედა ჟამად-ჟამადი, იგი ამსახურონ. საზრდელი ძმათა - პური, ხილი ფურნისაჲ, ხუთასისა დრამისა წონი, ნუმცა ოდეს მოაკლდების. სამდღევროდ ღვინოჲ, ჟამსა სთვლისასა შემსგავსებულად მოსულისა, შინათ მოართვან მსახურთა მონასტრისათა ყოველთა ერთი საწყავი. ეგრეთვე სხვა ყოველი საჭიროჲ სახმარი, შემოსავალთაგან მონასტრისათა. სხვაჲ: ნაბჭობი, და ქულბაქთაჲ, და საზეთეთაჲ, და წისქვილთაჲ ყოველი შესამოსლად განეყოფოდის. ოცდაათი ჯორი, რომელი აწ მე მომიხსენებია, ამას ნუ დააკლდების. ძველითგან ვითა სიგელი შეუვალობისაჲ აქვს ცხვართათვის უსაბანჯრობისაჲ, სამი ათასისა ცხვრისაჲ მთასა და ბარს, აწ მე მომიხსენებია ორი ათასი ცხვარი; და ხუთი ათასი ცხვარი, თვით სასეფოჲ მონასტრისაჲ და მათთა მეცხოვრეთაჲ, უსაბანჯროდ, უბაჟოდ და უწყინელად დგეს და იარებოდის ჩვენსა ჭამბარსა გვერდით. და ამისი გამოსავალი ცხვარი ჯორსა იყიდდეს, მატყლი - მსახურთა მონასტრისათა და წველად ძმათა მიეცემოდის. ასი ფური მომიხსენებია, რომელი თრიალეთს მთასა, სოფელსა ბჭითს და ბჭითს ზეითს სოფლებს, მათსა საფურესა მუხნარს დგეს. მომეტებული ზროხაჲ ჯორსა და ცხენსა მონასტრისასა სამსახურებელსა იქმოდეს. ხარი სამცხოვრებელთა სამუშაოთა ადგილთა მოახმარონ. თვალი და მარგალიტი, ჩემისა ხატისათვის რომელი დამიც, და ორნი ბროლისა სასანთლენი, მას ემსახუროს უკლებად. ბროლისა ბარძიმი და ბაზიჯისა ფეშხვემი სიწმიდისა განახლებისა სამსახურად მოიხმარებოდის. სხვაჲ ჭურჭელი, იავარი სპარსთაჲ, რომელი არსენისდა და იოანესდა მიმითვალავს, იგი მისსა ჟამსა ჩემსა მონასტერსა გაგზავნოს ძემან ჩემმან დემეტრე. ძელი ცხოვრებისაჲ და ნაწილნი წმიდათანი, ორი მოთხე სავსე, ესე თვით ამას ჩემსა ეკლესიასა შინა იყოს. წმიდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდენ სახსენებლად ჩემდა. და პირველისა შვიდეულისა პარასკევსა თითო კარასეული მიეცეს, სეფისკვერსა და თესლსა თანა შესვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ: ,,უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი!" მემსგეფსე ყოველთა კვირიაკეთა ჩემთვის წირვიდეს ჩემსა ეკლესიასა შინა და მამაჲ მემღვიმე მას დღესა სერსა უყოფდეს. რომელსაცა დღესა ჩემი განყოფაჲ იქმნეს ხორცთა ამათგან უბადრუკთა და მრავალმცოდველთა, ღამისთევაჲ და ლოცვაჲყონ ყოველმან სიმრავლემან, და მას დღესა ჟამისწირვაჲ ჩემთვის აესრულებოდის. სოხასტერი, ვითა ბერსა განმანათლებელსა ჩემსა არსენის გაუწესებია და მე ხუდაბუნი შემიწირავს მუხრანს წმიდისა სვიმონ საკვირველმოქმედისადა, რომელმან სამისა დღისა მკვდარი აღმადგინა, იგი, ვითარცა თვით არსენი განაწესის, ეგრე იქნას, გარნა ჩემ მიერ ესეოდენი, რომელი შემდგომად არსენისსა განკრძალული მღვდელი იყოს მახსენებლი