Dr.Kostava
კიბერმესია
ჯგუფი: Registered
წერილები: 987
წევრი No.: 224272
რეგისტრ.: 23-September 16
|
#52271357 · 1 Mar 2018, 00:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამისა და ძისა თუ შენი სიკვდილი არავის ეწყინება ეგ არაფერი, მთავარია არავის გაუხარდეს. თუმცა სიკვდილის შემდეგ არც ამას ექნება მნიშვნელობა. თავი I - ჯანდაბას ჩემი თავი, თანამედროვე ადამიანის უძველესი ნარჩენები ევროპაში ნაპოვნია პეშტერა სუ ოასეში, სამხრეთ-დასავლეთი რუმინეთში -აჰამ, ოჰომ, საინტერესოა – იღიმის – დრაკულა რუმინეთის ვლახეთის ვლად მესამე ცეპეშის ფსევდონიმია და რუმინულად უმცროს დრაკონს ან დრაკონის შვილს ნიშნავს. - მოცარტი ხუთი წლის იყო როდესაც პირველი ნაწარმოები შექმნა – ვიხრები და ჩემი სამხედრო, შავი, ტყავის ბათინკს ვამოწმებ, ძირი ისევ მყარი აქვს. - ფაქტურატურა, ფაქტურატურა, ფაქტურატურა, - ავადმყოფურად იცინის როგორც სჩვევია ხოლმე როცა რაღაცის გახსენებას სცდილობს - პლატონი პანკრატიონის ორგზის ჩემპიონი იყო. - პირველი ავტოკატასტროფა 1891 წელს ოჰაიოში მოხდა – აქა იქ დამტვერილ შავ შარვალს ვიფერთხავ. თითქმის ვუახლოვდებოდით დამტვერილი ნათურებიდან გამოპარული, თვალის ამატკივებელი მკრთალი შუქით განათებული მეტროს ცივი გვირაბის უსასრულობის დასასრულს. - როგორც იქნა მივაღწიეთ – დახტის, ხელებს ჰაერში ასრიალებს... მერე ერთერთი ტრანსკორპორაციის კედელზე გაკრულ სარეკლამო ბანერს ჩამოხევს... რამოდენიმეჯერ ტრიალდება, აი იმას ცეკვავს სულ რო უსწორდება. ჰა, ჰა, ჰა, ამ დროს სულ იან კერტისი მახსენდება. აბადონი, მე მაოცებს მისი უხეში სინაზე. რკალისებური ოქროსფერი თმა კისრამდე რომ დაგრძელებია, ცისფერიდან ლურჯ ფერში გადასული თვალები თითქოს გამჭირვალეა და რომ ჩახედავ შეგიძლია დაინახო მისი უფსკერო, ყმაწვილური აღვირახსნილი ფანტაზია სადაც ადიდებული ტალღების უშველებელი ზვირთები ერთმანეთს დაუნდობლად ეხეთქებიან. პატარა ლამაზი ცხვირი, არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი ფერმკრთალი ვარდისფერი ტუჩები. ცეკვავს აბადონი, იქნევს ხელებს და ის ახლა სადღაც უთვალავი სინათლის წლით დაშორებული უკიდეგანო გალაქტიკის ცენტრში ცურავს კაშკაშა მნათობებს შორის. - გეყოფა ძმაო ახლა შენი ჯერია... - ლონგინოზ ჩემო კეთილმოსურვე ბოროტმოქმედო მეგობარო, არ ვიცი შეამჩნიე თუ არა მაგრამ შენი შავი ზედა გახუნებულია - სახის მიმიკებვს ისე იცვლის თითქოს დეტექტივია, რომელმაც საქმის გამოძიებისთვის სასარგებლო ბაქტერია აღმოაჩინა დანაშაულის ადგილზე. - მერე რა?! -როგორ თუ რა?! ნუთუ ვერ ხვდები რა უნდა მოიმოქმედო?! ლონგინოზ ყოველთვის ეს გაცრეცილი ნაგავი გაცვია, დროა გამოცვალო. - მაგრამ დიდი ხანია რაც ეს 'ნაგავი' მაცვია და თან ასეთ მდგომარეობაში, შენ კი ახლახანს შეამჩნიე და მეუბნები რომ აუცილებლად უნდა გამოვცვალო... - დარწმუნებული ვარ შენთვის ეს რომ წარსულში ან მომავალში მეთქვა იგივე პასუხს მივიღებდი, რა მნიშვნელობა აქვს როდის შევამჩნიე, მთავარი მაინც ფაქტია, რომ შენი ზედა აუცილებლად გამოსაცვლელია – ოდნავ აჩქარებულად, დალაგებულად და თითების თამაშით მეუბნება აბადონი. - არავითარ შემთხვევაში – მშვიდად ვპასუხობ, თან ყურს ვუგდებ თითოეული ჩემი ნაბიჯით წარმოქნილ ხმაურს, რომელიც ამ ვიწრო უკიდეგანოდ გრძელ სივრცეში იფანტება, როგორც მზის სხივები უსასრულო კოსმოსში – შეიძლება ის შენთვის მხოლოდ ნაგავს წარმოადგენს, მაგრამ ეს გახუნებული ზედა მე ძალას მაძლევს რომლითაც შიშს ვამარცხებ აბადონ ჩემო მზრუნველო მეგობარო. - შიშს, რომელ შიშს?! - გაკვირვების ნიშნად მარჯვენა ხელს დიაგონალურად ქვევიდან ზევით იქნევს და სპეციფიკური სუნით გაჟღენთილ ცივ ჰაერს ჭრის - ოჰოო აქ ძალიან რთულად ყოფილა საქმე, როგორც ვხედავ ჩემი დაბალი ინტელექტი არ მაძლევს უფლებას რომ შენი ნათქვამის არსს ჩავწვდე და იქნებ ხელი წამაშველო ამოცანის ამოხსნაში. - რა პრობლემაა, პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 'დაბალი ინტელექტი' არაფერ შუაშია... ნუ იქნები საკუთარი თავის მიმართ ასეთი მკაცრი, თუ რამეს ვერ გაიგებ ეს არ ნიშნავს რომ ინტელექტუალურად დაბალ დონეზე ხარ, რამეთუ ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა, რამდენად გამოცდილი და განათლებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს მასში ინტელექტი როგორც თვისება , სამყარო თავისი შემადგენელი არსებებითურთ იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ადამიანი მისთვის უცნაურს და ახალს არ წააწყდეს, მოკლედ ხომ გაგიგია სწავლა სიკვდილამდეაო, სწორედ თუ არა, მიახლოებით მაინც ეგ ამბავია – ვამჩნევ დიაგონალურად როგორ იწელება აბადონის ტუჩის მარცხენა კუთხე, ოჰ ეს სარკაზმული ღიმილი, როგორ მიყვარს და როგორ აღმაგზნებს, ამ დროს ყოველთვის მზაკვრული აზრები მოსდის ხოლმე თავში - რაც შეეხება შიშს აბადონ, მე რომ ახალი ზედა ჩავიცვა მაშინათვე მწყეული შიში შემიპყრობს, შიში რომ ეს ახალი ზედა გახუნდეს ან გაიხიოს, ხოლო როცა ჩემი გახუნებული ზედა მაცვია მე არ მეშინია იმიტომ რომ ის ისედაც გახუნებული და გაცრეცილია, რომ გაიხიოს მაინც არ მეშინია რამეთუ მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია. - დალახვროს შენი თავი ლონგინოზ, ძლიერ გიყვარს ყბედობა, მაშინ გეშინოდეს, არ დაიძინო და სულ ცაში იყურე იმიტომ რომ ნებისმიერ წამს შეიძლება მეტეორი დაგეცეს, ქუჩაში ნუ გახვალ შეიძლება მანქანამ გაგიტანოს, ლუკმას ნუ ჩაიდებ პირში შეიძლება გადაგცდეს, იყავი სულ ასე უმოქმედოდ რადგან შეიძლება ნებისმიერ ქმედებას მოჰყვეს ფატალური შედეგი, იყავი სულ ასე შეშინებული - ოდნავ აღშფოთებულმა ხმამაღლად წარმოთქვა და სადღაც სიღრმიდან ამოისუნთქა - ჩვენი ცხოვრება მეტი არაფერია თუ არა სიკვდილის ლოდინი, მისი ფორმა კი უამრავია, უბრალოდ ამის არ უნდა გეშინოდეს რადგანაც ეს გარდაუვალია, ადრე თუ გვიან მაინც მოხდება ის რისიც ასე ძლიერ გვეშინია, ლონგინოზ ნუ შეგეშინდება იმის რაც გარდაუვალია - მშვიდი ზღვასავით განაგრძობს - ასევეა შენი ზედას შემთხვევაშიც, ლონგინოზ ყველაფერი წარმავალია, შენი ზედა ოდესმე გახუნდება, გაიცრიცება და გაიხევა მაგრამ ამის არ უნდა გეშინოდეს იმიტომ რომ შიშში ცხოვრება ისეთივე ტანჯვაა როგორც სიკვდილმისჯილი პატიმარისთვის გილიოტინის ბასრი დანის ლოდინი. - ვერ გავბედავ რომ არ დაგეთანხმო ჩემო ძმობილო მაგრამ მე მაინც ჩემი ძველი ზედა მირჩევნია, არის ამაში რაღაც ისეთი. - მგლის თავზე სახარების კითხვას როდის ჰქონდა აზრი... და იყოს ნება ჩვენი მეგობრებო, როგორც იქნა ჩემი ქვედა მარჯვენა კიდური საბოლოოდ შეეხო მეტროს ამოსასვლელის პირველ საფეხურს... ავდივარ უფრო მაღლა და უფრო მეტად მიპყრობს ერთგვარი ბედნიერება რომ როგორც იქნა გამოვაღწიე ამ გვირაბიდან. მე ფიდიპიდესის აღვირახსნილი ბედნიერება ვარ, მე ფიდიპიდესის ფეხის კუნთი ვარ რომელიც იწვის დიდი დატვირთვის შედეგად წარმოქნილი რძემჟავის ზემოქმედებით... როგორც იქნა საბოლოოდ გამოვედით, სპეციფიკური სუნით გაჟღენთილი ცივი ჰაერი ახლა ცივმა უსუნო ჰაერმა შეცვალა რომლის თითოეულ ჩასუნთქვაზეც ვგრძნობ როგორ შლიან ფრთებს ჩემი ფილტვები. მიყვარს როდესაც გრილი ქარი დაუნდობლად მეჯახება, ტანსაცმელში აღწევს და ჩემს შიგნიდან გატეხვას ცდილობს, არის ამაში რაღაც მისტიური. მე ახალშობილი ვარსკვლავი ვარ დედაგალაქტიკის კალთაში მწოლიარე, მე ახლადგაელვებული ნაპერწკალი ვარ შავი ენერგიის ალყაში მოქცეული, ჩემი სახის კანი ჯერ კიდევ ნაზი და სათუთია, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს შესაცოდი. - როგორც იქნა გამოვედით სამშვიდობოს - იღიმის და ღრმად ისუნთქავს ცივ, ქარიან, ღამეს. - დიახ, ის ისევ თავის ადგილზეა ჩვენი არქსანდრია, ჰა ჰა ჰა - ვხარხარებ რაც შეიძლება ხმამაღლა იმიტომ რომ ჩემი ხმაურით