Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ნაფიცმსაჯულები


Posted by: Temo1234 6 May 2019, 22:33
გამარჯობათ
რაღაცა შემავსებინეს და აუცილებლად უნდა იყოო თორე ჯარიმას გამოგიწერენო,
რაიონში ვცხოვრობ და კონკრეტულად იმ დღეს ვერ ვახერხებ ჩასვლას,და უეჭველია ჯარიმა?

Posted by: miriani777 6 May 2019, 23:18
Temo1234
კი ................................ჯარიმააა

Posted by: nnn_lll 7 May 2019, 13:27
Temo1234
საკმაოდ მსუყე ადმინისტრაციული ჯარიმებია biggrin.gif

ზოგადად, ძაან დიდი პრივილეგია ნაფიც მსაჯულად თუ შეგარჩევენ....
მაგრამ, თუ მაინც გადაულახავი პრობლემაა, შეგიძლია განაცხადო მოტივირებული უარი, სადაც დაასაბუთებ თუ რატომ არაა მიზანშეწონილი შენი ნაფიცად მონაწილეობა.
გადახედე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლს, სადაც ჩამოთვლილია თუ რა შემთხვევაში გქვს უარის თქმის უფლება და ამაზე ააწყე დასაბუთება.
ხარჯებს რაც შეეხება, ეგ მხედველობაში არ მიიღება, იმიტომ რომ ყველაფერს გინაზღაურებენ. თუ რამე პირადია ამით უნდა დაასაბუთო და არ იქნება წესით პრობლემა.

Posted by: Temo1234 7 May 2019, 15:13
nnn_lll
რაიონიდან თბილისში ჩასვლის ხარჯებს ამინაზღაურებენ?
ანუ ჯერ არ ავურჩევივარ ნაფიცმსაჯულად იქ სამასამდე კაცი იქნება და იქიდან უნდა აარჩიონო
ხოდა მაგ არჩევის დღეს ვერ ჩავდივარ და აქიდან როგორ მივაწვდინო ხმა

Posted by: mendelsona 8 May 2019, 01:33
Temo1234

კი ხარჯებს აგინაზღაურებენ,თუ წახვალ საბანკო ამონაწერი იქონიე თან და დაგირიცხავენ მანდ თანხას

Posted by: USER001 9 May 2019, 18:15
QUOTE (Temo1234 @ 6 May 2019, 22:33 )
გამარჯობათ
რაღაცა შემავსებინეს და აუცილებლად უნდა იყოო თორე ჯარიმას გამოგიწერენო,
რაიონში ვცხოვრობ და კონკრეტულად იმ დღეს ვერ ვახერხებ ჩასვლას,და უეჭველია ჯარიმა?

სად შეგავსებინეს?



--------------------------

Posted by: mendelsona 9 May 2019, 22:00
USER001

კითხვარს შეავსებინებდნენ სახლში ნაფიც მსაჯულობის კანდიდატისას

Posted by: USER001 10 May 2019, 00:45
QUOTE (mendelsona @ 9 May 2019, 22:00 )
USER001

კითხვარს შეავსებინებდნენ სახლში ნაფიც მსაჯულობის კანდიდატისას

ხოდა სად ხდება ამ კითხვარის შევსება?
სახლში მოდიან და გავსებინებენ?
ადრეც მაქვს თემა ნანახი ამასთან დაკავშირებით "გამომიძახეს" და არ მინდა მონაწილეობის მიღებაო..

Posted by: ku123 11 May 2019, 16:17
მონაწილეობის მიღება სავალდებულოა????????? სამსახური თუ გატავისუფლებს ასეთ შემთხვევაში საპატიოდ გითვლიან?

Posted by: samuraisxmali 11 May 2019, 19:40
ku123
კი სამსახური ვალდებულია გაგათავისუფლოს და არანაირი უფლება არ აქვს რომ ეგ არ ქნას.

