Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ძალიან მაწუხებენ მეზობლები


Posted by: tatusia 10 Jan 2017, 02:16
ერთი თითქოს უწყინარი მაგრამ ძალიან შემაწუხებელი პრობლემის წინაშე ვდგავარ.
კოპუსის ეზოში სადაც ვცხოვრობ ამავე და გვერდითა კორპუსის მოცლილმა და უმუშევარმა მამაკაცებმა აიშენეს ზამთრის ე. წ .'' ბესეტკა''. შიგნით უდგათ შეშის ღუმელი და მუდმივათ უნთიათ, როგორც ჩანს წვავენ ათას საზიზღრობას, პარკეტებს, ძველ ტუფლებს, ნუ მოკლედ ათას ნაგავს. ეს ყველაფერი ხდება ზუსტად ჩემი ფანჯრების და აივნის ქვეშ.
ძალიან შევწუხდი უკვე, მუდმივად დგას საშინელი ბოლი და მყრალი მომწამვლელი სუნი, ფანჯარას სახლის გასანიავებლად რომ ვაღებ საშინელი ჰაერი შემოდის რომელიც თავის ტკივილს და გულისრევის შეგრძნებას იწვევს. გასაშრობად გაფენილ სარეცხს მუდმივად საზიზღარი სუნი ასდის.
რა შემიძლია მივიმოქმედო?
არ მინდა კონფლიქტი გამოვიწვიო და გადავიმტერო მთელი კორპუსი, არავინ ხმას არ იღებს ამდენი ხანი....
მირჩევნია ანონიმური დავრჩე ამ პრობლემის მოგვარების დროს, ნუ მეუღლის და უფროსი ბიჭის გამო ხვდებით ალბათ, არადა ძალიან ვწუხდები, საშინლად, ბავშვები მუდმივად სუნთქავენ ამ შხამიან ჰაერს...
რამე მირჩიეთ, დამაკვალიანეთ, გთხოვთ

პ.ს. ვიღაც დაბოღმილი ინტრიგანი არ გეგონოთ biggrin.gif

Posted by: ინაველ 10 Jan 2017, 04:11
tatusia

რა ჯოგი ხალხი ვართ რაა

გარემოს დაცვის ინსპექციაში რომ დარეკო და იკითხო? წესით ცეცხლის დანთება და ათასი ნაგვის დაწვა კანონით აკრძალული უნდა იყოს მაგრამ ზუსტად არ ვიცი.

ჩვენს ეზოშიც უნდოდათ ეგეთის აშენება და მადლობა ღმერთს ვერ მოაბეს თავი

დამატება: ახლა ვნახე ნარჩენების მართვის კოდექსი და 200დან 500 ლარამდეა ნარჩენების დაწვისთვის ჯარიმა. თამამად შეგიძლია გარემოს დაცვის ინსპექცია დააყენო თავზე. ინტრიგნობაში ნამდვილად არ ჩაგეთვლება. კანონი იმისაა რომ აღსრულდეს. თუ დამრღვევი ბევრია და კანონმორჩილი ცოტა არ ნიშნავს რომ კანონმორჩილი ინტრიგანია.

ამ ქვეყანაში ხო ფეხებზემკიდია დამოკიდებულებაა მასობრივად გამეფებული ხალხში? ჰოდა აი მაგათი მოგონილია კანონმორჩილი ადამიანების ინტრიგანებად შერაცხვა. აბა იმას ხომ არ იტყვიან ჩვენ ხეპრეები ვართო?

ჰოდა ასე. შენ და შენნაირმა კანონმორჩილმა ადამიანებმა უნდა შეცვალონ სიტუაცია smile.gif

Posted by: baggins 10 Jan 2017, 09:54
tatusia
რა შენობაა? ზედამხედველობასაც შეგიძლია მიმართო

Posted by: tatusia 10 Jan 2017, 12:04
baggins
ორ კორპუს შორის არის სივრცე სადაც საბავშვო მოედანი , სკვერი და გარე ტრენაჟორებია დადგმული . ამ ყველაფერს შორის არის ჩადგმული ეს ერთ ოთახიანი გადახურული ,ერთსართულიანი შენობა.
დანიშნულება ის აქვს რომ ეზოს მამაკაცები ამ ორი კორპუსიდან იკრიბებიან და სვამენ, დომინოს, ნარდს თამაშობენ...
გარეთ რო ცივა იქ უკეთესად გრძნობენ თავს ეტყობა. სავარაუდოდ ესე უბრალოდ დათქვეს და ერთობლივად რომ აშენებდნენ იმას კი ვხედავდი მთელი ზაფხული. ღამე კარს ღიას ტოვებენ და რაც უბანში ძაღლებია იმ ოთახში სძინავთ, ერთი ეგ პლიუსი აქვს biggrin.gif

საერთოდ არ ვიცი რა უნდა მოვიმოქმედო.

Posted by: LOLZ 10 Jan 2017, 12:23
tatusia
წყნარად დალაპარაკება და სიტუაციის ახსნა გიცდია?

Posted by: tatusia 10 Jan 2017, 12:42
LOLZ
არა, არ მიცდია. პირველ პოსტში მიწერია რომ ვერ მივალ ამდენ კაცებთან დასალაპარაკებლად, და პლუს არ ვიცი რა პასუხს გამცემენ და არ მინდა კონფლიქტი არავისთან.

Posted by: Hawley 10 Jan 2017, 12:49
tatusia
ჩემი აზრით შენი ქმარი ან უფროსი ვაჟი უნდა ჩავიდეს და აუხსნას სიტუაცია. რაღაც ურთიერთობა ხომ მაინც აქვთ მაგ ხალხთან. ძაან სწორი შენიშვნაა და არაფერი უცნაური არაა იმაში რომ რაღაცეების მყრალი კვამლი გაწუხებდეს. თუ მართლა რაღაცეებია და არა შეშა. შეშის დაწვას ვერ შეუშლი ალბათ.
ბოლობოლო შეიძლება რომ ტრუბა დაუგრძელონ და სხვა მხარეს გაუშვან კვამლი .

