მოკლედ ეს ისეთ თემას ვხსნი, რომ მუდამ უნდა იცოცხლოს
ჯერ მარტო ამის გამო ძლივს დავაგროვე 100 პოსტი, რომ ამ განყოფილებაში თემა გამეხსნა
ესეგი რა ხდება, აქ კი არის რაღაც თემა აპინული "დიდი ფეხბურთი" მაგრამ შევედი და მკვდარია ამიტომ ჩვენ მოვახდენთ მის რეინკარნაციას
დიღმის მასივში მესამე კვარტალში არის სტადიონი OMC ასე ეძახიან. აუზი რომ არის თუ იცით მანდ არის ეს სტადიონი. აქ ვთამაშობთ ხოლმე 8-8 ზე, ანუ 1 კარში და 7 გარეთ. ვინმეს თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ აქ და თითქმის ყოველდღე შემიძლია 8 კაცის მოგროვება. ეს სტადიონი არის ცოტა ძველი გაკეთებული, მაგრამ თამაში შეიძლება. ძირითადად ვთამაშობთ ხოლმე საღამოს 8-9-10 საათზე, თამაში ღირს ძალიან იაფი. თბილისსში ალბათ ასე იაფად არავინ მოგაქირავებთ ამხელა სტადიონს. 1 საათი 30 ლარი. მაგრამ ჩვენ გვიცნობს მოკლედ ამ სტადიონის დარაჯი და 2 საათს 45 ლარად ვთამაშობთ.
რაც შეეხება მეორე სტადიონს, ალბათ ყველამ იცით იოსებიძეზე 161 სკოლის სტადიონი, საბურთალოს სტადიონია. რომელზეც ბალახი უკეთესია ვიდრე დიღომში, უბრალოდ აქ სულ რიგია და თან 7-7 ზე თამაშობ. პლიუს ამას სიძვირეა 50 ლარი ღირს 1 საათი.. შენი სათამაშო დრო რომ გავა მოვა დარაჯი და არც არაფერს დაგიმატებს, პირიქით ეგრევე გამოგიშვებს სტადიონიდან , თან 99 % ში შენს მერეც ვიღაც გუნდი იცდის და მოკლედ ვერ თამაშობ გემრიელად.
ერთი სიტყვით ვისაც გაქვთ სურვილი შემეხმიანეთ და ვითამაშოთ. ჩვეულებრივი მოყვარული ფეხბურთელები ვართ, არაფერი განსაკუთრებული და მაინც და მაინც აქტიურ ფეხბურთელებს ნუ დაგვიპირისპირებთ