#61118429 · 27 Mar 2024, 10:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვილი მოყვარული იყო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იზრდება, როგორც მწვრთნელი.
დაცვაში გამოცდილებას დაეყრდნო და ნახევარდაცვის გასაღებსაც მიაგნო როგორც იქნა, დიდი წვალების შემდეგ.
ლუქსემბურგს არ შეუშინდა, ორი თავდამსხმელი დაუყენა, თავიდანვე შეუტია და ჩვენ საჯარიმოში არ შემოუშვა პირველ ტაიმში.
საბერძნეთზე ნახა, რომ ფლანგიდან ჩაწოდებისა და ხუთი მეტრიდან გატანის მეტი არაფერი შეუძლიათ და გაუვალი დაბალი ბლოკი დაახვედრა.
გუშინდელ ტაქტიკაზე შეიძლება ვიდაოთ, სარისკო გეგმა აირჩია, 0-0-ის გაწურვა და წინ კვარა რამეს იზამს, მაგრამ ფაქტია, გაუმართლა.
ბერძნებს რომ გაეტანათ, კაცმა არ იცის, რა იქნებოდა. მაგრამ არც ულაჩრია და ქოჩორა-ჯაბა არ დაუყენებია.
ასეთი დისციპლინირებული და კონცენტრირებული ნაკრები არასოდეს გვინახავს. ლუქსემბურგის 90 და საბერძნეთის 120 წუთში თითო-ოროლა წუთით თუ მოვეშვით.
გუნდი ფინალში გერმანული მენტალიტეტით გამოიყვანა.
და, რაც ყველაზე მთავარია, სამი წლის მანძილზე არცერთი მნიშვნელოვანი კონფლიქტი არ ჰქონია. ყველაზე დასაფასებელი ალბათ ეს არის.
არა გვყავს თანამედროვე ფეხბურთის მოთამაშე გუნდი, პასებს ვერ ვაბამთ და სწრაფი წინსვლაც გვიჭირს, მაგრამ მასე რომ იყოს, მაშინ საშუალო ევროპულ დონეზე ვიქნებოდით.
მაგას უკვე ფლანგის კარგი შემტევი მცველები სჭირდება (აზაროვი გუშინდელ ტაქტიკას შეეწირა, თუმცა ნათქვამია, გამარჯვებულს არ ასამართლებენო).
გამიხარდა, წიტაიშვილმა, დავითაშვილმა და მიქაუტაძემ სისწრაფე რომ შემოიტანეს. კიდევ გვაქვს სხვა რეზერვი.
This post has been edited by WAGNERITE on 27 Mar 2024, 12:33
|