ჩემი შეუცვალებელად. ტფილის საამიდოჲთ, ვითა სხვითაცა ნიშნით თვით ხელითა ჩემითა დამიწერია ასი დრაჰკანი მღდელთა და მგალობელთათვის, ნუვინ დააკლებს. მას დღესა, რომელსა მომიხსენოს ღმერთმან, გაიყონ მღვდელთა და მგალობელთა. ვითა აწ არსენის გაუწესებია ყოველთა კვირათა ღამე ყოველ ღამისთევაჲ, ნუ ვინ შესცვლის ამას წესსა. და ტურათის უბანსა რომელ მეზვრენი დაუსხმან და ზვარნი და მიწანი, ამისი პური ეკლესიას მიეცემოდის თითოჲ კვირაჲს ძალითა და თითო კარასეული ღვინო. ოდეს ზეზადნისა ციხე და მუხრანი ძველითგან ვეცადე მათგან ძებნითა, მაშინცა არა იყო ნებაჲ ჩემი, მამამან ჩემმან უბოძა, მით რომელ სხვათაცა ჰქონებოდა მათთა გვართა და არავის ოდეს ექნა ჩვენი ერთგულობა. აწ ძაგანმან სადგომად საებისკოპოსოდ, და მცხეთისა საქონებელნი მრავალნი დაემჭირნეს, და წილკანი საყდრისა. მონასტრისა რაცა იყო: მთასა ციხე, მარანი ანუ მატური იგი სოფელი და მღვიმე მონასტერი შიგან ციხედ და სადგომად ჰქონდეს თვით. ოდეს მოიქცა სალმობა მისი თავსა მისსა, ყოველი ყოვლითავე უკუნეცით ნაქონები მისა მიმართ თვისებული და მღვიმეს ქონებაჲ მისნი საავაზაკონი და წარტყვენილი, ვითა მამისა ჩემისა ბრძანებასა შიგან გაჩენით სწერია. აღარ ოდეს მიგეღოს იგი და არცა ვის სხვასა საქმე უც მღვიმესა თანა და არცა მღვიმისა ქვაბთა. ვითარ - იგი თვით სანატრელისა მამათა ნათლისა შიოჲს ანდერძში სწერია, უფალი მღვიმისა ღმერთი, მეუფე - წმიდაჲ მამა შიო; და მეფეთათვის ლოცვა აღასრულონ, ვითა თვით წერილნი წმიდანი უმოძღვრებენ და ვითა თვით იგინი თვინიერ მეფეთა საწირავისა არაჲ საქმე ყოფილა მღვიმესა თანა, არცა ვის აწ უც საქმე, თვინიერ ლოცვისა და შეწირვისა. აწ სვიმეონ ბედიელ-ალავერდელისა იყოს შევედრებულ, რაცა საქმე და საურავი მათი იყოს, იგი იყოფოდის, რომელსა ჩვენ ვერ მივიწინეთ. და სემდგომად მისსა, თუ მისსა ადგილსა ამითვე წესითა სხვაჲ მწიგნობართუხუცესი იყოს, იგი იურვოდის. და თვით ძველთა და აწინდელთა ქართლისა კათალიკოზტა ხელნი ვითარად ჰქონან, არცა ქართლისა კათალიკოზის საქმე არს მრვიმესა ზედა, არცა ვის სხვასა ეპისკოპოზისა, არცა ზვერი, არცა მეფეთა, არცა მუხრანისა მგეთა; არცა მღვიმისა შედგომად ვის აქვს ხელმწიფებაჲ, არცა მათტა აგარაკთა და საქონებელთა თანა ვის საქმე უც. და ესე ჩემგან აღშენებული ეკლესია ნიჭად ჩვენობისად კმა ეყოს ყოველთა. ოდეს მუხრანს ვიყვნეთ, წმიდისა შიოჲს ხატსა შეგვამთხვინენ, სამი სეფისკვერი, ერთი ფილას საზედაშე და ფარჩითა კაპარი გვიევლოგიონ. მთავარმან მემღვიმენ მოასვენოს ჯვარი მისი, მას გვაამბორონ, ჩვენ პატივ ვსცეთ, ვითარცა სულიერსა მამასა ჰშვენის საჯდომელითა და სერითა. თვინიერ ერთი მიიცვალოს, ვითა თვით წესი არს მის წმიდისა შიოჲს