Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ISP FAQ > დელტა კომი?


Posted by: DOCTOR_N 7 Mar 2012, 12:44
ჩემს უბანში გაყავთ კაბელები. დელტა კომის ინტერნეტი და ტელევიზიაო.

პასუხი გამეცით და დახურეთ თემა smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

Posted by: insaider 8 Mar 2012, 20:20
და შენი უბანი სად არის დელტა კომმს რომ გაყავს ინტერნეტი? ბათუმი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: baggio_ge 8 Mar 2012, 20:31
DOCTOR_N
QUOTE
დელტა კომის ინტერნეტი და ტელევიზიაო.

არის ეს კომპანია,ძირითადად რეგიონებში გაყავს ინტერნეტი,აი ტელევიზიაზე ვერაფერს გეტყვი
* * *
www.delta-comm.ge
Tel: +995 [32] 291-05-10

Posted by: DOCTOR_N 11 Mar 2012, 13:14
კანცელარიის წინ, ინგოროყვას ქუჩა... smile.gif


Posted by: didi bege 12 Mar 2012, 08:46
მეეჭვება დელტა-კომმი ფიზიკურ პირებს ინტერნეტს უყენებდეს. ეგ ძირითადად მაგისტრალური პროვაიდერია და დიდ ორგანიზაციებზე მუშაობს ძირითადად

ისე იყო დრო ნახევარი საქართველო დელტას ინტერნეტზე იჯდაsmile.gif

Posted by: Dark_Angell 15 Mar 2012, 13:16
QUOTE
ისე იყო დრო ნახევარი საქართველო დელტას ინტერნეტზე იჯდა

ახლა ნახევარიაზერბაიჯანი ზის მაგათ ინეტზე biggrin.gif

ჩემი პროვაიდერი მაგალითად...

Posted by: Distortion 15 Mar 2012, 16:03
didi bege
მემგონი დაიწყეს. ბათუმში არიან DSL აბონენტები ვისი IP-ებიც რაიპის მიხედვით ეკუთვნის T-NET-ს და ეგ იგივე დელტაკომია.

Posted by: lg-2ch 5 Dec 2012, 19:59
http://news.ge/ge/news/story/18168-ara-internetis-maqsimaluri-sistsrafe-aramed-utsyvetoba

პროვაიდერებს უფასო ინტერნეტი არ აშინებთ
11 ივნისი 19:35
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის ბოლომდე თბილისის ყველა უბანი უფასო უსადენო ინტერნეტით დაიფარება. სიახლეს თბილისის მერიის პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიზანია კომუნიკაციის თავისუფლება, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობა - როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

”პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსსა და მეტროში იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით-Tbilisi Loves You და შევიდეს მასში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე” - აცხადებენ თბილისის მერიაში და აღნიშნავენ, რომ სიახლე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქმიანი, საგანმანათლებლო თუ გასართობი მიზნებისთვის ინტერნეტს აქტიურად იყენებს.

უსადენო ინტერნეტი არ არის გათვლილი დიდი მოცულობის ფაილების გასაგზავნად, მისი გამოყენება მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების შემოწმებისთვის შეეძლება. Wi-Fi სპეციალური ხელსაწყო “აქსეს პოინტით” გავრცელდება. ინტერნეტის ჯამური გავრცელების მაქსიმალური სიჩქარე 120 მეგაბიტი იქნება. თითოეული "აქსეს პოინტის" დაფარვის ზონა 300-დან 500 მეტრამდე დიამეტრია. ერთი ადამიანი 1-4 მეგაბიტი სიჩქარით სარგებლობას შეძლებს. სულ ქალაქის მასშტაბით 2 500-ზე მეტი აქსესპოინტი განთავსდება. თითოეულიდან ინტერნეტით სარგებლობა 4 მეგაბიტი შეერთებით, ერთდროულად 30 ადამიანს შეეძლება.

სიახლის გამოცხადების შემდეგ, ალაპარაკდნენ იმაზე, რომ პროექტი ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებს დააზარალებს, ან უკეთეს შემთხვევაში, კონკურენტუნარიანობას გაზრდის. თბილისის მერიის პრესამსახურის უფროსი თეა შათირიშვილი NEWS.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროექტის მიზანია ყველას და ყველგან შეეძლოს ინტერნეტით სარგებლობა.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ტურისტებისთვის“ - აღნიშნა შათირიშვილმა.

თბილისის მერიის განცხადებით, სახელმწიფო პატრონაჟით მსგავსი სახის მასშტაბური პროექტის განხორციელება უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით. მათი ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ვენაში, ამსტერდამში, რომში, პრაღაში, იერუსალიმსა და სტამბულში, უფასო ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ კომერციული ორგანიზაციების ტერიტორიებზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პროექტი ჯერ მხოლოდ იდეა იყო, მის მნიშვნელობაზე ევროპელი ტურისტების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძეც საუბრობდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათთვის ინტერნეტი არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება. ხშირად, ქვეყანაში ჩამოსვლამდე არკვევენ, თუ სად შეიძლება უფასოდ, თუნდაც ქუჩაში ისარგებლონ ინტერნეტით", - აცხადებდა სიდამონიძე.

თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, პროექტის - „თბილისი ინტერნეტქალაქი“ განხორციელებისთვის მერია არაფერს ხარჯავს და ის სრულად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება. თეა შათირიშვილის თქმით, თბილისის მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია „დელტაკომმა“.

