forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> /// ანტი BITCOIN თემა - პირამიდა 2.0 \\\
LorenZ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4349
წევრი No.: 13285
რეგისტრ.: 2-October 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 19:30  #52103388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უმეტესწილად ბიტკოინის და ალტკოინების ქება დიდების და ხოტბის შესხმის მეტი არაფერი მიდის ფორუმებზე, მაქსიმუმ აქაიქ 1-2 კაცი თუ დაწერსხოლმე რომ "ბუშტია" ან "პირამიდაა"-ს და მორჩა მე კი გადავწყვიტე ჩემი შეხედულებები ბევრად უფრო დეტალურად ჩამოვწერო რადგან უამრავ ახალ დამწყებს ქება დიდების მეტი არაფერი ესმით დიდწილად და ვფიქრობ რომ ერთი ესეთი თემა აშკარად საჭიროიყო განსაკუთრებით ბიზნესის განყოფილებაში რადგან ხალხი უამრავ ფულს დებს ბიტკოინში ალტკოინებში და მაინინგში ასე რომ ვფიქრობ რომ უფრო დეტალურად იმსახურებენ იმის ცოდნას თუ რაში ყოფენ თავს ხოდა აი თემაც popcorn.gif პუნქტებად ჩამოვწერ თუ რა პრობლემებს ვხედავ ბიტკოინში და დატკბით ^^

1) ბიტკოინის გამოყენება დღევანდელ დღეს არ ხდება იმ დანიშნულებით რა დანიშნულებაც აქვს ანუ "ფულად" არავინ იყენებს, ძირითადად და 99%-ით ბიტკოინს იყენებენ მხოლოდ ორი რამისთვის, პირველი იმისთვის რომ იყიდონ იაფად და რაღაც დროის მერე გაყიდონ ძვირად ხოლო მეორე იმისთვის რომ იყიდონ ბიტკოინით ალტკოინები და იქაც იგივე ვარიანტში გაყიდონ ის იაფად ნაყიდი ალტკოინებიც ძვირად... ზუსტად ამიტომ ყავს ამდენი ხოტბის შემსხმელი და ამდენი დამცველი კრიფტო სამყაროს smile.gif გააზრებულად თუ გაუაზრებლად, რაცუფრო მეტს აქებენ და რაც უფრო მეტ ხალხს შეითრევენ კრიფტო სამყაროში ისინი ვისაც უკვე აქვთ კოინები, მითუფრო გაიბერება ბიტკოინი და მითუფრო მაღლა აიწევს მათი ვალუტების საფასურიც და შესაბამისადაც მითუფრო მეტ ფულს იშოვიან ბიტკოინის მადიდებლები smile.gif

2) საშინლად არასტაბილური კურსი.... რომელი ვალუტა ვარგა ვალუტად ამხელა რყევების ფონზე ? არცერთი რაღათქმაუნდა მათ შორის არც ბიტკოინი ისევე როგორც არცერთი ალტკოინი დღევანდელ დღეს და დღევანდელი სახით... "მომავლის" ფული ზიმბაბვეს დოლარივით მერყევია ხოლო რომ არ იყოს ესეთი მერყევი ძალიან ბეეეევრად უფრო მეტი ფული უნდა იდოს მასში, ხოლო ძალიან ბევრად მეტი ფული რომ იდოს საფრთხეს შეუქმნის ქვეყნებს ხოლო თუ ვინმეს იმის ჯერა რომ ამერიკა, ევროპა ან ჩინეთი გვერძე გაიწევიან და ვიღაც სატოში ნაკამოტოს მიერ წარდგენილ ბიტკოინს მისცემენ უფრო დიდ წონას და ძალაუფლებას ვიდრე დოლარს ან ევროს დაე ჯეროდეს smile.gif

3) Tether-ი, კრიფტო ბომბი Tether-ი, რომელიც ვითომდა 1-1 ზე გამყარებულია ამერიკული დოლარით, ძალიან დიდი ეჭვი არსებობს რომ საერთოდ არ არის გამყარებული დოლარით რადგან არაერთხელ მოუთხოვიათ რეალური დოლარების რეზერვების ჩვენება მაგრამ სანაცვლოდ არანაირი ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა... 1 Tether-ი ყოველთვის უდრის +- 5% 1 დოლარს ხოლო თუ Tether-ი არ არის გამყარებული არანაირი დოლარებით გამოდის რომ აბსოლიტურად უფასოდ და ხელოვნურად აქვს აგდებული ბიტკოინს და სხვა კრიფტოებს თავიანთი ფასი.

