გამარჯობათ.
მამაჩემი წასულია საზღვარგარეთ, ჩემს დასთან და ჯერ ვერ ჩამოდის. საქართველოს მოქალაქეა ქართული პასპორტით. მოუწია საპენსიო ასაკმა. გადმომიგზავნა აპოსტილით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც გააკეთებინა გამოცდილ ნოტარიუსს, 20 წელზე მეტი გამოცდილებით. მერე გადავათარგმინე ნოტარიალურად და სოც.სააგენტოში უპრობლემოდ დაინიშნა პენსია. თან მითხრეს რო ბასრათი ამეღო თორე გაუქმდებოდა 6 თვეში.
აქ დაიწყო ლიბერთი ბანკმა ჭმუჭვნა. მინდობილობა დამიწუნეს იურისტებმა. მომცეს ფურცლის ნაგლეჯი რის გამოც მეთქვა უარი. თურმე დამოწმებულია ხელმოწერის ნამდვილობა და მისი ვინაობა არარის გარკვეულიო. არარის დამოწმებული მისი პირადი ნომერიო, დაბადების თარიღი, დოკუმენტის სერია და ა. შ. ამიტომ არარის დადგენილი მარწმუნებლის ნების გამოვლინებაო.
გადაუგზავნე ეს ფურცლის ნაგლეჯი მამაჩემს. მივიდა იქ ნოტარიუსთან და მაგრა მიაჯვა ბანკს. თან მარკერით გაუმუქა ის ადგილები სადაც ესენი ფიგურირებს მინდობილობაში.
მერე მოითხოვა მაშინ ბანკმა თავად მოგცეს ნიმუში და იმის მიხედვით გავაკეთებო. მივმართე ვებგვერდზე ონლინ კონსულტანტს. იმან ფილიალში გამიშვა , ნებისმიერი ფილიალი მოგცემს ამასო.
ფილიალში ჩვენ ვერაფერს მოგცემთ ეგ ნოტარიუსის პრერპგატივაო.
წრე ჩაიკეტა. სათავო ოფისში იურისტებთან შეხვედრაზე უარი მითხრეს არ შაიძლებაო.
ეხლა ბანკირებო მითხარით როგორ მოვიქცე. ასეთ ბანკი საერთოდ რატო უნდა არსებობდეს.