Posted by: mendelsona 11 May 2019, 22:31
USER001

ხო სახლში მოდიან და გავსებინებენ ან შეიძლება დაგირეკონ და სასამართლოში დაგიბარონ,მერე კი იქ შეგავსებინონ

Posted by: Lacrimosa_ 24 Jun 2021, 20:29
გამარჯობა.
შესაძლებელია თუ არა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები პირი დასავლეთში გამოიძახონ ნაფიც მსაჯულად?
mendelsona
samuraisxmali
თქვენ ხომ არ გეცოდინებათ

Posted by: კვაზი-იურისტი 28 Jun 2021, 21:08
QUOTE (Lacrimosa_ @ 24 Jun 2021, 20:29 )
გამარჯობა.
შესაძლებელია თუ არა აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები პირი დასავლეთში გამოიძახონ ნაფიც მსაჯულად?
mendelsona
samuraisxmali
თქვენ ხომ არ გეცოდინებათ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდტების შერჩევა ხდება შემთხვევითობის პრინციპით, შესაბასიდ აღმოსავლეთში მცხოვრები პირი შეიძლება ნაფიცი მსაჯული იყოს დასავლეთში. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლით. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.

Posted by: Lacrimosa_ 29 Jun 2021, 00:32
კვაზი-იურისტი
გმადლობთ ინფორმაციისათვის.
ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, ერთ-ერთი პასუხია:
3. ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;
ეს რას ნიშნავს, ვერ მივხვდი.

თან ერთი ცოტა არაიურისტული კითხვა მაქვს:
თუ არ მაქვს საკუთარი თავის იმედი და ვფიქრობ, რომ შეიძლება #####უვდე და არასწორი განაჩენი გამოვიტანო, რის გამოც მთელი ცხოვრება დავიტანჯები, რატომ არ უნდა მქონდეს უარის თქმის უფლება? ჩემი უფლებები არ ირღვევა, როცა უარის თქმის უფლებას მართმევ?

Posted by: კვაზი-იურისტი 29 Jun 2021, 07:46
Lacrimosa_
QUOTE

გმადლობთ ინფორმაციისათვის.
ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული, ერთ-ერთი პასუხია:
3. ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში − იმის შესაბამისად, თუ საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი;
ეს რას ნიშნავს, ვერ მივხვდი.


სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ტარდება მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში და გორში. აღნიშნული ქალაქების სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყეტილებით. სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც ვრცელდება კონკრეტული სასამართლოს უფლებამოსილება, მაგალითად ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახალციხეს, ადიგენს, ბორჯომსა და ასპინძას, ანუ ამ ადგილებში მომხდარ საქმეებს(რომლებიც რაიონული სასამართლოს განსჯადი არიან) განიხილავს ახალციხის რაიონული სასამართლო. ახალციხეში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რომ არსებულიყო, ნაფიც მსაჯულობის კანდიდატებს შეირჩევნდენ ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პირთაგან, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ნაფიც მსაჯულთა სიაში აღმოჩნდეს აღმოსავლეთში მცხოვრები პირი(მაგალითად რაღაცა ტექნიკური ხარვეზის გამო).

QUOTE

თან ერთი ცოტა არაიურისტული კითხვა მაქვს:
თუ არ მაქვს საკუთარი თავის იმედი და ვფიქრობ, რომ შეიძლება #####უვდე და არასწორი განაჩენი გამოვიტანო, რის გამოც მთელი ცხოვრება დავიტანჯები, რატომ არ უნდა მქონდეს უარის თქმის უფლება? ჩემი უფლებები არ ირღვევა, როცა უარის თქმის უფლებას მართმევ?


არაიურიდიული კითხვა არ არის smile.gif სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ არსებობს აცილების საფუძველი ან/და იგი არის:

ა)სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი(პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ა.შ);
ბ) პროკურორი;
გ) გამომძიებელი;
დ) პოლიციელი;
დ​1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;
ე) ადვოკატი;
ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
ზ) სასულიერო პირი;
თ) აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;
ი) ბრალდებული;
კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;
ლ) ნასამართლევი.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე:

ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.

300 კაციდან უნდა აირჩიონ 14 კაცი მაქსიმუმ(12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული). შერჩევა ხდება სასამართლოში დაკითხვის გზით. თუ ადვოკატს ან/და პროკურორს რაიმე არ მოეწონათ კანდიდატში ან არსებობს ზემოთჩამოთვლილი რომელიმე გარემოება, მაშინ ნაფიცი მსაჯულობა(და შესაბამისად ტანჯვა) აღარ მოგიწევთ smile.gif

Posted by: Lacrimosa_ 29 Jun 2021, 11:58
კვაზი-იურისტი
ტექნიკური ხარვეზის გამო აღმოსავლეთში მცხოვრებს დასავლეთში რომ გამოგიძახებენ, ჩაწერილი დასავლეთშია, თუმცა უკვე წელიწადია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.
სამსახურიდან ცნობაც წარადგინა, თანაც მართლა მნიშვნელოვანი სამსახური აქვს, შვებულებაც კი პრობლემაა,
რომ ცხოვრობს, ეგეც აშკარაა და მაინც რომ უნდა იყოს ნაფიცი მსაჯული, როგორ შეიძლება ამ უსიამოვნო სიტუაციის დალაგება?