როგორც “დელტაკომში” NEWS.GE-ს განუცხადეს, პროექტის ღირებულება 14 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და მას აუქციონში გამარჯვებული კომპანია აფინანსებს. პროექტის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ კი, კომპანიის ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

NEWS.GE-მ ახალ პროექტზე ინტერნეტპროვაიდერ კომპანიებსაც ჰკითხა აზრი. „სილქნეტში“ მიესალმებიან სიახლეს. მათი აზრით, რადგან მომხმარებლებს სჭირდებათ ინტერნეტი მუდმივ რეჟიმში, ინტერნეტი ქალაქის ქუჩებში საინტერესო პროექტია. მათივე ინფორმაციით, „სილქნეტი“ აღნიშნულ სერვისს დღესაც სთავაზობს მოსახლეობას იმ მხრივ, რომ რუსთაველსა და მარჯანიშვილზე სილქნეტის უსადენო ინტერნეტი სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

„ახლო მომავალში სილქსპოტები გაცილებით მეტ ქუჩაზე იქნება ხელმისაწვდომი“ - განუცხადეს „სილქნეტის“ პრესსამსახურში news.ge-ს. ისინი არ ფიქრობენ, რომ სიახლე დააზარალებს ინტერნეტპროვაიდერებს, რადგან აღნიშნული ინტერნეტის სახლის პირობებში გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა.

„ე.წ. Fiber To The Home არქიტექტურის ინფრასტრუქტურით მიწოდებული ინტერნეტის ჩანაცვლების რისკს ვერ ვხედავთ“ - დასძენენ კომპანიაში.

თბილისის მერიის ინიციატივას “კავკასუს ონლაინშიც” პოზიტიურად და სასარგებლოდ აფასებენ. როგორც კომპანიის პრესამსახურში NEWS.GE-ს განუცხადეს, პროექტის მიხედვით, Wi-Fi ისეთი სახით არის განსაზღვრული, რომ “კავკასუს ონლაინისთვის” არანაირ კონკურენციას არ ქმნის.

„რადგან „კავკასუს ონლაინის” სერვისი და ინტერნეტის სიჩქარე სრულიად განსხვავებულია. ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის შესაძლებლობებს ახალი პროექტის WI-FI ვერ ჩაანაცვლებს“ - აღნიშნავენ კომპანიაში.

Posted by: Distortion 5 Dec 2012, 21:48
ეგ კი კარგია ყველაფერი, მაგრამ ISAKMP და ასე შემდეგ ამობლოკილი აქვთ მაგ ქსელში და მე ჩემს ელფოსტას (თუნდაც SMS ვერიფიკაციით დაცულს) ვერ ვანდობ ეგეთ ქსელს. VPN-ის ამოკეტვა ეგეთ ქსელში არის მარაზმი. დიდი მინუსი მენეჯმენტს მაგაში.

Posted by: se-w910 24 Jan 2013, 12:37
ამათი პაკეტების ფასები არ იცით? კახეთში დაიწყეს დაქსელვა

Posted by: NuTRiCuLa 28 Jan 2013, 14:11
ხოო დაქსელეს უკვე კახეთში .... სიჩქარე ან რამე რამდენი იქნება ? საიტიც ვერ ვნახე სადაც პაკეტები იქნებოდა ნაჩვენები :|

Posted by: shikomoto 28 Jan 2013, 14:18
http://deltanet.ge ესაა საიტი და ესეც ფასები, მარა არამგონია კერძო სახლებში შეიყვანონ კახეთში კორპუსები სადაც იდგა იქ შეყავთ და სოფლები რო დაქსელონ ოპტიკური ქსელით მაშინ სულელი უნდა იყო რო ეგ გააკეთო ძალიან დიდი თანხა ჯდება, ამ მაჩვებს არამგონია მაგხელა თანხის გადაყრა უღირდეთ
FTTB - თბილისი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
პაკეტი-1 25 მბ/წმ 10 ლარი 20 ლარი
პაკეტი-2 30 მბ/წმ 10 ლარი 30 ლარი
პაკეტი-3 35 მბ/წმ 10 ლარი 55 ლარი

FTTH - რეგიონი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
შეზღუდული 1 მბ-მდე 20 ლარი 20 ლარი
სტანდარტ 4 მბ-მდე უფასო 30 ლარი
სილვერი 6 მბ-მდე უფასო 40 ლარი
გოლდი 10 მბ-მდე უფასო 60 ლარი
VIP 12 მბ-მდე უფასო 100 ლარი

Posted by: Niku7a 31 Jan 2013, 13:47
ჩემი კორპუსის სიახლოვესაც გაიყვანეს აღმაშენებელზე, ყოველ შემთხვევაში ჭებს ეგრე აწერია და დელტა კომის სპეც ტანსაცმლიანი პრესონალიც დავინახე და შემოიყვანენ კორპუსში ანუ?
20 ლარად 25 მბ უწერიათ და არ გავარტყი სილკნეტს? biggrin.gif

Posted by: konformist 31 Jan 2013, 14:27
საიტზე უწერიათ "საქართველოს მასშტაბით სრული დაფარვის ზონა". ჰოდა რამდენად სრულია, უფრო კონკრეტული დაფარვის რუკა ან რამე მსგავსი კონკრეტული რეგიონისათვის როგორ გავიგოთ?