4) კრიფტოების ფასები და Tether-ი, ზოგს ალბათ გონია რომ ამა თუ იმ კოინს რამდენიც უწერია Market Cap-ი იმდენი დოლარია ჩადებული კოინში, რეალურად კი კრიფტოების Market Cap-ი უდრის მიმოქცევაში მყოფი კოინის ჯამური რაოდენობის(Circulating Supply) გამრავლებას მის მოქმედ ფასზე (price) მაგალითად ამ წერილის წერის დროს მე 10 ადგილზე მყოფი NEM-ის კოინების რაოდენობა არის 9 მილიარდი, 9 მილიარდი რომ გავამრავლოთ მის ფასზე 0.723 ზე მივიღებთ 6.5 მილიარდს.... ხოლო როგორ მივიღეთ ეს 6.5 მილიარდიანი Market Cap-ი და 0.723 თითო კოინის ფასი იცით ? smile.gif ბოლო საათებში ყიდვა/გაყიდვის საშუალო ფასის შედეგად ^^ ანუ 9 მილიარდი NEM-ი კი არ იყიდე/გაყიდეს 6.5 მილიარდ დოლარად არამედ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ძალიან პატარა ნაწილი იყიდეს გაყიდეს ბოლო საათებში, და მაგ პატარა ნაწილის საშუალო ყიდვა/გაყიდვის ჯამი გამოვიდა 0.723 ცენტი და მაგის ხარჯზე ითვლება ჯამურად ყველაფერი მაშინ როცა ძალიან ბევრს 5 - 10 და ბევრად უფრო ნაკლებადაც აქვს ნაყიდი თავის დროზე ^^ მხოლოდ 41.1 მილიონი იყო ბოლო 24 საათში NEM-ის ბრუნვა რის მერეც მემგონი ყველა კარგად ხვდება რომ რეალური ჩადებული დოლარების რაოდენობა ბეეეევრად უფრო ნაკლებია NEM-ში და სხვა ყველა კრიფტო ვალუტაში ვიდრე Market Cap-ია, NEM-ი უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე და ეს ყველაფერი რაც დავწერე ყველა კრიფტოს ეხება გარდა ერთისა, Tether-ისა რადგან Tether-ი თავიდანვე სტაბილურად უდრიდა 1$-ს დაარსებიდანვე და NEM-ის მაგალითი მას არ მიესადაგება.... ეხლა კი კარგად დაფიქრდით თუ რამხელა შედეგების და რამხელა წყლის ამღვრევის საშუალება აქვს ამის მერე Tether-ს თავისი 2.2 მილიარდიანი ბრუნვით, მაშინ როცა 1-1 ზე დოლართან ყოფნა იმას ნიშნავს რომ ვითომდა 2.2 მილიარდი დევს Tether-ში რეალურად.... ზუსტად ვერავინ იტყვის მაგრამ მაგალითისთვის ისევ NEM-ი რომ ვახსენო, შეიძლება რეალურად 150 მილიონიც არ იდოს ჯამურად და მე 10 ადგილზეა ხოლო Tether-ის "ძალა" წარმოიდგინეთ თავისი 2.2 მილიარდით და იმით რომ ჭრიან და ჭრიან თან ისე რომ ქაღალდის ხარჯიც კი არაქვთ smile.gif

5) Futures Market-ი, რომელიც ერთგვარი ტოტალიზატორივით არის... პირველად მიიღო ბიტკოინზე "სტავკები" 18 დეკემბერს სადაც თამაშობენ დიიიდი ვეშაპები... ძალიან დიდი ეჭვი არსებობს იმისა რომ მათ იყიდეს ბიტკოინები დიდი რაოდენობით დეკემბერში, შემდეგ კი "დადეს" ბიტკოინის ჩამოქცევაზე სტავკა თავიანთ მარკეტზე რის მერეც უბრალოდ ადგნენ და გაყიდეს თავისმიერვე ნაყიდი ბიტკოინები და სასწაული მოგება ნახეს.... მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად დადეს 5 მილიარდი ბიტკოინის სიტყვაზე 10K მდე ჩამოქცევაზე, მერე გაყიდეს თავიანთი ადრეულ პერიოდში ნაყიდი ბიტკოინები და ორმაგ მოგებაში გავიდნენ თვითონ ბიტკოინის მხრივაც და თავიანთი მარკეტის მხრივაც ^^ შეიძლება თუ არა რომ იგივე გაიმეორონ ? კი როგორ არა, შეიძლება რამოდენიმე წრეზეც წავიდნენ სავსებით არ გამოვრიცხავ და კიდევ არაერთხელ ააგდონ ესე ხელოვნურად ფასი და დააგდონ მაგრამ რეალურად წავლენ თუ არა კიდევ ერთ ან რამოდენიმე წრეზე ეგ თვითონ მაგ ვეშაპებმა იციან.


