papandopulo123მე მართლა დამეჯახა ასე ერთი, უკუსვლით
თავხელიძის ქუჩაზე (ვაჟას და ქავთარაძის დამაკავშირებელი პატარა ქუჩა) მივდიოდი, წინ მიდიოდა რაღაც ნახევრადსატვირთო დანჯღრეული ჯაბახანა, ხოდა სპეციალურად დისტანცია დავიჭირე ჩვეულებრივზე ცოტა მეტიც, ალბათ 7-8 მეტრი. გაჩერდა ქავთარაძეზე გასასვლელ გზაჯვარედინთან, მეც ამავე დისტანციით გავჩერდი და ველოდები, როდის გავა (მაშინ იქ შუქნიშანი არ იყო). უცებ ვხედავ, რომ ტიპი უკუსვლით იწყებს მოძრაობას და მიახლოვდება

ავტეხე სიგნალი, ვითონც არაფერი, ბოლომდე არ მჯეროდა,რომ დამარტყამდა, ვფიქრობდი, რომ აი ახლა გაჩერდება-მეთქი. თან ახალი მძღოლი ვიყავი და მაინც დავიბენი, უკანა სარკეში გახედვა და მერე უკან დახევა ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. თან იქვე პროფილაქტიკებში ხალხი იყო, რომლებიც ამ მძღოლს უყვიროდნენ და ანიშნებდნენ, მაგრამ სანამ არ მლეწა, ვერაფერს მიხვდა
ოღონდ მერე ვერაფრით ვერ ახსნა, უკან რატომ წამოვიდა იმ მოცემულობაში (რ დაგორებია ნამდვილად, თან საკმაოდ შორს ვიდექი) და თავი იმით იმართლა, პატარა მანქანაა და ვერ დავინახეო