Posted by: "გიორგი" 2 Feb 2013, 18:54
QUOTE (shikomoto @ 28 Jan 2013, 14:18 )
http://deltanet.ge ესაა საიტი და ესეც ფასები, მარა არამგონია კერძო სახლებში შეიყვანონ კახეთში კორპუსები სადაც იდგა იქ შეყავთ და სოფლები რო დაქსელონ ოპტიკური ქსელით მაშინ სულელი უნდა იყო რო ეგ გააკეთო ძალიან დიდი თანხა ჯდება, ამ მაჩვებს არამგონია მაგხელა თანხის გადაყრა უღირდეთ
FTTB - თბილისი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
პაკეტი-1 25 მბ/წმ 10 ლარი 20 ლარი
პაკეტი-2 30 მბ/წმ 10 ლარი 30 ლარი
პაკეტი-3 35 მბ/წმ 10 ლარი 55 ლარი

FTTH - რეგიონი

პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
შეზღუდული 1 მბ-მდე 20 ლარი 20 ლარი
სტანდარტ 4 მბ-მდე უფასო 30 ლარი
სილვერი 6 მბ-მდე უფასო 40 ლარი
გოლდი 10 მბ-მდე უფასო 60 ლარი
VIP 12 მბ-მდე უფასო 100 ლარი

უკაბელო სისტემა აქვთ მაგალითად თბილისის ემოგარენში რომ ჩავრთოთ ინტერნეტი?

Posted by: Mama_Basili 13 Feb 2013, 10:37
QUOTE
პაკეტი-1 25 მბ/წმ 10 ლარი 20 ლარი
პაკეტი-2 30 მბ/წმ 10 ლარი 30 ლარი
პაკეტი-3 35 მბ/წმ 10 ლარი 55 ლარი

მე მითხრეს იურიდიულ პირზე 180 ლარი ჯდებაო და მინიმალური პაკეტი არის გლობალი 1მბ/წ და ლოკალი 5მბ/წ.
კერძო პირებს არ ვემსახურებითო.
საიტზე რა ფასები წერია კაცმა არ იცის

Posted by: insaider 15 Feb 2013, 20:33
QUOTE (Dark_Angell @ 15 Mar 2012, 13:16 )
QUOTE
ისე იყო დრო ნახევარი საქართველო დელტას ინტერნეტზე იჯდა

ახლა ნახევარიაზერბაიჯანი ზის მაგათ ინეტზე biggrin.gif

ჩემი პროვაიდერი მაგალითად...

ეგ პირიქით ხომ არ არის შემთხვევიდ მთელი საქართველოს პროვაიდერები აზერბაიჯანიდა მოწოდებულ ინტერნეტზე რომ იჯდენ სილქნეტის თამადობით?, გამონაკლისი რა თქმა უნდა კავკასუს ონლაინია და მისგან ვინც ყიდულობს ინტერნეტს

Posted by: Tank Ace 3 Mar 2013, 09:41
QUOTE (shikomoto @ 28 Jan 2013, 14:18 )
http://deltanet.ge  ესაა საიტი და ესეც ფასები,
FTTH - რეგიონი
პაკეტი გლობალური სიჩქარე დაყენების საფასური ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
შეზღუდული 1 მბ-მდე 20 ლარი 20 ლარი
სტანდარტ 4 მბ-მდე უფასო 30 ლარი
სილვერი 6 მბ-მდე უფასო 40 ლარი
გოლდი 10 მბ-მდე უფასო 60 ლარი
VIP 12 მბ-მდე უფასო 100 ლარი

შეიცვალა ტარიფები.
შეზღუდული 5 მბ-მდე 20 ლარი 20 ლარი
სტანდარტ 25 მბ-მდე უფასო 30 ლარი
სილვერი 40 მბ-მდე უფასო 40 ლარი
გოლდი 55 მბ-მდე უფასო 55 ლარი
VIP 100 მბ-მდე უფასო 100 ლარი
QUOTE
მარა არამგონია კერძო სახლებში შეიყვანონ  კახეთში კორპუსები სადაც იდგა იქ შეყავთ და სოფლები რო დაქსელონ ოპტიკური ქსელით მაშინ სულელი უნდა იყო რო ეგ გააკეთო ძალიან დიდი თანხა ჯდება, ამ მაჩვებს არამგონია მაგხელა თანხის გადაყრა უღირდეთ

*კერძო სახლში ინსტალაციის ღირებულებაა 50 ლარი.

Posted by: donmixo777 4 Mar 2013, 13:36
Tank Ace

და როგორი მომსახურება აქვთ?

ღირს მაგათი ნეტის დაყენება სახლში? სიჩქარის ამბავს ვამბობ.....

Posted by: bajuba 4 Mar 2013, 13:42
Niku7a
QUOTE
ჩემი კორპუსის სიახლოვესაც გაიყვანეს აღმაშენებელზე, ყოველ შემთხვევაში ჭებს ეგრე აწერია და დელტა კომის სპეც ტანსაცმლიანი პრესონალიც დავინახე და შემოიყვანენ კორპუსში ანუ?
20 ლარად 25 მბ უწერიათ და არ გავარტყი სილკნეტს?

აღმაშენებელზე რა ადგილას კონკრეტულად,პასტერზე ვცხოვრობ მე და ნეტა აქამდე არ მოვლენ?
20$ ვიხდი სილქის 300კილობაიტიან მაწაკობაში,ეგენი თU შემოვლენ ეგრევე გადავალ.

Posted by: donmixo777 4 Mar 2013, 13:46
bajuba


ესენი ტელეფონს არ პასუხობენ და ამათი მომსახურება რა იქნება? facepalm.gif vis.gif



არადა ფასები კარგი აქვთ... საინტერესოა რეალურად ააქვთ ეგ სიჩქარე გლობალ-ლოკალზე?