Posted by: tatusia 10 Jan 2017, 12:56
Hawley
QUOTE
ჩემი აზრით შენი ქმარი ან უფროსი ვაჟი უნდა ჩავიდეს და აუხსნას სიტუაცია.

არა, სამწუხაროდ ეს გამოსავალი არ გამოდგება. sad.gif

Posted by: Hawley 10 Jan 2017, 12:59
tatusia

რატომ ცუდი ურთიერთობა აქვთ იმ კაცებთან თუ საერთოდ არ აქვთ? თუ გეუბნებიან გაუშვი აანთონ რა გინდაო?



ერთი გზა გაქვს კიდევ, უსათაუროში გახსენი თემა და ისეთი იდეებს შემოგთავაზებენ არცერთ ადვოკატს აზრადაც რომ არ მოუვა.

Posted by: sotero 10 Jan 2017, 12:59
tatusia
რათქმაუნდა თქვენი ქმარი უნდა მივიდეს და უთხრას,არანაირი ჩივილი არაა საჭირო პირველ ეტაპზე.არ მგონია შეუგნებელი ხალხი იყოს და არ მოუსმინონ ან ფეხებზე დაიკიდონ ოჯახი როცა წუხდება.

Posted by: tatusia 10 Jan 2017, 13:18
იცით რა არის, იმ ოთახში ძირითადად ნასვამი მამაკაცების შეკრებაა 3-4 მუდმივად. არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი ქმარი იქ მივაგზავნო და რაიმე შარში გავხვიო.
თუმცა მისვლით რა თქმაუნდა მივიდოდა, თვითონაც წუხდება.
გარდა ამისა ნუთუ არ არსებობს რაიმე ნორმა /კანონი რომ სახელმწიფომ გადაწყვიტოს ეს პრობლემა და მე თვითონ არ მიწევდეს ბრძოლა ჩემი უფლებების დაცვისთვის?
რადგან ვამბობ რომ ეს გამოსავალი არ გამოდგება ესე იგი ასეა smile.gif

მეეჭვება რომ ნორმალურად დალაპარაკება შეიძლება ისეთ მამაკაცთან რომელიც არ მუშაობს, ყოველ დღე სვამს და ნარდის თამაშის გარდა სხვა საზრუნავი არ აქვს.
ასეთი კატეგორიის ხალხს ვერიდები საერთოდ.

Posted by: sotero 10 Jan 2017, 13:33
QUOTE
მეეჭვება რომ ნორმალურად დალაპარაკება შეიძლება ისეთ მამაკაცთან რომელიც არ მუშაობს, ყოველ დღე სვამს და ნარდის თამაშის გარდა სხვა საზრუნავი არ აქვს

ქალბატონო დალაპარაკება ყველანაირი კატეგორიის ადამიანთან შეიძლება,რადგან ადამიანი უმუშევარია და ხშირად სვავს იმას კი არ ნიშნავს რომ ის ამორალური ან შეუგნებელი პიროვნებაა.არ იქნება მოსაწონი საქციელი ეგრევე საჩივლელად წასვლა,მერე უფრო შეიძლება შარი აიკიდოთ როგორც თქვენ ამბობთ მომჩივანი კაცი არავის უყვარს არც საახლობლოში და არც უბანში.მერე ეტყვიან ზუსტად თქვენ მეუღლეს საჩივლელად სანამ წახვიდოდი რატომ არ გვითხარი ბოლი ხელს თუ გიშლიდათო და მართლებიც იქნებიან.

Posted by: Hawley 10 Jan 2017, 13:41
tatusia
მერე მაგანაც დალიოს და ისე ჩავიდეს.
არსებობს კანონი როგორც გითხრეს უკვე ნარჩენების დაწვაზე, ოღონდ როგორც ჩანს შენ არ იცი ზუსტად მართლა ნარჩენებს წვავენ თუ სხვა რამე ისეთს რაც აკრძალული არაა.
ეგეც რომ არა, რომ უჩივლო დიდი ალბათობით მაინც გაიგებენ ვინ უჩივლა და მაინც გაგიფუჭდება ურთიერთობა მაგათთან, თან იმაზე მეტად ვიდრე მისვლით და დალაპარაკებით.

Posted by: tatusia 10 Jan 2017, 13:43
sotero
გასაგებია თქვენი პოზიცია, მეც რომ ვაწუხებდე მეზობელს რა თქმა უნდა მერჩივნებოდა ჯერ ჩემთქვის ეთქვა და თუ ვერ შევთანხმდებოდით მერე ეჩივლა.

მაგრამ უნდა იყოს რაიმე სხვა გამოსავალიც
არ მინდოდა ესე განვრცობა ამ თემის მაგრამ რაც შეეხება ამას
QUOTE
რადგან ადამიანი უმუშევარია და ხშირად სვავს იმას კი არ ნიშნავს რომ ის ამორალური ან შეუგნებელი პიროვნებაა.

იქიდან გამომდინარე რომ თვითონვე ხშირად მოსდით ერთმანეთში ჩხუბი ნასვამზე და არის ეზოში მერე ერთი დამიჭი-გამიშვი ძნელი მისახვედრი არაა რაც ხდება.

