შარლოტა კორდე ბოლო სიცოცხლის ბოლო საათებში დახატეს.....
საგულისხმოა რომ ერთ ერთ ცენტრალურ ქუჩას ქალაქ კანში იგულისხმება ( Caen და არა kahn სადაც კანის კინოფესტივალი ტარდება)... მისის სახელი ქვია.
ზოგისთვის მარატია ჯალათი და შარლოტა წამებული ასე მაგალითად .. ვაკოპირებ
25 წლის გოგომ სახელად შარლოტა კორდე გაათავისუფლა დედამიწა სისხლისმსმელი არსებისგან, ჯალათისგან რომლისნაირები 1793 წლის შემდეგ არ ყოფილან არცერთი ევროპული ქვეყნის ხელისუფლებაში – 1917 წლამდე, როდესაც რუსეთში ბოლშევიკები მოვიდნენ.
ჟან-პოლ მარატი განადგურდა 1793 წლის 13 ივლისს.
გარემოებებიდან გამომდინარე, შარლოტა კორდემ ზუსტად იცოდა, რომ მკვლელობის შემდეგ მიმალვის შესაძლებლობა არ იარსებებდა, ისევე როგორც ზუსტად იცოდა, რომ სასამართლო მას სიკვდილს მიუსჯიდა. მკვლელობამდე მან დაწერა წერილი, რომელშიც დაადასტურა რომ მოქმედებდა მარტო, ვინმეს დახმარების გარეშე.
განაჩენის გამოტანის შემდეგ მან დაასრულებინა მხატვარს თავისი სურათი, რომელიც დაწყებული იყო ჯერ კიდევ სასამართლოს დროს. მხატვარის მუშაობის დროს ის მას სხვადასხვა თემებზე ესაუბრებოდა. სურათი დღეს ვერსალის მუზეუმშია. ეს არის შარლოტა კორდე სიცოცხლის ბოლო საათებში:
გილიოტინასთან მან უთხრა ჯალათს ეცალა მისთვის ამ მექანიზმის დათვალიერება, რადგან “ის არასდროს უნახავს და შემდეგში ამის საშუალება აღარ მიეცემოდა”. სიწყნარეს ინარჩუნებდა როგორც სასამართლოზე, ისევე განაჩენის აღსრულების ბოლო მომენტამდე. გილიოტინაზე თავი სხვისი დახმარების გარეშე დადო. ეს მოხდა 1793 წელს, 17 ივლისს.
მიმაგრებული სურათი