Posted by: bajuba 4 Mar 2013, 13:51
Tank Ace
QUOTE
სილვერი 40 მბ-მდე უფასო 40 ლარი

ეს რომ დავაყენებინო სახლში დამიჯდება 90 ლარი?
ანუ 40 ინტერნეტის და 50 ინსტალაციის?
იტალიურ ეზოებში თუ ყენდება?
donmixo777
QUOTE
ესენი ტელეფონს არ პასუხობენ და ამათი მომსახურება რა იქნება?   



არადა ფასები კარგი აქვთ... საინტერესოა რეალურად ააქვთ ეგ სიჩქარე გლობალ-ლოკალზე?

რავი ძმაო იმდენად დამღალა უკვე სილქმა,რომ ნებისმიერზე ვიქნები თანახმა,20$ ვუხდი რაღაც ბანძ ნეტში და იმასაც ვერ მაწვდიან ნორმალურად,ყოველ მეორე დღეს ურევს ნეტი!!!
უნამუსოები არიან რა,ან ეს იტალიურ ეზოში ოპტიკის არ დაყენება,მოდაა თუ რა დედის წიოკია ვერ ვხვდები,ყველა პროვაიდერი უარს ამბობს!

Posted by: MrChorna 4 Mar 2013, 16:44
ამათ ტელევიზია აქვთ?
თუ აქვთ კი დააყენებდა კაცი, კერძო სახლშიც აყენებენ როგორც საიტზე უწერიათ და პაკეტების ფასებიც ძალიან მისაღებია სილკნეტთან შედარებით (DSL ვგულისხმობ სილკნეტის რადგან ოპტიკა არ გაყავთ საკუთარებში)

Posted by: Niku7a 4 Mar 2013, 16:52
bajuba
QUOTE
აღმაშენებელზე რა ადგილას კონკრეტულად,პასტერზე ვცხოვრობ მე და ნეტა აქამდე არ მოვლენ?
20$ ვიხდი სილქის 300კილობაიტიან მაწაკობაში,ეგენი თU შემოვლენ ეგრევე გადავალ.

A- ჩემი კორპუსი
B- ჭა
http://maps.google.com/maps?saddr=Dimitri+Uznadze+St&daddr=Rome+St&hl=en&sll=41.703722,44.802297&sspn=0.001135,0.002642&geocode=FdZYfAIdRp6rAg%3BFS1afAIdm6GrAg&dirflg=w&mra=dme&mrsp=1&sz=19&t=m&z=19
აგერ თემა ვიპოვე 2006 წლის
http://forum.ge/?showtopic=33645313&f=&st=0& spy.gif

Posted by: bajuba 4 Mar 2013, 18:19
Niku7a
QUOTE

A- ჩემი კორპუსი
B- ჭა
http://maps.google.com/maps?saddr=Dimitri+...&sz=19&t=m&z=19
აგერ თემა ვიპოვე 2006 წლის
Delta Net 

უჰ შენ სად ყოფილხარ,ისე უნდა დავრეკო ამათთან და გავიგო ყველაფერი.

Posted by: insaider 4 Mar 2013, 20:47
QUOTE (bajuba @ 4 Mar 2013, 13:51 )
Tank Ace
QUOTE
სილვერი 40 მბ-მდე უფასო 40 ლარი

ეს რომ დავაყენებინო სახლში დამიჯდება 90 ლარი?
ანუ 40 ინტერნეტის და 50 ინსტალაციის?
იტალიურ ეზოებში თუ ყენდება?
donmixo777
QUOTE
ესენი ტელეფონს არ პასუხობენ და ამათი მომსახურება რა იქნება?   



არადა ფასები კარგი აქვთ... საინტერესოა რეალურად ააქვთ ეგ სიჩქარე გლობალ-ლოკალზე?

რავი ძმაო იმდენად დამღალა უკვე სილქმა,რომ ნებისმიერზე ვიქნები თანახმა,20$ ვუხდი რაღაც ბანძ ნეტში და იმასაც ვერ მაწვდიან ნორმალურად,ყოველ მეორე დღეს ურევს ნეტი!!!
უნამუსოები არიან რა,ან ეს იტალიურ ეზოში ოპტიკის არ დაყენება,მოდაა თუ რა დედის წიოკია ვერ ვხვდები,ყველა პროვაიდერი უარს ამბობს!

რატო კავკასუსმა დაიწყო დღეიდან კერძოების დაკაბელება ვაზისუბნიდან ოღონდ შენამდე როდის მოვლენ აი ეგ არ ვიცი ნაღდად

Posted by: Niku7a 5 Mar 2013, 12:08
bajuba
QUOTE
უჰ შენ სად ყოფილხარ,ისე უნდა დავრეკო ამათთან და გავიგო ყველაფერი.

შენთან უფრო ახლოსაა?
თუ გაარკვევ რამეს დაწერე რა ძმურად smile.gif

Posted by: Tank Ace 5 Mar 2013, 22:13
თბილისში ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ლილოს და აეროპორტის დასახლებაშია.
MrChorna
QUOTE
ამათ ტელევიზია აქვთ?
no.gif

Posted by: iase 11 Mar 2013, 16:43
shikomoto


ღირს კაი სიჩქარე აქვთ თუ აფერისტობენ?

2 ზე გაყოფა მოსულა?