ნუთუ ასე გაურკვევლად ვწერ? smile.gif

Posted by: sotero 10 Jan 2017, 14:03
მიბრძანდით მაშინ თავად უბნის პოლიციის განყოფილებაში,ნახეთ თქვენი უბნის ინსპექტორი და აუხსენით სიტუაცია.თხოვეთ რომ გამოგყვეთ და დაელაპარაკოს მაგ თქვენ უბნის კაცებს.ეს პირველი გამოსავალი.ისე არაფერი პირადული მაგრამ ეს ცოლების ქმარზე გადაფარება რა წესია,კაცია და თუ საჩხუბარია უნდა იჩხუბოს კიდეც.გალახავენ და ეგრევე ჯგუფური ხულიგნობაა სისხლის სამართალში.დასროკავენ მაგ ლოთებს და ცეცხლსაც აღარავინ დაგინთებთ და აღარ გაგბოლავთ.აგერ მეორე გამოსავალიც გითხარით biggrin.gif მეტი აღარ მახსენდება,შემოვლენ სხვებიც და დაწერენ ჩემზე უკეთესად wink.gif

Posted by: LOLZ 10 Jan 2017, 14:05
tatusia
კონფლიქტი რატომ? იქნებ დალაპარაკებით მოგვარდეს საქმე. ასევე შეგიძლია სხვა მეზობლებასც უთხრა, ვისაც შეიძლება აწუხებდეს მავნე გამონაბოლქვი და ერთად მიხვიდეთ. თუ გაიგებენ და გაითვალისწინებენ ხომ კარგი, თუ არადა პატრულისა და გარემოს დაცვის ჩარევას რაღა დაუდგება წინ.

Posted by: pipojan 10 Jan 2017, 14:33
tatusia
ამხანაგობა შეკრიბეთ, და თხოვეთ რომ გვერდში დაგიდგნენ, და ერთად მიხვიდეთ იმ ხალხთან, ან თქვენმა ქმარმა 2-3 ძმაკაცი(ნა ვსიაკი სლუჩი) წაიყოლოს და უთხრას...
თუმცა იდეაში ყველაფერი ერთად გემრიელად არ გამოვა (თან პრობლემის, მოგვარება გინდათ, თან იმათი გადამტერება არ გინდათ, თან ქმარი რომ გაიშაროს არ გინდათ, თან ეგრევე დარეკვა არ გინდათ)...
ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტია რომ ამხანაგობა შეკრიბოთ და მიხვდიდეთ მთელი კორპუსი ამ ხალხთან... თუ ვერ შეკრიბეთ, ან იმ ხალხმა თავი გაიგიჟეს, მერე გარემოს დაცვის ხალხს მიმართეთ, არაფერი სასირცხვილო არ არის იმაში, რომ თქვენი სახლში ვერ სუნთქავთ ნორმალურად და ცივილურად არ ჭრის მათთან შეთანხმება

Posted by: nipponcaucasus 10 Jan 2017, 17:22
tatusia
ქმარი თუ იმათ არ იცნობს ჯობია არ მიაგზავნო თორემ სახლში დაიწყებენ ამოსვლას 5 ლარი მოგვეციო არყის ფულიო. smile.gif

პოლიციაში რომ მიხვიდეთ და დაუნგრიოთ ის ერთადერთი ფსიქოლოგიური განტვირთვის ბუდე ამდენსაც არ იმსახურებს ის ხალხი.
(რომ იცოდეთ სახლში რამდენს უძლებენ ცოლისგან სიდედრისგან, ნათესავებისგან, დანგრეული ან უიღბლო ცხოვრების წნეხისგან - შეგეცოდებოდათ)

მეც ბესეტკის წინ ვცხოვრობდი და ზაფხულში ყოველდღე ღამის 3 საათამდე იყო გამობრუჟებული ხალხის დაუსრულებელი საქმის გარჩევა.
ვითმენდი სხვა რა უნდა მექნა?!

ერთადერთი რჩევაა:

ამობეჭდეთ ქაღალდი 2-3 ცალი და გააკარით ბესეტკაში

"გთხოვთ აქ ნუ დაწვავთ ნაგავს და ღამით ნუ იხმაურებთ
მეზობლებს და ბავშვებს გვაწუხებს გაუსაძლისი მწარე ბოლის სუნი და ხმაური. მადლობას გიხდით ამ საკითხის გაგებით მოკიდებისათვის "

მართალია ამით არაფერი არ ეშველება საქმეს მაგრამ მიხვდებიან რომ ანგარიში უნდა გაეწიოს სხვასაც და თქვენც გულზე მოგეშვებათ ცოტათი მაინც.









Posted by: ინაველ 10 Jan 2017, 17:49
სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ნათქვამია biggrin.gif

ამხელა ხალხი თუა და შეგნებაზე აქვთ პრეტენზია, მე ვფიქრობ პირველ რიგში თავად უნდა დაინტერესდნენ თავიანთი ცეცხლაობით ხომ არ აწუხებენ ვინმეს. ასე რომ არამგონია აუცილებელი იყოს მათთან მისვლა და იმის მცდელობა, რომ მათ ტვინამდე ელემენტარული რაღაცები დაიყვანო.

რატომღაც ქართველი ”ჯიგარი” კაცების უმრავლესობას პოსტ ფაქტუმ ახსენდება ხოლმე კაცობა ეთიკა და ვაჟკაცობა. თავად რომ რამეს აშავებენ, ამ დროს საერთოდ არ ერთვებათ რატომღაც ამ კაცობის ნათურები.

და ის, რომ მომჩივანი კაცი არავის უყვარს საახლობლოში, არის სწორედ ისეთი ადამიანების მიერ შეთხზული სტერეოტიპი, რომელიც თავად არ დაგიდევს სხვათა უფლებებს - ჩემი დაკვირვებით. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. და რაც მთავარია, ამ სტერეოტიპს ცხადია არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. თორემ გამოვა, რომ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ დადგენილი წესების მორჩილებაში უნდა გაატარო შენი ცხოვრება. ფაქტიურად, სხვისი აზრის მონობაში. რაც, რათქმაუნდა, ძალიან ცუდია.

