ოპონირებას არ უწევს კი არა ელემენტარული ამბები არ იცის და საერთოდ აზრზე არ არის ..რა არის ინტერვიუ და ჟურნალისტიკა
ინტერვიუ არის ჟურნალისტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ჟანრი და როგორც სხვა ჟანრები უნდა ემსახურებოდეს
1 - სიმართლეს, 2. ფაქტები უნდა იყოს გადამოწმებული. 3. სინდისიერი
ეს არის ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები
ინტერვიუ არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გირჩმა პოლიტიკური შემოწირულობით მაყუთი დაითრია ჩოჩელებისგან და ვიღაცეებისგან, მერე მაგარი სატელევიზიო ტექნიკა იყიდა, ეროვნულ ბიბლიოთეკის შესავლელში, ილია-აკაკის ან ზვიადის ფოტოების ქვეშ გაშალა სტუდია და ჰაიდა ...ვაიმე რა მაგარია
ინტერვიუს სჭირდება მომზადება, კითხვა, კითხვების დალაგება, სჭირდება პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე..დამოუკიდებლობა რესპოდენტისგან ...
ამას ადამიანები წლებია სწავლობენ და მართლა პროფესიონალებს არ გამოსდით ყოველთვის კარგად, იმიტომ რომ ძალიან რთულია კარგი ინტერვიუს ჩაწერა
და ხვიჩიას იმით გამართლება, რომ აი ყველას ალაპარაკებს, იმას რაც უნდა და მერე ხალხმა გამოიტანოს დასკვნები ..არის ნონსენსი..
ეს არის ინტერვიუს, როგორც ჟანრის მიზანმიმართული მოკვლა და ჟურნალისტიკის პრინციპების სიკვდილი ...
დაარქვა ტიპმა გადაცემას "საქართველოს დაბადება" და ელემენტარული ისტორია არ იცის, რომ ან სწორად დასვას კითხვა ან ოპონირება გაუწიოს რესპოდენტს...
ფეესბეს ნომრიანი აგენტი კვიციანი ალაპარაკა იმ დღეს და ვინ ჩამოაგდო გაეროს ვერტმფრენიო ეკითხება და გელაევმაო ის იქედან..თავის ჩამოგდებულ ვერტმფრენზე, სადაც სხვათაშორის, ძალიან მაგარი ქართველი გოგო დაიღუპა ლალი ხვიჩია, გაეროს თარჯიმანი, გაუბედურდა ლალის ოჯახი..მაგის გვარიც არასწორად თქვა იმ ნომრიანმა..და გელაევს ატენის ეხლა...და ვინც არ იცის ეხლა 2001 წლის კოდორის ამბები, მართლა გგონია რო სწორ დასკვნას გამოიტანს?!
ეს გადაცემა არის შეუმდგარი პოლიტიკოსის პირადი რეაბილიტაციის მცდელობა მეტი არაფერი...ზემოთ, სწორად შენიშნა თანაფორუმელმა, რაც მოვისმინე რესპოდენტების 99%
ბაზრობს რო ყველაფერში მართალია-ო..მართლა ეგრეა, ნიკო ლეკიშვილი ამბობს მაგასთან ინტერვიუში რო ზვიადი კაი ტიპი იყო, კაი სალამი გვქონდა რას დაამხეს ერთიო
ამას ამბობს ტიპი, რომელიც მთელ იმ შაიკასთან ერთად პუტჩს და თბილისის გადაწვას გულშემატკივრობდა და მერე იმ ქალაქის მერი გახდა, რომელსაც კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბების გამო ნიკოს-იას ეძახდნენ..
საბჭოთა იურიდიული სკოლის ტიპური წარმომადგენელი აბაზრა, კიო საბჭოთა იყოო, ის იყო, ეს იყო, რეპრესიები იყოო, მარა სამართალი და წესრიგი მაშინ იყო თუ იყოო..
ერთადერთი გამონაკლისი, სხვათაშორის იყო მგონი ცოტნე გამსახურდია, რომელმაც მამამისის მმართველობაზე კრიტიკულადაც ისაუბრა..სხვა ყველა (რაც ვნახე იქედან) რა მაგარი იყოო და რა საოცრებები გაუკეთა სამშობლოს...მაგას ყვება, არადა 90 პროცენტს დედა აქვს ქვეყნისთვის ნატირება და ბიუჯეტიდან მოპარული ფულით არის აშენებული
ხაზს ვუსვამ რო არ მაქვს გართულება იმაზე, რომ ხვიჩია პროფესიით არ არის ჟურნალისტი, ამ ქვეყანაში პროფესიით ჟურნალისტებმა მიაყენეს თუ მიაყენეს უზარმაზარი დარტყმა ამ პროფესიას, უშეცდომო არავინ არ არის..ამაზე საერთოდ არ მაქვს აქცენტი, უბრალოდ რასაც ხვიჩია ამ ციკლით "აკეთებს" ეს არის მიზანმიმართული დივერსია ისტორიის, საზოგადოების, სიმართლის და სინდისიერების წინააღმდეგ
და იმის იმედი რო "საზოგადოება" სწორ დასკვნებს გამოიტანს, ძალიან დიდი გულუბყვილობაა
This post has been edited by guriaaa on 2 Jun 2023, 15:58