საფლავსა ზედა წილგდებაჲ, ამით სხვაჲ განაჩინონ და ჩვენსა დარბაზსა მოიყვანონ. და ჩვენ არგანი მოვახსენოთ და შევჰვედროთ მონასტერი. და თქვენ, შემდგომად მომავალნო მეფენო! ჩემსა ეკლესიასა და მონასტერსა ანდერძითა ამით შეჰგვედრებ წინაშე ღმრთისა შეკრებასა ჩვენსა, რომელ არ სირცხვილისა თანამდებად იხილვნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან, მოიხსენნეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს; ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს; ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა და ნუ ოდეს ვის გაარყვნეთ კვლა მას დიდებულსა ლავრასა! და აწ, შემდგომად ამისსა, ანუ მეფემან, ანუ მთავარმან, ანუ ეპისკოპოსმან, გინა მონაზონმან, გინა ხელისუფალმან ვინ, თუნდა გლეხმან და თუნდა გლეხმან და თუნდა აზნაურმან ანუ ანდერძი ესე ჩემი შეცვალებაჲ იურვოს, ანუ ვინ საურავი მოუღოს, ანუ ქრთამისათვის, ანუ თუ თვით იქმოდეს, ანუ მძლავრებით და ანუ თუ ღვთისმსახურებასა რასმე აჩვენებდეს, ანუ მღვიმესა შიგან სადგომად იურვოდეს, ანუ თავისათვის რადმე მოსახმარებელად, ანუ გარეშე მონაზვნისა მწიგნობართუხუცესისა სასაურაობასა ვინმე იკადრებდეს, რაჲ გვარი გინდა ვინ იყოს - პირველად შენ, დაუსაბამოო და დაუსრულებელო ღმერთო, მიაწიე რისხვაჲ შენი დაუსრულებელად მის ზედა! ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთეებისაჲ შენისაჲ, ნუმცა მიეცემის წყალობაჲ შენი ნუცა ცვარისაგან ზეცისა, ნუცა ნაყოფისაგან ქვეყანისა! იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრველ, მოლოდებასა შინა წყალობისასა რისხვაჲ შენი ეწიენ, გონებისა, ცნობისა და ხედვისაგან ოხერ ყავ იგი, ღმერთო! ხოლო შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, განყოფასა მისსა ხორცთაგან განყავ იგი ნაწილისაგან ცხოვნებულთაჲსა და შური იძიე, ვიტარცა მგმობარსა შენსა ნესტორს ზედა! ხოლო შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო შიო, ოდეს დაჯდეს ქრისტე ღმერთი განსჯად ყოველთა ტომთა და საქმეთა, წარმოუდეგ და განესაჯე, ვითარცა შემაწუხებელსა შენსა ზედა, ეგრეთ შური იძე პირითა ღმერთისაჲთა! უკეთუ ჟამი მომცეს ღმერთმან და სხვაჲ უახლესი ანდერძი დავწერო, იგი თქვენ, თქვენმიერითა კანონითა, უჯვარობითა, წყევითა და შეჩვენებითა დაამტკიცეთ, წმიდაო მეუფეო ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღვდელთმოძღვარნო! და თუ სხვისა დაწერად ჟამი აღარ მომხვდეს, თვით ესე დაამტკიცეთ! და რათაცა რას ვინ მღვიმესა დააკლებდეს, კანონითამცა თქვენმიერითა კრული არს გაუხსნელად! სიმტკიცეო ყოველთაო, ღმერთო, მტკიცე მტკიცედ აქციე!
This post has been edited by като тбилисели on 6 Apr 2013, 01:59
|