..მოგონებები მშობიარობაზე..დავიწყე:
28ში მთელი დღე ვფიქრობდი, რომ ღამით გამოძვრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აღარც წელი მტკიოდა, აღარც მუცელი მქაჩავდა და არანაირი სიმფტომი არ მქონდა წინა დღეებისგან განსხვავებით,
ფორუმზეც დავწერე, რომ ამაღამ იზამს რაცხას თქო და წავედი დასაძინებლად,
ოთო ფორუმზე პოსტავდა,
მე დავწექი და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, თუ 29შიც არაფერს იზამდა,
ჩუმად ველაპარაკებოდი ხოლმე ბავშვს, გულში, ვერასოდეს ხმამაღლა ვერ მივმართავდი, სანამ მუცელში იყო, ხოდა იმ დღესაც ვთხოვდი, გამოდი რა, რათ გვინდა დამაჩქარებლები თქო,
უცებ რაღაც სითბო ვიგრძენი ფეხებს შორის, მთელი ორსულობა მეჩვენებოდა ეგ შეგრძნება და მეშინოდა, დაფეთებული ვამოწმებდი, სისხლი არ იყოს თქო,
რომ მივხვდი, რომ წ###ბი იყო, უცებ გაქრა ყველანაირი შიში და ნერვიულობა, წამოვჯექი, შევამოწმე, ოთოს ვუთხარი, წ###ბი დავღვარე თქო და სათნო სახით გავუღიმე
ხოდა რომ იჯდა მთელი ორსულობა არხეინად და "ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო", გაიძახოდა, ეხლა მაგას დაეწყო,
წამოხტა უცებ, ჩაცმა და მომზადება დაიწყო, ლიას დაუძახა და ა.შ. დარბოდა აქეთ იქით,
მე ნელა ავდექი, დედაჩემს დავურეკე, სოსოს დავურეკე, ჩავალაგე, მოვწესრიგდი, ფორუმზე თემა გავხსენი
და წავედით...
ოთო ძაან ჩქარობდა, მე არც ტკივილები მქონდა, არც არაფერი, რატომღაც არ ვნერვიულობდი და მშვიდად მივედი.
გავაღვიძეთ მორიგე ექთნები,
გამსინჯეს და 2 თითზე ვიყავი, რახან არ მტკიოდა, შიგნით არ მინდოდა შესვლა, გარეთ ვიჯექი ჩემებთან,
რამდენჯერმე ძალით შემათრიეს, გამომაცვლევინეს, მერე კიდე გამოვვარდი, მერე ოყნაზე შემათრიეს, კიდე გამოვედი
და ა.შ.
სანამ ტკივილები არ დამეწყო, გამოვიდოდი, ცოტა ხანში გამომაკითხავდნე, შემიყვანდენენ, კიდე გამოვდიოდი..
მოვლითი ტკივილი დამეწყო სადღაც 1 საათში, უფრო მეტში მგონი.. თავიდან სუსტად და ყრუდ, 10 წუთში ერთხელ, მერე 7 წუთში ერთხელ, მერე 5 წუთში ერთხელ... ძაან მალე შემცირდა ინტერვალები, გაუტკივარება გავაკეთებინე იმ დროს, როცა შევატყვე, რომ მერხეოდა
დაახლოებით 1 საათი გამიყუჩა, დაწოლას მაინც ვგრძნობდი ქვემოთ, მაგრამ ასატანი ტკივილი იყო, მერე მომემატა ტკივილი და კიდევ დამიმატეს, იმან ცოტა ხანი დაატორმუზა თითქოს,
მერე ინტერვალები ძალიან გახშირდა და ტკივილმა და დაწოლამ იმატა,
ვუთხარი, მგონი არ გამიყუჩა ამან თქო და დაგიმატებთო, ვკითხე, სოსომ ხო უნდა გამსინჯოს თქო (ცოტა ხნის მოსული იყო, ჩემთან ერთად მეორე გოგო მშობიარობდა და იმასთან იყო). ჯერ გაგიკეთებ და მერე გაგსინჯავი და მესამე დოზაც შეუშვა
გამსინჯა სოსომ და
ეს უკვე 4 თითზეა, თავი ჩამოსულია და აწი თუ გინდა 20 ლიტრა გადაუსხით, მაინც აღარ გაუყუჩებსო
ხოოოოდა იქ დაიწყოოო....
