როგორც უკვე აღვნიშნე ეს პატარა მღრღნელი არის ერთ-ერთი უსაყვარლესი,ულამაზესი და ძვირიანი, მგონი ღირსია რომ ცალკე თემა მივუძღვნათ ამ თემაში ვისაუბროთ მხოლოდ ამ ცხოველზე.
ცოტა რამ ამ მღრღნელების შესახებ
Род шиншилл относится к семейству Шиншилловых, подотряда Дикобразовых, отряда Грызунов.
ინდიელების გადმოცემით ამ მღრღნელის სახელი დაკავშირებული,ერთ-ერთი ინდიელი ტომის სახელთან ''ჩინჩილ'' ''ხინხა'' ან ''ჩინჩა'' ამ ტომის წარმომადგენლებს ეცვათ ძალიან რბილი ტანისამოსი შეკერილი მთის მღრღნელების ტყავებისგან. ეხლა რთული სათქმელია,ამ ტომმა დაირქვა ამ შესანიშნავი ცხოველების სახელი თუ პირიქით ამ ცხოველებმა დღემდე მოიტანეს იმ ტომის დასახელება. რომელიც მრავალი საუკუნის წინ იყო განადგურებული ძლევამოსილი ''ინკების'' მიერ.
ინკებმა დიდად შეაფასეს ეს ბეწვი, რომელისგანაც შეკერილი ტანსაცმელი მხოლოდ გამორჩეულებს შეეძლოთ ეტარებინათ.ამისდა მიუხედავად დაჭერილი ცხოველების რაოდენობამ მიაღწია სასწაულ ციფრებს.ინკებმა ბევრად მეტი ცხოველი გაანადგურეს ვიდრე ''ხინხამ'', ინკებმა ასევე ისწავლეს რთვა ამ ცხოველის ბეწვისგან,შემდგომ კი ქსოვდნენ შესანიშნავ მოსასხამებს,შალებს და ასე შემდეგ.
განვლო საუკუნეებმა და ამერიკას ესტუმრნენ ევროპელები, რომელთა თვალთახედვას არ გამორჩა ეს ცხოველი და მისი შესანიშნავი ბეწვი.ამ დროიდან დაიწყო შინშილების მასიური ჟლეტა ბეწვის გამო. დაჭერილ იქნა ათი ათასობით ეს უსაყვარლესი მღრღნელი. შინშილის ტყავებისგან შეკერილი ქურქები პირველად ესპანეთის სამეფო კარზე გამოჩნდა.ზუსტად ეს მომენტი გახდა ომის დასაწყისი პატარა მღრღნელებთან.
შინშილების ქურქების ექსპორტი ჩილიდან
წელი რაოდენობა,ათასი ცალი
1885 184.548
1896 321.375
1897 147.468
1898 332.328
1899 435.463
1900 370.800
1901 385.170
1902 126.940
1903 144.000
1904 314.100
1905 247.836
1910 152.863
1915 3.202
1917 4.380
1918 ექსპორტი შეჩერებულია
ასე რომ XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის უზარმაზარ კონტინენტზე პრაკტიკულად აღარ დარჩა შინშილები.
ეჩვენებოდათ თითქოს შინშილა გაქრა საერთოდ,მაგრამ ამ დროს ამ ცხოველით დაინტერესდა არგენტინელი ინჟინერი M. F ჩეპმენი. 1920 წელს მან დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა მიიღო ნებართვა ჩილის ხელისუფლებისგან და დაიქირავა 23 მონადირე ინდიელი. მათ 3 წლის განმავლობაში მოახერხეს დაეჭირათ 11 შინშილა. 3 დედალიმდა 8 მამალი. ჩეპმენის მიერ ჩამოყვანილმა მღრღნელებმა სათავე დაუდეს ამ ცხოველის მასიურ გამრავლებას. თავდაპირველად წყვილის ფასი აღწევდა 3200$-ს. XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკაში და კანადაში არსებობდა ათასობით ფერმა და რანჩო სადაც ამრავლებდნენ შინშილებს,მაგ დროიდან დაიწყეს შინშილების გაყიდვა როგორც შინაური ცხოველი.
სსსრ-ში 60-იანი წლებიდან მოყოლებული ცდილობდნენ შინშილების გამრავლებას.ამ მიზნის მისაღწევათ შესყიდულ იქნა 100 შინშილა. მოსკოვამდე ჩააღწია 96 ცხოველმა,4 ვერ გაუძლო ხანგრძლივ ფრენას.
ჩამოყვანილი შინშილების ნახევარი მიყვანილ იქნა მოსკოვთან ერთ-ერთ ინსტიტუტში,მაგრამ სამწუხაროდ ცხოველებს ვერ შეუქმნეს პირობები და ისინი დაიხოცნენ. შინშილების მეორე ნახევარი მოხვდა Всесоюзного научно-исследовательского института охотничьего хозяйства и звероводства в г. Киров. ამ ინსტიტუტის ფერმაში ცხოველებს შეუქმნეს პირობები და შინშილებმა გამრავლებაც კი დაიწყეს და რამოდენიმე ხნის შემდეგ ისინი გადაიქცნენ საინტერესო ცდების ობიექტებად.