6) მაინინგი და მაინერები : მაინინგი თავიანთი მაინინგით A) ქსელს უფრო დიდს და დაცულს ხდიან და B) ბიტკოინის გადარიცხვა გადმორიცხვას ადასტურებენ და ამ ყველაფრის სანაცვლოდ იღებენ ჯერ არ დამაინინგებული კოინებიდან წილს მაგრამ ეხლა მთავარი კითხვა, საიდან მოაქვთ მაინერებს ფული და რატომ არის ესეთი ბუმი და ესეთი მომგებიანი დღეს მაინინგი ? იმიტომ რომ ხალხი დებს ფულს კრიფტოში იმის იმედად რომ ნაყიდ კოინებზე ფასი გაეზრდებათ და გამდიდრდებიან ხოლო მაინერებს გამოაქვთ ზუსტად მაგ ხალხის მიერ შეტანილი ფულები popcorn.gif ანუ რას ნიშნავს ეხლა ეს ? smile.gif იმას რომ მაშინ როცა მაინერთა და უკვე არსებულ ბიტკოინების მფლობელთა გაყიდვების რიცხვი გადააჭარბებს ბიტკოინის მყიდველთა რიცხვს(თანხობრივად), იმწამსვე წამოვა კურსი დაბლა როგორც ტიპიურ ძეშოვი პირამიდაში. ისევ მაინერებს და მათ ფულს რომ მივუბრუნდე და მეორენაირად რომ ვთქვა, პასიური რეალური ფულის მგლეჯავები არიან მაინერები ბიტკოინიდან/კოინებიდან.

7) მაინინგი და ელექტროენერგია Bitcoin-ის Mining-ი ხდება ეგრედ წოდებული ASIc Miner-ებით, რომლებიც ჯამში უუუუამრავ დენს მოიხმარენ და რაც უფრო გადის დრო მით უფრო იზრდება დენის მოხმარება ბიტკოინის ქსელის მიერ, 3 კომპანია ფლობს ჯამური ბიტკოინის მაინინგის ქსელის 50%ზე უფრო მეტს ასე რომ იმის შანსი რომ ოდესმე ბიტკოინი Asic Miner-ებზე აღარ იყოს დამოკიდებული და გადაიყვანონ POS ან სხვა ბევრად უფრო ეკონომიურ სისტემაზე დიდი ალბათობით ნულის ნიშნულთან გახლავთ ახლოს. გარდა ამისა ზოგადად ძალიან ცუდია ამხელა ელექტროენერგიის ხარჯვა ისეთ სისულელეში როგორიც ბიტკოინია რადგან ძალიან ბევრად უფრო ნაკლები ელექტრო დანახარჯით შეიძლება რომ იქნეს იგივე შედეგი მიღებული და სულ არარის საჭირო ამდენი მაინერები რაც დღეს არსებობს, მეასედზე უფრო ნაკლებიც სავსებით საკმარისი იქნებოდა იმისა რაც დღეს არის.

8) Bitcoin-ი ჯობია დოლარს, დოლარიც არაფრით არ არის გამყარებული, მომავალი კრიფტოსია (და კრიფტოში ბიტკოინიახოლმე ძირითადად მოხსენიებული) ალბათ ბევრს გაგიგიათ ამდაგვარი ფრაზები ინტერნეტში ^^ ჩემი პასუხი ამაზე... დიახ დოლარს ბეჭდავენ დაუსრულებლად, დიახ დოლარის ინფლაცია მიდის და მიდის მაგრამ დოლარს ზურგს უმაგრებს 200+ წლიანი ისტორია, დოლარი არის ყველაზე მძლავრი ქვეყნის ვალუტა და ზურგს უმაგრებს და ატვეჩაიში უდგას U S A! ვინ უდგას ზურგს უკან ბიტკოინს და ვინ დგას "ატვეჩაიში" ბიტკოინის რომელიც აი ამ ტექსტის წერის დროსაც კი რაც არუნდა სასაცილო არ უნდა იყოს 400$ -ით გაუფასურდა ?! არავინ და არაფერი.

9) ნელი, მოუქნელი გამჭვირვალე

რასაც აბრალებენ ბიტკოინს, ანუ იმას რომ სწრაფია მოქნილია და დაფარულიაო ზუსტად იმის საპირისპიროა რადგან უკვე ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია იცის რომ ნელია, ისიც იცის და დამტკიცებულიც არის რომ თავიდან ბოლომდე გამჭვირვალეა, რომელ მისამართზე რამდენი ბიტკოინი დევს დო კაპეიკი წერია ქსელში, წარმოიდგინეთ ვის რამდენი ფული აქვს ყველაზე ყველაფერი რომ იცოდეთ :X ფინანსური თავისუფლებისთვის არის ბიტკოინი და კრიფტოო რომ გაჰკივიან ჩემი აზრით აბსოლიტურად საპირისპიროა და ეს ყველაფერი მარტო ბიტკოინს არ ეხება.