Posted by: კვაზი-იურისტი 29 Jun 2021, 17:30
QUOTE (Lacrimosa_ @ 29 Jun 2021, 11:58 )
კვაზი-იურისტი
ტექნიკური ხარვეზის გამო აღმოსავლეთში მცხოვრებს დასავლეთში რომ გამოგიძახებენ, ჩაწერილი დასავლეთშია, თუმცა უკვე წელიწადია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.
სამსახურიდან ცნობაც წარადგინა, თანაც მართლა მნიშვნელოვანი სამსახური აქვს, შვებულებაც კი პრობლემაა,
რომ ცხოვრობს, ეგეც აშკარაა და მაინც რომ უნდა იყოს ნაფიცი მსაჯული, როგორ შეიძლება ამ უსიამოვნო სიტუაციის დალაგება?

ყველაფერი უნდა უთხრას სასამართლოში, კერძოდ სამსახურზე, ასევე შეუძლია უთხრას, რომ არანაირი სურვილი არ აქვს იყოს ნაფიცი მსაჯული. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ და თუ გაითვალისწინებენ, მაშინ ააცილებენ და აღარ მოუწევს ნაფიც მსაჯულად ყოფნა, მაგრამ თუკი შეარჩიეს ნაფიც მსაჯულად, მაშინ უარს ვეღარ იტყვის(თუ დაავადდება, მაშინ შეუცვლიან). ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში სახელმწიფო აუნაზღაურებს გადაადგილების ხარჯს, უზრუნველყოფს დროებითი საცხოვრებლით და ა.შ. სამსახურიც შეუნარჩუნდება. თუ ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში გაათავისუფლებენ სამსახურიდან, მაშინ მას შეუძლია იჩივლოს სასამართლოში.

Posted by: Lacrimosa_ 29 Jun 2021, 18:17
კვაზი-იურისტი
ყველაფერი უთხრა, მაგრამ მაინც უნდა იყოო.
აბსოლუტურად უუფლებო გამოვდივართ. რატომ არის სავალდებულო და არა ნებაყოფლობითი. არასწორია ძალიან

Posted by: ninicool 29 Jun 2021, 21:26
Temo1234
QUOTE
გამარჯობათ
რაღაცა შემავსებინეს და აუცილებლად უნდა იყოო თორე ჯარიმას გამოგიწერენო,
რაიონში ვცხოვრობ და კონკრეტულად იმ დღეს ვერ ვახერხებ ჩასვლას,და უეჭველია ჯარიმა?

ეგეთი რაღაცა არ არსებობს, რომ ვერ ახერხებდე, კანონით, სამსახურს არ აქვს უფლება უარი გითხრას გათავისუფლებაზე ან ანაზღაურება დაგიქვითოს.

გზის ხარჯხაც დაგიფარავენ 36 ლარს.

მაგ ნაფიცმა მსაჯულებმა დამინგრიეს ოჯახი biggrin.gif

თელავში დამიბარეს შარშან, მაგრამ ბრალდებულის ადვოკატმა დამიწუნა, დაუსაბუთებელი აცილება გამოიყენა, ვინაიდან მოეჩვენა, რომ ძალიან კომპეტენტური ვიყავი მაგ სფეროში.

პროკურორებს და მოსამართლეს კი ძალიან დასწყდათ გული, მაგრამ მეც მომეშვა, რომ არ დაგიმალოთ.

Posted by: Corvette 13 Jul 2021, 15:47
აუ ჩემი ეხლა დამირეკეს რაღაც 300 კაციან სიაში მოხვდი , კითხვარებს გამოგიგზავნით და ეგ უნდა შეავსოო . შემდეგ ან აგარჩევენ ან არაო და რა ვქნა ? 300 კაციდან 12 ირჩევაო და მაინცდამაინც მე ამირჩევენ ? facepalm.gif

Posted by: Nikaalpaca 25 Feb 2024, 16:37
ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. https://courtwatch.ge/articles/jury-trial-selection/, მაგრამ გალინკულ სტატიაში კარგ ინფორმაციას მიიღებთ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)