მხოლოდ აბადონი, მთვარე და ვარსკვლავები თუ შეწუხდებიან და იცით რატომ?! კარგით ცოტას არქსანდრიაზეც მოგიყვებით. არქსანდრია, ეს ჩვენი პატივცემული, ძლევამოსილი მეტროპოლისის ნახევარკუნძულოვანი არგოსიოსის მიტოვებული, დანგრეული და ნაცრად ქცეული გარეუბანაი. აქ ოდესღაც დიდი ომი იყო და მას შემდეგ მხოლოდ ისღა შეიცვალა, რომ დრო გავიდა... აქაურობა სავსეა ხანძრისაგან დანაცრისფრებული, ნახევრად ჩამონგრეული ძველი შენობებით. დღესდღეობით მთელი არგოსიოსი ცოცხლობს გარდა არქსანდრიისა. დღეს არქსანდრია ეს ის ადგილია სადაც უმანკონი მრუშობენ, მაღლები დაბლა ეშვებიან, კეთილნი ბოროტებას სჩადიან, მიმტევებელნი შურს იძიებენ, ეს ის ადგილია სადაც ქალაქში მცხოვრები ყალბი სახეები თავიანთ ნიღბებს იშორებენ. მოკლედ მეგობრებო, არქსანდრია ეს არის ადგილი სადაც კარგი საქმეებისთვის ნამდვილად არ მოდიან... მე უდაბნოს მშრალი სიმშვიდე ვარ... სიმშვიდე ჩემი მთავარი იარაღია... სადღაც მკვდარი სიჩუმის წიაღში, შემაღლებულ ადგილას ერთი თითქმის სრულად შემორჩენილი, ნახევრად დანახშირებული თეატრი დგას, სახით დასავლეთს გაჰყურებს, აქიდან კარგად ჩანს თუ როგორ ეხუტება ცა ზღვას, გამათრახებულ ზურგს კი აღმოსავლეთს უშვერს. ირგვლივ მისი დამახინჯებული, უცხვირპირო უკვე დიდი ხნის ჩამონგრეული და განადგურებული დედმამიშვილების ალყაშია მოქცეული. არც მეტი არც ნაკლები ჩვენ აქ ბნელი საქმეებისთვის ვართ მოსულნი... თეატრი ეს ჩვენი თავშეყრის ადგილია. ჩვენ ანგელოზები ვართ რომელთაც მობეზრდათ სამოთხის მოსაწყენი რუტინა... როგორც კი უზარმაზარ დარბაზში შევდივართ, სადაც მთელს აუდიტორიის სავარძლებზე ანტიკური ხანიდან დღემდე ყოველი ეპოქის ნარჩენებია მიმოფანტული რომლებსაც ადრე ხელოვანი ადამიანები სპექტაკლების დასადგმელად იყენებდნენ, ამ ისტორიულ ვაკუუმში, ამ ხელოვნების ნარჩენებში, მაშინათვე ნიღბებს ვიკრავთ სახეზე, ნიღბებზე რომლებზეც სარკაზმული ღიმილია აღბეჭდილი. ყველა ჩვენგანს ასე ევალება როდესაც საქმის წარმოება ხდება, სამუშაო საათებში აუცილებლად ნიღბებით გადავადგილდებით და აუცილებლად შავებში... სცენა განათებულია. მთელს სცენაზე წრიულად განაწილებული თხუთმეტიოდე ტანსზემოთ გახდილი ადამიანი დგას, თუ ზოგიერთის შავ ლიფს არ ჩავთვლით. შავი შარვლები და ფეხსაცმელები აცვიათ, სახეზე სარკაზმული გამომეტყველების ნიღბები უკეთიათ, ყოველი მათგანი ათლეტური აღნაგობისაა, ყოველი მათგანი ინტელექტუალია. ანგელოზი შავებში ფიზიკურად და ინტეექტუალურად მაღალ დონეზე უნდა იდგეს, სხვანაირად არ გამოვა, ჩვენ სუსტები არ გვჭირდება, სუსტებს