forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Ringside muay thai gym, ტაილანდური კრივი, კრივი, კიკ ბოქსინგი
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3719
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 01:49  #51363758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხშირად ისმის კითხვა ამ ფორუმზე სად არის კიკბოქსინგის დარბაზი თბილისში, სად არის კრივის დარბაზი, სადმე თუ ასწავლიან მუაი ტაის საქართველოში, სადმე თუ არის გოგონათა ჯგუფი კიკ ბოქსინგში ან კრივში... კომფორტის შესახებ ისმის კითხვები, კომდიცირება, გათბობა კომფორტული გასახდელები და საშხაპეები და ა.შ.

მოკლედ ამ თემაში შეგიძლიათ გავცეთ ყველა ამ კითხვაზე პასუხი.

მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ ზემოაღნიშნულ დარბაზს. რინგსაიდ მუაი ტაი ჯიმი, არის ადგილი რომელიც აკმაყოფილება ნებისმიერ ზემოაღნიშნულ პირობას და ამავდროულად შეზღუდულია წევრების რაოდენობა რაც მწვრთნელების მხრიდან ყურადღებია გარანტიაა. ჯგუფებში მიიღება მაქსიმუმ 10 ადამიანი. არის ბიჭების მუაი ტაის წრე, მაგრამ სურვილის შემთხვევაში მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას როგორც მუაი ტაის ასევე კრივისა და კიკბოქსინგის ტურნირებზე. არის გოგოებისთვის ცალკე ჯგუფი კიკბოქსინგის სადაც შემუშავებულია სპეციალური პროგრამა რომლის მიხედვითაც გოგოები გაივლიან 3 ეტაპიან ვარჯიშს და პროგრამა მიზნად ისახავს როგორც თავდაცვის უნარების გაუმჯობესებას ასევე სხეულის ფორმის ფორმირებას უკეთესობისკენ.

მისამართი მარჯანიშვილის 44 ნომერი, ზაზა ფაჩულიას სასტუმროში არსებული სპორტული ცენტრი.
ფასი 80 ცალი კვირაში სამი დღე 2 საათი.
ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი. ბიჭების ჯგუფი 18:30 საათი. გოგოების ჯგუფი 20:30საათი.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 555221222
ნელ-ნელა ფოტოებს და ვიდეოება ავტვირთავ
ამ თემაში შეგიძლიაათ განიხლიოთ და რეკომენდაცია გაუწიოთ ნებისმიერ დარბაზს ამ სპორტებისას.
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59023
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 11:40  #51364743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ფასი 80 ცალი

ლარი ალბათ.

QUOTE
გოგოების ჯგუფი 20:30საათი.

ჰო, ათ საათზე რომ მორჩება გოგო ვარჯიშს და სახლში წავა, მერე შეუძლია, რომ გზადაგზა გამოიყენოს ვარჯიშის დროს ათვისებული უნარები, აკიდებული ჯიბგირების მოსაგერიებლად.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3719
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 12:13  #51364937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჰო, ათ საათზე რომ მორჩება გოგო ვარჯიშს და სახლში წავა, მერე შეუძლია, რომ გზადაგზა გამოიყენოს ვარჯიშის დროს ათვისებული უნარები, აკიდებული ჯიბგირების მოსაგერიებლად.


აბაა, 8 საათის მერე რომ ქალი ქუჩაში გავა ოჯახში შესაშვები არაა...
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59023
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 14:47  #51365824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NIKA-999
QUOTE
8 საათის მერე რომ ქალი ქუჩაში გავა ოჯახში შესაშვები არაა...

ეგ რა შუაშია?

ჯერ ერთი, საღამოს ცხრის ნახევარზე ვარჯიშის დაწყება უკვე გვიანია, ქალისათვისაც და კაცისათვისაც.
მერე მეორე, ქალი რაც არ უნდა გულადი იყოს და ფეხებზე ეკიდოს მურთაზული სტერეოტიპები (რასაც შენ ამბობ), ეგ ვერ იხსნის აბეზრებისა და პოტენციური მოძალადეებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზ. ტრანსპორტით სარგებლობს და ბნელ ქუჩებსა და სადარბაზოებში უწევს სიარული.
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3719
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 16:56  #51366599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Solveig @ 20 Sep 2017, 14:47 )
NIKA-999
QUOTE
8 საათის მერე რომ ქალი ქუჩაში გავა ოჯახში შესაშვები არაა...

ეგ რა შუაშია?

ჯერ ერთი, საღამოს ცხრის ნახევარზე ვარჯიშის დაწყება უკვე გვიანია, ქალისათვისაც და კაცისათვისაც.
მერე მეორე, ქალი რაც არ უნდა გულადი იყოს და ფეხებზე ეკიდოს მურთაზული სტერეოტიპები (რასაც შენ ამბობ), ეგ ვერ იხსნის აბეზრებისა და პოტენციური მოძალადეებისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზ. ტრანსპორტით სარგებლობს და ბნელ ქუჩებსა და სადარბაზოებში უწევს სიარული.

უბრალოდ უმეტესობისთვის ეს დრო არის მისაღები, იქიდან გამომდინარე რომ 7-8 საათამდე მუშაობს ბევრი და სახლში მისვლა ჭამა გამოცვლა ჩანთის აღება უჭირს. დროები შეთავსებულია წევრების სურვილიდან გამომდინარე, თორე სხვა დრო რომ აწყობდეთ და უფრო მეტი ხალხი თუ მოვა სხვა დროის შემთხვევაში ადმინჯსტრაციაც რა თქმა უნდა მომგებიან დროს აირჩევდა და მითუმეტეს ყველაზე დამღლელი თვითონ ტრენერებისთვის არის გვიანამდე მუშაობა. ასე რომ ვისაც პრობლემა არ აქვს გვიან გარეთ გასვლამსე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმ ფაქტში რომ გვიან ივარჯიშონ. 90% დარბაზის კლიენტებისა დასაქმებულია და დღის საათებში უბრალოდ არ სცალიათ.
Mr-Raptor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1155
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 9 Oct 2017, 14:58  #51472903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Solveig @ 20 Sep 2017, 11:40 )
QUOTE
ფასი 80 ცალი

ლარი ალბათ.

QUOTE
გოგოების ჯგუფი 20:30საათი.

ჰო, ათ საათზე რომ მორჩება გოგო ვარჯიშს და სახლში წავა, მერე შეუძლია, რომ გზადაგზა გამოიყენოს ვარჯიშის დროს ათვისებული უნარები, აკიდებული ჯიბგირების მოსაგერიებლად.

facepalm.gif 90-ანი წლები მაინც იყოს რეალობასთან ახლოს იქნებოდა ეგ ყველაფერი, სასტუმრო ცენტრშია გადანათებულია ყველაფერი, თუ სადღაც თბილისგარეთ არ ცხოვრობ ასევე ყველა უბანი ძალიან კარგადაა განათებული მაგის საშიშროება დღეს 0-ის ტოლია უკვე, სადარბაზოში თუ დაგხვდა ვინმე მაგ შემთხვევაში კი გინდა 8:30 დაგიწყია ვარჯიში და გინდა 11:30-ზე facepalm.gif

გოგოების განა რამდენი წრეა სადაც ხარისხიანად შეგიძლია რო ივარჯიშო და + თავდაცვა გასწავლონ

აკიდებული ჯიბგირი კარგი იყო gigi.gif

ნიკა გინდა რო ხალხი იმ დროს ავარჯიშო რო ჯიბგირები აეკიდნონ და მერე ჯიბგირებმა მაყუთი გაგიყონ ხო gigi.gif გაიშიფრე უკვე ხო ხედავ biggrin.gif
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59023
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 9 Oct 2017, 18:35  #51474132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr-Raptor
QUOTE
ნიკა გინდა რო ხალხი იმ დროს ავარჯიშო რო ჯიბგირები აეკიდნონ და მერე ჯიბგირებმა მაყუთი გაგიყონ ხ


საოცარი ფანტაზია გაქვს. იმდენად ფანტასტიკური დასკვნები გამოიტანე ჩემი პოსტიდან რომ, შემთხვევით, გამოცდილება ხომ არ გაქვს მიღებული
QUOTE
90-ანი წლებში

?