10) ალტკოინები ბიტკოინი თუ/რომ ჩამოიქცევა დანარჩენების შესახებ იმას ვიტყვი რომ თეორიულად არსებობს იმის შანსი რომ რამოდენიმე და რაღაც ნაწილი გადარჩეს მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ .com-ის ბუშტის/პირამიდის ჩამოქცევის დროს გადარჩენილ Amazon.com ის ფასი 107$ დან 6$ მდე დაეცა და მთელი 9 წელიწადი დასჭირდა საიმისოდ რომ ძველ ნიშნულს დაბრუნებოდა ასე რომ რომც გადარჩეს Ethereum-ი (ეს მაგალითისთვის) თუ ბიტკოინი ჩამოიქცა, იქიდან გამომდინარე რომ Bitcoin-ი მთავარი გამტარი ვალუტაა უსერიოზულესად დაარტყავს და გააცამტვერებს ყველა კრიფტო ვალუტის ფასს მათ შორის დაჟე მეორე ადგილზე მყოფი Ethereum-ისასაც თუმცა ის რომ 2-3-4 ადგილოსნები თეორიულად უფრო "მაგრად" იდგებიან შედარებით მაგის ალბათობა დიდია კი მარა სერიოზულად დაიფლითებიან ეგენიც ^^


11)რამოხდება ბოლოს როცა/თუ ის ბოლო დადგება ?

სისხლიანი ცრემლით იტირებს ხალხი, რადგან ჩემი შეხედულებით დღევანდელ დღეს ბიტკოინი არის პირამიდა 2.0, ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე კარგა მაგრად მორგებული მამალი პირამიდა რომელსაც არანაირი რეალური გამოყენება არაქვს, საკუთარ მოედანზეც კი(კრიფტოსამყაროში) რომ ჩაგრავენ ტექნოლოგიურად ისეთი პროდუქტი ასე რომ არვიცი 1 თვეში იქნება 2 თვეში 1 წელიწადში თუ 3 წელიწადში მაგრამ 99% დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩამოიქცევა და ძალიან ბევრ ხალხს მაგრად გააუბედურებს, იმას ნამდვილად არ გამოვრიცხავ ოღონდ რომ მანამ სანამ საბოლოოდ ჩამოიქცევა რამოდენიმე წრეზე "გაპარსონ" ხალხი ამ ხელოვნური ასვლა/ჩასვლებით... საბოლოო ჯამში კი რაც უფრო მაღლა ავა ბიტკოინის კურსი რაცუფრო მეტი ფული იქნება ბიტკოინში ჩადებული მითუფრო ბევრი ხალხი გაისრისება ბოლოს როცა ის ბოლო მოვა.... ყველა ეპოქას ქონდა თავისი გრანდიოზული პირამიდა, ადრე .com ბაბლი იყო.... იმის წინ MMM-ი კიდე უფრო შორს tulip mania რომლებისაც თავ თავიანთ დროს ჯეროდა ხალხს ხოდა ჩვენს დროსაც მოხდებოდა რაღაც სავარაუდოდ და ის რაღაც ბიტკოინია ჩემი აზრით.... ყველა QNET-ის ნაირი მდარე დონის უტვინო პირამიდა ვერ იქნებოდა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ბევრად უფრო მაშტაბურ და ნამდვილად ბევრად უფრო ჭკვიანურ ჭირთან გვაქვს საქმე Bitcoin-ის სახით.... რაც შეეხება მომავალს, სამომავლოდ ნამდვილად შეიძლება რომ იარსებოს ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა კრიფტოვალუტამ რომელიც პირდაპირ მიბმული იქნება რეალურ დოლარზე/ევროზე/იუანზე მაგრამ დღეს მე მაგ ვალუტას ვერ ვხედავ სამწუხაროდ არსებულ კრიფტოვალუტებში.

პ.ს მადლობთ ყურადღებისთვის და ერთს დავწერ კიდევ, კამათში ჩაბმას არ ვაპირებ არავისთან მე ჩემი შეხედულებები ჩამოვწერე და დანარჩენი თქვენი საქმისა თქვენ იცით მაგრამ იმედია აქა იქ 1-2 ადამიანს მაინც დავაფიქრებ ამ პოსტით მანამ სანამ დაუდიათ პროცენტიანი ვალები რადგან ფულის შოვნა კრიფტო სამყაროში კი ნამდვილად შესაძლებელია მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი რისკები მემგონი რბილად რომ ვთქვათ გასათვალისწინებელია და ფრთხილად იყავით, ბოლო რგოლებში არ მოყვეთ თორე სასტიკად გაიჭყლიტებით, პრაქტიკულად ხორცის მანქანაში გატარების ტოლფასი იქნება ბოლო რგოლებში ყოფნა boli.gif კარგად გათვალეთ რისკები და პლან B დაიტოვეთ popcorn.gif