განსაცდელი ელით, მხოლოდ ძლიერი გადარჩება... ის ვინც არ ცდილობს საკუთარი თავი განავითაროს, მალე გადატყდება. შეგიძლიათ მოიძიოთ: ჩარლზ დარვინი შეგიძლიათ მოიძიოთ: ევოლუცია წრიულად განლაგებულ სარკაზმულად მომღიმართა შორის, ცენტრში ბორბლებიან სავარძელზე დაბმული ტიპია. სახეზე შემხმარი სისხლით, გავარდისფრებული თეთრი პერანგით, დიდი გამობერილი მუცლით, ნაჭრის შარვლით დაფარული სქელი ფეხებით და ტყავის ტუფლებით, ჰო და კიდევ მაჯაზე ოქროს საათით. ხმამაღლა ოხრავს და ჩქარი სიღრმისეული სუნთქვით სუნთქავს. რა მნიშვნელობა აქვს მის სახელს, გაოცდებით და თქვენ მას იცნობთ. იცნობთ ტელევიზიიდან რომელზეც ნარკომანებივით ხართ მიჯაჭვულები, იცნობთ ყოველდღიური საინფორმაციო ჟურნალ-გაზეთებიდან, იცნობთ საინფორმაციო ინტერნეტ საიტებიდან როდესაც მორიგი თაღლითობის შესახებ კითხულობთ. ეს ის ტიპია, უფრო სწორედ ერთ-ერთი მათგანი, უფრო სწორედ იმათი ლიდერი, უფრო სწორედ იმ რამოდენიმე თვიანი სამუშაო ისტორიის მქონე კომპანიის მფლობელი რომელიც ხალხს დაპირებას აძლევდა რომ დიდი თანხების დაბანდების სანაცვლოდ გარკვეული დროის შემდეგ თავიანთ თანხებს მაღალ პროცენტებში დაუბრუნებდნენ...მაგრამ გადის დრო და თქვენი ბანკის ანგარიშზე არაფერი იცვლება, არ მოგდით შეტყობინება რომ თანხა დაგერიცხათ, შემდეგ კომპანიის ნომერზე რეკავთ და „ტუუ ტუუ“ უცებ დაპროგრამებული ქალის ხმა გპასუხობთ რომ ნომერი არ არსებობს, ან გათიშულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან. არ იცით რა იფიქროთ, ამიტომ აკეთებთ იმას რაც მაშინათვე თავში მოგდით და ნაცრისფერი პერანგის გულის ჯიბიდან ფურცელს იღებთ რომელზეც სავარაუდოდ „კომპანიის“ მისამართი წერია თუ რათქმაუნდა ზეპირად არ გახსოვსთ სად იყო ის რამოდენიმეოთახიანი ოფისი რომელიც საცხოვრებელი კორპუსის რომელიღაც სართულზე იყო დაქირავებული(თუ არ ცდებით მეხუთეზე? თუ მესამეზე? კარგად დაფიქრდით) და რომლის თანამშრომელიც „აგენტი“(თაღლითი ჰმ...უკაცრავად) გიყვებოდათ თუ რამდენად დიდი ისტორია აქვს ამ კომპანიას და რომ მასთან თანამშრომლობით ბევრი კლიენტი(მსხვერპლი ჰმ... უკაცრავად) დარჩა კმაყოფილი, და რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი გახდებოდით. და თქვენ გულწრფელს(მოტყუებულს ჰმ... უკაცრავად) გეგონათ რომ სრიოზულ ხალხთან გქონდათ საქმე რადგანაც აგენტს მოხდენილი შარვალ-კოსტუმი ეცვა, ხელზე ვერცხლის საათი ეკეთა და სანდომიანად იღიმოდა... დიახ მდიდარი, წამრატებული და დიდი ისტორიის მქონე კომანიები თავიანთ ოფისებს ყოველთვის საცხოვრებელი კორპუსების