კი რათქმა უნდა არის.
ღრუსები თუთბერიძეს საყვედურობდნენ ქართველების პროტეჟეობაში. მორისმა ერთ-ერთი თასი (როსტელმაში) მათ ფავორიტს კოლიადას მოუგო და თუთბერიძე ღიად დაადანაშაულეს
შიდა დაპირისპირებებიც და უამრავი სკანდალიც თუთბერიძისთვის ჩვეულებრივი ამბავია.
ინტერესთა კონფლიქტი- პირად მტრობაში გადაეზარდათ თუთბერიძის გუნდის წევრებს მედვედევა, ზაგიტოვას. უახლოესი მეგობრებიდან ხმას აღარ ცემდნენ ერთმანეთს
ჯერ მედვედევა -ზაგიტოვას დაპირისპირებიდან წინა ოლიმპიადაზე.
(ოლიმპიადის წინ მედვედევა ორგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო და მთავარი ვარსკვლავი, ზაგიტოვა იუნორებიდან ახალი გამოსული. მედვედევა სერიოზული- ახალ მოშუშებული ტრავმით შეხვდა ოლიმპიადას და გამარჯვება საეჭვო ჩანდა. ორივე გოგონას პროგრამა სიძლიერით თანაბარი იყო. გამოსვლა ორივეს იდეალური ქონდა. ზაგიტოვამ მოიგო ჭკუით როდესაც ნახტომები თავისუფალ პროგრამაში გადაანაცვლა და მეორე ნახევარში შეასრულა (ეს სირთულის ქულას მატებდა მაშინ, შეცვალეს ეს წესი შემდგომ (ზაგიტოვას წესი). მიუხედავად ამისა მედვედევამ ჩათვალა რომ ის დაიჩაგრა, ღიად დაადანაშაულა თუთბერიძე და კანადელ მწვრთნელთან გაიქცა.
https://www.youtube.com/watch?v=tjH1AsVNSpg&t=2sდაახლოებით იგივე შემთხვევა იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე -ტრუსოვა, ვალიევა, შერბაკოვას შორის. ამათგან ვალიევა ობიექტურად ყველაზე ძლიერი. თუმცა ღრუსების ფავორიტი ტრუსოვა იყო.
თუთბერიძეს უსაყვედურეს ტრუსოვას არ დაყენება გუნდურ შეჯიბრში, სადაც ოქრო ფაქტობრივად გარანტირებული ქონდათ, მოკლე პროგრამაც და თავისუფალიც ვალიევამ შეასრულა, ერთ-ერთში ტრუსოვას ან შერბაკოვას რომ ჩაენაცვლებინა ოქროს ესენიც მიიღებდნენ გუნდურიდან.
პირადში ტრუსოვა მეორეზე გავიდა, თუმცა ხუთი ოთხმაგი შეასრულა თავისუფალში. (თუთბერიძესთან აქაც იყო პრეტენზია- ოლიმპიადისთვის შეუფერებელი პროგრამა-კრუელას საუნდტრეკი) , უკმაყოფილება დაჯილდოებაზევე გამოხატა ტრუსოვამ.
https://www.youtube.com/watch?v=wthEgbXlaMM&t=90sრეალურად თუთბერიძეს ჰქონდა მიზეზი დაეჩაგრა- ერთხელ იყო უკვე სკანდალურად წასული ტრუსოვა თუთბერიძის გუნდიდან, ემზადებოდა ეთერის მოწინააღმდეგე ბანაკში-ევგენი პლუშენკოსთან. თუმცა ვერ გააუმჯობესა საკუთარი გამოსვლები და ოლიმპიადის წინ დაუბრუნდა თუთბერიძის გუნდს. ოლიმპიადის შემდეგ ასევე სკანდალურად წავიდა სხვა მწვრთნელთან.
* * *
მიმდინარე ევროპას რომ დავუბრუნდეთ
ეგაძის გამოსვლა
ყვითელაშვილის
სამმაგი აქსელის სუფთად შესრულება 8 ქულით ფასობს, კასკადში 4,7 ქულა დააკლდა + ოთხმაგი ტულუპის დაშვებისას ხელი დაადო ყინულზე
შედეგები მოკლე პროგრამის შემდეგ
http://www.isuresults.com/results/season22...23/CAT001RS.htmთავისუფალში ნორმალური შედეგი დადების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია რომელიმე სინჯის მედალზე გაწევა. ( მონაწილეთა შემადგენლობის სისუსტედან გამომდინარე)
* * *
გუბანოვას გამოსვლა იწყება
https://youtu.be/oHzn_tzuJvE.
* * *
პირველი ადგილი მოკლე პროგრამაში, ქართული პერსონალური რეკორდით
პირველი ქართული ოქრო(მცირე) საერთო ჩათვლაში