This post has been edited by LorenZ on 1 Feb 2018, 20:18


--------------------
Electronic Sports League
ribo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3152
წევრი No.: 26398
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 19:53  #52103492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LorenZ

4) კრიფტოების ფასები და Tether-ი

მარკეტქაფი და ჩადებული ფული ერთმანეთთან რა კავშირშია? მემგონი არც უნდა უდრიდეს 1+1-ს.
მარკეთ ქაფი ხომ საერთო ღირებულიბაა და მუდმივად იცვლება კურსის მიხედვით?
რეალური კაპიტალიზაცია არ არის, მე როგორც ვიცი. თუ ვცდები? biggrin.gif
LorenZ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4349
წევრი No.: 13285
რეგისტრ.: 2-October 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 19:57  #52103518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ribo
QUOTE
4) კრიფტოების ფასები და Tether-ი

მარკეტქაფი და ჩადებული ფული ერთმანეთთან რა კავშირშია? მემგონი არც უნდა უდრიდეს 1+1-ს.
მარკეთ ქაფი ხომ საერთო ღირებულიბაა და მუდმივად იცვლება კურსის მიხედვით?
რეალური კაპიტალიზაცია არ არის, მე როგორც ვიცი. თუ ვცდები?


ზოგადად მართალი ხარ ხო მაგრამ Tether-ის შემთხვევაში არხარ მართალი რადგან 1 თეთერი არის გამყარებული 1 რეალური დოლარითო წერენ თითონ თავიანთ საიტზევე რაც პირდაპირ იმას ნიშნავს რომ ცირკულაციაში მყოფი 2.2 მილიარდი კოინი = 2.2 მილიარდ დოლარს smile.gif აგერ ლინკი თავიანთ საიტზევე ნახე რა უწერიათ და ყველაფერი ცხადი გახდება smile.gif https://tether.to/faqs/ ბომბი ტყვილა არ შევარქვი +) ეხლა კიდე მაგის მერე შედი და ნახე ვინ დგას წამყვან ადგილებზე ბოლო 24 საათის Volume- ბში BTC ში და Ethზე popcorn.gif

This post has been edited by LorenZ on 1 Feb 2018, 20:04
ribo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3152
წევრი No.: 26398
რეგისტრ.: 2-December 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 20:04  #52103549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LorenZ

ვიცი კი ეგ.
კი თეზერი მეც დიდი აფიორა მგონია და ბობმბია, ეხლა ბითფინიქსს და ტეზერს დაურხიეს და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს.
LorenZ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4349
წევრი No.: 13285
რეგისტრ.: 2-October 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 20:05  #52103561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ribo
QUOTE
ვიცი კი ეგ.
კი თეზერი მეც დიდი აფიორა მგონია და ბობმბია, ეხლა ბითფინიქსს და ტეზერს დაურხიეს და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს.


ვარდნა მერე ნახე შენ თუ დედა უტირეს, ეხლაც კი კბილებით უჭირავს Tether-ს BTC კბილებით ^^ აგერ ამასწინად თამაშების ყველაზე დიდი პორტალი Steam-იდან გამოაბუნძულეს ინოვაციური პიზდეცი ვალუტა BTC რადგან ესეთი ნაგავი არაფრად გვჭირდებაო yes.gif ჯერ ეხლა რას ფიქრობს ის ხალხი ნეტა ვინც 16-17-18 იყიდეს და მერე წარმომიდგენია რა მოუვათ თეთერი თუ მართლა გასკდა facepalm.gif ლარი რომ 2.4 დან 2.8 ზე ავიდა კრუნჩხვები დაემართა ხალხს და BTC კიდე 20K დან 9K ზე როა ჩამოსული 1 თვეში ეს ვითომ არაფერი არ ყოფილა givi.gif

This post has been edited by LorenZ on 1 Feb 2018, 20:14
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23919
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 20:24  #52103643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
yes.gif

INGATO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 938
წევრი No.: 179518
რეგისტრ.: 9-January 14

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 20:28  #52103666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
რა მუღამიც ჰქონდა ბიტკოინს ყველაფერი ჩაიფარცხა. აღარც პატარა საკომისიო აღარ აქვს აღარც ანონიმურობა და არც სწრაფად გადარიცხვა


126xjLkKQkVK8XxBi3Tkq4BVRLqPcu1SbV


ამ მისამართზე გადავრიცხე 16 დეკემბერს ბლოქჩეინის საფულიდან ერთერთ სხვა საფულეზე და დღემდე გაჭედილია ამ დროისთვის 5$ ია მარა მაინც ###ობაა 1 თვეზე მეტი რო ტრანზაქციაა გაჭედილი და ასეთი უამრავია.
LorenZ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4349
წევრი No.: 13285
რეგისტრ.: 2-October 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 20:47  #52103772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
The13thFloor

