#56682970 · 13 Aug 2020, 18:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხალხო იქნებ რამე მირჩიოთ თორემ ისეთ შარში ვარ მოსაკლავი მყავს ერთი. უკვე სერიოზულად ვფიქრობ რომ ღორივით დავკლა ერთი ნაბიჭვარი. ფული მოტყუებით გამომართვეს. დიდი თანხა 7000 დოლარი. მე და ჩემმა შეყვარებულმა ავაგროვეთ, ბინის დაგირავება გვინდოდა მაგრამ ამ ფასად ვერ ვიპოვეთ და მაკლერმა გასესხება გვირჩია ისე რომ ბინის ქირას გადავიხდიდით და ვგეგმავდით რომ ოჯახი შეგვექმნა და ერთად გვეცხოვრა. ვიღაც შენგელი, გამოჩნდა რომელსაც ჭირდებოდა თანხის სესხება და პროცენტს გადაიხდიდა, რომლითაც მერე მე ქირას გადავიხდიდი. გარანტიაში გადმომიფორმა მიწა მშრალი ნასყიდობით. მაჩვენა მიწაც თელეთში. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო. მე საერთოდ ვერ ვერკვეოდი მიწებში და დოკუმენტებში, პროცენტის გადახდის დრო რომ მოვიდა,ტელეფონს საერთოდ აღარ პასუხობს, მერე მიწის დოკუმენტებს რომ შევხედე საკადასტრო კოდით რაღაც ვალდებულება აქვს მიწას სახელმწიფოსგან,რადგან სახელმწიფოს დარიგებული მიწები ყოფილა, პლიუს მე რომელი მიწაც მაჩვენა ის ახლოს იყო გზასთან და საკადასტრო კოდით რუკაზე რაც ჩანს ის ძალიან შორსაა. მაკლერებს რომ ვურეკავდი თავიდან მპასუხობდნენ და გადაბარებას გავაკეთებთო, მაგრამ გადის დრო და ახლა ეგენიც აღარ მპასუხობენ. გავაფრინო უნდა, ასე წვალებით შეგროვებული ფული როგორ უნდა შევაჭამო ამათ, მიწა კია ჩემს სახელზე მაგრამ სხვა მაკლერებიც არ ეკარებიან, ვერც ვყიდი. ერთი ის დამრჩენია როგორმე იმ აფერისტის მისამართი გავიგო და იარაღის მუქარით დავაბრუნებინო თანხა, მაგრამ რომ არ დამიბრუნოს იქვე დავხრიტავ ალბათ. ხალხო თუ ვინმეს მსგავსი სიტუაცია გქონიათ იქნებ რამე მირჩიოთ აღარ ვარ სრულ ჭკუაზე, მკვლელობაზე ვფიქრობ მართლა. სამართლებრივად ვერაფერს გავხდები, მშრალი ნასყიდობაა და სხვა არავითარი პუნქტი არაა. რა ჯანდაბა გავაკეთო.
|