გამარჯობათ
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ ვერ ვერკვევი მსგავსი ტიპის პროგრამებში, ამიტომ თუ რამეს სულელურს ვიკითხავ ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ
ე.ი. მინდა პროგრამა, რომლითაც გავაკეთებ ვიდეოებს. კერძოდ, მინდა, რომ დავჭრა უკვე არსებული ვიდეოები, დავადო ხმა და ასე შემდეგ. ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ.
გთხოვთ, იქნებ მირჩიოთ ისეთი პროგრამა, რომლითაც გავაკეთებ ხარისხიან ვიდეოებს სავარაუდოდ იუთუბზე ასატვირთად.
მოკლედ მინდა კარგი პროგრამა რა, რომელსაც ჩავუჯდები და ვისწავლი.
მარტივ და უხარისხო პროგრამას მირჩევნია ცოტა რთულს და ხარისხიან პროგრამას ჩავუჯდე თავიდანვე და ის ვისწავლო, რომ მარტივში გასარკვევად დრო არ დავკარგო და მერე კიდევ სხვა არ მქონდეს დასამუღამებელი.
მოკლედ, ველოდები თქვენს რჩევებს
მადლობა წინასწარ