მაგ ჩამოვარდნების დროს, BTC რა იყო კაციშვილმა არ იცოდა და ბევრად უფრო ნაკლები ფული იყო ჩადებული და მილიონში ერთმა წააგო მაგ ჩამოვარდნით, დღეს BTC რა არის პრაქტიკულად ყველამ იცის და უამრავმა ხალხმა წააგო ამ 20K დან დაბლა ჩამოვარდნის დროს ასე რომ მერწმუნე, ძალიან არასწორი შედარებაა... რბილად რომ ვთქვათ მასე მე არ დავბოლდები და თუ ვინმე ჭამს მაგას ნება მისა, ერთადერთი შანსი აქვს ეხლა BTC-ს იმისა რომ ავიდეს ერთადერთი და ის ერთადერთი შანსი გახლავს ვეშაპები Wall Street-იდან... თუ მოინდომეს და Futures Market-ზე მოუნდათ ძალიან დიდი ფასის დასმა აი მაშინ ნამდვილად შეიძლება რომ აისროლონ ისევ ზეცაში, სხვა მხრივ ? ძალიან დაბალია ესეთ ვითარებაში "თავისით" ასვლის შანსი რადგან ხალხი მოდის ნელ ნელა უკვე აზრზე. ა ხო, Tether-ით თუ გაძეძგეს კიდე მაგ ვარიანტშიც აქვს კიდევ შანსი.

INGATO
QUOTE
რა მუღამიც ჰქონდა ბიტკოინს ყველაფერი ჩაიფარცხა. აღარც პატარა საკომისიო აღარ აქვს აღარც ანონიმურობა და არც სწრაფად გადარიცხვა


126xjLkKQkVK8XxBi3Tkq4BVRLqPcu1SbV


ამ მისამართზე გადავრიცხე 16 დეკემბერს ბლოქჩეინის საფულიდან ერთერთ სხვა საფულეზე და დღემდე გაჭედილია ამ დროისთვის 5$ ია მარა მაინც ###ობაა 1 თვეზე მეტი რო ტრანზაქციაა გაჭედილი და ასეთი უამრავია.


5$ რომ გადარიცხე მაინერების მინიმალური საკომისიო მემგონი ლამის 20$ ია უკვე ასე რომ აქეთ გაქ მაინერების ვალი 15$ ეგ 5$ რომ გააგზავნე givi.gif ეს ხუმრობით რაღათქმაუნდა მაგრამ არც ძაან შორს არ დგას მემგონი სიმართლისგან lol.gif

This post has been edited by LorenZ on 1 Feb 2018, 21:07
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23919
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:12  #52103913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (LorenZ @ 1 Feb 2018, 20:47 )
მაგ ჩამოვარდნების დროს, BTC რა იყო კაციშვილმა არ იცოდა და ბევრად უფრო ნაკლები ფული იყო ჩადებული და მილიონში ერთმა წააგო მაგ ჩამოვარდნით, დღეს BTC რა არის პრაქტიკულად ყველამ იცის და უამრავმა ხალხმა წააგო ამ 20K დან დაბლა ჩამოვარდნის დროს ასე რომ მერწმუნე, ძალიან არასწორი შედარებაა... რბილად რომ ვთქვათ მასე მე არ დავბოლდები და თუ ვინმე ჭამს მაგას ნება მისა, ერთადერთი შანსი აქვს ეხლა BTC-ს იმისა რომ ავიდეს ერთადერთი და ის ერთადერთი შანსი გახლავს ვეშაპები Wall Street-იდან... თუ მოინდომეს და Futures Market-ზე მოუნდათ ძალიან დიდი ფასის დასმა აი მაშინ ნამდვილად შეიძლება რომ აისროლონ ისევ ზეცაში, სხვა მხრივ ? ძალიან დაბალია ესეთ ვითარებაში "თავისით" ასვლის შანსი რადგან ხალხი მოდის ნელ ნელა უკვე აზრზე.

BTC გადის mass adoption ციკლებს ექსპონენციალური სისწრაფით, ეს პიკები და ვარდნები მისი ფუნდამენტური ბუნებაა როგორც შეზღუდული supply-ს მქონე ასეტის, თუ ამასთან შეგუება არ შეუძლია ვინმეს ეს მისი პრობლემაა.
BTC 20K-ზეც ავა 100K-ზეც, და 300K-ზეც დიდი ალბათობით. ამ გზაზე ბევრი იქნება ჩავარდნაც და აღმასვლაც. არავინ იცის რა დრო დასჭირდება ამას, 3 თვე, 1 წელი თუ 10 წელი.
INGATO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 938
წევრი No.: 179518
რეგისტრ.: 9-January 14

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:13  #52103920      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
LorenZ

