"დაკარგულ კალათბურთელების" სიას ასევე უნდა მივამატოთ, ჟილბერტ არენასი, ანუ იგივე აგენტი ზერო! 60 ქულიანთა წევრი! (ერთ-ერთი ნბა-ს 23 კალათბურთელიდან, რომელმაც შეძლო და თამაშში 60 და მეტი ქულა ჩააგდო)
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კალათბურთელი იყო! ასევე ცნობილია, რომ იგი იყო პირველი celebrity ბლოგერი...და ალბათ არაერთ თქვენგანს წაგიკითხავთ მისი საინტერესო სტატიები და ბლოგები ნბა-ს საიტზე
თან მაშინ წერდა ბლოგებს, როდესაც იგი კარიერის პიკში იყო
ზუსტად ამიტომაც, იმ პერიოდისთვის ის ნბა-ში ითვლებოდა ფანების ერთ-ერთ უსაყვარლეს მოთამაშედ!
მოკლედ რომ ვთქვათ კაი ტიპი იყო
ჯერ მხოლოდ ახალგაზრდა ლებრონას კლივლენდთან გამართული პლეი ოფის სერიები რად ღირს!
არენასი 2001 წლის დრაფტზე გოლდენ სტეიტმა აიყვანა მეორე რაუნდის 31-ე ნომრად! შესაბამისად კარიერის პირველი წლები, მან Bay area-ში გაატარა. მეორე სეზონშივე მან მიიღო Most Improved Player-ის ჯილდო და რუქი-სოფმორის MVP-იც გახდა!
2002-03 წლებში იგი შეურთდა ვაშინგტონ ვიზარდსს (სწორედ აქედან იწყება, ჩემი ვაშინგტონისადმი დიდი სიყვარული)...ცნობილია ის ფაქტი, რომ არენასმა მონეტა ააგდო და სწორად ამით გადაწყვიტა რომელ გუნდში გადასულიყო.....რადგან მისით დაინტერესებულნი იყვნენ ნბა-ს სხვადასხვა ტოპ გუნდები!
სწორად აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა, რომელსაც მოჰყვა არაერთი all star-ის ნომინაცია! მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც ყველა კალათბურთელისთვის არის უმძიმესი - მან მიიღო რამდენიმე სერიოზული ტრამვა, რის შემდეგაც მან არაერთი სეზონი გამოტოვა.
შემდეგ ყველას კარგად გვეხსომება იარაღის ინციდენტი გასახდელში, რის შედეგადაც ნბა-ს იმდროინდელმა კომისიონერმა, საკმაოდ დიდხნიანი დისკვალიფიკაცია მისცა არენასს.... ამ ინციდენტის შემდეგ, გუნდები მის მოშორებაზე იყვნენ....ჯერ იყო და ვაშინგტონმა მისი ბანერების ჩამოხსნა დაიწყო...შემდეგ ამას მოჰყვა მისი ტრეიდი ორლანდოში...ხოლო შემდეგ მემფისში....საბოლოოდ, ის ისეთი არასასურველი კალათბურთელი გახდა ლიგისთვის, რომ ნბა-ს გუნდები მზად იყვნენ მისთვის ეხადათ ხელფასი ისე, რომ არცერთ გუნდში არ ეთამაშა....სწორედ ამიტომ, მან მისი 111 მილიონიანი კონტრაქტის თანხის უმეტესი ნაწილი, აიღო მაშინ როდესაც არცერთ კლუბში არ ირიცხებოდა
მან არაერთხელ სცადა ნბა-ში დაბრუნება...მაგრამ მისი აყვანა არავის არ უნდოდა....გუნდების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ მისი მოყვანა, მორიგი თავის ტკივილი იქნებოდა Locker-ში
ამჟამად გილბერტი 35 წლისაა...დღემდე ინსტაგრამზე დებს მისი ვარჯიშის ამსახველ ვიდეოებს, მაგრამ ამაოდ....ნბა-ს გუნდებს, ის აღარ აინტერესებთ
როდესაც არენასზე რაიმე ინფოს ვნახავ ხოლმე, ყოველთვის მახსენდება ეს ვიდეო
თურმე ოლ-სტარის თამაშის შესვენებისას, შაკი და გილბერტი ერთად იჯდნენ bench-ზე და 1000$-ზე დანიძლავებულან....შაკს უთქვამს, შანსი არაა, აკრობატებივით შენც შეძლო შედეგიანი დანკის გაკეთებაო...
შედეგი კი იხილეთ ვიდეოში
აქვე მცირე რეზიუმე გილბერტის კარიერიდან:3× NBA All-Star: 2005, 2006, 2007
3× All-NBA:
NBA Most Improved Player Award: 2003
NBA All-Star Rookie/Sophomore Game MVP: 2003
NBA Eastern Conference Player of the Month for December 2006. Averaged a league-high 34.1 points per game during December.
NBA 7 time Eastern Conference Player of the Week (1 time in 2004–05, 3 time in 2005–06 and 2006–07)
Career high scoring 60 points on December 17, 2006 vs. the Los Angeles Lakers
NBA recordsMost points scored in under 30 minutes since the creation of the shot clock. (46 points)
Prior to Klay Thompson scoring 60 points in 29 minutes on December 5, 2016.
This post has been edited by _R@uL_ on 25 Nov 2017, 12:45
მიმაგრებული სურათი