ეგვიპტეზე ცალკე თემა აუცილებლად უნდა არსებობდეს
* * *
დავიწყოთ ამ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენით.2008 წელს ფრანგულ-ეგვიპტურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ წითელი ზღვის პირას,ვადი ალ-ჯარფში აღმოაჩინა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ნავსადგური.2011 წელს დაწყებული სისტემატიური გათხრების შედეგად 2013 წლის აპრილში აღმოჩენილ იქნა სამეურნეო-ადმინისტრაციული ხასიათის მქონე პაპირუსების ფრაგმენტები,რომელთა ნაწილი ფარაო ხუფუს მეფობის 27-წლით დათარიღდა.პაპირუსებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი აღმოჩნდა ფარაოს მოხელის მერერის (Mrr) "დღიური".სამეურნეო-ადმინსტრაციული ხასიათის ჩანაწერები,რომელიც ხუფუს დიდი პირამიდის მშენებლობას ეხებოდა
A) მერერის ნუსხა
B) ფრაგმენტის ის ნაწილი რომელშიც საუბარი მიდის დიდი პირამიდის მშენებლობაზე
მერერის ჩანაწერების თანახმად ის მეთაურობდა მუშათა 200 კაციან ჯგუფს,რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა კირქვის ბლოკების ტრანსპორტირება ტურას (თან.ჰელვანი) კარიერებიდან გიზამდე,სადაც ხუფუს დიდი პირამიდის "ახეტ-ხუფუს" (ხუფუს ჰორიზონტი) მშენებლობა მიმდინარეობდა.
საინტერესოა პირამიდის მშენებლობის პროცესზე დაცული ცალკეული დეტალებიც,კიდევ ერთხელ დადასტურდა,რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ორგანიზებულობის მაღალი ხარისხით,მიუხედავად იმისა,რომ ერთი შეხედვით მანძილი ტურას სამტეხლოსა და გიზას შორის არც თუ დიდია და გზის მეტი წილი მდინარესა (ნილოსის წყალი ადრე უშუალოდ ებჯინებოდა გიზას) და საგანგებოდ გათხრილ არხებზე გადიოდა,დიდი ქვის ბლოკების გადატანა დიდ შრომას და შესაბამის მომსახურებას მოითხოვდა,ამიტომაც არსებოდნენ სპეციალური პუნქტები რომლებიც პირველ რიგში ლოჯისტიკურ ცენტრებს წარმოადგენდნენ,ასეთი პუნქტი მერერის რაზმისთვის ყოფილა რა-შე ხუფუ,რომლის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია,მაგრამ ეჭვგარეშეა,რომ ის მდებარეობდა ტურას კარიერსა და გიზას შორის,დიდი ალბათობით ნილოსის პირას.ამ პუნქტის მნიშვნელობასა და მკაცრ ადმინისტრირებაზე მიანიშნებს ის ფაქტი,რომ ის იმყოფებოდა ფარაო ხუფუს ძმის,ვეზირ ანხ-ჰაფის უშუალო კონტროლის ქვეშ.
აბა ჰე და აბა ჰო
* * *
* * *
თავიდან უნდა ეს პოსტი,მოდერაციას ვთხოვ წაშალოს პირველიარ დაეწყო რაღაც

მართალია დღიურში არ დაფიქსირდა ისეთი დეტალები,რომელიც მეცნიერთა განს.ყურადღებას იმსახურებს და ვერ მოუღო ბოლო გაუთავებელ დავას იმ საკითზე თუ ტექნიკური თვალსაზრისით როგორ ხდებოდა უშუალოდ პირამიდის მშენებლობა,მაგრამ თავად ის ფაქტი,რომ თანადროული წერილობითი წყაროთი იქნა დადასტურებული პირამიდის მშენებლობა (მანამდე ასეთი არ იყო) უკვე თავად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.ამასთან გამომზეურდა მანამდე უცნობი მრავალი დეტალიც.თუნდაც იმის გაგება რად ღირს,რომ ქვის ბლოკის დაახლ.3 ათეულ კილომეტრზე გადაზიდვას 200 კაციანი ჯგუფი ტურადან გიზამდე 4 დღეს ანდომებდა.
* * *
ახლა კი დაახლოებით წარმოვიდგინოთ როგორ ხდებოდა ქვის ტრანსპორტირება მერერის ბრიგადის მიერ როგორც ძველი გამოსახულებების ისე თანამედროვე ექსპერიმენტების მიხედვით.
სხვადასხვა პერიოდის სამარხების კედელზე გამოსახულია სცენები თუ როგორ ხდებოდა სიმძიმეების გადატანა როგორც ხმელეთით ისე მდინარით.
კოლოსის გადატანის სცენა რეხმირას სამარხიდან
ხატშეფსუტის 300 ტონიანი ობელისკის ბარჟით გადატანის სცენა
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს "ნატურალური" ეგვიპტური ხის ციგაც,რომლითაც ხდეობა ხმელეთზე სიმძიმეების ტრანსპორტირება
საინტერესოა,რომ ხის ციგებით ლოდების გადატანის პრაქტიკა გავრცელებული იყო ძველ ასურეთშიც
უფრო ჩამორჩენილი ხალხებიც,მაგ.პოლინეზიელები ქვის უზარმაზარი ლოდების გადატანას ხისა და თოკების დახმარებით კარგად ართმევდნენ თავს
შიშველ მიწასა თუ უდაბნოზე ქვის გადატანა ძალიან რთული საქმეა,საჭირო იყო გზები,ფარაოთა დროინდელი გზების დიდი ნაწილი განადგურებულია,მაგრამ უდაბნოს ქვიშამ მაინც შემოინახა მათი ნაწილი.
სურათზეა ბაზალტის კარიერისკენ მიმავალი ბაზალტისავე ფილებისგან დაგებული გზის ნარჩენები
ექსპერიმენტული არქეოლოგიის მიმდევრებმა ძველუ ეგვიპტური მეთოდი გააცოცხლეს და 25 ტონიანი ლოდი ხელით ათრიეს