მერამდენეღაცა სართულზე ქირაობენ. მაგის დედაც!.. მოკლედ მიდიხარ მისამართზე, ადიხარ მესამე თუ მეხუთე სართულზე და რას ხედავ: „ოფისის“ კარს აწერია „ქირავდება“ ან „იყიდება“ ფა და ფუ, შენი ინვესტიცია გაქრა, შენი შუშის დიადი გამჭირვალე გეგმები დაიმსხვრა. კარგი ნუ ტირით ახლა, პოლიციის გამოძიებას დაელოდეთ თქვენნაირ დაზარალებულებთან(იდიოტ... ჰმ... უკაცრავად)...თუ ბოლო რეისი უკვე არ გაფრენილა... დაბმული ზის ცენტრში ეს ცხიმიანი ნაბიჭვარი და შეშინებული თვალებით გვათვალიერებს. სცენაზე ავდივართ, მე წრეში შევდივარ და მის წინ ვდგები... - შენ ვინ ჯანდაბა ხარ?! რას მერჩით შეშლილებო?! ავადმყოფური სიმშვიდით ვიცინი - მე გაბრაზებული იესო ვარ, მწყობრიდან გამოსული იესო, იესო რომელსაც მობეზრდა მშვიდი უმანკო ტიპის თამაში, მე იესო ვარ რომელსაც ყელში ამოუვიდა შენნაირი ნაბიჭვრების მფარისევლობა, იესო რომელიც მიხვდა რომ მის ჯვარცმასს აზრი არ ჰქონია რადგან ადამიანებს ყველაფერი ადვილად ავიწყდებათ იმიტომ რომ ისინი ეგოსიტები არიან - ვუახლოვდები და ნიღბიან სახეს მის გაფერადებულ სახეს ვუსწორებ, მისი ფილტვებიდან ამოსუნთქული მწარე ჰაერი ჩემს ნიღაბს ორთქლავს - შენ რა არ იცი აქ რისთვის ხარ? - თვენ უდანაშაულო ადამიანი გაიტაცეთ, ეს დანაშაულია, თქვენ ამისთვის დაისჯებით, მე არაფერი დამიშავებია - კანკალებს, ახლა ჩემს ნიღაბს სისხლის წვეთებიც ეტყობა. მარჯვენა ხელს მისი ბარძაყის წინა მხარეს ვადებ - ვწუხვარ ჩარლზ, ვწუხვარ, რადგანაც ძია ფედიასი არ იყოს „ყველა ჩვენგანი, ყვლაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა“ - ავადმყოფურად ვიცინი - მაგრამ თქვენ აქ კონკრეტული დანაშაულისთვის იმყოფებით, ბატონო ჩარლზ თვითმარქვიას სინდრომზე თუ გაგიგათ რამე? სიჩუმე, სრული სიჩუმე, ხმას არ იღებს. -ათას ცხრაას სამოცდათვრამეტ წელს ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს რომ მსოფლიოს მოსახლეობის სამოცდაათი პროცენტი დაავადებულია თვითმარქვიას სინდრომით. სტატისტიკისა რა მოგახსენოთ, ბენჯამინ დიზრაელისა არ იყოს მეც პირადად სტატისტიკას მესამე ხარისხის ტყუილად მივიჩნევ, რიცხვებს აზრი არ აქვს, მთავარი სინდრომია, ეს დედადალოცვილი სინდრომი გესმით?! თვითმარქვიას სინდრომის არსი იმაშია რომ ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანს ჰგონია თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინა, რაღაც დააშავა და მალე გამოააშკარავებენ, და იცით ყველაზე საინტერესო ამაში რა არის ბატონო ჩარლზ? ეს სინდრომი შეიძლება სრულიად უდანაშაულო ადამიანს სჭირდეს, ხოლო