და ის, რომ დღევანდელ საქართველოში არსებობს სტერეოტიპი - მომჩივანი ადამიანი ხიხიაა - არის ამ ქვეყნის ტრაგედია.

რას ქვია მომჩივანი კაცი საერთოდ? ვის აინტერესებს საერთოდ სასამართლოში ბოდიალი და ფულის და ენერგიის ხარჯვა ელემენტარულ რაღაცებზე? ცხადია არავის. და თუ ადამიანი მაინც აკეთებს ამას, დიდი ალბათობით იძულებულია გააკეთოს. და ვინ ხდის მას იძულებულს რომ ელემენტარულ რაღაცებზე ირბინოს და დრო/ენერგია/ფული ხარჯოს? უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ადამიანები.

მათთან მისვლის და დალაპარაკების აზრს პირადად ვერ ვხედავ. დიდი ალბათობით არაფერს შეცვლის. მაქსიმუმ რამდენიმე დღე გასტანოს მათმა თავშეკავებამ, თუ საერთოდ დათანხმდებიან. გაივლის რამდენიმე დღე და ყველაფერი ისევ ძველებურ ჯიგრულ გრუზინულ კალაპოტში ჩადგება wink.gif

ამ ქვეყანას ჯოგური მენტალობა მართავს და არა კანონი, ადამიანობა და პატივისცემა. ასეთია ჩემი გამოცდილება. თქვენ თქვენი თქვით.

Posted by: tatusia 10 Jan 2017, 17:52
nipponcaucasus
არც მიფიქრია რომ მოვითხოვო დაუნგრიონ.
უბრალოდ ეს საშინელი ბოლი ნუ იქნება და სხვა არაფერს არ ვითხოვ.
გადავწყვიტე მეზობელ ერთი ორ ხანშიშესულ ქალს დაველაპარაკო, გავიგო მათი აზრიც და მერე გამოჩნდება რამე.
ფურცელზე თხოვნის ამობეჭდვა და გაკვრაც კარგი აზრია smile.gif

Posted by: Hawley 10 Jan 2017, 18:07
ინაველ
რეებს ლაპარაკობ საერთოდ რა მომჩივანი ხიხია და რა ფსიქოლოგიურ ჩაღრმავებებში წახვედი.
თუ ვინმეს მომჩივანი არ მოსწონს, მხოლოდ იმიტომ რომ კაცს ასეთი პატარა პრობლემების თავისით მოგვარება უნდა შეეძლოს და პოლიციაში რეკვა და სახელმწიფო უწყებების შეწუხება არ უნდა სჭირდებოდეს. მე რომ ჩემი რაიმე საქციელით ვინმე შევაწუხო და იმ კაცმა ჩემთვის თქმის ნაცვლად პოლიციაში დარეკოს, ზუსტად რომ მომჩივანი კი არა სლეა ის კაცი.
არცერთ ქვეყანაში და ერში არაა მიღებული და გამართლებული კაცმა ყველა პატარა პრობლემაზე პოლიციაში რეკოს.

Posted by: zigmundi32 10 Jan 2017, 18:11
tatusia

მართალი ხართ თუ არ გინდა კაცების ჩარევა ამ საქმეში კარგი ვარიანტია მეზობლების შეკრება და წყნარად ახსნა სიტვაციის, გაითვალისწინებენ აუცილებლად თუ შეგნებული ხალხია და ნამდვილად შემოგდით კვამლი ოთახებში. თუ არ გაითვალისწინებენ მერე ვიფიქროთ კიდევ სხვა ვარიანტებზეცsmile.gif) გისურვებთ წარმატებებს

Posted by: N_e_o_N 10 Jan 2017, 18:22
tatusia
მოიცადე ერთი თვენახევარიც, მოთბება და დაისვნებ შემდგენ დეკემბრამდე biggrin.gif მანამდე კიდე რამე შეიცვლება იმედია smile.gif)))

თუ ადამიანური სიტყვით ვერაფერს გახდი, მერე უკვე წერილი მერიაში, უკანონო მშენებლობის თაობაზე

Posted by: vano22 10 Jan 2017, 18:27
არც იფიქრო ლოთებთან მაგ თემაზე ქმრის მითუმეტეს შვილის ჩაგზავნა. დიდი შანსია შეაგინონ და დანაც დაარტყან და დიდ შარში გაეხვეთ.. ამას წინ მეც მქონდა კომფლიქტი უბრალო რამეზე შევეკამათე მთვრალს და უთქმელად სახეში დამარტყა ეგრევე.. მაგ კატეგორიის ხალხს ვინც დღე და ღამე ლოთობს და ნარდს თამაშობს არც ოჯახი აინტერესებს და არც ადამიანობა. შეგნება აქვთ 0. რჩევით ვერაფერს გირჩევ ერთადერთი გამოსავალი ანონიმური შეტყობინებაა 112 ში და იმედია რეაგირება ექნებათ.

Posted by: tatusia 10 Jan 2017, 20:51
vano22
ზუსტად ჩამოაყალიბე რასაც ვფიქრობ.

Posted by: wrangler7 10 Jan 2017, 21:17
შ.პ.ს თემურ-ლენგის რაზმს დაუკავშირდი და სულ, ნაცარ-ტუტად აქცევენ მაგ ქოხს sa.gif

Posted by: davit_14 10 Jan 2017, 21:25
tatusia

ქცევაზე ეტყობათ, რა შეგნებაც აქვთ. დალაპარაკებას აზრი არ აქვს, კონფლიქტი გარდაუვალია. შეგიძლიათ ცადოთ, მაგრამ შემდგომში ანონიმურ ზარს ვერსად განახორციელებთ.
მე გაზაფხულამდე მოთმენას გირჩევდით.

