PAINKILLERმადლობა პასუხისთვის, კი ჩემი მამაჩემის და ჩემი ძმის ხელით ვაპირებთ აშენებას ,ხელსაწყოები ყველაფერი გვაქ, მამაჩემი მშენებელ ინჟნერია პროფესიით, ეხერხება რემონტი, მაგალითად 70კვმ სახლი გავარემონტეთ წინა წელს 7000 ლარი დაგვიჯდა, ვანა ტვალეტი 0 დან გაკეთდა წყლის გაყვანილობა, კაფელ მეტლახი და ყველაფერი მოკლედ, ახალი ელ გაყვანილობა მთელ სახლში, შემოსასვლელ სამზარეულოში მეტლახი, ერთადერთი რაც არ გაკეთდა მეტალოპლასმასი კარ ფანჯრები და კარებები, ძველი დავტოვეთ რადგან კარგ მდგომარეობაშ იყო თან ნაღდი ხე იყო ფიჭვნარის....
მოკლედ, 4 საძინებელი, სამზარეულო მისაღები ერთად, ვანა ტუალეტი ერთად, იატაკები მეტლახი ვანაშ და სამზარეულოში, კედლების ცემენტით-გაჯით-შპაკლით გალესვა შეღებვა, ცენტრალური გათბობა ,ბაკიანად რადიატორებთან ერთად დაგვიჯდა 7000 ლარი, დათვლილიც გვაქ.
ყველაზე ძვირი დაგვიჯდა კაფელ მეტლახის მასალები და ცენტრალური გათბობა. ამან წაიღო მხოლოდ მთელი რემონტის 40% ფასი. რომ გავიკითხეთ მერე მყავს ნაცნობი ხელოსნები დამითვალეს 17--18 ათასი ლარი რომ გაეკეთებინათ ხელოსნებს ჯერ დანგრევა მერე რემონტი.
თან რაღაცეებზე დავზოგე ფული და მაიმარკეტიდან მეორადი რადიატორები კარგ მდგომარეობაშ, მეორადი სამზარეულოს ავეჯი, მეორადი გათბობის ქვაბი გარანტიით, ამით ამ ყველაფრის ფასი ახალთან შედარებით 30% დამიჯდა, რადგან სახლს ვაქირავებ ხარისხზე დიდი მოთხოვნა არ მქონაი რადგან საბოლოოდ მაინც აფუჭებენ....
ხოდა ეხლა ეს გამოცდილება რომ გვაქ უკვე შეგვიძლია დაახლოებით დავთვალოთ და გავაკეთოთ სახლი 0 დან, ოღნდ კარკასს ვერ ავაშენებთ მაგის წვალების თავიც და ცოდნა-ხელსაწყო-მასალა არ გვაქ მაგიტომ მაინტერესებს.
ბლოკის დადგმა -გარე -შიდა ლესვა, და დანარჩენი უკვე ადვილია რომც არ იცოდე და ნელნელა ოღონდ სწორედ აკეთო ისწავლი კაცი. განა სხვა ხელოსნები როგორ სწავლობენ ? :დ ფოტოებს დავდებდი იმ რემონტისას მაგრამ ტელეფონი გავყიდე რაც მაგ დროს მქონდა.... თუ შემხვდა სადმე დავპოსტავ
This post has been edited by datoska on 10 Nov 2020, 23:39