ჭინთვები მქონია ტურმე, როცა მეგონა, რომ არ გამიყუჩა მეორე დოზამ, მე ვერ მივხვდი, მარა ისინიც ვერ მიხვდნენ და არც გამსინჯეს, ისე დამარჭეს მესამე.
სოსომ მითხრა, რომ მოგაწვება, ჰაერი აიღე და შენც მიაწექი ქვემოთო,
დავდიოდი და ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი, როგორც მითხრა, ჩემთვის არავის არ ეცალა თან, იმ გოგოსთან იყვნენ, მე ასე დავდიოდი საწყლად აქეთ იქით, შუალედებში წყალს ვსვამდი და ვისვენებდი, მეტს ვერაფერს ვერ ვასწრებდი,
იმან რომ გააჩინა, გადამიყვანეს მეც ბლოკში, რაღაც საშინელ სკამზე, წესიერ სკამზე ის გოგო იყო,
სოსომ ნახა და მითხრა, არ იჭინთები კარგად, ასე ვერ გააჩენო...
არადა მეგონა, რომ კარგად ვიქცეოდი და შემეშინდა, ამაზე მეტს ვეღარ გავიჭინთები თქო,
მერე უცებ ძაან მომემატა ტკივლი, აუტანელი გახდა,
დროში ვერ ვსაზღვრავ, რამდენი ხანი ვიყავი იქ, ან რამდენი ხანი მტკიოდა...
მახსოვს, რომ სადღაც გავჭედე ტკივილისგან და რაღაც საშინელ ხმას გამოვცემდი,
ბავშვზე ვბრაზობდი,
აღარ გავიჭინთები თქო, ვფიქრობდი თუ ვამბობდი, არ მახსოვს,
ბებიაქალს რაღაცაში ვუშლიდი ხელს, მაგრამ ვერ მივხვდი რაში,
საერთოდ ვერ ვაკონტროლებდი ჩემს თავს, მთელი ყურადღება მქოდა იმ ერთ წერტილზე, სადაც მტკიოდა,
სოსომ მითხრა, 10 წუთიც და გააჩენო და მაგან მიშველა,
გავაცნობიერე, რომ 10 წუთში დამთავრდებოდა და მეორე სუნთქვა გამეხსნა..
არ ვიცი რამდენ ხანში დამთავრდა, მაგრამ დამთავრდა:
ტკივლი უცებ მომეშვა და მივხვდი, რომ დაიბადა, ხმა არ მესმოდა და რატო არ ტირის თქო, ისტერიულად ვკითხულობდი, ტიროდა და არ მესმოდა, თურმე...
პირველად თავი დავინახე, ღია ფერის თმა ქონდა და გამეღიმა,
ლურჯი იყო და შემეშინდა, ჭიპლარი ქონდა 2ჯერო და გული კინაღამ წამივიდა,
რაღაცეებს ვამბობდი, არ მახსოვს, ხან ვიცინოდი, ხან ვტიროდი..
გულზე დამაწვინეს და მარტო თმებს ვხედავდი და ხელებს..
ჩემი ქმარი შემოვუშვით თქო და დამცინეს, შენი ქმარი არა, ის კიდეო..
მთელი მშობიარობის მანძილზე მქონდა განცდა, რომ მარტო ვიყავი, ყველა ზურგით იყო ჩემსკენ, სოსოს ხელი ქონდა გადადებული მუცელზე და გულისცემას ისმენდა, მერე ეხმარებოდა კიდევაც ბებიაქალს მგონი, ვიღაცეები იყვნენ კიდე, მაგრამ ჩემთან არავინ არ იყო,
და უცებ 2ნი გავხდით..
მალევე წაიყვანეს,
რაღაცეებს ვეკითხებოდი, ჭიპლარზე, როგორ არის, ხო კარგად სუნთქავს, ლურჯი რატოა,
ცალყბად და უკმაყოფილოდ მპასუხობდნენ, მაგრამ რომ ვამბობდი, წიხლქვეშ გავიგდებ თქო, ვერ ვქენი, არაფრის თავი არ მქონდა..