Posted by: Corpus_Iuris_Civilis 11 Jan 2017, 01:09
ზოგადად განმარტებისთვის , კანონი იმიტომ არსბობს რომ ასეთი შემთხვევები არ იყოს, მეზობლებმა ერთმანეთს უნდა სცენ პატივი. ცალსახად ვერ ხედავ რომ შენ ჯამრთელობაზე მოქმედებს ეს გამონაბოლქვი და იმათი ჯიგრობა ამაში არ დაგეხმარება. ჩადი და დაელაპარაკე თუ გაიგებენ გაიგებენ თუ არა და უჩივლე გარემოს დაცვაში დ ა ზედამხედველობაში .

ხოლო რაც შეეხება ჩამპალი მენტალიტეტის ამ გადმონაშთს " მომჩივანი კაცი ხიხიააა" (არ ვგულისხმობ ინტრიგანებს) დროა მოისპოს საქართველოში.

დამიჯერეთ არავის სიამოვნებს საჩივრების წერა და აღმა-დაღმა სირბილი, ეს იმის შედეგია რომ ის"კეთილსინდისიერი" ადამიანები უბრალოდ იკიდებენ და ფეხებზე კიდიათ სხვისი პრობლემა რომელიც მათი ბრალითაა გამოწვეული. უპასუხისმგებლობა ზოგადად ჩვენი სენია და არ შეიძლება ესე გაგრძელდეს.

სულ ელემენტარულზე მოგეშლება ნერვები, ერთი რომ არღვევს სხვაც იმას უყურებს იმან ესე ქნა და მეც ესე უნდა გავაკეთოვო. არაა ეს სწორი მსჯელობა რა.

ჩადი და აუხსენი რომ შეწყვიტონ თუ არადა იძულებული გახდები რომ უივლო, დნარჩენი მაგათ ნამუსზე იყოს გაიმეორებენ დ ა უჩივლე . ზედამხედველობა სულ აგურაგურ დააშლევინებს მაგ ბესეტკას .

Posted by: sandroia 11 Jan 2017, 11:14
sotero
QUOTE
კაცია და თუ საჩხუბარია უნდა იჩხუბოს კიდეც.

ხოდა ლოთებმა სხვა კი არაფერი იციან, ეგრევე უჩივლებენ ან დაუწყებენ რომ თუ არ გინდა გიჩივლოთ მოიტანე სასმელიო

tatusia
არანაირი ქმრების ჩარევა და კუნთების თამაში

არც უბნის ინსპექტორთან მიხვიდე
ეგენი უბნის ბირჟავიკებს ყველას იცნობენ და შეიძლება ჩაგიშვას მაგათთან
დარეგე გარემოს დაცვაში, გაარკვიე შეუძლიათ თუ არა ყოველ დღე ცეცხლის დანთება

ასევე დარეკე მერიაში, არ აქვს არავის უფლება ააშენოს მერიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ერთი ტუალეტიც კი
მოვლენ და დაუნგრეენ წესით

ტიპები იმას ვერ ხვდებიან რომ ის დამწვრის სუნი ხალხს აწუხებს და რაც არ უნდა ელაპარაკო გაიგებენ?
გინდაც შეშას წვავდნენ? სარეცხს რომ ბოლის სუნი აუვა და სამსახურშI შებოლილი წახვალ ყოველ დღე კარგია ალბათ biggrin.gif

* * *
Hawley
QUOTE
რეებს ლაპარაკობ საერთოდ რა მომჩივანი ხიხია და რა ფსიქოლოგიურ ჩაღრმავებებში წახვედი.
თუ ვინმეს მომჩივანი არ მოსწონს, მხოლოდ იმიტომ რომ კაცს ასეთი პატარა პრობლემების თავისით მოგვარება უნდა შეეძლოს და პოლიციაში რეკვა და სახელმწიფო უწყებების შეწუხება არ უნდა სჭირდებოდეს. მე რომ ჩემი რაიმე საქციელით ვინმე შევაწუხო და იმ კაცმა ჩემთვის თქმის ნაცვლად პოლიციაში დარეკოს, ზუსტად რომ მომჩივანი კი არა სლეა ის კაცი.
არცერთ ქვეყანაში და ერში არაა მიღებული და გამართლებული კაცმა ყველა პატარა პრობლემაზე პოლიციაში რეკოს.

ყოველ დღე რომ ერთი დაიგივე საქციელს აკეთებდეს 5 ადამიანი, არ უფიქრდებოდეს რომ სხვებს აწუხებს, როგორ გგონია რომ მივიდეს იმათთან ერთი ადამიანი გაიგებენ რომ ვინმე წუხდება?
მესმის რომ 1 კაცი იყოს შეუგნებელი და აუხსნა
მაგრამ უბნის ბირჟავიკებს და ლოთებს ერთმა კაცმა რა უნდა აუხსნას სიტყვიერად? biggrin.gif

შენ რომ ერთმა კაცმა ერთი რაღაცა საქციელით ვინმე შეაწუხო და აგიხსნას იმ ვინმემ შეიძლება გაიგო
მაგრამ აქ ლაპარაკია ბევრზე და ბევრჯერ ერთი და იგივეს გაკეთებაზე

Posted by: INKOINKO 7 Feb 2017, 21:55
tatusia
სავარაუდოდ ეგ "ბესეტკა" თქვენი კორპუსის ამხანაგობის მიწაზე იქნება აშენებული და მიმართეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს სხვა მობინადრეებთან ერთად, წესით ის არ უნდა აძლევდეს იმ ადამიანებს სხვების შეწუხების უფლებას. როცა მაგ ნაგებობას აშენებდნენ, მაშინაც ამხანაგობის კრება უნდა მოეწვიათ და ყველასთვის უნდა ეკითხათ თანახმა იყავით თუ არა მაგის აშენებაზე. თუ მთელი კორპუსი თანახმაა, რომ არსებობდეს ეგ "თავშესაფარი ბესეტკა", მაშინ კეთილ ინებოს მთელმა კორპუსმა და გაზიც გაიყვანოს იქ და "კარმაც" დადგას. ან შეშის ღუმელის მილები ისე გააყვანინეთ, რომ მობინადრეები არ შეწუხდეთ.

