მოკლედ აღგიწერთ სიტუაციას იქნებ ვინმე დამეხმაროთ/დამაკვალიანოთ
ერთი კვირის წინ დამეწყო თავის ტკივილები. თითქოს ძალიან მძიმე გირი დამკიდესო. სადღაც სამ-ოთხ დღეში გადამიარასავით, მაგრამ პარალელურად მქონდა ყურის ტკივილებიც, რასაც დღემდე არ გაუვლია. თავიდან გაციებას ვაბრალებდი, მაგრამ სურდო და სიცხე არ მქონია. მერე ყრუ ტკივილები გამიგრძელდა ყურში და თავში (უკანა ნაწილში). დღეს გასვლა მომიწია და ერთი საათიც ვერ გავჩერდი ლექციაზე ნორმალურად. უკეთ რომ აგიხსნათ პანიკური აშლილობასავით დამემართა რაღაც და + ყური მეტკინა გამოკვეთილად. ყელის ჯირკვლები მქონდა გამაგრებული და ამას დამატებული შფოთვა და მოკლედ სუნთქვა მიჭირდა ისე ვიყავი. სულ იმის შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა ჩავიკეცებოდი. შინ დაბრუნებისას ეს შფოთი ისე აღარ მაწუხებს, მაგრამ ყური აშკარად მაწუხებს და თითქოს შიგნით რაღაც მჩხვლეტს. თუ გეცნობათ ეს სიმპტომები იქნებ მიმითითოთ რაზე ვინერვიულო...