26 დეკემბერს შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების II საშობაო კონფერენცია კლინიკა DENTEXI95-ის, სტომ. კლინიკა CEDEX-ის, TBILISI DENTAL-ის, კლინიკა MEDI-ის, ორთოდონტიის ცენტრის და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენცია კლინიკა მედის ექიმ სტომატოლოგმა, ნატა ხარატიშვილმა გახსნათემით "კბილთა პროფესიონალური გათეთრების მეთოდები". შემდეგ, ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეების და სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობის შესახებ მედიცინის დოქტორმა, სტომ. და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ ჩიჩუამ ისაუბრა.
მეორე ბლოკში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, უნივერსიტეტ გეომედის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და კლინიკა უნიდენტის და მ. მარგველაშვილის სტ. კლინიკის რეზიდენტების მოხსენებები იყო წარმოდგენილი.
ჟიურის წევრები:
თავმჯდომარე - კონსტანტინე მარდალეიშვილი, თსსუ-ის პირის ღრუს, თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
თამარ შიშნიაშვილი - თსსუ-ის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის თერაპიული მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ირმა ხუხუნაშვილი და მაია წიკლაური - სტომ. კლინიკა CEDEX-ის ექიმი სტომატოლოგები.
ნატო შონია - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ხათუნა ტვილდიანი - ჯეომედის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი.
ზვიად წიკოლია - მედიცინის დოქტორი, კლინიკა მედის სტომ. სამსახურის ხელმძღვანელი.
ოთარ დარჯანია - თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტომ. კურსის ასოცირებული პროფესორი.
კონფერენციამ ჩაიარა უმაღლეს დონეზე.
ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.
მაშ ასე:
პირველი ადგილი:
გვანცა ტაბაღუა, თსუ Vკ. ”თანამედროვე ნანოტექნოლოგიური მასალები და მათი გამოყენების პერსპექტივა სტომატოლოგიაში”. თემის ხელმძღვანელი: მ.მ.დ. ასოცირებული პროფესორი ნატა მანჯავიძე.
მეორე ადგილი:
ლანდა ლურსმანაშვილი, ნინო გვასალია და ზურაბ ალხანიშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX ”ანტიბაქტერიული ფოტოდინამიური თერაპია პაროდონტის ანთებითი დაავადებების დროს”.
თემის ხელმძღვანელი: პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გოგილაშვილი
მესამე ადგილი:
ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია, ლანდა ლურსმანაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX, ”დეონტოლოგიის და სამედიცინო ეთიკის როლი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში”
თემის ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ზურაბიშვილი
სამივე საპრიზო ადგილის მფლობელმა მიიღო 300-200 და 100 ლარიანი ვაუჩერები თბილისი დენტალისგან, ”ენდოდონტიის საფუძვლები” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისგან, ჟურნალ GSAnews-ის ნომრები.
”დეონტოლოგიის და სამედიცინო ეთიკის როლი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში” დაიბეჭდება GSAnews-ის შემდე ნომერში.
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებამ ერთი ფავოროტი გამოავლინა, ესაა ანი ბოკუჩავა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ანი გერმანიაში ნახევარდაფინანსებით, უკონკურსოდ გაემგზავრება ერთთვიან გაცვლით პროგრამაში.
RADIX-მა კი სამი ფავორიტი აარჩია და საჩუქრები და შესაბამისი სერტიფიკატები მარიამ სიჭინავას (თსსუ), ლელა დუდუჩავას (თსუ) და სოფიო ფილიევს (გეომედი) გადასცა.