Posted by: Irakliusss 12 Mar 2013, 18:10
აჭარის რეგიონში დელკამოს ქსელში რთავს ა-ნეტი... http://a-net.ge
ტარიფები და ფასები
1მბ-8მბ--18 ლარი
2მბ-10მბ---27 ლარი
ასე ამბობენ ოფსიში და კითხვაზე იგივე რატომ არ არის პაკეტები რაც აქვს დელტაკომსო ამბობენ ქსელი თბილისიდან მოდისო და ამოდენა მანძილზე ილკებსო biggrin.gif

Posted by: Niku7a 29 Mar 2013, 11:57
არაფერია ახალი ამ საკითზე?

Posted by: shikomoto 1 Apr 2013, 03:07
QUOTE (iase @ 11 Mar 2013, 16:43 )
shikomoto


ღირს კაი სიჩქარე აქვთ თუ აფერისტობენ?

2 ზე გაყოფა მოსულა?

სიმართლე გითხრა არ ვიცი ღირს თუ არა მაგრამ გაყოფა არ მოსულა ეგ ვიცი, 600 ლარია ჯარიმა როგორც გაყოფ

Posted by: corbin 28 May 2013, 01:41
QUOTE
კითხვაზე იგივე რატომ არ არის პაკეტები რაც აქვს დელტაკომსო ამბობენ ქსელი თბილისიდან მოდისო და ამოდენა მანძილზე ილკებსო

კი მასეა ნამდვილად. ამხელა გზას გამოდის დაიკლებს აბა რა. მერე კიდე დასავლეთში ნესტია და მოტორიკა უქვეითდება და ათასი პრობლემა. გაგებით მოვეკიდოთyes.gif

Posted by: 3I3EPb 28 May 2013, 02:08
QUOTE (corbin @ 28 May 2013, 01:41 )
QUOTE
კითხვაზე იგივე რატომ არ არის პაკეტები რაც აქვს დელტაკომსო ამბობენ ქსელი თბილისიდან მოდისო და ამოდენა მანძილზე ილკებსო

კი მასეა ნამდვილად. ამხელა გზას გამოდის დაიკლებს აბა რა. მერე კიდე დასავლეთში ნესტია და მოტორიკა უქვეითდება და ათასი პრობლემა. გაგებით მოვეკიდოთyes.gif

და შემთხვევით ხომ არ მოგეძიებათ ინფორმაცია, რა კოეფიციენტით კლებულობს ყოველ კილომეტრზე? დისერტაცია უნდა დავწერო ამ საკითხზე და ეგ ოხერი ფირმა მიმალავს მონაცემებს. yes.gif

Posted by: Distortion 28 May 2013, 08:46
3I3EPb
DWDM გაარჩიეთ
http://www.jdsu.com/ProductLiterature/specatten.wp.fop.tm.ae.pdf

QUOTE
Taking into account the maximum insertion loss for the 2-channel OADMs of 2.5 dB for add/drop, the maximum insertion loss of 1.6 dB for pass, an additional optical power margin of 2 dB and the fiber attenuation of 0.25 dB/km the total maximum loss between sites is 16 dB.


http://www.cisco.com/en/US/prod/collateral/modules/ps5455/prod_white_paper0900aecd8054d53d.html

Posted by: epita 5 Jun 2013, 22:35
ოზურგეთში მუშაობს ეს ინტერნეტი?

Posted by: De_wine 9 Jun 2013, 01:01
QUOTE (insaider @ 15 Feb 2013, 20:33 )
QUOTE (Dark_Angell @ 15 Mar 2012, 13:16 )
QUOTE
ისე იყო დრო ნახევარი საქართველო დელტას ინტერნეტზე იჯდა

ახლა ნახევარიაზერბაიჯანი ზის მაგათ ინეტზე biggrin.gif

ჩემი პროვაიდერი მაგალითად...

ეგ პირიქით ხომ არ არის შემთხვევიდ მთელი საქართველოს პროვაიდერები აზერბაიჯანიდა მოწოდებულ ინტერნეტზე რომ იჯდენ სილქნეტის თამადობით?, გამონაკლისი რა თქმა უნდა კავკასუს ონლაინია და მისგან ვინც ყიდულობს ინტერნეტს

ვინ აწვდიდა აზერბაიჯანიდან ინეტს ჩვენ პროვაიდერებს?

აქ ინტერეტის მაქს სიჩქარე 5 მბ-ა (ოპტიკა მარტო ჩემ უბანშია და კიდე ერთ ორ ადგილას)

ოპტიკა კი მაწვდის 20 მბ-ს (ოფიციალურად 5 მბ-ს biggrin.gif) 36 ლარად.

ეტყობა თურქეტში გეშლება, ადრე თურქეთიდან ვიღებდით ინეტს.

ახლა რაც კავკაზუსმა ფოთი ვარნა თურქები ძალიან უკან ჩამოვიტოვეთ.

ოპტიკა მაინც სხვა დონეა wink.gif.

Posted by: no_one 22 Sep 2014, 17:29
დელტა ნეტის ინტერნეტზე რა ხდება? საგურამოს ფარავენ თუ არა?

Posted by: amodantist 5 Dec 2014, 23:08
დაურეკეთ და კითხეთ კონკრეტულად სადაც გაინტერესებთ. 032 219 30 00 ისე თუ რამე გაინტერესებთ გიპასუხებთ შეძლებისდაგვარად,თანამშრომელი ვარ კახეთში
* * *
ხო,ფასები თავში რაც წერია ეგ არაა,ინსტალაცია 50 გელაა და პაკეტებია 25მბ=30ლ, 40მბ=40ლ, 55მბ=55ლ და 100მბ=100ლ. ინსტალაცია ითვალისწინებს 100მეტრამდე ობ კაბელს,თუ გადააჭარბა მეტრაზე 0.5ლ იხდი

Posted by: Grome 9 Feb 2015, 13:54
amodantist
ვეძისში ოპტიკას შემომიყვანენ?

