მიწას მიხედეთ და სოფლის მეურნეობას, ვისაც მიწა გაქვთ საკუთრებაში. ფერმერობა ვერა, მცირე საოჯახო მეურნეობა შესაძლებელია.
ეს უზარმაზარი სიმდიდრე არავის არ დაუთმოთ, არ გაყიდოთ თქვენი მიწები არც უცხოელებზე, არც სხვა მდიდარ მესაკუთრეებზე.
რამდენი წელია ვოცნებობ, ჩემი მიწა რომ მქონდეს, თბილისში თითქმის არ ჩამოვიდოდი, მთელ დროს სოფელში გავატარებდი.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზადრე, წავიდოდი საცხოვრებლად სოფელში და მოვუვლიდი ჩემს მიწას.
ყოველ დილით მოვწველიდი ჩემს ბაფთებიან ძროხებს, საბუდარიდან გამოვავცლიდი ფუნჩულა სოფლის დედლებს კვერცხს.
არ მჭირდება "შატილი" და "პრეზიდენტი". კარაქს ჩემი ხელით შევდღვებავდი და ყველსაც ჩემი ხელით ამოვიყვანდი მშვენივრად.
დოს და შრატს ქატოში ავურევდი და ღრუტუნებს დავუსხამდი, სულ ჭყვიტინ-ჭყვიტინით მიირთმევდნენ, ძალიან უყვართ.
ჩემს მიწაზე ჩემი ხელით და ჯანსაღი თესლით თუ ნერგებით მოყვანილ პროდუქტს დავაგემოვნებდი, სხვასაც ვუზიარებდი.
ვინმეს დაივყენებდი გვერდით, რათა ესწავლებინა ჩემთვის ყველა საქმე- მიწათმოქმედებას და ფერმერობასაც ხომ ცოდნა უნდა.
***
შევდივარ მაღაზიებში და სულ ვკითხულობ: საიდან არის ჩამოტანილი ეს პროდუქტი? თუ ქართულია, უპირატესობას მას ვანიჭებ.
შეხედავ, ვიზუალურად ლამაზია, არ ფუჭდება დიდხანს მაცივარში, ყინვაგამძლეა, მაგრამ არც ერთ პროდუქტს თავისი გემო აღარ აქვს.
ბავშვობის გემოები მენატრება, რომელსაც ვერსად ვეღარ ვაგნებ. რაც დახლზე დევს და იყიდება, უკვე ყველაფერი გონივრულ ეჭვს ბადებს.
კონტროლდება კი ყველა იმ პროდუქტის ხარისხი, რომელიც შემოდის სხვა ქვეყნიდან და ადგილზე იწარმოება? არა.
ვიცით, რომ ესა თუ ის პროდუქტი არის გენმოდიფიცირებული, აქვს შესაბამისი წარწერა ნებისმიერ პროდუქციას? არა.
მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს, თუ რაში იხდის ფულს და უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
***
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ზოგადად სატრანსპორტო საშუალებებს.
ალტერნატიულ საშუალებად შეიძლება განვიხილოთ ჯანსაღი ტრანსპორტი (გამონაბოლქვის გარეშე): ჯორი, ვირი, ცხენი.
მე ვოცნებობ მხოლოდ. თქვენ კი, ვისაც გაქვთ თქვენი სოფელი, წადით და თქვენ თავად მიხედეთ საკუთარ სიმდიდრეს.
სხვის მიწაზე ნუ გარბიხართ სხვათა სამსახურში ჩამდგარნი. ნურავისი იმედი ნუ გაქვთ, ნურავის ნუ შესჩერებიხართ ხელებში.
თქვენს საკუთარ მიწას მოუარეთ, რაც უფალმა მოგცათ, რათა გეშრომათ სწორად და მიგეღოთ ჯანსაღი ნაყოფი.
თქვენს ოჯახზე თავად იზრუნეთ მორალურად სწორად, კეთილგონივრულად, ვიდრე ჯერ კიდევ გაქვთ საამისოდ შანსი.
This post has been edited by Катеньки on 16 Aug 2021, 16:54
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.