QUOTE
სასტუმრო ცენტრშია გადანათებულია ყველაფერი,

love.gif
მთავარია, სასტუმროა ცენტრში. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი სად ცხოვრობს. მერე, როგორი დახვეწილი სატრანსპორტო სისტემა გვაქვს თბილისში და რა იაფია ტაქსი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დავწერე ზემოთ
QUOTE
საღამოს ცხრის ნახევარზე ვარჯიშის დაწყება უკვე გვიანია,


მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ვიღაცისათვის ეს დრო მისაღებია სამსახურის გამო. 8 საათზე რომ სამსახურიდან გამოვა და ცხრის ნახევარზე ვარჯიშს დაიწყებს, თერთმეტის ნახევარზე მორჩება ვარჯიშს და მერე 1 საათს გზას მოუნდება, შინ მისული კარგად მიირთმევს (სამსახურისა და ვარჯიშისაგან დაღლილი) და მაშინვე დაიძინებს, ეგ არაა ნორმალური დღის რეჟიმი.

ადამიანმა შეიძლება ივარჯიშოს არაუგვიანეს საღამოს 6-7 საათისა. ამის შემდეგ უნდა მიირთვას მსუბუქად, დაისვენოს და მოემზადოს მომდევნო დღისათვის.

თუ გინდათ-დაიჯერეთ, თუ არადა, გააგრძელეთ ღლიცინი, მხოლოდ, მე ნუ მომნიშნავთ მეტად.

This post has been edited by Solveig on 9 Oct 2017, 18:44
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3719
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2017, 00:42  #51476279      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
შენ დაიწყე კრიტიკა და პასუხის მიღება რატომ არ გინდა?

ანუ შენი ლოგიკით ადამიანმა ვინც მუშაობს სტანდარტული გრაფიკით არ უბდა ივარჯიშოს?

ისე ცნობისთვის გოგოების ჯგუფი 8 საათზე გადავიტანეთ და ან ეტაპზე შევსებულია რაოდენობა, ახალი უგუფი გაიხსნა დღის პირველ საათზე გოგოების.

არ ვიცი ასე აგრესიულად რატომ ხარ განწყობილი, მაგრამ ფაქტია ცუდს არაფერს ვსაქმიანობთ, პირიქით ხალხს ვეხმარებით ივარჯიშონ, ფიზიკური ფორმა გაიუმჯობესონ და თავდაცვის უნარებიც შეიძინონ, თან ამ ყველაფრისგან სიამოვნება მიიღონ. მესმის შენთვის მიუღებელია რამე მაგრამ არსებობს ხალხი ვისთვისაც მისაღებია და დადის კიდეც ასეთი ხალხი. ამ დროისთვის 6 დამოუკიდებელი ჯგუფი არსებობს და მხოლოდ ეს ჯგუფია გავსებული და რა ვუთხრა ამ ხალხს, Solveig ს არ მოსწონს ჩვენი ეს გრაფიკი და ბოდიშით ვეღარ გავარჯიშებთო?

ვარჯიში რა დროს არის კარგი დ არა დროს ცუდი ეგ ყველამ იცის, რა უნდა ჭამონ და რა არა ეგეც, მაგრამ ყველაფერი ისე საათივით ვერ არის აწყობილი როგორც ბევრს წარმოუდგენია. ჩვენ დარბაზში ამ ფორუმიდან 9 ადამიანი ვარჯიშობს ამ ეტაპზე, ყველა ამ განყოფილების წარმომადგენელია და უკმაყოფილო რომ იყოს ვინმე დაწერაც არ მოერიდებოდათ.

უბრალოდ არ მესმის ყოველთვის ყველგან უწყინარ სიტუაციებშიც კი რატომ ჩნდება ხალხი ვინც ყველაფერში უარყოფითის დანახვას და კრიტიკას ცდილობს. პირდაპირ ვიტყვი და არ არის ეს კაი საქციელი. არ მოგწონს რამე ? გაატარე.


თემაა ზოგადად დარბაზების და დაწერეთ სხვა ალტერნატივები, შევადაროთ და განვიხილოთ, მე ჩემი მაქვს და იქნებ ვინმესთვის სხვა ადგილია მისაღები, ან სხვა დრო ან სხვა ფასი და ა.შ.