Posted by: amodantist 9 Feb 2015, 21:59
Grome
ვერ გეტყვი ძმა მე რეგიონში ვმუშაობ. ცხელ ხაზზე დარეკე და გეტყვიან ყველაფერს (032) 2193000

Posted by: sichinavailia 9 Feb 2015, 22:04
სვარჩიკობა არ არის ჩემი მოწოდება, თორემ ვინც დელტაკომში მიდის ყველა აჰყავთ.

Posted by: Grome 10 Feb 2015, 14:35
QUOTE (amodantist @ 9 Feb 2015, 21:59 )
Grome
ვერ გეტყვი ძმა მე რეგიონში ვმუშაობ. ცხელ ხაზზე დარეკე და გეტყვიან ყველაფერს (032) 2193000

ამათაც იმედი გამიცრუეს

QUOTE (Tank Ace @ 5 Mar 2013, 22:13 )
თბილისში ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ლილოს და აეროპორტის დასახლებაშია.

იგივე მითხრეს
2 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა

Posted by: Tunes 18 Feb 2015, 19:44
რა საშინელებაა რა... საბჭოს ქუჩაზე ჩუღურეთში (ოქროსუბანი) არც ერთ პროვაიდერს არ უნდა ოფტიკურის გაკეტება ფიზიკური პირებისთვის... ერთად ერთ კაუკასუსმა ბანკისთვის გააკეტა და სილქნეთმაც რაღაც დაწესებულებისთვის...
დავიტანჯე ამ ADSL-ებით.... ათვირთვის სიჩქარე 1 მეგაბიტზეც ვერ ადის sad.gif
არა და კორპუსში ვცხოვრობ. არის აქაც კორპუსები და ხრუშიოვკაც... მარა მაინც არ აკეტებენ. sad.gif

Posted by: m16a4 2 Apr 2015, 21:24

QUOTE
არაფერია ახალი ამ საკითზე?

http://www.speedtest.net/my-result/4260730253 აი ესეთია კახეთში მე მაკმაყოფილებს.

Posted by: zakro 2 Apr 2015, 22:02
QUOTE
რა საშინელებაა რა... საბჭოს ქუჩაზე ჩუღურეთში (ოქროსუბანი) არც ერთ პროვაიდერს არ უნდა ოფტიკურის გაკეტება ფიზიკური პირებისთვის

მართლა რა უბედურებაა, რა ვეღარ დააყენეს საშველი ამ ოპტიკას

Posted by: JaJe 6 Dec 2015, 21:46
თუ იცით დელტა კომს 30 ლარიან პაკეტზე იაფი თუ აქვს რომელიმე სხვა პაკეტი?

Posted by: shatili_emzo 20 Dec 2015, 13:39
თემქაზე კერძო სექტორში შემოვიდნენ როგორც იქნა, არც კავკასუსი და არც სილქნეტი არ აპირებს ალბათ კერძო სექტორში ოპტიკის დაკაბელებას, 3 წელი ვრეკავდი და იქნება -იქნებას მეტი არაფერს ამბობდნენ, ერთხელ სიკმა 2500 გელა და კავკასუსმა კი 3500$ მოითხოვა დაკაბელებაში 1 ქუჩაზე მხოლოთ, სულ რაღაც 200 მეტრში

Posted by: JaJe 20 Dec 2015, 18:48
shatili_emzo
ბორჯომის რაიონშიც ეხლა აკეთებენ ამბობენ ახალ წლამდე იქნებაო და ვერ დავაზუსტე 30 ლარიანი პაკეტი აქვთ მხოლოდ თუ უფრო დაბალ ფასიანებიც ან მაგალითად როგორც გლობალს აქ ერთი ლარი ერთი დღე მშვენიერი იქნებოდა. smile.gif

Posted by: shatili_emzo 21 Dec 2015, 20:54
QUOTE (JaJe @ 20 Dec 2015, 18:48 )
shatili_emzo
ბორჯომის რაიონშიც ეხლა აკეთებენ ამბობენ ახალ წლამდე იქნებაო და ვერ დავაზუსტე 30 ლარიანი პაკეტი აქვთ მხოლოდ თუ უფრო დაბალ ფასიანებიც ან მაგალითად როგორც გლობალს აქ ერთი ლარი ერთი დღე მშვენიერი იქნებოდა. smile.gif

არა აქვთ. 30 ყველაზე დაბალია თბილისში და ბორჯომისკენ შეიძლება სხვა ტარიფები ქონდეთ, http://deltanet.ge/ აი ნახე აქ
* * *
ესენი ვინ არიან!? 1 კვირაა 50 ლარი წაიღეს. სახლამდე მოიტანეს კაბელი და გაქრენ.... რეკე და იყავი სულ სირ....ზე კიდიათ რა!!

