#52060424 · 25 Jan 2018, 18:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეჰ, მსხალო, ფიცის მწამს, მაგრამ ბოლო მაკვირვებსო - მამლის მომპარავი კაცის დაფიცებაზეა ეს ანდაზა. შედეგია მთავარი პოლიტიკოსის ქმედებებში და არა მისი კეთილი სურვილები და ჩალიჩები. რა შედეგი მოყვა. რა მივიღეთ. რაც მივიღეთ კი ვხედავთ აგერ ა! და რომ ვერც მივიღებდით მაგაზე უნდა ამოეღო ხმა გუბაზას და არ უნდა ჩარჩენილიყო იმ ჭაობ ფორუმშიც და პარლამენტშიც. ეგ მაგარი იაღლიში მოუვიდა კიდევ ერთხელ. ნუ, ხელფასს იღებდა და ვერ შეელია დეპუტატის მანდატს. თორემ რა კავშირები გააბა ასეთი რომ საქართველომ იხეირა? ვერაფერი შედეგი ვერ დაწერეთ. რას დაწერთ რაც არ არის (შედეგი). რომ მიეტოვებინა და გამოსულიყო, ხმამაღლა რომ ელაპარაკა მაშინ, ჯერ კიდევ როცა ამას წონა და აზრი ექნებოდა, აი მაშინ ჩამოირეცხავდა თავისივე გაუფრთხილებლობით მოწუწულსაც და კაცურად წამოვიდოდა. ხალხის თვალშიც სხვანაირად გამოჩნდებოდა დღესე :დ
მე არ მიხარია მისი ეს მდგომარეობა. მწყინს, აი, კაცურად გეუბნებით. ძალიან მწყდება გული როგორც ქართველს და როგორც ოჯახის ნაცნობს. მაგრამ სიმართლე ესაა და ორი ერთმანეთის გამომრიცხავი სიმართლე რომ ვერ იარსებებს თქვენც იცით.
QUOTE | უბაზა რომ დიდი პოლიტიკური მიხვედრილობით არ გამოირჩევა მაგას თქმა რათ უნდა განზრახ თუ უნებლიედ უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგმული მათშორისაა 3.5 წელი უმრავლესობაში დარჩენა
|
აგაშენოთ ღმერთმა, ამსაა რომ ვამბობ
QUOTE | გაიკითხეთ აღმოსავლეთმცოდნეებსა და ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებში |
დავბერდი აღმოსავლეთმცოდნეებში QUOTE | მიროტაძეს გულისხმობ? აზრზე არა ვარ რას აკეთებდა, დიდი წარმოდგენის არასდროს ვყოფილვარ მაგ ქალზე რაო, რას აიმასქნებდა? |
დიდი გულისამრევი დიაცია როგორც გამოავლინა თავი. რას და ყველაფერს რაც შეეძლო. და შეძლებით ბევრი შეძლო This post has been edited by annavita on 25 Jan 2018, 18:56
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|