გავაჩუქებ ამერიკული კოკერის ლეკვს.
გუშინ დიღმის მასივში მაიაკოსვსკის ძეგლთან ნახა დეიდაჩემმა, ცალ ფეხს მიათრევდა, ჰოდა ამოიყვანა სახლში.
შავი ფერისაა, სუფთა ჯიშის კოკერი, ძალიან სუფთა ბეწვით, სულ თამაშს და მოფერებას ითხოვს.
წავიყვანე მაშინვე ექიმთან, მარცხენა თათი მოტეხილი აღმოჩნდა, თაბაშირი დააადეს, ერთ კვირაში მოხსნიან, სხვა არაფერი სჭირს, თავიდან ბოლომდე გავასინჯინე, როგორც ექიმმა მითხრა, დაახლოებით ორი თვის უნდა იყოს, თან ისეთი სუფთაა, აშკარად ახალი გამოგდებული ან დაკარგულია.
სიამოვნებით დავიტოვებდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე თვითონ 14 წლის ძაღლი მყავს, ისე იეჭვიანა სკამის ქვემოდან არ გამოსულა მთელი ღამეა, ძალიან მეცოდება და არ მინდა, ვანერვიულო.
გარდა ამისა, მართალი რომ ვთქვა, მატერიალურად ორ ძაღლს ნაღდად ვერ გავქაჩავ, ჩემი ლედიც მოხუცია, ხშირად ავადმყოფობს და საკმაო ფულს ვახარჯავ, თან სამოთახიან ხრუშოვკაში ორი ცხოველი ძნელია.
მოკლედ თუ ვინმეს გინდათ 2-3 თვის შავი ფერის ამერიკული კოკერის ლეკვი, დამიკავშირდით 593 41 05 40 უტა მქვია.
მხოლოდ ისეთს გავატან, ვინც ნამდვილად მოუვლის, ახლა ეს რომ ვინმეს მივცე და ისევ გარეთ გააგდონ ამის ცოდვას რას ვუშვები, მოვკვდები ნერვიულობით, ამიტომ თუ ვინმე წაიყვანთ, დაგირეკავთ და მოვიკითხავ ხოლმე,
აი სურათიც, გუშინ გადავუღე ექიმთან ყოფნისას, დეიდაჩემთან ჩახუტებულს:
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.