ამ რამოდენიმე ხნის წინ ესეთივე თემა მქონდა გახსნილი
ჯერ იყო და შარაძის იდეების გამზიარებლად შემრაცხეს
თუმცა რატომ ვერ ვხვდები... რა არის ამაში შარაძისეული.
მერე ეს თემა საერთოდ უკვალოდ გაქრა,
მოკლედ აქ დავწერ მე იმ ტესტებს რომლებიც
აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (და არა გურამ შარაძეს პარტიის "ენა, მამული, სარწმუნოება" - ოფისში)
მოდერს ვთხოვ ოფტოპიკები თუ იქნება ამოაშთოს ხოლმე
))
---------------------------
ლექსიკა; სტილისტიკა1. რომელი
არ არის ავსიტყვას სინონიმი
ა) ენამკვახე ბ) ენამწარე გ) ენაწყლიანი
2. შემოხაზეთ ანტონიმები
ა) დაბალი - მაღალი ბ) დაბალი - მაღლა გ) დაბლა - მაღლი
3.
მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით სიტყვა
ღრმას ანტონიმი
მოსწავლემ საგნის ................ ცოდნა გამოავლინა
4. შემოხაზეთ სინონიმები
ა) სწრაფად - ჩქარა ბ) სწრაფად - ჩქარი გ) სწრაფი - ჩქარა
5.
მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით სიტყვა
ღარიბის სინონიმი
ა) ბაბუას ოჯახში გაზრდილი შოშიელა ...... გლეხი იყო
6.
მრავალ წერტილის ნაცვლად ჩასვით სიტყვა
მშიშარას სინონიმი
ჩვენი რაზმის ............... უფროსი კი სახლში იყო შემალული
7.
მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით სიტყვა
გაკვირვებულის სინონიმი
......... გოგოები მონუსხულებივიტ იჯდნენ
8. შემოხაზეთ
ის პასუხი, სადაც გამოყენებულია
ომონიმებია) ცივი მზერა - ცივი ქარი ბ) ბატის ფრთა - თვითმფრინავის ფრთა
გ) ღამის ბარი - ბასრი ბარი
9. რა შემთხვევაშია გამოყენებული სიტყვა
ცხელი გადატანითი მნიშვნელობით
ა) ცხელი გული ბ) ცხელი ჩაი გ) ცხელი ჰავა
10.
წარუშლელი თუ
წაუშლელი, ჩასვით მრავალწერტილის ნაცვლად
მისმა მოღვაწეობამ ................ კვალი დატოვა.
11.
ცნებებად თუ
მცნებებად, ჩასვით მრავალწერტილის ნაცვლად.
იმ დროისათვის ქრისტიანობა და ქართველობა თითქმის იდენტურ ............. აღიქმებოდა
12.
აღქმული თუ
აღთქმული, ჩასვით მრავალწერტილის ნაცვლად.
.......... ქვეყანა კვლავ თავის მიმოფანტულ შვილებს უხმობდა
13.
გათვითცნობიერებული თუ
გაცნობიერებული, ჩასვით მრავალწერტილის ნაცვლად.
მას კარგად ჰქონდა .............. თუ რა მოვალეობა დაეკისრა.
14. მოცემული სიტყვებიდან
რომელია დიალექტიზმია) გარაჟი ბ) ბჟოლა გ) კნიაზი
15. რას ნიშნავს სიტყვა
ხელმრუდია) ქურდი ბ) ცაცია გ) მატყუარა