დროა შეიცვალოს დრომოჭმული ტრადიციები და წესები, ცხოვრება წინ მიდის.
ამ მოციცქნულ თბილისში ადგილიც აღარ არის ყველაფერს რომ თავი ვანებოთ. დროა, ალბათ, გადავიდეთ კრემაციაზე.
არ დაიწყოთ ახლა ქრისტიანული არ არის და ეგეთები, მოსკოვში თუ არის? საბერძნეთში თუ არის? ეგენიც ორთოდოქსები არიან
და ევროპის ყველა ქრისტიანულ ქვეყანაშია ბოლო ბოლო
კიდევ, რა წესია 1 კვირა ოჯახში მიცვალებულის დასვენება.
ცივილიზებულ ქვეყნებში ასე აღარ არის, იცით ალბათ ეს. ანდა ქელეხი და მუცლის ამოყორვა რა უბედურებაა. კაცი შიშით ვერ მომკვდარა იმდენი ხარჯია. გაქვს არა გაქვს ვინ გეკითხება, ოღონდ სხვას არ ჩამორჩეს და ისედაც გაუბედურებული ადამიანი ვალებს იღებს თავი რომ არ მოეჭრას
კაი ხანია აქ უცხო პრესაში ერთ განცხადებას ვაწყდები; ''დღეს სიკვდილი, გაპატიოსნება, დამარხვა ნამეტანი ძვირი ჯდება, ხოდა, შენი სხეული მეცნიერებას დაუტოვე გამოსაკვლევად''
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
მოკლედ, რას ვამბობ, დროა ჩვენ ხალხმა შევცვალოთ წესები. ისე ხომ არ ვიცხოვრებთ როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვორბდნენ ატასი წლების წინ. ცხოვრება წინ მიდის რარაც იცვლება, რარაც რჩება და აი ეს კი უნდა შევცვალოთ ჩემის აზრით
მე ჩემდათავად მინდა კრემაცია და არანაირ ქელეხი და მუცლის ამოყორვა როგორც სჩვევიათ.
იმ ფულით გაჭირვებულს დაეხმარონ, ან საკუთარ შვილებს დაახარჯონ. მკვდარს რათ უნდა ოჰოჰოია და მუცლების ჩახეთქვა. სწორედაც არ მინდა ჩემს ქელეხში დათვრნენ და იმღერონ
თქვენ თქვენი თქვით რა როგორ სჯობს.
შევცვალოთ ცუდი დრომოჭმული ტრადიციები. ვინ თუ არა ჩვენ?!
ყოველ შემთხვევაში ქონდეს ხალხს არჩევანი. მე არ მინდა მიწაში ჩამფლან და ჭია-ღუამ შემჭამოს
პ.ს. ახლა სულ სხვაგავარად ხდება ეს პროცესი. წლების წინ წავიკიტხე. ხსნარს ასხამენ.
სხვასდახვა ქვეყანაში სხვანაირი აქვთ
პ.ს.თუ მომხრეების რიცხვი მოწინააღმდეგეებს გადააჭარბებს წინადადება შემომაქვს მერიაში შევიტანოთ განცხადება, თქვენ რას იტყვით?!
This post has been edited by lexanna on 13 Jan 2018, 19:07
მიმაგრებული სურათი
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)