cxeli_shokoladiალგორითმის ლოგიკა ზოგადად მარტივია. მოცემული წერტილიდან ქმნის SPF ხეს, სადაც ყველა სხვა წერტილებთან მანძილები დარდება ერთმანეთს (იქამდე ყველა წერტილი ითვლება უცნობად და ენიჭება მანძილი საწყისი წერტილიდან). პრიორიტეტად ყველაზე ნაკლები მანძილი ითვლება, ხოლო საწყისი წერტილიდან დანიშნულების წერტილამდე სხვადასხვა წეტილების გავლით თანაბარი მანძილის შემთხვევაში, ნაკლები ტრანზიტული წერტილის გავლა ითვლება პრიორიტეტად.
ამიტომაც არის ძალიან კარგი მარშრუტიზაციაში. დინამიური მარშრუტიზაციის პროტოკოლის მოვალეობაც საუკეთესო მარშრუტის პოვნაა, შესაბამისად მანძილებს თუ ჩავანაცვლებთ მარშრუტიზაციის მეტრიკებით, პრინციპი იგივე რჩება და ვიღებთ სასურველ შედეგს.