300 შინშილამდე იქნა გაშვებული სამ მთიან რაიონში რუსეთში,მარა პროგრამა ''შინშილა'' მალევე იქნა დახურული. გადის წლები და კვლავ მოდის ცნობები უცნაური მღრღნელების შესახებ. ანუ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ შინშილები მიეჩვევიან ახალ კლიმატს და გაგვახარებენ თავიანთი არსებობით.
შინშილას ბუნებრივი ფერი ნაცრისფერია, ზურგზე და გვერდებზე აქ ნაცრისფერი რომელიც ზოგს უფრო მუქი აქ ზოგს კი მკრთალი,მუცელი კი თეთრი.მაგრამ მეოცე საუკუნის შუიდან დაიწყეს სხვადასხვა ფერების გამოყვანა.მას ციყვივით ტანი აქ,თაგვივით ყურები,ფუმფულა კუდი და საოცარი ბეწვი რომლის გამოც პრაკტიკულად გაქრა დედამიწის ზურგიდან. თუ ცხოველს ერთი წერტილიდან ამოსდის 1 ღერი თმა შინშილას ამოსდის 50-60 ღერი, ბუნებაში შინშილას წონა მერყეობს 400-500 გრამამადე,მაკობის(პეხმძიმობის) პერიოდი 105-115 დღე,საშუალოდ კი 111-112 დღე. შინშილა აჩენს 1-2-3 ლეკვს,რომელთაც აქვთ გახილული თვალები და არიან აქტიურები მარა სახლის პირობებში მეტსაც.შინშილა მზადაა შეჯვარებისთვის დაახლოებით 8 თვიდან. წელიწადში შეუძლიათ 2-ჯერ დაყარონ ლეკვები, სხვა მღრღნელებთან შედარებით შინშილების ფეხმძიმობის პერიოდი ძალიან გრძელია და ყრის მცირე რაოდენობის ლეკვებს.
შნინშილები ბინადრობენ მშრალ კლდოვან რეგიონებსი 400-5000 მეტრი ზღვის დონიდან. თავშესაფარებად იყენებენ კლდეებში ხვრელებს ან თუ არაა შესაძრომი მაშინ თხრიან ორმოებს.შინშილები შესანიშნავად არიან შეგუებულნი კლდეებში ცხოვრებას. მათ შეუძლიათ ტანის შეკუმშვა რატა გაძვრნენ ვიწრო ადგილებში. შინსილა აქტიურია ღამის პერიოდში ამიტომაც მას გააჩნია დიდი შავი თვალები,გრძელი ულვაშები და დიდი ყურები. მონაცემებით შინშილას ცხოვრობს 20 წლამდე(ეს ჯერჯერობით რეკორდია) შინშილები ცხოვრობენ კოლონიებად. ტანის სიგრძე 22-28 სმ.კუდი 7-15 სმ. დიდი თავი,დიდი თვალები,დიდი ყურები 5-6 სმ. უკანა თათები 2-ჯერ გრძელია ვიდრე წინები. უკანა თათებზე 4 თითი. წინებზე 5. კბილების რაოდენობა 20. საღეჭი კბილების რაოდენობა 16 რომელიც იზრდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყურებში შინშილას აქვს ტიხარი. რომელსაც კეტავს როდესაც ღებულობს ქვიშის აბაზანას მათი დახმარებით ქვიშ ვერ აღწევს შიგნით ყურში.
ცხოველების ექსპლუატაცია ბეწვისათვის დაიწყო 19 საუკუნეში და გრძელდება დღემდე.ერთი ქურქის შესაკერად საჭიროა დაახლოებით 100 ცხოველის ტყავი. 1928 წელს შინსილის ქურქი ღირდა ნახევარი მილიონი ოქროს მარკა. 1992 წელს კი 22000$.
შინშილის ბეწვი აღიარებულია საუკეთესოდ მსოფლიოში.
ზოგიერთი ფიზიოლოგიური მონაცემი პიტერ კ.ბერგხოფის Мелкие домашние животные. Болезни и лечение-ის მიხედვით
სხეულის ტემპერატურა 36-37,5° С
სუნთქვის სიხშირე 80-100 წუთში
გულის ცემა 100-150 წუთში
Половозрелость 4-8 თვე
ფეხმძიმობის ხანგრძლივობა 105-120 დღე
ლეკვების რაოდენობა(1 დაყრა) 1-6
სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-20 წელი
თუ ვინმეს გყავთ დაწერეთ, და დადეთ სურათები
This post has been edited by Iron Butterfly on 6 Jan 2011, 14:54