დამნაშავეს არა. ამ პატარა ლექციიდან გამომდინარე ერთი კითხვა მაქვს თქვენისნებართვით: ბატონო ჩარლზ თქვენ რას გრძნობთ ახლა?! - პერანგის პატარა ღილებს ვუხსნი და მუცელს ვუშიშვლებ. ჩარლზი ჩუმადაა, ჩარლზი გაოგნებულია, ალბათ გულში იმას ფიქრობს რომელი დანაშაულისთვის ისჯება, ალბათ ჰგონია რომ რომელიმე მისი მსხვერპლის ნათესავები ვართ. -მიპასუხეთ ბატონო ჩარლზ ჩარლზი სიჩუმის ბურუსშია მოქცეული, ჩარლზის თვალები შიშს ირეკლავენ, ჩარლზი ყოველ ჩასუნთქვაზე სტრესით ბერავს თავის ფილტვებს რომლებიც ყვითელი ცხიმით დატვირთულ მკერდის ფიცარს აწვებიან. შეგიძლიათ მოიძიოთ: ქირურგია ჭარბი წონის წინააღდეგ ჩარლზმა არ იცის სად არის, ჩარლზს თვალები ახვეული ჰქონდა მანქნით მგზავრობისას, ამაღამ მას კარგად დავამუშავებთ და შუა ღამით რომელიმე ცარიელ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მივაგდებთ. სიკვდილამდე არ მიგვყავს, ჩვენ არ ვკლავთ, ჩვენ ჭკუას ვასწავლით. ამას იმიტომ არ ვაკეთებთ რომ სამართლიანობა აღვადგინოთ. არც გაატრაკო რა, ჩვენ მარველის სუპერგმირები კი არ ვართ. ჩვენ ამას იმტომ ვაკეთებთ რომ უბრალოდ გვსიამოვნებს, ჩვენ ის ხალხი ვართ რომლებიც საერთო მიზეზებით საერთო მიზნებისთვის გაერთიანდნენ. ჩვენ ის ხალხი ვართ რომლებსაც ყველაფერზე აუცრუვდათ გული, ჩვე ის ხალხი ვართ რომელთაც ეს სიყალბე მობეზრდათ, ჩვენ დარტყმული ნონკონფორმისტები ვართ, არ აქვს აზრი რამდენად იდეალურია სამყარო, ჩვენ ყოველთვის მივდივართ რაღაცის წინააღმდეგ, რადგან სხვანაირად არ შეგვიძლია. ჩვენ მოგვბეზრდა ის ყალბი ცხოვრება რომელსაც „იმიჯი“ ჰქვია, ჩვენ მოგვბეზრდა ხალხი რომელთაც სოციალური საიტების ღიმილაკებთან ასიმილაცია განიცადეს, ჩვენ მოგვბეზრდა საზოგადოება რომელსაც ელექტრონული გრძნობები გააჩნია. კორუმპირებულო ჩინოვნიკებო, მოძალადეებო, თაღლითებო, რელიგიურ უმანკოებას ამოფარებულო მოძღვრებო, კრიმინალურო ავტორიტეტებო და სხვანო მისთანანო გეშინოდეთ ჩვენი არა იმიტომ რომ თითქოს ხალხისთვის სამართლიანობის აღდგენა გვინდა, ხალხი არაფერს არ იმსახურებს, ხალხი ეგოისტია, ხალხი ყველა სიკეთეს დაგივიწყებს და გადაგივლის, დიახ ერთ დროს შეიძლება მადლიერია მაგრამ ბოლოს მაინც გადაგივლის, ხალხი უმოძრაო ინერტული მასაა. ამას ვაკეთებთ იმტომ რომ ჩვენ უბრალოდ მიზეზი გვინდა, მიზეზი რომ დაგიშავოთ. დაიხ ჩვენ შეშლილები ვართ! ერთხელ ბრძენს ჰკითხეს: რომელია ყველაზე უვიცი და საცოდავი არსება? -ხალხი - მიუგო ბრძენმაჩვენ ჩვენ ვართ ანგელოზები შავებში!
This post has been edited by Dr.Kostava on 1 Mar 2018, 00:21
|