ეს სერვისის რეკლამა არაა.
ადამი და ევადან დავიწყებ:
რადგან საქართველოში მცირე ბიზნესს (საადვოკატო ბიურო, სხვადასხვა პატარ-პატარა კლანური-სანათესაო შპს-ები და ა.შ.), როგორც წესი საერთოდ არ აქვთ აიტი ბიუჯეტი და სარგებლობენ აიტი მომსახურებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოფისში "ვინდოუსი ისევ გადასაყენებელია", "რაღაცა ქსელი არ მუშაობს" და ა.შ. ხმარობენ კარგ შემთხვევაში gmail.com-ს და ცუდ შემთხვევაში mail.ru-ს კლიენტებთან საკომუნიკაციოდ და თუ რამდენიმე თანამშრომელი ყავს უკვე პრობლემაა იმიტო რო ერთი იმეილის პაროლი ყველა თანამშრომელს უნდა ქონდეს და ვინ როდის ეკონტაქტა ამა თუ იმ კლიენტს ცოტა ძნელია გაარკვიო და ხშირად ჩეპეები ეჩითებათ ამის გამო, მაგრამ ამავდროულად საკუთარი mail-სერვერი რო ქონდეს არ უნდა, თუმცა უნდა საიტი რო აქვს mevar.ge ამავე დომენზე ქონდეს იმეილები anzori@mevar.ge, nukri@mevar.ge, რაღაცა სტრუქტურა ქონდეს, რო sales@mevar.ge -ზე გამოგზავნილი იმეილი ჩაუვარდეს ერთდროულად anzori@mevar.ge, nukri@mevar.ge... ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია არ იყოს მიმობნეული სხვადასხვა mail.ru, wetransfer, dropbox .... ადგილებში. მოკლედ იმათთვის ვინც უკვე გადადის სერიოზულად ბიზნესის კეთების რელსებზე, მაგრამ ისევ არ აქვს ბიუჯეტი.
აი აქ ვიჩითები მე და ვუწყვიტავ ამ პრობლემას. ის ერთჯერადად იხდის ისევ, როგორც "ვინდოუსი ისევ გადასაყენებელია", "რაღაცა ქსელი არ მუშაობს" შემთხვევებისას, მაგრამ სამაგიეროდ ეჩითება mail-სერვისები საკუთარ დომენზე (ceo@mevar.ge), თანამშრომლებისთვის კოლაბორაციის მარტივი პლატფორმა, მესინჯერი, დოკუმენტები, ვიკი... ამის უკან რა დგას ასეთ ბიზნესს მაგრად ფეხებზე კიდია და ამიტომაც არ ვწერ.
გარანტიას ვაძლევ, რო თუ არ დაიწყო წუთში 100-100 იმეილის დაგზავნა და დასპამვა, მისი გაგზავნილი წერილი ყოველთვის იქნება ადრესატის ინბოქსში და არასდროს მოხვდება სპამში.
ხოდა ამისთვის ეხლა საიტის კეთება და რა რაღაცეები რამდენად ღირს არ ვიცი.
PS. ფორუმზე პირადში შეიძლება მოწერა, მინიმუმ
This post has been edited by Maestrovaso on 6 Mar 2021, 11:45