Posted by: barambo1999 7 Feb 2017, 21:57
უნდა უთხრა , დაელაპრაკე წყნარად აბა ეს მუნჯივით რო ელოდო არაფერი მოხდება biggrin.gif ყველანაირად სწორი ხარ და სხვა რასაც იფიქრებს დააიგნორე

Posted by: Re-hanna 8 Feb 2017, 04:09
ჯერ გაფრთხილეთ და თუ არ გაიგონეს უჩივლეთ უბნის ინსპექტორთან.ქმარი არ გაალახინოთ რა სისულელეა.მერე თქვენი ვაჟიც ცუდ დგეში აგმოჩნდება

Posted by: Mrs.aravin 8 Feb 2017, 15:07
ეჰ,ქალბატონო თქვენ რა გიჭირთ სეზონურია ეგ ბოლი givi.gif
ჩემთან უარესი სიტუაციაა.ავტოფარეხი ვულკანიზაციად გადააკეთა მეზობელმა.პირდაპირ საძინებლის ფანჯარასთან ახლოს.ხოდა როგორც ირიჟრაჟებს,რომ არ ჩართავენ კერხერიდან დაწყებული ,რკინაზე ჩაქუჩის რახარუხითა და ბარგალკებით დამთავრებული იქ მთავრდება მშვიდი დღის ილუზიაც.შუადღეს ერთი საათი შეისვენებენ და კარგად შებინდებამდე აგრძელებენ.სამაგიეროდ შაბათს გვასვენებენ biggrin.gif ბაზრობაზე მიყავთ მანქანები.თუ გამიმართლა და ვერ გაყიდეს კვირასაც განცხრომაში ვართ bis.gif facepalm.gif
ხო კიდევ სვარკა თუ ჩართეს შუქი ისე თამაშობს დისკოტეკაზე მგონია თავი biggrin.gif და როგორც გავარკვიე მაგ დროს ელექტროენერგიის გადასახადიც მეტი მომდის. yes.gif aba.gif

Posted by: ინაველ 9 Feb 2017, 19:48
ე.ი. ადამიანი რომელიც თავის სახლში უბრალოდ ცხოვრობს და არ უნდა ბოლით შეწუხდეს სლეა და ბირჟავიკო ბედოვლათები რომლებიც ვერ ხვდებიან ამ კვამლით რომ ხალხს აწუხებენ - ფრთიანი ანგელოზები... biggrin.gif

ბირჟაზე რომელი ქართველი კაცი არდგარა და რომელ ეზოში არ ყოფილა/არის ბირჟა... ჩვენთან საქმე პირიქითაა, ვინც დაუსაქმებელია და ასე ცხოვრობს თავის გარემოს უვლის კიდეც. მაგალითად ჩვენ კორპუსში ტრადიციულად ე.წ. ბირჟავიკები აგვარებდნენ ყოვთვის ეზოს მოვლა-პატრონობის საკითხებს. ხეებს რგავდნენ პერიოდულად, უვლიდნენ ნარგავებს, შაბათობასაც აწყობდნენ პერიოდულად და ა.შ. შარშან მაგალითად მათი ინიციატივით ავაგროვეთ ფული და ეზოს ღობე შემოვავლეთ... დაბოლოს ერთერთი აქტიური ბირჟავიკი კორპუსის თავმდჯომარედაც ავირჩიეთ wink.gif

ასე რომ სლე არის ის ვისაც შეგნება და პასუხოსმგებლობა არ გააჩნია. შეუგნებელ/სლე ადამიანს კი ისე უნდა მოექცე როგორც იმსახურებს wink.gif


Posted by: INKOINKO 12 Feb 2017, 13:17
Mrs.aravin
QUOTE
ხო კიდევ სვარკა თუ ჩართეს შუქი ისე თამაშობს დისკოტეკაზე მგონია თავი  და როგორც გავარკვიე მაგ დროს ელექტროენერგიის გადასახადიც მეტი მომდის.   

არ უნდა ციმციმებდეს შედუღების აპარატის გამო დენი. ე.ი. კუსტარულად დამზადებულ შედუღების აპარატს იყენებენ. ამან შესაძლოა თქვენი საოჯახო ელექტრო-ხელსაწყოების დაზიანება გამოიწვიოს: მაცივარი, ტვ და ა>შ. შეგიძლიათ შეეკითხოთ თელასში თუ აქვთ ხელოსნებს ასეთი აპარატის გამოყენების უფლება.
QUOTE
ჩართავენ კერხერიდან დაწყებული ,რკინაზე ჩაქუჩის რახარუხითა და ბარგალკებით დამთავრებული იქ მთავრდება მშვიდი დღის ილუზიაც.