ერთი წლის წინ არც ამხელა საკომისიოები არ იყო თან ეხლა რო არის თუ გინდა რო უფრო მალე დადასტურდეს ტრანზაქცია საკომისიო რო უფრო მეტია ძაან ადრე ყველა ტრანზაქციაზე რაღაც პროცენტს იღებდნენ გინდ 1 $ გადაგერიცხა გინდ 1000. ახლა 1$ რო გადარიცხო 20$ გადარიცხვის საკომისიო უნდა პლიუს biggrin.gif




პ.ს ერთი წლის წინ ბიტკოინს ყოველდღიურად ვიყენებდი პატარა საქმეებისთვის. ანუ რაღაცას ვყიდიდი და ბიტკოინით ვარიცხინებდი თანხას რადგან ცოტა იყო საკომისიო და 3 დადასტურებას 30 წუთი სჭირდებოდა. ახლა იგივე საქმისთვის ფეიფალი 100 თავის ჯობს და ###ობაა ეს ბიტკოინი გაიგეთ რატომ გგონიათ რო ვიდეო კარტების ყიდვით და კომპიუტერის შტეფცელში შეერთებით გამდიდრდებით??? ქნეტზე დიდი აფიორაა ეს კრიპტოვალუტები თვალები გაახილეთ სანამ დროა. yes.gif



პ.პ.ს არაფრის კეთებაში არავინ არაფერს იხდიდა არც არავინ იხდის და არც არავინ გადაიხდის. არაფრის კეთებაში ვგულისხმობ ვიდეოკარტების ყიდვას და ნაისჰეშზე გაშვებას და ლოდინს.

This post has been edited by INGATO on 1 Feb 2018, 21:27
LorenZ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4349
წევრი No.: 13285
რეგისტრ.: 2-October 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:25  #52103980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
The13thFloor
QUOTE
BTC გადის mass adoption ციკლებს ექსპონენციალური სისწრაფით, ეს პიკები და ვარდნები მისი ფუნდამენტური ბუნებაა როგორც შეზღუდული supply-ს მქონე ასეტის, თუ ამასთან შეგუება არ შეუძლია ვინმეს ეს მისი პრობლემაა.
BTC 20K-ზეც ავა 100K-ზეც, და 300K-ზეც დიდი ალბათობით. ამ გზაზე ბევრი იქნება ჩავარდნაც და აღმასვლაც. არავინ იცის რა დრო დასჭირდება ამას, 3 თვე, 1 წელი თუ 10 წელი.


უმრავლესობა ჯერ კიდევ შენნაირად ფიქრობს, ვნახოთ ვისი აზრი გამართლდება საბოლოო ჯამში smile.gif

INGATO
QUOTE
ერთი წლის წინ არც ამხელა საკომისიოები არ იყო თან ეხლა რო არის თუ გინდა რო უფრო მალე დადასტურდეს ტრანზაქცია საკომისიო რო უფრო მეტია ძაან ადრე ყველა ტრანზაქციაზე რაღაც პროცენტს იღებდნენ გინდ 1 $ გადაგერიცხა გინდ 1000. ახლა 1$ რო გადარიცხო 20$ გადარიცხვის საკომისიო უნდა პლიუს


ხო ნუ უსერიოზულესი პრობლემაა ეგ ყველაფერი ნამდვილად მაგრამ მაგის გარდა ზემოთ ჩამოთვლილები ვაბშე კატასტროფებია ჩემი აზრით თორე სისწრაფეს და საკომისიოებს კიდე მოევლებოდა როგორმე სამომავლოდ მაგრამ დანარჩენებს რა გინდა რო უყოს თორე კი.

QUOTE
ნეტზე დიდი აფიორაა ეს კრიპტოვალუტები თვალები გაახილეთ სანამ დროა.  


სასიამოვნოა თანამოაზრეების ხილვა, ძალიან ცოტა ვართ მერწმუნე smile.gif QNET-ი იმენა ლიფსიტაა ვეშაპი Bitcoin-ის ფონზე :X იოლი ფული გონია ყველას და სიხარბე დაღუპავს საბოლოო ჯამში უმეტესობას, უფრო მეტი და მეტი და ერთ დღესაც ჩამოკრავს უბედურების ზარი user.gif რომ გამოვიდეს ამერიკა და კრიფტოვალუტები არალეგალურებად გამოაცხადოს და დაბანოს ყველა ამერიკული ექსჩეინჯები დედა აღარ ეყოლება კრიფტოებს yes.gif რისი შანსიც ჩემი აზრით გარკვეულ წილად ნამდვილად არსებობს.