მერე სოსომ რაღაცეები ჩაატარა, კიდე დამიმატეს გაუტკივარება და ვერაფერი ვერ ვიგრძენი,
ნაკერი არ გაქვსო, პატარა ნახეთქია და იმაზე დავადებ, ეგ არც შეგაწუხებსო,
მერე თქვა, პლაცენტის გარსებია შიგნითო და გამოვასუფთავეო, გული გამისკდა, რამე არ დარჩეს თქო..
მერე რაღაცას მისხამდნენ ვენაში და მეორეც დაამატეო, მეორე რათ უნდა თქო, პატარა კოლტებიაო.. ცალკე მაგაზე გამისკდა გული..
ჩემებს ველაპარაკე,
ოთომ რა ფერიაო და ლურჯი მეთქი, შეშინებია, დედაჩემმა მითხრა, ისეთი სახე ქონდა, ვიფიქრე, რაღაც საშინელება უთხარიო..
ვთხოვე, 15 წუთში ერთხელ დამირეკეთ, რომ არ დამეძინოს თქო,
ჭინთვებს შორისაც მეძინებოდა რატომღაც,
მერე მარტო ვიყავი და ათასი რაღაცა გამახსენდა, ის გოგო რომ გარდაიცვალა და ა.შ. საშინელებები..
დედაჩემს ვთხოვე, ლოცვები წაიკითხე თქო..
ბავშვზე შიგადაშიგ გამკრავდა ფიქრი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი..
ბლოკში 2 საათი ვიყავი,
გადაჭედილი იყო სამშობიარო და არ იყო ადგილები, ისევ წინასამშობიარო პალატაში გადამიყვანეს მერე,
არაფერი აღარ მტკიოდა და მეთვითონ ჩამოვალ სკამიდან თქო,
გასკდნენ სიცილით,
რომ გავინძერი, მივხვდი, რომ ვერ გავინძრეოდი ეგრე მარტივად..
მეძინებოდა, მაგრამ მეშინოდა დაძინება, მეგონა, რომ რამე დამემართებოდა, არადა ცუდად არ ვიყავი..
მერე ბავშვი მომიყვანეს, ვაჭამე,
მერე ოთოც მოვიდა..
ბუნდოვნად მახსოვს რაღაცეები, ვერ ვალაგებ დროში.
ბავშვზე ფიქრი საღამოს დავიწყე,
ვიფიქრე, დავიძინებ ამაღამ თქო და ღამე ბავშვთა ოთახში დავტოვებ თქო,
მაგრამ ვერ დავიძინე, ტირილი რომ მესმოდა, მეგონა, რომ ჩემი იყო,
გავიდოდი, დავხედავდი, შემოვიდოდი...
ბოლოს, რომ დავინახე ატირებული, გული შემეკუმშა, ნიკაპი უკანკალებდა და სულ მარტო იყო..
ავიყვანე, ჩავიხუტე, ცრემლები მომადგა, მაგრამ თავი შევიკავე, დამესეოდა მერე სუყველა...
იმის მერე აღარ გამიყვანია, სულ ჩემთან იყო..
ნელ ნელა მოვიდა რაღაც გაურკვევევლი ემოციები, ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ მევსებოდა ტანი რაღაცით, საშიში ემოციით,
ნაბიჯ ნაბიჯ შემიყვარდა ეს პატარა ადამიანი,
გულზე მეწვა ხოლმე და ისე იძინებდა..
ეხლა ძალიან გავუტიე, სხვა რამეზეა ეს თემა აშკარად
ახალბედა დედებშიც დავავფრქვევ დანარჩენ ემოციებს მერე,
სამშობიაროებში დავწერ ჰერაზე.
მშობიარობის მერე, ბოდიშებს ვიხდიდი, ცუდად ვიქცეოდი ძაან თქო,
აღმოჩნდა, რომ არ ვიქცეოდი ცუდად.
მშობიარობასაც კარგი ერქვა, 1ზე მივედი, 7ზე გაჩენილი მყავდა.
ბოლოს მეტკინა ძაან, თორემ ისე ასატანი იყო ყველაფერი.
მერე დავამატებ კიდე,
რამე კითხვები თუ გაქვთ, არ დამზოგოთ
დეტალურად დავწერ პროცედურებს მოგვიანებით.
This post has been edited by ikebana on 31 Jul 2009, 23:24