ხმაურის გარკვეულ ზღვარს არ უნდა აჭარბებდნენ, არსებობს ხმაურის ნორმა რომლის გადაჭარბების უფლებაც არა აქვს არავის. თბილისის მერიაში არის სამსახური, რომელიც მოქალაქეთა მიმართვის შემთხვევაში დადის და ამოწმებს სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით არის თუ არა ხმაურის გადაჭარბება.
არსებობს სპეციალური მასალები, რომელიც კედლებზე გაკვრის შედეგად ახშობს ხმაურს (ამავდროულად შესაძლოა სითბოც შეინარჩუნოს სახლში). მეტალო-პლასმასის ფანჯრები ხომ საერთოდ აუცილებელია.


Posted by: არწივი9 12 Feb 2017, 15:37
tatusia
QUOTE
კოპუსის ეზოში სადაც ვცხოვრობ ამავე და გვერდითა კორპუსის მოცლილმა და უმუშევარმა მამაკაცებმა აიშენეს ზამთრის ე. წ .'' ბესეტკა''. შიგნით უდგათ შეშის ღუმელი და მუდმივათ უნთიათ, როგორც ჩანს წვავენ ათას საზიზღრობას, პარკეტებს, ძველ ტუფლებს, ნუ მოკლედ ათას ნაგავს. ეს ყველაფერი ხდება ზუსტად ჩემი ფანჯრების და აივნის ქვეშ.

წყალი გადაასხი ზედ და ჩაახშე ცეცხლი

Posted by: Mrs.aravin 12 Feb 2017, 18:31
INKOINKO
QUOTE
არ უნდა ციმციმებდეს შედუღების აპარატის გამო დენი. ე.ი. კუსტარულად დამზადებულ შედუღების აპარატს იყენებენ. ამან შესაძლოა თქვენი საოჯახო ელექტრო-ხელსაწყოების დაზიანება გამოიწვიოს: მაცივარი, ტვ და ა>შ.

აუფ,რამე რომ გადამეწვას სახლში მართლა ამოვიღებ მერე ხმას.ჯერ ვითმენ და ვუძლებ.რაიონში ხდება ეს ამბავი და ყველას ვისაც ეხება ძალიან კარგად ეცოდინებათ რომ ეს არაა ნორმალური .სანამ ვინმე არ იჩივლებს მანამდე რატომ არ აქცევენ ყურადღებას მსგავს კანონდარღვევას?
ხმაურის ზღვარს ნამდვილად სცდება აპარატის გარეშეც მიხვდებიან.აივნიდან 15-20 მეტრის დაშორებითაა და დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ.ხმის ჩამხშობს სავარაუდოდ ზაფხულში აზრი არ ექნება :/

Posted by: donmixo777 15 Feb 2017, 06:58
QUOTE
გალახავენ და ეგრევე ჯგუფური ხულიგნობაა სისხლის სამართალში.დასროკავენ მაგ ლოთებს


ღადაობ ხო? biggrin.gif



tatusia
შენ როგორც ვატყობ ჯადოსნური ჯოხი გინდა
ჰოპლა, - აიქნევ დააქნევ და პრობლემაც აღარ არი

აბა მე თვითონ ვერ დაველაპარაკებიო
ქმარს ლოთებში ვერ ჩაუშვებო
თან რომ ვუჩივლო არ მინდა, - გაიგებენ და მეზობლებთან ურთიერთობა გამიფუჭდებაო



ჯადოსნური ჯოხი....... გინდა შენ............ yes.gif wink.gif

Posted by: Mmerisi 15 Feb 2017, 11:48
სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება
1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
3. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

Posted by: kenj22 26 Feb 2017, 05:21
მესმის ისედაც ყარს ქალაქი, ფანჯრიდანაც რო სუნი შეგაწუხებს საშინელებაა, ვინმე უნდა ჩავიდეს დ ადამიანურათ დაელაპარაკოს, ისე ვერ გავიგე მარტო თქვენ გაწუხებთ ? სხვა მეზობლებს არ ექმნებათ პრობლემა ?

Posted by: code13 26 Feb 2017, 19:44
გადამრევთ თქვენ რა smile.gif ვიღაც ტიპები გაწუხებენ და გიყროლებენ სახლს. ჩავიდეს შენი ქმარი და დაელაპარაკოს იქნებ გვარდება პრობლემა. ჩემტანაც არიან ლოთბანდა უბანში,მაგრამ ჯიგარი და შეგნებული სასტავია.ან შენს ქმარს რა აჩერებს და ათმენინებს ამდენხანს ჩავიდოდი და დაველაპარაკებოდი.თუ ვერ შეიგნებდნენ სათითაოდ დავამტვრევდი თითებს და პრობლემაც მოგვარდებოდა.კაცია და ჩავიდეს კაცებთან დაელაპარაკოს.არაა საჭირო არ გაგიშვებ და ზედმეტი პანიკები.



პ.ს არ გადაჯიშდეთ კაცებო sad.gif

Posted by: katinka 6 Apr 2018, 20:13
ასაფეთხებლები ჩაუყარე ბევრი და დედა ეტირება იმ ფეჩია თუ რა უდგათ

Posted by: Nemiroff 11 Apr 2018, 15:04
რა ხდება ბოლზე როგორ გადაწყდა

დათბა და კიდე უნთიათ ფეჩი?

Posted by: Romeru_Lukaku 11 Apr 2018, 19:17
მოკლეეთ რა რჩევებს გაძლევეენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: HE-HE 23 Dec 2023, 00:44
აუ ჩემი მეზობელი წვავს "ფეჩში" პლასტმასის ბოთლებს და ყარს უბანი. 4 ჯერ უთხრა ჩემმა ქმარმა და შედეგი 0. მართლა ზედამხედველობაში ხომ არ შევიტან საჩივარს არა. რა ჯანდაბა გავაკეთო აღარ ვიცი. ზუსტად ვიცი კიდე რო დაანთოს, მაგარი ჩხუბი მოხდება sad.gif

Posted by: webdesigner93 23 Dec 2023, 18:30
HE-HE
ის უქნა ქნა რაზეც იძახი მართლა ამას ხო არ ვიზამო biggrin.gif უნდა შეიტანო ზედამხედველობაში საჩივარი რა თქმა უნდა , აბა როგორ წარმოგიდგენიათ სხვანაირად გადაჭრა პრობლემის თუ 4ჯერ საუბარმა არ გაჭრა არ ვიცი ....