Posted by: leva09 22 Dec 2015, 23:24
მოგესალმებით მეგობრებო..რა მაინტერესებს..პ.ს თემა ვერ ვნახე რო მიპასუხონ...ანუ სამეგრელოში მინდა ვიყიდო ინტერნეტი,დავაყენო ანძა,და გავაქირავო ეს ინტერნეტი..რაც ჭირდება ერთი ბაზის შექმნას ფორუმებზე ვნახე,მაგრამ მაინტერესებს კერძოდ ჩხოროწყუში რა ინეთი მოვიყვანო,სტაბილური,და გავავ
რცელო მინიმალური 5 მბ/წ..ვთქვათ ერთ კლიენტზე 30 ლარად თვეში...მადლობა წინასწარ

Posted by: shatili_emzo 23 Dec 2015, 20:50
ჩართეს როგორც იქნა. ნარმალნაა რა. ასე თუ გააგრძელეს კაი ნაწილს (კერძო) წაართმევენ სილკს და კავკასუს

Posted by: JaJe 30 Dec 2015, 11:58
shatili_emzo
მასეა ზუსტად ჩემს რაიონშიც სკოლამდე მოიყვანეს და წავიდნენ, კაბელებს ველოდებით და დავიწყებთო და ვნახოთ.
რამდენზე ქაჩავს სისწრაფე? „2mb-მდე არ ადის?

Posted by: shatili_emzo 13 Jan 2016, 00:40
QUOTE (JaJe @ 30 Dec 2015, 11:58 )
shatili_emzo
მასეა ზუსტად ჩემს რაიონშიც სკოლამდე მოიყვანეს და წავიდნენ, კაბელებს ველოდებით და დავიწყებთო და ვნახოთ.
რამდენზე ქაჩავს სისწრაფე? „2mb-მდე არ ადის?

ჩამოქაჩვა ტორენტიდან ტუ ბლომათაა სიდები 2.5 და 3-ზეც ადის. ეს 30 ლარიან 25მბიტ პაკეტზე

Posted by: nikanuka 22 Jan 2016, 13:03
shatili_emzo
კაია ემზარ, გვეღირსა ნორმალური ინტერნეტი )

მთავარია ხარისხი შეინარჩუნონ და აბონენტებიც მოუმრავლდებათ - დაქსელეს თითქმის მთელი უბანი - მერე ფასებიც შემცირდება იმედია )

Posted by: JaJe 22 Jan 2016, 17:00
shatili_emzo
საკმარისია ჩემი აზრით მაგ ფასად.მთავარია სტაბილური იყოს.

Posted by: Lockhead 30 Jan 2016, 21:26
ამათი ოპტიკური ინტერნეტი თბილისსში ყენდება? ანუ თბილისში აქთ უკვე გამრათული ქსელი ინდივიდუალური მომხარებელბის ჩასართავად?

Posted by: shatili_emzo 30 Jan 2016, 23:33
QUOTE (Lockhead @ 30 Jan 2016, 21:26 )
ამათი ოპტიკური ინტერნეტი თბილისსში ყენდება? ანუ თბილისში აქთ უკვე გამრათული ქსელი ინდივიდუალური მომხარებელბის ჩასართავად?

კი, თბილისშიც და რაიონებშიც, თუ სადმე არ არიან შესულები იქაც შევლენ თუ მოთხოვნა იქნება საკმარისი რაოდენობის

Posted by: giorgi4212 30 Jan 2016, 23:52
Lockhead
თბილისში არ მუშაობენ .. ძირითადათ რეგიონებში არიან

user posted image

P.S

leva09
დელტა კომის ინტერნეტის გამოყენებას არ გირჩევ ... ძაან სერიოზული პრობლემები შეექმნა კლიენტებს.. ვინც ავრცელებდა ანძებით და ა.შ ....

Posted by: shatili_emzo 22 Jul 2016, 02:15
QUOTE (giorgi4212 @ 30 Jan 2016, 23:52 )
Lockhead
თბილისში არ მუშაობენ .. ძირითადათ რეგიონებში არიან

user posted image

P.S

leva09
დელტა კომის ინტერნეტის გამოყენებას არ გირჩევ ... ძაან სერიოზული პრობლემები შეექმნა კლიენტებს.. ვინც ავრცელებდა ანძებით და ა.შ ....

ვინ თქვა არ აყენებენ თბილისშიო? 6 თვეა მაქვს, 30 ლარში 25მიგა მოდის, ჩავარდნები არ შემინიშნავს, ერთი ეგაა რო გლობალის პინგი არ უვარგა

Posted by: mikheill1 2 Nov 2016, 22:49
QUOTE (giorgi4212 @ 30 Jan 2016, 23:52 )
Lockhead
თბილისში არ მუშაობენ .. ძირითადათ რეგიონებში არიან

user posted image

P.S

leva09
დელტა კომის ინტერნეტის გამოყენებას არ გირჩევ ... ძაან სერიოზული პრობლემები შეექმნა კლიენტებს.. ვინც ავრცელებდა ანძებით და ა.შ ....

მე მაქვს დელტა რაიონში და უსწრაფესია. 3 ლეფტოპს ვამუშავებ უპრობლემოდ ვაიფაიზე, პლუს ტელეფონებს. რამოდენიმე მეზობელიც იყენებს ჩემი თანხმობით. თბილისში ბევრ არსებულ პროვაიდერს ბევრად ჯობია. 30 ლარს ვიხდი და სილქნეტი ვერ მივა ახლოსაც ამ ფასად. აგერ ამ წუთს დაგიდებთ სურათს რაც არის.

Posted by: rachveli1 22 Nov 2016, 19:00
21 ნოემბერს მაგთიკომსა და დელტაკომს შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ამა წლის 19 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „მაგთიკომმა“ და შპს „დელტაკომმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა აღნიშნული გარიგების დეტალები და დაადგინა, რომ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამა წლის 18 ნოემბერს მიზანშეწონილად ჩათვალა ოფიციალური თანხმობა განეცხადებინა მაგთიკომის მიერ დელტაკომის შესყიდვის თაობაზე.