აქ არაფერია საკამათო და საკრიტიკო, მითუმეტეს ყოველგვარ აზრს და ლოგიკას მოკლებული კრიტიკა. პოლიტიკოსები აღარ ეკიდებიან ერთმანეთს ასეთ უწყინარ რამეებზე.
Mr-Raptor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1155
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 10 Oct 2017, 09:27  #51477013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
NIKA-999
მაგას ვერ ვხვდები მეც, უამრავი ფაქტია ფორუმზე რო ხალხი კითხულობს დარბაზს და უამრავი დარბაზი ვიცი რო მიხვალ და ფეხებზე კიდიხარ ყველას ლიჟბი ფული იხადო თვის ბოლოს და 1-2-ჯერ თუ მოგაქცევენ ყურადღებას, თემა გაიხსნა ინფო დაიდო რო ვისაც სურვილი აქვს ყველაფერი რო გაიგოს და უცბად ვიღაცა ყოველთვის გამოხტება და თავის ნეგატიურ აზრს აფიქსირებს, რატო თორე კი, თუ არ გაწყობს რაღაცა საერთოდაც ნუ დაწერ წაიკითხე და გადი რა, თან ჭკუას რო გარიგებენ როდის არ ვარჯიში კარგი და როდის არ შეიძლება ეს უკვე სასაცილოა მეტი არაფერი,ღამე ჭამაც არ ვარგა მაგრა ისეთი რიტმით ვცხოვრობთ რო შეიძლება 11-მდე ჭამა ვერ მოვახერხო ხოლმე და რა მერე მშიერი დავიძინო ამის გამო? ჭკუის რიგებას ჯობია რო უბრალოდ ან გაატარონ ან დადებითად პოზიტიურად შეხვდნენ სიახლეს რო ჯანსაღი ცხოვრების შეთავაზებაა პოსტი და არა დაძალება
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59023
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 10 Oct 2017, 17:25  #51479660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
NIKA-999
სიამოვნებით გავატარებ, უსაფუძვლო და ფანტასტიკური კომენტარები რომ არა. მაგალითად, ასეთი:

QUOTE
, 8 საათის მერე რომ ქალი ქუჩაში გავა ოჯახში შესაშვები არაა...

QUOTE
ნიკა გინდა რო ხალხი იმ დროს ავარჯიშო რო ჯიბგირები აეკიდნონ და მერე ჯიბგირებმა მაყუთი გაგიყონ ხო gigi.gif გაიშიფრე უკვე ხო ხედავ biggrin.gif

დავწერე, რაც არ მომეწონა-გვიანი საათები და ავხსენი-რატომ არ მომწონს. არ მეთანხმებით-გაატარეთ თქვენც.
QUOTE
ენ დაიწყე კრიტიკა და პასუხის მიღება რატომ არ გინდა?

ზემოთ რაც ამოვწერე, შენი და მრ. რაპტორის კომენტარებიდან, ის პასუხი არაა, ეგაა ცინიზმი.

რაღაც სახის მომსახურებაზე როცა ხსნი თემას, ისიც უნდა იცოდე, რომ ვიღაცას მოეწონება შემოთავაზებული პირობები, ვიღაცას-არა. ძალიან მარტივია.
QUOTE
რატომ ჩნდება ხალხი ვინც ყველაფერში უარყოფითის დანახვას და კრიტიკას ცდილობს. პირდაპირ ვიტყვი და არ არის ეს კაი საქციელი.

მიშა სააკაშვილიც ეგრე ამბობდა თავის დროზე. რაღაც ხომ კეთდებაო და უმადურებო, როგორ თუ აკრიტიკებთო.
ნებისმიერ კრიტიკაში შეიძლება ნახო ისეთი რაღაც,. რაც შემდეგში მომსახურებას გაგაუმჯობესებინებს და დაგახვეწინებს და შესაბამისად, დამფასებლების რიცხვიც მოიმატებს.

აბა ჰე. კარგად იყავით და წარმატებებს გისურვებთ-ირონიის გარეშე.
NIKA-999
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3719
წევრი No.: 67386
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 10 Oct 2017, 18:09  #51479949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
მადლობთ. გასაგებია, გავითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0256 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]