Posted by: Mr Angry 24 Dec 2023, 14:16
გაყიდეთ ბინა და გადადით სხვაგან. სხვა საშველი არ იქნება smile.gif ან შეეგუე მთელი ცხოვრება მაგის ატანას ))) პოლიციას ვერ მიმართავ, ვერც მომხრეებს იშოვი რომ დალაპარაკებით რამე შეცვალო, ვერც პლანის და ფეჩის ბოლს მოაცილებ მაქედან. მომავალში შეიძლება შვილიც ნახო მანდ დამჯდარი და მოთამაშე )))

ბომჟების თავშეყრის ადგილს ვერ მოშლი. ქართულ მენტალობაში იმდენადაა ეგ გამჯდარი. ჩვენ გერბზე წმ გიორგი კი არა ბესეტკა უნდა იყოს დახატული. ქვემოთ ბიჩოკები ეყაროს, ნახმარი ნემსები, ბულბულატორები და ნახევრად სავსე ჭაჭით სავსე მზეზე გახუნებული ტროპიკი ფანტას ბოთლი. ზემოთ ბესეტკის თავზე კი სარტყელი უნდა იყოს ნახევრად წრიული წარწერით, ''ევროპაში საშოვარზე წამსვლელთა საძმო''.



წინასწარ ბოდიშს ვუხდი ზოგს თუ სათუთ გრძნობებს შევეხე და წმინდა ბესეტკა შევბღალე. მესმის რომ უამრავი თაობები აღუზრდია 90 იანებიდან მოყოლებული დღემდე და მე მომიტევეთ, მეტს აღარ ვიზამ. bis.gif

Posted by: HE-HE 24 Dec 2023, 17:58
QUOTE (webdesigner93 @ 23 Dec 2023, 18:30 )
HE-HE
ის უქნა ქნა რაზეც იძახი მართლა ამას ხო არ ვიზამო biggrin.gif უნდა შეიტანო ზედამხედველობაში საჩივარი რა თქმა უნდა , აბა როგორ წარმოგიდგენიათ სხვანაირად გადაჭრა პრობლემის თუ 4ჯერ საუბარმა არ გაჭრა არ ვიცი ....

მგონი სხვა გზას არ დამიტოვებენ. სამეზობლო ერთად შევალთ და ერთად ვეტყვით და თუ მაინც არ გაითვალისწინა აი მერე ბოლო გზა ეგ იქნება.
* * *
QUOTE (Mr Angry @ 24 Dec 2023, 14:16 )
გაყიდეთ ბინა და გადადით სხვაგან. სხვა საშველი არ იქნება smile.gif






არვიცი ჩემს კომ ზე უპასუხეთ თუ არა, მაგრამ ეგრე მარტივად არ დავნებდები ლიჩნად მე. სამეზობლოც ჩემსავით ფიქრობს და დავადგებით ყველა ერთად და გავაფრთხილებთ საბოლოოდ. არ წამოვა ყაბულს და მერე კი ვიცით ყველამ ნომერი. პროსტა ეგაა დამიანობა არ მიშვებდა რო დააჯარიმებენ სასტავს მაგრამ ნუ , რაც მოგივა დავითაო არის ეგ რა ალბათ

Posted by: Gvanc_287 29 Dec 2023, 19:36
HE-HE

როგორ განვითარდა მოვლენები? biggrin.gif

Posted by: webdesigner93 29 Dec 2023, 21:09
HE-HE
QUOTE
მგონი სხვა გზას არ დამიტოვებენ. სამეზობლო ერთად შევალთ და ერთად ვეტყვით და თუ მაინც არ გაითვალისწინა აი მერე ბოლო გზა ეგ იქნება.


QUOTE
არვიცი ჩემს კომ ზე უპასუხეთ თუ არა, მაგრამ ეგრე მარტივად არ დავნებდები ლიჩნად მე. სამეზობლოც ჩემსავით ფიქრობს და დავადგებით ყველა ერთად და გავაფრთხილებთ საბოლოოდ. არ წამოვა ყაბულს და მერე კი ვიცით ყველამ ნომერი. პროსტა ეგაა დამიანობა არ მიშვებდა რო დააჯარიმებენ სასტავს მაგრამ ნუ , რაც მოგივა დავითაო არის ეგ რა ალბათ

დიდი ხანია მივხვდი რომ თუ თქვენ არ გითვალისწინებენ , ერთხელ ჰა ჰა 2 ჯერ მშვიდად დაელაპარაკებით და აუხსნით და ეგაა , მერე აღარაა საჭირო თქვენგან გათვალისწინებაც. მე ასეთი გამოცდილება მაქვს smile.gif

Posted by: AHURAMAZDA 13 Jan 2024, 20:20
რა დაიჩემეთ ეს რუსული ბესედკა ბესედკა

სხვა სახელი ვერ მოუძებნეთ?

მე დავარქმევდი სალაყბოს , სალაყაფოს ან ხუტორს
QUOTE
სამოქალაქო კოდექსი
მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება
1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
3. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

სუპერ სირობა კანონმდენლობა გვაქვს , არაფერია განსაზღვრული და სურვილისამებრ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევაsad.gif
მოკლედ - ბუსუსებიანი პრეზერვატივის პონტია mad.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)