შპს „დელტაკომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტრალური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში აქვს: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

მაგთიკომისთვის წელს ეს უკვე მეორე მსხვილი გარიგებაა. მაგთიკომმა კავკასუს ონლაინის საცალო და კორპორაციული საოპერაციო აქტივები შეიძინა და მანამდე არსებულ ბიზნეს მიმართულებებს (მობილურ, ფიქსირებულ ტელეფონიას და სატელიტურ ტელევიზიას) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და IP ტელევიზია დაუმატა.

დელტაკომის შესყიდვის შემდეგ, მაგთიკომი ინტერნეტის რეგიონალური წვდომის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, რაც როგორც მომხმარებლებს, ისე ტელესაკომუნიკაციო დარგს და მთლიანად ქართულ ეკონომიკას სასიკეთო შედეგებს მოუტანს.

დელტაკომი საწყისი პერიოდის განმავლობაში თავისი სახელით გააგრძელებს ოპერირებას. შესაბამისად, დელტაკომის არსებული მომხმარებლებიც მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში ისევ დელტაკომისგან მიიღებენ.

მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც 3 მილიონამდე მომხმარებელს სრულ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის: მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელიტურ და IP ტელევიზიას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს.

Posted by: G2009G 22 Nov 2016, 22:38
მაგთიკომს (მანამდე კავკასუს) და ყველა ოპერატორს, რომელიც თბილისის ძველ უბნებში - ვერაზე, ვაკეში, სადაც ე.წ. კერძო სახლებია (2-3 სართულიანი), არ შეყავთ ოპტიკური ინტერნეტი, მოსტ...ყ. პატრონები!!!

Posted by: sviri2 30 Nov 2016, 11:28
QUOTE
მაგთიკომს (მანამდე კავკასუს)

კავკასუსმა გაყიდა საცალო ქსელი,კომპანია კვლავ არსებობს და ოპერირებს საბითუმო ბაზარზე ,ასევე დატაცენტრი სადაც განთავსებულია საქართველოს საიტების და სერვერების უმეტესობა კვლავ კავკასუსის საკუთრებაშია.
მაგთის არ ქონდა საქალაქტაშორისო ქსელი,ამიტომ შეიძინა დელტაკომი.
ვნახოთ რა მოხდება ბაზარზე რადგან კავკასუსმა უნდა დააკავოს თავისი კლიენტები და ეს რომ გააკეთოს ალბათ ფასების დაწევა მოუწევს. არის ვარაუდი აგრეთვე კავკასუსმა "მოამარაგოს" საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამით დაქსელილი სოფლები ინტერნეტით.
საყოველთაო ინტერნეტიზაცია მხოლოდ იმ ცენტრებამდე კაბელების მიყვანას უზრუნველყოფს სადაც უკვე არსებობს ჩართვის შესაძლებლობა.
ასეთი აქვს კავკასუსს( რკინიგზის ტელეკომი) და ახლა მაგთის.რაც შეეხება სილქნეტს როგორც 1 წლის უკან ვიცოდი ასეთი მძლავრი საქალაქთაშორისო ქსელი არ აქვს ,პირიქით წვერებს ქირაობდა რკინიგზის ტელეკომიდან.
იტოგში მოსახდენი უკვე მოხდა და სხვა სურპრიზებს ჯერ არ ველოდები,თუმცა ვნახოთ. საყოველთაო ონტერნეტიზაციის პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობს,არცერში პატარა და საშუალო ოპერატორი არ დაინტერესდა ამ "უფასო" პროექტით პირველ 2 ეტპზე,მგონი არც მსხვილი ვინმე.ეს იმის მანიშნებელია რომ ბიძინას ფულის შეჭმა მოუნდა ვიწრო ჯგუფს ,რომელტაც ისეტი პირობები დადეს არ დანტერესდა არცერთი(ან თითქმის არცერთი) ოპერატორი.ასეტები კი საქართველოში 100 ზე მეტია

Posted by: koba1973 1 Dec 2016, 20:12
mikheill1
QUOTE
რამოდენიმე მეზობელიც იყენებს ჩემი თანხმობით

როგორც მახსოვს მაგას თქვენი თანხმობა არ შველის. ხელშეკრულება გადაიკითხეთ 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ყოველ შემხვევაში ადრე ასე ქონდათ. 30 ლარად კიდევ 25 მეგაბიტს იძლეოდნენ.

Posted by: 30fyllos 5 Dec 2016, 15:37
გურჯაანის რაიონში თუ აქვს ვინმეს ინტერნეტი და კმაყოფილია?ვაპირებ გაყვანას 30 ლარიანის.რამდენად ხარიასხიანია და ხშირად თიშავენ ხოლმე?სანდო პროვაიდერია?

Posted by: animani_c 10 Dec 2016, 11:07
ჩემს თანამშრომელს აქვს მცხეთაში დელტაკომის ინტერნეტი და ძალიან კმაყოფილია.

Posted by: darkmanx89 19 Dec 2016, 16:28
ვის გაქვთ დელტა? რამდენად კარგია და სტაბილური ? წყვეტები ხომ აქ აქვს

.......

Posted by: rusis koshmari 13 Jan 2017, 23:16
წინანდალში დავაყენე სამი დღის წინ დელტა ნეტის ოპტიკური - 25 მეგაბიტი, 30 ლარად. არ ველოდი - ძალიან სწრაფად მუშაობს. უსწრაფესი. მთავარია მაგთიმ არ ჩააკუკოს ახლა - რაც კავკასუსი იყიდეს მობილური კავშირი აშკარად გაუარესდა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)