This post has been edited by LorenZ on 1 Feb 2018, 21:29
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23919
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:30  #52104014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (LorenZ @ 1 Feb 2018, 21:25 )
უმრავლესობა ჯერ კიდევ შენნაირად ფიქრობს, ვნახოთ ვისი აზრი გამართლდება საბოლოო ჯამში smile.gif

არა მგონია უმრავლესობა ჩემნაირად ფიქრობდეს user.gif
აზრი არა აქვს რამის ნახვას, 100K-ზე რო ავა და 30K-ზე დავარდება შენ ისევ იგივე თემას გახსნი ან ვინმე შენი თანამოაზრე : )
INGATO
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 938
წევრი No.: 179518
რეგისტრ.: 9-January 14

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:37  #52104061      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
QUOTE (The13thFloor @ 1 Feb 2018, 21:30 )
QUOTE (LorenZ @ 1 Feb 2018, 21:25 )
უმრავლესობა ჯერ კიდევ შენნაირად ფიქრობს, ვნახოთ ვისი აზრი გამართლდება საბოლოო ჯამში smile.gif

არა მგონია უმრავლესობა ჩემნაირად ფიქრობდეს user.gif
აზრი არა აქვს რამის ნახვას, 100K-ზე რო ავა და 30K-ზე დავარდება შენ ისევ იგივე თემას გახსნი ან ვინმე შენი თანამოაზრე : )

ზოგადად ვალუტა იმით ფასდება თუ რამდენად მყარია.


ჩამომიწერე მიზეზები თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქეშიდან ბიტკოინზე რატო უნდა გადავიდე.

თუ მარტო მაინინგისთვის გინდათ ასაღეთ ვიდეოკარტები და ამაინინგეთ არავინ გიშკით
LorenZ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4349
წევრი No.: 13285
რეგისტრ.: 2-October 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:54  #52104145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
The13thFloor
QUOTE
არა მგონია უმრავლესობა ჩემნაირად ფიქრობდეს


არადა ჯერ ჯერობით ჯერ კიდევ ფიქრობს მერწმუნე smile.gif თორე ჩემნაირად რომ ფიქრობდნენ დღეს მტვრის ფასი ექნებოდა ბიტკოინს biggrin.gif

QUOTE
აზრი არა აქვს რამის ნახვას, 100K-ზე რო ავა და 30K-ზე დავარდება შენ ისევ იგივე თემას გახსნი ან ვინმე შენი თანამოაზრე : )


ვერანაირად ვერ გადამარწმუნებს ვერავინ ჩემს მოსაზრებებში და ის რომ რომც ავიდეს 100K მდე და მერე 30K მდე დაეცეს არაფერს ცვლის რადგან თეორიულად არც მაგას არ გამოვრიცხავ (თუმცა ძაან ეჭვი მეპარება) მაგრამ აი თუ განულდება ოდესმე ან არანორმალურად დავარდება უკვე შემიძლია ვთქვა რომ გავარტყითქო ^^


QUOTE
არაფრის კეთებაში არავინ არაფერს იხდიდა არც არავინ იხდის და არც არავინ გადაიხდის. არაფრის კეთებაში ვგულისხმობ ვიდეოკარტების ყიდვას და ნაისჰეშზე გაშვებას და ლოდინს.


ენვიდიამ გამოაცხადა ამასწინად დაუთმეთ გეიმერებს კარტები იაფად და ნუ წევთ ფასს ესე უაზროდ მაღლაო რაც იმის საფუძვლიან ეჭვს მაძლევს რომ თვითონ NVIDIA-საც არ ჯერა იმის რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს გასტანს და აქცენტს მაინც თავიანთ ძირითად და სამომავლო უცვლელ მომხმარებლებზე აკეთებს ანუ გეიმერებზე. რომ ჯეროდეთ 100% რომ ეს მაინინგი უეჭველი გაგრძელდებოდა სტაბილურად მაშინ გაზრდიდა წარმოებას და დააკმაყოფილებდა ყველას მაგრამ არც მაგას არ აკეთებს, როგორც ჩანს ფიქრობენ რომ ზედმეტად დიდი რისკების შემცველი თემაა და არ უღირთ.

This post has been edited by LorenZ on 1 Feb 2018, 21:55
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23919
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 1 Feb 2018, 21:58  #52104162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (INGATO @ 1 Feb 2018, 21:37 )
ჩამომიწერე მიზეზები თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქეშიდან ბიტკოინზე რატო უნდა გადავიდე.

მე შემიძლია დავწერო მიზეზი რატომ უნდა დააგროვო ბიტკოინი და არა ქეში
2013 წლიდან დღემდე ლარი გაუფასურდა დაახლოებით 40 პროცენტით
ბიტკოინი კი გაიზარდა 100000 პროცენტით

QUOTE
არადა ჯერ ჯერობით ჯერ კიდევ ფიქრობს მერწმუნე smile.gif თორე ჩემნაირად რომ ფიქრობდნენ დღეს მტვრის ფასი ექნებოდა ბიტკოინს biggrin.gif

კვლევების მიხედვით მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს აქვს მფლობელობაში ბიტკოინი. რანაირად გამოდის უმრავლესობა? user.gif

This post has been edited by The13thFloor on 1 Feb 2018, 22:09
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0402 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]