ხუმრობ?
ბოდიში მეგობარო, მაგრამ 1200 ლარად ერთდროულად ახალ და სასწაულ ველოს ვერ იყიდი, მეორადი შეიძლება.
ან ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომელიმე ონლაინ მაღაზიამ 50 - 70% - იანი ფასდაკლება რომ მაინც დადოს.
https://www.facebook.com/groups/Tbilisibicycle/ - ამ ჯგუფში გაწევრიანდი და აგიხსნიან უფრო დეტალურად.
რაც შეეხება კონკრეტულად მაგ ველოს, ამაზონის ბმული რომ დადე, ეგ ველო გამოდგება უბრალოდ სასეირნოდ, გასართობად.
მასეთებს ძირითადად სუპერმარკეტებში ყიდიან ხოლმე, დაბალი ფასით პოტენციური მყიდველების გული რომ მოიგონ (ე.წ Walmart Bike).
დაბალხარისხიანი ნაწილები იტყობა გადამრთველებზე, იგივე Shimano Tourney თუნდაც, ჩანგალი და საჭის მექანიზმიც არ ჩანს საიმედო.
კი ერთი-ორჯერ 70 კმ/სთ - იც შეიძლება განავითარო (რაც თავისთავად საშიშია და დიდია ტრავმის რისკი), მაგრამ ეს ველო არ არის ამისთვის განკუთვნილი.
აი ამ საიტზე არის ყველანაირი კატეგორიის ველო, შეადარე ფასები, ნაწილები და თავად გაერკვევი:
http://www.chainreactioncycles.com/road-bikes