lycanსცენარი უკვვე გითხარი რო ჩვეულებრივ მონსტრების ფილმის ფორმულაზეა აგებული, მინიმალური განსხვავებით.არ ვიცი დეკორაციებზე რა მოხდა მაგრამ ეგრე რო ვიმსჯელოთ კემერონზეც იგივე გამოდის.სტენ ვინსტონმა მის თითქმის ყველა პროექტს ლურსმანზე და ჩაქუჩზე მეტი მისცა.კინო კოლექტიური ხელოვნებაა და ბევრი ადამიანი მონაწილეობს მის შექმნაში.ეს ხო არ ნიშნავს იმას რო რეჟისორი ცუდია.
ფინჩერი აიღე თუნდაც.დიდი ვერაფერი რეჟისორი გამოდის რადგან თითქმის ყველა ფილმი რეალურ ამბავზე ან წიგნზე აქვს.სცენარს სხვა უწერს და ეს მარტო იღებს.ანუ რა გამოდის ნებისმიერი სირი იგივე სცენარით 7 ს ისევე გადაიღებდა როგორც ეს დევიდმა გაააკეთა.მე მგონია რო პირიქით.ფინჩერი რო არა საშუალო სტატისტიკური დეტექტივი გამოვიდოდა.მთავარი აქ რეჟისორის მიდგომა,ხედვა და იდეებია.რეჟისორს შეუძლია ვაბშე ერთი გვერდი სცენარი ერთ წუთში ჩაატიოს ისე რო აზრობრივი დატვირთვა ოდნავაც არ დაიკარგება.
დავუბრუნდეთ რიდლის.
დიდებაზე რა გითხრა მაგრამ რაც არის იმას ვამბობ.
ბლეიდ რანნერი და გლადიატორიც შემთხვევითობა ხო არ არის კაცო???
ან"Matchestic Man"რომელიც მერე ტორნატორემ გააპლაგიატა"საუკეთესო წინადადებაში"და რატომღაც ყველამ პლაგიატი დაიმახსოვრა.
გასართობ ბლოკბასტერებზე აღარაფერს ვამბობ იგივე"Black hawk Down"მაგარი ფილმია ძალიან.
ასე რო თუ სიბერეში 2 ფილმით აურია,ეს არაფერს არ ნიშნავს საერთოდ.
ძაან ძლიერი რეჟისორია რიდლი.
მარტო რანნერის ბოლო სცენა უდრის მთელ ბლომკამპის ფილმოგრაფიას.
მერეე რა ხედვა აქვს ტიპს.რა მაგარი ვიზიონერია, როგორ დგავს კადრს, როგორ მუშაობს განათებასთან, ნებისმიერ ფილმში შეუძლია ისეთი ატმოსფეროს შექმნა რო დაწყებისთანავე ეშვები თავით.
ბლეკ ჰოუკში საბრძოლო მოქმედებებში ერთვები,გლადიატორში ძველ რომში გადადიხარ,რანნერი საერთოდ ყოველი კადრი კინოს შედევრია.
რიდლი=ღმერთი მოკლედ
კიი მიქარა ორჯერ ამ სიბერეში მარა ვის არ მოსვლია.
კემერონის დახმარებით აგერ გულისამრევი ტ6 გადაიღეს და ტიპმა გენეზისი ცამდე აიყვანა ქებით.
* * *
რიდლი ლიცემერი მაინც არ არის.და ნაგავ ფილმს რო ნახავს ნაგავს ეძახის,როცა ჯეიმსი აღფრთოვანებული დარჩა მხუთე და მეექვსე ტერმინატორით.თან პროდიუსერის ფუნქცია აიღო,ბევრი"პრავალნი"იდეა შეტენა ფილმში და ბოლოს ყველაფერი რეჟისორს შეატოვა.(ეგეც კაი სირია, მაგრამ მაინც)
რიდლიმ კიდე მე შეგქმენი და მე მოგ₾&₾&#ნავ დედასო და ეგრეც მოიქცა.თან ფართოთ გაშლილი მხრებით რეჟისორობა იკისრა
ძაან ნერვები მეშლება ქოვენანტის გამო მაგრამ ხდება ხოლმე
* * *
ჯეიმსს რატომღაც ყველა ტერმინატორით აფასებს მაგრამ ყველა პროექტი(პირანიების და ავატარის გარდა)რაც აქვს,უძლიერესია ყოველი კუთხით.
იგივე უფსკრული,ჩრუ ლაიზ შვარციკას მონაწილეობით და უცხოს მეორე ნაწილი.ეს უკანასკნელი საერთოდ ეტალონია როგორ უნდა გადაიღო მაღალბიუჯეტიანი სამეცნიერო ფანტასტიკა ბაევიკის ელემენტებით.როგორ უნდა გაცდე ორიგინალი ფილმის იდეას, მაგრამ ამასთანავე მისი დუხი არ დაკარგო.